სლემსაც გაახერხებენ?

   "ექვსი ერის" ჩემპიონი ვადამდე გამოვლინდა – საფრანგეთმა ძლია ინგლისი და ტიტული ირლანდიას დაუკანონა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

სცენარი ჩაუფლავდათ ტელე’ბოსებს – ბოლო რაუნდში, "ზე (სუპერ) შაბათს" ისღაა გასარკვევი, ირლანდია სლემს თუ შეასრულებს, ანუ ხუთივე მეტოქეს თუ ძლევს, თორემ თუ ვინ დაიკავებს მეორე-მესამე ადგილებს, ეგ დიდ რაგბში ოდითგან არავის ადარდებს, რაკი ცხრილს კარგა ხანს ... "თაიმს"იღა ადგენდა

სლემის ჯახი თვიქნემშია. ბოლო ორი წლის, აწ’კი უკვე ექს-ჩემპიონი ინგლისი ახალ ფალავანს – ირლანდიას უხვდება. არადა, შარშან სწორედ რომ პირიქით იყო: "ვარდებს" პირველობა დაებევებინათ, მაგრამ "სამყურებმა" დაბლინში მოუგეს და ზედიზედ სლემი აღარ დაანებეს

დროს ჩამორჩნენო

ირლანდიამ არათუ ჩემპიონობა გაინაღდა, არამედ "მსოფლიო რაგბის" რეიტინგშიც გადაუსწრო ინგლისს და მეორე ადგილზე მოკალათდა.  ოზი ედი ჯოუნზის ხელ’ქვეით რაგბის სამშობლოს 25 მატჩიდან ერთად’ ერთი წაეგო, მაგრამ ახლა ზედიზედ დამარცხდა სტუმრად და თუ შინაც მოეცარა ხელი, "6 ერს" უარყოფითი ბალანსით დაასრულებს

"ცბიერი ედი" მარცხს ზოგადად, რაგბისა და კერძოდ, მსაჯობის მუდმივ განვითარებას აბრალებს.  მწვრთნელი აღიარებს, რომ მისი შეგირდები დროს ჩამორჩნენ – ალღოს ვერ უღებენ ბოჭვა | რაქის ახლებურად განსჯას და ამიტომ ბლომად ჯარიმდებიან

გურუს მიაჩნია, რომ ეს ზადი გამოსწორებადია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რაქის წესი შემოდგომიდან შეიცვალა იმიტომ, რომ იტალიამ შარშანდელ "6 ერზე" მახეში სწორედ რომ ედის’ვე ნაქები და ნაწრთობი, მაგრამ ტაქტიკურად უმწეო ინგლისი გააბა

პრემიით მართებდათ

გუნდს უკვე დამსგავსებულმა საფრანგეთმა ძველი მეტოქე დაცვით დაამარცხა – პირველ ტაიმში ორად’ორი (!) ბოჭვა გაუცუდდა.  ბურმა რეფმაც ჯარიმები ინგლისს საზიანოდ არიგა * 17-11

ინგლისი იმანაც წაახდინა, რომ ირლანდიის ბონუსიანი გამარჯვების შემხედვარეს, თავადაც პრემიით მართებდა მოგება, მაგრამ ოთხს ვინ ჩივის? – პირველი და ერთად’ერთი ლელო 75’ წუთზეღა გაიტანა

არადა, ფრანგებსაც უჭირდათ – 11 დერეფნიდან 5 (!) წააგეს და ზედ ორი შერკინებაც მიაყოლეს, საწყის 15 წუთში კი ბრიტებს ბურთი დროის 75% ეპყრათ, ანუ მასპინძლები ლელოს დაცვაზეღა ზრუნავდნენ

ხეირზე, ალმისკენ

ინგლისს დაშავებული კვაჭის, დილან ჰართლის ნაცვლად ყოჩობდა ოუენ ფარელი, საფრანგეთს კი 10 ნომრად ფრანსუა ტრენ-დიუკი დაეწინაურებინა.  სტუმრებმა პირველი მეოთხედი ორი ჯარიმით მოიგეს, მაგრამ ფიჯელი 8 ნომერი, ნეითან ჰიუზიც დაემტვრათ

ტაიმი ულელოოდ, ფრედ * 9:9 დასრულდა,  49’ წუთზე კი ტრენ-დიუკმა ხეირზე, ალმისკენ რომ აწია აბრაგანი, ენთონი ვოთსონმა კისერში ჩავლებიღთა ალაგმა ბენჟამენ ფალი.  ჰოდა, უფალმა პეიპერმა, კივ ტელე’რეფთან მოთათბირებით, ინგლისი "7 ქულიანს პლუს სინბინ"ით დასაჯა * 16:9

ფრანგებმა უმალ კინაღამ გაიტანეს მეორე ლელოც, მაგრამ ინგლისი ბოლოს მაინც გახელდა – ელიოთ დეილის სხარტი პასით ჯონი მეი ეწია მიზანს, გაწითლებულ დროზე კი "ვარდებმა" კარსაც უწიეს, მაგრამ კონტაქტში ბურთი წინ დაუვარდათ * 16:22

ქრესტომათიულად

ირლანდიის გარე’მარბი ჯექობ სთოქ’დეილი აღარ ხუმრობს – 8 ტესტში 10 ლელო აქვს გატანილი!  მან ახლაც რისკიანი პასი ჩაუჭრა პითერ ჰორნს და 55 მეტრი გაირბინა, ტაიმის ბოლო შეტევაში კი გარი რინგ’როუზისა და მაორი ბანდი აკის "შემორბენი" დააგვირგვინა * 14:3

სქოთები ლაღად ცდილობდნენ ბურთაობას, მაგრამ ჰიუ ჯოუნზმა რომ გადაიკიდა და აიღო, სთიუართ ჰოგი ვერ მიჰყვა.  52’ წუთზე, კარის პირდაპირ, 8 მეტრზე დაწყობილი შერკინებიდან მათივე ბექები ორ ეშელონად დადგნენ და ქრესტომათიულად გაითამაშეს ბურთი *  21:8

ირლანდიამ კი მანამდე და მერეც თითო, ძალისმიერი ლელო დადო: 
9 ნომერმა ქონორ მარიმ რაქიდან შეუტია და სამთან ჭიდილში ეწია მიზანს, კვაჭი შონ ქრონინი კი მოლს ჩამორჩა და ეგრე *
28:8 @ 71’

მეასე მარცხი

უელსი იტალიას ისევე მოექცა, როგორც ნოემბერში ჩვენ – ერთბაშად 10 "სხვა" გაუყვანა და ბევრად უფრო ბარაქიანადაც მოუგო * 38:14

"აძურის" ბებერი კაპიტანი, არგენტინელი სერჯო პარისე უნიკალურ ანტი’რეკორდს მიუახლოვდა და თუ თავ’მოყვარეობა შერჩენია, ახლავე უნდა წავიდეს ნაკრებიდან – შემდეგივე მარცხი მისთვის მეასე იქნება!

უელსმა მეტოქეს ნავარდით ერთობ აჯობა:  518 მეტრი / 124 სოლოზე –  237 / 123.  აძურს სამჯერ მეტი ბოჭვაც გაუცუდდა * 24-8, ლელოთა ფარდობა კი 5/2 გამოვიდა

დუბლი შეასრულა ზორბა ჯორჯ ნორსმა და მესამე ლელოზეც ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ვერ ჩაუთვალეს, მედიას კი მიაჩნია, რომ კივმა პარქსმაც დადო მეორე, ოღონდაც ბურმა ტელე’რეფმა, მორის იონკერმა ლათინები დაინდო

 

ექვსი ერი * 2018

მეოთხე რაუნდი

 

<<  ირლანდია$ 28:8 შოტლანდია  სტატ

ირლ: რ.ქარნი (ლარმორ 75) ერლს რინგ’როუზ აკი სთოქ’დეილ
<10-9>
სექსთონ (ქარბრი 73) მარი (მარმიონ 71) / ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ
^კაპ (ქრონინ 66) ფურლონგ (პორთერ 62) ჯმ.რაიან თოუნერ (ჰენდერსონ 55) ო’მანი (მერფი 55) ლივი სტანდერ – 4ლ: სთოქ’დეილ (1 2) მარი ქრონინ; 4გ: სექსთონ

შტლ: ჰოგ ქინგ’ჰორნ (ლ.ჯოუნზ 29-36) ჰ.ჯოუნზ ჰორნ (გრიგ 73) მეითლენდ <10-9> რასელ ლეიდლოუ (პრაის 67) / რიდ (ბჰათი 55) მაკ’ინალი (ბრაუნ 60) ბერგენ (ნელ 55) გილქრისთ ჯ.გრეი (სვინსონ 71) ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 18) – ლ: ქინგ’ჰორნ;
ჯ:
ლეიდლოუ

რეფ ბარნს (ინგ) 10/03 @ დაბლინ, ავივა (51 700ვიდეო

0:3(13) 7:3(24) 14:3(40+3) / 21:3(47) 21:8(52) 28:8(71$) დას(80+3)
 

<<  საფრანგეთი 22:16 ინგლისი$  სტატ

სფრ: ბონევალ (ფიკუ 15-23, 41) ფალ ბასტარო დუმეირუ გროსო
<10-9>
ტრენ-დიუკ (ბოგზის 71) მაშნო (კუიუ 71) / პუარო (პრიზო 66) გირადო
^კაპ (პელისიე 66) სლიმანი (გომეს-სა 59) გაბრიაგ ვაამაინა (ბ.ლე’რუ 66) ლორე (გალეტიე 66) კამარა ტოლენ – შ [ფალ] +
5ჯ:
მაშნო 4, ბოგზის

ინგ: ვოთსონ სბ 49 (ბრაუნ 68) მეი თე’ო ფარელ^კაპ დეილი
<10-9>
ფორდ (ჯოზეფ 60) ქეა (ვიგლს’ვორს 68) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 64) ჯორჯ (ქოუან-დიქი 64) ქოულ (სინქლერ 58) ლონჩბრი (ჰასქელ 52) ითოჟე; ლოზ რობშოუ ჰიუზ (სიმონდს 24) – 
ლ: მეი;
გ:
ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, დეილი (2)

რეფ პეიპერ (აფრ) 10/03 @ სან’დენი, სტად დე ფრანს (78 060ვიდეო

0:3(4) 0:6(21) 3:6(25) 3:9(29) 6:9(33) 9:9(37) /
16:9(49
+სბ) 19:9(63) 19:16(75) 22:16(78) დას(80+4)

<<  უელსი$ 38:14 იტალია  სტატ

უელ: ლმ.ვილიამს სბ 40+4 (ჰაფ’პენი 51) ნორს ვოთქინ პარქს სთ.ევანს <10-9> ენსქომ (პაჩელ 61) გრ.დევის სბ 49 (ალ.დევის 61) / ნ.სმით (რ.ევანს 61) დი (ოუენს 61) ფრენსის (რდ.ჯოუნზ 68) ჰილ (სბ.დევის 66) ბრ.დევის; თიპურიქ ჯმ.დევის (ჯენქინს 66) ფალეტაუ^კაპ 5ლ: პარქს ნორს (2 4) ჰილ თიპურიქ; 5გ: ენსქომ 3, ჰაფ’პენი 2; ჯ: ენსქომ

იტა: მინოძი ბენვენუტი სბ 78, ბიზენი კასტელო (ჰეივორდ 5) ბელინი <10-9> ალენ (კანა 69) ვიოლი (პალაძანი 64) / ლოვოტი (კვალიო 61) გირალდინი (ფაბიანი 69) ფერარი (პასკვალი 64) ძანი ბად; ნეგრი (რუძა 68) მბანდა (ლიკატა 15) პარისე^კაპ2ლ: მინოძი ბელინი; 2გ: ალენ კანა

რეფ გარსეზ (სფრ) 11/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (65 242ვიდეო

7:0(5) 14:0(8) 14:7(12) 17:7(37) სბ(40+4უ) /
24:7(44) სბ(49უ) 31:7(68
$) 38:7(72) 38:14(77) სბ(78ი) დას(80+3)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ბლერ ქინგ’ჰორნ (შტლ), 13 გარი რინგ’როუზ (ირლ), 12 მატიო ბასტარო (სფრ), 11 რემი გროსო (სფრ); 10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 ქონორ მარი (ირლ) /

1 ქიან ჰილი (ირლ), 2 ლეონარდო გირალდინი (იტა), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 პოლ გაბრიაგ (სფრ), 5 დევინ თოუნერ (ირლ);
6 იაკუბა კამარა (სფრ), 7 დენ ლივი (ირლ), 8 ტაულუპე ფალეტაუ (უელ)

სულ:  8 ირლ, 4 სფრ, 1 იტა უელ შტლ * 0 ინგ

 

ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

03/02

უელსი $

34:07

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი $

13:15

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

15:46

ინგლისი $

შაბ

10/02

ირლანდია $

56:19

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

12:06

უელსი $

კვი

11/02

შოტლანდია

32:26

საფრანგეთი $

პარ

23/02

საფრანგეთი

34:17

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია $

37:27

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

25:13

ინგლისი

შაბ

10/03

ირლანდია $

28:08

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

22:16

ინგლისი $

კვი

11/03

უელსი $

38:14

იტალია

4 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ირლანდია

19

+69

17/08

136:067

4-0

3

უელსი

11

+35

12/10

105:070

2-2

3

ინგლისი

10

+19

11/06

087:068

2-2

2

საფრანგეთი

10

+15

07/05

095:080

2-2

2

შოტლანდია

8

-29

07/11

072:101

2-2

0

იტალია

0

-109

09/23

065:174

0-4

0

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
               +3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) 

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

შაბ

17/03

იტალია

16.30

შოტლანდია

შაბ

17/03

ინგლისი

18.45

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

21.00

საფრანგეთი

 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

  სტატმოწინავენი

ქულა:  45 მაკსიმ მაშნო (სფრ); 40 ჯონი სექსთონ (ირლ), ლი ჰაფ’პენი (უელ); 39 ოუენ ფარელ (ინგ); 32 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ)

ლელო:  6 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 3 ჯონი მეი (ინგ), მატეო მინოძი (იტა), ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/03_2018)

  1 ზელანდია 9399, 2(3) ირლანდია 8785, 3(2) ინგლისი 8750
  4 ავსტრალია 8549, 5(6) აფრიკა 8381, 6(5) შოტლანდია
8380, 
  7 უელსი 8307, 8(10) საფრანგეთი
7944 , 9(8) არგენტინა 7822,
10(9) ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო
7380,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7113, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-:  სფრ 188 ინგ, ირლ 64 შტლ, უელ 0 იტა * საქ 34 რუს (29:9 გ)