გრიგალივით დაატყდნენ

   ზე 15-ის მეოთხე რაუნდში ლიდერი, "ლაიონზი" შინ, სულ ბოლოსღა რომ დამარცხდა "ბლუზთან", სატურნირო დოღში შარშანდელი მაჩანჩალა, "რებელზი" დაწინაურდა

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ბოლო ორი წლის ვიცე-ჩემპიონს, ლაიონზს მე-6 რაუნდამდე სულ აფრიკაში უწევს რაგბობა, მაგრამ მიიღო ზელანდიის მაჩანჩალა და ეგრევე წააგო

კივებს ოზები პირველად მე-7 რაუნდშიღა გადაეყრებიან.  ეგებ ამადაც პარპაშებს რებელზი, ვინაც სტარტზე სამივე მატჩი პრემიით მოიგო, ზელანდიელები კი ჯერ ერთ’ურთს უსინჯავენ ძალას და ... ილეწებიან:

რომ შეიბნენ დედა’ქალაქში ჰარიქეინზი და ქრუსეიდერზი, სტუმრებს საწყის 8 წუთში ორჯერ აუხირდა ექიმი, ტვინის შერყევაზე გასასინჯად წაულალა "ოლ ბლექ"ები – რაიან ქროთი და სემ ვაითლოქი, და ორივე დაუყადაღა ... მოთამაშეთა კეთილ’დღეობაზე ზრუნვის მომიზეზებით

ლაიონზსაც 22’ წუთზე’ვე, ოთხი კვირით გამოაკლდა მენისკ’ნატკენი კაპიტანი ვორენ ვაითლი და მეორე ტაიმში ამიტომაც აირია, სხვაფრივ კი მასპინძელი ამ რაუნდში შვიდივე თამაშს მოიგებდა, ბლუზს ბოლოს რომ არ გავარდნოდა თოფი

რაგბი’პასის სთრიმით

პროგრამის თვალი საშაბათო, ჩვენებურად დილის 11-ის ნახევრის კივური დარბი იყო, და დამდეგ უქმეებზეც ამავე დროს უნდა ჩაუჯდეს რაგბი’პასის სთრიმს გურმანი – სამხრეთი კუნძულის შინა’ომში ჰაილენდერზი ქრუსეიდერზს მასპინძლობს

8-გზის ფალავანს თავიდანვე მართლაც რომ გრიგალივით დაატყდა თავს ჰარიქეინზი, ვისი 10 ნომერი ბოდენ ბარეთიც მეასე (!) ზე’კეპს იხვეჭდა * 21:0 @ 24’

დედა’ქალაქმა პირველი ლელო 5-მეტრა დერეფანში დატოვებულ ღრეჩოში გაძრომით შეიტანა;  მეორე – ჯორდი ბარეთის ხაზში ჩართვითა და მიმყოლის იმედად ბურთის მოსროლით;  ხოლო მესამე  – თერნოვერიდან, მოშვიდკაცე ბენ ლემის 80 მეტრზე გაჯეჯილებით

მერე და მერე ქრუსეიდერზმა შეანელა თამაში და მეტოქეს მორევაც დაუწყო, მაგრამ ჯორდიმ 45 მეტრიდან რომ გაუტანა ჯარიმა, მაინც უქულოდ დაშვრა იმის მიუხედავად, რომ ბურთაობა სირენის შემდეგ კიდევ 6 წუთს (!) გაგრძელდა * 29:19 (ლ 4/3)

ნაჰოლოს ოინები

კივთაგან არ წაუგია მხოლოდ ჰაილენდერზს – ორივე მეტოქე მოსუსტო ჰყავდა.  ქეიპ’თაუნის "სთორმერზ"ი ზელანდიაში ზედიზედ მეათედ დამარცხდა, თუმცკი პირველ ტაიმში ორჯერ დაწინაურდა

ისევ გაიბრწყინა ფიჯელმა "ოლ ბლექმა" ვაისაკე ნაჰოლომ:  მეორე ლელოზე კიდესთან ზედიზედ დაიფრინა სამი მბოჭავი და არონ სმითს მიაწოდა ბურთი;  მესამეზე მეტოქის ბოქს’ქიქი მოხსნა და წინ გაჭრილ რობ თომპსონს აედევნა, ბოლოზე – პრემიის ბოლოს’ღა მომტანზე – კი ბენ და არონ სმითებთან წაიბურთავა მოხდენილად * 33:15 (ლ 5/2)

კივთაგან უქმობდა ჩიფსი, ბლუზი კი ზეგანზე ორჯერ ჩამორჩა 18 ქულით ლაიონზს * 3:21 და 10:28.  მერე მოხდა სასწაული – უჰაერობამ სტუმრის ნაცვლად მასპინძელი დასცადა;  ტელე’რეფმაც – ვილი ფოსმა "პაპზე უფრო’რე კათოლიკედ" წარმოიდგინა თავი და 35:31-ზე აფივე დიანტს არ ჩაუთვალა საჭოჭმანო ლელო.  ჰოდა, ოქლენდი ბოლო შტურმში, "აიღე და მიეძალე"თი კართან ეწია მიზანს * 38:35 (ლ 5/5)

ახლოდან, ძალით

ავსტრალიური დარბი საცქერლად არ ვარგა ხოლმე, მაგრამ რებელზ –  ბრამბიზი გამონაკლისი გამოდგა.  მასპინძლები ზედიზედ 5-ჯერ რომ დაჯარიმდნენ, კაც-ნაკლულები დარჩნენ და უმალ ლელოც გაუშვეს ქრისჩენ ლეალიაფანოს გრძელი პასით, მაგრამ მერე აჯობეს მეტოქეს, ვისაც პირველ ტაიმშივე დაემტვნენ სემ ქართერი და ჯოშ მენ-რეი

პირველი ხუთი ლელო ახლოდან, ლამის ძალით დაიდო.  რებელზმა მაშინ აიწყვიტა, ბრამბიზს საათის თავზე ბურჯი რომ გაუსინბინეს.  რომ მიეძალა "იაპონელი" ამანაკი მაფი, წითელ ზოლში ბურთი  რაქიდან გამოვარდა და ვილ გენიამ უმალ უპასა რის ჰოჯს * 21:10 @ 66’

მალე სტუმრებს წყვილი თერნოვერი შეემთხვათ, რაც ორი ლელოთი დასრულდა:  ჯერ გაჭენდა ჯექ მედოქსი, მერე კი რიჩი ჰარდვიქმა ირბინა ბევრი და მაიქლ რურუმ ალამთან ნახტომით დაამიწა *  33:10 (ლ 5/2).  სინბინი სხვა 6 მატჩში ერთიც არ აღნუსხულა, სულ კი დარიგდა 3 პრემია და ორიც – ნუგეში

მეტოქეს აჩუქა

2014 წლის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი განახლებულმა რედსმა:  ბრაზილიის’ფრად შემოსილ ბულზს 26’ წუთზე, შინ * 3:14 ჩამორჩებოდა, მაგრამ ჯერ ტანიელა ტუპოუმ ოფლოუდით ახეირა ნალიგარი ქეილებ ტიმუ; მეორე ტაიმში ფილიპო ნდაუნგუნუმ კადნიერად გამოაქცუნა გადაკიდებული და აიდან ტოუა კარში შევარდა; ბოლოს კი ჯონო ლენსმა 40 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა * 20:14

შეხუთულ დურბანში შარქსმა ერთობ დაიბრიყვა კლასით კნინი და რაზმის ქაოსურად მცვლელი სან’ვულვზი * 50:22,  ამისმა 9 ნომერმა, იუტაკა ნაგარემ კი სეზონში მეორედაც აჩუქა მეტოქეს ლელო – შერკინებიდან ძლივს გამოტანილი ბურთი ვერ დაამიწა და ქემერონ რაითმა დაასწრო

სან’ვულვზი ცხრილის ფსკერზე დაიძირა, რაკი სამი წაგების შემდეგ მოულოდნელად იმარჯვა ხაგუარესმა – აფრიკიდან არგენტინაში ჩასულ ვორათაზს ტაიმი * 33:7 მოუგო, ბოლოს კი ისე აურია, რომ სირენამდე და შემდეგ თითო ლელო მიირთვა და ბონუსი ქარს გაატანა * 38:28
(ლ
6/4)

 

ზე რაგბი 2018

მეოთხე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჰაილენდერზ$ 33:15 სთორმერზ  სტატ

5ლ: სქვაიერ ა.სმით (2 5) ნაჰოლო ლ.ვაითლოქ; 4გ: სოპოანგა –

2ლ: ქრ.ფან’სეილ ვილემსე; გ ჯ: მარე

რეფ ჯექსონ (ზელ) 9/03   ვიდეო

5:0(4) 5:5(11) 5:12(17) 12:12(21) 12:15(32) 19:15(34) /
26:15(49) 33:15(80)

<<  რებელზ$ 33:10 ბრამბიზ  სტატ

5ლ: მაფი ჰოჯ (2 3) მედოქს რურუ; 4გ: ჰოჯ სბ უელეზი –

2ლ: პენი სპეით სბ მეიქინ

რეფ ჰაუს’თონ (ავს) 9/03   ვიდეო

სბ(9) 0:5(9) 7:5(30) 14:5(34) /
14:10(55) სბ(62ბ) 21:10(66) 28:10(68) 33:10(71) დას(80+2)

<<  ჰარიქეინზ 29:19 ქრუსეიდერზ  სტატ

4ლ: ივს პერენარა ლემ პროქთორ; 3გ: ბ.ბარეთ; ჯ: ჯ.ბარეთ –

3ლ: მატაელე ტაუფუა მ.ალა’ალა’ტოა; 2გ: ჰანთ

რეფ პიქერილ (ზელ) 10/03   ვიდეო

7:0(5) 14:0(15) 21:0(24) 21:5(30) 26:5(32) 26:12(38) /
26:19(56) 29:19(67) დას(80+7)

<<  რედს 20:14 ბულზ$  სტატ

2ლ: ტიმუ ტოუა; 2გ: თათლ; 2ჯ: თათლ ლენს –

2ლ: ხელანტ ვორნერ; 2გ: პოლარდ

რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 10/03 (11 827)    ვიდეო

0:7(6) 3:7(24) 3:14(26) 10:14(38) /
17:14(47) 20:14(76) დას(80+3)

<<  შარქს$ 50:22 სან’ვულვზ  სტატ

7ლ: მაპიმპი (1 4) ა.ფან’დერ’მერვე მტემბუ ფერმიულენ ნკოსი რაით; 6გ: რ.დიუ’პრე 5, ბოშ; ჯ: დიუ’პრე –

3ლ: ლემეკი ვ.ფან’დერ’ვალტ ვ.ტუპოუ; 2გ: მაცუშიმა ნაკამურა;
ჯ:
ტატეკავა

რეფ ანსელმი (არგ) 10/03   ვიდეო

3:0(2) 10:0(10) 10:3(25) 17:3(30) 24:3(37) /
24:8(45) 29:8(49) 36:8(56) 36:15(61) 43:15(69) 50:15(76) 50:22(79)

<<  ლაიონზ$ 35:38 ბლუზ  სტატ

5ლ: მაჰუზა იანსე-ფან’რენსბერგ იანკის დიანტი დ.სმით;
5გ: იანკის –

5ლ: ა.იოანე რ.იოანე (2 3) ჯმ.ტუპოუ ტარამაი; 5გ: გეთლენდ,
პეროფეტა 4;
ჯ: გეთლენდ

რეფ ბერი (ავს) 10/03 (14 032)   ვიდეო

7:0(4) 14:0(17) 14:3(22) 21:3(39) 21:10(40+) /
28:10(56) 28:17(64) 28:24(70) 35:24(74) 35:31(76) 35:38(80+)

<<  ხაგუარეს 38:28 ვორათაზ  სტატ

6ლ: ვოფელი (1 2) ტუკულეტ სანჩეს დელგვი ორლანდო; 4გ: სანჩეს –

4ლ: ჰოლოვეი რონა პამერ ფოლაუ; 4გ: ფოლი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 10/03   ვიდეო

7:0(2) 14:0(12) 21:0(17) 26:0(19) 26:7(36) 33:7(40+) /
33:14(48) 38:14(73) 38:21(80) 38:28(80+2)

<<  ჩიფს  უქმობდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ხოაკინ ტუკულეტ (ხგრ), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), 13 რიკო იოანე (ბლუ), 12 რის ჰოჯ (რბლ), 11 მაკაზოლე მაპიმპი (შრქ);
10 დამიან ვილემსე (სთო), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 ქრის ივს (ჰრქ), 2 აკერ ფან’დერ’მერვე (შრქ), 3 ჯონ-ჰუბერტ მეიერ (შრქ); 4 მატიას ალემანო (ხგრ), 5 თომ ფრენქლინ (ჰლნ); 6 ლიამ სქვაიერ (ჰლნ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  8 ზელ, 4 აფრ, 2 არგ, 1 ავს * 0 იაპ

#

[#]

4 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

2

რბლ

მელბურნ

15

3-0

+69

18/07

115:046

3

2

1

ლნზ

იოჰანესბერგ

15

3-1

+38

23/15

157:119

3

3

4

ჰრქ

ველინგთონ

10

2-1

+33

12/06

082:049

2

4

3

ქრს

ქრაისთჩერჩ

10

2-1

+29

17/10

109:080

2

5

7

ჰლნ

დანიდინ .

9

2-0

+25

10/06

074:049

1

6

11

რედ

ბრისბენ

8

2-1

-12

05/11

057:069

0

7

12

შრქ

დურბან .

8

1-1*1

+21

13/10

093:072

2

8

5

ვრთ

სიდნი

6

1-1*1

-3

11/12

086:089

0

9

13

ბლუ

ოქლენდ

6

1-2

-10

12/14

093:103

2

10

9

ბულ

პრეტორია .

5

1-2

-18

09/12

070:088

1

11

6

სთო

ქეიპთაუნ

5

1-3

-34

12/18

098:132

1

12

10

ჩიფ

ჰემილთონ .

4

1-1

-16

06/10

050:066

0

13

8

ბრმ

კანბერა

4

1-2

-24

09/08

052:076

0

14

15

ხგრ

ბუენოს აირეს

4

1-3

-43

11/19

094:137

0

15

14

სნვ

ტოკიო

1

0-3

-55

08/18

064:119

1

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  43 ელთონ იანკის (ლნზ); 36 რობერტ დიუ’პრე (შრქ), ნიკო სანჩეს (ხგრ); 35 ბრინ გეთლენდ (ბლუ); 31 ბერნარდ ფოლი (ვრთ)

ლელო:  4 აფივე დიანტი (ლნზ), ემილიანო ვოფელი (ხგრ), აკირა იოანე (ბლუ), ჯექ მედოქს (რბლ);  3 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), სეფა ნაივალუ (რბლ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მეხუთე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 16/03

ჩიფ.ზელ

10.35

ბულ.აფრ

.

კვი 18/03

ხგრ.არგ

01.40

რედ.ავს

ვრთ.ავს

09.05

რბლ.ავს

შაბ 17/03

ჰლნ.ზელ

10.35

ქრს.ზელ

ბრმ.ავს

12.45

შრქ.აფრ

სთო.აფრ

17.05

ბლუ.ზელ

ლნზ.აფრ

19.15

სნვ.იაპ

უქმობს  ჰრქ.ზელ