ჭირი იქა, ლხინი აქა

   "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ჯობნით ერთბაშად ორი ჯილდო დაიბრუნეს, ესპანეთის ბელგიური ლაშქრობა კი შარით დასრულდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რაც შარშან, ბუქარესტში დავტოვეთ, ერთბაშად დავიბრუნეთ დიდუბეში:  16 გათამაშებაში მეათედ (!) ვიჩემპიონეთ "რაგბი ევროპა"ზე;  19 სეზონში უკვე 12-ჯერ ვიპირველეთ მედიის მიერ გამოგონილ "უმცროს 6 ერზე";  მეშვიდედ ვძლიეთ ყველა მეტოქე, ანუ "სლემი" შევასრულეთ;  და სამეზობლო, გარდამავალი, "ანთიმოზ ივერიელის თასიც" მე-11-ედ ჩავიბარეთ

"რაგბი ევროპა" რა ხვითოცაა, მაგავე დღეს, ბრიუსელში კიდევ გამოჩნდა, მაგრამ სიკეთის დაუნახაობაც არ ეგების:  პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, კომისარს გვერდს უმშვენებდა "დროის მსაჯი" – ლაშა ლაშხია;  სამოყვარულო ხანის შესაფერი, გალაქული, ხის ფარის ნაცვლადაც მახვშებმა ჩემპიონისთვის ლითონის (!) თასი დააწესეს, და შევიქენით პირველი გუნდი, ვინაც "სლემ ბონუსი" აიღო!

ერთიანად ღვინის’ფერი

სტადიონი ლამის სრულად შეივსო, თუმც’კი ბევრმა დამსწრემ დაიჩივლა, აპარატურა სმართ’ფონიდან ბილეთის შტრიხ’კოდს ვერ კითხულობდაო.  გვეცვა ერთიანად ღვინის’ფერი, იმათ ყვითელს კი დროშის სხვა ორი ფერიც ამკობდა.  ჩინებულ დარში ყველა სათანადო გუნებაზე ბრძანდებოდა და რაგბიც "ერთა თასის" დონისა ვიხილეთ

ძველ მეტოქეს ვჯობდით და ვუგებდით თითქმის მთელი თამაში, იმათ კი გულის’ყური უფრო ბრიუსელზე ეჭირათ, რაკი იქა წყდებოდა მათი ბედი – იაპონიის საგზურს იმ დღესვე დაიბევებდნენ თუ კიდევ მაქსიმუმ 6 შესარჩევი უნდა გაემართათ გვიან შემოდგომამდე

ბელგიის სტუმარი – ესპანეთი ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ არც ეშმაკს ეძინა.  ჰოდა, რუმინელთა თულუხჩებს, წყლის გარდა, საამო ცნობებიც რეგულარულად რომ შეჰქონდათ მოედანზე, გუნდს თითქმის არ უურჯუკია, არც უჯინჯღლია და არც ვლაიკუს აჰკანკალებია ფეხი – ოთხივე გაიტანა, თანაც 48, 35 და 40 მეტრიდან

ამჯერადაც შერკინებით

ჩვენმა ხაზმა უწინდელზე ოდნავ უკეთ იბურთავა, შერკინებამ კი ისევ დაიბრიყვა მეტოქე და ანგარიში მეორე ჯარიმით’ვე გაიხსნა * 3:0 @ 8’

14’ წუთზე ჯერ ერთ ალამთან ვერ გავიტანეთ ლელო და მერე იქეთა ფრთაზეც შევფერხდით, მაგრამ ჯარიმათა სათვალავი 5-1 რომ გახდა და "მუხებს" ბურჯი გაუგდეს სინბინში, შერკინებამ მოუხეშავად იძალა * 10:3 @ 23’

მერე იმათაც მოსალოდნელზე უკეთ იფაზავეს: უმანგა და ფან’ჰირდენი ლამის ეწივნენ მიზანს, დერეფანში აგორებული მოლის შემდეგ კი რეფმა დამიწება ვერ აღნუსხა @ 28’ (ჯ 5-4), მაგრამ ნემსაძე მხრით რომ დაეჯახა მეტოქეს, კაც’ნაკლულნი დავრჩით და ტაიმიც 10:6 დასრულდა

დაბნეული და დატყვევებული

განახლდა რკენა და ლელო ჩვენ დავდეთ – ხმალაძის გადაკიდებული სიჭინავამ ააცალა დაბნეულ ფერკუს * 17:6 @ 44’, ხოლო შერკინებამ წყვილი ჯარიმა გამოიმუშავა და მათიაშვილმა 35 მეტრიდან დაჰკრა * 20:6 @ 48’

იქვე ფან’ჰირდენი კოლელიშვილს ეურჯუკა და ვიტო შესაცვლელი გაგვიხადა, მაგრამ მარქაფა, მადლობა ღმერთს, სრულ’ფასოვანი გვყავს

მუხებმა მეორედაც შემოგვიტიეს და ისინი ამჯერადაც მორკინალებმა დაამუხრუჭეს, 66’ წუთზე კი "ფეხით" გადავედით იმათ წითელ ზოლში

შეუტია თოდუამ და გადაიკიდა, ფერკუ კი მისსავე ლელოში დაატყვევეს თხილაიშვილმა და მელიქიძემ.  ჰოდა, 5-მეტრა შერკინებიდან პირველივე ცდით რომ ვერ ვივარგეთ, ასიეშვილმა ღონით მაინც შეიტანა მესამე * 25:9 @ 71’

სამახსოვრო ფოტო

ბონუსი ვერ შევინარჩუნეთ – ფონოვაის რეიდის შემდეგ მუხებმა 5 მეტრიდან მამა’პაპური მოლი ააგორეს, ლამის ყველანი მოგვაწვნენ და დაგვალელოვეს * 25:16

გუნდი აგებდა, მაგრამ იცინოდა, რაკი აქედან შორს, ბელგიას უკვე ეძლია ესპანეთი და რუმინეთი მსოფლიოზე გაეყვანა.  ეზრუნათ ორგანიზატორებსაც – კავკასიაშიც თადარიგიანად გამოეგზავნათ ბანერი.  ჰოდა, ბედნიერმა "სტეჟარმა" სამახსოვრო ფოტოც გადაიღო

ლუდმა "აისმა" მატჩის უმარგესად ბორჯღალოსნების მღლეტელი, "კოკი" თხილაიშვილი ცნო, მაგრამ ჩვენი მორიგი ჩემპიონობა და ყველა სხვა დეტალიც მთლიანად დაჩრდილა ბელგიურმა სკანდალმა:

რაგბეთს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ რუმინელმა მსაჯმა, სამი წლის წინ (2015) ჩვენთანაც თავ’გამოჩენილმა ვლად იორდეკესკუმ ყველა ხერხი იხმარა, რათა ესპანეთს ბელგიაში წაეგო და მსოფლიოზე თავისი ქვეყანა ახლავე მიევლინა

განგებ დათესილი ეჭვი

რაგბული სოც’მედია ურთიერთ’ბრალდებათა ნიაღვარმა წალეკა:

ესპანეთი დოკუმენტურად ასაბუთებს, რომ ჯარიმათა ფარდობა უკიდურესად არა’თანაბარი * 24-4 იყო, რაც დაბლინში მოფიქრებულ, ოღრაშულ – "დაბალანსების თეორიას" ვერა’ნაირად ვერ ეთანადება

რუმინეთი ამტკიცებს, რომ იორდეკესკუ წესიერი კაცია და არაფერი უკადრებია;  რომ ესპანეთი თავიდანვე ამრეზით შეხვდა მის დანიშვნას და ისე მოიშალა, რომ მატჩის ბოლოსღა ძლივს გამოვიდა შოკიდან

ნეიტრალური ხალხი კითხულობს, თუ რად დანიშნა "რაგბი ევროპა"მ მაინცდამაინც რუმინელი (!) რუმინეთის კონკურენტის გადამწყვეტ მატჩზე, და ამით განგებ რად დათესა ეჭვი

ამათ კარგად მოეხსენებათ, რომ "რაგბი ევროპის" თავკაცი რუმინელი ოკტავიან მორარიუა, მაგრამ ამისი ამალა ხელს ახოცავს ფრანგ პატრიკ რობენს, ვინაც მსაჯებს ნიშნავს და ესპანეთის მიერ ერთი თვის (!) წინ შეტანილ არზასაც არ ათხოვა ყური

პასუხად აჯარიმებდა

სრულიად რაგბეთი აღშფოთებულია იმით, რომ თამაშის ბოლოს ესპანელები მსაჯს მიეჭრნენ და ცემა დაუპირეს.  საკითხს თვით "მსოფლიო რაგბი" იძიებს, მაგრამ ყველა მაგ აზრზეა, რომ რკენა არ გადათამაშდება და 2019 წლის "მსოფლიოს" გახსნაზე იაპონიას რუმინეთი ერაგბება

მოჩხუბრებს, რა თქმა უნდა, მკაცრად დასჯიან, იორდეკესკუს კი ცოტა ხნით დააქვეითებენ.  ჭორად ეგეც დადის, ვლადს შარში გახვევა არ სურდა, მაგრამ მსაჯობა აიძულესო, ის კი უნაღდესია, რომ შარშან მანვე ჩააფლავა ამავე გუნდების თამაში – წითელი და სამიც ყვითელი ჩამოარიგა მატჩში, რომელიც ესპანეთმა შინ, ბონუსით * 30:0 მოიგო

ეგეც ალბათ ნაღდია, რომ ბიჭებს ერთმანეთთან ძველი ანგარიშები ჰქონდათ გასასწორებელი;  რომ ბელგიაც უმსაჯოდ, მარტო თავისი შნოთი ესპანეთის მომრევი ვერ იყო;  ხოლო სტუმრები თავიდანვე შარზე იყვნენ და მსაჯს ედავებოდნენ, ხოლო ეს პასუხად აჯარიმებდა

თამაში არ გვაცალაო

რკენა ალაფებულ მოედანზე მოეწყო.  ბელგიამ რიგიანი გუნდი შეკრიბა და იჭიდავა;  ვლადის წაყრუებით, ურჯუკობით ცნობილ "შავ ეშმაკებს" ხელ-ფეხიც მეტად გაეხსნათ, შინ ფან’მომრავლებული "ლომები" კი წახდნენ და * 0:15 ჩამორჩნენ

მათი მწვრთნელი, სანტიაგო სანტოსი ჩივის, მსაჯმა თამაში სულ არ გვაცალაო, და იმაზეც მოთქვამს, რომ ლამის დაიკარგა ესპანეთში რაგბის აყვავების უნიკალური შანსი, რაკი ახლად’ნაზიარევი ლიანგი გულს აიცრუებს სპორტზე, რომელშიც ასეთი უსამართლობა ხდება

ჩვენდათავად დავძენთ, რომ ზოგადად – საერთაშორისო რაგბი და მეტადრე – ჩვენი დონისა, მართლაც უვარგისად იმართება და მაგის გამო ნელა’ღა ვითარდება.  ჩვენც ბევრჯერ გვიწვნევია ჩაგვრა და შევიწროება, მაგრამ მაინც აღმა გვივლია

ასე რომ:  რუმინეთმა, ესპანეთმა, სამოამ, კანადამ და მათ’ნაირებმა თავად არკვიონ, ვინ ვეღარ მოხვდება მსოფლიო თასზე, ჩვენ კი, მოდით, ცოტა ხნით ჩვენებურთა მორიგი წარმატებით გავიხაროთ  

აკი გვითქვამს, "ჭირი იქა, ლხინი აქაო!"

 

რაგბი ევროპა * 2018

ბოლო, მეხუთე რაუნდი

 

<<  საქართველო 25:16 რუმინეთი

  წარსული   23 მოთამაშე   ცოცხალი 

საქ: კვირიკაშვილი (თოდუა 64) სიჭინავა კაჭარავა კვესელაძე (მალაღურაძე 77) მათიაშვილი <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 72) / ნარიაშვილი (ასიეშვილი 52) მამუკაშვილი (ალხაზაშვილი 55) ჩილაჩავა (მელიქიძე 60) ნემსაძე^კაპ სბ 38-47, ჭეიშვილი (სუთიაშვილი 55) თხილაიშვილი კოლელიშვილი (გაჩეჩილაძე 55) ლომიძე (ჭეიშვილი 57-64) – 3ლ: ლომიძე სიჭინავა ასიეშვილი;
2გ 2ჯ:
მათიაშვილი

რუმ: ფერკუ (სიმიონესკუ 70) ფონო’ვაი კინი’კინი’ლაუ (ფაკა’ოსილეა 41) ვლაიკუ დუმიტრუ (ლაზერ 20-30) <10-9>
უმანგა სურუ-ჯიუ (კალაფეტ’ეანუ 63) / ბადიუ სბ 20-30 (ლაზერ 71) კეპეცინა (რედოი 59) ცერუშ (პრისტევიცა 60) ფან’ჰირდენ სბ 50-59, პოპირლან; მტია (კირიკა 67) კუსელო ბურჩა
^კაპ (მოცოკ 74) –
ლ: რედოი; გ 3ჯ: ვლაიკუ

რეფ კეირ (სფრ) 18/03_2018 თბილისი, დინამო არენა (53 726)

3:0(8) 3:3(11) სბ(20რ) 10:3(23) 10:6(39სბ) შეს(40+1) /
17:6(44) 20:6(48) სბ(50რ) 20:9(59) 25:9(71) 25:16(80) დას(80+2)

<<  ბელგია 18:10 ესპანეთი

6ჯ: არ –

ლ: ლოპეს; გ ჯ: პელიუშონ სბ აუსკი

რეფ იორდეკესკუ (რუმ) 18/03 @ ბრიუსელ, პტი’ეიზელ (3 ათასი)

3:0(21) 6:0(25) 9:0(30) 12:0(38) / 15:0(50სბ) 15:7(71) 15:10(75) 18:10(77)

<<  გერმანია 3:57 რუსეთი$

ჯ: მ.მიულერ სბ მაუ –

9ლ: ვ.ცნობილაძე (1 2) რუდოი (3 4 9) კროტოვ ბუდიჩენკო მიხალ’ცოვ (7 8) 6გ: კუშნარიოვ

რეფ თემპესთ (ინგ) 18/03 @ კიოლნ, შპორტ’ცენტრუმ (2 600)

3:0(7) 3:7(12) 3:12(19) სბ(24გ) 3:19(27) 3:26(31) 3:33(35) /
3:40(51) 3:47(59) 3:52(76) 3:57(80+)

 

რაგბი ევროპა 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

10/02

საქართველო $

47:00

ბელგია

ქუთაისი, აია

10/02

რუსეთი $

13:20

ესპანეთი

კრასნოდარ

10/02

რუმინეთი $

85:06

გერმანია

კლუჟ

17/02

გერმანია

00:64

საქართველო $

ოფენბახ

17/02

რუსეთი $

48:07

ბელგია

კრასნოდარ

18/02

ესპანეთი

22:10

რუმინეთი

მადრიდ

03/03

საქართველო

23:10

ესპანეთი

თბილისი, მესხი

03/03

რუმინეთი

25:15

რუსეთი

კლუჟ

03/03

ბელგია $

69:15

გერმანია

ბრიუსელ

10/03

რუსეთი

09:29

საქართველო $

კრასნოდარ

10/03

რუმინეთი $

62:12

ბელგია

ბუზეუ

11/03

ესპანეთი $

84:10

გერმანია

მადრიდ

18/03

საქართველო

25:16

რუმინეთი

თბილისი, დინამო

18/03

გერმანია

03:57

რუსეთი $

კიოლნ

18/03

ბელგია

18:10

ესპანეთი

ბრიუსელ

საბოლოო

სხვ

გატ:გაშ

 მ-წ

$

საქართველო

24

+153

26/02

188:035

5-0

4

რუმინეთი

14

+118

28/09

198:080

3-2

2

ესპანეთი

13

+72

19/05

146:074

3-2

1

რუსეთი

11

+58

19/12

142:084

2-3

3

ბელგია

9

-76

14/26

106:182

2-3

1

გერმანია

0

-325

03/55

034:359

0-5

0

ქულა:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
                 +1 ბონუსი (
$) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) ან
                                                ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
                                                ოღონდაც წაგებული ერთ’ბაშად 2 ბონუსს ვერ აიღებს!
                 +1 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)  – დაგვერიცხა!

ტოლობაზე:  ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                            2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
                              მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა

ოფიციოზი_EN      დებულება 

  მსოფლიო თასი * 2019

ევროპის შესარჩევი

საბოლოო

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

რუმინეთი

29

+170

42/14

296:126

6-2

5

ესპანეთი

26

+132

26/06

217:085

6-2

2

რუსეთი

20

+82

31/18

226:144

4-4

4

ბელგია

11

-87

21/34

170:257

2-6

3

გერმანია

8

-297

17/65

149:446

2-6

0

2019 წლის მსოფლიო თასისთვის შერჩევა წარმოებს
"რაგბი ევროპის" 2017 და 2018 წლების ჯამით

ოღონდაც ცხრილში არ ითვლება საქართველოს შედეგები

გამარჯვებული რუმინეთი პირდაპირ გავიდა მსოფლიოზე
"ა" ჯგუფში "ევრ1"-ად დაჯდა

მეორე’ადგილოსანი ესპანეთი აპრილში უმასპინძლებს
ქვედა დონეთა გამარჯვებულს – პორტუგალიას

ამ წყვილში მოგებული ორჯერ ეთამაშება სამოას2/06 შინ, 16/06 გარეთ

ამისი გამარჯვებული ჯდება ასევე "ა" ჯგუფში – "ევრ2 | სამ"-ად,
წაგებული კი მიდის 4-გუნდა "მსოფლიო რეპეშაჟში" (2018 შემოდგომა)

 

"რაგბი ევროპის" (ერთა თასის) ოფიციალური ჩემპიონები

საქართველო

10

2001

2007/8

2009

2011

2012

2013

 

 

2014

2015

2016

2018

   

რუმინეთი

5

2000

2002

2005/6

2010

2017

 

პორტუგალია

1

2003/4

 

 

 

 

 

 

ყოველწლიური "უმცროსი 6 ერის" ფალავნები

     ^ სლემი (ხუთივე მატჩში გამარჯვება)

საქართველო

12

2001^

2005

2007

2008^

2009

2011^

 

 

2012

2013

2014^

2015^

2016^

2018^

რუმინეთი

6

2000

2002^

2004

2006

2010

2017

პორტუგალია

1

2003^

.

.

.

.

 
 

19 სეზონის ჯამი (2000-2018)

ქვეყანა

  %

  მ-წ*ფ$ბ

ჩმ

უ6

სლ

გდ

საქართველო

89.7

19

95

78-13*4$21

10

12

7

-

რუმინეთი

79.8

19

95

69-24*2$23

5

6

1

-

რუსეთი

61.2

18

89

49-37*3$16

-

-

-

-

მაროკო

60.0

1

5

03-02

-

-

-

#

პორტუგალია

45.6

17

85

35-47*3$09

1

1

1

1

ესპანეთი

40.0

17

85

28-53*4$16

-

-

-

1

ბელგია

21.3

4

20

02-17*1$07

-

-

-

1

ჩეხეთი

20.7

6

29

06-23

-

-

-

1

გერმანია

13.3

6

30

03-26*1$02

-

-

-

1

ჰოლანდია

  6.7

3

15

01-14

-

-

-

1

უკრაინა

  6.3

4

20

01-19   $01

-

-

-

2

% = (4*+ 2*+ ბ) / (4*) * 100

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, უ6 "უმცროსი 6 ერი", გდ გავარდა (# გარიცხეს)

 

30 წლის (1989-2018) მონაგარი

211 თამაში (86 შინ, 85 გარეთ, 40 ნეიტრ)
131 მოგება - 73 წაგება * 7 ფრე
ქულა 
4956:3766 (+1190)
ლელო 
593/384 (+209)

>>  19 ერთა თასზე (2000-2018)

95 (47 45გ 3ნ)  78-13*4
ქ 
2932:1119 (+1813)  ლ 386/88 (+298)

>>  რუმინეთთან (1998-2018)

22თ (10შ 10გ 2ნ)  12-9*1   ქ 417:372   ლ 37/31  ანთიმოზი 11-6

გამარჯვება: 10 კაჭარავა; 9 გორგოძე კვირიკაშვილი; 8 აბუსერიძე ჩხაიძე * ლელო: 3 გორგოძე * ქულა: კვირიკაშვილი 102 (12გ 26ჯ)

>>  254 ბორჯღალოსანი

101 ბექი, 143 ფორვარდი და 10 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს
285, ხოლო ფორვარდებმა 308 ლელო

>>  ბორჯღალი (კეპი)

110 კვირიკაშვილი; 109 კაჭარავა; 100 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
 
84 მალაღურაძე; 81 ნემსაძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი;
  73 მაჩხანელი;
71 გორგოძე, თოდუა; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე;
 
66 ზედგინიძე, სუთიაშვილი; 64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 ხმალაძე;
 
61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 60 ბეგაძე; 57 ჯიმშელაძე, შარიქაძე;
  54 მიქაუტაძე, მამუკაშვილი; 53 ზირაქაშვილი; 51 ნარიაშვილი 

>>  ქულა (მარტო დამრტყმელები)

833 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
184 მალაღურაძე, 124 წიკლაური, 105 ნ.ძაგნიძე,
88 მათიაშვილი

>>  ლელო

26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 22 კაჭარავა; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი;
16 კვირიკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი; 13 ნემსაძე; 12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე, შარიქაძე;
10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე, თხილაიშვილი, ჟვანია;
  9 ჯიმშელაძე, დადუნაშვილი, ზირაქაშვილი, თოდუა

1989 2017     206 ტესტი | 252 ბორჯღალოსანი | სრულად