სლემი წმინდა პათრიქის დღეს

   ტიტულ’დაბევებულმა ირლანდიამ "ექვსი ერის" ფინიშზე ინგლისიც ძლია თვიქნემში და სლემი მესამედ’ღა მიითვალა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ სტატისტიკა

უბობოლეს ევროპულ ტურნირში სლემი ძნელი გასახერხებელია, რადგან ბორჯღალოსანთა ასპარეზისგან განსხვავებით, დასი უფრო თანაბარია

დასაბამიდან მოყოლებული, ინგლისის აქტივში 13 ასეთი მიღწევაა; უელსს ყველა მეტოქე 11-ჯერ უძლევია, საფრანგეთს 9-ჯერ, ხოლო შოტლანდიას – 3-ჯერ.  ამ მაჩვენებლით ირლანდია აქამდე ბოლო იყო, რაკი მხოლოდ 1948 და 2009 წლებში ევაჟკაცა, მაგრამ "წმ.პათრიქის დღეს" საქმეს თავი დაადგა და სქოთებს გაუტოლდა

ფინიშზე მოიგო სამივე კელტურმა ქვეყანამ და ცხრილის ზემო ნახევარში განლაგდა.  სულ ტურნირის 15 თამაშში 78 ლელო დაიდო, ანუ საშუალოდ 5.2, ჯამურმა დასწრებამ კი, ვიკი’პედიის თანახმად,
991 844 შეადგინა, რაც მატჩზე გადაანგარიშებით
66 123 სულია

ლელოებიც დააგრძელეს

ირლანდიას პირველობა კი მოეგო ვადამდე, მაგრამ ეფიქრებოდა, ემანდ ინგლისმა სამაგიერო არ გადამიხადოს, რადგან შარშან, მსგავს ვითარებაში, იქეთ ჩავუფლავე სლემიო

და მართლაც, "ვარდებმა" 15-ეულში ერთბაშად 7 კაცი შეცვალეს, დაიყენეს ახალი – "სარასენსის" ღერძი და წესებით დაშვებულ ფარგალში ლელოებიც (!) კი დააგრძელეს 3 მეტრით, ესაო და ბურთს ფეხით შევიგდებთ და დავამიწებთო

მოხდა კი პირიქით:  პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდში, როცა ირლანდიამ, გასახდელში წაბრძანების ნაცვლად, კადნიერად გააგრძელა შეტევა და 10 ფაზა აკინძა, ჯექობ სთოქ’დეილი ფრთაზე გაიჭრა, გადაიკიდა და მუხლიდან ამსხლტარი ბურთი სწორედ რომ წამატებულ ზოლში, წკიპზე დააფიქსირა * 21:5

ამით 21 წლის ახალბედა გარემარბს 9 ტესტში 11 ლელო მოუგროვდა. მის მიერ წლეულს გატანილი 7 ლელო "ექვს ერის" ახალი რეკორდია, მაგრამ მაინც ერთით ჩამორჩება ოდინდელი "ხუთი ერისას" – 1914 წელს სირილ ლოუმ (ინგ) და 1925 წელს იენ სმითმა (შტლ) 8-8 დადეს

იდეები გამოლევია

ირლანდიის სამივე ლელოს ჩათვლას ზელანდიიდან ჩაყვანილი ტელე’ რეფის მოკითხვა დაჭირდა.  შესაცვლელი შეიქნა სამხრეთ’აფრიკელი კიდის მსაჯიც, რადგან შუა კვირაში ინგლისის ვარჯიშს, სათანადო გასამრჯელოს ფასად, გაძღოლოდა, და "მსოფლიო რაგბის" აზრით, ნეიტრალურად ვეღარ ჩაითვლებოდა – შეადარეთ "რაგბი ევროპას"!

თამაშის დროს მეჩხერად თოვდა და ცივი ქარიც ქროდა.  ინგლისს ჯარიმა ეგრეც არ დაურტყამს კარში, გარდასახვა კი სამივე ააცილა

მეტოქეებს ბევრი – 20-20 ბოჭვა გაუცუდდათ.  ინგლისმა ხაზი მეტჯერ გაჭრა * 9-6 და რაქიც მეტი მოიგო * 138-108, მაგრამ მაინც რომ დამარცხდა და თანაც ზედიზედ (!) მესამედ, მისმა ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმა აღიარა, შეტევითი იდეები გამომელია და შტაბში სასწრაფოდ ავიმატებ ამ საქმის სპეციალისტსო

სექსთონის აბრაგანზე

ირლანდიამ ჩემპიონურად, უსიტყვოდ გაიმარჯვა – შანსი თითქმის არ გაუშვია ხელიდან

პირველ ლელოზე, ჯონი სექსთონის მიერ აწეულ აბრაგანზე რობ ქარნი ისე აუხტა ენთონი ვოთსონს, რომ ამას ბურთი თავშიც კი მოხვდა და მიმხვდური გარი რინგ’როუზის კერძი შეიქნა * 7:0 @ 7’

მეორე ლელოზე მარჯვენა ბურჯის, თაიგ ფურლონგის ოფლოუდით ზელანდიელმა ბანდი აკიმ გასერა დაცვა და ბურთი მიაწოდა გაქანებულ ბურს, სი’ჯეი სტანდერს, ვინაც ოვალი კარის ძელის შალითას, ძირში მიადო * 14:0 @ 24’

მალე ირლანდიას რომ გაუჭირდა, წესი ზედიზედ არღვია და სინბინითაც დაისაჯა.  ჰოდა, 12 ფაზის შემდეგ ოუენ ფარელმა ხანჯლური შეუცურა ელიოთ დეილს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ მოესწრო სთოქ’დეილის ზემოთ’აღწერილი ლელო

ლაშქრობამ გაგვაკაჟაო

საათის თავზე სტუმრები * 24:5 იგებდნენ.  მანამდე ქის ერლსმა ზედ ალამთან გამოჰკრა კოჭში მტევანი იმავე დეილს.  მერე და მერე ცოტა ინგლისიც ათამაშდა – მარქაფაში დაქვეითებული ხალხის მოედანზე შესვლამ არგო და ხაზმა ორი ლელო გამოაცხო, მაგრამ ბოლო გარდასახვაც ასცდა კარს და ვარდებმა უნუგეშოდ წააგეს * 15:24

ინგლისი 1983 წლის აქეთ პირველად დაეშვა ესოდენ დაბლა – მეხუთე ადგილამდე.  მასვე 12 წელი იყო, "ექვს ერზე" ზედიზედ სამი არ წაეგო.  ჯოუნზის ბალანსიც უცბათ გაუარესდა * 24-4 გახდა, მიჯრით მარცხების სერია კი შეიძლება ექვსამდეც დაგრძელდეს, რადგან ინგლისი ივნისში უნდა ეწვიოს აფრიკას, რომლის "ბოკესაც" ახალი გურუ – რასი ერაზმუსი ნაღდად დაატყობს ხელს

ვარდები ბოკესა და ზელანდიის "ოლ ბლექსსაც" ნოემბერში მიიღებენ. მაქამდე ალბათ მოკეთდება ვოთსონი, ვინაც აქილევსი დაიშავა.  ედი ამტკიცებს, ამ მარცხიანმა ლაშქრობამ გუნდი კიდევ უფრო გააკაჟაო, ირლანდიას კი შინ მიბრუნება და აღლუმი დაუგვიანდა ავდრის გამო

თეთრზე ოქროს’ფრად

"ზე შაბათის" სხვა ორ მატჩსაც არა უშავდა რა

იტალიამ კინაღამ მოუგო სქოთებს, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო "ექვსი ერის" ზედიზედ მე-17 მატჩი. შედეგად, კარიერის მეასე (!) მარცხი იგემა ბებერმა სერჯო პარისემ, გუნდმა კი 19 სეზონში მე-13-ედ დაიკავა ბოლო ადგილი, და მერვედ დამარცხდა ხუთივე მეტოქესთან

"აძური" თითქმის სულ წინ იყო დასკვნით 10 წუთამდე, მაგრამ ვერც ამჯერად ეყო ჯანი.  ლათინებმა 7 ნომრად პირველად ათამაშეს გლოსთერელი ჯეიქ პოლედრი, ვისაც ბებია ჰყავს იტალიაში დაბადებული, სამივე ლელოში კი ლომის წილი დაიდო ტომაზო "თომას" ალენმა, ვინაც ... შოტლანდიის ახალგაზრდულში რაგბობდა

აძურს თეთრ კვართზე ოქროსფრად ეწერა ნომერი.  ალენი ჯერ 10 მეტრიდან გაძვრა; მერე მან ლელოსკენ დაუგორა მატეო მინოძს, ბოლოს კი პოლედრის გარღვევა გააგრძელა

სქოთებმა პირველი ლელო გრძელი პასით გაიტანეს, მეორე – მოლით, მესამე და მეოთხე – ბექებით, გამარჯვების ჯარიმა კი შეაგდო ბოლო მეოთხედში 10 ნომრად მოთამაშე გრეიგ ლეიდლოუმ * 29:27

მანძილს დახარბდა

უელსმა რომ საფრანგეთი ძლია, გალების 10 ნომერს, ფრანსუა ტრენ-დიუკს უნდა უმადლოდეს:

ამან თავიდან მეტოქეს ლელო აჩუქა;  მეორე ტაიმში მანძილს დახარბდა და ჯარიმა ლელოს გადააცილა, ბოლოს კი – მარკო ტოლენის რეიდის შემდეგ – იოლად გასატანიც გააფუჭა

ტრენ-დიუკმა ანგარიში არეკნით გახსნა, მაგრამ "ლე ბლე" ქიქ’ოფის მიღებაზე დაიბნა და უელსმა რომ ლელოსკენ გაუგორა ოვალი, მგეზავი ბურთმა მოატყუა * 5:3 @ 4’

ბოლო ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა * 14:13 უელსის სასარგებლოდ.  ამით "ურჩხულები" მეორე ადგილზე აბრძანდნენ, გარდაქმნის გზაზე დამდგარმა გალებმა კი ინგლისს არათუ სხვაობით, (სანუგეშო) ქულითაც კი გადაუსწრეს

 

ექვსი ერი * 2018

ბოლო, მეხუთე რაუნდი

 

<<  იტალია$ 27:29 შოტლანდია$  სტატ

იტა: მინოძი ბენვენუტი (ჰეივორდ 59) ბიზენი კასტელო (კანა 74) ბელინი <10-9> ალენ ვიოლი (პალაძანი 67) / ლოვოტი (კვალიო 59) გირალდინი (ფაბიანი 77) ფერარი (პასკვალი 60) ძანი (ბ.სტეინ 53) ბად; ნეგრი პოლედრი (ლიკატა 67) პარისე^კაპ3ლ: ალენ (1 3) მინოძი; 3გ 2ჯ: ალენ

შტლ: ჰოგ სიმორ ჰ.ჯოუნზ (ჰორნ 53) გრიგ მეითლენდ <10-9> რასელ (პრაის 54) ლეიდლოუ / რიდ (ბჰათი 41) ბრაუნ (მაკ’ინალი 41) ნელ (ფეიგერსონ 41) სვინსონ (რ.გრეი 53) ჯ.გრეი; ბარქლეი^კაპ ვოთსონ ვილსონ (დენთონ 67) – 4ლ: ბრაუნ ბარქლეი მეითლენდ ჰოგ;
3გ ჯ:
ლეიდლოუ

რეფ გაიუზერ (სფრ) 17/03 @ რომა, ოლიმპიკო (60 412ვიდეო

3:0(7) 3:5(10) 10:5(15) 17:5(22) 17:12(26) შეს(40+4) /
24:12(46) 24:19(62) 24:26(72
$) 27:26(76) 27:29(79)

<<  ინგლისი 15:24 ირლანდია  სტატ

ინგ: ვოთსონ (ბრაუნ 34) მეი ჯოზეფ (ფორდ 56) თე’ო დეილი <10-9> ფარელ ვიგლს’ვორს (ქეა 61) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 53) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 58) სინქლერ (ქოულ 53) ითოჟე ქრუზ (ლონჩბრი 71) რობშოუ ჰასქელ სიმონდს (არმანდ 67) – 3ლ: დეილი (1 2) მეი       

ირლ: რ.ქარნი ერლს რინგ’როუზ აკი (ლარმორ 56) სთოქ’დეილ
<10-9>
სექსთონ (ქარბრი 34-/, 67) მარი (მარმიონ 74) / ჰილი (მაკ’გრას 51) ბესთ
^კაპ (ქრონინ 65) ფურლონგ (პორთერ 65) რაიან (თოუნერ 67) ჰენდერსონ; ო’მანი სბ 29 (მერფი 74) ლივი სტანდერ – 3ლ: რინგ’როუზ სტანდერ სთოქ’დეილ; 3გ: სექსთონ 2, ქარბრი; ჯ: მარი

რეფ გარდნერ (ავს) 17/03 @ ლანდონ, თვიქნემ (82 062ვიდეო

0:7(7) 0:14(24) სბ(29ირ) 5:14(32) 5:21(40+5) /
5:24(60) 10:24(65) 15:24(80+2)

<<  უელსი 14:13 საფრანგეთი$  სტატ

უელ: ჰაფ’პენი ნორს სქ.ვილიამს პარქს ლმ.ვილიამს <10-9> ბიგარ გრ.დევის / რ.ევანს (ნ.სმით 64) ოუენს (დი 69) ფრენსის (ლი 64) ჰილ (ბრ.დევის 69) ავ.ჯოუნზ^კაპ; თიპურიქ (შინგლერ 56) ნავიდი ფალეტაუ – ლ: ლმ.ვილიამს; 3ჯ: ჰაფ’პენი

სფრ: ფალ ფიკუ ბასტარო^კაპ დუმეირუ გროსო <10-9> ტრენ-დიუკ (ბოგზის 71) მაშნო (კუიუ 62) / პუარო (პრიზო 60) პელისიე (შა 51) გომეს-სა (სლიმანი 51) გაბრიაგ (ბ.ლე’რუ 71) ვაამაინა; ლორე (გაბრიაგ 77) კამარა (ბაბიო 26) ტოლენ – ლ: ფიკუ; გ ჯ: მაშნო;
ა:
ტრენ-დიუკ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 17/03 @ კარდიფ, პრინსიპალითი (74 169ვიდეო

0:3(4ა) 5:3(4) 8:3(10) 11:3(16) 11:10(22) 14:10(32) შეს(40+3) / 14:13(49)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 მატეო მინოძი (იტა), 14 გაელ ფიკუ (სფრ), 13 მატიო ბასტარო (სფრ), 12 ნიქ გრიგ (შტლ), 11 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ); 10 ტომაზო ალენ (იტა), 9 გრეიგ ლეიდ’ლოუ (შტლ) /

1 ჯემი ბჰათი (შტლ), 2 ადრიან პელისიე (სფრ), 3 თაიგ ფურლონგ (ირლ); 4 დინ ბად (იტა), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 სებასტიან ნეგრი (იტა), 7 ჯეიქ პოლედრი (იტა), 8 სი’ჯეი სტანდერ (ირლ)

სულ:  5 იტა; 3 ირლ სფრ შტლ; 1 უელ * 0 ინგ

 

ექვსი ერი 2018

ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

03/02

უელსი $

34:07

შოტლანდია

შაბ

03/02

საფრანგეთი $

13:15

ირლანდია

კვი

04/02

იტალია

15:46

ინგლისი $

შაბ

10/02

ირლანდია $

56:19

იტალია

შაბ

10/02

ინგლისი

12:06

უელსი $

კვი

11/02

შოტლანდია

32:26

საფრანგეთი $

პარ

23/02

საფრანგეთი

34:17

იტალია

შაბ

24/02

ირლანდია $

37:27

უელსი

შაბ

24/02

შოტლანდია

25:13

ინგლისი

შაბ

10/03

ირლანდია $

28:08

შოტლანდია

შაბ

10/03

საფრანგეთი

22:16

ინგლისი $

კვი

11/03

უელსი $

38:14

იტალია

შაბ

17/03

იტალია $

27:29

შოტლანდია $

შაბ

17/03

ინგლისი

15:24

ირლანდია

შაბ

17/03

უელსი

14:13

საფრანგეთი $

საბოლოო

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*

$

ირლანდია

26

+78

20/11

160:082

5-0

6

უელსი

15

+36

13/11

119:083

3-2

3

შოტლანდია

13

-27

11/14

101:128

3-2

1

საფრანგეთი

11

+14

08/06

108:094

2-3

3

ინგლისი

10

+10

14/09

102:092

2-3

2

იტალია

1

-111

12/27

092:203

0-5

1

ქულა:  მოგება 4,  ფრე 2,  წაგება 0 
              
+1 ბონუსი (
$) = პრემია (მეოთხე ლელოს გატანა) | ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
              
+3 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება) დაერიცხა ირლანდიას

ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
                                                                 2) გატანილი ლელო,   3) უკეთესი ადგილის გაზიარება
(=)

 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

  სტატმოწინავენი

ქულა:  50 მაკსიმ მაშნო (სფრ); 49 ლი ჰაფ’პენი (უელ); 44 ჯონი სექსთონ (ირლ); 41 ტომაზო ალენ (იტა), გრეიგ ლეიდლოუ (შტლ); 39 ოუენ ფარელ (ინგ)

ლელო:  7 ჯექობ სთოქ’დეილ (ირლ);  4 მატეო მინოძი (იტა), ჯონი მეი (ინგ);  3 ტომაზო ალენ (იტა), შონ მეითლენდ (შტლ), ტედი ტომა (სფრ), ჰიუ ჯოუნზ (შტლ)

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/03_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8911, 3 ინგლისი 8623
  4 ავსტრალია 8549, 5(6) შოტლანდია
8383, 6(5) აფრიკა 8381,
  7 უელსი
8341, 8 საფრანგეთი 7910 , 9 არგენტინა 7822,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566,  12 საქართველო
7396,
13 ტონგა 7187, 14 იტალია
7110, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-:  ირლ 126 ინგ, უელ 34 სფრ, შტლ 3 იტა * საქ 16 რუმ (25:16 შ)

 

"ექვსი ერის" ჩემპიონები

ინგლისი

6

2000

2001#

2003^

2011

2016^

2017

საფრანგეთი

5

2002^

2004^

2006#

2007#

2010^

 

უელსი

4

2005^

2008^

2012^

2013#

 

 

ირლანდია

4

2009^

2014#

2015#

2018^

 

 

^ სლემ (5-0)  # უკეთესი სხვაობით’ღა,  ვთ = ვაით’ვოშ (0-5)

 

19 სეზონის (2000-2018) ჯამი

ქვეყანა

%

   მ-წ*ფ$ბ  

გატ:გაშ

სხვ

ჩმ

სლ

ვთ

ინგლისი

71.3

66-28*1$5

2598:1500

+1098

6

2

-

ირლანდია

70.0

63-29*3$8

2366:1695

+671

4

2

-

საფრანგეთი

64.5

59-34*2$5

2299:1718

+581

5

3

-

უელსი

57.6

52-40*3$5

2205:1980

+225

4

3

1

შოტლანდია

30.3

27-66*2$3

1601:2361

-760

-

-

3

იტალია

13.4

12-82*1$1

1381:3196

-1815

-

-

8

% = (4*+ 2*+ ბ) / (4*) * 100