უპრემიოდ, უნუგეშოდ

   ზე 15-ის მეხუთე რაუნდში პრემია ვერავინ აიღო, ყველაზე კლასიან კივეთში კი ჰაილენდერზი დაწინაურდა

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

აფრიკას "ბოკეს" ამერიკული შოუს გამო ფორა რომა აქვს, ლაიონზი 6 ქულით უსწრებს ჰაილენდერზს, ოღონდაც მასზე ორით მეტი მატჩი გაუმართავს

თავად კივეთში და მთელ დასშიც ჰაილენდერზი’ღა არ დამარცხებულა ჯერ, მაგრამ შაბათს დედა’ქალაქში, ნაუქმარ ჰარიქეინზთან საბურთაოდ უწევს ჩასვლა, რაც მორიგ ზღაპრულ თამაშს გვიქადის

რაუნდის 7 მატჩიდან 6 მასპინძელმა მოიგო და მხოლოდ არგენტინის ფრანჩაიზი დამარცხდა შინ.  პრემია ხომ ვერავინ აიღო და ნუგეშიც ორგან’ღა გაიცა ბოლოს’ღა გატანილი ლელოს წყალობით.  სხვაფრივ, ერთგან მაგავე ტიპის, დაბევებული ქულაც დაიკარგა სირენის შემდეგ

ლეგენდარული ნიუმენი

თამაშთა თამაში ზელანდიის სამხრეთი კუნძულის დარბი იყო.  8-გზის, მოქმედ ჩემპიონს, ქრუსეიდერზს დარბაზში 30 ბოჭვა რომ გაუცუდდა, რა გასაკვირია და წააგო.  მასპინძელი ჰაილენდერზი საათის თავზე
2 ქულითღა იყო წინ, მერე კი ჭკუა იხმარა – პრემიას აღარ გამოჰკიდებია, ჯარიმები კარში დაარტყა *
25:17 

თამაშს დაღი დაამჩნია აწ უკვე ლეგენდარულმა ტელე’რეფმა, გლენ ნიუმენმა, ვინაც 5 კვირით ადრე, თვიქნემში სტუმარს აწყენინა:

ტაიმის ბოლო შეტევით * 10:14-ზე, თერნოვერიდან, ჯორდან ტაუფუამ გაიტანა ლელო, მაგრამ "თი’ემ’ოუ"მ მარჯვედ დაასკვნა, წინა ფაზაში თიმ ბეითმენს წინ დაუვარდა ბურთიო – არადა, ოვალის გეზს რომ თავი გავანებოთ, მცველები დაჭერილ შემტევს აშკარად შეეზიარნენ ბურთში, რის გამოც დავარდნა "წინ თამაშად" არ უნდა ჩათვლილიყო

ბულზიც აბურთავდა!

უმაგრესი სეირი ვიხილეთ კივეთში გამართულ პარასკევის მატჩშიც:

"ოლ ბლექსის" ყოფილ გურუს, უხიაგ ჯონ მიჩელს ამ მცირე ხანში სასწაული მოუხდენია – მოჭიდავე და ფეხოსანი ბულზისთვის ბურთაობა უსწავლებია!

ბურები, მულატები და ზანგები ისე პასაობდნენ, ზელანდიელები გეგონებოდნენ.  განსაკუთრებით კოხტად თამაშობდნენ ჯესი კრილი და ავჭალაში ნამყოფი ნორჩი 9 ნომერი, ემბროუზ პაპიე

სტუმრებმა პირველ ტაიმში ბექებით 4 ლელო დადეს, მაგრამ მეორეში იღბალმა შეაქციათ ზურგი.  კივებმა, პირიქით, ჯან’ღონით გარდატეხეს თამაში – ორ’მეტრა ბროდი რეთალიქმა 20’მეტრიანი სოლოც კი მოაწყო და მიზანს ეწია!

ჩიფსი პირველად 63’ წუთზეღა, ჯარიმით დაწინაურდა * 29:28.  კივებმა სხვაობა იმით გაზარდეს, რომ ჯონათან ფაულის გადაკიდებულს სოლომონა ალაიმალომ ჯიუტად მისდია, სირენის შემდეგ კი ბულზმა თავისი ლელოდან წამოიწყო შვიდკაცა და უნუგეშოდაც დარჩა * 28:41

მარქსი მოლს მოსწყდა

აფრიკაში გამართული მატჩები საცქერლად ისევ სჯობდა ავსტრალიაში ჩატარებულებს

ზღვისრეთული ტურნედან შინ მიბრუნებულ სთორმერზს გრიპმა დარია ხელი, მაგრამ მაინც თამამად და მარდად ებურთავა ზელანდიის უსუსტეს გუნდს, ბლუზს.  გამოირჩნენ დილეინ ლეიდსი და ორმაგ’ინიციალთა მქონენი – ჯეი’ჯეი ენგელბრეხტი და ი’დაბლიუ ფილიუნი, აგრეთვე მორკინალი პიტერ-სტეფ დიუ’ტოი * 37:20

ბოლო ორი წლის ფინალისტი – ლაიონზი ისევ და თანაც იმ დონეზე ურევს, რომ საათის თავზე, პასის ჩაჭრით, თვით სან’ვულვზმაც გაუსწრო * 31:26, მაგრამ უმალ გახელდა ქვეყნის შარშანდელი საუკეთესო მორაგბე – ბოკეს კვაჭი მალკომ მარქსი და დერეფანში აგორებულ მოლს მოსწყდა * 40:38 (ლ 6/5)

ფატალური უიღბლობა

2013 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ სამი (!) თამაში რედსმა, ოღონდაც ამაში ხაგუარესის ფატალური უიღბლობაც დაეხმარა – არგენტინელებმა ლელოსთან ბურთის დაკარგვით სამი უნაღდესი შანსი გაანიავეს და ერთხელაც ტელე’რეფმა გამოიდო თავი * 7:18

ბრამბიზის თანა’კაპიტანი, ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო კარს ქრონიკულად რომ აცილებდა, უფროსობამ 12 ნომრად ჩააჩოჩა, ათზე და ქიქერად კი იხმო ფარენუი ჰაურა და ამანაც 52 მეტრიდან გახსნა ანგარიში.  მერე ოზებმა ორჯერ მოიხილეს სინბინი, მაგრამ მაინც ძლიეს შარქსი * 24:17

35 გრადუსში

გეგმა ჩაუფლავდათ ზე’რაგბის მარკეტოლოგებს:  სიდნი – მელბურნის ჯახი კვირას, დღისით დანიშნეს, მაგრამ (მინიმუმ) 35 გრადუსიან ხვატში მორაგბეები მიამიტურად ცდებოდნენ

მასპინძლებს გარე’მარბად დაეყენებინათ იზი ფოლაუ და ქერთლი ბილიც მეორე ტაიმში ამას მალი’მალ უწევდა აბრაგანებს.  და მაინც, ჯერ რებელზმა გაიტანა სამი ლელო და * 20:3 დაწინაურდა, მერე კი ვორათაზის ჯერიც დადგა, მაგრამ პრემიას ვერ შესწვდა * 51:27 (6/4)

 

ზე რაგბი 2018

მეხუთე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჩიფს 41:28 ბულზ  სტატ

6ლ: ფაული რეთალიქ (2 4) ბრაუნ ალაიმალო ლენართ-ბრაუნ;
4გ ჯ:
დ.მაკ’ქენზი –

4ლ: ხელანტ დფ.როსუ (2 3) პოლარდ; 4გ: პოლარდ სბ ფან’ფურენ

რეფ კუბო (იაპ) 16/03 (12 451)    ვიდეო

0:7(5) 7:7(10) 7:14(16) 7:21(24) 14:21(38) 14:28(40) /
21:28(45) 26:28(56) 29:28(63) სბ(68ბ) 34:28(74) 41:28(80+)

<<  ჰაილენდერზ 25:17 ქრუსეიდერზ  სტატ

3ლ: ქოლთმენ სოპოანგა ელ.დიქსონ; 2გ 2ჯ: სოპოანგა სბ ნაჰოლო –

2ლ: ბრიჯ ჰოლ; 2გ ჯ: ჰანთ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 17/03   ვიდეო

0:7(8) 7:7(11) 14:7(15) 14:10(20) /
სბ(42ჰ) 19:10(50) 19:17(56) 22:17(66) 25:17(70) დას(80+1)

<<  ბრამბიზ 24:17 შარქს$  სტატ

2ლ: ტალია’ული სპეით; გ 4ჯ: ჰაურა სბ მაკ’ქაფრი ა.ალა’ალა’ტოა –

2ლ: თ.დიუ’ტოი ბოშ; 2გ ჯ: რ.დიუ’პრე

რეფ ჯექსონ (ზელ) 17/03   ვიდეო

3:0(7) 10:0(19) 10:3(31) სბ(36ბ) /
15:3(47) სბ(53ბ) 15:10(58) 18:10(62) 21:10(65) 24:10(72) 24:17(78)

<<  სთორმერზ 37:20 ბლუზ  სტატ

4ლ: ფილიუნ (1 4) რულ დიუფენახე; 4გ 3ჯ: ვილემსე –

3ლ: ა.იოანე ქოლინზ რ.იოანე; გ: პეროფეტა; ჯ: გეთლენდ

რეფ ბერი (ავს) 17/03 (22 168)   ვიდეო

7:0(3) 14:0(15) 14:3(17) 17:3(30) 24:3(36) /
24:8(46) 31:8(51) 31:15(58) 34:15(65) 34:20(69) 37:20(72)

<<  ლაიონზ 40:38 სან’ვულვზ$  სტატ

6ლ: ან.კუცია ორი მარქს (3 5) დიანტი იანსე-ფან’რენსბერგ;
5გ: იანკის –

5ლ: მაცუშიმა მილარ საუმაკი ჰიმენო საკატე; 5გ: ვ.ტუპოუ 3, ნაკამურა 2; ჯ: ტუპოუ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 17/03   ვიდეო

0:3(2) 7:3(10) 14:3(20) 14:10(23) 19:10(27) 19:17(32) /
26:17(42) 26:24(52)
26:31(60) 33:31(63) 40:31(72) 40:38(80) დას(80+1)

<<  ხაგუარეს 7:18 რედს  სტატ

ლ: დელგვი; გ: სანჩეს –

2ლ: პაენგა-ამოსა ნდაუნგუნუ; გ 2ჯ: თათლ

რეფ ვილიამს (ზელ) 17/03   ვიდეო

0:3(4) 7:3(8) 7:8(28) 7:11(36) შეს(40+2) / 7:18(49) დას(80+2)

<<  ვორათაზ 51:27 რებელზ  სტატ

6ლ: ფოკეტი სიმონს შორთ ჰეგართი ნაია’რავორო(5 6)
6გ 3ჯ:
ფოლი –

4ლ: ინგლიშ მაფი მედოქს ფილიპ; 2გ ჯ: ჰოჯ

რეფ პიქერილ (ზელ) 18/03   ვიდეო

0:5(5) 3:5(16) 3:8(23) 3:15(29) 3:20(37) 10:20(40) / 17:20(44) 24:20(50) 27:20(53) 34:20(57) 41:20(60) 41:27(64) 44:27(73) 51:27(80+)

<<  უქმობდა  ჰარიქეინზ

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 14 ჰოსეა საუმაკი (სნვ), 13 ჯესი კრილ (ბულ), 12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
10 ბერნარდ ფოლი (ვრთ), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 სთივენ კიცჰოფ (სთო), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 მეთ ფილიპ (რბლ); 6 ელიოთ დიქსონ (ჰლნ), 7 სია კოლისი (სთო), 8 ქეილებ თიმუ (რედ)

სულ:  6 ავს; 4 აფრ ზელ; 1 იაპ * 0 არგ

#

[#]

5 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

2

ლნზ

იოჰანესბერგ

19

4-1

+40

29

/

20

197

:

157

3

2

1

რბლ

მელბურნ

15

3-1

+45

22

/

13

142

:

097

3

3

5

ჰლნ

დანიდინ .

13

3-0

+33

13

/

08

099

:

066

1

4

6

რედ

ბრისბენ

12

3-1

-1

07

/

12

075

:

076

0

5

3

ჰრქ

ველინგთონ .

10

2-1

+33

12

/

06

082

:

049

2

6

4

ქრს

ქრაისთჩერჩ

10

2-2

+21

19

/

13

126

:

105

2

7

8

ვრთ

სიდნი

10

2-1*1

+21

17

/

16

137

:

116

0

8

11

სთო

ქეიპთაუნ

9

2-3

-17

16

/

21

135

:

152

1

9

7

შრქ

დურბან .

9

1-2*1

+14

15

/

12

110

:

096

3

10

12

ჩიფ

ჰემილთონ .

8

2-1

-3

12

/

14

091

:

094

0

11

13

ბრმ

კანბერა

8

2-2

-17

11

/

10

076

:

093

0

12

9

ბლუ

ოქლენდ

6

1-3

-27

15

/

18

113

:

140

2

13

10

ბულ

პრეტორია .

5

1-3

-31

13

/

18

098

:

129

1

14

14

ხგრ

ბუენოს აირეს

4

1-4

-54

12

/

21

101

:

155

0

15

15

სნვ

ტოკიო

2

0-4

-57

13

/

24

102

:

159

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  53 ელთონ იანკის (ლნზ); 52 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
43 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 38 ბრინ გეთლენდ (ბლუ), ნიკო სანჩეს (ხგრ); 36 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 35 დამიან ვილემსე (სთო) 

ლელო:  5 აფივე დიანტი (ლნზ), აკირა იოანე (ბლუ), ჯექ მედოქს (რბლ);  4 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ემილიანო ვოფელი (ხგრ);  3 როან იანსე-ფან’რენსბერგ (ლნზ), რიკო იოანე (ბლუ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), მალკომ მარქს (ლნზ), ამანაკი მაფი (რბლ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), სეფა ნაივალუ (რბლ), ჰოსეა საუმაკი (სნვ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მეექვსე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 23/03

ქრს.ზელ

10.35

ბულ.აფრ

რბლ.ავს

12.45

შრქ.აფრ

.

უქმობენ:

ვრთ.ავს   ბრმ.ავს   ბლუ.ზელ

შაბ 24/03

სნვ.იაპ

08.15

ჩიფ.ზელ

ჰრქ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

სთო.აფრ

19.15

რედ.ავს

კვი 25/03

ხგრ.არგ

01.40

ლნზ.აფრ