სხვაობა იმდენია ...

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის ჩემპიონსა და ლიდერს – აფრიკის "ბლიც ბოკეს" მორიგი წყვილი ეტაპის შედეგად ზელანდია კი ჩამორჩა, მაგრამ სამაგიეროდ ფიჯი წამოეწია

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ეგ წყვილი ტურნირი ჩრდილოეთ ამერიკაში რომ იყო, ევროპელ ფანობასა და მედიასაც ალალად გამორჩათ, რადგან მაგ დროს აქეთ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები ტარდება და დროშიც იმდენია სხვაობა, რომ ცოცხლად "საღადაო რაგბს" ფანატიკოსი ანაც მოცლილი თუ’ღა უყურებს

ამერიკამდე აფრიკას ზელანდია 8 ქულით ჩამორჩებოდა, ფიჯი კი 15-ით.  ახლა, ჰონკონგის წინ, ბოკე 8-ით ფიჯს უსწრებს, ზელანდიასთან კი ფორა 17 აქვს.  ეგრევე, ცხრილის ბოლოში, ესპანეთმა 8-დან 11-მდე გაზარდა სხვაობა რუსეთთან.  არადა, ბოლო, მე-15 გუნდი სერიიდან პირდაპირ ვარდება, გასამართი კი ოთხი ეტაპიღაა

ერთა აღლუმი

შტატებს თავისი ეტაპი აქამდე ვერაფრით მოეგო, სერიის ტურნირში კი ერთად’ერთხელ – 2015 წელს, ლონდონში, შეემართა თასი.  იანკები სერიას 2004 წლიდან მასპინძლობენ, ბოლო 7 ჩაუქობიდან კი 4 აფრიკის და ორიც ფიჯის გამარჯვებით დასრულებულიყო

ლას’ვეგასი მონაწილეებს "ერთა აღლუმით" შეეგება. "სემ ბოიდის" სტადიონზეც სამივე დღეს მრავლად მივიდა ხალხი.  ჯგუფში არგენტინამ 26:19 ძლია ზელანდია და კენიამ 17:14 ფიჯი, პლეი’ოფი კი ლოგიკურად წარიმართა – ჯგუფის ჯილამ ოთხივე წყვილში აჯობა მეორე’ადგილოსანს

აფრიკაცა და ფიჯიც ნახევარ’ფინალში დამარცხდნენ, გადამწყვეტ მატჩში კი შტატებმა 4-ჯერ (ბარეთ 2, ბეიქერ, აილზ) დაალელოვეს არგენტინა * 28:0

პლეი’ოფი აირია

კანადაში 7-კაცა მესამედაც დარბაზში გაიმართა.  მეზობლისგან განსხვავებით, ვეღარ ივარგა მასპინძელმა – თუმც 19:19 დაუზავდა ავსტრალიას, მაინც ჯგუფში ჩარჩა

აირია პლეი’ოფიც – ოთხიდან სამი (!) ჯილა გავარდა, აფრიკამ კი 0:19 ფორა ხომ გაუბათილა ავსტრალიას და სირენის შემდეგ, მესამე წუთზე, კიდევ დაალელოვა * 24:19

გათანგული ბოკე საბოლოოდ ბრინჯაოს დასჯერდა, ფიჯელებმა კი კენიას უფრო იოლად * 31:12 მოუგეს, ვიდრე წინა დღეს, ჯგუფში * 24:21

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

V ეტაპი * 2-4/03 ლას ვეგას (შტატები)

<<  ჯგუფები  (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ფიჯი(+63) კენია(+5) 2-1 / საფრანგეთი(+1) 2-1, რუსეთი 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ინგლისი 2-1 / კანადა 1-2, უელსი 0-3
(გ) შტატები 3-0, ავსტრალია 2-1 / სამოა 1-2, ესპანეთი 0-3
(დ) არგენტინა 3-0, ზელანდია 2-1 / შოტლანდია 1-2, ურუგვაი
# 0-3

<<  მეოთხედ’ფინალი

ფიჯი (ა1) 14:10 ზელანდია (დ2)
შტატები (გ1) 17:12 ინგლისი (ბ2)
არგენტინა (დ1) 17:12 კენია (ა2)
აფრიკა (ბ1) 29:17 ავსტრალია (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი  რჩეული

შტატები 19:7 ფიჯი
არგენტინა 12:10 აფრიკა

<<  ფინალი

(XIII)  სამოა 28:7 ესპანეთი
ალაფა (IX)  საფრანგეთი 26:19 კანადა
(V)  ზელანდია 17:12 ავსტრალია
ბრინჯაო (III)  ფიჯი 26:22 აფრიკა
ოქრო + თასი (I) 
შტატები 28:0 არგენტინა  ვიდეო

<<  შტატები

2 ბენ პინქელმან^კაპ, 3 დენი ბარეთ, 4 მატაი ლეუტა, 7 ფოლაუ ნიუა, 10 ქევონ ვილიამს, 11 პერი ბეიქერ, 12 მარტინ იოსეფო *
1 ქარლინ აილზ, 6 მალონ ელჯიბური, 8 მაკა უნუფე, 9 ქოდი მელფი, 12 ჯო შრიოდერ, 13 ქრის მატინა * მწ) მაიქ ფრაიდი (ინგ) 

<<  უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
   ბენ ო’დონელ (ავს) – 52 ქმედება

VI ეტაპი * 10-11/03 ვანქუვერ (კანადა)

<<  ჯგუფები  რჩეული  (# მიწვეული, (+00) სხვაობით)

(ა) ავსტრალია 2-0*1, შტატები 2-1 / კანადა 1-1*1, ურუგვაი# 0-3
(ბ) ინგლისი
(+29) არგენტინა(+24) 2-1 / სამოა(+19) 2-1, უელსი 0-3
(გ) ფიჯი 3-0, კენია 2-1 / საფრანგეთი
(-38) ესპანეთი(-83) 0-2*1
(დ) ზელანდია 3-0, აფრიკა 2-1 / რუსეთი 1-2, შოტლანდია 0-3

<<  მეოთხედ’ფინალი  რჩეული

ავსტრალია (ა1) 19:24 აფრიკა (დ2)
ფიჯი (გ1) 43:7 არგენტინა (ბ2)
ზელანდია (დ1)
0:17 შტატები (ა2)
ინგლისი (ბ1)
0:12 კენია (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

ფიჯი 15:12 აფრიკა
კენია 24:19 შტატები

<<  ფინალი

(XIII)  სამოა 21:15 კანადა
ალაფა (IX)  შოტლანდია 29:5 ესპანეთი
(V)  ინგლისი 31:14 ავსტრალია
ბრინჯაო (III)  აფრიკა 29:7 შტატები
ოქრო + თასი (I) 
ფიჯი 31:12 კენია  ვიდეო

<<  ფიჯი

1 სევულონი მოთენა’თანგი, 2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვატემო რავოუვოუ, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ * 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 ვაისეა ნათუნქუ, 6 ულუიატა მბატი’ნისავუ, 10 ალოსიო ნანდუვა,
12 ამენონი ნასილა’სილა, 13 ვასიკალი მუნდუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<<  უჩაუქესი: გლენ ბრაის (შტლ) – 61 ქმედება

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15  /  13 - 12 - 10 -10  /  ალაფა 8 - 7 - 5 - 5  /  3 - 2 - 1 - 1

109 აფრიკა (თ: დუბაი); 101 ფიჯი (2თ: ჰემილთონ ვანქუვერ);
92 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 84 ავსტრალია (თ: სიდნი);
77 არგენტინა; 73
შტატები (თ: ლას’ვეგას); 70 ინგლისი; 64 კენია;
41 სამოა; 38 საფრანგეთი; 37 კანადა; 36 შოტლანდია;
27 უელსი; 25 ესპანეთი – 14 რუსეთი
(ვარდება) /
6 პაპუასეთი
##; 4 უგანდა##; 2 ურუგვაი##

<<  განრიგი
1

1-2/12

დუბაი

(არბ)

2

9-10/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

26-28/01

სიდნი

(ავს)

4

3-4/02

ჰემილთონ

(ზელ)

5

2-4/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

10-11/03

ვანქუვერ

(კან)

7

6-8/04

ჰონკონგ

(ჩინ)

თან

14-15/04

გოულდ ქოუსთ

(ავს)

8

28-29/04

სინგაპურ

(სნგ)

9

2-3/06

ლონდონ

(ინგ)

10

9-10/06

პარიზ’ი

(სფრ)

მსო

20-22/07

სან ფრანცისკო

(აშშ)

>>  თასის მფლობელი

1999-2018 (162 ეტაპი)

56 ზელანდია; 33 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;

2
არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>>  სერიის ჩემპიონი
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   2

2009,  2017

სამოა   1

2010