ოთხივე – დაძაბული

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ფინალებში საგულისხმო რამ მრავლად მოხდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ოთხივე თამაში თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. მაქსიმალური სხვაობა 12 ქულა იყო.  ბრძოლის სიმწვავე ბოლომდე არ დამცხრალა, თამაშის ბედი კი დასკვნით 10 წუთში ერთგან’ღა – ლიმრიქში გადაწყდა

რაგბზე გადაგებულ ამ ირლანდიურ ქალაქში მანსთერს მაგრად დაუდგა სამგზის (2013-15) ფალავანი ტულონი.  მსაჯობდა კოლორიტი ნაიჯელ ოუენსი.  პაუზების გამო პირველი ტაიმი 56 წუთად გაიწელა, რადგან თემიდას უჭირდა საშარო განაჩენის ციმციმ გამოტანა

ფათერაკი ლელოსთან

მენცართა აზრით, მანსთერი პირველსავე წუთზე 7-ქულიანით იყო დასასჯელი, მაგრამ მსაჯებმა ტულონს დაუდგინეს "წინ თამაში".  სტუმრები მაინც დაწინაურდნენ ორი გოლით, მაგრამ მერე ფათერაკი შეემთხვათ თავიანთ ლელოსთან – გიონ გირადოს ბურთი რაქიდან გამოუგორდა და საზრიანმა ქონორ მარიმ დაუმიწა * 7:6 @ 29

მეორე ტაიმში ფრანგები უკვე 7 ქულას რომ აგებდნენ, ნალიგარმა სემი რანდ’რანდ’რამ სალელოე პასი დაუძვირა მატიო ბასტაროს

საათის თავზე ამანა და ფრანსუა ტრენ-დიუკმა მაინც დაგეზეს ინგლისელი ქრის ეშთონი * 16:13 @ 66’, მაგრამ "ბუჯელალის ამალას" მაინც არ ეწერა გამარჯვება – ენდრიუ ქონვეიმ მოგერიებული ძალუმად გამოაქცუნა და გზად ზედიზედ გააბითურა დამხვდურნი * 20:19

ირლანდიელთა სამსახურში

შინ’ვე, დაბლინში, უფრო დამაჯერებლად იმარჯვა ჯგუფური სტადიის უპირობო ფალავანმა ლენსთერმა – წინა ორი გათამაშების (2016-17) გამარჯვებული სარასენსი * 30:19 დაითხოვა

აქ თავი გამოიჩინეს ირლანდიელთა სამსახურში ჩამდგარმა კივებმა – ისა ნათევამ, ჯეიმზ ლოუმ და "6 ერზე" სლემის ამღებმა "სამყურებმაც"

ლოუმ თავიდანვე გააბითურა უელსელი "ლომი" ლიამ ვილიამსი * 7:0 @ 4’, მეორე’ხაზელმა ჯეიმზ რაიანმა კი მეტოქის 22-ში რაქის გვერდით გაასერინა დაცვა დენ ლივს * 23:12 @ 48

"წინ პასი" ეპატიაო

პუბლიკა მსაჯობით გულ’ნაკლული დარჩა კლერმონშიც – რასინგის "ოლ ბლექ" ლეგენდას, დენ ქართერს "წინ პასი" ეპატია, მასპინძელ რემი გროსოს კი, 17:28-ზე, "უნებური ოფსაიდის" გამო გაუუქმდა ლელო

კლერმონი თავიდან * 9:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე პარიზელმა მარკ ონდრომ მოაწყო სასწაული რეიდი, რომელიც ფიჯელმა ლეონე ნაკარავამ დააგვირგვინა * 7:9 @ 25

მორგან პარამ შორს მიაწოდა ოზ პითერ ბითემს * 14:10 @ 34’, ქართერი კი ბრძოლაში მაშინ ჩაება, მისი გუნდი 1 ქულითღა რომ აგებდა * 16:17

ჰოდა, "დისიმ" უმალ გამოაცხო ორი ლელო – ჯერ შორს მიაწვდინა ონდროს, მერე კი ქიქ’ოფიც ყოჩაღად წამოიღო და რასინგმა * 28:17 მოიგო

მბოჭავები დაიფრინა

ფრანგები დამარცხდნენ დასავლეთ უელსშიც, თუმცკი ბევრი უტიეს

ლა’როშელმა ლელო მალევე გაიტანა ალმისკენ გადაკიდებით * 7:3 @10’, მაგრამ დაემტვრა ფიჯელი ლევანი მბოტია და ლი ჰაფ’პენიმაც
4 ჯარიმა შეაგდო * 15:10 @ 46

სტუმრები კიდევ მიეძალნენ, მაგრამ ჰლანეჰლიმ გაძლო და ორი ლელოც გაიტანა – ექს’კივმა ჰედლი პარქმა მბოჭავები რომ დაიფრინა, დენ ჯოუნზმა შორს მიაწოდა რის პაჩელს * 22:10 @ 63

მერე უელსელებს თუმც კაცი აკლდათ, სქოთ ვილიამსმა მაინც იყოჩაღა, ფრანგებმა კი, წითელ დროზე, პრესტიჟის ლელო’ღა დადეს გრძელი კონტრ’მანევრით * 17:29

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

ჯგუფური რაუნდები  >>      1      2      3      4      5      6  

<<  მეოთხედ’ფინალები    რჩეული 

ჰლანეჰლი (უელ#4) 29:17 ლაროშელ (სფრ#5)

2ლ: პეჩელ სქ.ვილიამს; 2გ 5ჯ: ჰაფ’პენი სბ ბოიდ –

2ლ: საზი ბუდან; 2გ: ბალეზ ნოუბლ; ჯ: ბალეზ

რეფ პირს (ინგ) @ 30/03 პარქ’ი’სქარლეთს (15 373  ვიდეო

3:0(5) 3:7(10) 6:7(12) 9:7(19) 12:7(26) 12:10(40+) /
15
:10(46) 22:10(63) სბ(70ჰ) 29:10(77) 29:17(80+)

მანსთერ (ირლ#3) 20:19 ტულონ (სფრ#6)

2ლ: მარი ქონვეი; 2გ 2ჯ: ქითლი –

ლ: ეშთონ; გ: ტრენ-დიუკ; 3ჯ: ბელო, ტრენ-დიუკ 2; ა: ბელო

რეფ ოუენს (უელ) @ 31/03 ლიმრიქ, სომონდ პარქ (26 265  ვიდეო

0:3(10) 0:6(19ა) 7:6(29) 10:6(32) /
13
:6(56) 13:9(61) 13:16(66) 13:19(68) 20:19(76) დას(80+2)

კლერმონ (სფრ#2) 17:28 რასინგ (სფრ#7)

ლ: ბითემ; 4ჯ: პარა –

3ლ: ნაკარავა ონდრო ბ.პალუ; 2გ 3ჯ: მაშნო

რეფ ბარნს (ინგ) @ 1/04 მარსელ მიშელენ (18 598)

3:0(6) 6:0(10) 9:0(18) 9:7(25) 9:10(32) 14:10(34) 14:13(40+4) /
14
:16(42) 17:16(45) 17:23(64) 17:28(66)

ლენსთერ (ირლ#1) 30:19 სარასენს (ინგ#8)

3ლ: რინგ’როუზ ლივი ლოუ; 3გ: სექსთონ 2, მაკ’ფადენ;
3ჯ:
სექსთონ სბ თოუნერ –

ლ: ქოუან; გ: ფარელ; 4ჯ: ფარელ 3, ვოშ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 1/04 დაბლინ, ავივა (51 700  ვიდეო

7:0(4) 7:3(12) 7:6(16) 10:6(21) 10:9(27) 13:9(34) 13:12(35) /
16
:12(43) 23:12(48) 30:12(59) 30:19(65) სბ(75ლ)

 

ჩვენებურები

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

დათო ზირაქაშვილი (კლრ)

18

+65

0/1

0

1

0

4/1

0

0

ვასო კაკოვინი (რას)  

17

+50-80

1/4

10

0

0

3/0

0

1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლი ჰაფ’პენი (ჰლა), 14 ენდრიუ ქონვეი (მნს), 13 სემ არნოლდ (მნს), 12 ისა ნათევა (ლნს), 11 მარკ ონდრო (რას); 10 ჯონი სექსთონ (ლნს), 9 მაკსიმ მაშნო (რას) /

1 მაკო ვუნიპოლა (სარ), 2 ქენ ოუენს (ჰლა), 3 სთივენ არჩერ (მნს);
4 თეიგ ბერნ (ჰლა), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 პითერ ო’მანი (მნს),
7 დენ ლივი (ლნს), 8 ჯექსონ რეი (სარ)

სულ:  8 ირლ, 3 უელ, 2 ინგ სფრ

 

ნახევარფინალები

შაბ 21/04 @ 18.30 საქ

ლენსთერ (ირლ) ჰლანეჰლი (უელ) @ დაბლინ, ავივა

კვი 22/04 @ 18.15 საქ

რასინგ (სფრ) მანსთერ (ირლ) @ ბორდო, შაბან დელმაზ

ფინალი

შაბ 12/05  ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ

 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html