მრუდე სარკეში

   ზე 15-ის მეშვიდე რაუნდში რებელზი და ლაიონზი კივებთან კი დამარცხდნენ, მაგრამ მაინც ლიდერობენ ... მეტი თამაშის ხარჯზე

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

წლეულს ზე’რაგბის სისტემა კი გაჯანსაღდა, მაგრამ განრიგი მაინც ვერ ვარგა – მისმა შემდგენელმა კივები თავიდანვე დააჯახა ერთურთს, ავსტრალია კი მძლე მეზობელს პირველად (!) მეშვიდე რაუნდში’ღა გადაჰყარა

ამერიკულ სარფს გამოკიდებულმა აფრიკამაც ვადამდე გამართა მე-16 რაუნდი.  ამეების გამო ამქრის ერთიანი, 15-გუნდა ცხრილი ჯერხნობით მრუდე სარკედ რჩება, ფანობა კი იმედს არ კარგავს, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ძლიერნი დაწინაურდებიან

ფოლაუ პოსტავს

6 სააღდგომო მატჩიდან მასპინძელმა ორი’ღა მოიგო.  გაიცა 3 ნუგეში და ერთიც პრემია.  ზელანდიელ გრანდებთან შინ დამარცხდნენ აფრიკისა და ავსტრალიის ჯილები.  თამაშის დასაწყისშივე დაშავდნენ ლიმა სოპოანგა (ჰაილენდერზი) და იზრაელ ფოლაუ (ვორათაზი)

ორივენი ერთ თვეში ჩადგებიან მწყობრში, მაგრამ ფოლაუს "კურტუმოს ტრფიალნი" ფრიად გაურთულებენ მოღვაწეობას, რაღაი ალალი ბიჭი ეს უკვე მეორედ პოსტავს სოც’მედიაში, "იმ’ფერებმა" თუ ცოდვები არ მოინანიეს, ჯოჯოხეთი ვერ ასცდებათო

უჯარიმოდ დაუშალეს

ვორათაზმა უ’ფოლაუ’ოდაც მოიგო – ბრამბიზი კანბერაში დასაბამიდან ოდენ მეოთხედ ძლია * 24:17

მეასე ზე’კეპი მიითვალა მასპინძელთა მღლეტელმა – წელზე მეტი ხნით ნაუქმარმა დევიდ პოქოქმა და გუნდსაც უმალ დაატყო ხელი, ვორათაზის ქიქერმა ბერნარდ ფოლიმ კი 9 დარტყმით თუმც 5 გოლი’ღა გაიტანა, 28 წლისამ (!) მაინც დაძლია 800 ქულიანი მიჯნა, რაც ზე’რაგბის ახალი რეკორდია

ფოლაუ ნორჩმა ალექს ნიუსამმა შეცვალა და მეორე ტაიმის დასაწყისში, სოლოს შემდეგ, სალელოე პასიც გაუხერხა ტანქელე ნაია’რავოროს * 18:11.  ამანვე პირველი ნახევრის ბოლო შეტევაში მწარედ გააბითურა ჰენრი სპეითი * 13:11

ბრამბიზის ლელო ლაუსი ტალიაულიმ ალამთან დადო ფარენუი ჰაურას ხანჯლურიდან * 11:6, სირენის შემდეგ კი ვორათაზმა წითელ ზოლში, უჯარიმოდ დაუშალა მასპინძლებს მოლი

სამჯერვე დერეფნიდან

ამავე დონისა გამოვიდა აფრიკული დარბიც:  ბებერმა კვაჭმა ადრიან სტრაუსმა სარეკორდო, 149-ე ზე’მატჩი ჰეთ’თრიქით დაიტკბო და მისმა ბულზმა * 33:23 ძლია სთორმერზი

სტრაუსმა თითო ლელო მარცხნივა და მარჯვნივ დადო 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლებით * 7:0 და 12:3, ხოლო მესამე დერეფანშივე, მეტოქის მიერ უზუსტოდ აგდებულის დაუფლებით გაიტანა * 26:18

სთორმერზი ერთობ აზარალა წყვილმა სინბინმა, მისმა შუა’მარბმა დამიან დე’ალენდემ კი უეშხიანესი ლელო გამოაცხო – ხაზი გაჭრა, გაქუსლა, გადაიკიდა, დაიჭირა და კარში შევარდა * 19:18

თანა’გუნდელს გაარტყა

კივური შინა’ომი, რაღა თქმა უნდა, უფრიადესი საშემსრულებლო ოსტატობით გამოირჩა – ჩიფსს დაუბრუნდა მარბიელი სემ ქეინი, ვინაც ასევე მიითვალა მეასე ზე’კეპი, და მისმა გუნდმა * 27:22 აჯობა ჰაილენდერზს

უპირატესობას ჩიფსი კი ფლობდა, მაგრამ პირველი ლელო იქეთ მიიღო – ფაზაობის შემდეგ რობ თომპსონმა ფრთაზე გადაუკიდა ვაისაკე ნაჰოლოს * 6:7 @ 25’

ეგრე არ უნდაო, და ზედ შესვენების წინ დამიენ მაკ’ქენზიმ ხეირზე რომ აუწია აბრაგანი ტონი პულუს, ამან ნახტომით ჩამოუგდო სოლომონა ალაი’მალოს * 13:7

საათის თავზე მაკ’ქენზიმ მოგერიება თავში გაარტყა თანა’გუნდელს და სტუმრებმა ძღვენი შეიფერეს * 22:20, მაგრამ ჩიფსმა ალამთან კიდევ გაიტანა ლელო, ბოლო 10 წუთში კი მეტოქეს ორი დერეფანიც მოუგო

ავტორიტეტის გამოო

აღდგომა დღეს იოჰანესბერგში 15 ათასი მოსეირე მივიდა შარშანდელი ფინალის რე’მატჩზე.  ტრავმებით გაცხრილულმა ლაიონზმა ერთბაშად 7 დამწყები შეცვალა, ქრუსეიდერზს კი დაუბრუნდა ნეკნებ-მორჩენილი მარბიელი მეთ თოდი

უფრო კლასიანი კივები მეტოქეს სჯობდნენ, მაგრამ კადნიერ "წინ პასებსაც" არ თაკილობდნენ – ემანდ მასპინძელმა თემიდამ, ჩვენი ავტორიტეტის გამო, თვალი დახუჭოსო

ბედად, ფხიზლობდნენ მსაჯი იაკო პეიპერი და ტელე’რეფი მორის იონკერი.  ამათ პირველ ტაიმში გააუქმეს ორი ლელო, რაკი მიჩ ჰანთმა ორჯერვე შორს და გვარიანადაც წინ მიაწოდა ჯორჯ ბრიჯს, მეორეში კი დევიდ ჰავილის ლელო იმად აღარ ჩაითვალა, რომ მანამდე მანასა მატაელემ კიდეს დააბიჯა

ლაიონზი კარგა ხანს იგებდა ზაირელი მედოშ ტამბვეს ლელოთი * 5:0, ჩამორჩენილს კი, გადამწყვეტ მომენტში, კონტაქტში უვარდებოდა ოვალი

გარდამტეხი გამოდგა მესამე მეოთხედის 4-წუთიანი მონაკვეთი:  ჯერ სემ ვაითლოქმა იძალა ახლოდან მოკლე ფრთაზე, მერე კი მატაელემ დაიფრინა ორი მბოჭავი და ჯექ გუდჰიუ ახეირა

ჰოდა, ქრუსეიდერზმა ისევ გაიმარჯვა * 14:8

უპასუხო 42

ნაქები რებელზი ჰარიქეინზს 30 წუთს’ღა გაუძალიანდა * 19:8, მერე კი ზედიზედ მიირთვა უპასუხო 42 ქულა * 19:50

კივთაგან 4 ლელო გაიტანა ნაშვიდკაცარმა ბენ ლემმა.  მათგან გარდამტეხი გამოდგა მეორე: ბოდენ ბარეთმა 80 მეტრიდან შორს რომ მოიგერია, ბურთი კიდეზე არ გადავიდა – მოედანში ახტა და ლემმა ჩაუქროლა დაბნეულ ჯექ დებროსინს * 18:19

ჰარიქეინზმა დაწინაურება შესვენებამდე მოასწრო – ბოდენმა ფინტით გააბრიყვა მეორე’ხაზელი მეთ ფილიპი * 25:19, ექიმებმა კი შერყევა დაუდგინეს მელბურნელთა მთავარ დამრტყმელ ძალას – "იაპონელ" ამანაკი მაფს, ვისაც 15 სოლოზე ბურთი 107 მეტრით წაეწია წინ

კივებმა მეორე ტაიმში ოთხი ლელო გაიტანეს:  ჯერ თი’ჯეი პერენარამ უცებ გაათამაშა ჯარიმა და ბევრიც ირბინა * 33:19; მერე ნგანი ლაუმაპემ ორ ოზს ურქინა * 40:19; ბოლო ორზე კი რებელზმა ხელდახელ (?!) შეუტია თავისი წითელი ზოლიდან და ბურთი დაკარგა

უსუსური უმანგელები

რებელზს არ ჩამორჩნენ ოქლენდის შოუს მონაწილენი:  ბლუზმა და შარქსმა 6-6 ლელო გაუშვეს, მაგრამ იაპთა დამრტყმელმა, რობერტ დიუ’პრემ 13 ცდით 13 (!) გოლი რომ შეაგდო და ლელოიანად 38 ქულა მოკრიფა, სტუმრებმა * 63:40 იმარჯვეს

24 წლის რობერტი მწვრთნელის ვაჟია. მისმა ძმამ, ჟან-ლიუკმაც შავი დღე აყარა მეტოქეს – მბოჭავი 6-ჯერ გააბითურა და 3 ოფლოუდიც გაუშვა

შარქსმა ტაიმი * 26:7 მოიგო;  მერე ბლუზმა სინბინზე სამი ლელო დადო და წინაც გაიჭრა * 28:26, მაგრამ რომ დაბრუნდა გაგდებული, იაპებმა ისევ აიწყვიტეს და რაგბეთს კიდევ დაანახეს, რომ გამოჩენილი "ოლ ბლექის" – ტანა უმანგას გაწვრთნილი გუნდი უსუსურია

 

ზე რაგბი 2018

მეშვიდე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჩიფს 27:22 ჰაილენდერზ$  სტატ

3ლ: ალაიმალო ჰარის ვაინუი; 3გ 2ჯ: დ.მაკ’ქენზი –

3ლ: ნაჰოლო ლი თომქინსონ; 2გ ჯ: ფ.სმით

რეფ ჯექსონ (ზელ) 30/03   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 6:0(20) 6:7(25) 13:7(40+) /
20:7(45) 20:12(51) 20:15(59) 20:22(64) 27:22(70)

<<  რებელზ 19:50 ჰარიქეინზ$  სტატ

ლ: ფილიპ; გ 4ჯ: დებროსინი სბ მიქს –

7ლ: ლემ (1 2 6 7) ბ.ბარეთ ევანს ლაუმაპე; 3გ 3ჯ: ბ.ბარეთ

გარდნერ (ავს) 30/03 (16 135)   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 3:3(5) 3:8(11) 6:8(15) 9:8(22) 12:8(26) 19:8(30) 19:11(34) 19:18(35) 19:25(40+) / 19:28(45) 19:33(49) 19:40(63) სბ(66რ) 19:45(70) 19:50(80)

<<  ბლუზ 40:63 შარქს  სტატ

6ლ: ქოლინზ ა.იოანე ტუიპულოტუ პეროფეტა რ.იოანე მოალა;
5გ: პეროფეტა 4, გეთლენდ სბ თრეინორ –

6ლ: რ.ბოთა ჟლ.დიუ’პრე მტემბუ რ.დიუ’პრე ფან’ვეიკ ბოშ;
6გ 7ჯ: რ.დიუ’პრე სბ ნკოსი

რეფ ბრაიანთ (ზელ) 31/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(4) 0:10(11) 0:13(16) 7:13(23) 7:16(26) 7:23(34) 7:26(39) / სბ(44შ) 14:26(46) 21:26(52) 28:26(53) 28:33(58) 28:40(61) 28:43(64) სბ(65ბ) 28:46(70) 28:53(72) 35:53(76) 35:56(78) 40:56(80) 40:63(80+5)

<<  ბრამბიზ$ 17:24 ვორათაზ  სტატ

ლ: ტალიაული; 4ჯ: ჰაურა –

2ლ: ნაია’რავორო; გ 4ჯ: ფოლი

რეფ ვილიამს (ზელ) 31/03 (13 515)   ვიდეო     რჩეული 

0:3(5) 3:3(10) 6:3(20) 6:6(25) 11:6(26) 11:13(40+2) /
11:18(43) 14:18(49) 14:21(65) 17:21(71) 17:24(77) დას(80+2)

<<  ბულზ 33:23 სთორმერზ  სტატ

5ლ: ა.სტრაუს (1 2 4) კოცე ჯ.კრილ; 4გ: პოლარდ სბ გობოკა –

3ლ: ი.დე’კლერკ დე’ალენდე კოლისი; გ 2ჯ: ვილემსე
სბ
დე’ალენდე დიუ’ტოი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 31/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(8) 7:3(15) სბ(16ს) 12:3(17) 12:6(24) 19:6(32) 19:11(37) 19:18(40+) /
სბ(42ს) 26:18(47) 26:23(66) 33:23(70) სბ(80ბ)

<<  ლაიონზ$ 8:14 ქრუსეიდერზ  სტატ

ლ: ტამბვე; ჯ: იანკის – 

2ლ: ვაითლოქ გუდჰიუ; 2გ: ჰანთ

რეფ პეიპერ (აფრ) 1/04   ვიდეო     რჩეული 

5:0(14) შეს(40+4) / 5:7(51) 5:14(54) 8:14(77)

<<  უქმობდნენ  რედს, ხაგუარეს, სან’ვულვზ

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერვინ ბოშ (შრქ), 14 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ), 13 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), 12 დამიან დე’ალენდე (სთო), 11 ბენ ლემ (ჰრქ); 10 რობერტ დიუ’პრე (შრქ), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ქრის ივს (ჰრქ), 2 ადრიან სტრაუს (ბულ), 3 ბენ მეი (ჰრქ); 4 სემ ვაით’ლოქ (ქრს), 5 ჯექსონ ჰემოპო (ჰლნ); 6 ჟან-ლიუკ დიუ’პრე (შრქ), 7 დევიდ პოქოქ (ბრმ), 8 გარეს ევანს (ჰრქ)

სულ:  8 ზელ, 5 აფრ, 2 ავს

#

[#]

7 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

რბლ

მელბურნ

20

4-2

+46

29

/

22

207

:

161

4

2

2

ლნზ

იოჰანესბერგ

20

4-3

+20

35

/

28

240

:

220

4

3

4

ჰრქ

ველინგთონ .

19

4-1

+81

23

/

09

161

:

080

3

4

3

ქრს

ქრაისთჩერჩ

19

4-2

+46

26

/

16

173

:

127

3

5

5

ჩიფ

ჰემილთონ .

17

4-1

+53

24

/

19

179

:

126

1

6

9

ვრთ

სიდნი .

14

3-1*1

+28

19

/

17

161

:

133

0

7

6

ჰლნ

დანიდინ .

14

3-2

+11

18

/

15

133

:

122

2

8

7

რედ

ბრისბენ .

13

3-2

-7

10

/

15

094

:

101

1

9

8

სთო

ქეიპთაუნ

13

3-4

-21

22

/

29

183

:

204

1

10

10

შრქ

დურბან .

13

2-3*1

+5

23

/

24

187

:

182

3

11

11

ბრმ

კანბერა .

9

2-3

-24

12

/

12

093

:

117

1

12

14

ბულ

პრეტორია .

9

2-4

-40

20

/

26

145

:

185

1

13

12

ხგრ

ბუენოს აირეს .

8

2-4

-40

18

/

26

150

:

190

0

14

13

ბლუ

ოქლენდ .

6

1-4

-50

21

/

24

153

:

203

2

15

15

სნვ

ტოკიო .

2

0-5

-108

15

/

33

112

:

220

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  83 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 69 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ);
66 ელთონ იანკის (ლნზ), ბერნარდ ფოლი (ვრთ); 57 ნიკო სანჩეს (ხგრ); 53 დამიან ვილემსე (სთო); 48 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), ჯექ დებროსინი (რბლ)

ლელო:  8 ბენ ლემ (ჰრქ);  6 ემილიანო ვოფელი (ხგრ), აკირა იოანე (ბლუ);  5 სოლომონა ალაი’მალო (ჩიფ), ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), მალკომ მარქს (ლნზ), ჯექ მედოქს (რბლ);  4 რიკო იოანე (ბლუ), ამანაკი მაფი (რბლ), სილვენ მაჰუზა (ლნზ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ჰოსეა საუმაკი (სნვ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მერვე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 6/04

ჰრქ.ზელ

11.35

შრქ.აფრ

კვი 8/04

ხგრ.არგ

01.40

ქრს.ზელ

უქმობენ

რბლ.ავს   ჰლნ.ზელ   ბულ.აფრ

შაბ 7/04

სნვ.იაპ

09.15

ვრთ.ავს

ჩიფ.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

ბრმ.ავს

13.45

რედ.ავს

ლნზ.აფრ

19.15

სთო.აფრ