თანამეგობრობის გადამკიდე

   ფიჯი არ ხუმრობს – ჰონკონგში ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო შვიდკაცა, მსოფლიო სერიის ჩემპიონსა და ლიდერს – აფრიკის "ბლიც ბოკეს" 3 ქულამდე წამოეწია

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ჰონკონგის ტურნირი 1976 წლიდან იმართება.  იგი რომ არა, შვიდკაცა სერიოზულ სპორტად ვერ იქცეოდა, ახლა კი გასართობად მოგონილი თამაში ოლიმპიური ოჯახის წევრი ხომაა და მავანთ თურმე დიდი რაგბის კონკურენტადაც ესახებათ

ჰონკონგი ფიჯისთვის წმიდათა’წმიდა ადგილია – შინ რომ დაგაფასონ, მანდ უნდა გქონდეს ნაჩაუქები.  ჰოდა, "ჯერ კიდევ ბრიტანულ ჩინეთში" თუმც უკლებლივ ყველა ბობოლამ მარქაფა ანაც ჯეელობა მიავლინა – კუნძულელებმა სულ ნარჩევი რაზმი გაიმეტეს

და არ იკითხავთ, რად დაზოგეს სხვებმა ძალები?  რადა და დამდეგ ვიქენდზე "ბრიტანეთის თანა’მეგობრობის" თამაშების ტურნირია და ამ ანგარიშიან, მედლებსა და ქულებზე გადარეულ დროში, რომანტიკა, ვაგლაჰ, რომ აღარავის იზიდავს ... ფიჯისა და კენიის გარდა

5 მეტოქის წინააღმდეგ

ფინალშიც სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა.  გადამწყვეტი გამოდგა პირველი ტაიმის ბოლო, როცა ფიჯი * 5:0 იგებდა.  კენიას შეტევა ჩაუფლავდა და ქოლინ ინჯერამ მიიღო სინბინი, ფიჯელთა განავარდების აღკვეთა კი ვილი ამბაკას დაუჯდა "ყვითლად"

5 მეტოქის წინააღმდეგ უმალ გაიჯეჯილეს "ეტაპის უჩაუქესმა" ერონი საუმ და "ფინალის უმარგესმა" ამენონი ნასილა’სილამ [ფოტოზე].  ტაიმი * 17:0 მორჩა, მატჩი კი * 24:12

ასე და ამგვარად, ფიჯი ზედიზედ მეოთხედ, ბოლო 7 წელში მეექვსედ და დასაბამიდან მე-18-ედ გახდა ჰონკონგის ფალავანი. კუნძულელებმა ზელანდია ჯგუფში * 50:7 მოსრეს, აფრიკას კი ნახევარ’ფინალში 14 ქულიანი ფორა გაუბათილეს და წკიპზე’ღა * 26:24 მოუგეს

რუსეთს დაშორდნენ

დასის სისუსტით ისარგებლა სერიაში დასარჩენად მებრძოლმა ესპანეთმა და თასის მეოთხედ’ფინალში გავიდა, რითაც 10 ქულა შეჰმატა აქტივს და დაშორდა რუსეთს, ვინაც ახლა იმის იმედადაა, რომ დარჩენილ სამ ეტაპზე 11 ქულას გაუბათილებს ვის, ვის და ... უელსს

პარალელურად, იმავე მოედანზე, შემდეგი სეზონისთვის მოეწყო ქალთა და ვაჟთა შესარჩევები.  ქალებში იპირველა ჩინეთმა, ვაჟებში კი იშვიათი დრამა დატრიალდა – კუნძულელებით გაძეძგილმა და ამად, აშკარად უფრო ნიჭიერმა იაპონიამ ბოლო ორ მატჩში დააშამათა ევროპელები – ჯერ ირლანდია და მერე ერთობ უიღბლო გერმანიაც

თავიდანვე ბევრით

განგებამ ჰონკონგის მოხილვა არგუნა ჩვენს ბიჭებსაც.  მათ შარშან "ევროპის სერიაში" ოდნავ მოეცარათ ხელი, მაგრამ რაღაც მანქანებით ჩრდილოეთ ამერიკას ჩამოერთვა მეორე გუნდის მივლინების უფლება და ქვოტა ევროპას გადმოაეცა, ანუ სამი გაუხდა 

ვაკანსია ერგო პირველ ხელ’მოცარულს. საქართველოს.  ჯგუფში სამივე თამაში უშანსოდ წავაგეთ – თავიდანვე ბევრით ჩამოვრჩით, მაგრამ თქმულა, ზოგი ჭირი მარგებელიაო:

ნაადრევი გავარდნით ბიჭებს დღე’ნახევარი გამოუთავისუფლდათ შორეთის იმ უნიკალურ სიამეთა დასაჭაშნიკებლად, რომელთა წარმოდგენაც "ძველ დროში" – 1989 წლის 9 აპრილამდე – ძნელი იყო

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

VII ეტაპი * 6-8/04 ჰონკონგ (ჩინეთი)

<<  ჯგუფები
(# მიწვეული, ^ პირისპირ მოგებით)

(ა) ფიჯი 3-0, ზელანდია 2-1 / სამოა 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) კენია
^ ესპანეთი 2-1 / კანადა^ ავსტრალია 1-2
(გ) აფრიკა 3-0, შოტლანდია 2-1 / ინგლისი 1-2, კორეა
# 0-3
(დ) შტატები 2-0*1, არგენტინა 2-1 / უელსი 1-2, საფრანგეთი 0-2*1

<<  მეოთხედ’ფინალი   რჩეული

ფიჯი (ა1) 40:14 არგენტინა (დ2)
აფრიკა (გ1) 38:5 ესპანეთი (ბ2)
შტატები (დ1)
7:35 ზელანდია (ა2)
კენია (ბ1) 19:12 შოტლანდია (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

ფიჯი 26:24 აფრიკა
კენია 21:12 ზელანდია

<<  ფინალი

(XIII)  უელსი 33:5 სამოა
ალაფა (IX)  საფრანგეთი 33:7 კანადა
(V)  არგენტინა 14:12 შტატები
ბრინჯაო (III)  აფრიკა 29:7 ზელანდია
ოქრო + თასი (I) 
ფიჯი 24:12 კენია  ვიდეო

<<  ფიჯი

2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 6 სამისონი ვირი’ვირი, 7 მესულამე კუნავულა, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ, 12 ამენონი ნასილა’სილა * 1 სემი კუნატანი, 4 პაულა ნდრანი’ სინუკულა, 5 ისაკე კატონი’მბაუ, 8 ვატემო რავოუ’ვოუ, 10 ალოსიო ნანდუვა, 13 ვაისეა ნათუნქუ * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<<  უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
          ერონი საუ (ფიჯ) – 53 ქმედება

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15  /  13 - 12 - 10 -10  /  ალაფა 8 - 7 - 5 - 5  /  3 - 2 - 1 - 1

126 აფრიკა (თ: დუბაი);
123
ფიჯი (3თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ);
107 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ); 90 არგენტინა;
  89 ავსტრალია (თ: სიდნი); 85 შტატები (თ: ლას’ვეგას);
  83 კენია; 71 ინგლისი; 46 შოტლანდია
+31 საფრანგეთი+9
  44 კანადა; 43 სამოა; 35 ესპანეთი;
  30 უელსი – 19 რუსეთი
(ვარდება) /
    6 პაპუასეთი
##; 4 უგანდა##; 2 ურუგვაი##; 1 კორეა#

<<  განრიგი
1

1-2/12

დუბაი

(არბ)

2

9-10/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

26-28/01

სიდნი

(ავს)

4

3-4/02

ჰემილთონ

(ზელ)

5

2-4/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

10-11/03

ვანქუვერ

(კან)

7

6-8/04

ჰონკონგ

(ჩინ)

თან

14-15/04

გოულდ ქოუსთ

(ავს)

8

28-29/04

სინგაპურ

(სნგ)

9

2-3/06

ლონდონ

(ინგ)

10

9-10/06

პარიზ’ი

(სფრ)

მსო

20-22/07

სან ფრანცისკო

(აშშ)

>>  თასის მფლობელი

1999-2018 (163 ეტაპი)

56 ზელანდია; 34 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;

2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>>  სერიის ჩემპიონი
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   2

2009,  2017

სამოა   1

2010  

XX სეზონის * 2018-19 შესარჩევი

<<   ჯგუფები

(ე) ჩილე(+29) იაპონია(+21) უგანდა(+6) 2-1 / საქართველო(-56) 0-3
(ვ) გერმანია
(+51) 3-0; ჰონ’კონგი(+2) ზიმბაბვე(-18) 1-2 / პაპუასეთი(-35) 1-2
(ზ) ირლანდია
(+98) 3-0, ურუგვაი(+19) 2-1 / იამაიკა(-41) 1-2, ქუქეთი(-76) 0-3

11#საქართველო – იაპონია 10:26, უგანდა 10:26, ჩილე 5:29 (ლ 5/13)
* 9#იამაიკა, 10#პაპუასეთი, 12#ქუქეთი

<<   მეოთხედ’ფინალი

2#გერმანია (ვ1) 26:0 7#უგანდა (ე3)
3#ჩილე (ე1) 24:12 6#ჰონ’კონგი (ვ2)
4#იაპონია (ე2) 26:19 5#ურუგვაი (ზ2)
1#ირლანდია (ზ1) 38:5 8#ზიმბაბვე (ვ3)

<<   ნახევარ’ფინალი

გერმანია 19:12 ჩილე
ირლანდია
7:12 იაპონია

<<   ფინალი

გერმანია 14:19 იაპონია

<<  საქართველო

1 ილია სპანდერაშვილი (ლ), 2 გიორგი მჭედლიშვილი (ლ),
3 ზურაბ ძნელაძე, 4 გიორგი გოგოლაძე, 5 ნიკო აფციაური
(2ლ),
6 გიორგი კვესელაძე
(ლ სბ), 7 ლევან გოგოლაშვილი,
8 ანზორ სიჭინავა, 9 საბა შუბითიძე
^კაპ, 10 ირაკლი სვანიძე,
11 აკა ტაბუცაძე, 12 ლუკა იურინი * მწ) ზაზა ლეჟავა