მახვშებს გეგმა ჩაეშალათ

   ევროპის "ჩემპიონთა თასის" ნახევარ’ფინალებში დე’ფაქტო მასპინძლებმა იოლად ძლიეს სტუმრები

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

დაიდო 6-6 ლელო.  დაბლინში ქარი ქროდა, ხოლო ბორდოში ცხელოდა.  მახვშებს ეიმედებოდათ, ფინალში ორი ირლანდიური რეგიონი გავაო, მაგრამ პარიზელმა "არისტოკრატებმა" ჩაუშალეს გეგმა.  ჰოდა, მაისის მეორე შაბათს, ბასკეთში, სამგზის ჩემპიონი "ლენსთერი" ამბიციურ "რასინგს" შეებმება

ლენსთერს ჰლანეჰლისთან შარშან, დაბლინშივე წაეგო იმხანად ჯერაც "პრო 12"-ის ნახევარ’ფინალი, მაგრამ ამჯერად უშანსოდ * 38:16 მოსრა მეტოქე, ვინაც მოწინავე ოთხეულში წინა’ჯერ 2007 წელს შესულიყო

ლიმრიქიდან პარიზში

მატჩის გმირად ირლანდიელთა სამსახურში ჩამდგარი ბებერი "ბრამბი", სქოთ ფარდი სცნეს.  მაგრად ითამაშეს მეორე’ხაზელმა ჯეიმზ რაიანმა და გარე’მარბმა ფერგიუს მაკ’ფადენმაც, ჯონი სექსთონმა კი 69-ე ევრო’ მატჩში მე-11 ლელო ხომ გაიტანა და 600-ქულიანი მიჯნაც დაძლია

საათის თავზე მასპინძლები შაბათს * 38:9 იგებდნენ, კვირას კი, ამავე ნიშნულზე, რასინგი * 27:3 სრავდა მანსთერს.  ამან მაინც ბოლომდე იომა და * 22:27-ღა წააგო, პრესტიჟის სამიდან ორ ლელოში კი ლომის წილი დაიდო მულატმა საიმონ ზიბომ, ვინც შემდეგი სეზონისთვის ლიმრიქიდან პარიზში გადადის

უშურველად გადაუგდო

რასინგი უმისოდაც ისე კლასიანი ანსამბლია, რომ დენ ქართერის ნაცვლად ათზე ყოფილ "შარქს", პეთ ლემბს დააწყებინა, მოზანგო ტედი ტომამ კი აშკარად წაიმეტიჩრა – 22’ წუთზე გასრულებული ჰეთ’თრიქი რაში მარგიაო და ლელოში შესულმა ოვალი წამოსწრებულ კაპიტანს, მაკსიმ მაშნოს გულ’მოწყალედ, გინდ უშურველად, გადაუგდო

კელტებს სისხლი გაუშრო გაფრანგებულმა ფიჯელმა, შუა’მარბმა ვირიმი ვაკატავამაც, პენსიონერი ქართერი კი ბრძოლაში 56’ წუთზეღა ჩაება და დაცვაში გამოიჩინა თავი – მიმხვდური 8-ჯერვე შებოჭა!

 

ევროპის "ჩემპიონთა თასი"  2017-18

წინა რაუნდები  >>      1      2      3      4      5      6      მფ

<<  ნახევარ’ფინალები

ლენსთერ (ირლ#1) 38:16 ჰლანეჰლი (უელ#4)  სტატ

5ლ: ჯმ.რაიან ჰილი მაკ’ფადენ ფარდი სექსთონ; 5გ ჯ: სექსთონ –

ლ: ბერნ; გ: პაჩელ; 3ჯ: ჰაფ’პენი

რეფ პუატ (სფრ) @ 21/04 დაბლინ, ავივა (48 455  ვიდეო

0:3(6) 7:3(11) 10:3(19) 10:6(22) 17:6(28) 17:9(34) 24:9(40+) /
31:9(52) 38:9(61) 38:16(80)

რასინგ (სფრ#7) 27:22 მანსთერ (ირლ#3)  სტატ

3ლ: ტომაზ (1 2) მაშნო; 3გ 2ჯ: მაშნო სბ ონდრო –

3ლ: ზიბო რ.მარშალ ქონვეი; 2გ: ჰანრან; ჯ: ქითლი

რეფ დოილ (ინგ) @ 22/04 ბორდო, შაბან დელმაზ (24 574  ვიდეო

7:0(7) 7:3(17) 14:3(20) 21:3(24) 24:3(26) /
27:3(43) სბ(63რ) 27:8(63) 27:15(77) 27:22(80+)

 

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ვასო კაკოვინი (რას)  

17

+51-79

1/1

0

0

0

5/1

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 საიმონ ზიბო (მნს), 14 ტედი ტომაზ (რას), 13 ვირიმი ვაკატავა (რას), 12 რობი ჰენშოუ (ლნს), 11 ფერგიუს მაკ’ფადენ (ლნს); 10 ჯონი სექსთონ (ლნს), 9 მაკსიმ მაშნო (რას) /

1 ქიან ჰილი (ლნს), 2 შონ ქრონინ (ლნს), 3 სთივენ არჩერ (მნს);
4 დონაქა რაიან (რას), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 სქოთ ფარდი (ლნს),
7 ვანსესლაზ ლორე (რას), 8 იანიკ ნიონგა (რას)

სულ:  9 ირლ, 6 სფრ * 0 უელ

 

ფინალი

შაბ 12/05 @ 19.45 საქ

ლენსთერ (ირლ) რასინგ (სფრ) @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html