ნულზე – პირველად

   ზე 15-ის მეათე რაუნდში რომ წააგო ავსტრალიის ოთხივე გუნდმა, ვორათაზის მომსრველმა ლაიონზმა მოუქმარ ჰარიქეინზს გადაუსწრო

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ავსტრალია-ზელანდიაში "ანზაქის კვირეული" რომ იყო, რაგბის წინ ყველგან გაიხსენეს ომებში დაღუპულები. 7 თამაშიდან 4 სტუმარმა მოიგო.  ბონუსი ყველგან გაიცა: ხუთმა მოგებულმა პრემია აიღო, ორმა წაგებულმა კი – ნუგეში

მთავარი თამაში პარასკევს, სიდნი’ში იყო – ერთმანეთს ჯგუფთა (ანუ კონფერენციათა) ლიდერები ხვდებოდნენ.  ლაიონზს დასაბამიდან (1996) სტუმრად ვერაფრით ეძლია ვორათაზი, ამჯერად კი * 29:0 მოუგო.  ამაზე გუნდები თამაშის შემდეგ კიდეც წაკინკლავდნენ

სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ ზე’რაგბის ისტორიაში ვორათაზი პირველად დამარცხდა ნულზე, და ლაიონზმაც ქულის გაუშვებლად პირველად იმარჯვა.  ბურებს ისევ აკლდათ მუხლ’მტკივანი კაპიტანი ვორენ ვაითლი, ოზთაგან კი აურია ქერთლი ბილმა – ორ ლელოზე მიამიტურად სცადა პასის ჩაჭრა

მარცხიანი მეათასე

შაბათს უარესი დაემართა რედსს – 1882 წლიდან მოყოლებული, მე-1000 მატჩს მართავდა, მაგრამ შინ, ნახევარ საათში * 0:24 ჩამორჩა ჩიფსს

კივებს თუმც პირველი ტაიმის შუაშივე გამოაკლდათ დამიენ მაკ’ქენზი – შერყევის ტესტი ჩაუფლავდა და ძმამ, მართიმ შეცვალა, მაინც არაფერი გასჭირვებიათ

მათ პრემია იმით მიითვალეს, რომ რედსი სირენის შემდეგ ამჩატდა და ბურთაობა გააგრძელა * 12:36, ავსტრალიის სამეზობლო ზე’ნავსი კი 35 მარცხამდე დაგრძელდა და როდის გატყდება, კაცი’შვილმა ვერ იცის

პაუზებიანი სეირი

ოზთაგან მესამე, შაბათსვე დამარცხდა აფრიკაში ჩასული რებელზი – ბულზთან * 10:28 წააგო

მატჩის ყველაზე შნოიან ლელოზე ბერგერ უდენდალმა ხანჯლური დაუგორა ჯესი კრილს * 14:3 @ 24’, ნათამაშევს კი ორი საქმე გაირჩა

ბურთა ბურჯს, პიერ სკუმანს კბენისთვის 6 კვირით აეკრძალა რაგბობა, აფრიკელთა კივმა გურუმ, ჯონ მიჩელმა კი "სანზაარს" არზა გაუგზავნა:

რებელზი მთელი თამაში სიმულანტობდა; პირველი ტაიმი 48 წუთს გაგრძელდა, მეორე 52 წუთამდე გაიწელა; 24 პაუზის საშუალო ხანგრძლიობაც 87 წამი გამოვიდა. ჰოდა, ამიხსენით, ასეთი პროდუქტი – ჩვენებურად "სეირი" – რაში გარგიათო

არა’სერიოზულად ეკიდებიან

ჯონი რომ მართალია, კვირას გამოჩნდა კანბერაში, სადაც ბრამბიზის საქომაგოდ 8 ათასი კაციღა მივიდა.  სტუმარმა არგენტინამ თავიდანვე 18 ფაზა აკინძა და ძალით შეიტანა ლელო.  ხაგუარესი მთელი თამაშიც წინ იყო, ბრამბიზი კი ისე წახდა, რომ სირენის შემდეგ ჯარიმა კარში დაჰკრა, რათა ნუგეში მაინც მიეთვალა * 20:25

ხაგუარესმა ავსტრალიაში ორივე თამაში მოიგო და ახლა ზელანდიაში გადავა. იქვე ბრძანდება დასში პროტექციით – და არამც და არამც უნარის გამო – ჩარიცხული იაპონიის ფრანჩაიზიც, სან’ვულვზი

ამას კლასი ვერ ჰყოფნის, თორემ მონდომება არ აკლია. მეტოქენიც არა’სერიოზულად ეკიდებიან აზიელებს.  აგერ, ქრუსეიდერზმა რვა (!) სათადარიგოს დააწყებინა და შუა პირველ ტაიმში საზარლად რომ გაწვიმდა, ვეღარც სჯობდა სტუმრებს

მაგრამ არა!  დადგა ბოლო მეოთხედი და გამოიდარა; გაიჯეჯილეს რაიან ქროთიმ, მანასა მატაელემ და კივებმა პრემიით მოიგეს * 33:11

ბლუზის პარადოქსები

არაა ბლუზის საშველი – აგერ უკვე 15 მატჩია, ვერაფრით უძლევია თვის’ტომი. ოქლენდელებს 18 კაცი უწერიათ ლაზარეთში, მათი დალალებიანი მოძღვარი – ტანა უმანგა კი ამტკიცებს, არა გვიჭირს რაო და ორგანიზაციის სამდივნოც თურმე ემუდარება, არ მიგვატოვოო

ბლუზს პარადოქსები სჩვევია. აი, ახლაც ჰაილენდერზთან 70-30 (%) პროპორციით ეპყრა ბურთი და მეტოქის ნახევარზე სუფევდა; ბოჭვაც სულ 57 დაჭირდა სტუმართა 230-ის ფონზე, მაგრამ რად გინდა? 

პირველი ლელო – მოგერიებაზე დაფარებით, 37-ე წამზევე გაუშვა; მერე მარბიელ შენონ ფრიზელის ჰეთ’თრიქიც მიირთვა, უშანსოდ * 16:34 წააგო და ერთიან, 15-გუნდა ცხრილში იაპონიასღა უსწრებს

მგეზავმა მარბიელს

აფრიკის ჯგუფში არგენტინა ბოლო აღარაა – მანდ უკვე სთორმერზი დაიძირა

ქეიპ’თაუნის კლუბმა სტუმრად, ტაიმის ბოლოს, კადნიერად, 80 მეტრიდან შეუტია შარქსს და დაალელოვა * 7:3

კონცხელები მესამე მეოთხედშიც წინ გაიჭრნენ * 17:10, მაგრამ ბოლოში ჯერ მგეზავმა რობერტ დიუ’პრემ გაუხერხა ოფლოუდი მარბიელ ძმას, ჟან-ლუკს * 17:17, მერე კი შარქსის პირველ’ხაზელებმაც გამოავლინეს მობურთალობის იშვიათი ნიჭი * 24:17

 

ზე რაგბი 2018

მეათე რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ბლუზ 16:34 ჰაილენდერზ$  სტატ

2ლ: ჯ.რურუ ტ.მანუ; 2ჯ: გეთლენდ –

5ლ: დ.ჰანთ ფრიზელ (2 3 5) ჰემინგთონ; 3გ ჯ: სოპოანგა

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 20/04   ვიდეო     რჩეული 

0:5(1) 0:12(6) 5:12(9) 8:12(14) 11:12(22) 11:17(34) 11:20(39) /
11:27(45) 11:34(58) 16:34(70)

<<  ვორათაზ 0:29 ლაიონზ$  სტატ

#

4ლ: ტამბვე კვ.სმით ფორსტერ მ.სკუმან; 3გ ჯ: იანკის

რეფ ფრეიზერ (ზელ) 20/04   ვიდეო     რჩეული 

0:7(23) / 0:12(44) 0:19(51) 0:22(71) 0:29(78)

<<  ქრუსეიდერზ$ 33:11 სან’ვულვზ  სტატ

5ლ: ქროთი (1 3) თოდ მატაელე სთრათონ; 4გ: დელენი 3, მ.ჰანთ –

ლ: ლითლ; 2ჯ: პარქერ

რეფ პიქერილ (ზელ) 21/04   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 14:0(10) 14:5(14) /
14:8(43) 14:11(51) 21:11(58) 26:11(62) 33:11(80+)

<<  რედს 12:36 ჩიფს$  სტატ

2ლ: კერევი; გ: ლენს –

5ლ: არდრონ ნგატაი რეთალიქ პოლვორთ ტაუ’კეი’ჰაჰო;
4გ: დ.მაკ’ქენზი 2, მ.მაკ’ქენზი 2; ჯ: დ.მაკ’ქენზი

რეფ პეიპერ (აფრ) 21/04 (14 002)   ვიდეო     რჩეული 

0:3(7) 0:10(14) 0:17(18) 0:24(30) /
0:31(44) 7:31(49) 12:31(75) 12:36(80+5)

<<  ბულზ$ 28:10 რებელზ  სტატ

4ლ: ა.სტრაუს ჯ.კრილ რუსო ვორნერ; 4გ: პოლარდ –

ლ: მ.რურუ; გ ჯ: დებროსინი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 21/04   ვიდეო     რჩეული 

7:0(7) 7:3(20) 14:3(24) 21:3(40+) / 21:10(47) 28:10(74) დას(80+2)

<<  შარქს 24:17 სთორმერზ$  სტატ

3ლ: ამ ჟლ.დიუ’პრე თ.დიუ’ტოი; 3გ ჯ: რ.დიუ’პრე –

2ლ: რულ სემუელს; 2გ ჯ: ვილემსე სბ დიუფენახე

რეფ ჯექსონ (ზელ) 21/04   ვიდეო     რჩეული 

3:0(19) 3:7(40) /
10:7(43) 10:10(50) 10:17(53) სბ(59ს) 17:17(65) 24:17(74) დას(80+3)

<<  ბრამბიზ$ 20:25 ხაგუარეს  სტატ

3ლ: თ.ბენქს (1 2) პენი; გ ჯ: ჰაურა –

3ლ: ორლანდო დე’ლა’ფუენტე ვოფელი; 2გ 2ჯ: სანჩეს სბ ვოფელი

რეფ გარდნერ (ავს) 22/04 (8 053)   ვიდეო     რჩეული 

0:7(6) 0:10(13) 0:13(16) 5:13(35) 10:13(40) /
სბ(48ხ) 10:20(60) 17:20(67) 17:25(71) 20:25(80+3)

<<  უქმობდა  ჰარიქეინზ

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

2

-60

1/4

3

0

0

4/1

0

1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ხოაკინ ტუკულეტ (ხგრ), 14 სბუ ნკოსი (შრქ), 13 რობ თომპსონ (ჰლნ), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 მანასა მატაელე (ქრს); 10 ლიმა სოპოანგა (ჰლნ), 9 გონსალო ვერტრანუ (ხგრ) /

1 დენ ლენართ-ბრაუნ (ჰლნ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 თომას დიუ’ტოი (შრქ); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ლუდ დე’იახერ (ბულ);
6 შენონ ფრიზელ (ჰლნ), 7 კვოხა სმით (ლნზ), 8 ამანაკი მაფი (რბლ)

სულ:  7 ზელ, 5 აფრ, 2 არგ, 1 ავს * 0 იაპ

#

[#]

10 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

30

6-3

+70

47

/

32

321

:

251

6

2

4

ქრს

ქრაისთჩერჩ .

29

6-2

+94

37

/

19

246

:

152

5

3

3

ვრთ

სიდნი .

24

5-2*1

+41

30

/

26

248

:

207

2

4

1

ჰრქ

ველინგთონ :

27

6-1

+94

30

/

14

224

:

130

3

5

5

ჩიფ

ჰემილთონ .

26

6-2

+67

32

/

25

249

:

182

2

6

7

ჰლნ

დანიდინ :

24

5-2

+55

29

/

19

210

:

155

4

7

6

რბლ

მელბურნ .

21

4-4

+25

33

/

29

239

:

214

5

8

8

ბულ

პრეტორია :

19

4-4

+8

30

/

28

213

:

205

3

9

10

შრქ

დურბან .

18

3-5*1

-19

31

/

36

258

:

277

4

10

13

ხგრ

ბუენოს აირეს .

16

4-5

-58

26

/

38

214

:

272

0

11

9

ბრმ

კანბერა .

15

3-5

-31

24

/

23

175

:

206

3

12

11

სთო

ქეიპთაუნ .

14

3-6

-49

28

/

40

231

:

280

2

13

12

რედ

ბრისბენ .

13

3-5

-76

15

/

31

143

:

219

1

14

14

ბლუ

ოქლენდ .

12

2-6

-56

28

/

32

212

:

268

4

15

15

სნვ

ტოკიო .

2

0-8

-165

21

/

49

162

:

327

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  114 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 98 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
93 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 87 ელთონ იანკის (ლნზ); 81 ნიკო სანჩეს (ხგრ); 67 დამიან ვილემსე (სთო); 63 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 60 ჯექ დებროსინი (რბლ); 54 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 53 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)

ლელო:  9 ბენ ლემ (ჰრქ);  8 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);  6 მადოშ ტამბვე (ლნზ);  5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), მალკომ მარქს (ლნზ), მანასა მატაელე (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ადრიან სტრაუს (ბულ), ვორიქ ხელანტ (ბულ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მე-11 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 27/04

ჰრქ.ზელ

11.35

სნვ.იაპ

სთო.აფრ

17.05

რბლ.ავს

უქმობენ

ვრთ.ავს   ჩიფ.ზელ   შრქ.აფრ

შაბ 28/04

რედ.ავს

09.05

ლნზ.აფრ

ბლუ.ზელ

11.35

ხგრ.არგ

ბრმ.ავს

13.45

ქრს.ზელ

ბულ.აფრ

19.15

ჰლნ.ზელ