ნახევარი შავია

   ზე 15-ის მე-11 რაუნდში აწ უკვე ტრადიციულად შეიცვალა ლიდერი ლაიონზმა ქვინზ’ლენდში რომ წააგო, წინ ქრუსეიდერზი გაიჭრა

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ლაიონზი რედსს ერთი ხანობა 27 ქულითაც ჩამორჩა და ბოლოს ნუგეშსღა დასჯერდა.  ქრუსეიდერზმა სინბინზე ორჯერ დაალელოვა ბრამბიზი, მერე კი თავად 13 კაცის ამარამ გაუძლო უფანტაზიო ოზებს, ხოლო რაუნდის მატჩში, სირენის შემდეგ, ჰაილენდერზმა შორიდან გატანილი ჯარიმითღა ძლია ბულზი

პლეი’ოფში გამსვლელი რვეულის ნახევარი შავია – თანაც ავსტრალიის ლიდერს ოთხივე კლასიანი ზელანდიური გუნდი უსწრებს!  აფრიკიდან ერთი ლაიონზიღა ვარგა, მეორე "მწვანე" მეოთხედ’ფინალისტი კია არგენტინის ფრანჩაიზი, ვინაც ზღვისრეთში ზედიზედ მოიგო სამი

ფოლაუ არ ტყდება

დამდეგი, მე-12 რაუნდი მოკლე, 6-მატჩიანებში ბოლოა.  წყვილებიც ისე დამსხდარან, რომ ერთ თამაშსაც ვერ გამოტოვებს რაგბის გურმანი, მაგრამ თუ მაინც არჩევაზე მიდგა საქმე, ჰარიქეინზ – ლაიონზი უნდა გამოვიდეს შოუს თვალი

პარასკევის მენიუ ტრანს-ტასმანური ჯახით იწყება:  ვორათაზს ბლუზთან 15 ნომრად უბრუნდება იზი ფოლაუ, ვისაც აზრი გეების შესახებ ოდნავაც არ შეუცვლია.  თამაშს ფერს ისიც ჰმატებს, რომ ბოლო სამი წელია, ოზებს კივებთან ზედიზედ უკვე წაუგიათ 36 თამაში და თუ ნავსის გატეხვა სწადიათ, უკეთეს შანსს ვერც ინატრებენ

ოთხიდან ორიღა

ბლუზს დაემატა ბებერი მარბიელი ჯერომ კაინო.  გატეხილი ყბა მოურჩა ქრუსეიდერზის ჯეელ მგეზავს, რიჩი მოჰუნგას.  მოკეთდა რებელზის ცხრაც – ვილ გენია.  ჩიფსი ასვენებს მეორე’ხაზელ ბროდი რეთალიქს, ჰარიქეინზს კი იმოტოლა რესურსი აქვს, რომ ვინს ასოს 23- კაციანი რაზმის მარქაფაშიც ვეღარ მოუძებნა ადგილი

არადა, ამ შუა’მარბმა სან’ვულვზს 4 ლელო დაუდო, მაგრამ ორიღა ჩაეთვალა, რაკი ტელე’რეფმა, ბენ სქინმა ძმებ სავეა’ებს დარღვევები გამოუჩხრიკა:  ჯულიანს თურმე ბურთი გადაეცა წინ, ხოლო არდი’ს –  გადაყრაზე ეურჯუკა 

და მაინც, ასომ ბოლო წუთებზე ჯერ მოკლე ფრთაზე დააგვირგვინა ფაზაობა, მერე კი მალაყითაც, ალამთან ეწია მიზანს * 43:15

ბურთი და მოედანი

სან’ვულვზი წლეულს 9-ჯერვე დამარცხდა, მაგრამ მაინც არა უშავს. ჩვენი პირველ’ხაზელებიც – ჯაბა და ნიკა თანდათან თამამდებიან, მაგრამ ეგეც ცხადია, რომ გუნდელებს მათთვის ბურთის მიცემა არად ეპიტნავებათ, ესაო და მაგ "ჯოჯა"ელთა საქმე მიწოლა და შერკინებაში ჯარიმების გამომუშავებააო

სან’ვულვზს ჰარიქეინზთან "ბურთი და მოედანი" 61 და 64 პროცენტი გამოუვიდა.  ეს მაჩვენებლები რომ გადამწყვეტი არაა, პრეტორიაშიც გამოჩნდა – იქაურ ბულზს პირველი ტაიმში ოვალი დროის 81% ეპყრა და 88% მეტოქის ნახევარზეც გაატარა, მაგრამ ჰაილენდერზმა მაინც მოუგო 1 ქულით * 29:28

ბურებმა 4 ლელო გაიტანეს, კივებმა – ორიღა, მაგრამ ლიმა სოპოანგამ 7 ცდით 7 გოლი შეაგდო.  სტუმრები მეორედ მაშინ დაწინაურდნენ, სამმა სმითმა – ბენმა, არონმა და ფლეჩერმა – ბურთაობით რომ გალიეს 70 მეტრი * 20:14, მაგრამ მაგრად მოთამაშე ჰანდრე პოლარდმაც ახლოდან დაგეზა ჯესი კრილი * 28:26 @ 76’

პირ’ქარში იძალეს

აფრიკაში რასიზმის აღსასრულს – "თავისუფლების დღეს" ზეიმობდნენ.  სთორმერზს გვიან საღამოს უნდა ეთამაშა რებელზთან, მაგრამ საღმა აზრმა იძალა.  იაპთა ჯანიანმა შუა’მარბმა, დამიან დე’ალენდემ ორ ლელოში დაიდო წილი, დილეინ ლეიდსმა კი სოსო მათიაშვილივით, ჯიუტად მისდია ხანჯლურს და ლელოს უკანა ხაზამდე დაამიწა * 34:18

ზღვისრეთში შუა შემოდგომაა და ორ თამაშს დააწვიმა.  ბრისბენში კიდევ რა უჭირდათ – მალევე გადაიღო, ოქლენდში კი ყველაფერი გალუმპული იყო და ცივი ქარიც ქროდა.  ამ პირობებში, ლოგიკით, უპირატესობა ზურგ’ქარში მოთამაშეს უნდა ჰქონოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – ორივე ტაიმში იმან იძალა, ვინც პირ’ქარში რაგბობდა

ხაგუარესი 8 ქულით ჩამორჩებოდა, შესვენების წინ ჯარიმათა ნაცვლად სულ შერკინებები რომ ითხოვა და სირენის შემდეგ ლამის 8 წუთი ამაოდ უტრიალა ლელოს, მაგრამ მეორე ნახევარში ტანა უმანგას შეგირდებმა ჩვეულ ყაიდაზე აურიეს.  ჰოდა, არგენტინამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – პირველად ძლია კივები, თანაც კივეთში * 20:13

უშნოდ წაეტანა

ჯეელმა რედსმა წაგებათა წყება ოთხზე გაწყვიტა – ლაიონზი მოლითაც ათრია და შერკინებითაც; ერთხელ პასიც ჩაუჭრა, 20 წლის მგეზავმა ჰემიშ სთიუართმა კი ელთონ იანკისი გააბითურა და მოაწყო გრძელი სოლო, რომელიც ასევე ლელოთი დასრულდა

იაპებმა მეორე ტაიმში იქეთ დაიწყეს მოლის გორება და ნუგეშიც აიღეს, მაგრამ თამაში მაგ დროს უკვე წაგებული ჰქონდათ * 22:27

ბრამბიზს აკლდა წვივ’მტკივანი დევიდ პოქოქი.  ქრუსეიდერზმა ათამაშა მოკეთებული იზრაელ დეგი, მაგრამ ამას უშნოდ წაეტანა ნორჩი ჩანს პენი და დაამტვრია, ხოლო თავად სინბინი და 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

სანამ პენი ცოდვებს ინანიებდა, დეგის შემცვლელმა მანასა მატაელემ მის ფრთაზე წყვილი ლელო გაიტანა * 21:5, მეორე ტაიმში კი ოზები თუმც სულ უტევდნენ, 7-წუთიან ორ’კაცა მეტობაზეც კი ვერაფერი შეჰმატეს აქტივს, რადგან უსწორო გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ * 8:21

 

ზე რაგბი 2018

მე-11 რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჰარიქეინზ$ 43:15 სან’ვულვზ  სტატ

7ლ: ჯ.სავეა ქრისთი პრინსეპ ჯ.ბარეთ ასო (5 7) შილდს; 4გ: ბ.ბარეთ 3, ჯ.ბარეთ –

2ლ: ლაბუსხახნე ფუკუოკა; გ ჯ: პარქერ

რეფ ნათ’ბრაუნ (ზელ) 27/04   ვიდეო     რჩეული 

0:7(10) 7:7(16) 7:10(18) 14:10(29) 21:10(40+) /
26:10(42) 26:15(69) 31:15(74) 38:15(78) 43:15(79)

<<  სთორმერზ 34:18 რებელზ  სტატ

4ლ: დე’ალენდე ენგელბრეხტ (2 4) ლეიდს; 4გ 2ჯ: ვილემსე –

2ლ: ნაივალუ; გ 2ჯ: დებროსინი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 27/04   ვიდეო     რჩეული 

0:3(6) 3:3(11) 3:6(13) 10:6(17) 17:6(35) /
24:6(46) 24:13(54) 27:13(56) 27:18(76) 34:18(80+3)

<<  რედს 27:22 ლაიონზ$  სტატ

4ლ: ჟპ.სმით თიმუ პაენგა-ამოსა ჯ.სმით; 2გ ჯ: ნდაუნგუნუ –

4ლ: მარქს (1 2) მ.სკუმან (3 4) გ: იანკის

რეფ გარდნერ (ავს) 28/04 (12 368)   ვიდეო     რჩეული 

5:0(2) 10:0(11) 17:0(28) 24:0(40+) /
27:0(48) 27:5(55) 27:12(62) 27:17(79) 27:22(80+2)

<<  ბლუზ$ 13:20 ხაგუარეს  სტატ

2ლ: ტ.მანუ დაფი; ჯ: პეროფეტა სბ ა.იოანე –

3ლ: კრევი ვოფელი ლესანა; გ ჯ: სანჩეს

რეფ ვილიამს (ზელ) 28/04   ვიდეო     რჩეული 

სბ(13ბ) 0:5(14) 5:5(17) 10:5(28) 13:5(36) შეს(40+8) /
13:10(54) 13:17(63) 13:20(67)

<<  ბრამბიზ 8:21 ქრუსეიდერზ  სტატ

ლ: სპეით; გ: ჰაურა სბ პენი –

3ლ: ბეითმენ მატაელე (2 3) 3გ: დელენი სბ სქ.ბარეთ ქროთი

რეფ პეიპერ (აფრ) 28/04 (8 215)   ვიდეო     რჩეული 

5:0(2) 5:7(18) სბ(20ბ) 5:14(27) 5:21(32) 8:21(36) /
სბ
(59ქ) სბ(62ქ) დას(80+3)

<<  ბულზ$ 28:29 ჰაილენდერზ  სტატ

შ [ხელანტ] + 3ლ: პოლარდ ჯენქინს ჯ.კრილ; 3გ: პოლარდ –

2ლ: ა.სმით ფ.სმით; 2გ 5ჯ: სოპოანგა სბ ფ.სმით

რეფ ჯექსონ (ზელ) 28/04   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 7:7(22შ+სბ) 14:7(31) 14:10(34) /
14:13(43) 14:20(44) 14:23(53) 21:23(58) 21:26(63) 28:26(76) 28:29(80+2)

<<  უქმობდნენ  ვორათაზ, ჩიფს, შარქს

ჩვენებურები

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

16

+57

1/2

18

1

0

3/0

0

0

ნიკა ხატიაშვილი (სნვ)

18

+58

1/1

1

0

0

0/0

0

1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორდი ბარეთ (ჰრქ), 14 ჯულიან სავეა (ჰრქ), 13 სამუ კერევი (რედ), 12 ვინს ასო (ჰრქ), 11 ჯეი’ჯეი ენგელბრეხტ (სთო); 10 ჰანდრე პოლარდ (ბულ), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 აგუსტინ კრევი (ხგრ), 3 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (ხგრ); 4 თომ ფრენქლინ (ჰლნ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი  (სთო); 6 ბრედ შილდს (ჰრქ), 7 ჯორჯ სმით (რედ), 8 ჯორდან ტაუფუა (ქრს)

სულ:  7 ზელ, 4 აფრ, 2 ავს არგ * 0 იაპ

#

[#]

11 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

2

ქრს

ქრაისთჩერჩ .

33

7-2

+107

40

/

20

267

:

160

5

2

1

ლნზ

იოჰანესბერგ .

31

6-4

+65

51

/

36

343

:

278

7

3

3

ვრთ

სიდნი :

24

5-2*1

+41

30

/

26

248

:

207

2

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

32

7-1

+122

37

/

16

267

:

145

4

5

6

ჰლნ

დანიდინ :

28

6-2

+56

31

/

23

239

:

183

4

6

5

ჩიფ

ჰემილთონ :

26

6-2

+67

32

/

25

249

:

182

2

7

7

რბლ

მელბურნ .

21

4-5

+9

35

/

33

257

:

248

5

8

10

ხგრ

ბუენოს აირეს .

20

5-5

-51

29

/

40

234

:

285

0

9

8

ბულ

პრეტორია :

20

4-5

+7

34

/

30

241

:

234

4

10

12

სთო

ქეიპთაუნ .

18

4-6

-33

32

/

42

265

:

298

2

11

9

შრქ

დურბან :

18

3-5*1

-19

31

/

36

258

:

277

4

12

13

რედ

ბრისბენ .

17

4-5

-71

19

/

35

170

:

241

1

13

11

ბრმ

კანბერა .

15

3-6

-44

25

/

26

183

:

227

3

14

14

ბლუ

ოქლენდ .

13

2-7

-63

30

/

35

225

:

288

5

15

15

სნვ

ტოკიო .

2

0-9

-193

23

/

56

177

:

370

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  114 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 98 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
93 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 89 ელთონ იანკის (ლნზ); 86 ნიკო სანჩეს (ხგრ); 82 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 81 დამიან ვილემსე (სთო); 68 ჯექ დებროსინი (რბლ); 65 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 59 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)

ლელო:  9 ემილიანო ვოფელი (ხგრ), ბენ ლემ (ჰრქ);  7 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), აკირა იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), მანასა მატაელე (ქრს), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);  6 მადოშ ტამბვე (ლნზ); 
5 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ლუკანიო ამ (შრქ), ვინს ასო (ჰრქ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აფივე დიანტი (ლნზ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), სეფა ნაივალუ (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ადრიან სტრაუს (ბულ), ვორიქ ხელანტ (ბულ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მე-12 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 04/05

ჩიფ.ზელ

11.35

ხგრ.არგ

რბლ.ავს

13.45

ქრს.ზელ

უქმობენ

რედ.ავს   ბრმ.ავს   სნვ.იაპ

შაბ 05/05

ჰრქ.ზელ

11.35

ლნზ.აფრ

ვრთ.ავს

13.45

ბლუ.ზელ

სთო.აფრ

17.05

ბულ.აფრ

შრქ.აფრ

19.15

ჰლნ.ზელ