წინ უკვე ფიჯია

   ზელანდიამ ბრიტანეთის თანა’მეგობრობის თამაშებზე დუბლი შეასრულა, მსოფლიო სერიას კი ახალ ლიდერად ფიჯი მოევლინა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

ბობოლა მოშვიდკაცენი რომ გადაიღალნენ, მაისში მთლად იუქმებენ.  თანა’მეგობრობაზე ვაჟებმა თუ მეექვსედ იჩაუქეს, ქალებმა ოდენ – პირველად, მსოფლიო სერიაში კი "მფრინავმა ფიჯელებმა" ზედიზედ მესამე ტურნირიც მოიგეს და აქამდელი ლიდერი, აფრიკა უკან მოიტოვეს

"თანა’მეგობრობის თამაშები" 1930 წლიდან 21-ედ ჩატარდა.  შეჯიბრს მეხუთედ უმასპინძლა ავსტრალიამ და ოქროს სიმრავლით (80) აჯობა ინგლისსა (45) და ინდოეთსაც (26)

ბრიტანული სამყაროს ოლიმპიადამ 71 ქვეყნის 4,426 ათლეტი მიიზიდა. 18 სპორტში მედლების 275 კომპლექტი გათამაშდა.  პროგრამიდან ამოიღეს ძიუდო, აღადგინეს კალათ’ბურთი, პლაჟ’ ბურთისა და შვიდ’ქალის ჩამატებით კი ზეპურ სპორტში თურმე პირველად დამყარდა სქესთა თანა’სწორობა!

მოეჩვენა, ვიგებთო

რაგბი რობინაში მოეწყო, ნრლ-ის "თაითანზის" 27-ათასიან სტადიონზე. მონაწილეობდა ქალთა 8 და ვაჟთა 16 გუნდი.  ჯგუფურ ეტაპს პირდაპირ მოჰყვა ნახევარ’ფინალები, ანუ ორგანიზატორებმა მონაწილენი პირველობისთვის უსასტიკესი რეგლამენტით აბრძოლეს

ქალთა ფინალში დრამა დატრიალდა:  ოზ ქესი სთეიპლზს მოეჩვენა, ვიგებთო და ფრეზე ბურთი ტრიბუნაზე დაარტყა, დამატებით დროში კი კივმა ქელი ბრეზიამ მოაწყო 60-მეტრიანი სოლო და ხელი ვერავინ დააკარა – ზელანდიამ * 17:12 ძლია ოლიმპიური ჩემპიონი ავსტრალია

ქაბაბით გაცილებაზე

ვაჟთა ტურნირზე მასპინძლებს აკლდათ 35 წლის კაპიტანი ჯეიმზ სთენარდი, ვისაც მწვრთნელ ენდი ფრენდის "ქაბაბით გაცილების" შემდეგ, ქუჩაში მავანი ინგლისელი მიუხდა და კინაღამ მოკლა – თავის ქალა გაუტეხა, მაგრამ შეზარხოშებული ბიჭები ... მაინც დაეწივნენ

ოზებმა საბოლოოდ მეხუთე ადგილიღა დაიკავეს.  4 წლის წინდელი ჩემპიონი "ბლიც ბოკე" ნახევარ’ფინალში, დამატებით დროში დამარცხდა ფიჯთან, ამას კი ფინალი ზელანდიამ * 14:0 მოუგო

ლეგენდარულ ხესთან

კივებს ჩემპიონობა ძვირად დაუჯდათ – დაშავდნენ სემ დიქსონი და სქოთ ქარი.  სინგაპურში 16-ვე კაპიტანმა სურათი "უბის წალკოტში", ლეგენდარულ ხესთან გადაიღო, მაგრამ შოუმ ისევ რომ მოისაკლისა ფანობა, ძნელად, რომ მახვშებმა აზიელებს ლიცენზია გაუგრძელონ

ზელანდია ჯგუფში * 19:12 ძლია ავსტრალიამ, მეოთხედ’ფინალში კი –  ფიჯი’მაც.  მფრინავები "ბლიც ბოკეს" ნახევარ’ფინალში გადაეყარნენ და თუმც * 0:10 ჩამორჩნენ, ბოლოს კაც’ნაკლულებმაც გაიმარჯვეს

კუნძულელებმა გაილაღეს

ფინალში ფიჯი, პირიქით, სულ წინ იყო, მაგრამ ავსტრალიამ ბოლოს’ წინა წუთზე ლელო დაუდო და 1 ქულით გაუსწრო.  ოზებს ქიქ’ოფზე ბურთი წინ გადაუვარდათ და კუნძულელებმაც 75 მეტრიდან გაილაღეს * 28:22

ჰოდა, თუ აქამდე აფრიკას მარაგად კიდევ ჰქონდა 3 ქულა, აწ უკვე ფიჯია წინ 4-ით.  გასამართი წყვილი, ევროპული ეტაპიღაა ივნისის პირველ დეკადაში, ესპანეთი კი კიდევ უფრო რომ დაშორდა რუსეთს, ამას ელიტაში დასარჩენად უელსთან 15 ქულის გაბათილება ჭირდება

  თანამეგობრობის შვიდკაცა * 2018

14-15/04 გოულდ ქოუსთ (ავსტრალია)   გლაზგო 2014

<<  ჯგუფები  (# მსოფლიო სერიაში არ თამაშობს)

(ა) აფრიკა 3-0 / შოტლანდია 2-1 // პაპუასეთი# 1-2, მალაიზია# 0-3
(ბ) ინგლისი 3-0 / ავსტრალია 2-1 // სამოა 1-2, იამაიკა
# 0-3
(გ) ზელანდია 3-0 / კენია 2-1 // კანადა 1-2, ზამბია
# 0-3
(დ) ფიჯი 3-0 / უელსი 2-1 // უგანდა
# 1-2, შრი ლანკა# 0-3

<<  ნახევარ’ფინალი

ზელანდია 17:12 ინგლისი
ფიჯი
*დდ 24:19 აფრიკა

<<  ფინალი

ბრინჯაო (III)  ინგლისი 21:14 აფრიკა
ოქრო (I) 
ზელანდია 14:0 ფიჯი  ვიდეო

<<  ზელანდია

კურტ ბეიქერ, სემ დიქსონ, რეგან ვარე, ვილიმონი კოროი, თიმ მიქელსონ^კაპ, სიონე მოლია, ენდრიუ ნიუსთაბ, ეტენე ნანაი-სეტურო, აკუილა როკოლისოა, სქოთ ქარი^კაპ, დილან ქოლიე, თრელ ჯოუეს * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

>>  თანამეგობრობის კვარცხლბეკი

წელი

მასპინძელი

ოქრო

ვერცხლი

ბრინჯაო

1998

კუალა’ლუმპურ (მლზ)

ზელანდია

ფიჯი

ავსტრალია

2002

მანჩესთერ (ინგ)

ზელანდია

ფიჯი

აფრიკა

2006

მელბურნ (ავს)

ზელანდია

ინგლისი

ფიჯი

2010

დელი (ინდ)

ზელანდია

ავსტრალია

აფრიკა

2014

გლაზგო (შტლ)

აფრიკა

ზელანდია

ავსტრალია

2018

გოულდ ქოუსთ (ავს)

ზელანდია

ფიჯი

ინგლისი

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XIX სეზონი * 2017-18

VIII ეტაპი * 28-29/04 სინგაპურ

<<  ჯგუფები (# მიწვეული)  რჩეული

(ა) ფიჯი 3-0, ესპანეთი 2-1 / იაპონია# 1-2, რუსეთი 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, კენია 2-1 / შტატები 1-2, საფრანგეთი 0-3
(გ) აფრიკა 3-0, სამოა 2-1 / კანადა 1-2, არგენტინა 0-3
(დ) ავსტრალია 3-0, ზელანდია 2-1 / შოტლანდია 1-2, უელსი 0-3

<<  მეოთხედ’ფინალი  რჩეული

ფიჯი (ა1) 24:19 ზელანდია (დ2)
აფრიკა (გ1) 24:12 კენია (ბ2)
ავსტრალია (დ1) 7:5 ესპანეთი (ა2)
ინგლისი (ბ1) 12:5 სამოა (გ2)

<<  ნახევარ’ფინალი

ფიჯი 12:10 აფრიკა
ავსტრალია 15:7 ინგლისი

<<  ფინალი

(XIII)  იაპონია 31:24 არგენტინა
ალაფა (IX)  შტატები 26:12 კანადა
(V)  ზელანდია 36:17 სამოა
ბრინჯაო (III)  ინგლისი 26:24 აფრიკა
ოქრო + თასი (I) 
ფიჯი 28:22 ავსტრალია  ვიდეო

<<  ფიჯი

2 ჯოსუა ვაკურუ’ნამბილი, 3 კალიონე ნასოკო, 7 მესულამე კუნავულა, 8 ვაისეა ნათუნქუ, 9 ჯერი ტუვაი^კაპ, 11 ერონი საუ,
12 ამენონი ნასილა’სილა * 1 სევულონი მოთე’ნათანგი, 4 პაულა ნდრანი’სინუკულა, 5 ისაკე კატონი’მბაუ, 6 კეპონი პოლ,
10 ალოსიო ნანდუვა, 13 ტერიო ტამანი  * მწ) გარეს ბეიბერ (უელ)

<<  უჩაუქესი (ბოჭვა + გარღვევა + ოფლოუდი + სოლო):
          ბენ ო’დონელ (ავს) – 54 ქმედება

<<  ქულა (+00 სხვაობა)

ნიხრი: თასი 22 - 19 - 17 - 15  /  13 - 12 - 10 -10  /  ალაფა 8 - 7 - 5 - 5  /  3 - 2 - 1 - 1

145 ფიჯი (4თ: ჰემილთონ ვანქუვერ ჰონკონგ სინგაპურ);
141 აფრიკა (თ: დუბაი); 120 ზელანდია (თ: ქეიპ’თაუნ);
108 ავსტრალია (თ: სიდნი); 93 შტატები
+283 (თ: ლას’ვეგას) კენია+103;
  92 არგენტინა; 88 ინგლისი; 55 სამოა; 51 შოტლანდია
+20 კანადა-77;
  47 საფრანგეთი; 45 ესპანეთი; 35 უელსი – 20 რუსეთი
(ვარდება) /
    6 პაპუასეთი
##; 4 უგანდა##; 3 იაპონია#; 2 ურუგვაი##; 1 კორეა#

<<  განრიგი
1

1-2/12

დუბაი

(არბ)

2

9-10/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

26-28/01

სიდნი

(ავს)

4

3-4/02

ჰემილთონ

(ზელ)

5

2-4/03

ლას ვეგას

(აშშ)

6

10-11/03

ვანქუვერ

(კან)

7

6-8/04

ჰონკონგ

(ჩინ)

თან

14-15/04

გოულდ ქოუსთ

(ავს)

8

28-29/04

სინგაპურ

(სნგ)

9

2-3/06

ლონდონ

(ინგ)

10

9-10/06

პარიზ’ი

(სფრ)

მსო

20-22/07

სან ფრანცისკო

(აშშ)

>>  თასის მფლობელი

1999-2018 (164 ეტაპი)

56 ზელანდია; 35 ფიჯი; 28 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;

2 არგენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>>  სერიის ჩემპიონი
ზელანდია 12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი   3

2006,  2015,  2016

აფრიკა   2

2009,  2017

სამოა   1

2010