722 შავი დღე

   ზე 15-ის მე-14 რაუნდში ავსტრალიამ, როგორც იქნა, გატეხა 40-მატჩა ზელანდიური ნავსი, აფრიკა კი ტელე’სკანდალმა ააფორიაქა

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ოზებს კივები 722 დღე იყო, ვეღარ ეძლიათ, თუმც’კი მიზნამდე ბევრჯერ დაჰკლებოდათ იოტის’ოდენი.  კვანძი იოლად გაიხსნა – ჰაილენდერზი პირველი ტაიმის შუა’ წელიდან კაც’ნაკლული რომ დარჩა, ვორათაზმა გაილაღა და * 41:12 მოუგო

აფრიკაში რასიზმი მოურჩენელი პრობლემაა.  ზანგები რაგბში ყველგან დააწინაურეს, მაგრამ საომარს რა დალევს.  ჰოდა, "სუპერ სპორტის" ექსპერტთა შოუს წამყვანი, ნაბოკარი ეშვინ ვილემსე ეთერში აუჯანყდა ბებერ, თეთრ გურუებს – ნიქ მალითსა და ნაას ბოთას, და წავიდა

აქამდე გულში სდებია

ვილემსე აწ უკვე შორეულ 2003 წელს საუკეთესო ბოკედ სცნეს იმის’და მიუხედავად, რომ ნაკრებში ქვოტით მოხვდა. ბიჭს წყენა აქამდე თურმე გულში ედო.  ჰოდა, ღვაწლ’მოსილ მენცრებს მიაძახა, გეყოთ ჩემთვის ძირის გამოთხრაო, და ლიანგს შეახსენა, ესენი სეგრეგაციის ხანაშიც ჩინებულად გრძნობდნენ თავსო

სხვაფრივ, რაუნდში მასპინძელმა მოიგო შვიდიდან ექვსი – შინ მარტო ბლუზი დამარცხდა.  დარიგდა სამ-სამი პრემია და ნუგეში; გაიცა ხუთი ყვითელი და ორიც წითელი ბარათი, ბრამბიზის მეორე’ხაზელმა რორი არნოლდმა კი ორივე რომ მიიღო, 50 წუთიღა ითამაშა და სამ მატჩსაც გამოტოვებს

ჯაბა მელბურნში

მე-12 რაუნდის დარად, უცხოელებთან ისევ წააგეს ჰაილენდერზმა და ჩიფსმა, და მეტად ჩამორჩნენ კივ ლიდერებს – ქრუსეიდერზსა და ჰარიქეინზს.  ესენი პარასკევს (25/05) შეიბმებიან ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე (11.35)

ქრუსეიდერზს აკლია ტვინ’შერყეულები – "ოლ ბლექსის" ახალი კაპიტანი სემ ვაითლოქი და შუამარბი რაიან ქროთი, ჰარიქეინზს კი ხაზის შუაში შეუწყვილებია ნგანი ლაუმაპე და ჯორდი ბარეთი

ნაკრებში რომ გამოცხადდნენ იაპონელები და მწვრთნელი ჯემი ჯოზეფიც, სან’ვულვზს მელბურნში, პარასკევს’ვე, ორის ნახევარზე (13.45) თონი ბრაუნი დამოძღვრავს, კვაჭად კი ჯაბა ბრეგვაძე დაიწყებს

მადაზე მოსულ ვორათაზს ჩიფსი ახვედრებს ოლ’ბლექებს (რეთალიქ, დ.მაკ’ქენზი, ლენართ-ბრაუნ), რედსი კი შავ დღეში ჩავარდა, რაკი ნაკრების ვეტერან ბურჯს, ჯეიმზ სლიპერს ბოლო ორ თვეში მეორედაც ჩაუფლავდა კოკაინის ტესტი, და კავშირმა სახალხოდ გამოაჭენა

კარატეს ილეთი

ჰაილენდერზმა სრული საათი იმიტომ ირაგბა კაც’ნაკლულმა, რომ გარემარბმა ტევიტა ნამბურამ აბრაგანის აღებისას კარატეს ილეთი ჩაუტარა ქემ ქლარქს – ტერფი სახეში განზრახ უთავაზა

დარღვევა იმდენად უცნაურია, რომ ტრიბუნალის შეკრებას საშველი ვერ დაადგა. ნამბურას იქვე 10 წუთით მიჰყვა არონ სმითი. ჰოდა, ვეება ტანქელე ნაია’რავორომ ძალით უცებ შეიტანა მეორე ლელოც * 15:0 @ 25’, მეორე ტაიმში კი, კარიერის 83-ე ზე’მატჩში, დუბლი იზი ფოლაუმაც შეასრულა და მონაგარი 50 გაუხდა

ფოლაუზე უფრო მარდად ეს მიჯნა დაუძლევიათ მხოლოდ ჯო როფს (ბრმ, 67 თამაშში) და ქრისჩენ ქალენს (ჰრქ, 74). ამავე როფს (1997), რიკო გიარს (ქრს 2005) და ლაუმაპეს (2017) სეზონში გაუტანიათ 15-15, ნაშვიდკაცარ "ჰარიქეინს", ბენ ლემს კი წლეულს უკვე 14 მოუგროვდა, მაგრამ დახეთ შეფთა სიჯიუტეს – ნაკრების მიღმა დატოვეს ბიჭი!

მოთმინებით გაიტანეს

ჰარიქეინზი რედსს კი სჯობდა (ბურთი 65-35%, ტერიტორია 69-31, ხაზის ჭრა 15-5, გაბითურება 40-16, პასი 196-80, ოფლოუდი 15-3, რაქი 103-54), მაგრამ ძლივსღა მოუგო * 38:34

კივებმა ხუთიდან სამი ლელო მოთმინებით გაიტანეს – მინიმუმ 11 ფაზა აკინძეს.  ლემი ორჯერვე ალამთან ეწია მიზანს, ოზთაგან კი გაიბრწყინეს ბექმა სამუ კერევიმ და 133-კილოიანმა ბურჯმა ტანიელა ტუპოუმ, ვინაც ეშხიანად დაფინტა

ქრუსეიდერზმაც უბონუსოდ მოიგო – წვიმაში, გასვლაზე, ბლუზთან * 32:24 პირველ ლელოზე მაგრად წაიბურთავეს ნორჩმა ჩემპიონებმა – რიჩი მოჰუნგამ, ჯექ გუდ’ჰიუმ და ჯორჯ ბრიჯმა, მერე და მერე კი ბლუზის ბექებმაც – სონი-ბილ ვილიამსმა, რიკო იოანემ და მაიქლ ქოლინზმა აიშვეს

ბურჯთა ადათი

შერყევის ტესტში სამი დამწყები ჩაიჭრა. ჯვაროსანთა ბურჯებმა ადათს არ უღალატეს – ამჯერად ოუენ ფრენქსმა მუხანათურად დაარეტიანა ჯეიმზ პარსონსი, მაგრამ თემიდამ ისევ წაუხუჭა თვალი, ტრიბუნალმა კი ცდომილს ორი კვირა აკმარა ... უმწიკვლო დოსიეს ქონის გამო

მსაჯულთა აზრით, "ბრამბი" არნოლდიც კაი ბიჭია.  არადა, ჯერ აგორებული მოლი ჩააქცია, ხოლო წითელი იმისთვის მიიღო, რომ
მე-100 ზე’კეპის მომხვეჭ ელთონ იანკისს მხრით დაეჯახა ყბაში

ამ დროს ბრამბიზი გასვლაზე * 24:21 უგებდა აფრიკის ლიდერ ლაიონზს, მაგრამ უმალ სემ ქართერმაც რომ მიიღო ყვითელი, იაპებმა მოლით მატჩში მესამედაც (!) იძალეს და მერე პრემიაც აიღეს * 42:24

სითბური დაკვრა

კივეთის კავშირი ფრანჩაიზებზე უკვე ისე ძალადობს, რომ ჩიფსს შინ გააგზავნინა ნაკრების კონტინგენტი.  არადა, ამისა და ტრავმების გამო 20 ძირითადის არ’მყოლმა გუნდმა ნუგეში მაინც აიღო შარქსთან * 24:28

ნიკო სანჩესმა 24 ქულა (ლ 5გ 3ჯ) რომ მოკრიფა, ხაგუარესმა ზედიზედ მეხუთედაც იმარჯვა – 42 ბოჭვის გამცუდებელი ბულზი * 54:24 მოსრა, და რვეულში გამაგრდა

მიჯრით ორი პირველად მოიგო სან’ვულვზმაც – ჰონკონგში, მომცრო, 6,769 კაცის დამტევ, უპროჟექტორებო სტადიონზე. 35-გრადუსიან პაპანაქებაში, დღის ორის ნახევარზე დაუნიშნა თამაში სთორმერზს

იაპები ერთი ხანობა * 17:7 იგებდნენ ავან’ტურისტი დილეინ ლეიდსის წყვილი ლელოთი, მაგრამ მერე და მერე ბევრმა "სითბური დაკვრაც" კი მიიღო.  ეს’პი მარემ 74’ წუთზე 55 მეტრიდან გაიტანა ჯარიმა * 23:20, მაგრამ იაპონიამ მარცხს არ შეეგუა და მაინც მოიგო:

ნორჩმა კივმა მგეზავმა, ჰეიდენ პარქერმა 80’ წუთზე ჯარიმა შეაგდო, 83’40 ნიშნულზე კი 35 მეტრიდან არეკნით გაიტანა * 26:23

 

ზე რაგბი 2018

მე-14 რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჰარიქეინზ 38:34 რედს$  სტატ

5ლ: ბ.ბარეთ ლემ (2 4) თომსონ ლაუსი; 5გ ჯ: ბ.ბარეთ

4ლ: ტ.ტუპოუ ნდაუნგუნუ პეტაია კერევი; 4გ 2ჯ: ლენს

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/05   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 7:3(8) 7:6(11) 14:6(15) 14:13(22) 14:20(27) 21:20(37) 24:20(40+) /
31:20(50) 31:27(54) 38:27(69) 38:34(75)

<<  სან’ვულვზ 26:23 სთორმერზ$  სტატ

2ლ: პარქერ ჰეტინხ; 2გ 3ჯ ა: პარქერ

3ლ: ლეიდს (1 3) ჯჯ.ენგელ’ბრეხტ; გ: ჟლ.დიუ’პლესი; 2ჯ: სპ.მარე

რეფ ბერი (ავს) 19/05 @ ჰონკონგ    ვიდეო     რჩეული 

0:5(6) 0:12(22) 7:12(25) 7:17(33) 10:17(38) შეს(40+2) /
17:17(58) 20:17(65) 20:20(71) 20:23(74) 23:23(80) 26:23(80+4ა)

<<  ბლუზ 24:32 ქრუსეიდერზ  სტატ

4ლ: დაფი რ.იოანე (2 3) ქოლინზ; 2გ: პეროფეტა –

4ლ: ბრიჯ სთრეინჯ თოდ ჰოლ; 3გ 2ჯ: მოჰუნგა სბ სთრეინჯ

რეფ ჯექსონ (ზელ) 19/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 5:7(7) 5:10(16) 5:17(23) 5:22(31) 12:22(39) 12:29(40+3) /
სბ(46ქ) 19:29(50) 19:32(54) 24:32(64)

<<  ვორათაზ$ 41:12 ჰაილენდერზ  სტატ

6ლ: ნაია’რავორო (1 2) ფოლაუ (3 4) ფოკეტი რონა; 4გ ჯ: ფოლი –

2ლ: ელ.დიქსონ ეშ.დიქსონ; გ: სოპოანგა წბ ნამბურა სბ ა.სმით

რეფ პიქერილ (ზელ) 19/05   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 8:0(15) წბ(19ჰ) სბ(21ჰ) 15:0(25) /
22:0(44) 22:7(47) 29:7(56) 29:12(58) 36:12(66) 41:12(68)

<<  შარქს 28:24 ჩიფს$  სტატ

3ლ: რ.დიუ’პრე მვოვო რაით; 2გ 3ჯ: დიუ’პრე –

3ლ: არდრონ ნგატაი ალაი’მალო; 3გ ჯ: მ.მაკ’ქენზი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 19/05   ვიდეო     რჩეული 

3:0(5) 10:0(11) 10:7(19) 10:10(37) შეს(40+2) /
15:10(42) 15:17(48) 18:17(51) 25:17(58) 28:17(67) 28:24(80+2)

<<  ლაიონზ$ 42:24 ბრამბიზ  სტატ

6ლ: იანსე-ფან’რენსბერგ რ.კუცია დრეიერ მ.სკუმან რენოლდს ერაზმუს; 6გ: იანკის –

3ლ: თ.ბენქს (1 3) კურინდრანი; 3გ ჯ: ლეალიაფანო სბ+წბ რო.არნოლდ; სბ ს.ქართერ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 19/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(3) 7:7(11) 7:14(17) სბ(30ბ) 14:14(31) 14:17(37) 21:17(40+2) /
21:24(53)
წბ(61ბ) სბ(62ბ) 28:24(64) 35:24(74) 42:24(76)

<<  ხაგუარეს$ 54:24 ბულზ  სტატ

7ლ: სანჩეს დელგვი (2 4) კრემერ ორლანდო კანსელიერე ვოფელი; 5გ 3ჯ: სანჩეს სბ კრუს-მალია –

3ლ: ხელანტ ნ.დე’იახერ ვორნერ; 3გ: პოლარდ, ლიბოკ 2; ჯ: პოლარდ

რეფ ანსელმი (არგ) 19/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(8) 7:7(13) 10:7(14) 13:7(18) 13:10(37) 20:10(40+4) / 23:10(46) 30:10(49) 37:10(56) 42:10(62) 42:17(71) 47:17(74) სბ(77ხ) 47:24(79) 54:24(80+)

<<  უქმობდა  რებელზ

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

16

+75

2/2

0

0

0

5/0

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 იზრაელ ფოლაუ (ვრთ), 14 რიკო იოანე (ბლუ), 13 ქერთის რონა (ვრთ), 12 როან იანსე-ფან’რენსბერგ (ლნზ), 11 ბენ ლემ (ჰრქ);
10 ჰეიდენ პარქერ (სნვ), 9 გონსალო ვერტრანუ (ხგრ) /

1 ტრევორ ნიაკანე (ბულ), 2 აგუსტინ კრევი (ხგრ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 ლოურენს ერაზმუს (ლნზ), 5 სემ ლაუსი (ჰრქ); 6 მაიქლ ლიჩ (სნვ), 7 მარკოს კრემერ (ხგრ), 8 ბლეიდ თომსონ (ჰრქ)

სულ:  4 ზელ; 3 ავს არგ აფრ; 2 იაპ

#

[#]

14 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

46

10-2

+162

57

/

29

385

:

223

6

2

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

36

  7-6

+62

64

/

48

431

:

369

8

3

3

ვრთ

სიდნი :

31

  6-4*1

+65

43

/

35

339

:

274

5

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

45

10-1

+156

51

/

25

369

:

213

5

5

6

ჩიფ

ჰემილთონ :

32

  7-4

+65

38

/

30

307

:

242

4

6

5

ჰლნ

დანიდინ :

32

  7-4

+13

40

/

38

302

:

289

4

7

8

ხგრ

ბუენოს აირეს :

29

  7-5

-17

38

/

44

311

:

328

1

8

10

შრქ

დურბან :

28

  5-6*1

+5

42

/

46

357

:

352

6

9

7

რბლ

მელბურნ :

25

  5-6

-33

40

/

44

294

:

327

5

10

9

ბულ

პრეტორია :

24

  5-7

-29

44

/

44

321

:

350

4

11

11

სთო

ქეიპთაუნ .

24

  5-8

-30

39

/

48

326

:

356

4

12

12

რედ

ბრისბენ :

18

  4-7

-110

27

/

46

232

:

342

2

13

13

ბლუ

ოქლენდ .

17

  3-9

-89

38

/

47

288

:

377

5

14

14

ბრმ

კანბერა :

16

  3-8

-65

31

/

36

231

:

296

4

15

15

სნვ

ტოკიო :

10

  2-9

-155

31

/

63

266

:

421

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  165 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 124 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
118 ნიკო სანჩეს (ხგრ); 112 ელთონ იანკის (ლნზ); 110 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 105 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 98 დამიან ვილემსე (სთო); 96 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 91 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 80 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 73 ჯექ დებროსინი (რბლ); 67 სთივენ პეროფეტა (ბლუ)

ლელო:  14 ბენ ლემ (ჰრქ);  10 ემილიანო ვოფელი (ხგრ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);  8 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), მანასა მატაელე (ქრს); 
7 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), აკირა იოანე (ბლუ), რიკო იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ჰოსეა საუმაკი (სნვ), ვორიქ ხელანტ (ბულ); 
6 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), მარნუს სკუმან (ლნზ), მადოშ ტამბვე (ლნზ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მე-15 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 25/05

ქრს.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

რბლ.ავს

13.45

სნვ.იაპ

ხგრ.არგ

23.40

შრქ.აფრ

უქმობს  ბლუ.ზელ

შაბ 26/05

ჩიფ.ზელ

11.35

ვრთ.ავს

რედ.ავს

13.45

ჰლნ.ზელ

ბულ.აფრ

17.05

ბრმ.ავს

სთო.აფრ

19.15

ლნზ.აფრ