გადაუღებელ წვიმაში

   ზე 15-ის მე-15 რაუნდში კივ გრანდთა შოუ ავდარმა წაახდინა, ოზებმა კი ორჯერაც წააგეს მეზობელთან

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

7 მატჩში დარიგდა 3 პრემია და ორიც ნუგეში, კიდევ სამ მოგებულს კი თითო ლელო დააკლდა ბონუსამდე.  გაიცა სამი წითელი და სამიც ყვითელი ბარათი, მაგრამ რაგბის კოდექსი პარადოქსებით რომაა სავსე, სანაკრებო პაუზის წყალობით სამივე აფრიკელს – რეიმონდ რულს, ჯეი’ჯეი ენგელ’ბრეხტსა და იაკო კუციას დისკვალიფიკაცია ზე 15-ის გარეშე გაექვითება

აფრიკამ დამდეგი რაუნდის თამაშები თებერვალში რომ გამართა, ბოკე შაბათს, 2 ივნისს, ვაშინგთონში (აშშ), ჩვენებურად ნაშუაღამევს, პირველ საათზე, უელსს ეტესტება ფულის საშოვნად.  იაპთა ახალმა გურუმ, რასი ერაზმუსმა რაზმში ერთ’ბაშად 7 უკეპო დაასახელა

იანკურ შოუში თეთრი პიტერ-სტეფ დიუ’ტოი ბოკეს მე-60 კაპიტანი შეიქნება, ინგლისთან გასამართ 3-ტესტა სერიაში კი –  9/06 იოჰანეს’ ბერგ, 16/06 ბლუმ’ფონტეინ, 23/06 ქეიპ’თაუნ – ქურციკებს დასაბამიდან პირველად უსარდლებს ზანგი, სთორმერზის მარბიელი სია კოლისი

სამივე ჭიდაობით

ქრუსეიდერზ – ჰარიქეინზის ჯახი გადაუღებელ წვიმაში ჩატარდა, მაგრამ 16 ათასი მოსეირე მაინც მიიზიდა პარასკევ საღამოს

მასპინძლებს აკლდნენ დაშავებული, ტვინ’შერყეული და დასჯილი "ოლ ბლექები", მაგრამ 24 წლის რიჩი მოჰუნგამ იმდენად სწორად წარმართა თამაში, რომ მაესტრო ბოდენ ბარეთსაც კი აჯობა * 24:13

სტუმრებმა მეტი იპასავეს * 150-97 და ინავარდეს * 317-286 მეტრი, მაგრამ სულ ფუჭად.  ქრუსეიდერზმა იძალა მოლით * 8-0 და მეორე ტაიმის 71% მეტოქის ნახევარზე გაატარა!  ჯარიმათა სათვალავიც მასპინძელთა სასარგებლოდ იყო * 16-6

ჰოდა, 8-გზისა და მოქმედმა ჩემპიონმა სამივე ლელო ჭიდაობით, ახლოდან შეიტანა – 7:0 @ 25’, 17:6 @ 53’ და 24:6 @ 66’, მაგრამ პრემია მაინც დაკარგა, რაკი მეტოქემ ბოლოს გაუჭრა ხაზი – 24:13 @ 73’

რეთალიქის თერნოვერი

სამაგიერო შოუ ვიხილეთ შაბათს, ტრანს’ტასმანურ ბურთაობაში.  დაიდო 9 ლელო (6/3), გაკეთდა 29 ოფლოუდი (19-10), დაცვა 28-ჯერ გაისერა (20-8) და ხეირის ხაზს 1064 მეტრით (562-502) გადაცდა ბურთი

სტუმარი ვორათაზი ორი ლელოთი * 14:0 დაწინაურდა, მაგრამ ჩიფსმა ტაიმი მაინც მოიგო დამიენ მაკ’ქენზის ჯადოთი * 19:14

მობურთალმა ოზებმა მესამე მეოთხედში გააფრევეს თამაში * 24:24 @ 54’.  უმალ ჩიფსის ცხრამ, ბრედ ვებერმა ბოქს’ქიქით ახეირა ტონი პულუ.  32:27-ზე იზი ფოლაუმ იხელთა ქიქ’ოფი და სტუმრები კიდევ მიეძალნენ, მაგრამ ბროდი რეთალიქმა გაახერხა თერნოვერი, სირენის შემდეგ კი მაკ’ქენზიმ კიდევ დაფინტა და პრემიაც გააფორმა * 39:27

მხრებს ზემოთ

რედსი შინ მეორე ტაიმში სულ ბოლომდე გაუძალიანდა უ’ოლ’ბლექებო ჰაილენდერზს.  კივებმა ანგარიში საათის თავზე გაათანაბრეს * 15:15, მას მერე კი ბლომად გაფლანგეს სალელოე შანსი.  და მაინც, მეორე’ ხაზელი აიზაქ როდა მხრებს ზემოთ რომ წაეტანა მეტოქეს, ლიმა სოპოანგამ გამარჯვების გოლი შეაგდო * 18:15 @ 78’

სხვაფრივ, ორმა ავსტრალიურმა გუნდმა მაინც ძლია უცხოელი:

ბრამბიზს ზედიზედ წაეგო ხუთი, პრეტორიაში, ბოლო მეოთხედის დადგომისას, კინკლაობაში თავის ძგერების გამო, კვაჭის გარეშეც რომ დარჩა, მაგრამ ამ დროს გახელდა კივი 15 ნომერი თომ ბენქსი და 65 მეტრიდან რომ გაქუსლა, გზად მოაღორა ჯესი კრილიცა და ვორიქ ხელანტიც – ბულზი * 28:38 დამარცხდა

რებელზმა იაპონიის ნაკრების წევრთა გარეშე დარჩენილი სან’ვულვზი მიიღო, მარიკა კოროი’მბეტეს ჰეთ’თრიქით გაპარპაშდა * 40:13 და ავსტრალიაში ვორათაზს 1 ქულითღა ჩამორჩება, ანუ 15-გუნდა ცხრილის მოწინავე სამეულში შეჭრისა და მეოთხედ’ფინალის შინ გამართვის შანსს ინარჩუნებს

სტადიონს მიაწყდნენ

ამასვე კადნიერად უმიზნებს არგენტინის ფრანჩაიზიც:  ხაგუარესმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა – შარქსი პრემიით * 29:13 ძლია და აფრიკაში 6 ქულითღა ჩამორჩება ლაიონზს, ვისაც ბოლოსწინა რაუნდში უქმობა უწევს

გუნდის წარმატებით გახარებული ბუენოს’აირესის ფანობა სტადიონს მიაწყდა – 19,500 მივიდა იაპთა გაპამპულავების საცქერლად

მასპინძლებს მეორე ლელო სბუ ნკოსიმ აჩუქა – გადაკიდებული თავის კარში შეიტანა და იქედან ოვალი წინაც (!?) გადააგდო, ბოლოს კი კაპიტანი რუან ბოთა რაქის მოკრიალებისას მხრით რომ დაეჯახა თავში მეტოქეს, წითელი მიიღო და რამირო მოშანომ ჰეთ’თრიქი გაასრულა

ლაიონზს ქეიპ’თაუნში საქმე ცუდად მისდიოდა:  14 კაცის ამარა მორაგბე სთორმერზთან 4 ქულით აგებდა, მატჩში მეოთხედაც რომ შეიტანა ლელო მგორავი მოლით – მადოშ ტამბვე ალამთან ეწია მიზანს. მასპინძლებმა სირენის შემდეგ კიდევ 3 წუთი უტიეს, მაგრამ ბურთი დაკარგეს და ჯგუფის ლიდერთან ღირსეულად * 23:26 დამარცხდნენ

 

ზე რაგბი 2018

მე-15 რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ქრუსეიდერზ 24:13 ჰარიქეინზ  სტატ

3ლ: სქ.ბარეთ ალა’ალა’ტოა ბედველ-ქერთის; 3გ ჯ: მოჰუნგა –

ლ: პრინსეპ; გ: ბ.ბარეთ; 2ჯ: ჯ.ბარეთ ბ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 25/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(25) 7:3(28) 7:6(38) / 10:6(49) 17:6(53) 24:6(66) 24:13(73)

<<  რებელზ$ 40:13 სან’ვულვზ  სტატ

6ლ: კოროი’მბეტე (1 5 6) მედოქს (2 4) მაფი; 5გ: ჰოჯ –

ლ: ლემეკი; გ 2ჯ: პარქერ სბ საუმაკი

რეფ ანსელმი (არგ) 25/05    ვიდეო     რჩეული 

0:7(4) 7:7(6) 14:7(17) 21:7(23) 21:10(32) 21:13(38) /
28:13(49) სბ(63ს) 33:13(68) 40:13(72)

<<  ხაგუარეს$ 29:13 შარქს  სტატ

4ლ: მოშანო (1 2 4) დელგვი; 3გ ჯ: სანჩეს –

ლ: რ.ბოთა; გ 2ჯ: რ.დიუ’პრე წბ ბოთა

რეფ ვილიამს (ზელ) 25/05   ვიდეო     რჩეული 

3:0(13) 10:0(30) 17:0(34) 17:7(40+) /
17:10(50) 17:13(54) 24:13(72)
წბ(74შ) 29:13(80)

<<  ჩიფს$ 39:27 ვორათაზ  სტატ

6ლ: რეთალიქ ჰარის დ.მაკ’ქენზი (3 6) პულუ (4 5) 3გ ჯ: მაკ’ქენზი –

3ლ: ქლარქ რონა ბილ; 3გ 2ჯ: ფოლი

რეფ ჯექსონ (ზელ) 26/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(7) 0:14(14) 7:14(18) 12:14(29) 19:14(34) შეს(40+2) /
19:17(46) 24:17(49) 24:24(54) 29:24(57) 29:27(65) 32:27(74) 39:27(80+3)

<<  რედს$ 15:18 ჰაილენდერზ  სტატ

2ლ: პაენგა-ამოსა სთიუართ; გ ჯ: ლენს –

2ლ: ლი სქვაიერ; გ 2ჯ: სოპოანგა

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 26/05   ვიდეო     რჩეული 

0:3(19) 3:3(24) 3:8(27) 10:8(40) / 15:8(45) 15:15(58) 15:18(78)

<<  ბულზ 28:38 ბრამბიზ  სტატ

3ლ: პოლარდ რ.სმიტ კოცე; 2გ 3ჯ: პოლარდ –

5ლ: გოდვინ მაკ’ქაფრი ფ.ფაინგა ბენქს მიუირჰედ;
5გ: ლეალიაფანო 3, ჰაურა 2; ჯ: ლეალიაფანო წბ ფაინგა

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ)  26/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(6) 7:7(8) 7:10(17) 14:10(20) / 14:17(44) 17:17(47) 22:17(51) 25:17(54) 25:24(58) 28:24(64წბ) 28:31(73) 28:38(77)

<<  სთორმერზ$ 23:26 ლაიონზ  სტატ

2ლ: დიუფენახე რულ; 2გ 3ჯ: ჟლ.დიუ’პლესი
წბ
რულ; სბ ჯჯ.ენგელ’ბრეხტ ი.კუცია –

4ლ: გრუმ კ.ფური (2 3) ტამბვე; 3გ: იანკის

რეფ ბრაიანთ (ზელ) 26/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(5) 10:0(19) 10:7(22) 17:7(32) სბ(37ს) შეს(40+3) /
წბ(51ს) 17:12(54) 17:19(61სბ) 20:19(67) 23:19(71) 23:26(77) დას(80+3)

<<  უქმობდა  ბლუზ

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

2

-73

0/4

5

1

0

10/3

1

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 თომ ბენქს (ბრმ), 14 მარიკა კოროი’მბეტე (რბლ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 ჩარლი ნგატაი (ჩიფ), 11 რამირო მოშანო (ხგრ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /

1 სქოთ სიო (ბრმ), 2 კორნე ფური (ლნზ), 3 მაიქლ ალა’ალა’ტოა (ქრს); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 თომ ფრენქლინ (ჰლნ); 6 ლოჰლინ მაკ’ქაფრი (ბრმ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 ამანაკი მაფი (რბლ)

სულ:  7 ზელ; 6 ავს; 1 არგ აფრ * 0 იაპ

#

[#]

15 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

50

11-2

+173

60

/

30

409

:

236

6

2

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

40

  8-6

+65

68

/

50

457

:

392

8

3

3

ვრთ

სიდნი :

31

  6-5*1

+53

46

/

41

366

:

313

5

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

45

10-2

+145

52

/

28

382

:

237

5

5

5

ჩიფ

ჰემილთონ :

37

  8-4

+77

44

/

33

346

:

269

5

6

6

ჰლნ

დანიდინ :

36

  8-4

+16

42

/

40

320

:

304

4

7

7

ხგრ

ბუენოს აირეს :

34

  8-5

-1

42

/

45

340

:

341

2

8

9

რბლ

მელბურნ :

30

  6-6

-6

46

/

45

334

:

340

6

9

8

შრქ

დურბან :

28

  5-7*1

-11

43

/

50

370

:

381

6

10

11

სთო

ქეიპთაუნ .

25

  5-9

-33

41

/

52

349

:

382

5

11

10

ბულ

პრეტორია :

24

  5-8

-39

47

/

49

349

:

388

4

12

14

ბრმ

კანბერა :

20

  4-8

-55

36

/

39

269

:

324

4

13

12

რედ

ბრისბენ :

19

  4-8

-113

29

/

48

247

:

360

3

14

13

ბლუ

ოქლენდ :

17

  3-9

-89

38

/

47

288

:

377

5

15

15

სნვ

ტოკიო :

10

  2-10

-182

32

/

69

279

:

461

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  173 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 136 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
129 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 127 ნიკო სანჩეს (ხგრ); 118 ელთონ იანკის (ლნზ); 113 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 109 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 101 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 98 დამიან ვილემსე (სთო);
88 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 73 ჯექ დებროსინი (რბლ)

ლელო:  14 ბენ ლემ (ჰრქ);  10 ემილიანო ვოფელი (ხგრ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);  8 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), მანასა მატაელე (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);  7 აკირა იოანე (ბლუ), რიკო იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ჰოსეა საუმაკი (სნვ), მადოშ ტამბვე (ლნზ), ვორიქ ხელანტ (ბულ);  6 სოლომონ ალაი’ მალო (ჩიფ), თომ ბენქს (ბრმ), ჯონ-ბენ კოცე (ბულ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), მარნუს სკუმან (ლნზ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მე-16 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 1/06

ჰლნ.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

აფრიკამ ამ რაუნდის წილი ითამაშა სულ პირველში

შაბ 2/06

ბლუ.ზელ

09.15

რბლ.ავს

ჩიფ.ზელ

11.35

ქრს.ზელ

რედ.ავს

13.45

ვრთ.ავს

კვი 3/06

ბრმ.ავს

10.05

სნვ.იაპ