ქურციკულ სალოცავში

    სამხრეთული ტესტების პირველ შაბათს გადახალისებულმა ბოკემ სასწაულად ძლია ინგლისი, ავსტრალიამ კი "ექვსი ერის" ფალავანი, ირლანდია დააშამათა ფეხოსნობით

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

დაბლინი რაგბეთს შეჰპირებია, წლეულს ბოლოჯერ გატესტებთ ივნისში, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი ახალი, გლობალური განრიგით, ნახევარ’სფეროები ერთ’ურთს ივლისში მოუსინჯავთ ძალასო

წლევანდელ ზაფხულის განრიგსაც არა უშავს რა – ყველა თამაში შაბათსაა, ოღონდაც ჩვენებურად დილის ხუთიდან შემდეგი, კვირა დღის დილის ხუთამდე!  სვლა’გეზებიც უფრო ლოგიკურია და მენიუც გაწონასწორებული:  9 ტესტი პირველ-მეორე და 7 – მესამე ვიქენდზე

პროგრამის თვალია ბობოლათა სამი 3-ტესტა სერია, ხოლო კელტური ფანტაზიის ნაყოფი – "წყნარი ოკეანის თასი".  ამაზე საქართველო და რუმინეთი ფიჯსა და ტონგას სუვაში უნდა სწვეოდნენ, მაგრამ ჩვენმა მეზობელმა შესცოდა, მსოფლიო თასიდან მოიხსნა და კოლორიტულ შორეთში პირველი, თანაც მუქთი, ვოიაჟი გაუუქმდა

მზე თავში გაგვიჯდა

მახვშებმა რუმინეთი სამოა’თი რომ ჩაანაცვლეს, შარშან’წინდლისგან განსხვავებით, ამას აღარ ვეთამაშებით, ჩემპიონი კი უსრული, 2-მატჩა ცხრილით უნდა გამოვლინდეს.  არც პირობები გაუმჯობესებულა იოტის’ოდენად – ტონგასთან დღის 1 საათზე გვარაგბეს, რის გამოც მზე რომ გაგვიჯდა თავში, ძლივსღა გავიმარჯვეთ 1 ქულით * 16:15

აქეთ, კავკასიაში, დილის ხუთზე გაღვიძებულებს, 29’23 ნიშნულზე ეკრანები დიდი ხნით გაგვიქვავდა.  ვაგლახ, რომ "მსოფლიო რაგბიც" სთრიმის იმედად იყო და "ცოცხალი ოქმი" აერია, მაგრამ გვიშველა ნაკრების უფროსობამ – ლევან მაისაშვილმა და ირაკლი ხუნდაძემ ალტერნატიული, "ოფიციალური ოქმი" დროულად გაგვიხერხეს

პატივცემულ "ოპტა"ს კუნძულური რაგბი ძაანაც რომ არ ადარდებს, დანარჩენი 7 ტესტისგან განსხვავებით, არ უწარმოებია სუვურ მატჩთა სტატისტიკა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ყველა – 16-ვე ქულა სოსო მათიაშვილმა მოგვიპოვა:  ლელოზე 90-მეტრა რეიდიც განახორციელა და ორჯერ გადაკიდებული "უკანა ხაზამდე" დაამიწა

რაციონალური თამაშითა და მტკიცე დაცვით საათის თავზე 13 ქულით ვიგებდით, მაგრამ მეტოქე რომ უკეთ იცნობს ზღვისრეთულ ჰავას, პირველი ხაზი ჩვენზე გვიან შეცვალა და შერკინებაშიც კი დაგვჯაბნა.  ფორა მაინც გვეყო მოსაგებად, ფიჯის რაგბულ პრიორიტეტებზე კი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით უტყუარი ფაქტი:

30 ივნისს ჰაილენდერზი და ჩიფსი რომ გამართავენ იმავე სტადიონზე ზე 15-ის მატჩს, რაგბი ფიჯურად 21.35-ზე დაიწყება და ვარსკვლავებს არც პროჟექტორის შუქს დაამადლის ვინმე

სათუო სინბინით

ბობოლებმა გემრიელად დაგვაპურეს:

გაბუქულმა ინგლისმა წლეულს ზედიზედ მეხუთე მარცხიც იწვნია – მაღალ მთაში 21-ქულიანი ფორა გაფლანგა აფრიკასთან * 39:42

ავსტრალიამ მსოფლიოს მეორე გუნდსა და ჩრდილოეთის ჯილას – ირლანდიას 12 მოგებაზე დაუსრულა ტრიუმფალური სვლა * 18:9

ზელანდიამ პირველი ტაიმი თუმც წააგო საფრანგეთთან, მეორეში უმალ იხეირა ფრიად სათუო სინბინით და კიდევ 7-ჯერ დაალელოვა სტუმარი * 52:11

არგენტინის ფორმაში გადაცმულმა "ხაგუარესმა" უღიმღამოდ წააგო გამოხშირულ უელსთან * 10:23

შოტლანდიამ თავი გაუყადრა "მეორე დონეს" და სარეპეშაჟოდ მომეცადინე კანადა დაანგრია * 48:10

"მამათაგან" ნალოლიავებმა ჩვენმა კონკურენტებმა კი კოხტად იბურთავეს და იაპონიამ * 34:17 აჯობა იტალიას

მცოდნემ და უნარიანმა

ყველაზე ცხოველი გამოხმაურება, რა თქმა უნდა, განახლებული "ბოკეს" საარაკო გამარჯვებას მოჰყვა.  საქმე ისაა, რომ გუნდს ისტორიაში პირველად უკაპიტნა ზანგმა – სია კოლისიმ, და აზრიან თეთრ გურუს, რასი ერაზმუსს გაუმართლეს როგორც ახალბედებმა, ასევე ევროპიდან ხმობილმა ლეგიონერებმა

ინგლისი დაგეგმვაში ჩაიჭრა – ზღვის დონეზე ემზადა, სარაგბოდ კი 1750 მეტრზე ავიდა და თავიდანვე გაშლილად შეუტია.  იაპები ამას არ ელოდნენ და პირველსავე მეოთხედში * 3:24 ჩამორჩნენ, მაგრამ ტემპი მიიღეს და ისე კადნიერად შეუტიეს, რომ ტაიმი * 29:27 მოიგეს

გუნდის სული და გული იყო "სეილის" ჩია 9 ნომერი ფაფ დე’კლერკი, ბასრი იარაღი – "ვოსპსის" ზურგი ვილი ლე’რუ, ძრავი კი – ზორბა დვეინ ფერმიულენი.  "ბულზის" ათი ჰანდრე პოლარდიც თანდათან ათამაშდა, ლიანგი კი მთლად გადარიეს ახლებმა:

მეორე’ხაზელმა არ’ხე სნეიმანმა (ბულზ) და ზანგმა გარე’მარბებმა: სბუ ნკოსი’მ (შარქს) და აფივე დიანტი’მ (ლაიონზ).  ამით დამტკიცდა, რომ ნიჭიერი არა’თეთრებშიც საკმაოდაა, მაგრამ ისინი უნდა შეარჩიოს და გაწვრთნას მცოდნემ და უნარიანმა, და არა – ოდენ კანის ფერის მიხედვით დანიშნულმა

ფანებს წაეშაირა

ერაზმუსმა ნამატჩევს აღიარა, ვერ წარმოვიდგენდი, ინგლისი თუ ეგრე შეგვიტევდა – ხაზში სამი 10 ეყენა (ფორდ, ფარელ, სლეიდ) და მეგონა, ფეხით დაგვაყუმბარებდნენო;  დაცვაში ფრთებზე ძაან გაგვიჭირდა, მაგრამ "ყოჩაღ" სიას, გუნდი რომ დარაზმა და თამაში შემოაბრუნაო

ნკოსიმ 11 სოლოზე 106 მეტრი იარა და დუბლი შეასრულა; ანგარიში 61 მეტრიდან (!) გახსნა ელიოთ დეილიმ; გუნდებმა 17-17 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს; ჯონი მეის აქტივში ლელო და 2 სალელოე პასია: რაქში და ბოჭვაზე მეტოქენი ბარი-ბარში დარჩნენ, მაგრამ ინგლისი დაღუპა უდისციპლინობამ – ჯარიმათა ფარდობა 6-14 გამოვიდა

ბრიტთა ოზმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა კივი მარბიელი, ჰარიქეინზის კაპიტანი ბრედ შილდსი მეორე’ხაზელად შეიყვანა პირველ ტაიმშივე, მატჩის ბოლოს კი გვირაბის ყელში წაეშაირა ბოკეს ენა’მწარე ფანებს

პრეს-კონფერენციაზე ედი კიდევ შეუდგა იმის მტკიცებას, რომ "ვარდები" სწორ გზას ადგანან, მასპინძლებს კი თავიც მოუქონა, ზანგის ყოჩობით ქურციკულ სალოცავში რომ მოგვიგეთ თრილერი – მაშ, "რასობრივი გარდაქმნაც" აშკარად მოგხდენიათო

ორმაგად ახიაო

ვოლაბებმაც დააბნიეს სამყურები – ხელ’და’ხელ ბურთაობის ნაცვლად პინგ-პონგი გაუმართეს * 26-22, და ტყუპმა მღლეტელმაც თავისი ჰქნა: ირლანდიამ ბურთი 21-ჯერ დაკარგა, ავსტრალიამ – 12-ჯერ’ღა

ერთ’წლიანი ნება’ყოფლობითი დასვენების შემდეგ დიდ რაგბში დაბრუნებულმა დევიდ პოქოქმა ახლოდან ლელოც კი შეიტანა; 12 ნომრად შენიღბულმა მგეზავმა, ქერთლი ბილმა ბურთი 43-ჯერ მიიღო; იზი ფოლაუმ თითქმის ყველა აბრაგანი მოხსნა, მოკეთებულმა ცხრამ, ვილ გენიამ კი ორივე ლელოზე დროული პასები გაუშვა

კელტებს ორი ბობოლა ბურჯი და მგეზავი ჯონი სექსთონიც მარქაფაში დაესვათ. მათ ფლობითა და ტერიტორიითაც აჯობეს მასპინძლებს *
60-40 და 61-39
%; ოზებს ბოჭვაც 50-ით მეტი მოუგროვდათ, მაგრამ რომ არა კივი ტელე-რეფის, ბენ სქინის ახირება და პედანტობა, ირლანდიას უფრო ადრეც გატეხდნენ

61’ წუთზე, როცა ავსტრალია * 8:9 აგებდა, ბილმა და ბერნარდ ფოლიმ ფრთაზე გააჭენეს ფოლაუ, მაგრამ თემიდამ თავი გამოიდო და ოზებს ორი ფაზით ადრე გამოუნახა "უბურთოს ბოჭვა", რასაც თამაშზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენია

ჰოდა, აღშფოთებულმა ექსპერტებმა შენიშნეს, ამიერიდან ჩარბენზე თუ წამოეგე და მიზანში ამოღებულს დაეჯახე, ორმაგად ახია შენზეო!

დამრღვევნი გაამართლეს

ლელოს ეგრე გაუქმება ავსტრალიას ჰკადრეს, თორემ "ოლ ბლექსს" ძველებურად გასდის ყველაფერი:

გუნდი უტევდა საფრანგეთს, მაგრამ ჯერაც ვერ უგებდა * 11:11 @ 51’, "პირველი დონის" ტესტის პირველად მომსაჯე ლუქ პირსმა შარი რომ მოსდო პოლ გაბრიაგს, რაიან ქროთი "მაღლა შებოჭეო" და ისე, რომ ტელე-რეფისთვის არც მიუმართავს, სტუმრები კაც’ნაკლული დატოვა

ზელანდიამ უმალ გამოიყენა შანსი და ციმციმ გაიტანა სამი ლელო: ბოდენ ბარეთმა ჯერ დიაგონალურად დაუგორა კვაჭ ქოდი თეილორს; მერე კიდიდან უცებ შემოაგდო ბურთი და იქეთ ჩათამაშებულით ბენ სმითმა გაილაღა; არონმა სმითმა კი მოლიდან მოკლე ფრთაზე შეატევინა რიკო იოანეს * 30:11 @ 62’

ამ ლელოს წინ უარესიც მოხდა:  სემ ქეინი და ოფა ტუჰუნგაფასი ისე დაეჯახნენ რემი გროსოს, რომ ამას თავის ქალა ორ ადგილას გაებზარა, მაგრამ პირსმა ჯარიმა აკმარა კივებს, ხოლო დაბლინის ტრიბუნალმა სამშაბათამდე ითრია ფეხი და ბოლოს დამრღვევნი სულაც გაამართლა

ვაგლახ, რომ ეს ინციდენტი დაჩრდილავს სხვაფრივ დიდებულად ნარაგბალს:  ერთ რამედ ღირდა კივთა პირველი ლელო, რომელშიც სამივე ბარეთი მონაწილეობდა, და თამაშში ბოლო მეოთხედშიღა ჩაბმული დამიენ მაკ’ქენზის ოინებიც – 117 მეტრი 5 წაღებაზე, ხაზის
5
-ჯერ გაჭრა და მბოჭავის 4-გზის გაბითურება!

  ზაფხულის ტესტები 2018

პირველი შაბათი

საქართველო 16:15 ტონგა$

საქ: მათიაშვილი სიჭინავა კაჭარავა კვესელაძე (მალაღურაძე 4) თოდუა (კვირიკაშვილი 66) <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 76) / ასიეშვილი (თეთრაშვილი 68) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55 სბ 79) ჩილაჩავა (მირცხულავა 55) ნემსაძე^კაპ ჭეიშვილი (მიქაუტაძე 54) სუთიაშვილი (შუბითიძე 66) გიორგაძე გაჩეჩილაძე სბ 47 –
ლ გ 3ჯ:
მათიაშვილი

ტონ: ს.ფიფიტა ჰალაი’ფონუა ტუჰი’ტავაკე (ფოსიტა 18) პიატაუ^კაპ ლატუ (ვ.ლოლო’ჰეა 63) <10-9> მორათ ტაკულუა (ტუჰუ’მოტო’ჰუა 76) / ფისი’ჰიჰოი (ფეჰაო 71) ნგაუამო (საკალია 71) ტ.ლოლო’ჰეა (ტამეი’ფუნა 63) ლ.ფიფიტა (ფალე’აფა 76) ტუჰი’ნეაუ; ფალეფა (მაპაპა’ლანგი 57) ლოკო’ტუი მანუ – 2ლ: ვ.ლოლო’ჰეა ჰალაი’ფონუა; გ: მორათ; ჯ: ტაკულუა

რეფ პიქერილ (ზელ) 9/06 @ სუვა (ფიჯ), ეი’ენ’ზედ (675)   ვიდეო 

7:0(9) 10:0(22) 13:0(36) 13:3(39) /
სბ(47ს) 16:3(61) 16:8(72) სბ(79ს) 16:15(80)

ფიჯი$ 24:22 სამოა$

4ლ: მური’მური’ვალუ ვოლა’ვოლა სენი’ლოლი ნგონევა;
2გ:
ვოლა’ვოლა სბ ვატუმბუა ნქერა მავი –

3ლ: მატავაო ჯ,ლემ პოლა’ტაივაო; 2გ: ტ.პისი ტუალა; ჯ: პისი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 9/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ (1 500)   ვიდეო 

სბ(9ფ) 0:3(23) 5:3(26) სბ(29ფ) 10:3(33) 17:3(40) /
24:3(52
$) 24:10(61) სბ(68ფ) 24:15(69) 24:22(80)

* წყნარი ოკეანის თასი:  5 ფიჯ, 4 საქ; 1 ტონ სამ

იაპონია 34:17 იტალია  სტატ

4ლ: მაფი ფუკუოკა ლემეკი მაცუშიმა; 4გ 2ჯ: ტამურა –

2ლ: პასკვალი ბრ.სტეინ; 2გ ჯ: ალენ

რეფ ბერი (ავს) 9/06 @
ოიტა. ბენქ დოუმ (
25 824)   ვიდეო     რჩეული 

0:7(17) 7:7(20) 14:7(30) 17:7(34) 17:14(38) /
17:17(52) 20:17(58) 27:17(63) 34:17(68) ^ სერია
1-0

ზელანდია 52:11 საფრანგეთი  სტატ

ზელ: ჯ.ბარეთ (მაკ’ქენზი 61) ბ.სმით ლენართ-ბრაუნ ქროთი (ლაუმაპე 61) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 66) / მუდი (ტუჰი’ნუკუაფე 46) თეილორ (ჰარის 66) ფრენქს (ტუჰუნგაფასი 58) ს.ვაითლოქ^კაპ სქ.ბარეთ; სქვაიერ ქეინ (ა.სავეა 64-72, 75) ლ.ვაითლოქ (ფიფიტა 73) – 8ლ: ბ.ბარეთ თეილორ ბ.სმით იოანე
(4 7) მაკ’ქენზი ლაუმაპე სავეა;
3გ 2ჯ: ბ.ბარეთ

სფრ: მედარ ტომაზ ბასტარო^კაპ დუმეირუ გროსო (ფიკუ 59) <10-9> ბელო (პლისონ 61) პარა (სერენ 61) / პრიზო (ბაი 55) შა (პელისიე 61) ატონიო (სლიმანი 44) გაბრიაგ სბ 51 (ბ.ლე’რუ 69) მაესტრი; კონკორიე (ლაპონდრი 61) გურდონ სონკონი – ლ: გროსო; 2ჯ: პარა

რეფ პირს (ინგ) 9/06 @
ოქლენდ, იდენ პარქ (
45 850)   ვიდეო     რჩეული 

0:5(7) 3:5(14) 3:8(20) 8:8(22) 8:11(36) / 11:11(48) სბ(51ს) 18:11(55) 25:11(58) 30:11(62) 35:11(64) 40:11(67) 45:11(75) 52:11(80+) ^ სერია 1-0

ავსტრალია 18:9 ირლანდია  სტატ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (ჰოჯ 63) კერევი ბილ კოროი’მბეტე
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 74) / სიო (რობერთსონ 63) პაენგა-ამოსა (ლატუ 56) კეპუ (ტუპოუ 56) როდა (სიმონს 55) ქოულმენ; პოქოქ (ტუი 74) ჰუპერ
^კაპ თიმუ (სამუ 49-58, 63) – 2ლ: ფოლი პოქოქ;
გ 2ჯ: ფოლი 

ირლ: რ.ქარნი ერლს (ლარმორ 25) ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ <10-9> ქარბრი (სექსთონ 57) მარი (მარმიონ 78) / მაკ’გრას (ჰილი 48) ჰერინგ (ქრონინ 57) ჯნ.რაიან (ფურლონგ 48) ჰენდერსონ (ქვ.რუ 65) ჯმ.რაიან; ო’მანი^კაპ (ქონან 69) მერფი სტანდერ – 3ჯ: ქარბრი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 9/06 @
ბრისბენ, სან’ქორპ (
46 273)   ვიდეო     რჩეული 

3:0(3) 3:3(14) 3:6(26) 8:6(34) შეს(40+2) /
8:9(56) 11:9(70) 18:9(74) დას(80+3) ^ სერია
1-0

აფრიკა 42:39 ინგლისი  სტატ

აფრ: ვ.ლე’რუ (ხელანტ 64) ნკოსი ამ დე’ალენდე დიანტი (იანკის 76) <10-9> პოლარდ დე’კლერკ (ფან’სეილ 73) / მთავარირა (კიცჰოფ 48) მბონამბი (ფან’დერ’მერვე 58) ვ.ლოუ (თ.დიუ’ტოი 48) სნეიმან მოსტერტ; კოლისი^კაპ (ნოჩე 71) ჟლ.დიუ’პრე (პს.დიუ’ტოი 50) ფერმიულენ – 5ლ: დე’კლერკ ნკოსი (2 3) ლე’რუ დიანტი;
4გ 3ჯ:
პოლარდ     

ინგ: დეილი მეი სლეიდ ფარელ^კაპ ბრაუნ (სოლომონა 76) <10-9> ფორდ (ფრანსის 76) იანგს (სპენსერ 76) / მ.ვუნიპოლა სბ 63 (მარლერ 76) ჯორჯ (ქოუან-დიქი 64) სინქლერ (ჰ.ვილიამს 58) ითოჟე ისიკვე (შილდს 36) რობშოუ ქარი (ჰიუზ 66) ბ.ვუნიპოლა – 5ლ: ბრაუნ დეილი ფარელ ითოჟე მეი; 4გ: ფარელ; 2ჯ: დეილი ფარელ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 9/06 @
იოჰანეს’ბერგ, ემირეითს ეარ’ლაინზ (
55 260)   ვიდეო     რჩეული 

0:3(2) 0:10(5) 3:10(11) 3:17(15) 3:24(18) 8:24(20) 15:24(31) 22:24(35) 29:24(40) 29:27(40+2) / 32:27(52) სბ(63ი) 39:27(66) 39:32(70) 42:32(76)
42:39(78) დას(80+2) ^ სერია
1-0

არგენტინა 10:23 უელსი  სტატ

არგ: ვოფელი დელგვი (კანსელიერე 54) ორლანდო დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 41) ვერტრანუ (ლანდახო 48) / გარსია-ვოტა (დიას 56-57, 59) კრევი^კაპ (მონტოშა 65) ტეტას-ჩაპარო (მედრანო 65) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 68) მატერა (ლესანა 47) კრემერ ორტეგა-დესიო –
ლ:
ლესანა; გ: გონსალეს; ჯ: სანჩეს   

უელ: ეიმოს ჯშ.ადამს სქ.ვილიამს პარქს ნორს <10-9> პაჩელ (ენსქომ 60) გრ.დევის (ალ.დევის 60) / რბ.ევანს (ნ.სმით 53) დი (ელიას 60) დლ.ლუის (თ.ფრანსის 53) ბიედ ჰილ^კაპ (თერნბელ 68) სბ.დევის (ვეინ’რაით 53) ჯმ.დევის მორიართი – 2ლ: ჯმ.დევის ნორს;
2გ:
პაჩელ; 3ჯ: პაჩელ 2, ენსქომ

რეფ ბრეის (ირლ) 9/06 @
სან’ხუან, ვი’სენტენარიო (
23 200)   ვიდეო

3:0(2) 3:7(9) 3:14(28) 3:17(36) /
3:20(45) 10:20(78) 10:23(80+2) ^ სერია
0-1

შტატები 62:13 რუსეთი  სტატ

9ლ: ტაუფეტეჰე (1 4) ქვილ ლასიკე ბრაქი (5 6) ოგსპერგერ დოლან სქალი; 7გ: მაკ’გინთი 4, მეგი 3; ჯ: მაკ’გინთი –

ლ: ბაბაევ; გ 2ჯ: კუშნარიოვ

რეფ ანსელმი (არგ) 9/06 @ დენვერ, დიქს სპორთინგ გუდს

0:7(4) 5:7(11) 5:10(16) 12:10(20) 19:10(24) 19:13(29) 22:13(35) 29:13(38) 34:13(39) / 41:13(42) 48:13(72) 55:13(77) 62:13(80+)

კანადა 10:48 შოტლანდია  სტატ

შ + ჯ: ო’ლირი სბ ბარქერ –

7ლ: მაკ’გვიგან ჯექსონ თერნერ (3 5 6) ბრედბერი ქარმაიქლ;
5გ: იდალგო-ქლაინ 2, ქინგ’ჰორნ 3; ჯ: იდალგო-ქლაინ სბ ჯექსონ

რეფ კუბო (იაპ) 9/06 @ ედმონთონ, ქომონ’ველს (12 824)    რჩეული 

0:3(4) 0:8(9) 3:8(14) სბ(18კ) 3:15(36) /
3:22(43) 10:22(შ+სბ) 10:29(57) 10:34(68) 10:41(73) 10:48(80) დას(80+5)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ვილი ლე’რუ (აფრ), 14 სბუ ნკოსი (აფრ), 13 მიკელე კამპანიარო (იტა), 12 ჰედლი პარქს (უელ), 11 რიკო იოანე (ზელ); 10 ბერნარდ ფოლი (ავს), 9 ფაფ დე’კლერკ (აფრ) /

1 კეიტა ინაგაკი (იაპ), 2 ჯორჯ თერნერ (შტლ), 3 ოუენ ფრენქს (ზელ); 4 არ’ხე სნეიმან (აფრ), 5 სქოთ ბარეთ (ზელ); 6 დევიდ პოქოქ (ავს), 7 ჯეიმზ დევის (უელ), 8 დვეინ ფერმიულენ (აფრ)

სულ:  5 აფრ; 3 ზელ; 2 ავს უელ; 1 იაპ იტა შტლ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/06_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8805, 3(4) ავსტრალია 8656,
 
4(3) ინგლისი
85195 უელსი 8513, 6 შოტლანდია 8383, 
  7 აფრიკა
8381, 8 საფრანგეთი 7910, 9(10) ფიჯი 7793,
10(9) არგენტინა
7754, 11 იაპონია 7602,  12 საქართველო 7475,
13 ტონგა
7108, 14 იტალია 7073, 15 შტატები 6939, 16 სამოა 6903

+/-:  ავს 107 ირლ, აფრ 104 ინგ,  საქ 79 ტონ,  უელ 68 არგ, იაპ 36 იტა, აშშ 16 რუს * ზელ 0 სფრ, შტლ 0 კან, ფიჯ 0 სამ

 

მეორე შაბათი

საქართველოს თარიღითა და დროით    რაზმები

შაბ

16/06

ტონგა

05.00

სამოა

სუვა (ფიჯ)

.

.

ფიჯი

07.30

საქართველო

სუვა

.

.

იაპონია

09.00

იტალია

კობე

.

.

ზელანდია

11.35

საფრანგეთი

ველინგთონ

.

.

ავსტრალია

14.00

ირლანდია

მელბურნ

.

.

აფრიკა

19.05

ინგლისი

ბლუმ’ფონტეინ

.

.

არგენტინა

23.40

უელსი

სანტა’ფე

კვი

17/06

კანადა

00.00

რუსეთი

ოტავა

.

.

შტატები

05.00

შოტლანდია

ჰიუსთონ

 

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html