ეგრე შოუ ფუჭდებაო

    სამხრეთული ტესტების მეორე შაბათს ირლანდიამ სერია გაუფრევა ავსტრალიას, ხოლო ზელანდიამ და აფრიკამ მეორედაც ძლიეს საფრანგეთი და ინგლისი

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

წინა, თითო ქულით მოგებულ ორ მატჩში რომ ამოეწურათ იღბლის წლიური მარაგი, კოკა წყაროზე გაუტყდათ ჩვენს ბორჯღალოსნებს – სუვაში, მეორე ტაიმში ვეღარ გაუძლეს მასპინძელ ფიჯს, ვისაც ამჯერად მთელი რაგბეთიდან მოეგროვებინა თავისიანები და ბურთაობის იშტაზეც მოსულიყო

ორ-ორჯერ დაგვალელოვეს მეტოქის ცხრებმა – ჰენრი სენილოლმა და ფრენქ ლომანმა; ოფლოუდებით აგვიკლო მეორე’ჯაზელმა ლეონე ნაკარავამ; გვათრია იმათმა შერკინებამ

პირველი ლელოს შემდეგ ფიჯი მაგრად დაგვიდგა მოლშიც, სისხლი კი გაგვიშრო ნალიგარმა შუა’მარბმა სემი რანდ’რანდ’რამ:  მეორე ლელოზე ჩვენს მძიმე მორკინალებს შორის გასხლტა, ხოლო წამატებულ დროში ახლოდან მარბიელებზეც კი იძალა * 37:15

დაბლინური ქარაგმებით

პირველი ლელო მოლით შევიტანეთ, მეორე კი ლაშა ხმალაძის რეიდს მოჰყვა.  შესვენების შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შევმატეთ, იმათ კი 27 ქულა მოკრიფეს და "წყნარი ოკეანის თასიც" შეინარჩუნეს

რაკი სხვაობა კანონიკურ 15 ქულას ასცდა, რეიტინგში ბლომად – 57 წერტით ვიზარალეთ, მაგრამ იტალიამაც გამოიღო ხელი:  წლეულს (!) პირველად მოიგო ტესტი – იაპონიასთან რე’მატჩში რევანში აიღო * 25:22

ჰოდა, დაბლინური ქარაგმებით ეგრე გამოვიდა, რომ "ალუბლები" ახლა 2 წერტით’ღა გვისწრებენ და შაბათს, ტოიოტაში გვებურთავებიან

დამატებითი რაკურსები

დიდი რაგბი კრიზისს მოუცავს – გაზრდილ სიჩქარესა და სიხისტეს მოთამაშეთა ჯან’მრთელობა ეწირება. "მსოფლიო რაგბს" ყველაზე მეტად გახშირებული "ტვინის შერყევა" ადარდებს, მაგრამ მსაჯი თუ ბრმად მიჰყვება დაბლინურ ცირკულარებს, შოუ ფუჭდება, ამაზე კი მაყურებელი და ტელე’ვიზია ბრაზობენ – აბა, ფულს რაში ვიხდითო

აი, ახლაც, 12’ წუთზევე წითლით გააძევა გას გარდნერმა ფრანგი ბენჟამენ ფალი, რაკი ეს აბრაგანის ასაღებად რომ ახტა, ბოდენ ბარეთს უშნოდ დაეჯახა და "ოლ ბლექსის" ზე’ვარსკვლავი თავდაყირა დაეცა [ფოტოზე]

15 ნომრის გაძევების გამო ფრანგებს უმალ მოეშალათ თამაში და აღარც მატჩის ბედი აეჭვებდა ვისმე, მაგრამ ტრიბუნალზე რომ გაირჩა ეპიზოდი, დამატებითი რაკურსების მოხმობით დადგინდა, რომ კივები თავად დაჯახებიან ფალს და მისთვის გეზი გაუმრუდებიათ

ლიგიდან გადმოვიღოთო

ექსპერტთა დასკვნით, ბურთს დადევნებული ფრანგი ბარეთს უკვე ვერანაირად ვეღარ აცდებოდა, რის გამოც ზელანდიელის დაშავებაში მისი ბრალი მინიმალურია.  ამიტომ ეპატია ოსტატს წითელი ბარათი, მაგრამ მსაჯიც ვერავინ გაამტყუნა, რაკი მან მოედანზე, ციმციმ, ხალხის წინაშე გამოიტანა განაჩენი სწორედ რომ დაბლინური მითითებებით

ფრანგთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში დალაგდნენ და ზელანდიას ერთობ დაუძვირეს ბურთი. ოლ ბლექსმა * 26:13-ღა მოიგო და სერიაში გამარჯვებაც დაიბევა, მენცრებმა კი, ეს უკვე მერამდენედ, წამოატივტივეს იდეა, დროა, 15-კაცა რაგბმა 13-კაცა ლიგის მაგალითი გადმოიღოს – ურჯუკად მოთამაშე მსაჯმა კი აღარ გააძევოს, არამედ მისი საქციელი "შუა კვირის ტრიბუნალს" გადასცეს განსახილველადო 

ათზე მაკ’ქენზია

ფრანგებმა სამი ლელო გაიტანეს, მაგრამ ერთი’ღა ჩაეთვალათ: ტელე’რეფმა 0:0-ზე ჟოფრეი დუმეირუს დაუდგინა, დამიწებისას შებოჭილს დაგივარდა ბურთიო, 6:26-ზე კი პიერ ბურგარს "ორმაგი მოძრაობა" დაუმტკიცდა

კივთა პირველზე არონ სმითმა "ბრტყელი პასით" რაქთან გააჭრევინა ხაზი ბურჯ ჯო მუდს; მეორეზე ბენ სმითმა კარის წინ, 10 მეტრზე აიღო მოსროლილი ბურთი და დაბნეულ დაცვაში ზიგზაგურად გაიქროლა

მესამეზე რიკო იოანე თავისი ნახევრიდან გამოიქცა და ენთონ ლენართ-ბრაუნმა ბურთი ჯორდი ბარეთს გაატანა, მეოთხეზე კი ბოდენის ნაცვლად შესულმა დამიენ მაკ’ქენზიმ ორჯერ ატარა ოვალი და უმცროს ბარეთს დუბლი შეასრულებინა

ბოდენს შერყევა აღმოაჩნდა და უქმობს.  ბოლო, მესამე ტესტში ათად მაკ’ქენზი იწყებს; 12 ნომრად ნაოპერაციევი სონი-ბილ ვილიამსი წერია, ფრანგები კი ასვენებენ შუა’მარბ მატიო ბასტაროს, რის გამოც კაპიტანი ბებერი ცხრა – მორგან პარა იქნება

სექსთონის ფეხოსნობა

"ექვსი ერის" ჯილამ – ირლანდიამ ავსტრალიას ამჯერად ალალად პირველი გუნდი გაუყვანა; ეფაზავა და უბურთოდ დატოვა; ბლომად მიაღებინა ჯარიმა; 9 ნომერი ვილ გენია მალევე დაუმტვრია უწესოდ; აბრაგანის ასაღებად გაქცეულ იზი ფოლაუს გზა ჩაუხერგა; 1979 წლის აქეთ გასვლაზე პირველად მოუგო * 26:21 და სერიაც გაუფრევა * 1-1

მელბურნში ციოდა.  ვოლაბებმა თავიდანვე ხელ’და’ხელ შეუტიეს და ბერნარდ ფოლიმ მეშვიდე ფაზაში 30 მეტრიდან ჯვარზე შეუშვა ქერთლი ბილი * 7:0, მაგრამ მერე და მერე ოზებმა ვერაფერი მოუხერხეს ჯონი სექსთონის ტაქტიკურ ფეხოსნობას და კელტ მარბიელთა კლასს

ირლანდიამ პირველი ლელო სინბინზე გაიტანა – მარიკა კოროი’მბეტე შუბური ბოჭვისთვის რომ იხდიდა სასჯელს, ქონორ მარიმ მის ფრთაზე შორს მიაწოდა ენდრიუ ქონვეი’ს * 7:7

სექსთონმა სამი ჯარიმა შეაგდო, ბურჯმა ქიან ჰილიმ კი ჩარბენზე ხომ მოტეხა მკლავი გენიას და ლელოსთან მოლიც ჩააქცია * 14:16 [+სბ]

მზერა ან გუმანი

მესამე მეოთხედში კელტებმა წითელ ზოლში 16 ფაზა აკინძეს და ქის ერლსმა ალამთან დაუმიწა ფოლაუს, მაგრამ ტელე’რეფმა დაასკვნა, დაუვარდაო.  ოზები ლელოს მაინც ვერ გადაურჩნენ – ბურჯმა თეიგ ფურლონგმა "აიღე და მიეძალე"ზე ახლოდან გადათელა [ფოტოზე] გენიას დუბლიორი, ნიქ ფიპსი * 23:14

12 ქულით ჩამორჩენილმა ვოლაბებმა ფაზები გადააბეს.  ფიპსს რაქში უეცრად დაუვრდა ბურთი, მაგრამ "ქორის მზერა" აღმოაჩნდა თანა’მსაჯ პასკალ გაიუზერს – ანაც იგუმანა, რომ წაქცეული ბურჯი, ჯექ მაკ’გრასი ბაცაცურად გამოჰყოფდა ხელს და ცხრას ოვალზე ჩაუკრავდა

ვიდეოზე ყველაფერი გამოჩნდა.  ოზებმა იძალეს და მესამე ლელოც შეიტანეს, მაგრამ სირენის შემდეგ კოროი’მბეტეს დაუვარდა ბურთი

25 დაშავებული?

ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა ინგლისი.  კავშირმა მაინც გამოაქვეყნა 9-სიტყვიანი განცხადება, ედი ჯოუნზსა და მის ამალას მხარს ვუჭერთო.  არადა, მედიას კარგად ახსოვს, 2005 წელს, ამავე გურუს ხელ’ქვეით, ვოლაბებმა ცხრიდან რვა რომ წააგეს, მწვრთნელი მოხსნეს

ედი გაიძახის, შინ 25 დაშავებული დავტოვე და ვინც კი ჯანზე იყო, აფრიკაში ვიახლეო.  მოძღვარს ის აოცებს, რომ კრიტიკულ მომენტებში შეგირდები უსწორო გადაწყვეტილებებს იღებენ, მაგრამ სჯერა, რომ "რამდენიმე პროცენტით მომატება" გუნდს კრიზისს დააძლევინებს

"ვარდები" ამჯერადაც უგებდნენ ზანგ-გარემარბებიან ბოკეს – ბრიტთა უკანა სამეულმა ქრესტომათიული ბურთაობით სამ წუთში ორჯერ დააშამათა მასპინძლები * 12:0 @ 13’, მაგრამ განმეორდა წინა შაბათის ამბავი – ბოკე გახელდა და პირველი ტაიმი მაინც მოიგო * 13:12

ლელო მეასე (!) კეპის მომხვეჭი "ბისთ" მთავარირას რეიდს მოჰყვა – ბებერმა დვეინ ფერმიულენმა 22 მეტრიდან სამი მბოჭავი გააბითურა ან ათრია, ჰანდრე პოლარდმა კი მაღალ’მთაში 58 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა 

ბოლოჯერ ნუველანდზე

მეორე ტაიმში აფრიკამ მარჯვედ გამოიყენა აბრაგანი, დადევნება და ღლეტვა:  ბოკეს სათადარიგო ბურჯებმა ჯერ 7-ქულიანი გამოიმუშავეს 5-მეტრა შერკინებაში, მერე კი პოლარდს კიდევ მიეცა გასატანი ჯარიმა

ამ ეპიზოდებს შორის ზელანდიის "ჰარიქეინზის" მარბიელმა ბრედ შილდსმა ძალით შეიტანა ლელო, მაგრამ ვიდეოზე გამოჩნდა, რომ დამიწებამდე ფრანკო მოსტერტმა გააგდებინა "გილბერთი" ... აწ-უკვე ინგლისელს

აფრიკამ * 23:12 გაიმარჯვა და სერიაში * 2-0 დაწინაურდა.  მესამე ტესტი ქეიპ’თაუნში, ნუველანდ’ზეა და როგორც მედიას შეუტყვია, ბოკე გამოეთხოვება ლეგენდარულ ასპარეზს – 1891 წლის აქეთ ზედ 55-ედ იბურთავებს, მერე კი ფეხბურთის მსოფლიო თასის არენაზე გადავა

თანა’მსაჯის თვალ’წინ

აფრიკა ინგლისის მეორედ ძლევით რეიტინგში მეხუთე ადგილამდე აღზევდა.  უელსმაც მეორედ რომ მოიგო არგენტინაში და თანაც დუბლით * 30:12, უცებ მესამე ადგილზე შეხტა, პუმათა უხეირო გურუმ, დანიელ ურკადემ (2 მოგება ბოლო 17 მატჩში) კი დაიქადნა, ნა’შოტლანდიევს გადავდგებიო

სქოთებმა დუბლით’ვე წააგეს შტატებში (!), უელსის 8 ნომერი როს მორიართი კი ზეზეულად, და თანაც თანა’მსაჯის თვალ’წინ, რომ გუდავდა (!) ნიკო სანჩესს, 4-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

  ზაფხულის ტესტები 2018

მეორე შაბათი

ტონგა 28:18 სამოა

3ლ: ვუნა ლატუ ლოლოჰეა; 2გ 3ჯ: ტაკულუა
სბ
საკალია ნგაუამო ს.მაფი –

2ლ: მატავაო ფიდოუ; გ: ტ.პისი; 2ჯ: ტუალა

რეფ პიქერილ (ზელ) 16/06 @ სუვა [ფიჯ] ეი’ენ’ზედ   ჲუთუბი 

7:0(8) 7:3(14) 14:3(20) 14:6(24) 17:6(32) / 20:6(50) 23:6(59) 28:6(60) სბ(69ტ) 28:11(76) სბ(80+1ტ) სბ(80+3ტ) 28:18(80+6)

საქართველო 15:37 ფიჯი$

საქ: მათიაშვილი მჭედლიძე (კვირიკაშვილი 68) კაჭარავა მალაღურაძე (კვესელაძე 66) თოდუა <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 55) / ასიეშვილი (ჟვანია 55) მამუკაშვილი (ჭყოიძე 71) ჩილაჩავა (მელიქიძე 41) ნემსაძე^კაპ მიქაუტაძე (ჭეიშვილი 52) ცუცქირიძე კოლელიშვილი ო.გიორგაძე (სუთიაშვილი 50) –
2ლ: კოლელიშვილი თოდუა; გ ჯ: მათიაშვილი

ფიჯ: მური’მური’ვალუ (ტ.ნანგუსა 66) ნგონევა რანდ’რანდ’რა ვატუმბუა ნანდოლო <10-9> ვოლა’ვოლა (ვეიტოკანი 80) სენილოლი (ლომანი 62) / მაჰაფუ (მავი 71) ვერე’მალუა (ნავუმა 80) საულო (ტავაკე 64) რატუნია’რავა (ნამბოუ 72) ნაკარავა;  ვანქანი’მბოროტუ ნქერა^კაპ მატა (ნ.ნანგუსა 62) – 6ლ: სენილოლი (1 2) ვატუმბუა ლომანი (4 5) რანდ’რანდ’რა; 2გ ჯ: ნანდოლო

რეფ გარსეზ (სფრ) 16/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ   ჲუთუბი 

3:0(9) 3:5(15) 3:10(17) 10:10(25) 15:10(39) შეს(40+1) /
15:17(50) 15:20(55) 15:27(63
$) 15:32(79) 15:37(80+4)

* [2-რაუნდიანი] წყნარი ოკეანის თასი:  10 ფიჯ, 5 ტონ, 4 საქ, 1 სამ

იაპონია 22:25 იტალია  სტატ

3ლ: ვ.ტუპოუ ა.მაფი მაცუშიმა; 2გ: მაცუდა; ჯ: ტამურა სბ ანისე –

3ლ: ბენვენუტი გირალდინი პოლედრი; 2გ 2ჯ: ალენ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 16/06 @
კობე, ნოევირ (
20 276)   ჲუთუბი      რჩეული 

სბ(4იპ) 0:7(20) 0:12(26) 3:12(34) /
3:19(45) 10:19(61) 17:19(66) 17:22(72) 17:25(74) 22:25(80სბ) ^ სერია
1-1

ზელანდია 26:13 საფრანგეთი  სტატ

ზელ: ჯ.ბარეთ ბ.სმით ლენართ-ბრაუნ (ლაუმაპე 58) ქროთი (ლენართ-ბრაუნ 72) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ (მაკ’ქენზი 12) ა.სმით (პერენარა 55 სბ 63) / მუდი (ტუჰი’ნუკუაფე 46) თეილორ (ჰარის 51) ფრენქს (ტუჰუნგაფასი 34) ს.ვაითლოქ^კაპ სქ.ბარეთ; სქვაიერ (ფიფიტა 41) ქეინ (ა.სავეა 44) ლ.ვაითლოქ – 4ლ: მუდი ბ.სმით ჯ.ბარეთ (3 4) 3გ: მაკ’ქენზი

სფრ: ფალ წბ 12, ტომაზ ბასტარო^კაპ დუმეირუ (მედარ 62) ფიკუ <10-9> ბელო (პლისონ 72) პარა (სერენ 55) / პრიზო (ბაი 48) შა (ბურგარი 58) ატონიო (გომეს-სა 48) ბ.ლე’რუ მაესტრი (გაბრიაგ 58) ბაბიო გალეტიე (ლაპონდრი 65) გურდონ – ლ: გომეს-სა; გ: პლისონ; 2ჯ: პარა

რეფ გარდნერ (ავს) 16/06 @
ველინგთონ, ვესთ’პექ (
34 422)   ვიდეო     რჩეული 

0:3(11) წბ(12ს) 7:3(14) 14:3(20) 14:6(31) 21:6(40+) /
26:6(57) სბ(63ზ) 26:13(80+) ^ სერია
2-0

ავსტრალია 21:26 ირლანდია  სტატ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კერევი ბილ (ჰოჯ 64) კოროი’მბეტე სბ 7
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 27) / სიო (რობერთსონ 72) პაენგა-ამოსა (ლატუ 41) კეპუ (ტ.ტუპოუ 51) როდა (სამუ 56) ქოულმენ (სიმონს 43) პოქოქ ჰუპერ
^კაპ თიმუ (ტუი 41) – შ+ 2ლ: ბილ ტუპოუ;
2გ: ფოლი 

ირლ: რ.ქარნი ქონვეი (ლარმორ 15) რინგ’როუზ ჰენშოუ ერლს
<10-9> სექსთონ (ქუნი 79) მარი / ჰილი სბ 27 (მაკ’გრას 46 სბ 77) სქანელ (ჰერინგ 49) ფურლონგ (პორთერ 72) თოუნერ (ქარბრი 76) ჯმ.რაიან; ო’მანი
^კაპ (ბერნ 64) ლივი (მაკ’გრას 32-38, მერფი 41) სტანდერ – 2ლ: ქონვეი ფურლონგ; 2გ 4ჯ: სექსთონ

რეფ ვილიამს (ზელ) 16/06 @
მელბურნ, ა’ა’მ’ი (
29 018)   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) სბ(7ა) 7:7(8) 7:10(13) 7:13(17) 7:16(22) 14:16(26+სბ) /
14:23(56) 14:26(66) სბ(77ი) 21:26(78) ^ სერია
1-1

აფრიკა 23:12 ინგლისი  სტატ

აფრ: ვ.ლე’რუ ნკოსი ამ (ჯ.კრილ 60) დე’ალენდე დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ (ფან’სეილ 75) / მთავარირა (კიცჰოფ 45) მბონამბი (ფან’დერ’მერვე 51) მალჰერბე (თ.დიუ’ტოი 45) სნეიმან (ჟლ.დიუ’პრე 56) მოსტერტ; კოლისი^კაპ (ნოჩე 66) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ – შ + ლ: ფერმიულენ; გ 3ჯ: პოლარდ

ინგ: დეილი მეი სლეიდ ფარელ^კაპ ბრაუნ (სოლომონა 67) <10-9> ფორდ (სიპრიანი 67) იანგს (სპენსერ 73) / მ.ვუნიპოლა (მარლერ 58) ჯორჯ (ქოუან-დიქი 62) სინქლერ (ჰ.ვილიამს 51) ლონჩბრი ითოჟე; შილდს (ვილსონ 67) ქარი ბ.ვუნიპოლა (ჰიუზ 40+ სბ 69) –
2ლ:
ბრაუნ მეი; გ: ფარელ

რეფ პუატ (სფრ) 16/06 @
ბლუმ’ფონტეინ, ტოიოტა
   ვიდეო     რჩეული 

0:7(11) 0:12(13) 7:12(25) 10:12(29) 13:12(39) /
20:12(50
) 23:12(67) სბ(69ი) ^ სერია 2-0

არგენტინა 12:30 უელსი  სტატ

არგ: ვოფელი დელგვი ორლანდო დე’ლა’ფუენტე (გონსალეს-იგლესიას 68) მოშანო (კანსელიერე 56) <10-9> სანჩეს ლანდახო (ვერტრანუ 52) / გარსია-ვოტა (დიას 52) კრევი^კაპ (მონტოშა 49) ტეტას-ჩაპარო (მედრანო 59) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 49) მატერა (ლესანა 49) კრემერ ორტეგა-დესიო –
2ლ:
დელგვი მონტოშა; გ: სანჩეს

უელ: ეიმოს (პრაიდი 71) ჯშ.ადამს სქ.ვილიამს ვოთქინ ნორს
<10-9>
პაჩელ (ენსქომ 58) ალ.დევის (თმ. ვილიამს 58) / რბ.ევანს (ნ.სმით 65) ელიას (დი 61) თ.ფრანსის (დლ.ლუის 58) ბიედ (ბრ.დევის 61) ჰილ
^კაპ; ელ.ჯენქინს ჯმ.დევის (თერნბელ 71) მორიართი წბ 80+3 – 2ლ: ადამს ეიმოს; გ 6ჯ: პაჩელ

რეფ პეიპერ (აფრ) 16/06 @ სანტა’ფე, ლოპეს (26 820)   ვიდეო

0:3(9) 0:6(16) 0:13(24) 0:16(34) 0:19(38) 5:19(39) /
5:22(42) 5:25(52) 5:30(56)
წბ(80+3უ) 12:30(80+6) ^ სერია 0-2

კანადა 20:43 რუსეთი  სტატ

2ლ: ქემპ’ბელ ბლევინს; 2გ: სთოლერ ო’ლირი; 2ჯ: სთოლერ –

6ლ: რუდოი (1 3 6) ვავილინ მიხალ’ცოვ (4 5) 5გ ჯ: კუშნარიოვ
სბ
პრონენკო რუდოი

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 16/06 @ ოტავა, თვინ ელმ (3 312)

3:0(3) 3:5(10) 3:12(22) 3:19(32) 10:19(36) 10:26(39) /
10:33(44) 13:33(47) 13:40(56) სბ(58რ) სბ(59რ) 13:43(68) 20:43(75)

შტატები 30:29 შოტლანდია  სტატ

3ლ: ტაუფეტეჰე (1 2) ხერმის’ჰეის; 3გ 3ჯ: მაკ’გინთი სბ მანოა –

შ + 3ლ: ქინგ’ჰორნ თერნერ ფაიფ; 2გ ჯ: ქინგ’ჰორნ

რეფ ბარნს (ინგ) 16/06 @ ჰიუსთონ, ქომპას   ვიდეო

0:7(3) 3:7(17) 3:14(25+სბ) 6:14(29) 6:21(36) 13:21(39) 13:24(40+2) /
20:24(44) 23:24(48) 30:24(61) 30:29(80+3)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ჯოშ ადამს (უელ), 13 სემი რანდ’რანდ’რა (ფიჯ), 12 დამიან დე’ალენდე (აფრ), 11 მატეო მინოძი (იტა);
10 ეი’ჯეი მაკ’გინთი (აშშ), 9 ჰენრი სენილოლი (ფიჯ) /

1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 ჯო ტაუ’ფეტეჰე (აშშ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 გვიდო პეტი (არგ), 5 ჯეიმზ რაიან (ირლ); 6 პითერ ო’მანი (ირლ), 7 ჯეიქ პოლედრი (იტა), 8 დვეინ ფერმიულენ (აფრ)

სულ:  4 ირლ; 3 აფრ; 2 აშშ იტა ფიჯ; 1 არგ უელ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (18/06_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8920, 3(5) უელსი 8594,
  4(3) ავსტრალია
8541, 5(7) აფრიკა 8465, 6(4) ინგლისი 8435
  7(6) შოტლანდია
8183, 8 საფრანგეთი 7910, 9 ფიჯი 7851,
10 არგენტინა
7673, 11 იაპონია 7420,  12 საქართველო 7418

13(14) იტალია
7256, 14(13) ტონგა 7188, 15 შტატები 7139,
16(17) რუმინეთი 6825, 17(16) სამოა
6824, 18 ურუგვაი 6537,
19 რუსეთი
6489, 20 ესპანეთი 6309, 21(22) ჰონკონგი 6046,
22(21) კანადა
6020, 23(24) ნამიბია 5893, 24(23) პორტუგალია 5830
 

+/-:  აშშ 200 შტლ, იტა 183 იაპ, რუს 178 კან, გერ 121 პორ (16:13 შ), ირლ 115 ავს, აფრ 84 ინგ, უელ 81 არგ, ტონ 80 სამ,  ფიჯ 58 საქ  
    *
ზელ
0 სფრ

 

ბოლო, მესამე შაბათი

საქართველოს თარიღითა და დროით    რაზმები

შაბ

23/06

ფიჯი

07.00

ტონგა

ლაუტოკა

.

.

იაპონია

09.45

საქართველო

ტოიოტა

.

.

ზელანდია

11.35

საფრანგეთი

დანიდინ

.

.

ავსტრალია

14.00

ირლანდია

სიდნი

.

.

აფრიკა

19.05

ინგლისი

ქეიპ’თაუნ

.

.

კანადა

23.00

შტატები

ჰალიფაქს

.

.

არგენტინა

23.40

შოტლანდია

რესისტენსია

 

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html