უკვე მეტისმეტია

    სამხრეთული ტესტების ბოლო შაბათს ირლანდიამ სერია კი მოუგო ავსტრალიას, მაგრამ რაგბეთი ისევ გულ’ნაკლული დარჩა მსაჯობით

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

მსაჯობა ალბათ არც სხვა ბურთაობებში მოსწონთ ფანებს, მაგრამ რაგბში უკვე მეტის’მეტი ხდება – რეფი ფავორიტს ურცხვად აშველებს სასტვენს და ტელე’ მსაჯიც თამაშში წამ’და’უწუმ ერევა, მაგრამ როცა თავად უნდა განაჩინოს სამართალი, მაინც’და’მაინც მაშინ შეცდება ხოლმე

ზელანდიას რაღა თემიდის მიხმარება ჭირდება, მაგრამ იმოტოლა ავტორიტეტი აქვს, რომ საკმარისია მეტოქე მაგრად დაუდგეს და არაფერი დაუთმოს – მსაჯი აწრიალდება, ემანდ სენსაცია არ გამოცხვესო, და კივებს უმალ კარტ’ბლანშს უბოძებს

ფიჯი "წყნარი ოკეანის თასის" უცვლელი ფალავანია და შინ რომ რაგბობს, ურჯუკი ბოჭვები ეპატიება.  იაპონია 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელია და ლიანგის მისაზიდად გამარჯვებები არგებს

რაგბის მომგონმა ინგლისმა ზედიზედ ხუთი ტესტი რომ წააგო, ძაან არც ეგ აძლევდათ ხელს რაგბის მახვშებს, ირლანდიის დედა’ქალაქ დაბლინში კი სულაც ამათ სათაო ოფისს უდევს ბინა

ჰოდა, ისე ჭრიან და კერავენ "ძლიერთა ამა რაგბისა" მიერ დანიშნულნი, რომ ოდითგან დადგენილი და ტრადიციით განმტკიცებული უფროს-უმცროსობა ძნელად დაირღვეს, და რომ არც იმპერიის სამანებს გარეთ წამოჩეკილ მატრაკვეცებს ჰქონდეთ სწრაფი აღმასვლის იმედი

მორალური ტრავმა

ბოლო დროს იაპონია გვექცა საჯილდაო ქვადა და ბედის’წერადაც –   მაგასთან წაგებით ვეშვებით რეიტინგში:  2016 წლის ნოემბერში, ვაკეში რომ დავმარცხდით * 22:28, მე-11 ადგილიდან ერთით დაბლა ჩავიჩოჩეთ; ახლა კი, ტოიოტაში, ნაქონი 22 ქულა წვიმასა და შერკინების ოზ "გურუს" რომ გავატანეთ * 0:28, დუჟინიდან გავვარდით

ნულზე წაგება ნებისმიერი გუნდისთვის მორალური ტრავმაა!  ერთხელ ძელს გავარტყით ჯარიმა; რამდენჯერმე ლელოს დავხარბდით და წითელ ზოლთან გავეჭედეთ; კიდევ უფრო მეტჯერ დაგვივარდა ბურთი ხელიდან, რადგან წებოს, მგონი, არ ვისვამთ; ბოლოს კი ის მოვიმკეთ, რომ 215-ე ტესტში ოდენ მეორედ (!) დავრჩით უქულოდ – წინა რბევის [28-ე ტესტი = ირლ * 0:70] შემდეგ 20 წელი გასულა!

პირიქით გამოვიდა

იაპონიაში რომ წვიმდა, წესითა და რიგით, მოჭიდავეს უნდა ეჯობნა მობურთალისთვის, მაგრამ პირიქით გამოვიდა – "ალუბლებმა" გაგვისწრეს პასაობით 141-78 და ნავარდის მეტრაჟითაც 438-189.  თუ ოპტა-ს სტატისტიკა სწორია, 88 წუთში შესრულდა 80 ტაქტიკური დარტყმა, და დაინიშნა 18 შერკინება და 29 დერეფანი

სტატიკაში ჩვენზე სუსტებს ვჯობივართ, თორემ ტოლებთან – იქეთ გვიჭირს.  ტაიმი მაინც ლელოს გაუშვებლად წავაგეთ * 0:9, მაგრამ მერე ჩვენს მარბიელებს თავიანთ ნახევარზე შეემთხვათ ორი თერნოვერი, მესამე ლელოზე კი გარე’მარბმა რომ ვერ აიღო გაგორებული, იმათ დამიწებამდე მკერდით წინ გადააადგილეს ბურთი, მაგრამ მაინც ჩაეთვალათ ... როგორც სტრატეგიულად დასაფასებელ მასპინძლებს!

ფარად გამოიყენა

სერია’დაბევებულ ზელანდიას ათზე დამიენ მაკ’ქენზი ეყენა, 12-ად კი – თვით სონი-ბილ ვილიამსი. გაჩაღდა ანგარიშ’მიუცემელი ბურთაობა: 380 პასი, 1008 მეტრი 267 სოლოზე და სულ რაღაც 30 დარტყმა. დაიდო 9 ლელო * 49:14 კივების სასარგებლოდ; შესრულდა 21 ოფლოუდი და გაცუდდა 44 ბოჭვა, ჯარიმა კი კარში ეგრეც არ დარტყმულა

და მაინც, შოუ უკეთესი გამოვიდოდა და შედეგიც უფრო სამართლიანი იქნებოდა, ირლანდიელ რეფს წესთა 19.1 მუხლის [გვ.70] ბოლო დებულება რომ გამოეყენებინა და 14:14-ზე კივთათვის არ ჩაეთვალა არამი ლელო – მაკ’ქენზი განგებ რომ გაიქცა მსაჯისკენ, ლეისი ფარად გამოიყენა და ბაპტისტ სერენს ბოჭვის შანსი მოუსპო

"ლე ბლემ" "ოლ ბლექსს" ტაიმზე ოდნავ მეტს გაუძლო, მერე კი ზედიზედ გაუშვა 4 ლელო. ბოლო სამი მიითვალა რიკო იოანემ, ვინაც 13 სოლოზე 151 მეტრი ირბინა, მაკ’ქენზის ანგარიშზე კი ორ-ორი ლელო და სალელოე პასი, და 7 გაქცევაზე მოგროვილი 91 მეტრია

აღდგენილმა სიპრიანიმ

აფრიკასაც უკვე ორჯერ რომ ეძლია ინგლისი, რასი ერაზმუსმა ხუთი ცვლილება განახორციელა და წვიმასა და ქარში, ფრიად უსახური მატჩი * 10:25 წააგო

ლელო ორად’ორი დაიდო.  სამაგიეროდ, "ვარდების" კაპიტანმა ოუენ ფარელმა 7 გოლით (გ+6ჯ) 20 ქულა მოკრიფა, ნაკრების 10 ნომრად 10 წლის შემდეგ აღდგენილმა დენი სიპრიანიმ კი 15:10-ზე უკადნიერესი ხანჯლური გაუყარა ბოკეს – ორ მბოჭავს შორის, ლელოს უკანა ალმისკენ, ფეხით დაურტყა ჯონი მეი’ს 

აფრიკის ლელოც შეგორებას მოჰყვა – ზანგმა ვორიქ ხელანტმა ახეირა თეთრი ჯესი კრილი, მაგრამ ბოკე სულ რაღაც 3 წუთი იყო წინ * 10:9 და 40 მეტრიდან გაშვებული ჯარიმით ისევ ჩამორჩა

ინგლისმა თავი გადადო – სამად’სამი სათადარიგო ჩააბა ბრძოლაში!  ავდრის გადამკიდე, აქაც ბლომად – 73-ჯერ დაირტყა ოვალი ფეხით, გურუ ერაზმუსმა კი მარცხი იმასაც დააბრალა, რომ მისმა შეგირდებმა ალღო ვერ აუღეს გლენ ჯექსონის მსაჯობის ყაიდას – ჯარიმები 15-8 თანაფარდობით გაიცა ... გამწარებული სტუმრის სასარგებლოდ 

მატჩიცა და სერიაც

შაბათი სიდნის ჯახმა დაამშვენა – ჯერაც შეუთამაშებელი ავსტრალია ებურთავა "ექვსი ერის" ფალავანს, "მწვანე მანქანად" გადანათლულ ირლანდიას და თუმც მეორე ტაიმის 73% ამის ნახევარზე გაატარა, მაინც წააგო მატჩიცა და სერიაც * 16:20 და 1-2

ბრძოლა თანაბარი იყო – ბოჭვის მაჩვენებელი ორივე გუნდს 88% გამოუვიდა!  მღლეტელი კაპიტნები მეტოქეებმა საწყის ნახევარ საათში მოისაკლისეს.  პირველ ტაიმშივე გაიცა თითო სინბინი და გავიდა 7 ჯარიმა * 9:12, ტრიბუნალმა კი "ჰაერის მეფეს" – ოზ იზი ფოლაუს სხვა დარღვევაც გამოუჩხრიკა და ერთი კვირა მიუსაჯა

ირლანდიამ 27’ წუთზე 17 ფაზა გადააბა, მაგრამ ლელო მაინც ვერ შეიტანა.  შემდეგი შტურმის ბოლოს ქონორ მარიმ ძელის ძირში დააპირა დამიწება, მაგრამ ადამ ქოულმენმა არ დაანება.  და მაინც, მეორე ტაიმის დასაწყისში, 5-მეტრა დერეფანში აგორებული მეორე, მარდი მოლით, კელტები მიზანს ეწივნენ * 17:9

მსაჯს მოჰკითხეთო

ვოლაბები გახელდნენ.  ბერნარდ ფოლიმ მე-13 ფაზაში დიაგონალზე დაუგორა მარიკა კოროი’მბეტეს * 16:17, მაგრამ მერე 22 მეტრიდან, ოღონდაც გვერდიდან, ჯარიმა კარს ააცილა.  ჯონი სექსთონმა, პირიქით, შანსი ხელიდან არ გაუშვა, თამაში კი შარით დასრულდა

ოზებმა კიდევ შეუტიეს და სირენის შემდეგ, მე-10 ფაზაში, მარჯვნივ ორ’კაცა მეტობაც მიიღეს, მაგრამ ფოლის პასმა არა-ბუნებრივად იცვალა გეზი.  საქმე კივ ტელე’რეფს, ბენ სქინს გადაეცა გასარჩევად, ამან კი ბევრი იმუშავა და ბრძანა, ცხად მტკიცებულებას ვერ ვაგნებ, რომ ჯექობ სთოქ’დეილმა ხელის წაკვრით ბურთი წინ გადააგდოო

ჰოდა, ოზებს არათუ 7-ქულიანი, აღარც ჯარიმა ერგოთ და თამაშიც დამთავრდა, მათმა მოძღვარმა, მაიქ ჩეკამ კი მედიას უთხრა, ფრანგ მსაჯს მოჰკითხეთ ყველაფერზე პასუხი – რაჟამს რაგბს გავაჩაღებდით, გვაჯარიმებდაო!

  ზაფხულის ტესტები 2018

ბოლო, მესამე შაბათი

ფიჯი 19:27 ტონგა  სტატ

3ლ: ლომანი ნგონევა მატა; 2გ: ვოლა’ვოლა სბ ნგონევა – 

3ლ: ნგაუამო ს.მაფი ფალეაფა; 3გ 2ჯ: ტაკულუა

რეფ პირს (ინგ) 23/06 @ ლაუტოკა, ჩერჩილ (6 ათასი)

0:7(20) 7:7(29) /
7:14(45) 12:14(48) 19:14(53) 19:17(66) 19:20(70სბ) 19:27(73) დას(80+5)

საქართველო 0:28 იაპონია  სტატ

საქ: კვირიკაშვილი თოდუა კაჭარავა 64 > 3ხ, კვესელაძე (მალაღურაძე 55) მათიაშვილი <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე
(ბეგაძე 77) / ასიეშვილი (ჟვანია 55) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 61) მირცხულავა (მელიქიძე 63) ნემსაძე
^კაპ (სიჭინავა 64 > გ) მიქაუტაძე (ჭეიშვილი 55) ცუცქირიძე (გაჩეჩილაძე 61) კოლელიშვილი
სბ 19-30, გიორგაძე 64
> 2ხ

იაპ: ნოგუჩი ლემეკი (მაცუდა 23-30) ლაფაელე (ტამურა 69) ტატეკავა იამადა <10-9> ტამურა (მაცუდა 68) ნაგარე (ტანაკა 68) / ინაგაკი (იშიჰარა 71) ჰორიე (ნივაი 71) კო (ასაჰარა 61) ანისე მაკაბე (ფან’დერ’ვალტ 48) ლიჩ^კაპ ნუნომაკი (ნიშიკავა 41) ა.მაფი (ჰიმენო 63) – 3ლ: ფან’დერ’ვალტ ლემეკი ჰიმენო; 2გ: ტამურა; 3ჯ: ტამურა 2, ნოგუჩი

რეფ ოუენს (უელ) 23/06 @ ტოიოტა, სენგო’კუჩო (14 776)   ჲუთუბი 

0:3(4) სბ(19ს) 0:6(32) 0:9(40+4) / 0:16(49) 0:23(55) 0:28(67) დას(80+4)

ზელანდია 49:14 საფრანგეთი  სტატ

ზელ: ბ.სმით ნაჰოლო გუდ’ჰიუ ვილიამს (ჯ.ბარეთ 58) რ.იოანე
<10-9> მაკ’ქენზი (მოჰუნგა 70) ა.სმით (პერენარა 64) / მუდი (ტუჰი’ ნუკუაფე 64) თეილორ (ქოლთმენ 72) ფრენქს (ტუჰუნგაფასი 46) ს.ვაითლოქ
^კაპ (ჰემოპო 70) სქ.ბარეთ; ფრიზელ (ჰემოპო 22-30) ა.სავეა (თოდ 17) ლ.ვაითლოქ – 7ლ: ბ.სმით თოდ მაკ’ქენზი (3 4) იოანე (5 6 7) 7გ: მაკ’ქენზი

სფრ: ფალ (მედარ 48-59) ტომაზ (მედარ 64) ლამერა (პლისონ 75) ფოფანა ფიკუ <10-9> ბელო პარა^კაპ (სერენ 8) / პრიზო (ბაი 51) შა (პელისიე 45-48, 64) ატონიო (გომეს-სა 51) ბ.ლე’რუ (ლონბეი 64) მაესტრი; ბაბიო გალეტიე გურდონ (ლაპონდრი 51) – 2ლ: სერენ ფოფანა; 2გ: ბელო

რეფ ლეისი (ირლ) 23/06 @
დანიდინ, ფორსაით ბარ (
30 ათასი)   ვიდეო     რჩეული 

0:7(13) 7:7(17) 14:7(24) 14:14(29) 21:14(33) /
28:14(48) 35:14(54) 42:14(60) 49:14(66) ^ სერია
3-0 (52:11 26:13)

ავსტრალია 16:20 ირლანდია  სტატ

ავს: ფოლაუ სბ 31, ჰეილეთ-პეთი კერევი ბილ კოროი’მბეტე (ჰოჯ 69) <10-9> ფოლი ფიპს (პაუელ 61) / სიო (რობერთსონ 61) პაენგა-ამოსა (ლატუ 41) კეპუ (ტუპოუ 56) როდა (ჰენიგან 72) ქოულმენ (სიმონს 45) ტუი ჰუპერ^კაპ (სამუ 16) პოქოქ – ლ: კოროი’მბეტე;
გ 3ჯ: ფოლი

ირლ: რ.ქარნი (ლარმორ 58) ერლს ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ სბ 20 <10-9> სექსთონ მარი / მაკ’გრას (ჰილი 56) სქანელ (ჰერინგ 56) ფურლონგ (ჯნ.რაიან 67) თოუნერ ჯმ.რაიან; სტანდერ ო’მანი^კაპ (მერფი 31) ქონან (ბერნ 69) – ლ: სტანდერ; 5ჯ: სექსთონ   

რეფ გაიუზერ (სფრ) 23/06 @
სიდნი, ალიანს (
44 085)   ვიდეო     რჩეული 

0:3(9) 3:3(13) 6:3(22სბ) 6:6(30) სბ(31ა) 6:9(35) 9:9(40) 9:12(40+2) /
9:17(44) 16:17(56) 16:20(79) ^ სერია
1-2 (18:9 21:26)

აფრიკა 10:25 ინგლისი  სტატ

აფრ: ხელანტ ნკოსი (ლე’რუ 50) კრილ ესტერ’ჰეიზენ დიანტი <10-9> იანკის (პოლარდ 58) დე’კლერკ (პაპიე 76) / მთავარირა (კიცჰოფ 44) რალეპელე (ბრიც 44) მალჰერბე (თ.დიუ’ტოი 44) სნეიმან (ჟლ.დიუ’პრე 58) მოსტერტ; კოლისი^კაპ (ნოჩე 66) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ – ლ: კრილ; გ ჯ: იანკის

ინგ: დეილი მეი სლეიდ (სოლომონა 78) ფარელ^კაპ ბრაუნ <10-9> სიპრიანი იანგს / მარლერ ჯორჯ სინქლერ (ვილიამს 48) ლონჩბრი ითოჟე; რობშოუ ქარი ჰიუზ (ვილსონ 53) – ლ: მეი; გ 6ჯ: ფარელ

რეფ ჯექსონ (ზელ) 23/06 @
ქეიპ’თაუნ, ნუვე’ლანდს (
33 827)   ვიდეო     რჩეული 

0:3(10) 0:6(37) 3:6(40+) / 3:9(44) 10:9(47)
10:12(50) 10:15(58) 10:22(73) 10:25(76) ^ სერია
2-1 (42:39 23:12)

კანადა 17:42 შტატები  სტატ

2ლ: ომსთედ ჰასლერ; 2გ ჯ: ო’ლირი –

6ლ: დოლან (1 3 4) ოგსპერგერ სქალი დე’ჰას; 3გ 2ჯ: მაკ’გინთი

რეფ რუის (სფრ) 23/06 @ ჰალიფაქს, ვონდერერზ (6 213)

3:0(17) 3:5(5) 3:8(29) 3:13(35) /
3:20(48) 10:20(53) 10:23(57) 10:28(69) 10:35(74) 17:35(78) 17:42(80+)

არგენტინა 15:44 შოტლანდია  სტატ

არგ: ვოფელი დელგვი ორლანდო (მალია 66) ესკურა (გონსალეს-იგლესიას 56) კანსელიერე <10-9> სანჩეს ლანდახო (ვერტრანუ 56) / დიას (გარსია-ვოტა 49) კრევი^კაპ (მონტოშა 49) ტეტას-ჩაპარო (მედრანო 64) პეტი-პაგადისავალ ალემანო (ლავანინი 56) ლესანა მატერა (კრემერ 46) სენატორე – 2ლ: ლესანა გონსალეს; გ ჯ: სანჩეს

შტლ: ჰოგ ფაიფ გრიგ (ჰარის 59) პ.ჰორნ ქინგ’ჰორნ <10-9> ჰეისთინგს (ლენგ 72) ჯ.ჰორნ (იდალგო-ქლაინ 66) / დელ (ბჰათი 49) მაკ’ინალი ^კაპ (თერნერ 66) ბერგენ (ფეიგერსონ 49) სვინსონ (თულის 5) გილქრისთ; ბრედბერი ბრაუნ (რიჩი 59) დენთონ – 6ლ: ჯ.ჰორნ (1 5) ქინგ’ჰორნ მაკ’ინალი ბრედბერი ფაიფ; 4გ 2ჯ: პ.ჰორნ

რეფ რეინალ (სფრ) 23/06 @
რესისტენსია, სენტენარიო (
22 340)   ვიდეო

0:7(2) 0:14(9) 0:21(15) 3:21(18) 3:28(22) 3:31(28) 3:36(39) /
10:36(51) 10:41(54) 15:41(58) 15:44(62) დას(80+5)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ბენ სმით (ზელ), 14 ჯონი მეი (ინგ), 13 ნიქ გრიგ (შტლ), 12 სონი-ბილ ვილიამს (ზელ), 11 რიკო იოანე (ზელ); 10 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ), 9 ჯორჯ ჰორნ (შტლ) /

1 ჯო მარლერ (ინგ), 2 სთიუართ მაკ’ინალი (შტლ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 დევინ თოუნერ (ირლ), 5 სქოთ ბარეთ (ზელ); 6 სი’ჯეი სტანდერ (ირლ), 7 თომ ქარი (ინგ), 8 ქემ დოლან (აშშ)

სულ:  5 ზელ; 3 ინგ ირლ შტლ; 1 აშშ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (25/06_2018)

  1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
  4(6) ინგლისი
8568, 5(4) ავსტრალია 8448, 6(5) აფრიკა 8332,  
  7 შოტლანდია
8302, 8 საფრანგეთი 7910, 9 ფიჯი 7654,
10 არგენტინა
7555, 11 იაპონია 7524, 12(14) ტონგა 7384

 13(12) საქართველო 7313,  14(13) იტალია 7256, 15 შტატები 7166,
16 რუმინეთი 6825, 17 სამოა 6824, 18 ურუგვაი 6537,
19 რუსეთი 6489, 20 ესპანეთი 6309, 21 ჰონკონგი 6046,
22 კანადა
5993, 23 ნამიბია 5893, 24 პორტუგალია 5830

+/-:  ტონ 196 ფიჯ, ინგ 133 აფრ, შტლ 119 არგ,  იაპ 104 საქ,
           ირლ 92 ავს, აშშ 27 კან * ზელ 0 სფრ

მეორე დონის რვეული

ძრავი >>   სქრამ’ის ბაზა     ქ% = (2* + ფ) / (2*) * 100

#

2015 - 2018 (65 ტესტი)

%

   მ-წ  *

სხვ

/

1

ფიჯი (1)

83.3

15

12-2  *1

+151

58

3.87

2

იაპონია (3)

69.2

13

09-4

+97

32

2.46

3

საქართველო (2)

65.8

19

12-6  *1

+62

39

2.05

4

ტონგა (5)

52.9

17

09-8

-11

37

2.18

5

შტატები (6)

50.0

17

08-8  *1

+71

54

3.18

6

რუმინეთი (4)

50.0

12

06-6

-28

19

1.58

7

სამოა (7)

37.5

16

05-9  *2

-50

30

1.88

8

კანადა (8)

07.1

21

01-19*1

-292

40

1.90

 

ზე რაგბი 2018

#

[#]

16 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

54

12-2

+187

64

/

33

443

:

256

6

2

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

40

  8-6

+65

68

/

50

457

:

392

8

3

3

ვრთ

სიდნი :

35

  7-5*1

+64

54

/

48

418

:

354

5

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

45

10-3

+129

54

/

32

396

:

267

5

5

6

ჰლნ

დანიდინ :

40

  9-4

+32

46

/

42

350

:

318

4

6

5

ჩიფ

ჰემილთონ :

37

  8-5

+63

47

/

37

366

:

303

5

7

7

ხგრ

ბუენოს აირეს :

34

  8-5

-1

42

/

45

340

:

341

2

8

8

რბლ

მელბურნ :

34

  7-6

+4

49

/

46

354

:

350

6

9

9

შრქ

დურბან :

28

  5-7*1

-11

43

/

50

370

:

381

6

10

10

სთო

ქეიპთაუნ .

25

  5-9

-33

41

/

52

349

:

382

5

11

12

ბრმ

კანბერა :

25

  5-8

-45

43

/

43

310

:

355

5

12

11

ბულ

პრეტორია :

24

  5-8

-39

47

/

49

349

:

388

4

13

13

რედ

ბრისბენ :

19

  4-9

-124

36

/

56

288

:

412

3

14

14

ბლუ

ოქლენდ :

17

  3-10

-99

39

/

50

298

:

397

5

15

15

სნვ

ტოკიო :

10

  2-11

-192

36

/

76

310

:

502

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

* მე-17 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 29/06

ბლუ.ზელ

11.35

რედ.ავს

რბლ.ავს

13.45

ვრთ.ავს

უქმობს  ქრს.ზელ

 

შაბ 30/06

ჰლნ.ზელ

11.35

ჩიფ.ზელ

ბრმ.ავს

13.45

ჰრქ.ზელ

სნვ.იაპ

15.55

ბულ.აფრ

შრქ.აფრ

19.15

ლნზ.აფრ

ხგრ.არგ

21.40

სთო.აფრ