ხელი მოეცარათ

   ზე 15-ის ბოლოსწინა, მე-18 რაუნდში ქრუსეიდერზმა "პირველი ნომრობა" დაიბევა, ვორათაზმა კი – "ოზეთის ჯილაობა"

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რაუნდის შვიდივე თამაში მასპინძელმა მოიგო.  ინტრიგა იხლართებოდა აფრიკაში:  ლაიონზი რომ უქმობდა, არგენტინის "ხაგუარესს" შეეძლო მისთვის გადასწრება, მაგრამ ბულზთან მოეცარა ხელი, ამის კვალად კი შარქსმაც წააგო სთორმერზთან და მოწინავე რვეულიდან ვერ გამოაძევა რებელზი

გაიცა ერთი ნუგეში და ორად-ორი პრემია.  შოუ ისევ გააბერწა წითელმა ბარათმა – კაც’ნაკლული სან’ვულვზი ვორათაზთან წახდა. ამის გამო სამხრეთი ისევ ალაპარაკდა, დროა, "ლიგური ტრიბუნალი" შემოვიღოთო, მაგრამ დაბლინში დავანებულ "მსოფლიო რაგბს" 13-კაცა თამაში აქამდეც ჭირად რომ მიაჩნია, ძნელად, ეგ პრინციპიც ისესხოს

სანიშანსვეტოც მარქაფაში

ქრუსეიდერზმა ჰაილენდერზს სამაგიერო გადაუხადა პირველ შეყრაში წაგებისთვის * 45:22

კივური დარბი ტრადიციულად უფრიადესი სინჯისა გამოვიდა და ლოგიკურადაც დასრულდა – მასპინძელმა სტუმარს 607-389 აჯობა ნავარდის მეტრაჟით და 23-10 ხაზის ჭრით

ამქარში პირველმა რომ მიითვალა მე-200 ზე’კეპი ჯვაროსანთა ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა, სტადიონს, მაგ ერთი დღით, მისივე სახელი დაერქვა. არადა, 35 წლის ოსტატი ოდენ რიგითი მუშაკი რომ ყოფილა და არის კივ ვარსკვლავთა კრებულში, კარიერის სანიშანსვეტო თამაშიც კი მარქაფაში დაიწყო, მაგრამ 6’ წუთზევე მოუხდა ბრძოლაში ჩაბმა

მოკეთებულმა ქიარან რიდმა 47 წუთს გაუძლო.  ქრუსეიდერზმა პირველი ლელო 18-ფაზიანი შტურმით მალევე შეიტანა, მეორეზე კი, დერეფნის კუდში, ჩახლართულად წაირაგბა – სამი ჯვარი შეასრულა!

თავიდან 12 ქულით ჩამორჩენილმა ჰაილენდერზმა ბენ სმითისა და ლიმა სოპოანგას რეიდით ერთამდე დაიყვანა სხვაობა * 17:18, მაგრამ მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიბრწყინა ლიდერის ათმა, რიჩი მოჰუნგამ:  ჯერ ბენსა და ლიმას მოუგო დაგორებულისკენ გამართული სპრინტი, მერე კი ხაზი რომ გაჭრა, ძაან შორს მიაწოდა ჯორჯ ბრიჯს

აქამდეც უცხო ხილია

ვორათაზი სან’ვულვზს მსუბუქად ებურთავა და 12 ლელო დაუდო * 77:25

ნავარდის ბალანსი 938-364 გამოვიდა, ხაზის ჭრისა 33-7, ნადირმა ტანქელე ნაია’რავორომ კი 13 წაღებაზე 212 მეტრით წაწია წინ ოვალი და გზად 9 მბოჭავიც გააბითურა

მენცრებს ერთობ მოეწონათ რედსის დევივით ბურჯი ტანიელა ტუპოუ, ვინაც შერკინებაში 5 ჯარიმა და 7-ქულიანი გამოიმუშავა

რებელზს მოგება ჭირდებოდა, რედსი ღირსებისთვისღა თამაშობდა, მაგრამ აღებ-მიცემობა რაგბში აქამდეც რომ უცხო ხილია, აიზაქ როდამ დაუფარა ჯექ მედოქსს * 17:17; სქოთ ჰიგინ’ბოთამმა ხელ’უკუღმა ოფლოუდი მიართვა ფილიპო ნდაუნგუნუს * 24:17, სულ ბოლოს კი, ჯორდან პეტაიას ოფლოუდითვე, მთელს რაგბეთში მოხეტიალე ჯონო ლენსმა გააფორმა ქვინზ’ლენდის გამარჯვება * 37:23

უკეთესად მეფეხოსნენი

რაუნდის დანარჩენმა ოთხმა თამაშმა გვიჩვენა, რომ სტატისტიკა ხშირად ტყუის; უფრო სწორად კი, ვინც ხელ’და’ხელ მეტს თამაშობს – აგებს ... უკეთესად მეფეხოსნესთან!

თვალ’საჩინოებისთვის ავაგოთ ცხრილი

  ანგ ფეხი პასი სოლო მეტრი ჭრა ბით ოფლ  
ჩიფ 24:19 19-08 162-191 110-142 473-588 16-14 20-30 06-13 ბრმ
ჰრქ 42:24 25-13 099-156 076-141 365-484 08-10 20-26 03-15 ბლუ
ბულ 43:34 21-12 135-268 109-191 613-786 19-24 29-53 15-23 ხგრ
სთო 27:16 22-17 105-176 100-130 266-385 07-04 12-19 05-10 შრქ

დამიენ მაკ’ქენზის წყალობით – 9 დარტყმა, 34 პასი, 13 სოლო, 133 მეტრი, 4 გაჭრა, 5 გაბითურება, 2 ოფლოუდი – ჩიფსი 17 ქულითაც კი უგებდა ბრამბიზს, ვისაც 23 თერნოვერი შეემთხვა

ოზები ბოლოს მაინც ათამაშდნენ და ჩამორჩენა 5-მდე დაიყვანეს, მაგრამ ბოლო შეტევაში, მაკ’ქენზის მიერ აცილებული იოლი ჯარიმის შემდეგ, მე-12 ფაზაში, კანადელმა თაილერ არდრონმა პასზე წინ რომ ჩაუკრათ ხელი, აფრიკელმა ზანგმა რეფმა შერკინება უბოძა ... კივებს

ჰარიქეინზს ზედიზედ წაეგო სამი, მაგრამ მოკეთებულმა ბოდენ ბარეთმა სწორად აათამაშა, შუა’მარბმა ნგანი ლაუმაპემ კი აიწყვიტა:

ექვსიდან 4 ლელო პირადად გაიტანა, პირველში სალელოე პასი შეასრულა, 8 სოლოთი 119 მეტრზე ატარა ბურთი და 10 მბოჭავიც დაიფრინა

მარიოს აღსარება

ხაგუარესს მიჯრით 7 მოეგო.  ბულზსაც, გასვლაზე, საწყის მეოთხედში, ბურთაობით დაუდო სამი ლელო * 19:0, მაგრამ როგორც გურუმ, მარიო ლედესმამ შენიშნა ნამატჩევს, იოლი გამარჯვება ირწმუნა, შავ სამუშაოზე ხელი აიღო და ტაიმიც წააგო – ჯესი კრილმა სირენის შემდეგ წაღლიტა ბურთი და გაიქცა * 21:19

არგენტინელები მესამე მეოთხედში კიდევ დაწინაურდნენ * 26:24, მაგრამ ჰანდრე პოლარდმა დაგეზა ჯამბა ულენგო; საათის თავზე ჯონ-ბენ კოცემაც გაიჯეჯილა, სირენის შემდეგ კი ემილიანო ვოფელიმ (157 მეტრი 19 სოლოზე, 11 გაბითურება) ძელს გაარტყა გარდასახვა და გუნდი უნუგეშოდ დატოვა

ორჯერ გამოუნახეს

და’ბოლოს უსახურ, მაგრამ უშეღავათო აფრიკულ დარბზეც.  ფინიშზე კენტად მყოფმა სთორმერზმა გამარჯვებით დაასრულა სეზონი იმის და მიუხედავად, რომ ბოკეს კაპიტანი, ზანგი სია კოლისი ავადობის გამო აკლდა, 10 ნომერი ჟან-ლიუკ დიუ’პლესი კი შესაცვლელი ზედ თამაშის წინ გაუხდა ნორჩი ჯოშ სტანდერით

სთორმერზმა პირველ ტაიმშივე გაიტანა სამი ლელო.  მეორეში "შარქ" ლუკანიო ამს ტელე’მსაჯმა ორჯერ მოუნახა დარღვევა და მის გუნდს ლელოები გაუუქმა.  ჰოდა, დურბანელებს თუ პლეი’ოფში თამაში უწერიათ, წრიული სტადიის სულ ბოლო, 120-ე მატჩში ხაგუარესი უნდა ძლიონ, მანამდე კი რებელზი ჰაილენდერზთან დამარცხდეს

 

ზე რაგბი 2018

მე-18 რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ქრუსეიდერზ 45:22 ჰაილენდერზ  სტატ

5ლ: ბრიჯ (1 5) ჰავილი სქ.ბარეთ მოჰუნგა; 4გ 4ჯ: მოჰუნგა –

3ლ: ლომაქს ბ.სმით ნაჰოლო; 2გ ჯ: სოპოანგა

რეფ პიქერილ (ზელ) 6/07   ვიდეო     რჩეული 

5:0(3) 12:0(15) 12:7(19) 15:7(21) 15:10(24) 18:10(30) 18:17(36) 25:17(40+3) / 32:17(44) 32:22(46) 35:22(63) 42:22(70) 45:22(74) დას(80+2)

<<  რედს 37:23 რებელზ  სტატ

შ + 3ლ: როდა ნდაუნგუნუ ლენს; 3გ 3ჯ: ლენს სბ პაია’ჰაუა –

2ლ: ქოთრელ მედოქს; 2გ 3ჯ: ჰოჯ სბ ფოქნერ

რეფ ვილიამს (ზელ) 6/07 (10 340)   ვიდეო     რჩეული 

0:3(10) 3:3(14) 10:3(26) 10:10(30) 10:17(33) 17:17(40) სბ(40+4რბ) 24:17(40+7) / 24:20(43) 24:23(47) სბ(57რდ) 27:23(71) 34:23(75) 37:23(80)

<<  ჩიფს 24:19 ბრამბიზ$  სტატ

3ლ: ჰარის დ.მაკ’ქენზი ფაა’ული; 3გ ჯ: მაკ’ქენზი სბ პარეტე –

3ლ: სპეით (1 3) ბენქს; 2გ: ჰაურა

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 7/07   ვიდეო     რჩეული 

3:0(13) 10:0(25) 17:0(33) /
17:5(55) 24:5(62) სბ(65ჩ) 24:12(72) 24:19(75) დას(80+1)

<<  ჰარიქეინზ$ 42:24 ბლუზ  სტატ

6ლ: ჯ.სავეა ლაუმაპე (2 3 5 6) ბ.ბარეთ; 6გ: ჯ.ბარეთ –

3ლ: რ.იოანე (1 2) ა.იოანე; 3გ ჯ: პეროფეტა

რეფ ო’ქიფ (ზელ) 7/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(7) 7:3(14) 14:3(24) 21:3(36) 21:10(39) /
21:17(48) 28:17(55) 28:24(66) 35:24(70) 42:24(73)

<<  ვორათაზ$ 77:25 სან’ვულვზ  სტატ

12ლ: კეპუ ფოლაუ (2 4) ბილ ჰენიგან ფიპს ნაია’რავორო (7 10) რონა ველს ნიუსამ (11 12) 7გ ჯ: ფოლი –

3ლ: იამადა (1 3) ლიჩ; 2გ 2ჯ: პარქერ წბ მასირევა სბ ტანაკა

რეფ ანსელმი (არგ) 7/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(10) 7:3(13) 7:6(20) 7:13(23) 12:13(25) 12:18(28) 19:18(36) 24:18(39წბ) / 27:18(42) 32:18(44) 39:18(48) 46:18(54) 46:25(56) 53:25(63) 60:25(67) სბ(70ს) 67:25(74) 72:25(75) 77:25(80)

<<  ბულზ 43:34 ხაგუარეს  სტატ

6ლ: კოცე პაპიე კრილ ულენგო (4 6) ფან’სტრადენ; 5გ ჯ: პოლარდ –

5ლ: სანჩეს მატერა (2 5) ვერტრანუ (3 4) 3გ: სანჩეს; ჯ: ვოფელი

რეფ სექონდს (აფრ) 7/07   ვიდეო     რჩეული 

0:5(3) 0:12(6) 0:19(20) 7:19(22) 14:19(36) 21:19(40+) /
24:19(44) 24:26(47) 29:26(52) 36:26(57) 36:29(63) 43:29(66) 43:34(80+2)

<<  სთორმერზ 27:16 შარქს  სტატ

3ლ: ვიზე ფილიუნ რულ; 3გ 2ჯ: ჯშ.სტანდერ –

ლ: ფან’ვეიკ; გ 3ჯ: რ.დიუ’პრე

რეფ პეიპერ (აფრ) 7/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(5) 7:3(7) 7:6(10) 7:9(19) 14:9(31) 21:9(38) /
21:16(44) 24:16(66) 27:16(79)

<<  უქმობდა  ლაიონზ

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

2

-54 +69-78

1/3

6

1

0

9/4

1

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 თომ ბენქს (ბრმ), 14 ჯამბა ულენგო (ბულ), 13 ჯესი კრილ (ბულ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ნიქ ფიპს (ვრთ) /

1 ჯეი’პი სმით (რედ), 2 ენდრიუ მაკალიო (ქრს), 3 სეკოპე კეპუ (ვრთ); 4 აიზაქ როდა (რედ), 5 კობუს ვიზე (სთო); 6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 სემ ჰენვუდ (ჰრქ), 8 მაიქლ ველს (ვრთ)

სულ:  7 ავს, 5 ზელ, 3 აფრ * 0 არგ იაპ

#

[#]

18 რაუნდი [სულ 19]  . : იუქმა

  მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ :

58

13-2

+210

69

/

36

488

:

278

6

2

3

ვრთ

სიდნი :

44

  9-5*1

+121

70

/

53

526

:

405

6

3

2

ლნზ

იოჰანესბერგ :

41

  8-7

+58

71

/

53

481

:

423

9

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

50

11-4

+135

62

/

39

450

:

315

6

5

5

ჩიფ

ჰემილთონ :

45

10-5

+91

56

/

44

435

:

344

5

6

6

ჰლნ

დანიდინ :

40

  9-6

-14

53

/

53

394

:

408

4

7

7

ხგრ

ბუენოს აირეს :

38

  9-6

+1

50

/

53

399

:

398

2

8

8

რბლ

მელბურნ :

35

  7-8

-15

53

/

54

403

:

418

7

9

9

შრქ

დურბან :

32

  6-8*1

-15

47

/

56

417

:

432

6

10

10

ბრმ

კანბერა :

30

  6-9

-38

50

/

48

353

:

391

6

11

12

სთო

ქეიპთაუნ .

29

  6-10

-33

46

/

56

390

:

423

5

12

11

ბულ

პრეტორია :

29

  6-9

-35

57

/

60

429

:

464

5

13

14

რედ

ბრისბენ :

23

  5-10

-133

42

/

63

341

:

474

3

14

13

ბლუ

ოქლენდ :

22

  4-11

-94

47

/

58

361

:

455

6

15

15

სნვ

ტოკიო :

14

  3-12

-239

45

/

92

377

:

616

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  200 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 181 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
163 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 148 ნიკო სანჩეს (ხგრ); 144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 132 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 127 ელთონ იანკის (ლნზ); 126 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 110 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)

ლელო:  14 ბენ ლემ (ჰრქ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 11 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 10 ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ); 
9 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), იზი ფოლაუ (ვრთ);  8 თომ ბენქს (ბრმ), აკირა იოანე (ბლუ), მანასა მატაელე (ქრს), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ);  7 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ჯონ-ბენ კოცე (ბულ), ჯესი კრილ (ბულ), მალკომ მარქს (ლნზ), ქერთის რონა (ვრთ), ჰოსეა საუმაკი (სნვ), ჰენრი სპეით (ბრმ), მადოშ ტამბვე (ლნზ), ვორიქ ხელანტ (ბულ)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მე-19 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სვლაგეზი 
 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 13/07

ჩიფ.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

რედ.ავს

13.45

სნვ.იაპ

უქმობს  სთო.აფრ

შაბ 14/07

ჰლნ.ზელ

09.15

რბლ.ავს

ქრს.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

ვრთ.ავს

13.45

ბრმ.ავს

ლნზ.აფრ

17.05

ბულ.აფრ

შრქ.აფრ

19.15

ხგრ.არგ