საქმეში გამოუსადეგარიაო

   ზე 15-ის ბოლო, მე-19 რაუნდს ბევრი აღარაფერი შეუცვლია: აფრიკის ლაიონზმა გადაუსწრო ავსტრალიის ვორათაზს, ხოლო შარქსმა პლეი’ოფს მიღმა დატოვა რებელზი

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

მასპინძელმა, ერთის გარდა, ყველა თამაში მოიგო.  გაიცა 3 პრემია და 2 ნუგეში;  ჩაითვალა სამი 7-ქულიანი; ორი მორაგბე წითელი ბარათით დაითხოვეს, სამის საქმე კი ტრიბუნალმა განიხილა.  მეტიც, რებელზში ჩხუბი მოხდა:

ისე, რომ სეზონის გასრულებისადმი მიძღვნილ, "შეშლილთა ორშაბათს" არ დალოდებია – "იაპონელმა" ამანაკი მაფიმ შაბათ ღამეს’ვე გალახა თანა’გუნდელი ლოპეტი ტიმანი, და პოლიციამ დააპატიმრა

ცდომილი ორშაბათს წარსდგა დანიდინის სასამართლოს წინაშე. სტუმარი შინ თავდებით გაუშვეს, კლუბმა კი ორივე მოჩხუბარს 15-15 ათასი დაუდგინა ჯარიმად, რაღაი სხვა ხერხით ვეღარ დასჯის:  მაფი გაისად სან’ვულვზში გადადის, ხოლო ტიმანი – ლა’როშელში (ტოპ 14)

ამონაგები თანხა "ოჯახური ძალადობის" წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას გადაეცემა რებელზის ბინაზე – მელბურნში, მაფი კი ზელანდიაში ხელ’მეორედ რომ აღარ ჩავიდეს, სასამართლომ მის ნაცვლად 3 აგვისტოს ვექილი დაიბარა

6-კვირიანი

ჰემილთონში დააწვიმათ ჩიფსსა და ჰარიქეინზს.  მასპინძელი სტუმარს 5 საცხრილო და 44 რაგბული ქულით რომ ჩამორჩებოდა, გასასწრებად პრემიითა და 23 ქულით მოგება ჭირდებოდა

ამოცანა ზე’რთული ჩანდა, მით უფრო, რომ ჩიფსი ლიდერთა – დამიენ მაკ’ქენზის, სემ ქეინისა და ჩარლი ნგატაის გარეშე რაგბობდა, მაგრამ მობურთალმა ანსამბლმა ნახევარ საათში ანგარიში მაინც * 21:0 გახადა

მიზნამდე – მეოთხედ’ფინალის შინ (!) გადმოტანამდე ერთი ჯარიმა კმაროდა, მაგრამ ამასობაში შარშანწინდელი ჩემპიონიც ათამაშდა, ხოლო ჩიფსს ჯონი ფა’აული წითლით გაუგდეს, რაკი ვეზ ხუსენს თავში მხრით დაეჯახა და 6-კვირიანი დისკვალიფიკაციაც დაიმსახურა

9 ნომერმა ბრედ ვებერმა (114 მეტრი 5 სოლოზე) შერკინებიდან მოკლე ფრთაზე რომ გაუტია, ჩიფსმა მაინც გაიმარჯვა * 28:24 და პარასკევს, ხელ’მეორედ შეყრის წინაც იმედიანადაა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ჰარიქეინზი შინ სხვა გუნდია, გინდაც კაპიტანს – "აწ უკვე ინგლისელ"  ბრედ შილდსს ნეკნები სტკიოდეს

გულ’საკლავი მარცხი

შაბათს კვანძი პირველსავე თამაშში გაიხსნა – რებელზს, მერვე სეზონში პირველად (!) რომ გასულიყო პლეი’ოფში, გასვლაზე, უყოჩებოდ უნდა ეძლია უსმითებო ჰაილენდერზი, მაგრამ თუმც ორჯერ იგებდა ბლომად * 17:3 და 34:22, მაინც გულ’საკლავად დამარცხდა * 37:43

მატჩის გმირი ოზთა ჯანიანი ათი, რის ჰოჯი იყო – 29 ქულა (3ლ 4გ 2ჯ). ამ სამი ლელოდან უნივერსალმა ბექმა ორი დარტყმაზე დაფარებით დაუდო კივებს. ამათ მეტოქე საათის თავზე გატეხეს სამი წუთში გატანილი ორი ლელოთი, სირენის შემდეგ კი რებელზმა კიდევ რომ შეუტია, გაჭენებული ჯექ მედოქსი ბეჭებზე დასცა ვაისაკე ნაჰოლომ

დუბლები გამოიყვანეს

რებელზს ნუგეში რომ დაერიცხა, მაგით რვეულში შეჭრის თეორიული შანსიც გადაეწურა ბრამბიზს, შარქსს კი წრიული სტადიის სულ ბოლო, 120-ე მატჩში, შინ, ხაგუარესის 1 ქულით ჯობნაც ყოფნიდა

ასეც მოხდა, მით უფრო, რომ არგენტინამ სულ დუბლები გამოიყვანა – მეოთხედ’ფინალს მაინც ლაიონზს ვეთამაშები აქვე, აფრიკაში, და წინდაწინ რაღად დავიღალოო

აქ კივეთზე უარესადაც წვიმდა.  ჰოდა, იაპები 17 ქულით რომ დაწინაურდნენ, ხაგუარესმა მერეღა გამოიღო ხელი – ბოლომდე ჩათამაშებული ვაუტისტა დელგვიმ კარისკენ გადმოკიდა * 20:10

ტანქელე გალიდერდა

ვორათაზს ავსტრალიის ჯილობა დაბევებული ჰქონდა და სამეულში ლაიონზზეც ზემოთ იჯდა, მაგრამ შინ უგულოდ ეთამაშა ბრამბიზს და უნუგეშოდ * 31:40 წააგო

ამის შედეგად ლაიონზს უბრალო მოგებაც ყოფნიდა მეორე ადგილზე ასასვლელად და თუმც შინ ისიც * 0:12 ჩამორჩა ბულზს, მალევე იძალა და პრემიაც აიღო * 38:12

ვორათაზს მარტო პირველ ტაიმში 16 ბოჭვა გაუცუდდა და 20 წუთში * 3:21 ჩამორჩა.  მერე და მერე ტანქელე ნაია’რავორომ (131 მეტრი 11 წაღებაზე, 6 გაბითურება) მაინც შეიტანა სეზონის მე-15 ლელო და გალიდერდა, ბრამბიზის 6 ლელოდან კი ყველაზე ეშხიანი იყო მეორე, რომელიც ქრისჩენ ლეალიაფანოსა და ჯო პაუელის რეიდებს მოჰყვა

ბულზს რომ აკლდა ჰანდრე პოლარდი, ათზე ნორჩი მანი ლიბოკი (147 მეტრი 13 სოლოზე, 11 გაბითურება!) დაიყენა და ამანაც სასტიკად მოაღორა ელთონ იანკისი, მაგრამ მერე ლაიონზმა მოლი ხომ აგორა და 5-მეტრა შერკინებაშიც საჯარიმო ლელო გამოიმუშავა

სამივე რკენა – შინ

ტანა უმანგას ხელში გავერანებულ ბლუზს წლეულს საამაყო ისღა თუ ექნება, რომ 5-მეტრა ნიშნულზე ერთბაშად 7 ქულა აართვა ვის, ვის და თვით ქრუსეიდერზს, სხვაფრივ კი შარშანდელმა ჩემპიონმა და წლევანდელმა ლიდერმა 8-ჯერ დაალელოვა სტუმარი * 54:17 და პლეი’ოფის სამივე რკენა შინ დაიგეგმა

ჰეთ’თრიქი შეასრულა ჯორჯ ბრიჯმა (123 მეტრი 9 განავარდებაზე). ბლუზში ბოლოჯერ ითამაშა ტულუზში (ტოპ 14) მიმავალმა ჯერომ კაინომ.  7-ქულიანით დაისაჯა რედსიც, ოღონდაც ლელოსთან ბურთზე ხელის წინ ჩაკვრისთვის

პირდაპირ გაუტია

სან’ვულვზის ბოლო მატჩში კარიერის პირველი ზე’ლელო მიითვალა ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ – 25 მეტრიდან, ღრეჩოში შეშვებულმა, პირდაპირ გაუტია კარისკენ

იაპონელებმა ეს თამაშიც წააგეს – რედსთან * 27:48, ტელე’მსაჯმა კი ძირით ოზი ედ ქვერქი "თავში ძმა’ბიჭურად წამორტყმისთვის" პირველ ტაიმშივე წითლით რომ გააგდებინა რეფს, "სანზაარის" მახვშებმა კვირასვე ვიდეო’კონფერენცია გამართეს და საჯაროდ აღიარეს, დაბლინში შემუშავებული პროტოკოლი საქმეში გამოუსადეგარიაო

 

ზე რაგბი 2018

ბოლო, მე-19 რაუნდი ($ ბონუსი, 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჩიფს 28:24 ჰარიქეინზ$  სტატ

4ლ: რეთალიქ ვებერ ალაიმალო ქარპიქ; 4გ: მ.მაკ’ქენზი წბ ფა’აული –

4ლ: ხუსენ თომსონ მეი ჯ.სავეა; 2გ: ჯ.ბარეთ

რეფ ფრეიზერ (ზელ) 13/07   ვიდეო     რჩეული 

7:0(9) 14:0(19) 21:0(29) /
21:7(52) 21:14(61)
წბ(63ჩ) 21:19(66) 28:19(71) 28:24(80+)

<<  რედს$ 48:27 სან’ვულვზ  სტატ

7ლ: რაით ნამბული (2 5) ლენს ტ.ტუპოუ პაია’ჰაუა სოროვი;
5გ ჯ: ლენს სბ პაია’ჰაუა ქ.თიმუ –

შ + 2ლ: ნაკამურა ბრეგვაძე; 2გ 2ჯ: პარქერ წბ ქვერქ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 13/07   ვიდეო     რჩეული 

7:0(6) 7:3(14) 7:6(16) 14:6(24) 14:13(28+სბ) 17:13(30) 22:13(32) წბ(37ს) 29:13(40+) / სბ(45რ) 36:13(53) 41:13(57) 48:13(65) 48:20(73) 48:27(75)

<<  ჰაილენდერზ 43:37 რებელზ$  სტატ

6ლ: ნაჰოლო ჰემინგთონ ვოლდენ ლი პლეზენთს-თეით ფრენქლინ; 5გ ჯ: სოპოანგა –

4ლ: მაფი ჰოჯ (2 3 4) 4გ: ჰოჯ; 3ჯ: ჰოჯ 2, დებროსინი სბ რურუ

რეფ ჯექსონ (ზელ) 14/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 3:3(6) 3:10(10) 3:17(20) სბ(23რ) 10:17(28) 17:17(34) 17:24(37) 22:24(40) / 22:31(53) 22:34(59) 29:34(65) 36:34(67) 43:34(77) 43:37(80) დას(80+3)

<<  ქრუსეიდერზ$ 54:17 ბლუზ  სტატ

8ლ: გუდჰიუ (1 4) ბრიჯ (2 5 6) ტამანი’ვალუ ს.ვაითლოქ ჰოლ;
7გ: მოჰუნგა 4, ჰანთ 3 –

შ + 2ლ: ნანაი-ვაი

რეფ ანსელმი (არგ) 14/07   ვიდეო     რჩეული 

5:0(4) 12:0(24) 12:5(31) 19:5(40+) /
26:5(44) 26:12(51
) 26:17(55) 33:17(66) 40:17(75) 47:17(78) 54:17(80+)

<<  ვორათაზ 31:40 ბრამბიზ  სტატ

4ლ: ფითს’პათრიქ ნაია’რავორო მილერ ვილქინ; 4გ ჯ: ფოლი სბ თ.სთენიფორს –

6ლ: ბენქს რი.არნოლდ ნაისარანი მიუირჰედ გოდვინ ტალიაული; 5გ: ლეალიაფანო 4, ჰაურა სბ ფ.ფაინგა

რეფ გარდნერ (ავს) 14/07   ვიდეო     რჩეული 

0:7(4) 3:7(10) 3:14(13) 3:21(21) სბ(24ბ) 10:21(34) 10:26(35) /
10:33(49) 17:33(53) სბ(70ვ) 24:33(74) 24:40(77) 31:40(80+)

<<  ლაიონზ$ 38:12 ბულზ  სტატ

შ + 5ლ: კომბრინკ (1 4) მარქს სქოსან დიანტი; 3გ: იანკის 2, ა.კუცია –

2ლ: ლიბოკ ჯ.კრილ; გ: ლიბოკ სბ პ.სკუმან

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 14/07   ვიდეო     რჩეული 

0:7(8) 0:12(12) 7:12(19) 12:12(31) სბ(34ბ) 19:12(40+3) /
26:12(63
) 31:12(65) 38:12(80+3)

<<  შარქს 20:10 ხაგუარეს  სტატ

2ლ: ფან’დერ’მერვე ფან’ვეიკ; 2გ 2ჯ: რ.დიუ’პრე სბ დ.დიუ’პრე –

ლ: კანსელიერე; გ ჯ: დიას-ვონიშა

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 14/07   ვიდეო     რჩეული 

3:0(9) 6:0(16) 6:3(20სბ) 13:3(23) / 20:3(53) 20:10(68)

<<  უქმობდა  სთორმერზ

ჩვენებური

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ)

16

+34

4/4

32

1

0

5/0

2

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ),
13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 ქაილ გოდვინ (ბრმ), 11 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 10 რის ჰოჯ (რბლ), 9 ბრედ ვებერ (ჩიფ) /

1 ჯეი’პი სმით (რედ), 2 აკერ ფან’დერ’მერვე (შრქ), 3 თომას დიუ’ტოი (შრქ); 4 მეთ ფილიპ (რბლ), 5 რიჩი არნოლდ (ბრმ); 6 ფილიპ ფან’დერ’ვალტ (შრქ), 7 ლიამ რაით (რედ), 8 ბლეიდ თომსონ (ჰრქ)

სულ:  7 ავს, 5 ზელ, 3 აფრ * 0 არგ იაპ

#

[#]

19 რაუნდი [საბოლოო]

  მ-წ*

სხვ

ლელ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

63

14-2

+247

77

/

39

542

:

295

7

2

3

ლნზ

იოჰანესბერგ

46

  9-7

+84

77

/

55

519

:

435

10

3

2

ვრთ

სიდნი

44

  9-6*1

+112

74

/

59

557

:

445

6

4

4

ჰრქ

ველინგთონ

51

11-5

+131

66

/

43

474

:

343

7

5

5

ჩიფ

ჰემილთონ

49

11-5

+95

60

/

48

463

:

368

5

6

6

ჰლნ

დანიდინ

44

10-6

-8

59

/

57

437

:

445

4

7

7

ხგრ

ბუენოს აირეს

38

  9-7

-9

51

/

55

409

:

418

2

8

9

შრქ

დურბან

36

  7-8*1

-5

49

/

57

437

:

442

6

9

8

რბლ

მელბურნ

36

  7-9

-21

57

/

60

440

:

461

8

10

10

ბრმ

კანბერ

34

  7-9

-29

56

/

52

393

:

422

6

11

11

სთო

ქეიპთაუნ

29

  6-10

-33

46

/

56

390

:

423

5

12

12

ბულ

პრეტორია

29

  6-10

-61

59

/

66

441

:

502

5

13

13

რედ

ბრისბენ

28

  6-10

-112

49

/

66

389

:

501

4

14

14

ბლუ

ოქლენდ

22

  4-12

-131

50

/

66

378

:

509

6

15

15

სნვ

ტოკიო

14

  3-13

-260

48

/

99

404

:

664

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

  სტატმოწინავენი

ქულა:  210 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 192 ბერნარდ ფოლი (ვრთ);
163 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 148 ნიკო სანჩეს (ხგრ); 145 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 136 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 131 ელთონ იანკის (ლნზ); 117 რის ჰოჯ (რბლ); 110 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 103 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 99 ჯონო ლენს (რედ);
98 დამიან ვილემსე (სთო); 97 სთივენ პეროფეტა (ბლუ)

ლელო:  15 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 14 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ბენ ლემ (ჰრქ); 10 ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ); 
9 თომ ბენქს (ბრმ), ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), იზი ფოლაუ (ვრთ); 
8 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), აკირა იოანე (ბლუ), ჯესი კრილ (ბულ), მალკომ მარქს (ლნზ), მანასა მატაელე (ქრს)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* მეოთხედ’ფინალი (საქართველოს დროით   რაზმები

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

პარ 20/07

ჰრქ.ზელ

11.35

ჩიფ.ზელ

შაბ 21/07

ქრს.ზელ

11.35

შრქ.აფრ

ვრთ.ავს

14.05

ჰლნ.ზელ

ლნზ.აფრ

17.05

ხგრ.არგ