ჰაკა ბეისბოლის არენაზე

   ზელანდიის შვიდკაცა ჩვეულად დაირაზმა და სან-ფრანცისკოში გათამაშებული "მსოფლიო თასი" შეინარჩუნა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ შედეგები

რაც შვიდკაცა გაოლიმპიურდა, ოთხი ტიტული ლამის თანაბრად ფასობს:  ოლიმპიური ოქრო, მსოფლიო თასი და თანამეგობრობის ფალავნობა 4 წელში ერთხელ თამაშდება, მსოფლიო სერია კი ყოველ’წლიურია და 10 ეტაპს მოიცავს

კივები ამ სერიის 12-გზის ჩემპიონები (2000-14) არიან, მაგრამ ბოლო ხანს ისე დასუსტდნენ, რომ ოთხ სეზონში ფიჯსა და აფრიკას ძაან ჩამორჩნენ – 39 ეტაპიდან 5’ღა მოიგეს! 

და მაინც, საქმე კინკილა – და არა სერიულ – ოქროზე რომ მიდგება, "ოლ ბლექს სევენსს" ბადალი არა ჰყავს ხოლმე:  ძალებს სასწაულად მოიკრებს და დედა’კაცებთან ერთად, დუბლსაც ახერხებს!

ასე მოხდა წლეულს აპრილში, "თანამეგობრობაზე" და იანკეთშიც იგივე გამეორდა.  მეტიც: მსოფლიოზეც იგივე ოთხი ბობოლა მოექცა ამქარს თავში, რაიც გოულდ’ქოუსთზე

რევოლუციური ფორმულა

არადა, ჯგუფები და ქულები სერიაზეც კმარაო და ორგანიზატორებმა რევოლუციური ფორმულა შეიმუშავეს:  ვაჟთა 24 და ქალთა 16 გუნდი "სრული ოლიმპიური" სისტემით აჩაუქეს – წაგებულებიც ბოლომდე აბურთავეს და ფინალებში უკლებლივ ყველა ადგილი გაათამაშებინეს

ასპარეზიც ჯერ’არნახული იყო – ბეისბოლის სტადიონი, რომელსაც ემასპინძლა ამერიკული ბურთაობის, ევროპული ფეხბურთის, ავტო’ რბოლის, სნოუ’ბორდისა და კონცერტებისთვისაც, ხოლო სარაგბოდ პირველად ახლაღა გადაკეთდა

ოლიმპიური სისტემა ფრეს არა სცნობს, მაგრამ ვაჟთა 52 თამაშში სულ ორჯერ დაინიშნა "დამატებითი დრო ოქროს ქულამდე".  მასპინძლის ჯიბრზე, "არწივები" მეოთხედ’ფინალში, შაბათის ბოლო მატჩში, ეგრე შეიწირა დედა’ინგლისმა – თომ მიჩელმა ფილ ბერჯესს გადაუკიდა

დილის ხუთზე

უკეთესი რვეული პირველ რაუნდში ისვენებდა.  მერვედ’ფინალში იერარქია ერთ წყვილშიღა დაირღვა – ავსტრალია საფრანგეთთან დამარცხდა, ალაფაზე დაიძირა და X ადგილიღა დაიკავა

შტატებმა VI ადგილზე დააფინიშეს. XVII ადგილის სარგო ფიალა ჩილემ ჩაიბარა, IX ადგილის ალაფა (სინი ასე მოინათლა) – ირლანდიამ, ოლიმპიური ჩემპიონი ფიჯი კი ბოლო ორ მატჩში დამარცხდა

სერიის ჯილა – უსტაბილურესი "ბლიც ბოკე" ინგლისმა დალახვრა, მაგრამ ფინალში ვეღარაფერი მოუხერხა კივებს.  ეს თამაში ჩვენებურად ორშაბათს, დილის ხუთზე დაიწყო

სხვისი კვართით

ქალების ფინალები კალიფორნიულად შაბათს იყო და მაყურებელი მოისაკლისა.  რიოს ჩემპიონი ავსტრალია ნახევარ’ფინალში გააგდო საფრანგეთმა, ამას კი "ბლექ ფერნზ სევენსმა" ფინალი * 29:0 მოუგო

ზელანდიელმა ჩემპიონებმა სხვადასხვა – სქესის შესაფერი ჰაკები შეასრულეს.  შედგა ტურნირის "შესანიშნავი შვიდეულიც".  მასში მოხვდა სამი ინგლისელი (!), ერთი კივი და სამიც – სხვისი (!) კვართით მოშვიდკაცე ფიჯელი

უმაგალითო ინციდენტი

სხვაფრივ, ჩინებულ ტურნირს უმაგალითო ინციდენტმა მიაყენა ჩრდილი.  შაბათს მოედანზევე იჩხუბეს უელსმა და სამოამ.  საქმის გარჩევა კულისებისკენ მიმავალ გვირაბშიც გაგრძელდა

ჰოდა, სამოელმა გორდონ ლენგ’ქილდმა ცხვირი და ყვრიმალი რომ ჩაუმტვრია თომ ვილიამსს და სხვა ორიც სცემა, იმ ღამესვე დაიჭირეს და გაასამართლებენ "სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებისთვის"

  შვიდკაცის მსოფლიო თასი * 2018

ეი’თი ენდ თი @ სან ფრანცისკო (აშშ)    მოსკოვი 2013 

პარ 20/07   რჩეული 

<<  მეთორმეტედ’ფინალი [წაგებულები >>  ფიალა]

კენია 19:7 ტონგა
კანადა 29:21 პაპუასეთი
საფრანგეთი 50:0 იამაიკა
უელსი 33:12 ზიმბაბვე
სამოა 45:7 უგანდა
რუსეთი 21:7 ჰონკონგი
იაპონია 33:7 ურუგვაი
ირლანდია 17:12 ჩილე

<<  მერვედ’ფინალი [წაგებულები >>  ალაფა]

შოტლანდია 31:26 კენია
არხენტინა 28:0 კანადა
ავსტრალია
17:22 საფრანგეთი
ინგლისი 19:15 სამოა
ზელანდია 29:5 რუსეთი
ფიჯი 35:10 იაპონია
აფრიკა 45:7 ირლანდია
შტატები 35:0 უელსი

შაბ 21/07   რჩეული 

<<  მეოთხედ’ფინალი

* ფიალა [17-24]

ჩილე 33:29 ტონგა
ურუგვაი 21:19 პაპუასეთი
ჰონკონგი 24:10 იამაიკა
უგანდა 24:10 ზიმბაბვე

** ალაფა [9-16]

ირლანდია 24:14 კენია
კანადა 35:17 იაპონია
ავსტრალია 41:0 რუსეთი
უელსი 24:19 სამოა

*** თასი [1-8]

აფრიკა 36:5 შოტლანდია
ფიჯი 43:7 არხენტინა
ზელანდია 12:7 საფრანგეთი
ინგლისი
24:19*დდ შტატები

კვი 22/07   რჩეული 

<<  ნახევარ’ფინალი

* [21-24]

ტონგა 31:5 ზიმბაბვე
პაპუასეთი 52:7 იამაიკა

* ფიალა [17-20]

ჩილე 20:17 უგანდა
ჰონკონგი 31:5 ურუგვაი

** [13-16]

სამოა 19:17 კენია
რუსეთი 26:20 იაპონია

** ალაფა [9-12]

ავსტრალია 19:7 კანადა
ირლანდია 27:12 უელსი

*** [5-8]

შტატები 28:0 შოტლანდია
არხენტინა 26:15 საფრანგეთი

*** თასი [1-4]

ინგლისი 29:7 აფრიკა
ზელანდია 22:17 ფიჯი

<<  ფინალი

[23-24] ზიმბაბვე 33:21 იამაიკა
[21-22] პაპუასეთი 31:14 ტონგა
[19-20] უგანდა 38:28 ურუგვაი
[17-18]
ჩილე 20:7 ჰონკონგი * ფიალა!

[15-16] იაპონია 26:14 კენია
[13-14] სამოა 22:17 რუსეთი
[11-12] უელსი 35:12 კანადა
[9-10]
ირლანდია 24:14 ავსტრალია ** ალაფა!

[7-8] შოტლანდია 29:24*დდ საფრანგეთი
[5-6] არხენტინა 33:7 შტატები
[3-4]
აფრიკა 24:19 ფიჯი % ბრინჯაო!
[1-2]
ზელანდია 33:12 ინგლისი *** მელროუზის თასი!

>>  ზელანდია

1 სქოთ ქარი^კაპ, 2 თიმ მიქელსონ^კაპ, 4 ჯოსევა რავოუ’ვოუ,
5 დილან ქოლიე, 9 რეგან ვარე, 10 კურტ ბეიქერ, 12 სიონე მოლია /
3
თრელ ჯოუეს, 6 აკუილა როკოლისოა, 7 სალესი რაიასი, 8 ენდრიუ ნიუსთაბ, 11 ჯონა ნარეკი * მწ) ქლარქ ლეიდლოუ

>>  მსოფლიოს შვიდეული:  ფილ ბერჯეს (ინგ), ჰარი გლოვერ (ინგ), ტავიტე ვერე’ნდამუ (სფრ), ჯოზეფა ლილი’ნდამუ (იაპ), თომ მიჩელ (ინგ), ჯოსევა რავოუ’ვოუ (ზელ), დილან ქოლიე (ზელ)

<<    ყველა ჩემპიონი     ისტორია @ ვიკი 

ზელანდია  

3

2001,  2013,  2018

ფიჯი  

2

1997,  2005

ინგლისი  

1

1993

უელსი  

1

2009

<<    საქართველო შვიდკაცის "მსოფლიო თასზე" [= საზიაროდ]

2001   X   @ მარ’დელ’პლატა (არხენტინა)
2005
  XI=   @ ჰონკონგი (ჩინეთი)
2009
  XXI=   @ დუბაი (არაბეთი)
2013
  XIX=   @ მოსკოვი (რუსეთი)

 

შვიდკაცის მსოფლიო სერია

XX სეზონი * 2018-19

<<  განრიგი
1

30/11-1/12

დუბაი

(არბ)

2

8-9/12

ქეიპ’თაუნ

(აფრ)

3

26-27/01

ჰემილთონ

(ზელ)

4

2-3/02

სიდნი

(ავს)

5

1-3/03

ლას’ვეგას

(აშშ)

6

9-10/03

ვანქუვერ

(კან)

7

5-7/04

ჰონკონგ

(ჩინ)

8

13-14/04

სინგაპურ

(სნგ)

9

25-26/05

ლონდონ

(ინგ)

10

1-2/06

პარიზ’ი

(სფრ)

>>  თასის მფლობელი

1999-2018 (166 ეტაპი)

56 ზელანდია; 36 ფიჯი; 29 აფრიკა;
18 ინგლისი; 11 სამოა; 7 ავსტრალია;

2 არხენტინა შოტლანდია შტატები;
1 კანადა კენია საფრანგეთი

>>  სერიის ჩემპიონი

ზელანდია

12

2000-05,  2007-08,  2011-14

ფიჯი  

3

2006,  2015,  2016

აფრიკა  

3

2009,  2017,  2018

სამოა  

1

2010