მასპინძლობის მადლი

   ზე 15-ის ოთხივე მეოთხედ’ფინალი მასპინძელმა რეფმა იმსაჯა და მასპინძელმა გუნდმა’ვე მოიგო

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

შინ რაგბობა დიდი უპირატესობაა, მით უფრო – სეზონის ფინიშზე, როცა გადაღლილი ხარ და ძალთა ბოლო მარაგს უხმობ.  ამას ემატება თანა’მემამულე რეფერი, ვინაც ზე’ პროფესიონალი კია, მაგრამ მაინც ადამიანია და თითლიბაზობს, რათა პუბლიკას თავი ნეიტრალურად მოაჩვენოს და ჯარიმებიც აბალანსოს

ტურნირის ფორმულაც ისეთია, რომ საკბილო ყველა მოწილეს ხვდეს. ქრუსეიდერზი იქეთ იყოს და აფრიკისა და ავსტრალიის ფალავნებს ზელანდიის კიდევ სამმა (!) გუნდმა აჯობა წრიულ სტადიაზე, მაგრამ ჯილას აპრიორი რომ ერგება ადგილი მოწინავე სამეულში და საშინაო მეოთხედ’ფინალიც, "დიდი ფინალი" ვეღარ გამოდის კივური დარბი

მეტიც, მეოთხე ნომერმა – ჰარიქეინზმა ნახევარ’ფინალში რომ ძლიოს ქრუსეიდერზი, ზელანდია ფინალის მასპინძლობას უნდა შეელიოს.  ეს რომ არ მოხდეს, მახვშებს შეეძლოთ, შინა’ომზე კივი მსაჯი დაენიშნათ, მაგრამ პრინციპულობა ახლაღა გაახსენდათ და სასტვენი აფრიკელს, იაკო პეიპერს ჩააბარეს

ლაიონზ – ვორათაზის შებმასაც ნეიტრალური, კივი გლენ ჯექსონი გაუძღვება, "დიდი ფინალისთვის" კი თადარიგიანად შეირჩა ამქარში საუკეთესო – ოზი "გას" გარდნერი და მისი დანიშვნა "ძალაში დარჩება", გინდაც გადამწყვეტი რკენის ერთი მონაწილე სიდნის კლუბი იყოს

ჩიფსის ფათერაკები

ველინგთონში ქარი ქროდა, მაგრამ ორივე ზელანდიურმა გუნდმა ხალხის შექცევა დაიჟინა – შესრულდა 320 პასი და ნავარდის ჯამური მეტრაჟიც 1196 გამოვიდა 276 სოლოზე

სტუმარი ჩიფსი დაღუპა ფანთა კერპმა, ათად მოთამაშე დამიენ მაკ’ქენზიმ (10 დარტყმა, 34 პასი, 20 სოლო = 104 მეტრი; 2 გაჭრა, 12 გაბითურება, 1 ოფლოუდი, 4 შეცდომა; ბოჭვა 7/3) – მას 40’’ წამზევე ჩაუჭრა ზე’ამბიციური გადაცემა ჯულიან სავეამ და 45 მეტრი ირბინა

გამოხდა ამ ფათერაკიდან 2’40 წუთი და "ბასი" (ავტობუსი!) ბრედ ვებერის უხეირო ნაპასევსაც დაეუფლა, მაგრამ უკვე დაღლილსა და ბოლო ხანს წონა’მომატებულს მიზნამდე 80 მეტრი რომ ჰქონდა სარბენი, ენთონ ლენართ-ბრაუნი 22-ში დაეწია და ალაგმა

ყინჩი თი’ჯეი

7 ქულით ჩამორჩენილმა ჩიფსმა თამაში დაალაგა და ნეითან ჰარისის წამოწყებული იერიშით ანგარიშიც გაქვითა. სტუმრებმა პირველ ტაიმში ბურთის ფლობით 65-35% აჯობეს ჰარიქეინზს და დროის 69%ც მეტოქის ნახევარზე გაატარეს

მათ ხაზის ჭრაში * 25-7 და მბოჭავის გაბითურებაშიც * 42-18 გვარიანი სტატისტიკური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ უხეირო დასაწყისის გადამკიდე, მატჩში ერთხელაც (!) ვერ დაწინაურდნენ და თუმც ერთი, კინკილა ქულით დამარცხდნენ * 31:32, ბოლო 10 წუთის წინ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო – ჰარიქეინზი 15-ით იგებდა

როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებულმა ბურთს ფეხი მეტი ურტყა *
26-17, და მისმა ყოჩებმაც კრიტიკულ მომენტებში გამოიღეს ხელი:

ცხრამ, თი’ჯეი პერენარამ 5-მეტრა შერკინებიდან ორჯერ (!) შეუტია ყინჩად და ლელოს გადაწვდა * 17:10 @ 33’ [ფოტოზე] და 25:17 @ 62’, გადამწყვეტ ლელოზე კი ახლოდან, პირდაპირ რომ მიეძალა ნგანი ლაუმაპე, ჯორდი ბარეთმა ფრთაზე დაგეზა ბენ ლემი * 32:17 @ 70’

საზრიანობად ეთვლებათ

ქარის’ვე გადამკიდე, ქრაისთ’ჩერჩში ვეება ტელე’ეკრანი აღარც დაუდგამთ, ემანდ ვისმე არ დაეცესო.  150-ე ზე’კეპი მიითვალა შარქსის ზანგმა ბურჯმა, "ბისთ" მთავარირამ, მასპინძელმა ქრუსეიდერზმა კი ყველა’ნაირად აჯობა ნამგზავრ აფრიკელებს * 40:10 (ლ 5/1)

კივებმა 10 ფაზა აკინძეს და კარის წინ რგებული ჯარიმით გახსნეს ანგარიში, მერე კი შუა’მარბმა რაიან ქროთიმ ორჯერ გაჭრა ხაზი და ორივე რეიდი სხვა ბექებმა დაასრულეს მარცხენა ალამთან * 13:0 @ 12’

შარქსმა იბრძოლა, მაგრამ ტექნიკამ დააღალატა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჯვაროსანთა ცხრამ, ბრინ ჰოლმა კარის წინ "ოდნავ წინ" მიაწოდა მეთ თოდს * 23:7 @ 43’

მერე 50 მეტრიდან გაიჯეჯილა ქუთაისში ნამყოფმა ჯეელმა ბრეიდონ ენორმა, გატეხილ შარქსს კი ქვა აღმართში მიაწია უფალმა ფრეიზერმა:

ბოლო ლელოზე თოდმა ჯარიმა უცებ გაათამაშა ნიშნულიდან გვარიანად განზე, მაგრამ როგორც უამრავჯერ მომხდარა, კივებს ეს საზრიანობად (ქვიქ სინქინგ) ჩაეთვალათ და არა წესის დარღვევად

ერთ შეტევაში ორჯერ

"გუნდი გამოცანა" ვორათაზი ჰაილენდერზთან აგებდა ბრეიქ’დაუნს და შინ, 50 წუთის შემდეგ * 6:23 ჩამორჩებოდა, უეცრად რომ შემოაბრუნა თამაში – კივებს წითელ ზოლში "აიღე და მიეძალე" გაეჩაღებინათ, არონ სმითმა მოკლე ფრთაზე ორ’კაცა მეტობა რომ შენიშნა

აქ გარისკა ოზთა ვირგლა გარე’მარბმა ტანქელე ნაია’რავორომ, ალამთან ჩაჭრა პასი და თუმც ბენ სმითი შუა ხაზთან დაეწია, ვორათაზი აბურთავდა. ჰოდა, რამდენიმე ფაზის შემდეგ კივთა გარე’მარბი ვაისაკე ნაჰოლო ერთ შეტევაში კისერში ორჯერ (!) წაეტანა ბურჯ სეკოპე კეპუს

ცდომილი გაასინბინეს, ავსტრალიის ნაკრების ბობოლა ბექებმა კი უმალ გაილაღეს და სამი ლელო გაიტანეს:

ინიციატივა და მსაჯიც

ქერთლი ბილმა 10 მეტრიდან შეუშვა კარში ბერნარდ ფოლი;  ნიქ ფიპსი დაეწაფა სტუმართა მიერ დერეფნიდან გადმოგდებულს, ბილმა 50 მეტრიდან გაიქროლა და იზი ფოლაუ ლელოდან 15 მეტრზე დაგეზა; ბოლოს კი ფოლაუმ 60 მეტრიდან გასერა დაცვა და ფიპსმა ფოლი (მატჩში პირველად 25 ქულა!) მონახა * 27:23 @ 62’

საკნიდან რომ გამოვიდა ნაჰოლო, ჰაილენდერზმაც შეუტია, მაგრამ ინიციატივა და მსაჯის სიმპათიაც უკვე მეტოქის მხარეს იყო.  ჰოდა, რაქში სულ შემტევი ჯარიმდებოდა; კივებს ხან ბურთი უვარდებოდათ, ხანაც მასპინძლები ბოჭავდნენ ზედ ლელოსთან, ერთხელ კი ოზმა ტელე’რეფმა თვისტომთა სასარგებლოდ "დადო დასკვნა" * 30:23

ხელ’მეორედ დააშამათეს

ხაგუარესმა ბოლო სამი კვირა აფრიკაში გაატარა და სამივე მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ წლეულს დაკავებული VII ადგილი მიღწევად უნდა ჩაეთვალოს, ლაიონზს კი ზედ ფინიშზე დაემატნენ მოკეთებულები და მგეზავი ელთონ იანკისიც ათამაშდა – ოღონდაც რა ხნით, საკითხავია

ხაგუარესმა მეტი იპასავა და ინავარდა, მეტოქის ნახევარზეც მეტი ხანი გაატარა და რაქშიც იყოჩაღა. ლაიონზმა მეტოქეზე 83 პროცენტით მეტი ბოჭვა შეასრულა, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც უსიტყვოდ მოიგო * 24:9 და ბოლო ნახევარ საათში ხელ’მეორედაც დააშამათა გათამამებული სტუმარი * 40:23

0:6-ზე იაპებმა 7-მეტრა დერეფანში ააგორეს მოლი, იანკისმა კი იქეთა ფრთაზე დაურტყა რუან კომბრინკს და ამან ნახტომით სახტად დატოვა მატიას მორონი * 7:6 @ 9’

არეკნი ვიღას ახსოვს?

შემდეგი ორი ლელო არხენტინელთა ლაფსუსებს მოჰყვა: ჯერ ჰაროლდ ფორსტერმა და მერე აფივე დიანტიმ ფეხით რომ დაიგორეს ოვალი, ვაუტისტა დელგვი რიკოშეტმა მოატყუა;  გონსალო ვერტრანუს კი პასი ჩაუჭრა კვაჭმა მალკომ მარქსმა და 45 მეტრი ირბინა

შესვენების შემდეგ სტუმრები აბურთავდნენ; მათ ორი ლელო გაიტანეს * 23:27 და კიდევ შეუტიეს, მაგრამ კვანძი საათის თავზე გაიხსნა:

ძალურ სოლოთა კვალად, როს კრონიემ და იანკისმა მოკლე ფრთაზე მიუშვეს ანდრის კუცია, მერე კი ელთონმა, ვიდრე 35 მეტრიდან შეაგდებდა ჯარიმას, 40 მეტრიდან. ხეირზე ... არეკნი’ც დაჰკრა

დიახ, ზე’რაგბში ეს ეშხიანი ხერხი თანდათან დავიწყებას ეძლევა – წლეულს, 124 თამაშში, სულ 6 არეკნი დაირტყა და გავიდა ... ორი!

 

ზე რაგბი 2018

მეოთხედ’ფინალი

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ჰარიქეინზ 32:31 ჩიფს  სტატ

ველინგთონ ზელ [4]  4ლ: ჯ.სავეა პერენარა (2 3) ლემ; 3გ: ბ.ბარეთ 2, ჯ.ბარეთ; 2ჯ: ბ.ბარეთ სბ ფიფიტა –

ჰემილთონ ზელ [5]  4ლ: ვებერ ლენართ-ბრაუნ დ.მაკ’ქენზი ბოშიარ; 4გ: მაკ’ქენზი 3, ნგატაი; ჯ: მაკ’ქენზი  

რეფ ჯექსონ (ზელ) 20/07   ვიდეო     რჩეული 

7:0(2) 7:7(8) 10:7(11) 10:10(22) 17:10(33) /
17:17(52) 20:17(55) 25:17(62) 32:17(70) 32:24(79) სბ(80ჰ) 32:31(80+3)

<<  ქრუსეიდერზ 40:10 შარქს  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  5ლ: ჰოლ ჰავილი თოდ ენორ სამუ;
3გ 3ჯ: მოჰუნგა –

დურბან აფრ [8]  ლ: ფან’ვეიკ; გ ჯ: რ.დიუ’პრე

რეფ ფრეიზერ (ზელ) 21/07   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 8:0(9) 13:0(12) 13:7(27) 16:7(40+) /
23:7(43) 23:10(48) 26:10(57) 33:10(68) 40:10(73)

<<  ვორათაზ 30:23 ჰაილენდერზ  სტატ

სიდნი ავს [3]  3ლ: ფოლი (1 3) ფოლაუ; 3გ 3ჯ: ფოლი სბ რაიან –

დანიდინ ზელ [6]  2ლ: ნაჰოლო თომსონ; 2გ 3ჯ: სოპოანგა
სბ
ნაჰოლო

რეფ გარდნერ (ავს) 21/07   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 3:3(7) 6:3(9) 6:10(12) 6:13(19) 6:20(26) 6:23(34) /
სბ(52ჰ) 13:23(54) 20:23(57) 27:23(62) 30:23(71) სბ(74ვ)

<<  ლაიონზ 40:23 ხაგუარეს  სტატ

იოჰანეს’ბერგ აფრ [2]  4ლ: კომბრინკ ფორსტერ მარქს ა.კუცია;
4გ 3ჯ ა: იანკის –

ვუენოს’აირეს არხ [7]  2ლ: დელგვი მატერა; 2გ 3ჯ: სანჩეს

რეფ პეიპერ (აფრ) 21/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(4) 0:6(6) 7:6(9) 14:6(16) 17:6(26) 24:6(28) 24:9(37) /
24:16(43) 27:16(44) 27:23(49) 34:23(58) 37:23(64ა) 40:23(76)

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 იზი ფოლაუ (ვრთ), 14 ჯულიან სავეა (ჰრქ), 13 რაიან ქროთი (ქრს), 12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ბენ ლემ (ჰრქ); 10 ელთონ იანკის (ლნზ), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ოუენ ფრენქს (ქრს); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 ლოჰლინ ბოშიარ (ჩიფ), 7 გარეს ევანს (ჰრქ), 8 ქიარან რიდ (ქრს)

სულ:  9 ზელ, 4 აფრ, 2 ავს * 0 არგ

  სტატმოწინავენი

ქულა:  217 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 215 რობერტ დიუ’პრე (შრქ);
177 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 161 ნიკო სანჩეს (ხგრ); 158 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 151 ელთონ იანკის (ლნზ); 144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 136 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 120 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 118 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 117 რის ჰოჯ (რბლ)

ლელო:  15 ბენ ლემ (ჰრქ), ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 14 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 10 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), იზი ფოლაუ (ვრთ);
9 თომ ბენქს (ბრმ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), მალკომ მარქს (ლნზ), ჯექ მედოქს (რბლ); 8 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), აკირა იოანე (ბლუ), ჯესი კრილ (ბულ), მანასა მატაელე (ქრს)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* ნახევარ’ფინალი (საქართველოს დროით   რაზმები

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

შაბ 28/07

ქრს.ზელ

11.35

ჰრქ.ზელ

ლნზ.აფრ

17.05

ვრთ.ავს