უძლეველნი ჩანან

   ზე 15-ის ნახევარ’ფინალებიც მასპინძლებმა – ქრუსეიდერზმა და ლაიონზმა მოიგეს და ახლა თასისთვის შარშანდელივით შეიბმებიან, ოღონდაც ... კივეთში

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

აფრიკის ჯილა ლაიონზი ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა, ქრუსეიდერზმა კი მარტის აქეთ მიყოლებით რომ მოიგო 14 თამაში, 23-ე სეზონში პირველობისთვის მეცამეტედ (!) იბრძოლებს.  ქენთებრელებს წინა 12 ფინალიდან მოუგიათ 8, პლეი’ოფის საშინაო მატჩების ბალანსად კი * 20-0 უწერიათ

შორეთში ყოფნამ არ დაგვცადოსო და აფრიკელები ზელანდიაში სამშაბათსღა ჩაფრინდნენ, თან ძილ-ღვიძილისა და კვების შინაურ გრაფიკსაც იცავენ.  ლაიონზს ეს ხერხი გამოუყენებია აპრილში, როცა ვორათაზი მეათე რაუნდში * 29:0 დაანგრია, მაგრამ კივები, ოზთაგან განსხვავებით, შინ უძლეველნი ჩანან

მსაჯობს ავსტრალიელი ენგას გარდნერი. ოზია მეორე კიდის მსაჯიც – ნიქ ბერი, პირველი და ვიდეო კი მასპინძლები არიან: გლენ ჯექსონი და შეინ მაკ’დერმოთი

ქრუსეიდერზმა 15-ეულში ერთად’ერთი კაცი შეცვლა: 6 ნომერ ჯორდან ტაუფაუს ნახევარ’ფინალში ხელი მოტყდა და ჰეიდენ ბედველ-ქერთისი შეეხიდება, ლაიონზს კი 7 ნომრად ეყენება ქაილ ბრინკი და გარე’მარბად – ქორნალ სქოსანი, რაკი აფივე დიანტს კანჭი დაეჭიმა

მოჰუნგამ აჯობა

ქრუსეიდერზმა ერთობ იოლად დაამარცხა შარშან’წინდელი ჩემპიონი ჰარიქეინზი * 30:12, ლაიონზი კი თავიდან * 0:14 ჩამორჩა ვორათაზს და მთიანეთში ბოლო მეოთხედშიღა გაილაღა * 44:26  

კივურ დარბში ჯეელმა რიჩი მოჰუნგამ აშკარად აჯობა "ოლ ბლექსის" ათს – ბოდენ ბარეთს [გაბითურება 11-4], მაგრამ ტრადიციონალიზს რაგბში ფრიადი გასავალი რომ აქვს, ძნელად, რომ ნაკრების შტაბმა დამდეგ "ოთხ ერზე" ვეტერანს ამჯობინოს გამოუცდელი მგეზავი

მასპინძლებს შერკინებაში რვა (!) "ოლ ბლექი" ეყენათ.  ისინი ბოჭვის არეში თითო-ოროლა კაცსღა ამწესებდნენ და დაცვაში ეკრანად ეწყობოდნენ.  სტუმრებმა ეგრეც ვერაფერი გააწყვეს ამ კარგად’ცნობილ ფანდთან, რაც მორკინალთა უღონობის გარდა, ღერძის უფანტაზიობის ბრალიცაა

პირველი ჩვენება

ჰარიქეინზი პირველი ტაიმის შუამდე მეტ-ნაკლებად ყოჩაღად იყო და მერეღა წახდა.  თავიდან ჯორდი ბარეთმა ძაან შორიდან ააცილა ჯარიმა, ქრუსეიდერზის პირველ ლელოზე კი შუა’მარბმა ჯექ გუდ’ჰიუმ 15 მეტრიდან გაჭრა ხაზი და "აიღე და მიეძალეს" შემდეგ მოჰუნგა ირიბად სვლით ეწია მიზანს * 7:0 @ 16’

მოჰუნგას უმალ დაუვარდა ქიქ’ოფი, 10-მეტრა შერკინებიდან პირდაპირ მიეძალა ნგანი ლაუმაპე, ნეჰე მილნერ-სქადერმა კი ტულონში მიმავალი ჯულიან სავეა დაგეზა. ეს, რაიან ქროთისგან შებოჭილიც, გადასწვდა ლელოს და ზე’მონაგარი 50-მდე აიყვანა, ტელე’რეფმა კი რომ ვერაფერი დაასკვნა, მსაჯს "პირველი ჩვენება" აღარ შეუცვლია * 7:7

25’ წუთზე ბოდენმა იქეთა ფრთაზე აუწია აბრაგანი უმცროს ძმას, მაგრამ დევიდ ჰავილიმ იყოჩაღა და ბურთი უკან (!) გადააგდო.  მალე შეგორებაზე დაუფარეს ლაუმაპეს. მანვე კისერში ბოჭვისთვის ჯარიმა მიიღო და ქრუსეიდერზმა 15 მეტრზე რომ მოიგო დერეფანი, ბრინ ჰოლმა რაქიდან, მოკლე ფრთაზევე, მიაწოდა 20 მეტრით დაშორებულ ჯორჯ ბრიჯს * 12:7 @ 28’

მეთოდურად ჩაითრიეს

შესვენებამდე მოჰუნგამ ორი ჯარიმაც გაიტანა:  ჯერ ჰარიქეინზმა ლელოდან 35 მეტრზე იდედლა შერკინებაში, მერე კი თავად რიჩიმ 75 (!) მეტრიდან შეუტია და სეტა ტამანი’ვალუს წინსვლა მეტოქემ თამაშ’გარედანღა შეაჩერა * 18:7

ჰარიქეინზი უგერგილოდ ფაზაობდა.  მილნერ-სქადერს მოეჭრა მოჰუნგას გადაკიდებულის საპასუხო დარტყმა, გუდ’ჰიუს ნავარდი კი, შემდეგი რაქიდან, ჰავილიმ დააგვირგვინა ლელოთი * 25:7 @ 45’

სტუმრებმა კიდევ აკინძეს 15 ფაზა და ისევ ამაოდ, მერე კი თავის ნახევარზე დაიბნა ვეზ ხუსენი და ქრუსეიდერზმა მარცხნივ, 7 მიძალებით, მეთოდურად რომ ჩაითრია დაცვა, მოჰუნგამ მარჯვნივ გადაუკიდა მარტო დარჩენილ ბრეიდონ ენორს * 30:7 @ 69’

ბოდენს მაშინღა ეშველა, მოჰუნგა რომ შეცვალეს – კართან დაფინტა, მაგრამ შებოჭილი მაინც ვერ მისწვდა ლელოს, სირენის შემდეგ კი სტუმრებმა უცებ გაათამაშეს ჯარიმა და ბენ ლემმა რომ გააბითურა ენორი, ზე’რაგბის ახალი რეკორდი გამოცხვა – სეზონში 16 ლელო!

თავზე’ხელაღებული სტილი

ვორათაზმა ტურნირის ბოლო მატჩშიღა დააწინაურა დამწყებ კვაჭად ტოლუ ლატუ.  ბურთაობა, კივურ შინა’ომთან შედარებით, უფრო თანაბარი და თვალ’სასეირო გამოვიდა – დაიდო 10 ლელო და გაცუდდა ბლომად, 65 ბოჭვა (33+32)

ოზებმა თავიდანვე გაშალეს თამაში და ორი ლელოთი დაწინაურდნენ: იზი ფოლაუმ იხელთა ბერნარდ ფოლის აბრაგანი და იქეთა ფრთაზე ნედ ჰენიგანი გაქანდა, ტანქელე ნაია’რავოროს რეიდის შემდეგ კი ფოლიმ კართან, ახლოდან დაგეზა ფოლაუ * 0:14 @ 10’

ლაიონზი, თავზე’ხელაღებული სტილიდან გამომდინარე, ამგვარ ფათერაკებს მიჩვეულია და ახლაც ძველებურად გააგრძელა თამაში

ჰოდა, ჯერ კვოხა სმითმა გააბითურა ზედიზედ სამი მბოჭავი; მერე აფივე დიანტიმ თავისი 22-დან გამოაქცუნა ფოლის დარტყმული, გადაიკიდა, აიღო და გაიჯეჯილა;  ბოლოს კი დერეფანში აგორებულმა მოლმა 15 მეტრი ჩაიგრიალა * 19:14 @ 37’

ჩია მარნუსი

სტუმრებმა დერეფნის თავში საზრიანად გაითამაშეს ბურთი და ტაიმი ფრედ დაასრულეს * 19:19, მაგრამ მერე ბრძოლაში ჩაება "სუპერ საბ"ი – ჩია მარნუს სკუმანი და 7 წაღებაზე 33 მეტრით წაწია წინ ოვალი

ლაიონზის ბევრით დაწინაურება დროის საქმეღა იყო. ელთონ იანკისმა ერთი იოლი ჯარიმა ძელს გაარტყა, მაგრამ მეორე გაიტანა; მერე მას გარდასახვისას დაყენებული ბურთიც წაექცა და მეტოქემ დარტყმა აღარ დაანება, მაგრამ ოზები უკვე გაჭირვებით იცავდნენ თავს

რუან კომბრინკის აბრაგანი იხელთა ანდრის კუციამ, სკუმანისა და ჰაროლდ ფორსტერის წინსვლას კი სინბინი მოჰყვა.  იაპებმა ისევ ააგორეს მოლი და ნელ’ნელა, ძნელად მაინც შეიტანეს ლელო, მერე კი კვოხამ რაქში აიღო ბურთი და 30 მეტრიდან ეულად გაინავარდა * 34:19

ბოჭვაზე, სკუმანის მიერ მოპოვებული ჯარიმა იანკისმა 52 მეტრიდან შეაგდო: ვორათაზმა ერთიც გაიბრძოლა და ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლოს საკუთარ 22-ში რომ შეემთხვა თერნოვერი, ელთონმა იქეთა ფრთაზე გადაუკიდა მარტოდ მდგარ ორ თავისიანს

 

ზე რაგბი 2018

ნახევარ’ფინალი

 ფოქსის 50’ რჩეული

<<  ქრუსეიდერზ 30:12 ჰარიქეინზ  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  ჰავილი ტამანი’ვალუ (ენორ 62) გუდ’ჰიუ ქროთი (ტამანი’ვალუ 73) ბრიჯ <10-9> მოჰუნგა (ჰანთ 71) ჰოლ (დრამონდ 55) / მუდი (პერი 55) თეილორ (სიატანგა 71-72) ფრენქს (ალა’ალა’ტოა 55-72) სქ.ბარეთ ს.ვაითლოქ^კაპ; ტაუფუა (სამუ 19) თოდ რიდ (რომანო 73) – 4ლ: მოჰუნგა ბრიჯ ჰავილი ენორ;
2გ 2ჯ:
მოჰუნგა

ველინგთონ ზელ [4]  მილნერ-სქადერ (ხუსენ 52) ჯ.სავეა (ვესთ 73) ჯ.ბარეთ ლაუმაპე ლემ <10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ბუს 71-75) / თ.სმით (არმსთრონგ 49) რიქითელი (ო’რაილი 71) ტუმანგა-ალენ (მეი 49) ფატიალოფა ლაუსი (ფიფიტა 55) შილდს^კაპ ევანს თომსონ (პრინსეპ 59) – 2ლ: სავეა ლემ; გ: ბ.ბარეთ

რეფ პეიპერ (აფრ) 28/07   ვიდეო     რჩეული 

7:0(16) 7:7(19) 12:7(28) 15:7(36) 18:7(39) შეს(40+3) /
25:7(45) 30:7(69) 30:12(80+)

<<  ლაიონზ 44:26 ვორათაზ  სტატ

იოჰანეს’ბერგ აფრ [2]   კუცია კომბრინკ (მნისი 77) მაპუ ფორსტერ დიანტი (სქოსან 41) <10-9> იანკის კრონიე (სმიტ 68) / ფან’რუიენ (დ.სმით 65) მარქს (ფური 74) დრეიერ (იონკერ 68) ორი მოსტერტ; კვ.სმით (დაიმანი 74) ერაზმუს (სკუმან 53) ვაითლი^კაპ
6ლ:
კვ.სმით (1 5) დიანტი მარქს (3 4) სქოსან; 4გ 2ჯ: იანკის

სიდნი ავს [3]  ფოლაუ ნიუსამ რონა (ქლარქ 65) ბილ ნაია’რავორო (ლატუ 61-67, ჰეგართი 68) <10-9> ფოლი^კაპ ფიპს (გორდონ 55) / რობერთსონ (ჯონსონ-ჰოუმს 70) ლატუ (ფითს’პათრიქ 51 სბ 57) კეპუ (რაიან 60) ჰოლოვეი (ვილქინ 60) სიმონს (სთენიფორს 57) ჰენიგან მილერ ველს – 4ლ: ჰენიგან ფოლაუ რობერთსონ გორდონ; 3გ: ფოლი

რეფ ჯექსონ (ზელ) 28/07   ვიდეო     რჩეული 

0:7(6) 0:14(10) 5:14(21) 12:14(28) 19:14(37) 19:19(39) /
22:19(55) სბ(57ვ) 27:19(58) 34:19(64) 37:19(74) 37:26(76) 44:26(80)

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 ჯულიან სავეა (ჰრქ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 აფივე დიანტი (ლნზ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 როს კრონიე (ლნზ) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ოუენ ფრენქს (ქრს); 4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 6 მარნუს სკუმან (ლნზ), 7 კვოხა სმით (ლნზ), 8 ქიარან რიდ (ქრს)

სულ:  8 ზელ, 7 აფრ * 0 ავს

  სტატმოწინავენი

ქულა:  223 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 215 რობერტ დიუ’პრე (შრქ);
177 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 165 ელთონ იანკის (ლნზ); 161 ნიკო სანჩეს (ხგრ); 158 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 136 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 133 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 122 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 117 რის ჰოჯ (რბლ)

ლელო:  16 ბენ ლემ (ჰრქ);  15 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ტანქელე ნაია’ რავორო (ვრთ);  11 მალკომ მარქს (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ); 
10 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ);  9 თომ ბენქს (ბრმ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ);  8 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), აკირა იოანე (ბლუ), ჯესი კრილ (ბულ), მანასა მატაელე (ქრს)

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

22 წლის ჯამი (1996-2017)  EN  pdf

 

* ფინალი (საქართველოს დროით   წინა’თქმა

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

შაბ 4/08

ქრს.ზელ

11.35

ლნზ.აფრ