ერთურთის სიყვარულით

   ზე 15-ის ფინალში ქრუსეიდერზმა ზე’მტკიცე დაცვითა და შანსების გამოყენებით ძლია ლაიონზი და 23-ე სეზონში მეცხრედ იჩემპიონა

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

ქრუსეიდერზი პლეი’ოფში შინ უძლეველია * 21-0 და სამჯერ მეტი ტიტულიც მოუგია, ვიდრე უახლოეს მდევრებს – ბლუზსა და ბულზს, ლაიონზმა კი ზედიზედ მესამე ფინალიც წააგო ზელანდიის გუნდთან

თანამედროვე სპორტში სტატისტიკა გაფეტიშებულია, მაგრამ რაგბი იმდენად უცნაური ფენომენია, რომ ყველაფერს თავდაყირა აყენებს:

აგერ, ახლაც ლაიონზმა მეტად ივაჟკაცა ბურთის ფლობითა და ცენტრს იქეთ ყოფნით * 56-44 და 66-34%; მეტი უტია * 167-110 სოლო; რაქშიც აჯობა კივებს * 124-89 და ბოჭვაც მეტი დააჭირვა * 203-135, მაგრამ ქრუსეიდერზმა თამაში უკეთ რომ იცის, მეტოქეს ხაზი მეტად უჭრა *
13-7 და ნაკლებ წაღებაზე წინ უფრო მეტადაც წაწია ოვალი * 401-386

მაინც ბარეთსო

კივებს კრიტიკოსები ვირ’ეშმაკობას უწუნებენ და გარკვეულ’წილად მართლებიც არიან:  მასპინძლები ორჯერ უფრო ხშირად * 15-7 ჯარიმდებოდნენ; მათ 10 წუთი კაც’ნაკლულებმაც ირაგბეს, მაგრამ სხვებზე უკეთ იციან, როდის შესცოდონ – ოღონდაც ლელო არ გაუშვან!

რაგბს შერკინება იგებს, მაგრამ ფორვარდთა გარჯა ფუჭი იქნება, თუ გუნდს მგეზავი არ უვარგა.  ჯეელმა კივმა რიჩი მოჰუნგამ დააშამათა მულატი ელთონ იანკისი, ვინაც ვინ მოთვლის, მერამდენედ ჩაფლავდა დიდ სცენაზე, მაგრამ ქურციკეთში ხალხს სხვა საზომით აწინაურებენ

ფინალი დიდებული საცქერი გამოვიდა.  ბედად, თემიდას ამჯერად აღარაფერი მიუქარავს.  თამაშიც თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო და კვანძის გახსნის შემდეგაც არ გაუფერულებულა.  კაპიტნებმა აქეს მეტოქე, "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა კი ერს გამოუცხადა, მოჰუნგას გამოცდილება აკლია; "ოთხ ერზე" ათად მაინც ბოდენ ბარეთს დავაყენებ, ავსტრალიამ კი ბოლო თამაში მოგვიგო და ფავორიტიაო!

წინსვლის ნაცვლად

ქრუსეიდერზმა პირველი ტაიმი * 20:6 მოიგო 37% ბურთითა და 30% ტერიტორიით.  ლაიონზმა საწყის 26 წუთში 5 მეტრიდან სამჯერ ააგორა ნაქები მოლი, მაგრამ წინსვლის ნაცვლად ყოველ ჯერზე უკან დაიხია

კივთა მოძღვარ სქოთ რობერთსონს მთელ მატჩში აღნუსხული შვიდი მოლი თურმე ოცად (!) დაახსომდა, მოჰუნგამ კი ნამატჩევს დაიტრაბახა, ერთურთის სიყვარულს (!) ბიჭები სწორედ რომ დაცვაში ვაქსოვთო

5’ წუთზე ხაზი გაჭრა რუან კომბრინკმა, მაგრამ იაპებს 13 ფაზის შემდეგ წითელ ზოლში დაუვარდათ ბურთი.  მერე ბრიჯი თავის ალამთან გადადენეს კიდეზე, მაგრამ კივები მაგრად დადგნენ და ლაიონზი სამ ქულასღა დააჯერეს

შარშან შემოიღეს

18’ წუთზე ბრიჯი სამმა კაცმა ძლივს ალაგმა ალამთან, დერეფნიდან კი რომ მიეძალნენ მორკინალები, მოჰუნგამ საფრანგეთში მიმავალ სეტა ტამანი’ვალუს ფრთაზე მიაწვდინა მოსროლილი * 10:3

მოჰუნგასივე გადაკიდებული თავის ლელოში მდგარმა იანკისმა მოედნიდან აიღო, დაამიწა და ძაანაც გაიოცა, რეფმა 5-მეტრა შერკინება რომ დანიშნა – არადა, ეს წესი დიდ რაგბში შარშან ივნისში შემოიღეს

შერკინებაში სტუმრები დაჯარიმდნენ და კიდევ 3 ქულით ჩამორჩნენ, შემდეგსავე ეპიზოდში კი იანკისმა უაზროდ რომ აუწია აბრაგანი ლიონელ მაპუს, იმავე მოჰუნგამ მოუხსნა, 55 მეტრიდან 25-მდე ირბინა და ჯექ გუდჰიუს დევიდ ჰავილიც მიჰყვა * 20:3

მეორე ტაიმის დასაწყისშივე კივებმა 12 ფაზა აკინძეს და 40 მეტრზე მოიპოვეს ჯარიმა * 23:6, მერე კი ლაიონზის 17-ფაზიანი შტურმი კვოხა სმითის რეიდით დასრულდა.  სტუმრების მოლმა მეოთხედაც (!) დაიხია უკან; მოფინტავე იანკისს სულ ცოტა დააკლდა ხაზამდე,
5-მეტრა შერკინებაში კი შემტევი დაჯარიმდა

"ბრეიქ დანსი" დაუარა

ქრუსეიდერზის დაცვა მაინც გაირღვა – მეთ თოდი ხელის კვრით მოიშორა ქაილ ბრინკმა.  საათის თავზე ტამანივალუმ უხეიროდ აიღო გადაკიდებული და დაჯარიმდა, მაგრამ კომბრინკს 40 მეტრიდან ძაან მოეცარა ფეხი და ანგარიში * 13:23 დარჩა

უმალ შეცდა სტუმართა კაპიტანი ვორენ ვაითლი, მორიგი 13 ფაზის ბოლოს კი თოდისა და ქოდი თეილორის ოფლოუდებით კარში შეიჭრა მიჩ დრამონდი * 30:13

ლაიონზი კომბრინკის მეორე რეიდის შემდეგაც შეფერხდა, მაგრამ უკვე უკეთ ჰკრავდა მოლს.  რაიან ქროთი რაქში მყოფ ბურთზე ფეხის დარტყმისთვის გაასინბინეს და მალკომ მარქსმა ახლოდან იძალა, მაგრამ იანკისმა გარდასახვა დაახაია * 30:18

კივებმა უმალ სისხარტით დალელოვეს მეტოქე:  ჰავილიმ კიდიდან უცებ შემოაგდო ბურთი, ბრიჯმა გააბითურა კვოხა, მერე კი პით სამუმ, ენდრიუ მაკალიომ და სქოთ ბარეთმა წაიბურთავეს * 37:18

ქრუსეიდერზმა ბოლოს ორჯერ გააჩაღა ფაზაობა თავის ნახევარზე და კინაღამ დაისაჯა, მაგრამ სირენის შემდეგ, მესამე წუთზე თოდმა ლამის ლელოში შეტანილი წაღლიტა სტუმრებს და მაქედან 25 წუთის შემდეგ მოძღვარმა რობერთსონმა ტრადიციული "ბრეიქ დანსი" დაუარა

დრო არ უთქვამთ

ასე დასრულდა სეზონი, რომელშიც ავსტრალია შარშანდელი * 0-26’ის შემდეგ * 4-13’ღა ჩამორჩა ზელანდიას.  გაისად უკეთესი შეჯიბრი გველის, რადგან მსოფლიო თასის წელია და ზე’რაგბი 15 თებერვალს რომ დაიწყება, 21 კვირის შემდეგ, 6 ივლისს დასრულდება ფინალით

ფორმულა უცვლელია – წლეულს აღდგენილი.  2015 წლის დარად, მოიკვეცება "ოთხი ერიც", მაგრამ ორი ბლედისლოუ მაინც ჩატარდება, წლეულს კი მესამე კივურ-ოზური ჯახი მსოფლიო თასის ფინალის არენაზე, იოკოჰამაშია დანიშნული, ოღონდაც დრო ჯერაც არ უთქვამთ

წესია და შედგა სიმბოლური ნაკრებები.  ჩვენს მიერ ნაერთგულებ, "პლანეტ რაგბის" ვერსიაში ორი ჩემპიონიღა მოხვდა – გუდ’ჰიუ და მოჰუნგა, ზე’რაგბის პატრონმა "სანზაარ"მა კი უფრო შორსაც გაუტია და 15-ეულში ბრიჯი’ღა შეიყვანა

ოფიციოზის ვერსიით, წლის უმარგესია ჩიფსის კოლორიტი დამიენ მაკ’ქენზი, რაღაი "ოპტა"ს ზე’რთული ფორმულით საუკეთესო მონაგარი აქვს.  არადა, როგორც თავშიც შევნიშნეთ, რაგბში სტატისტიკა ხშირად არაფრის მაქნისია!

 

ზე რაგბი 2018

ფინალი

<<  ქრუსეიდერზ 37:18 ლაიონზ  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  ჰავილი ტამანი’ვალუ გუდ’ჰიუ ქროთი სბ 67, ბრიჯ (ენორ 77) <10-9> მოჰუნგა (ჰანთ 77) ჰოლ (დრამონდ 54) / მუდი (პერი 47) თეილორ (მაკალიო 69) ფრენქს (ალა’ალა’ტოა 60) სქ.ბარეთ (რომანო 72) ს.ვაითლოქ^კაპ; ბედველ-ქერთის (სამუ 56) თოდ რიდ – 4ლ: ტამანი’ვალუ ჰავილი დრამონდ სქ.ბარეთ; 4გ 3ჯ: მოჰუნგა

იოჰანეს’ბერგ აფრ [2]   კუცია კომბრინკ მაპუ ფორსტერ (მნისი 76) სქოსან (დიანტი 54) <10-9> იანკის კრონიე (სმიტ 69) / ფან’რუიენ (დ.სმით 47) მარქს (ფური 76) დრეიერ (იონკერ 69) ორი (ერაზმუს 54) მოსტერტ; კვ.სმით ბრინკ (სკუმან 63) ვაითლი^კაპ 2ლ: ბრინკ მარქს; გ 2ჯ: იანკის

რეფ გარდნერ (ავს) 4/08   ვიდეო     რჩეული 

0:3(13) 3:3(16) 10:3(20) 13:3(33) 20:3(36) 20:6(39) /
23:6(43) 23:13(54) 30:13(63) სბ(67ქ) 30:18(68) 37:18(71) დას(80+3)

მატრიცები   EN

 

2018 წლის საბოლოო კიბე

ად

კოდი

გუნდი

ქალაქი

ქვეყ

2017

1

ქრს

ქრუსეიდერზ

ქრაისთჩერჩ

ზელ

1

2

ლნზ

ლაიონზ

იოჰანესბერგ

აფრ

2

3

ვრთ

ვორათაზ

სიდნი

ავს

16

4

ჰრქ

ჰარიქეინზ

ველინგთონ

ზელ

3

5

ჩიფ

ჩიფს

ჰემილთონ

ზელ

4

6

ჰლნ

ჰაილენდერზ

დანიდინ

ზელ

7

7

ხგრ

ხაგუარეს

ვუენოს’აირეს

არხ

10

8

შრქ

შარქს

დურბან

აფრ

8

9

რბლ

რებელზ

მელბურნ

ავს

18

10

ბრმ

ბრამბიზ

კანბერა

ავს

6

11

სთო

სთორმერზ

ქეიპ’თაუნ

აფრ

5

12

ბულ

ბულზ

პრეტორია

აფრ

15

13

რედ

რედს

ბრისბენ

ავს

14

14

ბლუ

ბლუზ

ოქლენდ

ზელ

9

15

სნვ

სან’ვულვზ

ტოკიო

იაპ

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

>> 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17 18

19

 

მფ

ნფ

 

"პლანეტ რაგბის" სეზონის რჩეული

15 იზი ფოლაუ (ვრთ), 14 ბენ ლემ (ჰრქ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ქრს),
12 ქერთლი ბილ (ვრთ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 არონ სმით (ჰლნ) /

1 ჟაკ ფან’რუიენ (ლნზ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 დევიდ პოქოქ (ბრმ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  7 ზელ, 5 ავს, 3 აფრ * 0 არხ იაპ

  სტატმოწინავენი

წყარო >>  ფოქს’სპორთს

ქულა:  223 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 215 რობერტ დიუ’პრე (შრქ);
177 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 173 ელთონ იანკის (ლნზ); 161 ნიკო სანჩეს (ხგრ); 158 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 150 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
144 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 136 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 122 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 117 რის ჰოჯ (რბლ)

ლელო:  16 ბენ ლემ (ჰრქ);  15 ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ტანქელე ნაია’ რავორო (ვრთ);  12 მალკომ მარქს (ლნზ);  11 იზი ფოლაუ (ვრთ); 
10 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), ემილიანო ვოფელი (ხგრ), რიკო იოანე (ბლუ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ);  9 თომ ბენქს (ბრმ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ);  8 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), აკირა იოანე (ბლუ), ჯესი კრილ (ბულ), მანასა მატაელე (ქრს)

წუთი:  1,520 ელთონ იანკის (ლნზ), ფრანკო მოსტერტ (ლნზ);
1,485 ანდრის კუცია (ლნზ); 1,440 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 1,418 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 1,367 კვოხა სმით (ლნზ); 1,353 ქერთლი ბილ (ვრთ); 1,350 მეთ თოდ (ქრს); 1,344 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ);
1,338 ქერთის რონა (ვრთ); 1,330 რუან ბოთა (შრქ); 1,319 ლუკანიო ამ (შრქ); 1,313 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 1,304 მაიქლ ველს (ვრთ)

ნავარდი (მეტრი):  1,792 ამანაკი მაფი (რბლ); 1,766 ტანქელე ნაია’ რავორო (ვრთ); 1,727 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ); 1,656 ჯორჯ ბრიჯ (ქრს); 1,466 ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ); 1,431 რიკო იოანე (ბლუ);
1,327 იზი ფოლაუ (ვრთ); 1,313 თომ ბენქს (ბრმ); 1,287 ქერთის რონა (ვრთ); 1,281 ანდრის კუცია (ლნზ); 1,273 ბენ ლემ (ჰრქ)

ნარტყამი (მეტრი):  4,331 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 3,616 ელთონ იანკის (ლნზ); 3,611 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 3,197 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,184 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 3,118 რობერტ დიუ’პრე (შრქ);
2,849 ნიკო სანჩეს (ხგრ); 2,844 ქერვინ ბოშ (შრქ)

მბოჭავის გაბითურება:  87 აკირა იოანე (ბლუ); 76 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 75 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 71 სოლომონ ალაი’მალო (ჩიფ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 68 ანდრის კუცია (ლნზ); 64 მაიქლ ლითლ (სნვ), ამანაკი მაფი (რბლ); 63 სამუ კერევი (რედ); 62 რიკო იოანე (ბლუ); 60 ჯორჯ ბრიჯ (ქრს)

ბოჭვა:  217 ფრანკო მოსტერტ (ლნზ); 211 ლუქ ვაითლოქ (ჰლნ);
206 მაიქლ ველს (ვრთ); 201 დილონ ჰანთ (ჰლნ); 200 რიქი რიქითელი (ჰრქ); 193 თომ ფრენქლინ (ჰლნ); 192 ბრედ შილდს (ჰრქ); 188 მეთ თოდ (ქრს); 181 კვოხა სმით (ლნზ)

ღლეტვა:  10 დევიდ პოქოქ (ბრმ); 9 კვოხა სმით (ლნზ); 8 აგუსტინ კრევი (ხგრ); 7 სემ ქეინ (ჩიფ), მაიქლ ჰუპერ (ვრთ)

 

ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2018)

 

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

9

1998

1999

2000

 

 

 

 

2002

2005

2006

 

 

 

 

2008

2017

2018

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

2

2012

2013

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

ვორათაზ

(სიდნი)

ავს

1

2014

ჰაილენდერზ

(დანიდინ)

ზელ

1

2015

ჰარიქეინზ

(ველინგთონ)

ზელ

1

2016

 

2018

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2017

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2016

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2015

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2014

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2013

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2012

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2011

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2018 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

14.05

ზელანდია

სიდნი [ბლ1]

 

 

აფრიკა

19.05

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

ზელანდია

11.35

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

 

 

ავსტრალია

14.05

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

02.40

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html