"წელს მიჰყვება წელი"

   ზელანდიას ავსტრალია ერთი ტაიმი გაუძალიანდა "ბლედისლოუს თასის" პირველ შებმაში, მერე კი, აწ’უკვე ტრადიციულად, მოისრა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

"წელს მიჰყვება წელი", "ოლ ბლექსის" მძლავრობას კი ბოლო არ უჩანს.  1931 წელს დაწესებული, ვერცხლის "ბლედისლოუს თასი" კივებს უპყრიათ 2003 წლიდან, ოზთა თაობები კი ისე ცვლიან ერთმანეთს, რომ ტრანს-ტასმანური რაგბული მეტოქეობის სიმბოლოს ოდენ ... უცქერენ

ნავსი წლეულსაც რომ ვერ გატყდება, რაგბეთისთვის ცხადია ზე 15-ის შედეგებიდან, მაგრამ ჟანრს თავისი კანონი აქვს.  ჰოდა, "ოლ ბლექსის" გურუ სთივ ჰანსენი მატჩამდე თავს უქონავდა მეტოქეს, შარშან თქვენ რომ მოგვიგეთ ბოლო რკენა – ფავორიტები ხართო!

"ვოლაბებიც" ყინჩად იყვნენ, მათი "უნარების გადია" მიქ ბირნი კი ამტკიცებდა, ჩემი შეგირდები ტექნიკით არ ჩამოუვარდებიან კივებსო

ამასობაში ზელანდიის მედიამ კიდევ გააჩაღა დისკუსია, ამდენი შესრულებით ჰაკა არ გაგვიუფასურდესო, ბანაკებს კი თუმც აღარ გაუმართავთ მატჩის’წინა კაფიაობა – "ოლიმპიურზე" მაინც მივიდა შარშანდელზე ბარემ 12 ათასით მეტი მოსეირე

ვერ გაუბედეს

ზელანდია თავიდან იშტაზე ვერ იყო:  თავს იცავდა, შეტევაში კი ბურთი უვარდებოდა.  მალე გამოჩნდა, რომ ოზები – რაგბის აქსიომათა საპირისპიროდ – მორკინალთა ნაცვლად ბექების იმედად იყვნენ. ამათი ჯილა იზი ფოლაუ ვაისაკე ნაჰოლომ 3’ წუთზევე შუბურად დასცა, მაგრამ აფრიკელმა რეფმა ცდომილს გასინბინება ვერ გაუბედა

ვოლაბები 10’ წუთზე დაწინაურდნენ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით, შუა ტაიმში კი 12 ფაზითაც რომ ვერაფერი დააკლეს მეტოქეს, კიდევ 3 ქულას დასჯერდნენ * 6:0

აქედან მოყოლებული, კივები ათამაშდნენ, მაგრამ მასპინძლები თავს ყოჩაღად იცავდნენ – 31’ წუთზე ნაჰოლო ზედ ალამთან გადადენა კიდეზე დეინ ჰეილეთ-პეთმა.  მერე ალყა გამოარღვია ტატაფუ პოლოტა-ნაუმ, "ოლ ბლექსის" დირიჟორმა ბოდენ ბარეთმა კი ჯარიმა ააცილა 40 მეტრიდან

41 გაცუდებული

ავსტრალია რომ ბოლომდე ვერ გაძლებდა, შესვენებამდევე ჩანდა – 80 წუთის შემდეგ "პირველი დონის" გუნდს "თავისი დერეფნის" ბალანსად რომ * 5-8 ეწეროს, ეგეთ შემთხვევას ვერც’კი ვიხსენებთ! 

ვოლაბთა შერკინებამაც იდედლა – პირველი ხაზი 7-ჯერ დაჯარიმდა!  ერთი სიტყვით, ოზები ფაქტობრივად უბურთოდ დარჩნენ და იმის იმედადღა იყვნენ, რომ თერნოვერიდან გამორჩებოდნენ რამეს

არადა, აქაც პირიქით მოხდა:  ზელანდიამ მეორე ტაიმში ხუთიდან სამი ლელო მას შემდეგ დადო, რაც ავსტრალიამ ბურთი შეტევაში დაკარგა, და ორიც – ვოლაბთა მიერ წაგებული დერეფნიდან

უწრთობი – ანაც ზედმეტი ვარჯიშით გადაღლილი – მასპინძლები ისე წახდნენ, რომ 41 ბოჭვა გაუცუდდათ, ანუ ამ კომპონენტში მარგობა 75%ღა გამოუვიდათ

ოფლოუდთა კორიანტელი

ლელოები ასე გავიდა:  პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში ბენ სმითმა გააბითურა ლუქან ტუი, კიდეზე კი ოფლოუდების კორიანტელი დააყენეს ჯექ გუდ’ჰიუმ, ნაჰოლომ და ქიარან რიდმა, ვინაც "შიგნით დაუბრუნა" ოვალი არონ სმითს * 6:5

მეორე ტაიმში ნაჰოლომ ბურთი თავის 22-ში წაღლიტა მარიკა კოროი’ მბეტეს, ბარეთმა, გუდ’ჰიუმ, ენთონ ლენართ-ბრაუნმა თამამად შეუტიეს, ფრთაზე გაილაღა რიკო იოანემ და "შიგნით დაუბრუნა" ადევნებულ გუდ’ჰიუს * 6:12 @ 44’

ოზებმა 60 მეტრიდან რომ შეუტიეს ბექებით, ბერნარდ ფოლის ნაპასევი მოხვდა ჰეილეთ-პეთს, ბარეთმა კი ბურთს სამჯერ მიჰკრა ფეხი და სპრინტი მოუგო ვილ გენიას * 6:19 @ 53’

ნაჰოლოს დუბლი

ოზებმა დერეფანი რომ წააგეს, ბენ სმითმა ღრეჩოში შეუშვა გუდ’ჰიუ, ახმახმა ბროდი რეთალიქმა კი 25 მეტრიდან ფინტზე წამოაგო მგეზავი (!) ფოლი * 6:26 @ 65’

მასპინძლები გამწარდნენ:  ქერთლი ბილმა და ფოლიმ 80 მეტრიდან შეუტიეს და ახალბედა ჯექ მედოქსი დაგეზეს * 13:26 @ 67’

ვალში არც კივები დარჩენილან:  თერნოვერის შემდეგ ბარეთმა 60 მეტრიდან იქეთა ფრთაზე გადაკიდა და ნაჰოლომ დაცვას დაასწრო * 13:31 @ 74’, სამი წუთის შემდეგ კი მანვე არეულ მწყობრში გაირბინა 40 მეტრიდან * 13:38

დიდი ხნით იუქმებს

გამარჯვებულთაგან 126 მეტრზე ინავარდეს ნაჰოლომ და გუდ’ჰიუმ

ბენ სმითს 5-5 გაჭრა და "მბოჭავის გაბითურება" მოუგროვდა.  მე-100 კეპის მომხვეჭმა სემ ვაითლოქმა ოზებს 4 დერეფანი მოუგო, რეთალიქმა კი – სამი და თანაც 63 მეტრი იარა

"ოლ ბლექსი" უნარიანად გეზა ზე 15-ში ნაკრიტიკებმა ბარეთმა:
14 დარტყმა, 38 პასი, 13 სოლო, 80 მეტრი, 3 გაჭრა, 2 გაბითურება, დამარცხებულთაგან კი ბოჭვაზე ვერ ივარგეს: კოროი’მბეტემ * 5/5 და ტოლუ ლატუმ * 2/4

დაშავდნენ:  რაიან ქროთი – ბოჭვისას თავით დაეჯახა მეწყვილე გუდ’ჰიუს და მორიგი შერყევა რომ მიიღო, დიდი ხნით უნდა იუქმოს

იოანეს კანჭი გაეჭიმა, ფოლაუს კი კოჭის მყესი გაუწყდა.  ამ შაბათს, ოქლენდში, სამივეს მოვისაკლისებთ

მეცხრე ცენტურიონი

მაქაურ "იდენ პარქზე" ავსტრალიამ ბოლოჯერ 32 წლის წინ (1986) მოიგო, მას აქეთ კი 17-ვე სტუმრობაზე დამარცხდა.  ოზებმა ამჯერად "აფრების ქალაქიდან" 21 კილომეტრზე, კუნძულ ვაიჰეკე’ზე დასცეს ბანაკი და უკეთესად თამაშს ჰპირდებიან ფანობასა და მედიას, რომელიც გურუ მაიქლ ჩეკასა და ამალის გადაყენებას ითხოვს

ფოლაუს შეცვლის მედოქსი, დამწყებ ბურჯებს კი – მარქაფა. იოანეს მაგივრად დაიწყებს ჯორდან ბარეთი, ქროთის ადგილზე – ნგანი ლაუმაპე; ბენ სმითი გარე’მარბად იდგება, ჰეილეთ-პეთი კი 15 ნომერი იქნება

სხვაფრივ, "ოლ ბლექსის" მარჯვენა ბურჯი ოუენ ფრენქსი შეიქნება მეცხრე კივი ცენტურიონი, და გასაკვირი არცაა, რომ წინა 99 ტესტში ... ლელო ვერ გაუტანია!

ლიდერად მოგვევლინა

ბლედისლოუს საწყისი ორი რკენა სამხრეთის "4 ერის" ნაწილია. ასე რომ, მეორე წყვილშიც ზედიზედ ორჯერ რაგბობენ "ბოკე" და "პუმას"ი

დურბანში, ეტყობა, დიდ რაგბზე გული აიყარეს – სტადიონზე 27 ათასამდე ფანიღა მოგროვდა.  გადახალისებულმა აფრიკამაც მეორე ტაიმის 30 წუთიღა ირაგბა ისე, რომ ახალსა და თეთრ გურუს – რასი ერაზმუსს მოსწონებოდა

დაიდო 9 ლელო. ბოკემ * 34:21 იმარჯვა და პრემიაც მიითვალა

აფრიკას დაუბრუნდა ერთბაშად ოთხი კლასიანი ფორვარდი:  მალკომ მარქსი, იბენ ეცებეთი, ფრანსუა ლოუ და ვორენ ვაითლი.  ეცებეთს შარშან დეკემბრის აქეთ ვეღარ ეთამაშა – უელსთან მხრის ნერვი დაიზიანა, ამგარამ არათუ ბოლომდე გაძლო, ლიდერადაც მოგვევლინა

ევროპაში გადახვეწილებმა

აფრიკამ პირველი ტაიმი * 10:14 წააგო, მაგრამ მესამე მეოთხედში ზედიზედ შეიტანა სამი * 27:14 @ 53’

ორი-ორი ლელო მიითვალეს ზანგმა გარე’მარბებმა – აფივე დიანტიმ და მაკაზოლე მაპიმპიმ, შემოქმედნი კი ევროპაში გადახვეწილი თეთრები: ფაფ დე’კლერკი და ვილი ლე’რუ იყვნენ – აბრაგანებითა და გრძელი პასებით

7 ცდით ორი გოლიღა გაიტანა ჰანდრე პოლარდმა, ერაზმუსი კი მედიას გამოუტყდა, ლაიონზის მეორე’ხაზელი ფრანკო მოსტერტი ზე 15-ის შემდეგ დავასვენე და ახლა, მენდოსაში ვუწყვილებ ეცებეთსო

ჰოდა, ამიტომაც გადაბრძანდა მარქაფაში პიტერ-სტეფ დიუ’ტოი, ვინაც მავანთ ეცებეთზე მეტადაც მოსწონებიათ, და მანდვე სუფევს მწითური ბურჯი სთივენ კიცჰოფი, ვის მიძალებებსაც მოჰყვა ბოლო ორი ლელო

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

პირველი რაუნდი

ავსტრალია 13:38 ზელანდია$  სტატ

ავს: ფოლაუ (ტომუა 64) ჰეილეთ-პეთი (მედოქს 54) ჰოჯ ბილ კოროი’მბეტე <10-9> ფოლი გენია (ფიპს 74) / რობერთსონ (ეინსლი 74) პოლოტა-ნაუ (ლატუ 46) კეპუ (ეინსლი 35-/, ალა’ალატოა 59) როდა (სიმონს 65) ქოულმენ; ტუი ჰუპერ^კაპ (სამუ 74) პოქოქ –
ლ: მედოქს; გ: ფოლი; 2ჯ: ჰოჯ ფოლი

ზელ: ბ.სმით ნაჰოლო გუდ’ჰიუ ქროთი (ლენართ-ბრაუნ 13) რ.იოანე (მაკ’ქენზი 47) <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 68) / მუდი (პერი 54) თეილორ (ჰარის 68) ო.ფრენქს (ტუჰი’ნუკუაფე 59) რეთალიქ ს.ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 59) ქეინ (ა.სავეა 70) რიდ^კაპ
6ლ:
ა.სმით გუდ’ჰიუ ბ.ბარეთ რეთალიქ ნაჰოლო (5 6) 4გ: ბ.ბარეთ

რეფ პეიპერ (აფრ) 18/08 @
სიდნი, ეი’ენ’ზედ (
66 318)   ვიდეო     რჩეული 

3:0(10) 6:0(21) 6:5(39) /
6:12(44) 6:19(53) 6:26(65) 13:26(67) 13:31(74) 13:38(77)

აფრიკა$ 34:21 არხენტინა  სტატ

აფრ: ლე’რუ მაპიმპი ამ (მაპუ 73) ესტერ’ჰეიზენ (ვილემსე 63) დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ (პაპიე 74) / მთავარირა
(კიცჰოფ 52) მარქს (მბონამბი 65) მალჰერბე (თ.დიუ’ტოი 58)
ეცებეთ პს.დიუ’ტოი; ლოუ (ფან’სტრადენ 60) კოლისი
^კაპ ვაითლი –
6ლ: ამ დიანტი (2 3) მაპიმპი (4 5) დე’კლერკ; 2გ: პოლარდ

არხ: ვოფელი დელგვი მორონი ესკურა (გონსალეს-იგლესიას 80) მოშანო <10-9> სანჩეს ვერტრანუ (ლანდახო 63) / ტეტას-ჩაპარო (გარსია-ვოტა 51) კრევი^კაპ (ფორტუნი 72) ფიგაშო (მედრანო 63) პეტი-პაგადისავალ ალემანო (ლავანინი 54) მატერა (ლესანა 51) კრემერ ორტეგა-დესიო – 3ლ: სანჩეს მატერა მორონი; 3გ: სანჩეს

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/08 @
დურბან, ჯონსონ ქინგზ პარქ (
26 800)   ვიდეო     რჩეული   

5:0(8) 5:7(16) 5:14(29) 10:14(32) /
17:14(44) 22:14(49) 27:14(53) 27:21(67) 34:21(71) დას(80+1)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ბენ სმით (ზელ), 14 ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ზელ), 12 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ზელ), 11 აფივე დიანტი (აფრ);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 ფაფ დე’კლერკ (აფრ) /

1 ჯო მუდი (ზელ), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 ოუენ ფრენქს (ზელ);
4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 იბენ ეცებეთ (აფრ); 6 პავლო მატერა (არხ), 7 ფრანსუა ლოუ (აფრ), 8 ქიარან რიდ (ზელ)

სულ:  9 ზელ, 5 აფრ,1 არხ * 0 ავს

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

1 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

5

1-0

+25

6/1

38:13

1

აფრიკა

5

1-0

+13

6/3

34:21

1

არხენტინა

0

0-1

-13

3/6

21:34

0

ავსტრალია

0

0-1

-25

1/6

13:38

0

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

25/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

23.10

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

ზელანდია

11.35

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

 

 

ავსტრალია

14.05

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

02.40

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/08_2018)

   1 ზელანდია 9452, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 ავსტრალია
8396, 6 აფრიკა 8332,  
   7 შოტლანდია 8302, 8 საფრანგეთი 7910, 9 ფიჯი 7654,
 10 არხენტინა 7555, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:   ზელ 53 ავს, აფრ 0 არხ

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html