4 ლელო და 30 ქულა!

   ზელანდიამ ავსტრალია მეორედაც გააბურთავა მეორე ტაიმში და გარდამავალი "ბლედისლოუს თასი" ზედიზედ მე-16 წლით დაიბევა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

თამაში ოქლენდში იყო.  იქაურ "იდენ პარქზე" კივებს ბოლოჯერ 1994 წელს, 41 ტესტის წინ წაეგოთ ფრანგებთან, ოზები კი მეზობლის მიწაზე, 2002 წლიდან მოყოლებული, 21-ჯერვე დამარცხებულიყვნენ.  "ოლ ბლექსს" სტარტზე გასვლაზე მოეგო დამაჯერებლად და ძნელად, რომ ერთ კვირაში "ვოლაბები" ისე მოძლიერებულიყვნენ – პროგნოზები თავდაყირა დაეყენებინათ

რაგბეთის ვარაუდი გამართლდა.  ავსტრალიამ ამჯერადაც ერთი ტაიმი ტოლი არ დაუდო ფავორიტს, მაგრამ მეორეში ზელანდიამ ისევ აწია ტემპი და დაღლილი სტუმარი სამაგალითოდ გააბურთავა

თავი აიშვა ბოლო ორი სეზონის "მსოფლიოში საუკეთესომ" – შავების 27 წლის მგეზავმა ბოდენ ბარეთმა:  დასაბამიდან (1903) პირველმა (!) დაუდო მეზობლებს 4 ლელო, რითაც უხსოვარ დროში (1907-14) ჰეთ’თრიქის შემსრულებულ სამ კივს აჯობა

არადა, ძველი მეტოქეები ერთმანეთს 187-ჯერ შებმიან; ზელანდია
131-49*7 მძლავრობს, სხვაობაც +1357 აქვს, მაგრამ ერთად’ერთი კაცი, ვისაც ბარეთამდე მატჩში ოთხი დაედო, იყო ... ოზთა წვეროსანი მარბიელი, გრეგ ქორნელსენ’ი (1978 ოქლენდში’ვე)

კისერი მოუგრიხეს

კივებმა, სიდნის რკენისგან განსხვავებით, სასტიკი ჰაკა – "კაპა ოპანგო" შეასრულეს, ბურთისა და ტერიტორიის წილები კი შესვენებამდე ოზთა სასარგებლოდ იყო * 62-38%.  ჩინებულად იმსაჯა ინგლისელმა ვეინ ბარნსმა, მაგრამ სტუმრები მაინც ჩივიან, ჩვენს მღლეტელს – დევიდ პოქოქს რაქში სამჯერ მოუგრიხეს კისერი, თემიდა კი დუმდაო

ოზ ექსპერტებს არც ბარეთის ვირ’ეშმაკობა გამოჰპარვიათ:  ბენ სმითმა არონ სმითის აბრაგანი რომ იხელთა და ჯორდი ბარეთმა ხაზი გაჭრა, მაქედან 7 ფაზის შემდეგ, არონისვე "ბრტყელი" პასით ბოდენმა ზანტ მორკინალებს შორის გაიქროლა და კარში შეიჭრა

მგეზავმა იგუმანა, ტელე’რეფი ეპიზოდს გადაამოწმებს და "წინ პასს" დამიდგენსო.  ჰოდა, გარდასახვა უმალ შეასრულა არეკნით და მსაჯები მშრალზე დატოვა, რითაც მოქმედი პროტოკოლის უვარგისობა კიდევ დაამტკიცა * 7:0 @ 14’

თემიდამ წყენა გულში ჩაიდო და კივებს მეორე ტაიმში ორი ლელო მართლაც გაუუქმა – 35:12-ზე ბოდენს ჰეთ’თრიქი უკვე შესრულებული ჰქონდა, ვილ გენიას ბოჭვისას არდი სავეას რომ დაუდგინდა ბურთის "წინ თამაში" და ბარეთს ფუჭად დაურჩა გარჯა, 40:12-ზე კი ვაისაკე ნაჰოლომ ტყუილად გაილაღა, რაკი ნგანი ლაუმაპემ "წინ მიაწოდა"

80 მეტრიდან

კიდევ შვიდი, ჩათვლილი ლელო ასე გავიდა:

ოზებმა წითელ ზოლს რომ უწიეს, 5-მეტრზე ოთხი შერკინება და ორი ჯარიმა ერგოთ.  ფორვარდების უღონობით ცნობილმა გუნდმა მეტოქის დაჯაბნვა დაიჟინა და მიზანსაც ეწია:  გენიამ რომ გაუტია, წაქცეულს სხვებიც მიაწვნენ * 7:7 @ 30’

ტაიმი მთავრდებოდა და ოზები უტევდნენ, ქერთლი ბილს ოვალი რომ დაუვარდა.  კივებმა კონტრ-იერიში 80 მეტრიდან წამოიწყეს. ორჯერ ირბინა ბენ სმითმა; ჯექ გუდ’ჰიუ ზედ ლელოსთან შებოჭეს, არონმა კი რაქიდან ბოდენი ახეირა * 14:7 @ 39’

თამაშის განახლებისას ჯორდი უბურთოდ დაიჭირა ალან ალაალატოამ; კივებმა დერეფნიდან 14 ფაზა აკინძეს და ჩია გენიაზე ახლოდან მიუშვეს ბურჯი ჯო მუდი, ვისაც მერე ცერის მოტეხილობა დაუდგინდა და ტურნირს ბოლომდე გამოაკლდა * 21:7 @ 44’

ლაუმაპის რეიდის შემდეგ მეორე’ხაზელმა (!) ბროდი რეთალიქმა დაგეზა მარბიელი ლიამ სქვაიერი * 28:7 @ 49’, აქედან 3 წუთის შემდეგ კი ჯორდი ზედ ლელოსთან შებოჭა ბერნარდ ფოლიმ

მანვე შორიდან გასერა დაცვა და ადევნებული რის ჰოჯი გააქცუნა * 28:12 @ 55’, მაგრამ ბოდენიც გახელდა – ცენტრს გამოღმა ფაზაობიდან უცებ გასხლტა და 50 მეტრი ინავარდა * 35:12 @ 63’

ბლედისლოუს რეკორდი

სარეკორდო, მეოთხე ლელო 69’ წუთზე დაიდო – რეთალიქმა მეტოქეს წაღლიტა ბურთი; დამიენ მაკ’ქენზიმ 85 მეტრიდან წამოიწყო სლალომი; ლელოდან 55 მეტრზე მას მიეშველა ენთონ ლენართ-ბრაუნი, ბებერმა ბენმა კი ბოდენს არ დაუძვირა ბურთი * 40:12 

ბარეთის 30 ქულაც [4ლ 5გ] "ბლედისლოუს" რეკორდია.  მისივე სხვა მაჩვენებლებია 10 დარტყმა, 36 პასი, 18 სოლო, 147 მეტრი, 4 გაჭრა და
7 გაბითურება.  ჯორდიმ ძმას 2 მეტრით აჯობა – 149, თანაც ოდენ 13 სოლოზე; მანვე, ლაუმაპემ და ნაჰოლომ კი 5-5’ჯერ გააწბილეს მბოჭავი

ოზთაგან 12 სოლოზე 99 მეტრი იარა დაშავებული იზი ფოლაუს ნაცვლად 15 ნომრად მოთამაშე დეინ ჰეილეთ-პეთიმ (6 გაბითურება); სტუმრებმა ბურთი ფეხით მეტჯერ დაარტყეს * 21-19 და რაქიც მოიგეს
*
104-91, ყველა სხვა სტატისტიკა კი "ოლ ბლექსს" გამოუვიდა უკეთესი:

პასი 230-188, ოფლოუდი 15-10; სოლო 167-145, ნავარდი 808-504 მეტრი; ხაზის ჭრა 22-13, მბოჭავის საიმედობა 83% [153\31] – 78.0% [139\39]

ჟურნალისტებს გაუწყრა

ნამატჩევს ავსტრალიის მწვრთნელმა, 51 წლის მაიქლ ჩეკამ დაიჩივლა, მეორე თამაშიც წავაგეთ თერნოვერების გამო, და ამაზე ვიმუშავებთო

ოზური მედია ისევ აფორიაქდა, ჩეკას შედეგი 50: 25-23*2 უვარგისიაო, მაგრამ თანა’მშრომელს უფროსმა – კავშირის ახალმა მთავარმა მოხელემ, ქალბატონმა რელინ ქასთლმა დაუჭირა მხარი, მსოფლიო თასის ბოლომდე ნებისმიერ შემთხვევაში იმუშავებსო

თავად ჩეკა ჟურნალისტებს გაუწყრა, მწვრთნელად არასოდეს გიმუშავიათ და ვერ იცით ამ ხელობის ავან-ჩავანიო.  კოლეგას გაექომაგა "ოლ ბლექსის" გურუ სთივ ჰანსენი:  გუნდმა მეორე ტესტი აშკარად უკეთ ითამაშა და ჩვენთან ორჯერ წაგება სულაც არ ნიშნავს, რომ ჩეკა თანამდებობისთვის შეუფერებელიაო

ჰანსენმა შეგირდებიც აქო და აღიარა, მაგათ სულ იმას ვუჩიჩინებთ, რომ სიტუაციის მიხედვით იმოქმედონო, შავთა კაპიტანმა ქიარან რიდმა კი ბრძანა, ბლედისლოუ ორივე ქვეყანას ერთ რამედ გვიღირს და თამაშიც ყოველთვის მაგარი გამოდისო – ჭეშმარიტად!

სანჩესის ფულ’ჰაუსი

მეორე წყვილში, პირველიდან 11-ნახევარი საათის შემდეგ, "პუმებმა" სამაგიერო ზუსტად გადაუხადეს "ქურციკებს" – მენდოსაში
13 ქულითვე ძლიეს *
32:19, მაგრამ ბონუსი რომ ვერ აიღეს, მესამე ადგილზე დარჩნენ

არხენტინა ბუმბერაზთა მარაქაში 2012 წელსღა გაერია და ახლა,
11-მარცხიანი ნავსის გატეხვით, ოდენ მეოთხედ ძლია მეტოქე
[35:
4-30*1 = ზელ 0-11, ავს 1-10, აფრ 3-9*1]

პუმებმა 15-ეულში დააწინაურეს შარშან 6-ჯერ (!) გასინბინებული ტომას ლავანინი, მგეზავმა, 29 წლის ნიკო სანჩესმა კი 17-ქულიანი ფულ’ჰაუსი შეასრულა – ბურთი ოთხივე ხერხით გაიტანა [ლ 3გ ჯ ა]

"ბოკე" თამაშის იშტაზე აშკარად ვერ იყო. გეგმაც აერია მის ახალ, თეთრ მოძღვარ რასი ერაზმუსს – კაცი გასვლაზე, ავსტრალიასთან (!?) თურმე მავანთა გამოცდას აპირებდა, ახლა კი ამბობს, ვოლაბებს საუკეთესო გუნდს გავუყვან, რათა უსიკვდილოდ მოვუგოო

კინაღამ შეეხო

პუმებმა მეტოქეს აჯობეს ჯიგრით, ღონით, სიმარდით, საზრიანობითა და ტექნიკით.  ტაიმი არხენტინამ * 27:7 მოიგო და მერე, ცოტა ხნით, ბონუსსაც შეავლო თვალი * 32:7, მაგრამ აფრიკაც ათამაშდა და ჩამორჩენა შეამცირა

თავიდანვე სანჩესმა შორიდან შეაგდო ჯარიმა, ჰანდრე პოლარდმა კი 22-დან ააცილა * 3:0

მალე სანჩემა ვერ დაიჭირა სია კოლისი * 3:7, მაგრამ აბურთავდნენ ბექები და ზედიზედ გაიტანეს 4 უკოხტავესი ლელო – ნავარდითა და პასაობით: 

დუბლი შეასრულა ჯეელმა ვაუტისტა დელგვიმ, თავად ნიკომ კი კიდეზე რომ გააბითურა მალკომ მარქსი, წაიკოხტავა და დახტომისას კინაღამ ლელოს უკანა ხაზს შეეხო

წინა მატჩის გმირმა – იბენ ეცებეთმა 17:7-ზე ბურთის ჩაკვლისთვის სინბინი მოიხილა და მესამე მეოთხედში კიდეც შეცვალეს, ბოლო
5 წუთში კი არხენტინა უტევდა – თითო ჯარიმა ააცილა და კიდეზე გადაიტანა, მაგრამ წითელ ზოლში ვერ იძალა მოლით

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

მეორე რაუნდი

ზელანდია$ 40:12 ავსტრალია  სტატ

ზელ: ჯ.ბარეთ (მაკ’ქენზი 67) ბ.სმით გუდ’ჰიუ (ლენართ-ბრაუნ 63) ლაუმაპე ნაჰოლო <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 63) / მუდი (ტუჰი’ნუკუაფე 56) თეილორ (ჰარის 56) ო.ფრენქს (ტუ’ჰუნგაფასი 52) რეთალიქ ს.ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 56) ქეინ (ა.სავეა 53) რიდ^კაპ 6ლ: ბ.ბარეთ (1 2 5 6) მუდი სქვაიერ; 5გ: ბ.ბარეთ

ავს: ჰეილეთ-პეთი (ტომუა 65) მედოქს ჰოჯ ბილ კოროი’მბეტე
<10-9>
ფოლი (ბენქს 71) გენია (ფიპს 71) / სიო (რობერთსონ 52) პოლოტა-ნაუ (ფ.ფაინგა 53) ალა’ალატოა (კეპუ 52) როდა (სიმონს 52) ქოულმენ; ტუი ჰუპერ
^კაპ (სამუ 71) პოქოქ – 2ლ: გენია ჰოჯ;
გ: ფოლი

რეფ ბარნს (ინგ) 25/08 @
ოქლენდ, იდენ პარქ (
49 983)   ვიდეო     რჩეული 

7:0(14) 7:7(30) 14:7(39) შეს(40+1) /
21:7(44) 28:7(49) 28:12(55) 35:12(63) 40:12(69) დას(80+1) ^ ბლდ
2-0

არხენტინა 32:19 აფრიკა  სტატ

არხ: ვოფელი დელგვი მორონი ესკურა (მალია 80) მოშანო (დე’ლა’ ფუენტე 58) <10-9> სანჩეს ვერტრანუ (კუველი 69) / ტეტას-ჩაპარო (გარსია-ვოტა 64) კრევი^კაპ (ფ.ვოშ 77) ფიგაშო (მედრანო 69) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 72) მატერა (ლესანა 60) კრემერ ორტეგა-დესიო – 4ლ: დელგვი (1 2) სანჩეს მოშანო; 3გ ჯ ა: სანჩეს

აფრ: ლე’რუ მაპიმპი (მაპუ 12) ამ ესტერ’ჰეიზენ (ვილემსე 63) დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ / მთავარირა (კიცჰოფ 43) მარქს (მბონამბი 72) მალჰერბე (ვ.ლოუ 63) ეცებეთ სბ 25 (პს.დიუ’ტოი 47) მოსტერტ (სნეიმან 63) ფ.ლოუ კოლისი^კაპ ვაითლი (სნეიმან 53-62) – 3ლ: კოლისი მაპუ (2 3) 2გ: პოლარდ

რეფ გარდნერ (ავს) 25/08 @
მენდოსა, მალვინას არხენტინას (
27 460)   ვიდეო     რჩეული   

3:0(5) 3:7(15) 10:7(20) 17:7(24) სბ(25აფ) 24:7(28) 27:7(37ა) /
32
:7(46) 32:14(49) 32:19(65)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორდი ბარეთ (ზელ), 14 ვაუტისტა დელგვი (არხ), 13 მატიას მორონი (არხ), 12 ნგანი ლაუმაპე (ზელ), 11 ბენ სმით (ზელ);
10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 გონსალო ვერტრანუ (არხ) /

1 ჯო მუდი (ზელ), 2 აგუსტინ კრევი (არხ), 3 ხუან ფიგაშო (არხ);
4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 გვიდო პეტი (არხ); 6 სია კოლისი (აფრ), 7 მარკოს კრემერ (არხ), 8 დევიდ პოქოქ (ავს)

სულ:  7 არხ, 6 ზელ; 1 ავს აფრ

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

$ ზელანდია

40:12

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

32:19

აფრიკა

მენდოსა

2 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

10

2-0

+53

12/03

78:25

2

აფრიკა

5

1-1

=0

09/07

53:53

1

არხენტინა

4

1-1

=0

07/09

53:53

0

ავსტრალია

0

0-2

-53

03/12

25:78

0

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

8/09

ზელანდია

11.35

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

14.05

აფრიკა

ბრისბენ

შაბ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

 

 

ავსტრალია

14.05

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

02.40

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/08_2018)

   1 ზელანდია 9452, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 ავსტრალია 8396, 6(7) შოტლანდია 8302,
   7(6) აფრიკა
8184, 8 საფრანგეთი 7910, 9(10) არხენტინა 7702,
 10(9) ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:   არხ 147 აფრ * ზელ 0 ავს

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html