სეირი პროვინციაში

   "ოთხ ერზე" ზელანდიას არხენტინა უფრო ღირსეულად დაუდგა, ვიდრე უღიმღამო ავსტრალია, ვინაც მაინც ძლია არეული აფრიკა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

"პუმებს" საბაზრო ხიბლი აკლიათო და კივებმა თამაში პროვინციაში, მომცრო არენაზე გადაიტანეს – სამხრეთი კუნძულის ქალაქ ნელსონის "თრაფალგარ პარქ"ი შეიქნა 85-ე სტადიონი, რომელზეც "ოლ ბლექსმა" დასაბამიდან (1903) ირაგბა

ზელანდიამ ბობოლებიც დაზოგა და მარქაფას თავის გამოჩენის შანსი მისცა:  არონ სმითის არ’ყოფნაში თავი ისახელა დუბლიორმა თი’ჯეი პერენარამ;  ბოდენ ბარეთი თულუჩხად დადგა და ბურთის სადგამს დაარბენინებდა რიჩი მოჰუნგასთვის, მარბიელმა შენონ ფრიზელმა კი სრულიად რაგბეთს გააცნო თავი – 63 მეტრი 15 სოლოზე, 3 გარღვევა,
5 გაბითურება და ბოჭვათა ბარაქიანი ფარდობაც * 18/2

გამოჩნდა, რომ არხენტინას ერთობ მოხდებია ზე’რაგბში "ხაგუარესის" მონაწილეობა.  "პუმები" ისე თამამად და კოხტად ბურთაობენ, როგორც აქ, კავკასიაში გვენატრება და 20წ ნაკრების წევრთა დავაჟკაცებაც მაგიტომ გვეჩქარება.  ცხადია, ამერიკელები ასე ვერ ითამაშებდნენ, მათი ბირთვი უწინდელივით ევროპაში რომ ლეგიონერობდეს

ერთბაშად სამი

ტრიბუნები, რა თქმა უნდა, პირამდე შეივსო.  დაიდო 9 ლელო.  კივებმა პრემიაც აიღეს * 46:24, ოღონდაც სათამაშო 8 წუთი რომ რჩებოდა, "ოლ ბლექსი" ჯერაც სულ რაღაც 8 ქულით იყო წინ * 32:24 და ოზებთან ორი ღლაბუცისგან განსხვავებით, გამარჯვება დაბევებული ვერ ჰქონდა

ბებერი ხუან ფიგაშო ლონდონის "სარასენს"ში რომ მიბრუნდა,
3 ნომრად სტუმრებმა მარცხენა ბურჯი, ნაუელ ტეტას-ჩაპარო დაიყენეს, ამას კი ისე მოერია სეზონის აღმოჩენა კარლ ტუჰი’ნუკუაფე, რომ ფრანგ რეფს 4-ჯერ (!) დააჯარიმებინა * 3:0 @ 5’

10’ წუთზე ზელანდიას ერთბაშად სამი (!) კაცი გაუხდა შესაცვლელი: ბენ სმითი შერყევაზე გასასინჯად გაიყვანეს;  ნგანი ლაუმაპეს მუხლი ეტკინა, ბროდი რეთალიქს კი – ბეჭი.  ბენმა ტესტი ჩააბარა და მაგრადაც იბურთავა.  ლაუმაპე მინიმუმ ორი კვირა იუქმებს, რეთალიქი კი მწყობრში თვე’ნახევრის შემდეგ თუ ჩადგება

ხაზს შეახო’ო

პუმებმა მეტოქის არევით უმალ ისარგებლეს და რამირო მოშანომ ლელოდან 50 მეტრზე მწარედ მოაღორა მოჰუნგა და პერენარა * 3:7 @ 16’

ახალბედა ფრიზელი არათუ მძლავრობდა, ოფლოუდიც გაუხერხა ჯექ გუდ’ჰიუს, კვაჭმა ქოდი თეილორმა კი მეტობაზე დროული პასი მიართვა ნეჰე მილნერ-სქადერს * 10:7 @ 20’

კივებმა 10 ფაზა აკინძეს და პერენარა ლელოს გადასწვდა * 15:7 @ 30’, 36’ წუთზე კი მანვე გადაარჩინა გუნდი – ნიკო სანჩესმა რომ დაგეზა მატიას მორონი, ამან აკრობატულად დაამიწა, მაგრამ ბრიტმა ტელე’ რეფმა დაასკვნა, ბუცი ლელოს კიდის ხაზს შეახო’ო

შავებმა ტაიმი * 18:7 მოიგეს, თამაშის განახლებისას კი არხენტინა გალაღდა და 9 ფაზის შედეგად სანჩესმა ახლოდან გააბითურა პირველ’ ხაზელი * 18:14 @ 43’

მაკ’ქენზის ჯერი

იქვე მოჰუნგა გადაკიდებულზე დაიბნა და ბენი ლელოში დაატყვევეს; სტუმრები ფორვარდებით ისევ მიეძალნენ, მაგრამ არდი სავეამ ღლეტვით დაიმსახურა მხსნელი ჯარიმა

საათის თავზე ზელანდია 15 ქულით დაწინაურდა:  ბენ სმითმა 40 მეტრიდან გაჭრა ხაზი და გუდ’ჰიუმ ქიარან რიდი ახეირა * 25:14 @ 51’, სანჩესის ალალბედზე გადაკიდებულის პასუხად კი "ოლ ბლექსმა"
9 ფაზა უტია, ენთონ ლენართ-ბრაუნმა გაიჯეჯილა და ადევნებულმა პერენარამ დუბლი შეასრულა * 32:17 @ 59’

პუმებმა კიდევ შეუტიეს და სანჩესმა 5-მეტრა შერკინებიდან შენიღბული პასით ლელოში შეგზავნა ემილიანო ვოფელი * 32:24 @ 71’, მერე კი მარქაფის, დამიენ მაკ’ქენზის ჯერიც მოვიდა: 

ჯერ 16 ფაზის კვალად ფრიზელს მიართვა ოვალი, თერნოვერის შემდეგ კი, სულ ბოლო შეტევაში, კართან შეგზავნა გუდ’ჰიუ და ბონუსიც გააფორმა * 46:24

ჯამში 1140 მეტრი

სტატ’შეჯამებაში ვკითხულობთ, რომ სტუმრებმა ორჯერ მეტი ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს * 22-11, მეტიც იპასავეს * 222-198 და ირბინეს * 156-147, მაგრამ ნავარდის მეტრაჟი გამარჯვებულებს ბარემ 200 მეტრით მეტი მოუგროვდათ * 662-478 [ჯამში 1140 მეტრი]

არხენტინამ იმძლავრა ბურთითა და ტერიტორიითაც * 55-45 და 56-44% და რაქიც მეტი მოიგო 122-94, მაგრამ ორჯერ მეტად კი დაჯარიმდა * 14-7, დაცვის მწყობრი მეტჯერ გაერღვა * 24-14 და ბოჭვაც გაუცუდდა * 40-30

მოშანომ 106 მეტრით წაწია წინ ბურთი.  კივთაგან საუკეთესო შედეგი ბენ სმითსა აქვს – 85 მეტრი.  გუდ’ჰიუ მბოჭავს 8-ჯერ გაექცა, სმითი და ვოფელი 7-ჯერ, შუა’მარბმა ხერონიმო დე’ლა’ფუენტემ კი დაცვაში ვერ ივარგა * 12/5 – კივი მღლეტელის, სავეასგან განსხვავებით * 21/1

არა’თეთრების ანგარიშზე

შაბათის მეორე რკენა, ვოლაბიზ – ბოკე ჭიდილში გაილია:  ნავარდის ჯამი ოდენ 478 მეტრი გამოვიდა * 253-225, რაკი ბრისბენში ბლომად ეწვიმა.  ოზებმა [15-კაცა] რაგბზე გული იმდენად აიყარეს, რომ ვეება სტადიონი სანახევროდღა შეივსო, აფრიკის ყველა ქულა კი არა’ თეთრების ანგარიშზეა, მაგრამ მაქედან რა ხეირი? – გარდამავალი "მანდელას სინი" ავსტრალიამ შეინარჩუნა * 23:18

ოზებს გამოცხადებულ 15-ეულში ზედიზედ გამოაკლდნენ სამნი:  მღლეტელი დევიდ პოქოქ’ი, ზურგი იზი ფოლაუ და მეორე’ხაზელი ადამ ქოულმენ’ი.  ტაიმის დასრულებამდე შეიცვალა კვაჭი ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ვინაც კვირა’გამოშვებით ჰკვეთს ეკვატორს:

ხან ნაკრებშია და ხანაც ინგლისის "ლესთერ"ში, შეჭირვებულმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ კი თავის ზეობაში პირველად გადასვა მარქაფაში ბერნარდ ფოლი და მგეზავებად ქერთლი ბილი და მეთ ტომუა შეაწყვილა

ტომუამ ნდობა გაამართლა – 15 ქულა მოკრიფა (ლ 2გ 2ჯ) და 8-ვე ბოჭვაზეც ივარგა, მაგრამ ოზებმა რომ მოიგეს, მაგას უნდა უმადლოდნენ მეტოქეს, ვინაც სანახევროდ იდუმალი "რასობრივი ქვოტების" გადამკიდე შავ დღეშია

ფოლიმ იხელთა

ავსტრალიამ ჯერ გაშლილად წაიბურთავა, მერე "აიღე და მიეძალე"ზე გადავიდა და ლელო 101’ წამზე, ახლოდან ირიბად სვლით შეიტანა * 7:0

აფრიკა გაყოჩაღდა:  მეტოქის შერკინებაში მოიპოვა ჯარიმა * 3:7; 5-მეტრა დერეფანში მოლი ააგორა * 10:7, 9-ფაზიანი შტურმის ბოლოს კი ფაფ დე’კლერკმა მომსხეპი პასი გაუხერხა ზანგ გარე’მარბს * 15:7 @ 28

მერე იყო და მბონგენი მბონამბიმ თავის წითელ ზოლში დერეფანს გადააცილა ბურთი და მარდმა ტომუამ ძღვენი შეიშნო * 14:15, რის გამოც ზანგი კვაჭი უმალ შეცვალეს, ტაიმი კი იმით დასრულდა, რომ რის ჰოჯმა 53 მეტრიდან დაჰკრა ჯარიმა * 17:18

მეორე ნახევარში ლელო აღარ დადებულა.  ოზებმა ბრძოლაში ჩააბეს ნორჩი ტონგელი ბურჯი ტანიელა ტუპოუ, ვინაც ბევრ’ნაირად ივარგა. ტომუამ 14 წუთის შუალედით შეაგდო ჯარიმები * 23:18 @ 69’, თამაში კი მასპინძელთა წითელ ზოლთან დასრულდა:

78’ წუთზე ფრანსუა ლოუმ რომ შეიტანა ლელო, კივმა ტელე’რეფმა მალკომ მარქსს "წინ თამაში" გამოუჩხრიკა, სირენის შემდეგ კი ფაფის პასი ... ფოლიმ იხელთა

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

მესამე რაუნდი

ზელანდია$ 46:24 არხენტინა  სტატ

ზელ: ბ.სმით (მაკ’ქენზი 10-19) მილნერ-სქადერ გუდ’ჰიუ ლაუმაპე (ლენართ-ბრაუნ 10) ნაჰოლო (მაკ’ქენზი 59) <10-9> მოჰუნგა პერენარა (ტაჰურიო’რანგი 72) / ტუჰი’ნუკუაფე (პერი 59) თეილორ (ჰარის 63) ო.ფრენქს (ტუ’ჰუნგაფასი 43) რეთალიქ (ს.ვაითლოქ 10) სქ.ბარეთ; ფრიზელ ა.სავეა რიდ^კაპ (ლ.ვაითლოქ 59) –
6ლ: მილნერ-სქადერ პერენარა (2 4) რიდ ფრიზელ გუდ’ჰიუ;
5გ 2ჯ: მოჰუნგა

არხ: ვოფელი დელგვი მორონი (მალია 65) დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 63) / გარსია-ვოტა (სეის 59) კრევი^კაპ (მონტოშა 51) ტეტას-ჩაპარო (კორტეს 51) პეტი-პაგადისავალ (ალემანო 59) ლავანინი; ლესანა (მატერა 63) კრემერ ორტეგა-დესიო – 3ლ: მოშანო სანჩეს ვოფელი; 3გ ჯ: სანჩეს

რეფ გაიუზერ (სფრ) 8/09 @
ნელსონ, თრაფალგარ პარქ (
21 440)   ვიდეო     რჩეული 

3:0(5) 3:7(16) 10:7(20) 15:7(30) 18:7(40+2) /
18:14(43) 25:14(51) 25:17(56) 32:17(59) 32:24(71) 39:24(74) 46:24(80+)

ავსტრალია 23:18 აფრიკა$  სტატ

ავს: ჰეილეთ-პეთი მედოქს (ფოლი 62) ჰოჯ (ბენქს 69) ტომუა კოროი’მბეტე (ჰოჯ 76) <10-9> ბილ გენია / სიო (რობერთსონ 70) პოლოტა-ნაუ (ფ.ფაინგა 34, პოლოტა-ნაუ 72) ალა’ალატოა (ტუპოუ 48) არნოლდ (როდა 59-67, ჰენიგან 77) როდა (სიმონს 42) ტუი ჰუპერ^კაპ სამუ – 2ლ: ჰუპერ ტომუა; 2გ: ტომუა; 3ჯ: ჰოჯ, ტომუა 2

აფრ: ლე’რუ მაპიმპი (კოლბე 34) კრილ დე’ალენდე დიანტი <10-9> იანკის (პოლარდ 65) დე’კლერკ / კიცჰოფ (მთავარირა 58) მბონამბი (მარქს 35) მალჰერბე (ვ.ლოუ 58) ეცებეთ (სნეიმან 61) მოსტერტ; კოლისი^კაპ პს.დიუ’ტოი ვაითლი (ფ.ლოუ 62) – 2ლ: მბონამბი მაპიმპი; გ 2ჯ: იანკის

რეფ ჯექსონ (ზელ) 8/09 @
ბრისბენ, სან’ქორპ (
27 849)   ვიდეო     რჩეული   

7:0(3) 7:3(7) 7:10(16) 7:15(28) 14:15(34) 14:18(39) 17:18(40+3) /
20
:18(55) 23:18(69) დას(80+3)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ბენ სმით (ზელ), 14 ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელ), 13 ჯექ გუდ’ჰიუ (ზელ), 12 მეთ ტომუა (ავს), 11 რამირო მოშანო (არხ); 10 ნიკოლას სანჩეს (არხ), 9 თი’ჯეი პერენარა (ზელ) /

1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ზელ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 ალან ალა’ალატოა (ავს); 4 რორი არნოლდ (ავს), 5 ტომას ლავანინი (არხ);
6 შენონ ფრიზელ (ზელ), 7 არდი სავეა (ზელ), 8 ქიარან რიდ (ზელ)

სულ:  9 ზელ; 3 ავს არხ * 0 აფრ

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

$ ზელანდია

40:12

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

32:19

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

$ ზელანდია

46:24

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

23:18

აფრიკა $

ბრისბენ

3 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

15

3-0

+75

18/06

124:49

3

აფრიკა

6

1-2

-5

11/09

071:76

2

არხენტინა

4

1-2

-22

10/15

077:99

0

ავსტრალია

4

1-2

-48

05/14

048:96

0

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

15/09

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

 

 

ავსტრალია

14.05

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

02.40

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (10/09_2018)

   1 ზელანდია 9452, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 ავსტრალია
8445, 6 შოტლანდია 8302,
   7 აფრიკა
8135, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7702,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:  ავს 49 აფრ * ზელ 0 არხ

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html