"გუნდური სირეგვნე" ?

   "ოთხ ერზე" სენსაცია მოხდა – უძლეველად შერაცხული ზელანდია შინ დამარცხდა უტეხ აფრიკასთან

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ზელანდიის მძლავრობა მობეზრდა რაგბეთს:  კივებმა "ოთხ ერზე" ზედიზედ 15 თამაში რომ მოიგეს. მაგით შეჯიბრს აზრი დაეკარგა – არხენტინამ ახლაღა დააღწია თავი კრიზისს; აფრიკა ჯერაც არეულია, ავსტრალია კი თანდათან ვერანდება

"ოლ ბლექსმა" სტარტზე ორჯერ დაიბრიყვა ოზები, მერე კი ბრძოლა გადახდა "პუმებთან".  აფრიკა არხენტინას ტოლ-სწორად გაეყარა, ავსტრალიაში კი დამარცხდა.  "ბოკეს" ერთი წლის წინ, ელბანში * 0:57 წაეგო შავებთან, და ტოტალიზატორებსაც "კოედ" რვა (!) დაეწერათ მის მოგებაზე, მაგრამ მოხდა სასწაული:

ამპარტავანმა კივებმა ორი ლელო უძღვნეს მეტოქეს, ბოდენ ბარეთმა
4 გარდასახვა გააფუჭა და ჯილა შინ *
34:36 დამარცხდა.  ზელანდიაში აფრიკას ბოლოჯერ 2009 წელს მოეგო, მას აქეთ კი, ვიდრე შარშან "ლომებთან" ველინგთონში’ვე წააგებდნენ, შავებს შინ ზედიზედ ემარჯვნათ 47 ტესტში

კოხტაობს და რისკავს

ზელანდია ზედმეტმა თავ’დაჯერებულობამ დაღუპა:  ზე 15-ის ესთეტიკიდან გამომდინარე, გუნდი კოხტაობს – უზომოდ რისკავს და სულ ფანთა თვალის დასატკბობად ბურთაობს.  უმაგალითო ტექნიკისა და წრთობის წყალობით, ამ სტილს მეტ’წილად გამარჯვებაც მოაქვს, მაგრამ წარმატებამ თავ’ბრუს დახვევაც იცის

ჰოდა, კრიტიკულ მომენტში, როცა თამაშის მოსაგებად არეკნი კმაროდა და კივები იაპთა წითელ ზოლს აწყდებოდნენ, გუნდმა უგულებელ’ჰყო რაგბის აქსიომატიკა – ლელოს გასატანად გააგრძელა შტურმი და მე-17 (!) ფაზაში დამიენ მაკ’ქენზს ჰანდრე პოლარდმა გააგდებინა ოვალი

ნამატჩევს "ოლ ბლექსის" გურუმ, სთივ ჰანსენმა აღიარა, რა თქმა უნდა, არეკნი უნდა შეგვემზადებინაო;  ბრიტმა ექსპერტმა, სთიუართ ბარნსმა კივთა საქციელი "გუნდურ სირეგვნედ" შეაფასა, ესაოდა გამარჯვება
37-ე ქულას მოჰქონდა და არა მეშვიდე (!) ლელოსო, სტატისტიკოსებმა კი გამოჩხრიკეს, რომ ზელანდიას ბოლო არეკნი 35 ტესტის წინ – 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში გაეტანა

სტატისტიკური პარადოქსი

როგორ ითამაშა ბოკემ? – ფრიადზე!  კვაჭ მალკომ მარქსს მოხდენია ოზებთან მარქაფაში გადასმა.  ელთონ იანკისი რომ შევიდა ათზე, პოლარდმა 12-ზე ჩაიჩოჩა და ამ კომბინაციამ გაამართლა.  ფრთაზე ჯეელი ზანგი, აფივე დიანტი რომ დიდი ძალაა, კიდევ გამოჩნდა, თეთრმა ბუმბერაზებმა კი ბოჭვით ისახელეს თავი:

ფრანკო მოსტერტ 24/2, პიტერ-სტეფ დიუ’ტოი 24/5, ვორენ ვაითლი 20/1

დიუ’ტოიმ მსაჯის ბოლო სასტვენზე კიდეც იტირა.  შეტევაში ბრიტი ლეგიონერები – ფაფ დე’კლერკი და ვილი ლე’რუ ისევ გამოირჩნენ, მედიამ კი გაიხსენა ახალი გურუს – რასი ერაზმუსის ნათქვამი, თუ ეს მატჩი ვერ მოვიგე, მომხსნიანო

თამაში სტატისტიკური პარადოქსიც იყო.  მასპინძელმა იძალა ყველა მაჩვენებლით:  ბურთი 75-25%, ტერიტორია 79-21%; სოლო 215-59, ნავარდი 624-258 მეტრი; პასი 257-64, ოფლოუდი 14-3; რაქი 155-41; ბოჭვა 61-235, გაბითურება 39-12, ხაზის ჭრა 19-9; ჯარიმა 10-3 და ლელოც 6/5, მაგრამ დამარცხდა ფეხოსნობაში:

ტაქტიკური დარტყმა 10-18, კარში დარტყმა 2/6 (33%) - 5/6 (83%)

უცებ შემოაგდო

თამაშამდე ჰანსენმა მეტოქე ტრადიციულად შერაცხა ფავორიტად.  კივებმა ძველებური "კა მატე" ჰაკა იცეკვეს, პოლარდმა კი ქარში ქიქ’ოფი ვერ მოზომა და ბურთი ლელოს უკანა ხაზს გადააცილა

ზელანდია წინ მალევე გაიჭრა:  ბოდენმა უმცროს ძმას – ჯორდს ლელოდან 25 მეტრზე ფარულად ამოუგდო ბურთი * 5:0, კვაჭ ქოდი თეილორის ოფლოუდიდან კი ბენ სმითმა გაილაღა ფრთაზე 45 მეტრიდან და შიგნით უპასა არონ სმითს * 12:0 @ 18’

მეორე მეოთხედში აფრიკამ ზედიზედ გაიტანა სამი ლელო:

მარქსმა და ლე’რუმ მარცხნივ დაგეზეს დიანტი;  ლე’რუს მოგერიებულს დიანტიმ ფეხი დაარტყა, ჯორდიმ კი კიდიდან უცებ (?) შემოაგდო ბურთი და რიკო იოანეს ოვალი ლე’რუმ ააცალა; ხოლო მარქსმა
5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლიდან იმარჯვა * 12:21 @ 33’

"ოლ ბლექსმა" 20 ფაზა რომ აკინძა, მეტობასა და ხეირზე რიკო ალამთან შებრძანდა.  სირენის შემდეგ პოლარდმა ჯარიმა შეაგდო, შეცვლაზე შესულმა ჩესლინ კოლბემ კი ენთონ ლენართ-ბრაუნს ჩაუჭრა გადაცემა და 50 მეტრი ირბინა * 17:31 @ 43’

ორივეჯერ ძელს

ბოდენმა მეორე ლელოც შექმნა – მოკლე ფრთაზე გაუხერხა ოფლოუდი რიკოს და ამან ალამთან, ნახტომით დაუმიწა ორ მეტოქეს, მაგრამ ბოკემაც კოხტად წაიბურთავა და იანკისის გრძელი პასიდან ვაითლიმ მბოჭავებზე მიუშვა დიანტი * 24:36 @ 57’

დასკვნით მეოთხედში სულ "ოლ ბლექსი" უტევდა, ბოკე კი თავს იცავდა.  აქტიურობდა ჯორდის ნაცვლად შეყვანილი მაკ’ქენზი, მაგრამ სტუმრები გულიანად ბოჭავდნენ.  კივებმა ორივე ლელო ახლოდან და ძალით – დერეფანში აგორებული მოლით შეიტანეს, დანავსულმა ბოდენმა კი გარდასახვა ორივეჯერ ძელს გაარტყა * 34:36

სტუმრებმა 10 წუთი 14 კაცის ამარაც გაძლეს.  ბოლო შტურმისა და დაურტყმელი არეკნისა უკვე ვთქვით, ზელანდიის რაგბის თემი კი ნაკრების ყოველ წაგებას ტრაგედიად რომ აღიქვამს, კვირას "ჰერალდი" დაემდურა ნაიჯელ ოუენსს, შტურმის დროს კიდის მსაჯმა დაუძახა, ორი ბოკე თამაშ’გარეაო, ამან კი კარის წინ ჯარიმა არ მოგვცაო!

აღარ ითაკილებსო

გუნდმა მარცხი უფრო ვაჟკაცურად გადაიტანა, არონ სმითმა კი ფაფს კვართიც გაუცვალა.  ჰანსენს თემიდის აუგი არ დასცდენია, ის კი შენიშნა, რომ წაგებიდან მარგ დასკვნებს გამოიტანს, ხოლო ბოდენის არა’სტაბილურობა უნდა იგუოს, რადგან თვით დიადი მეგოლფე თაიგერ ვუდსიც ურევს ხოლმე

ბოკეს თვითერით მიულოცა გამარჯვება რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირის რამაფოსამ – ხომ გვასახელეთ და კვლავაც ამაყად აფრიალეთ დროშაო!  ჰანსენის თანა’შემწემ, იენ ფოსთერმა გაამხილა, ბოდენს რაციით შევუთვალეთ, სხვამ დაარტყას, მაგრამ არ დაგვიჯერაო, დაშავებული ლიამ სქვაიერი კი "ოთხი ერის" ბოლომდე გავარდა

იაპთა მოძღვარმა ერაზმუსმა ბრძანა, არცა მჯერა, ზელანდია ზელანდიაშივე რომ ვძლიეთ; ბოდენმა ოთხ ერზე არ დაარტყა არეკნი, თორემ მსოფლიო თასზე აღარ ითაკილებსო

სააგენტოებმა აიტაცეს ცნობა, რომ საპასუხო მატჩზე – 6 ოქტომბერს, პრეტორიაში, უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია, ჩვენ’და’თავად კი დავამატებთ, რომ "ოლ ბლექსი" და ბოკე ერთი წლის თავზე – 2019 წლის 21 სექტემბერს, ჩვენებურად 13.45-ზე, იოკოჰამაში შეიყრებიან ... მსოფლიო თასის "ბ" [ბან] ჯგუფის პირველსავე რაუნდში

მე-7 საფეხურზე

არხენტინამ 35-წლიანი ნავსი გატეხა – 1983 წლის აქეთ პირველად იმარჯვა ავსტრალიაში * 23:19

თამაში კურორტზე – რობინაში იყო და 16 ათასი ქომაგიღა მიიზიდა. უხეირო "ვოლაბები" ისტორიაში პირველად დაეშვნენ რეიტინგის მე-7 საფეხურზე, ფანებმა კი გუნდს პასუხი ადგილზევე მოსთხოვეს.  ჰოდა, მამინაცვალ’გარდაცვლილი ლუქან ტუი ისე გაგულისდა, რომ გუნდს აღარ გაჰყვება აფრიკა - არხენტინის ტურნეზე

აქაც წაგებულმა მეტი ლელო დადო, ვიდრე გამარჯვებულმა, და სტუმარმაც ტაქტიკურად მეტი ურტყა * 32-21.  პუმებს ლურჯი, ოღონდაც ჭრელა’ჭრულა კვართები ემოსათ.  ემილიანო ვოფელიმ ორი ჯარიმა გაიტანა ცენტრიდან, კივმა ტელე’რეფმა კი მათვე ორი კოხტა ლელო გაუუქმა – კიდეზე დაბიჯებისა და წინ პასის გადამკიდე

თავად დაიჟინა

ოზები არეულად რაგბობდნენ, მაგრამ სამი ჩინებული ლელო მაინც გაიტანეს:  ოთხი (!) ჩარბენითა და ძაან უკან-უკან პასით, დეინ ჰეილეთ-პეთიმ ფრთაზე გააქცუნა რის ჰოჯი და ამან შიგნით მონახა ვილ გენია * 7:3 @ 12

გარე’მარბად გამწესებულმა იზი ფოლაუმ დერეფნიდან ისევ კიდისკენ გაუტია, გზად ხუთი მეტოქე მოაღორა და აკრობატულად დაამიწა ალამთან * 14:10 @ 20’, დაცვის მოლში ჩათრევის შემდეგ კი, დიდ მეტობაზე, ბერნარდ ფოლიმ და ჰოჯმა განდაგან სვლით დაგეზეს ჰეილეთ-პეთი * 19:20 @ 55

პუმათა პირველ ლელოზე ხერონიმო დე’ლა’ფუენტემ ამოუგდო ბურთი ნიკო სანჩესს * 7:10 @ 16’; პირველ ჩაუთვლელზე რამირო მოშანო გენიამ შებოჭა @ 31’; მეორეზე პავლო მატერამ 80 მეტრიდან გაჭრა ხაზი და ვაუტისტა დელგვიმ გააბითურა ჰეილეთ-პეთი * 14:17 @ 37’, მატჩი კი დრამატულად დასრულდა:

ზე’ვარსკვლავი ფოლაუ (82 მეტრი 16 სოლოზე, 8 გაბითურება,
3 ოფლოუდი) წითელ ზოლში ბურთს ვერ შეელია:  თავად დაიჟინა გამარჯვების მომტანი ლელოს გატანა – არადა, ფოლი გვერდით მიჰყვებოდა – და მორკინალმა ტომას ლავანინიმ ბოჭვით გააგდებინა

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

მეოთხე რაუნდი

ზელანდია$ 34:36 აფრიკა  სტატ

ზელ: ჯ.ბარეთ (მაკ’ქენზი 59) ბ.სმით ლენართ-ბრაუნ (გუდ’ჰიუ 59) ქროთი რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 50) / ტუჰი’ ნუკუაფე (პერი 59) თეილორ (ქოლთმენ 76) ო.ფრენქს (ტუ’ ჰუნგაფასი 48) ს.ვაითლოქ სქ.ბარეთ; სქვაიერ (ტუი’პოლოტუ 59) ქეინ (ა.სავეა 69) რიდ^კაპ 6ლ: ჯ.ბარეთ ა.სმით იოანე (3 4) თეილორ სავეა; 2გ: ბ.ბარეთ

აფრ: ლე’რუ სბ 67, კრილ ამ (კოლბე 41) დე’ალენდე (იანკის 48) დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ / კიცჰოფ (მთავარირა 66) მარქს (მბონამბი 69) მალჰერბე (ვ.ლოუ 65) ეცებეთ (სნეიმან 51) მოსტერტ; კოლისი^კაპ (ფ.ლოუ 66) პს.დიუ’ტოი ვაითლი – 5ლ: დიანტი (1 5) ლე’რუ მარქს კოლბე; 4გ ჯ: პოლარდ

რეფ ოუენს (უელ) 15/09 @
ველინგთონ, ვესთ’პექ (
34 182)   ვიდეო     რჩეული 

5:0(5) 12:0(18) 12:7(21) 12:14(26) 12:21(33) 17:21(38) 17:24(40+2) /
17:31(43) 24:31(54) 24:36(57) 29:36(61) სბ(67ა) 34:36(74) დას(80+3)

ავსტრალია$ 19:23 არხენტინა  სტატ

ავს: ჰეილეთ-პეთი ფოლაუ ჰოჯ ტომუა (ფოლი 50) კოროი’მბეტე (მედოქს 70) <10-9> ბილ გენია (ფიპს 70) / სიო (კეპუ 59) პოლოტა-ნაუ (ფ.ფაინგა 41) ალა’ალატოა (ტუპოუ 30-36, 53) არნოლდ (ქოულმენ 47) როდა (არნოლდ 59-67) ტუი პოქოქ^კაპ სამუ (ჰენიგან 44) – 3ლ: გენია ფოლაუ ჰეილეთ-პეთი; 2გ: ტომუა 

არხ: ვოფელი დელგვი მორონი დე’ლა’ფუენტე (მალია 75) მოშანო (ესკურა 33) <10-9> სანჩეს ვერტრანუ / ტეტას-ჩაპარო (გარსია-ვოტა 68) კრევი^კაპ (მონტოშა 68) მედრანო (სეის 68) პეტი-პაგადისავალ (ალემანო 25-32, 70) ლავანინი; მატერა კრემერ (ლეგისამონ 68) ორტეგა-დესიო – 2ლ: სანჩეს დელგვი; 2გ: სანჩეს; 3ჯ: ვოფელი (1 3) სანჩეს

რეფ ლეისი (ირლ) 15/09 @
გოულდ ქოუსთ, რობინა, სი’ბას სუპერ (
16 019)   ვიდეო     რჩეული   

0:3(5) 7:3(12) 7:10(16) 14:10(20) 14:17(37) შეს(40+3) /
14
:20(48) 19:20(55) 19:23(77)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ვილი ლე’რუ (აფრ), 14 აფივე დიანტი (აფრ), 13 რის ჰოჯ (ავს),
12 ხერონიმო დე’ლა’ფუენტე (არხ), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ნიკოლას სანჩეს (არხ), 9 ფაფ დე’კლერკ (აფრ) /

1 ნაუელ ტეტას-ჩაპარო (არხ), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 ფრანს მალჰერბე (აფრ); 4 ფრანკო მოსტერტ (აფრ), 5 ტომას ლავანინი (არხ); 6 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (აფრ), 7 მარკოს კრემერ (არხ), 8 ვორენ ვაითლი (აფრ)

სულ:  8 აფრ, 5 არხ; 1 ავს ზელ

სტატ’მოწინავენი

ქულა:  54 ნიკოლას სანჩეს (არხ), 47 ბოდენ ბარეთ (ზელ)

ლელო:  5 ბარეთ (ზელ);  4 აფივე დიანტი (აფრ), სანჩეს (არხ);
3 ვაუტისტა დელგვი (არხ), მაკაზოლე მაპიმპი (აფრ)

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

$ ზელანდია

40:12

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

32:19

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

$ ზელანდია

46:24

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

23:18

აფრიკა $

ბრისბენ

შაბ

15/09

$ ზელანდია

34:36

აფრიკა

ველინგთონ

 

 

$ ავსტრალია

19:23

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

4 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

16

3-1

+73

24/11

158:085

4

აფრიკა

10

2-2

-3

16/15

107:110

2

არხენტინა

8

2-2

-18

12/18

100:118

0

ავსტრალია

5

1-3

-52

08/16

067:119

1

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

29/09

აფრიკა

19.05

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

02.40

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (17/09_2018)

   1 ზელანდია 9252, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5(7) აფრიკა
8335, 6 შოტლანდია 8302,
   7(5) ავსტრალია
8245, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7902,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:  აფრ 200 ზელ, არხ 200 ავს

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html