ექვსივე კლასიკური

   "ოთხ ერზე" წესრიგი აღდგა – ზელანდიამ არხენტინაში იმარჯვა და ვადამდე გაჩემპიონდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

"ოლ ბლექსმა" ბოლო 7 სეზონში მეექვსედ იპირველა – ყველა (2012-14, 2016-18) კლასიკური, ორ’წრიანი, ერთნაირ’განრიგიანი "ოთხი ერი" მოიგო!

კივებმა ამჯერად დაასვენეს 8 ნომერი ქიარან რიდი – ვეტერანი სააფრიკოდ გადაინახეს.  დამიენ მაკ’ქენზი ბებიის დასაკრძალად შინ მიბრუნდა, რიდის დუბლიორი – ლუქ ვაითლოქი კი თამაშის წინ გახდა ავად.  იგი ჩინებულად შეცვალა არდი სავეამ (60 მეტრი 9 სოლოზე,
7 გაბითურება, 11/2 ბოჭვა, 4 მოგებული დერეფანი), ფალავნის თასი კი "ქრუსეიდერზის" ყოჩმა, 104 კეპის პატრონმა, სემ ვაითლოქმა ჩაიბარა

ფრიადი კლასით

არხენტინას "ხაგუარესის" ზე’რაგბში ჩაბმამ ბურთაობა ასწავლა, სტატიკა კი მოუშალა:  პუმებმა 5 დერეფანი წააგეს და ერთიც  შერკინება.  შესრულდა 62 (32+30) ტაქტიკური დარტყმა, ხოლო თუ ოფიციოზს ბოლომდე დაეჯერება, ზელანდიას ტურნირის 5 მატჩში თავის შეგორებაზე ჯერ არ დაუკარგავს ბურთი – 31’ვე მოუგია!

ნამატჩევს წუხდა არხენტინის გურუ მარიო ლედესმა, მეტოქე ის ვეღარაა, რაც უწინ, მაგრამ მაინც ვერაფერი დავაკელითო.  მართლაც:

სტუმრებმა ოვალი 16-ჯერ დაკარგეს, რაქშიც ჩამორჩნენ მეტოქეს 72-95 და ბოჭვაც მეტი დაჭირდათ 132-84, მაგრამ ნაკლები ბურთითა და შანსით – ფრიადი კლასის ხარჯზე – წინსვლით მაინც დაიბრიყვეს მეტოქე:  სოლოზე საშუალოდ 4.5 - 3.3 მეტრი, ქულებით კი * 35:17

შუა’მარბებს შემოურბინა

სულ დაიდო 7 ლელო.  ზელანდიამ ტაიმი * 21:3 მოიგო, ბოლო 10 წუთის წინ კი არხენტინამ ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა * 17:28

ზელანდიის პირველ ლელოზე, 40-მეტრა დერეფნიდან, მარჯვენა გარე’ მარბმა ვაისაკე ნაჰოლომ მარცხნიდან შემოურბინა შუა’მარბებს და ბენ სმითმა მეტობაზე ახეირა რიკო იოანე * 3:7 @ 9

მეორეზე კივებმა 5-მეტრა შერკინებაში დააქციეს მეტოქე და თუმც 50-ე კეპის მომხვეჭ თი’ჯეი პერენარას საეჭვოდ დაუვარდა ბურთი, ღონიერი ნაჰოლო მაინც მისწვდა ლელოს * 3:14 @ 18

მესამეზე მასპინძლებს შეტევაში დაუვარდათ ოვალი და რიკომ 40 მეტრი ირბინა, რითაც 19 ტესტში 20 ლელო მოუგროვდა * 3:21 @ 32

მძლავრი, 5-მეტრა

მერე არხენტინამ საკმაოდ უტია და ბეჭ’ნაოპერაციევი სონი’ბილ ვილიამსი, გუნდურ დარღვევათა გადამკიდე, სინბინშიც მოხვდა, მაგრამ პუმები უქულოდ დაშვრნენ, ოფლოუდის დიდ’ოსტატმა კი, ვიდრე შეცვლიდნენ, რიკო კიდევ გაათარხნა, რაც "აიღე და მიეძალე"თი დაგვირგვინდა * 3:28 (ლ 0/4) @ 57

აქ ხელი მასპინძლებმაც გამოიღეს:  ტომას კუველიმ ჯერ შებოჭილმა მიაგორა ოვალი ხაზამდე, პავლო მატერას მიძალების შემდეგ კი მოკლე ფრთაზე მონახა ემილიანო ვოფელი * 17:28 @ 68

და მაინც, ბოლო სიტყვა "ოლ ბლექსმა" თქვა:  მორიგი მძლავრი,
5-მეტრა შერკინების შემდეგ, ხეირზე, ჯეელმა რიჩი მოჰუნგამ კართან ფეხით შეუცურა ბურთი ენთონ ლენართ-ბრაუნს * 17:35 @ 73

თურმე აოტნვას გეგმავდა

ამ რაუნდამდე ზელანდია 6 ქულით უსწრებდა აფრიკას, ამიერიდან კი სხვაობა შვიდია, რაკი ბოკემ გაჭირვებით’ღა, უპრემიოდ მოუგო ავსტრალიას * 23:12   არადა, აფრიკის გურუ რასი ერაზმუსი თურმე მეტოქის აოტნვას (ჰაიდინგ) გეგმავდა!

თამაში ნელსონ მანდელას დღეობაზე, მისივე სახელობის უბის არენაზე, ალალ საზანგეთში იყო.  აფრიკას აკლდა თეთრი 8 ნომერი ვორენ ვაითლი, ავსტრალიას კი კაპიტნის ვარჯიშამდე დაუშავდა ბებერი კვაჭი ტატაფუ პოლოტა-ნაუ

ისედაც არეულმა სტუმრებმა მარცხიანად დაიწყეს:  ქიქ’ოფის მიღების შემდეგ, პირველივე რაქიდან, ქერთლი ბილმა გრძელი პასი სცადა თავის წითელ ზოლთან და ოვალი აფივე დიანტის კერძი შეიქნა * 7:0

იქვე მეთ ტომუამ ააცილა ჯარიმა, დევიდ პოქოქმა ბოჭვაზე ორჯერ წაღლიტა იაპებს ბურთი, ჰანდრე პოლარდმა კი ფრონტის შუაწელში რომ გააბითურა კვაჭი ფოლაუ ფაინგა, ცქვიტი ფაფ დე’კლერკი მიჰყვა * 14:0 @ 22’

სწორი გზით მივდივართო

აქ ოზებიც აბურთავდნენ:  ფაზაობასა და ხეირზე ვილ გენიამ ფრთაზე უპასა რის ჰოჯს, დეინ ჰეილეთ-პეთის რეიდის შემდეგ კი მარიკა კოროი’მბეტემ და გენიამ წაიბურთავეს * 14:12 @ 30’

ლელო მეტად აღარ დადებულა.  მხოლოდ პოლარდმა გაიტანა სამი ჯარიმა: ბოლო – 46’ წუთზე

მეორე ტაიმში უღონო და უილაჯო ვოლაბებმა ბურთის ფლობით
68-32
%, ხოლო ტერიტორიით 79-21% აჯობეს ბოკეს, მაგრამ წინსვლის ნაცვლად განდაგან პასაობას რომ გადაჰყვნენ, ეგრეც ვერ გაარღვიეს მასპინძელთა დაცვა

აფრიკამ სინბინზეც უპრობლემოდ გაძლო;  ბოჭვათა ბალანსი 144-74 გამოვიდა, ავსტრალიის უხეირო გურუს, მაიქლ ჩეკას კი, როგორც დაუთვალეს, ბოლო 10 ტესტიდან რვა (!) წაუგია, მაგრამ კაცი მაინც არ ტყდება და ამტკიცებს, მსოფლიო თასისკენ სწორი გზით მივდივართო

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

მეხუთე რაუნდი

აფრიკა 23:12 ავსტრალია  სტატ

აფრ: ლე’რუ კოლბე კრილ ესტერჰეიზენ დიანტი სბ 65 <10-9> პოლარდ დე’კლერკ / მთავარირა (კიცჰოფ 43) მარქს (მბონამბი 70) მალჰერბე (ვ.ლოუ 63) ეცებეთ (სნეიმან 77) მოსტერტ; კოლისი^კაპ პს.დიუ’ტოი ნოჩე (ფან’სტრადენ 45) – 2ლ: დიანტი დე’კლერკ;
2გ 3ჯ: პოლარდ

ავს: ჰეილეთ-პეთი ფოლაუ ჰოჯ ტომუა კოროი’მბეტე (მედოქს 32, ფოლი 59) <10-9> ბილ გენია (ფიპს 70) / სიო (კეპუ 50) ფ.ფაინგა (პაენგა-ამოსა 63) ტუპოუ (ალა’ალატოა 50) როდა (არნოლდ 70) ქოულმენ (სიმონს 70) ჰენიგან ჰუპერ^კაპ პოქოქ – 2ლ: ჰოჯ გენია;
გ: ტომუა

რეფ გარსეზ (სფრ) 29/09 @
პორთ ელიზაბეთ, მანდელა ბეი (
41 332)   ვიდეო     რჩეული 

7:0(2) 14:0(22) 14:5(26) 14:12(30) 17:12(34) 20:12(40+2) /
23:12(46) სბ(65აფ)

არხენტინა 17:35 ზელანდია$  სტატ

არხ: ვოფელი (ესკურა 71) დელგვი (კანსელიერე 34) დე’ლა’ფუენტე ესკურა (ორლანდო 63) მორონი <10-9> სანჩეს ვერტრანუ (კუველი 51) / ტეტას-ჩაპარო (სეის 58) კრევი^კაპ (მონტოშა 51) ერერა (მედრანო 54) პეტი-პაგადისავალ (ალემანო 54) ლავანინი; მატერა კრემერ (ლეგვისამონ 71) ორტეგა-დესიო – 2ლ: კუველი ვოფელი;
2გ ჯ: სანჩეს

ზელ: ბ.სმით (მოჰუნგა 59) ნაჰოლო ქროთი ვილიამს სბ 37 (ლენართ-ბრაუნ 57) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 67) / ტუჰი’ ნუკუაფე (პერი 57) თეილორ (ჰარის 60) ტუ’ჰუნგაფასი (ტავაო-მატაუ 52) ს.ვაითლოქ^კაპ (ტუი’პოლოტუ 51) სქ.ბარეთ; ფრიზელ (ჰემოპო 67) ქეინ ა.სავეა – 5ლ: იოანე (1 3) ნაჰოლო ტუი’პოლოტუ ლენართ-ბრაუნ; 5გ: ბ.ბარეთ 4, მოჰუნგა

რეფ რეინალ (სფრ) 29/09 @
ვუენოს აირეს, ველეს სარსფილდ (
50 ათასი)   ვიდეო     რჩეული   

3:0(6) 3:7(9) 3:14(18) 3:21(32) სბ(37ზ) /
3
:28(57) 10:28(59) 17:28(68) 17:35(73) დას(80+1)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ბენ სმით (ზელ), 14 ჩესლინ კოლბე (აფრ), 13 რის ჰოჯ (ავს),
12 ანდრე ესტერჰეიზენ (აფრ), 11 რიკო იოანე (ზელ); 10 ჰანდრე პოლარდ (აფრ), 9 თი’ჯეი პერენარა (ზელ) /

1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ზელ), 2 ქოდი თეილორ (ზელ), 3 ოფა ტუ’ჰუნგაფასი (ზელ); 4 გვიდო პეტი (არხ), 5 იბენ ეცებეთ (აფრ);
6 პავლო მატერა (არხ), 7 სია კოლისი (აფრ), 8 არდი სავეა (ზელ)

სულ:  7 ზელ, 5 აფრ, 2 არხ, 1 ავს

სტატ’მოწინავენი

ქულა:  61 ნიკო სანჩეს (არხ), 55 ბოდენ ბარეთ (ზელ), 32 ჰანდრე პოლარდ (აფრ)

ლელო:  5 ბარეთ (ზელ), აფივე დიანტი (აფრ);  4 რიკო იოანე (ზელ), სანჩეს (არხ);  3 ვილ გენია (ავს), ვაუტისტა დელგვი (არხ), მაკაზოლე მაპიმპი (აფრ), ვაისაკე ნაჰოლო (ზელ)

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

$ ზელანდია

40:12

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

32:19

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

$ ზელანდია

46:24

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

23:18

აფრიკა $

ბრისბენ

შაბ

15/09

$ ზელანდია

34:36

აფრიკა

ველინგთონ

 

 

$ ავსტრალია

19:23

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

23:12

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

17:35

ზელანდია $

ვუენოს’აირეს

5 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

21

4-1

+91

29/13

193:102

5

აფრიკა

14

3-2

+8

18/17

130:122

2

არხენტინა

8

2-3

-36

14/23

117:153

0

ავსტრალია

5

1-4

-63

10/18

079:142

1

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

6/10

აფრიკა

19.05

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

02.40

ავსტრალია

სალტა

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (1/10_2018)

   1 ზელანდია 9252, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 აფრიკა
8396, 6 შოტლანდია 8302,
   7 ავსტრალია
8184, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7902,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:  აფრ 61 ავს, ზელ 0 არხ

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html