რასობრივი ქვოტებით

   "ოთხი ერის" ფინიშზე ორმაგი დრამა გათამაშდა: ზელანდიამ წაგებული ხელი შემოუტრიალა აფრიკას, ავსტრალიამ კი – არხენტინას

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

კივებმა პირველობა ბოლოს’წინა რაუნდში დაიბევეს, მაგრამ რაკი შინ წაეგოთ იაპებთან, რევანშს ეშურებოდნენ  – რაღაი მსოფლიოში პირველები არიან და ყოველ ტესტშიც მოგებაზე თამაშობენ; დაჩიავებულ ოზებს კი ბოლო ადგილზე დარჩენა ემუქრებოდათ, ხოლო მათ გიჟმაჟ მწვრთნელს, მაიქლ ჩეკას – სახალხოდ შეჩვენება და ეგებ მოხსნაც

ოზთა დარდები იქეთ იყოს და "ოლ ბლექსმა" კინაღამ მეორედაც წააგო ოდინდელ მეტოქესთან.  "ბოკეს" დამწყებ 15-ეულში სამად სამი არა’თეთრი ეყენა.  იაპებს მონდომება არასოდეს ჰკლებიათ, ამჯერად კი მეტოქის თამაშიც სათანადოდ გაეანალიზებინათ.  ჰოდა, ჭკვიანი ტაქტიკური გადაკიდებებითა და წნეხით მთლად მოუშალეს სტუმრებს შეტევა, და ბოლო 5 წუთამდე 12 ქულით იყვნენ წინ * 30:18

საკოხტაო ნაბიჯი

მერე აფრიკამ ნებით გადააბარა ინიციატივა შავებს:  ვინძლო ზანგ ბოსებსა და პოლიტიკანებს თავი მოვუქონოო, თეთრმა გურუმ – რასი ერაზმუსმა მოედანზე ბითუმად შეუშვა არა’თეთრი მარქაფა, რათა ამათ ეპოქალური გამარჯვება სრულიად რაგბეთის თვალწინ მიეთვალათ, მასში მცირე წილი დაედოთ და თანაც საჯაროდ შეეფერებინათ

ვაგლაჰ, რომ ამ საკოხტაო ნაბიჯმა დაღუპა ბოკე, რაღაი შემცვლელები ისე გამოუცდელი და უწრთობი ჰყავდა, რომ წინა შაბათს, ძაბუნ ოზებთან – სამივე (!) ბექი უთამაშებელი დაურჩა.  პერსონალის ცვლამ გუნდს სქემაც მოუშალა, უტეხმა "ოლ ბლექსმა" კი შანსი უმალ იგუმანა და მარქაფითვე – ოღონდაც ზე’კლასიანითა და სრულ’ფასოვნით – ორი ძალის’მიერი ლელო შეიტანა და 2 ქულით მოიგო * 32:30

80 წუთს გრძელდებაო

ნამატჩევს ერაზმუსმა აღიარა შეცდომა, ოღონდაც თავიც იმართლა, ცხრას – ფაფ დე’კლერკს დაღლილობით კრუნჩხვა დაეწყო, ზურგი –  ვილი ლე’რუ კი შერყვაზე გასასინჯად გაიყვანა ექიმმა და დაბრუნება აუკრძალაო

კეთილი და პატიოსანი!  მაგრამ რაღად შეიცვალნენ ზანგებით:  კვაჭი მალკომ მარქსი, შემკვრელი ფრანსუა ლოუ, ბურჯი სთივენ კიცჰოფი და შუა’მარბი დამიენ დე’ალენდე?  ცოტაც დაეხანებინა გურუს და თამაშს მოიგებდა, მით უფრო, რომ მარქსს სახეზე ეწერა, რასაც ფიქრობდა

სხვაფრივ, სწორად შენიშნა ზელანდიის მოძღვარმა სთივ ჰანსენმა, ბრძოლა 80 წუთს გრძელდება, 15 კაცი კი ამდენს ვერ გაუძლებსო, ხოლო რაგბეთი დარწმუნდა, რომ "ოლ ბლექსი" უძლეველი აღარაა, ბოკემ კი – ერაზმუსის ხელ’ქვეით – კრიზისი დაძლია და ძალაა!

უქმობა გამოუწერეს

სტუმრებს თამაშამდე, ვირუსის გადამკიდე, გამოაკლდათ 13 ნომრად განცხადებული ჯეელი ჯექ გუდ’ჰიუ.  პირველ ტაიმში ბოკემ ბურთის ფლობით 69-31% იძალა, ტერიტორიით 74-26%, მაგრამ ალაგ’ალაგ უაზრო გადაკიდებებით ფლანგა უპირატესობა და ულელოო ფრეს დასჯერდა * 6:6

საწყის 15 წუთში ზელანდია 5-ჯერ დაჯარიმდა.  ჰანდრე პოლარდმა
55 მეტრიდან გახსნა ანგარიში, დე’ალენდეს კი კარის წინ ჩაუწვა რაიან ქროთი.  ბოდენ ბარეთმაც გაიტანა ორი ჯარიმა, სტუმართა მღლეტელს – სემ ქეინს კი ლოუსთან შეჯახებისას კისერი მოტყდა და დაკუტებას ბედზე გადაურჩა:  ოპერაცია ფრიად განსწავლულმა აფრიკელმა ექიმებმა ჩაუტარეს და გაისამდე უქმობაც გამოუწერეს

ყველა შანსი

მესამე მეოთხედში სტუმართა ნაქები დაცვა სამჯერ გაირღვა:

ლე’რუს რეიდის კვალად ბოკემ წინსვლით იპასავა და ბურჯმა (!) კიცჰოფმა დაგეზა ჯესი კრილი, ვინაც 30 მეტრიდან გააბითურა ვაისაკე ნაჰოლო და ქროთი * 13:6 @ 45’

პოლარდმა ძაან შორიდან მეორედაც გაიტანა ჯარიმა.  პიტერ’სტეფ დიუ’ტოის მიძალების კვალად, ფაფმა მოკლე ფრთაზე უმისამართოდ მოისროლა ბურთი, მაგრამ კივებმა ახლოს მოიგერიეს ოვალი და ზანგმა კაპიტანმა სია კოლისიმ ოფლოუდი მიართვა დე’ალენდეს * 23:6 @ 53’

კლასიანმა ზელანდიამ ლამის ყველა შანსი გამოიყენა – კვაჭმა ქოდი თეილორმა ბოჭვაზე აიტაცა ბურთი და მას არონ სმითი მიჰყვა * 23:13

ტელე’რეფის აზრით

აფივე დიანტის გადაკიდებული ბოდენმა თავის ლელოში შეიტანა,
5-მეტრა შერკინებიდან კი ლე’რუმ ბოლოს იქეთა ფრთაზე მიაწოდა ჩესლინ კოლბეს

ჩია მულატი ალმისკენ ვერ გადახტა – გაჩერდა და დაბზრიალდა, მაგრამ ბოდენთან და რიკო იოანესთან ჭიდილში – ინგლისელი ტელე’რეფის აზრით – ბურთი მაინც შეახო კარის ხაზს * 30:13 @ 60’

ქიქ’ოფი ვერ აიღეს ლოუმ და იბენ ეცებეთმა, ზელანდიამ კი მოლი ააგორა, დაცვა აქეთ ჩაითრია და ბოდენმა იქეთ, განდაგან, გრძელი პასით ახეირა მეტობაზე იოანე * 30:18 @ 62’

ამ დროს კივებს უკვე შეეცვალათ 6 დამწყები, ხოლო იაპებს – ერთად’ ერთი.  დირიჟორი ლე’რუს შერყევა დიდი დანაკლისი იყო, ზელანდიას კი უკვე ნორჩი რიჩი მოჰუნგა გეზავდა და ზურგად გამწესებული ბოდენისგან ქიქერობაც გადაებარებინა

მოშიშვებულ ზურგში

აი, ამ დროს წამოიწყო აფრიკამ რასობრივი ქვოტებით ნაკარნახევი შეცვლები, ზელანდიამ კი "აიღე და მიეძალე" გააჩაღა:  ოვალი ათმა კივმა რომ ატარა, მე-14 ფაზაში სქოთ ბარეთი ეწია მიზანს * 30:25 @ 76’

ბოკე დაპანიკდა და ვეღარც ბურთი შეინარჩუნა.  77’07 ნიშნულზე ბურჯ ვინსენტ კოხს არდი სავეა ბოჭვაზე ჩაუჯდა და ჯარიმა დაიმსახურა, მოჰუნგამ კი მეტოქის მოშიშვებული ზურგი შენიშნა და გარისკა – ბურთი მიწაზე გაურტყა და ერთი სვლით 65 მეტრი მოიგო!

კივებმა 5-მეტრა დერეფანშიც იმარჯვეს, სოლოებით ისევ მიეძალნენ და სავეამ ზედახორაში შეიტანა ლელო, მოჰუნგამ კი გარდასახვისთვის დადგენილი 90 წამი სრულად აითვისა და დინჯად დაჰკრა * 30:32 @ 80’

შეგირდები გაჯორა

ამქარში 2012 მიღებულ არხენტინას ტურნირის მესამე მატჩიც რომ მოეგო, საუკეთესო შედეგს "დადებდა".  "პუმები" შესვენებაზე
24-ქულიანი ფორით წაბრძანდნენ * 31:7, მაგრამ გასახდელში ჩეკა გადაირია, შეგირდები სათითაოდ გაჯორა და თავ’მოყვარეობა გაუღვიძა.  ჰოდა, "ვოლაბებმა" მეორე ტაიმში 5 უპასუხო ლელო გაიტანეს *
45:34 და ბოლო ადგილსაც დააღწიეს თავი

თამაში ანდებში, სალტაში იყო.  არხენტინას არა უჭირდა რა, სანამ ნიკო სანჩესი აბურთავებდა, მაგრამ დაშავებული, მესამე ლელოს შემდეგ შეცვალეს.  მისმა გამოცდილმა დუბლიორმა, სანტიაგო გონსალეს-იგლესიასმა უმალ მეოთხე ლელოც გაიტანა 40-მეტრიანი რეიდით, მაგრამ მერე ვეღარ დაალაგა მეტოქის უეცარი ფერის’ცვალებით დაბნეული კოლექტივი

ჩეკას არ მოხსნიან

პუმათა პირველ ლელოზე პავლო მატერამ გაიჯეჯილა 45 მეტრიდან, მეორეზე კი რის ჰოჯს მეტოქის 22-თან დაუვარდა ბურთი.  ოზებმა შესვენებაზე მთელი პირველი ხაზი შეცვალეს, თამაში კი გარდატეხა მეორე’ხაზელმა აიზაქ როდამ, ვინაც მოგერიებაზე დაუფარა მეტოქეს

ძალზედ აქტიურობდა სათადარიგო კვაჭი ტოლუ ლატუ; წყვილი ლელო გაიტანა ზურგმა დეინ ჰეილეთ-პეთიმ; გუნდი რიგიანად გეზა ბერნარდ ფოლიმ, ვინაც ჩეკამ ისევ შეუწყვილა 12 ნორმრად ჩაჩოჩებულ ქერთლი ბილს, თავად გურუმ კი მედიას უთხრა, თამაში შეგვძლებია და ამ მოგებიდან ჭკვიანი მოთამაშე მარგ დასკვნებს გამოიტანსო

თუმც ბოლო ადგილს ასცდა, ჩეკა მაინც დაიბარა კავშირის გამგეობამ. როგორც ოზური რაგბის დედილო, რელინ ქასლი ბრძანებს, გურუს არ მოხსნიან, მაგრამ გარემოს გაჯანსაღებას კი მოსთხოვენ.  ჰოდა, ექსპერტთა აზრით, ამას ჩეკას რომელიმე თანა’მემწე – შეტევის მწვრთნელი სთივენ ლარქემი, დაცვის გადია ნეითარ გრეი, უნარების მასწავლებელი მიქ ბერნი შეეწირება

 

ფალავნობა * 2018 * ოთხი ერი

ბოლო, მეექვსე რაუნდი

აფრიკა$ 30:32 ზელანდია  სტატ

აფრ: ლე’რუ (ვილემსე 66) კოლბე კრილ დე’ალენდე (იანკის 78) დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ (პაპიე 73) / კიცჰოფ (მთავარირა 74) მარქს (მბონამბი 73) მალჰერბე (კოხ 60) ეცებეთ (სნეიმან 63) მოსტერტ; კოლისი^კაპ პს.დიუ’ტოი ფ.ლოუ (ნოჩე 70) – 3ლ: კრილ დე’ალენდე კოლბე; 3გ 3ჯ: პოლარდ

ზელ: ბ.სმით ნაჰოლო (მოჰუნგა 51) ქროთი ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 60) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 70) / ტუჰი’ ნუკუაფე (პერი 46, ტუჰი’ნუკუაფე 70-77) თეილორ (ჰარის 70) ფრენქს (ტუ’ჰუნგაფასი 46) ს.ვაითლოქ სქ.ბარეთ; ფრიზელ (ტუი’ პოლოტუ 46) ქეინ (ა.სავეა 36) რიდ^კაპ4ლ: ა.სმით იოანე სქ.ბარეთ სავეა; 3გ: მოჰუნგა; 2ჯ: ბ.ბარეთ

რეფ გარდნერ (ავს) 6/10 @
პრეტორია, ლოფტუს (
_)   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 6:0(13) 6:3(26) 6:6(36) / 13:6(45) 16:6(48) 23:6(53) 23:13(55) 30:13(60) 30:18(62) 30:25(76) 30:32(80)

არხენტინა 34:45 ავსტრალია  სტატ

არხ: ვოფელი მორონი (კანსელიერე 67) ორლანდო დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 29) ვერტრანუ (კუველი 59) / ტეტას-ჩაპარო (გარსია-ვოტა 67) კრევი^კაპ (მონტოშა 52) ერერა (მედრანო 52) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 71) მატერა კრემერ ორტეგა-დესიო (ლეგვისამონ 67) – 4ლ: მატერა ვოფელი ორლანდო გონსალეს; 4გ: სანჩეს 3, გონსალეს; 2ჯ: გონსალეს

ავს: ჰეილეთ-პეთი ფოლაუ ჰოჯ ბილ (ტომუა 75) კოროი’მბეტე
<10-9>
ფოლი გენია (ფიპს 68) / სიო (კეპუ 41-
72) ფ.ფაინგა (ლატუ 41 სბ 77) ტუპოუ (ალა’ალატოა 41) როდა (სიმონს 72) ქოულმენ; ჰენიგან (ფაინგა 78) ჰუპერ^კაპ პოქოქ – 6ლ: ჰუპერ როდა ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (4 6) პოქოქ; 6გ ჯ: ფოლი

რეფ პეიპერ (აფრ) 6/10 @
სალტა, პადრე ერნესტო (
_)   ვიდეო     რჩეული   

7:0(3) 14:0(5) 14:7(15) 21:7(28) 28:7(32) 31:7(38) / 31:14(45) 31:21(49) 31:28(53) 34:28(61) 34:35(65) 34:42(67) 34:45(75) სბ(77ავ) დას(80+2)

 

"პლანეტ რაგბის" ტურნირის რჩეული

15 ბენ სმით (ზელ), 14 აფივე დიანტი (აფრ), 13 ჯექ გუდჰიუ (ზელ), 12 რაიან ქროთი (ზელ), 11 რიკო იოანე (ზელ); 10 ბოდენ ბარეთ (ზელ), 9 ფაფ დე’კლერკ (აფრ) /

1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ზელ), 2 მალკომ მარქს (აფრ), 3 ოუენ ფრენქს (ზელ); 4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 იბენ ეცებეთ (აფრ);
6 პავლო მატერა (არხ), 7 დევიდ პოქოქ (ავს), 8 ქიარან რიდ (ზელ)

სულ:  9 ზელ, 4 აფრ; 1 ავს არხ

სტატ’მოწინავენი

ქულა:  67 ნიკო სანჩეს (არხ), 61 ბოდენ ბარეთ (ზელ), 47 ჰანდრე პოლარდ (აფრ)

ლელო:  5 ბარეთ (ზელ), აფივე დიანტი (აფრ), რიკო იოანე (ზელ); 
4 სანჩეს (არხ);  3 ვილ გენია (ავს), ვაუტისტა დელგვი (არხ), ემილიანო ვოფელი (არხ), მაკაზოლე მაპიმპი (აფრ), ვაისაკე ნაჰოლო (ზელ), არონ სმით (ზელ), დეინ ჰეილეთ-პეთი (ავს)

 

ფალავნობა 2018 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

საქართველოს თარიღითა და დროით

შაბ

18/08

ავსტრალია

13:38

ზელანდია $

სიდნი [ბლ1]

 

 

$ აფრიკა

34:21

არხენტინა

დურბან

შაბ

25/08

$ ზელანდია

40:12

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

არხენტინა

32:19

აფრიკა

მენდოსა

შაბ

8/09

$ ზელანდია

46:24

არხენტინა

ნელსონ

 

 

ავსტრალია

23:18

აფრიკა $

ბრისბენ

შაბ

15/09

$ ზელანდია

34:36

აფრიკა

ველინგთონ

 

 

$ ავსტრალია

19:23

არხენტინა

გოულდ’ქოუსთ

შაბ

29/09

აფრიკა

23:12

ავსტრალია

პორთ’ელიზაბეთ

კვი

30/09

არხენტინა

17:35

ზელანდია $

ვუენოს’აირეს

შაბ

6/10

$ აფრიკა

30:32

ზელანდია

პრეტორია

კვი

7/10

არხენტინა

34:45

ავსტრალია

სალტა

6 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

ზელანდია

25

5-1

+93

33/16

225:132

5

აფრიკა

15

3-3

+6

21/21

160:154

3

ავსტრალია

9

2-4

-52

16/22

124:176

1

არხენტინა

8

2-4

-47

18/29

151:198

0

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

27/10

ზელანდია

__.__

ავსტრალია

იოკოჰამა [ბლ3]

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (8/10_2018)

   1 ზელანდია 9296, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 აფრიკა
8352, 6 შოტლანდია 8302,
   7 ავსტრალია
8286, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7801,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

+/-:  ავს 102 არხ, ზელ 44 აფრ

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com