ლელო იმდენი დაიდო

   "ჰაინეკენის ჩემპიონთა თასის" მეორე რაუნდის შედეგად მხოლოდ სარასენსმა შეინარჩუნა ჯგუფის მოწინავეობა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

წინა რაუნდისგან განსხვავებით, ამჯერად მასპინძლებმა
8-1 (ერთიც ფრე) იძალეს.  ლელო ისე ბლომად დაიდო, რომ 8 გუნდმა პრემია მიითვალა.  ნუგეში ცხრიდან სამ წაგებულს ერგო, დისციპლინის განხრით კი 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათი გაიცა

სარასენსი ლიონს მთელი თამაში სჯობდა, მაგრამ მეოთხე ლელო ბოლოსღა, შერკინებიდან, დამუშავებული კომბინაციით, გარე’მარბის იქეთა ფრთაზე ჩართვით დაუდო * 29:10

შარშანდელი ჯილა – ლენსთერიც 4-გზის ჩემპიონმა ტულუზმა დასკვნით 10 წუთში დააშამათა:  ლუი მადოლმა დაბლინელებს პასი ჩაუჭრა, კონტრ’იერიში კი ოთხი გადაცემის შემდეგ მაკსიმ მედარმა დაასრულა და ტომაზ რამოზმაც შეაგდო გარდასახვა * 28:27

ირლანდიური ტრიოდან იმარჯვა მხოლოდ მანსთერმა * 36:22 – გლოსთერის 10 ნომერი, ნაკრებს მიღმა ისევ მოტოვებული დენი სიპრიანი მხრით სახეში რომ დაეჯახა მეტოქეს, 30’ წუთზე წითლით დაითხოვეს.  ცდომილი რაგინდარა რაგბიდან სამი კვირით განიკვეთა

ერთ’ნაირი ფორმები

ტაიმზე მეტი ითამაშა 14 კაცის ამარა ტოპ 14-ის ფალავანმა კასტრმაც, მაგრამ მაინც ძლია ინგლისის ვიცე’ჩემპიონი ექსეთერი * 29:25

ალსთერს უსიტყვოდ * 44:12 მოუგო რასინგმა, საიმონ ზიბომ კი ლელოს გატანისას მეტოქეს რომ დასცინა, ნაიჯელ ოუენსმა დატუქსა

ლეგენდარული კოლეგისგან განსხვავებით, მენეჯერად ვერ ივარგა ჯეელმა ლუქ პირსმა:  ორგანიზატორ ეპკრ-ის დაუდევრობით, კარდიფსა და გლაზგოს ლამის ერთ’ნაირი – ცისფერი ფორმები [ფოტოზე] ეცვათ.  თამაში კვირას, მზის გულზე გაიმართა და გუნდებს ერთმანეთი ერეოდათ, მსაჯმა კი, თუ მომჩივანებს დაეჯერებათ, ორჯერ ვერ გადაწყვიტა, ვის უნდა გამოეცვალა სამოსი

მარტო ამ მატჩში იმარჯვა სტუმარმა * 29:12, პრემიის მომტანი ლელო კი ადამ ჰეისთინგსის შეგორების შემდეგ დაიდო

ლელოცა და პასიც

ჰლანეჰლიმ ერთად’ერთხელ, კონტრ’შეტევით გაუსწრო ლესთერს, ვინაც ბოლო მეოთხედში უპასუხო 20 ქულა მოკრიფა, ხოლო მეტოქე მოკეთებული მანუ ტუილანგის მიძალებით გატეხა * 45:27

ედინბურგმა * 40:14 დაანგრია სამგზის ჩემპიონი ტულონი და პასის ჩაჭრით პრემიაც გაიფორმა, ინგლისური თრილერი კი, ვოსპსი – ბასი, ფრედ დასრულდა * 35:35

ათმა მობურთალმა თითო ლელო გაიტანა.  ფოთელი ბურჯის, ზურა ჟვანიას ანგარიშზე ლელოცაა და სალელოე პასიც.  "ზუკოს" გუნდი წინ ერთად’ერთხელ გავიდა * 28:21 @ 51’, ბოლო წუთზე კი მარცხს გადაურჩა – ბასელმა ალექს დევისმა დაახაია ჯარიმა

39-ფაზიანი შტურმი

უქმეებზე ხუთმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა.  სტატისტიკა ყველას ჩინებული აქვს, ნორჩი რასინგელი – გურამ გოგიჩაშვილი კი "პლანეტ რაგბის" რჩეულშიც მოხვდა:  27 მეტრი 10 სოლოზე, 2 გაბითურება და ბოჭვათა ბალანსი 8/0

იშვიათი დრამა გათამაშდა ნიუქასლში:  აფრიკელების – პოლ ვილემსეს ლელოთი და რუან პინარის ჯარიმით მონპელიე პირველად დასკვნით მეოთხედშიღა დაწინაურდა * 20:16, მაგრამ მასპინძელმა შევარდნებმა [ფოლქონზ] ჯერ სამოელი ბურჯის, ლონგოვიჰი მულიპოლას სინბინზე გაძლეს, სირენის შემდეგ კი 39-ფაზიანი (!) შტურმი "აიღე და მიეძალე"თი დააგვირგვინეს მეცხრე (!) წამატებულ წუთზე * 23:20

 

"ჰაინეკენის" ჩემპიონთა თასი  2018-19

მეორე რაუნდი      1

<<   პირველი ჯგუფი

ვოსპს$(ინგ) 35:35 ბას$(ინგ)  სტატ

5ლ: ბასეთ სიმპსონ ჟვანია ჯონსონ იანგ; 5გ: სოპოანგა –

5ლ: თოკა’ნასინგა რაით როკო’ნდუნგუნი იუელს ლოუ; 5გ: ბერნს
სბ
ლოუ

რეფ გარსეზ (სფრ) 20/10 @ ქოვენთრი, რიქოჰ (15 221  ვიდეო

0:7(4) 7:7(19) 7:14(22) 7:21(31) სბ(33ბ) /
14:21(44) 21:21(48) 28:21(51
$) 28:28(56$) 28:35(65) 35:35(72)

ტულუზ (სფრ) 28:27 ლენსთერ$(ირლ)  სტატ

3ლ: მედარ (1 3) გიტუნ; 2გ 3ჯ: რამოზ –

3ლ: ო’ბრაიენ რაიან ქრონინ; 3გ 2ჯ: სექსთონ

რეფ ბარნს (ინგ) 21/10 @ ერნესტ ვალონ (_  ვიდეო

3:0(2) 6:0(7) 11:0(13) 14:0(18) 14:3(22) 14:6(28) 14:13(35) 21:13(39) /
21:20(48) 21:27(54) 28:27(70)

<<   მეორე ჯგუფი

კასტრ (სფრ) 29:25 ექსეთერ$(ინგ)  სტატ

2ლ: ვიალელ მაფი; 2გ: დიუმორა ლე’ბურიზ; 4ჯ: დიუმორა 2, ლე’ბურიზ 2; ა: დიუმორა წბ ვაიპალუ –

3ლ: კორდერო კვეშიჩ სთინსონ; 2გ 2ჯ: სთინსონ სბ ჰ.სლეიდ

რეფ ლეისი (ირლ) 20/10 @ პიერ ფაბრ (9 600  ვიდეო

0:7(9) 0:14(15) 7:14(18) 10:14(20) 13:14(27ა) 16:14(32) 19:14(35) წბ(37კ) 19:19(39) / 26:19(46) 26:22(49) 29:22(51) 29:25(62) სბ(72ე)

მანსთერ$(ირლ) 36:22 გლოსთერ (ინგ)  სტატ

5ლ: ჰეილი მარშალ ქარბრი არნოლდ ქონვეი; 4გ ჯ: ქარბრი
სბ
არნოლდ არჩერ –

3ლ: ხრობლერ ვუდვორდ მორგან; 2გ: თველვ’თრიზ; წბ: სიპრიანი
სბ
სევიჯ

რეფ რუის (სფრ) 20/10 @ ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 068  ვიდეო

სბ(17გ) 5:0(21) 5:3(25) 8:3(30წბ) 15:3(36) /
22:3(52) 29:3(57
$) 29:10(64) 36:10(68) 36:15(69) სბ(78მ) 36:22(79) სბ(80მ)

<<   მესამე ჯგუფი

სარასენს$(ინგ) 29:10 ლიონ (სფრ)  სტატ

4ლ: ითოჟე მეითლენდ ბარით ლუინგთონ; 3გ ჯ: ფარელ –

ლ: ლაკონ; გ ჯ: ბოკსიზ

რეფ ქლენზი (ირლ) 20/10 @ ბარნეთ, ალიანს პარქ (10 ათ  ვიდეო

3:0(3) 10:0(14) 17:0(20) 17:3(29) / 24:3(47) 24:10(69) 29:10(77$)

კარდიფ (უელ) 12:29 გლაზგო$(შტლ)  სტატ

2ლ: სამერ’ჰილ; გ: ენსქომ –

4ლ: ჰეისთინგს ფან’დერ’მერვე პრაის გრეი; 3გ ჯ: ჰეისთინგს

რეფ პირს (ინგ) 21/10 @ არმზ პარქ (_  ვიდეო

0:5(2) 0:12(6) 0:15(26) / 0:22(44) 5:22(48) 5:29(68$) 12:29(79)

<<   მეოთხე ჯგუფი

ლესთერ$(ინგ) 45:27 ჰლანეჰლი (უელ)  სტატ

5ლ: ველზ თომპსონ კალამაფონი ტუილანგი მეი; 4გ 4ჯ: ფორდ –

3ლ: გა.დევის ევანს თომსონ; 3გ 2ჯ: ჰაფ’პენი

რეფ პუატ (სფრ) @ 19/10 ველფორდ როუდ (18 832  ვიდეო

3:0(2) 10:0(9) 10:7(16) 10:10(29) 15:10(37) 15:13(40) / 18:13(44) 25:13(48) 25:20(53) 25:27(61) 32:27(65$) 35:27(69) 42:27(74) 45:27(77)

რასინგ$(სფრ) 44:12 ალსთერ (ირლ)  სტატ

5ლ: ირიბარან ლორე იმოფ ტომაზ ზიბო; 5გ: რასელ 4, ირიბარან;
3ჯ:
რასელ –

2ლ: შენან სთოქდეილ; გ: ბერნს სბ თიმონი

რეფ ოუენს (უელ) @ 20/10 პარიზ’ი, დეფანს (13 168  ვიდეო

0:7(6) 3:7(8) სბ(16ა) 3:12(21) 10:12(29) 17:12(33) 20:12(40+) /
27:12(45) 30:12(49) 37:12(70
$) 44:12(77)

<<   მეხუთე ჯგუფი

ედინბურგ$(შტლ) 40:14 ტულონ (სფრ)  სტატ

4ლ: თულის პირგოს მაკ’ინალი დინ; 4გ: ი.ფან’დერ’ვალტ 3, ჰიქი;
4ჯ: ფან’დერ’ვალტ –

2ლ: რ.ტაოფიფენუა იკპეფან; 2გ: ბელო ტრენ-დიუკ

რეფ დოილ (ინგ) @ 20/10 მარიფილდ (7 056  ვიდეო

3:0(4) 10:0(16) 10:7(23) 17:7(25) 20:7(28) 23:7(32) 26:7(40+) /
33:7(45) 33:14(73) 40:14(76
$)

ნიუქასლ (ინგ) 23:20 მონპელიე$(სფრ)  სტატ

2ლ: გრემ ჩიქ; 2გ 3ჯ: ჰოჯსონ სბ მოლიპოლა – 

ლ: პ.ვილემსე; 5ჯ: პინარ

რეფ ადამსონ (შტლ) @ 21/10 ქინგსთონ პარქ (6 383  ვიდეო

3:0(3) 10:0(7) 10:3(11) 10:6(17) 13:6(27) 16:6(33) /
16:9(53) 16:12(59) 16:17(68) 16:20(73) სბ(74ნ) 23:20(80+10)

 

ჩვენებურები

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ზურაბ ჟვანია (ვსპ)  

1

-60

2/3

5

1

2

6/1

0

1

გურამ გოგიჩაშვილი (რას)

1 -58 2/10 27

2

0

8/0 0 0

ვასო კაკოვინი (რას)

17 +58 0/1 0 0 0 6/1 1 1

მიხო ნარიაშვილი (მნპ)  

1

-61

0/10

3

0

0

4/1

0

0

ლევან ჩილაჩავა (მნპ)  

3

-48

0/3

1

1

0

7/0

0

0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 საიმონ ზიბო (რას), 14 დარსი გრემ (ედნ), 13 მანუ ტუილანგი (ლსთ), 12 ჯონი ვილიამს (ნქს), 11 მაკსიმ მედარ (ტლზ); 10 ადამ ჰეისთინგს (გლზ), 9 ტედი ირიბარან (რას) /

1 გურამ გოგიჩაშვილი (რას), 2 კამი შა (რას), 3 დენ ქოულ (ლსთ);
4 სთივ მაფი (კსტ), 5 ჯონი გრეი (გლზ); 6 მარო ითოჟე (სარ),
7 ქელამ გიბინს (გლზ), 8 სელავასიო ტოლოფუა (ტლზ)

 

ად

2 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ტულუზ (სფრ)

8

+3

6

2-0

50:47

0

2

ლენსთერ (ირლ) %

6

+48

11

1-1

79:31

2

3

ბას (ინგ)

4

-2

7

0-1*1

55:57

2

4

ვოსპს (ინგ)

3

-49

5

0-1*1

38:87

1

1

მანსთერ (ირლ)

7

+14

6

1-0*1

46:32

1

2

კასტრ (სფრ)

5

-1

3

1-1

43:44

1

3

გლოსთერ (ინგ)

4

-9

4

1-1

41:50

0

4

ექსეთერ (ინგ)

3

-4

4

0-1*1

35:39

1

1

სარასენს (ინგ)

9

+29

5

2-0

42:13

1

2

გლაზგო (შტლ) %

5

+7

4

1-1

32:25

1

3

კარდიფ (უელ)

4

-8

5

1-1

42:50

0

4

ლიონ (სფრ)

0

-28

3

0-2

31:59

0

1

რასინგ (სფრ)

9

+33

7

2-0

58:25

1

2

ლესთერ (ინგ)

5

+4

6

1-1

55:51

1

3

ალსთერ (ირლ)

4

-18

5

1-1

36:54

0

4

ჰლანეჰლი (უელ)

1

-19

5

0-2

40:59

1

1

ნიუქასლ (ინგ)

8

+4

4

2-0

49:45

0

2

ედინბურგ (შტლ) %

6

+20

6

1-1

55:35

2

3

მონპელიე (სფრ)

5

+3

4

1-1

41:38

1

4

ტულონ (სფრ)

1

-27

5

0-2

39:66

1

 

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;  ჯგუფურ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები:  7-9 და 14-16/12;  2019 * 11-13 და 18-20/01

მეოთხედ’ფინალები  29-31/03,  ნახევარ’ფინალები  19-21/04

ფინალი:  შაბ 11/05  ნიუქასლ, სენთ’ჯეიმზის პარქ (ინგ) @ 20.00 საქ

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html