გენერალური რეპეტიცია

   ზელანდიამ შარშანდელი ხინჯი გამოასწორა "III ბლედისლოუც" მოუგო ავსტრალიას საგაისო მსოფლიო თასის ფინალის არენაზე

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ვერცხლის, დიდრონი "ბლედისლოუს თასი" 1931 წელსაა დაწესებული.  კივებმა "ოთხ ერზე" ორჯერვე რომ ძლიეს ოზები, გარდამავალი რელიკვია ზედიზედ მე-16 წლითაც დაიბევეს, მაგრამ ყოველი სამეზობლო რკენა გამორჩეულად ეშხიანია, "ოლ ბლექს"ისგან რაგბეთი ყოველთვის გამარჯვებას ელის და შარშან ამავე ვითარებაში "ვოლაბიზ"მა იმარჯვა – ოღონდაც ბრისბენში

ჰოდა, თამაში რომ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის გენერალურ რეპეტიციად ჩაეფიქრებინათ ორგანიზატორებს, ბილეთების ნაწილი იაფად ან სულაც მუქთად დაარიგეს და იაპონიაში ტესტ’რაგბზე დასწრების რეკორდიც დამყარდა – დღის სამ საათზე, ჩინებულ დარში, 46 143 ქომაგი მივიდა იოკოჰამის "ნისან სთედიუმზე"

შოუც რიგიანი გამოვიდა. 50-ე კეპი მიითვალა სონი-ბილ ვილიამსმა, მეასე – ოზთა ბურჯმა სეკოპე კეპუმ.  იზი ფოლაუ 13 ნომერზე იდგა; კივებმა ცხრად თი’ჯეი პერენარას დააწყებინეს, ზურგში კი დამიენ მაკ’ქენზი გაამწესეს და ამან ბოდენ ბარეთს კარგად შეაშველა ხელი შეტევის ორგანიზებაში

გარემარბებმა გაილაღეს

დაიდო 7 ლელო * 5/2 და ფალავანმა * 37:20 იმარჯვა

მოეწყო 20 შერკინება და ნაკლები – 17 დერეფანი.  ფრანგმა რეფმა 20 ჯარიმა | თავისუფალიც დანიშნა (ზელანდიის სასარგებლოდ 13-7)

კივებმა მეტოქეზე ბარემ ორჯერ მეტი ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს 21-11, სხვა მაჩვენებლები კი – ფლობისა 54-46% და ტერიტორიის 56-44% გარდა – თითქმის თანაბარი გამოვიდა.  ერთი ეგაა, ვოლაბებს თერნოვერი ბევრად მეტი შეემთხვათ 18-7, რაზეც მათმა გურუმ, მაიქლ ჩეკამ ბრძანა, "ოლ ბლექსს" მაგდენ შანსს რომ უბოძებ, მოგიგებსო

გაილაღეს შავების გარემარბებმა – ბენ სმითმა: 106 მეტრი 12 სოლოზე და რიკო იოანემ: 105 მეტრი 11-ზე, 5 გარღვევა და 6 გაბითურება. ოზთაგან ფოლაუმ გაირბინა 100 მეტრი 10 სოლოზე, მაგრამ ლელოც აჩუქა ბენს.  ისე, ამ ეპიზოდში არონ სმითმა დაბლოკა ქერთლი ბილი, მაგრამ თემიდა მუდამ ძლიერს რომ სწყალობს, ლელო ჩაითვალა

ზანტ მორკინალებზე

თავიდან ავსტრალიამ შეუტია და სქოთ ბარეთმა ალამთან გადადენა კიდეზე დეინ ჰეილეთ-პეთი

ზელანდიის პირველ ლელოზე ლიამ სქვაიერმა დაიფრინა ბილი * 7:0 @ 13’, მეორეზე კი – 5-მეტრა შერკინებიდან, ქიარან რიდს ვერაფერი დააკლეს ნედ ჰენიგანმა და ვილ გენიამ * 17:3 @ 37’

ოზებმა შესვენებამდე მაინც გამოიღეს ხელი – ფიჯელმა გარე’მარბებმა: მარიკა კოროი’მბეტემ და სეფა’ნაია ნაივალუმ კუთხეში ივარგეს * 17:10

მეორე ტაიმის დასაწყისში რობ სიმონსს ლელოში ჩაუწვა ბოდენი, ხეირზე რგებული ჯარიმა კარში დაირტყა, ვოლაბთა შემდეგი 13 ფაზა კი თერნოვერით დასრულდა

მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა:  რიდმა და პერენარამ გრძელ ფრთაზე რომ შეუტიეს, ბოდენმა უცებ რიკო მოკლეზე მიუშვა ზანტ მორკინალებზე და თავადვე მიჰყვა * 27:13 @ 60’

ეგეთი გაგვიუქმესო

ოზებს არგოთ მოკეთებული სამუ კერევის შემატებამ – ამისი გარღევევა კინაღამ ლელოთი დასრულდა, მაგრამ მალე ტოლუ ლატუ და ქოდი თეილორი წაკინკლავდნენ – არიფმა ოზმა სახეში მოუთათუნა ხელი ოღრაშ მეტოქეს და სინბინში წაბრძანდა

უმალ ფოლაუს ჩაუჭრა პასი ბენმა * 32:13 @ 70’, რაზეც ოზურმა მედიამ დაიჩივლა, ზუსტად ეგეთი ლელო გაგვიუქმეს ორი წლის წინო

ბოლოს კერევიმ მაინც გაუხერხა ოფლოუდი ფოლაუს * 32:20 @ 76’, მაგრამ აიზექ როდას რომ დაუვარდა ქიქ’ოფი, რიჩი მოჰუნგამ შეუტია, ბენმა ლამის კარს უწია, ბოდენმა კი – კარლოს სპენსერის’ეულ, 2003 წლის ყაიდაზე – ფეხებ’შუა უპასა რიკოს, ვინაც წელს მე-11, ხოლო 21 ტესტში – 22-ე ლელო გაიტანა * 37:20 @ 78’

ამით, ეტყობა, 3-ტესტა ბლედისლუს ხანაც დასრულდა, რაკი გაისად მსოფლიოა და "ოთხი ერიც" კი მოიკვეცება, ხოლო 2020 წლიდან თუ
12-გუნდა "მსოფლიო ლიგა" მართლაც გაეშვა, ტესტები თანაბრად გადანაწილდება, რათა ელიტაში ყველა ყველას ერაგბოს მინიმუმ თითოჯერ და ტელე’უფლებები უსარფიანესად გაიყიდოს

 

ბლედისლოუს თასი * 2018

ბოლო, მესამე რკენა

ზელანდია 37:20 ავსტრალია  სტატ

ზელ: მაკ’ქენზი (მოჰუნგა 68) ბ.სმით ქროთი (ლენართ-ბრაუნ 61) ვილიამს იოანე <10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 61) / მუდი (ტუჰი’ ნუკუაფე 52) თეილორ (ჰარის 71) ფრენქს (ლაულალა 52) ს.ვაითლოქ (რეთალიქ 52) სქ.ბარეთ; სქვაიერ (თოდ 68) ა.სავეა რიდ^კაპ
5ლ:
სქვაიერ რიდ ბ.ბარეთ ბ.სმით იოანე; 3გ 2ჯ: ბ.ბარეთ

ავს: ჰეილეთ-პეთი (ბენქს 72) ნაივალუ (კერევი 58) ფოლაუ ბილ კოროი’მბეტე (ფაინგა 72-76) <10-9> ფოლი გენია (ფიპს 71) / სიო (კეპუ 54) ფაინგა (ლატუ 54 სბ 67-76) ალა’ალატოა (ტუპოუ 54) როდა სიმონს (არნოლდ 66) ჰენიგან (დემპსი 52) ჰუპერ^კაპ პოქოქ –
2ლ:
ნაივალუ ფოლაუ; 2გ: ფოლი; 2ჯ: ბილ ფოლი

რეფ პუატ (სფრ) 27/10 @
იოკოჰამა (იაპ), ნისან (
46 143)   ვიდეო     რჩეული    

7:0(13) 7:3(21) 10:3(25) 17:3(37) 17:10(40+) / 17:13(48) 20:13(53) 27:13(60) სბ(67ა) 32:13(70) 32:20(76) 37:20(78) დას(80+1)

სერია 3-0 (115:45 | ლ 17/5)

 

ბლედისლოუს თასი

1931-1997

ზელანდია

062 მოგება

31 თასი

4 ფრე

ავსტრალია

021 მოგება

07 თასი

1998

ავსტრალია

3-0

24:16 მ

27:23 ქ

19:14 ს

 

1999

ავსტრალია

1-1

15:34 ო

28:07 ს

 

 

2000

ავსტრალია

1-1

35:39 ს

24:23 ვ

 

 

2001

ავსტრალია

2-0

23:15 დ

29:26 ს

 

 

2002

ავსტრალია

1-1

06:12 ქ

16:14 ს

 

 

1998-2002

ავსტრალია

08 მოგება

5 თასი

0 ფრე

ზელანდია

03 მოგება

0 თასი

2003

ზელანდია

2-0

50:21 ს

21:17 ო

 

10:22 ს

2004

ზელანდია

1-1

16:07 ვ

18:23 ს

 

 

2005

ზელანდია

2-0

30:13 ს

34:24 ო

 

 

2006

ზელანდია

3-0

32:12 ქ

13:09 ბ

34:27 ო

 

2007

ზელანდია

1-1

15:20 მ

26:12 ო

 

 

2008

ზელანდია

3-1

19:34 ს

39:10 ო

28:24 ბ

19:14 ჰ

2009

ზელანდია

4-0

22:16 ო

19:18 ს

33:06 ვ

32:19 ტ

2010

ზელანდია

3-1

49:28 მ

20:10 ქ

23:22 ს

24:26 ჰ

2011

ზელანდია

1-1

30:14 ო

20:25

 

20:06 ო

2012

ზელანდია

2-0

27:19

22:00 ო

18:18 ბ

 

2013

ზელანდია

3-0

47:29 ს

27:16 ვ

41:33 დ

 

2014

ზელანდია

2-0

12:12 ს

51:20

29:28

 

2015

ზელანდია

1-1

19:27 ს

41:13 ო

 

34:17 ლ

2016

ზელანდია

3-0

42:08

29:09

37:10 ო

 

2017

ზელანდია

2-1

54:34 ს

35:29 დ

18:23 ბ

 

2018

ზელანდია

3-0

38:13

40:12

37:20

 

2003-2018

ზელანდია

036 მოგება

16 თასი

2 ფრე

ავსტრალია

007 მოგება

00 თასი

სულ

ზელანდია

101 მოგება

47 თასი

6 ფრე

ავსტრალია

036 მოგება

12 თასი

ბ ბრისბენ, მ მელბურნ, ს სიდნი (ავს)                              მსოფლიო 
დ დანიდინ, ვ ველინგთონ, ო ოქლენდ, ქ ქრაისთჩერჩ (ზელ)
ი იოკოჰამა | ტ ტოკიო (იაპ), ლ ლონდონ (ინგ), ჰ ჰონკონგ (ჩინ)

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/10_2018)

   1 ზელანდია 9296, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8594,
   4 ინგლისი 8568, 5 აფრიკა 8352, 6 შოტლანდია 8302,
   7 ავსტრალია 8286, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7801,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

 16 სამოა 6828, 17 რუმინეთი 6825, 18 ურუგვაი 6537,
 19 რუსეთი 6489, 20 ესპანეთი 6309, 21 ჰონკონგი 6046,
 22 ნამიბია 5997, 23 კანადა 5993, 24 პორტუგალია 5830,
 25 ბელგია 5809, 26 ბრაზილია 5681, 27 ჰოლანდია 5652,
 28 კენია 5571, 29 გერმანია 5559, 30 ჩილე 5436

+/-:  ზელ 0 ავს

შემოდგომის ტესტები 2018

საქართველოს თარიღითა და დროით

03/11

იაპონია

09.45

ზელანდია

ჩოფუ

.

უელსი

18.45

შოტლანდია

კარდიფ

.

ინგლისი

19.00

აფრიკა

თვიქნემ

.

ირლანდია

24.00

იტალია

ჩიკაგო [აშშ]

04/11

შტატები

02.15

მაორი

ჩიკაგო

10/11

რუსეთი

15.00

ნამიბია

კრასნოდარ

.

რუმინეთი

16.00

პორტუგალ

ბაია’მარე

.

იტალია

18.00

საქართველო

ფირენცე

.

შოტლანდია

18.30

ფიჯი

მარიფილდ

.

ინგლისი

19.00

ზელანდია

თვიქნემ

.

ფრანგ’ბარ

19.00

ტონგა

ბორდო

.

უელსი

21.20

ავსტრალია

კარდიფ

.

შტატები

21.30

სამოა

სანსებასტიან [ესპ]

.

ირლანდია

22.30

არხენტინა

დაბლინ

11/11

საფრანგეთი

00.05

აფრიკა

სან’დენი

.

ბრაზილია

02.00

მაორი

სანპაულუ

.

კანადა

16.00

კენია

მარსეი [სფრ]

.

გერმანია

19.00

ჰონკონგი

მარსეი [სფრ]

17/11

რუმინეთი

16.00

შტატები

ბუკურეშტ

.

ჰონკონგი

16.00

კენია

მარსეი [სფრ]

.

ურუგვაი

17.00

ფიჯი

ჰართპური [ინგ]

.

იტალია

18.00

ავსტრალია

პადოვა

.

საქართველო

18.00

სამოა

ავჭალა

.

უელსი

18.30

ტონგა

კარდიფ

.

ესპანეთი

18.45

ნამიბია

მადრიდ

.

ინგლისი

19.00

იაპონია

თვიქნემ

.

კანადა

19.00

გერმანია

მარსეი [სფრ]

.

შოტლანდია

21.20

აფრიკა

მარიფილდ

.

ჩილე

23.00

მაორი

ლას’კონდეს

.

ირლანდია

23.00

ზელანდია

დაბლინ

18/11

საფრანგეთი

00.05

არხენტინა

ვილნევ’დასკ

23/11

გერმანია

20.00

კენია

მარსეი [სფრ]

.

კანადა

23.00

ჰონკონგი

მარსეი [სფრ]

24/11

რუმინეთი

16.00

ურუგვაი

ბუკურეშტ

.

საქართველო

18.00

ტონგა

ვაკე

.

იტალია

18.00

ზელანდია

რომა

.

იაპონია

18.05

რუსეთი

გლოსთერ [ინგ]

.

შოტლანდია

18.30

არხენტინა

მარიფილდ

.

ესპანეთი

18.45

სამოა

მადრიდ

.

ინგლისი

19.00

ავსტრალია

თვიქნემ

.

პორტუგალ

19.00

ნამიბია

კუიმბრა

.

უელსი

21.20

აფრიკა

კარდიფ

.

ირლანდია

22.30

შტატები

დაბლინ

25/11

საფრანგეთი

00.05

ფიჯი

სან’დენი

01/12

ბარბაროს

18.30

არხენტინა

თვიქნემ

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html