ხელის მოუხვევლად

   ჩრდილოეთის ტესტების "ნულოვან" ვიქენდზე აფრიკა ინგლისში თემიდის სათუო განჩინებით’ღა დამარცხდა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რაგბის მამები მადაზე თანდათან მოდიან:  ნოემბრის ტესტებისთვის გამოყოფილი სამი შაბათი ვეღარ ჰყოფნით და პირველ უქმეებამდეც ათამაშებენ ნაკრებებს, მაგრამ ვერ’კი ერევიან ინგლისი – საფრანგეთის ბობოლა კლუბებს.  ჰოდა, ამათ თავიანთი ინტერესი რომ აქვთ, არა’ევროპელებს არ ათარხნებენ!

აი, ახლაც, ინგლისი აფრიკას რომ ერკინებოდა, ინგლისისავე კლუბებმა ბოკეს დაუკავეს ფაფ დე’კლერკი, ვილი ლე’რუ, ფრანკო მოსტერტი და ფრანსუა ლოუ.  ამით მეტოქეთა შანსები გათანაბრდა, რაკი "ვარდებს" დამტვრეოდათ ორივე ვუნიპოლა – მაკო და ბილი, ქრის რობშოუ და ჯო ლონჩბრი, ხოლო დათარსული მანუ ტუილანგი ტესტის წინა დღეს გამოვიდა მწყობრიდან

ბურჯმა კოლეგას

თამაში ისეთი გამოვიდა, ტრადიციონალისტებს რომ მოეწონებოდათ

ბოკე მაგარ ჯანზე იყო და ეძალებოდა, რაგბის სამშობლო კი კარგ ხანს თავს იცავდა.  აფრიკას ბურთი პირველი ტაიმის 67% ეპყრა და მაგ დროის 78%ც მეტოქის ნახევარზე გაატარა, მაგრამ ნახევარი თამაში
2 ქულითღა მოიგო * 8:6

შესვენების შემდეგ ელიოთ დეილიმ თავისი ნახევრიდან გაიტანა ჯარიმა * 9:8.  ვარდებმა თამაშიც გაათანაბრეს, მაგრამ ახლა ჰანდრე პოლარდმა ივარგა 48 მეტრიდან * 9:11

მაშინ სათადარიგო ბურჯმა, ჰარი ვილიამსმა თქვა სიტყვა – 5-მეტრა შერკინებაში ჯარიმა მიაღებინა სათადარიგოვე თომას დიუ’ტოის და ფეხ’მტკივანმა ოუენ ფარელმა 15-მეტრა შტრიხიდან შეაგდო * 12:11

ნაღდად გაიტანდა

საომარი 3 წუთიღა რომ რჩებოდა, პოლარდის მიერ 45 მეტრიდან დარტყმული ძელს გარედან მოხვდა, გაწითლებულ დროზე კი ბოკემ
15 ფაზა აკინძა, მაგრამ ფარელი მხრით დაეჯახა ანდრე ესტერ’ჰეიზენს

"მსოფლიო რაგბი" მოთამაშეთა კეთილ’დღეობასა და ჯან’მრთელობაზე რომ ზრუნავს, ხელის მოუხვევლად ჯახი ბოლო ხანს უმკაცრესად ისჯება, რაკი ამგვარ ურჯუკობას ტვინის შერყევა მოჰყვება ხოლმე

ავსტრალიელმა რეფმა პროტოკოლი დაიცვა და საკითხი ირლანდიელ ტელე’მსაჯს გადასცა.  ამით სრულიად რაგბეთისთვის ცხადი შეიქნა, რომ მბოჭავი გამტყუნდებოდა, პოლარდი ნაღდად გაიტანდა ჯარიმას და მასპინძელი დამარცხდებოდა

თემიდის ორპირობა

თემიდამ ფარელი 85 წამში გაამართლა – უფალმა გარდნერმა დაასკვნა, მბოჭავი ხელის მოხვევას აპირებდა, მაგრამ მეტოქემ არ დაანებაო.  ბოკეს ჭირადაც, ესტერ’ჰეიზენი ისეთ ჯანზეა, რომ არ დაშავებულა!

არადა, ფარელს ადრე – მაგ, ბოლო შეტევამდე – რომ ჩაედინა მსგავსი რამ, ეგებ ყვითელი ბარათიც მიეღო, ხოლო მის ადგილას, ვთქვათ და წყნარი ოკეანის კუნძულელი რომ ყოფილიყო – საყოველთაო აზრით, ბეჩავს წითელი ვერ ასცდებოდა!

ფარელი აღარც ტრიბუნალზე დაუბარებიათ და "პირველ ოფიციალურ" ვიქენდზე "ოლ ბლექსს" ეთამაშება, აფრიკის გურუმ, რასი ერაზმუსმა კი ინციდენტი შაყირში გაატარა – პრეს’კონფერენციაზე დაიქადნა, თუ ეგ ჯარიმა აღარაა, ბიჭებს ხელის მოუხვევლად ვასწავლი ბოჭვასო, და პირობა შეასრულა:

საფრანგეთში გამართულ პირველსავე ვარჯიშზე გადააღებინა კლიპი და სოც’მედიით გაავრცელებინა, რასაც თემიდის ორპირობით ჩიხში მომწყვდეულმა დაბლინმა, რა გასაკვირია და წაუყრუა

მხტომელს გადააცილა

მატჩის გმირად ექსპერტებმა ინგლისის ახალი 8 ნომერი, მარქ ვილსონი სცნეს * ბოჭვა 14/1.  გუნდს შეეტყო დაცვის გადიად ზელანდიელი ჯონ მიჩელის დანიშვნა.  ბოკედან საუკეთესო იყო შუა’მარბი დამიენ დე’ალენდე – 63 მეტრი 15 სოლოზე, 2 გაჭრა, 6 გაბითურება

ბოკეს 50’ წუთისთვის 10 დავარდნა მოუგროვდა, წლის მორაგბეობაზე წარდგენილმა მალკომ მარქსმა კი დერეფანში სამჯერ (!) გადააცილა მხტომელს ბურთი; აქედან ორჯერ – 5-მეტრა ნიშნულზე!

ბოკე მოლს ყოჩაღად აგორებდა.  მარო ითოჟეს სინბინი პოლარდის მიერ სბუ ნკოსისთვის აწეულ აბრაგანს მოჰყვა. მაგრამ აფრიკა მაქედან ვერაფერს გამორჩა

ლელო 9-ფაზიანი, დე’ალენდეს მიერ დაწყებული შეტევითა და სხარტი პასაობით დაიდო მარჯვენა კუთხეში, იბენ ეცებეთს კი კოჭი ისე ეტკინა, რომ ვინძლო მალე შინ გასაგზავნი შეიქნეს

სირიუსი გამოიცადა

ზელანდიამ იაპონიაში 51 კაცი გააგზავნა:  ამათგან 19-ს მხოლოდ მასპინძელთან უნდა ეთამაშა, 32 კი ევროპასაც მოიხილავს

კივებმა ჯერ "ბლედისლოუ III" მოუგეს ავსტრალიას, მერე კი ტოკიოში ახალი კვართის წარდგენა გამართეს – "ადიდასის" ნაწარმი, ნაკერთა მოშორებით, უწინდელზე 25 პროცენტით შემსუბუქდა, აღდგენილი, მინი თეთრი საყელო კი თურმე საუკუნოვან ტრადიციას განასახიერებს

ტოკიოს ტესტში გამოიცადა საგაისო მსოფლიო თასისთვის შემქნილი "გილბერთიც" – სახელად "სირიუს".  შავებმა მასპინძელს 8 უკეპოს მყოლი დუბლი გაუყვანეს, მაგრამ მაინც თამაშ-თამაშ * 69:31 მოუგეს

100-ქულიან შოუში 15 ლელო დაიდო * 10/5.  ჰეთ’თრიქი შეასრულა შუა’მარბმა ნგანი ლაუმაპემ, 8 ნომერი ლუქ ვაითლოქი კი შეიქნა 70-ე პირი, ვინაც "ოლ ბლექსს" ტესტში უკაპიტნა

700 ათასად

ექვს’ერელთა გაუმაძღრობას რომ საზღვარი არ აქვს, აქეთ უელსი შოტლანდია და იქეთ ირლანდია – იტალია წლეულს მეორედაც შეიბნენ, თანაც მასპინძლები იგივენი იყვნენ

არც მოსეირეს ეტყობა მოყირჭება:  კარდიფში დიდ რაგბზე 63 188 კაცი მივიდა, ჩიკაგოში კი ირლანდიურმა თემმა 700 ათასი ევრო ჩაურიცხა იტალიის რაგბის ფედერაციას, ვისი წლიური ბიუჯეტიც 40 მილიონია, და 35 081 მაყურებელი შეკრიბა

კარდიფის მატჩში პირველად გათამაშდა თასი სქოთი "ლომის", დოდი ვიარისა, ვისაც სიბერეში მოკრივის სენი გამოაჩნდა.  შოტლანდიას უელსში 2002 წლის აქეთ ვერაფრით მოეგო და ვერც ამჯერად გატეხა ნავსი, რაღაი სამხრეთ’აფრიკელმა ჰიუ ჯოუნზმა ჯერ ჯორჯ ნორსი გაატარა, შემდეგ კი – ჯონათან დევისიც * 10:21

რაკი პარიზის რასინგმა არ გაუშვა ფინ რასელი, სქოთებს 10 ნომრად გევინ ჰეისთინგსის ვაჟი, ადამი ეყენათ.  სტუმრებმა ლელო მოლით შეიტანეს; ერთიც იმად გაუქმდა, რომ ჯონი გრეი "მეორე მოძრაობით" ეწია მიზანს, კიდევ ერთ ჩაუთვლელზე კი ტელე’მსაჯმა დაასკვნა, რომ პით ჰორნს დამიწებისას "წინ წაუვიდა" ძმის, ჯორჯის შეგორებული

ანგარიში აერიათ

ჩიკაგოს "სოულჯერ ფილდ"ზე ერთბაშად სამი მატჩი იყო.  ჯერ კივმა ქალებმა * 67:6 დაანგრიეს იანკები;  მერე 7 ლიდერ’ნაკლულმა ირლანდიამ * 54:7 გააბურთავა იტალიის მთლად დუბლი, ბოლოს კი მაორებმა * 59:22 აამეს მასპინძელ "არწივებს"

რობ ქარნის ნაცვლად 15 ნომრად მოთამაშე ჯორდან ლარმორმა აძური სამჯერ დაალელოვა და ამ შაბათს არხენტინასთანაც იწყებს;  იტალიამ ჩვენთან სარაგბოდ 15 დამწყებიდან სამი ბექიღა (სპერანდიო ბელინი კამპანიარო) დაიტოვა, მაორის არა-ტესტი კი იმდენად არა’სერიოზული თამაში იყო, რომ პატივცემულ ი’ეს’პი’ენ-ს ანგარიშიც კი აერია:

ვილ ჰულის მიერ 13’ წუთზე გატანილი ჯარიმა გამორჩა და ბოლომდე ვეღარც მიხვდა, ავტო’ქტონმა ზელანდიელებმა კი თუმც სამჯერ მოიხილეს სინბინი, მაინც გაილაღეს – ლელოებით * 9/3

 

შემოდგომის ტესტები * 2018

მოსათელი ვიქ’ენდი

იაპონია 31:69 ზელანდია  სტატ

იაპ: იამანაკა (მაცუდა 66) ჰენრი (ნაკამურა 61) ტუპოუ ლაფაელე ფუკუოკა <10-9> ტამურა ნაგარე (ტანაკა 49) / ინაგაკი (მიკამი 64) საკატე (ნივაი 64) იამაშიტა (აი’ვალუ 64) ფან’დერ’ვალტ (ნაკაძიმა 49) ანისე (ჰელუ 64) ლიჩ^კაპ ჰიმენო ტუი – 5ლ: ანისე ტუი ლაფაელე
(3 5) ჰენრი;
3გ: ტამურა

ზელ: ჯ.ბარეთ მილნერ-სქადერ (ბრიჯ 41) პროქთორ ლაუმაპე ნაჰოლო (ქემერონ 71) <10-9> მოჰუნგა ტაჰურიო’რანგი (დრამონდ 59) / ტუ’ჰუნგაფასი (პერი 54) ქოულზ (ქოლთმენ 54) ტაჰავაო-მატაუ (ლომაქს 59) ტუი’პოლოტუ (ევანს 54) ჰემოპო; ფიფიტა პაპალიჰი (ჰანთ 59) ლ.ვაითლოქ^კაპ10ლ: ქოულზ მოჰუნგა ლაუმაპე (3 5 9) ტაჰურიო’რანგი ბრიჯ (6 10) ნაჰოლო პროქთორ; 8გ: მოჰუნგა 7, ბარეთ; ჯ: მოჰუნგა

რეფ ქარლი (ინგ) 03/11 @
აძინომოტო, ჩოფუ, ტოკიო (
43 751)   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 7:3(6) 7:10(16) 7:17(21) 7:24(29) 14:24(34) 14:31(36) 14:38(39) 19:38(40+) / 19:45(48) 24:45(52) 24:50(57) 24:57(61) 24:64(64) 24:69(67) 31:69(71)

უელსი 21:10 შოტლანდია  სტატ

უელ: ჰაფ’პენი ნორს ჯთ.დევის პარქს მორგან (სთ.ევანს 79) <10-9> ენსქომ (ჯრ.ევანს 79) გა.დევის (თმ.ვილიამს 70) / სმით (რ.ევანს 63) ოუენს (დი 41-42, 63 სბ 69) ლუის (ლ.ბრაუნ 79) ჰილ (ბიერდ 65) ავ.ჯოუნზ^კაპ; ლიდიეთ (ოუენს 70) თიპურიქ მორიართი –
2ლ: ნორს ჯთ.დევის; გ 3ჯ: ჰაფ’პენი

შტლ: ქინგ’ჰორნ სიმორ (გრემ 74) ჰ.ჯოუნზ (პ.ჰორნ 63) დანბარ ლ.ჯოუნზ <10-9> ჰეისთინგს პრაის (ჯ.ჰორნ 63) / დელ (ალენ 55) მაკ’ინალი^კაპ (ფ.ბრაუნ 55) ნელ (ბერგენ 55) თულის ჯნ.გრეი (გილქრისთ 70) რიჩი (მ.ფეიგერსონ 63) ვოთსონ ვილსონ –
ლ: მაკ’ინალი; გ ჯ: ჰეისთინგს

რეფ რეინალ (სფრ) 03/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
63 188)   ვიდეო     რჩეული 

3:0(5) 6:0(15) 9:0(23) 9:3(26) 14:3(30) 14:10(37) / 21:10(49) სბ(69უ)

ინგლისი 12:11 აფრიკა  სტატ

ინგ: დეილი ნოულ (ეშთონ 65) სლეიდ თეო (ფორდ 73) მეი <10-9> ფარელ^კაპ იანგს (ქეა 65) / ჰეპბერნ (მუნ 41) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) სინქლერ (ჰ.ვილიამს 65) ითოჟე სბ 16, ქრუზ; შილდს (იუელს 77) ქარი (მერსერ 42) ვილსონ – 4ჯ: ფარელ 3, დეილი (3)

აფრ: ვილემსე (იანკის 75) ნკოსი (ესტერ’ჰეიზენ 60) კრილ დე’ალენდე დიანტი <10-9> პოლარდ ფან’სეილ (პაპირ 75) / კიცჰოფ (თ.დიუ’ტოი 65) მარქს (მბონამბი 74) მალჰერბე (ვ.ლოუ 65) ეცებეთ (სნეიმან 42) პს.დიუ’ტოი; კოლისი^კაპ (დე’იახერ 65) ფერმიულენ ვაითლი – ლ: ნკოსი; 2ჯ: პოლარდ

რეფ გარდნერ (ავს) 03/11 @
ლანდონ, თვიქნემ (
80 369)   ვიდეო     რჩეული 

0:3(7) სბ(16ი) 3:3(21) 3:8(33) 6:8(37) შეს(40+2) /
9:8(51) 9:11(68) 12:11(73) დას(80+3)

ირლანდია 54:7 იტალია  სტატ

ირლ: ლარმორ ქონვეი რინგროუზ აკი სთოქდეილ (ედისონ 61)
<10-9>
ქარბრი (რ.ბერნ 61) ლ.მაკ’გრას (ქუნი 65) / ჯ.მაკ’გრას (ქილქოინ 51) ნ.სქანელ (ქრონინ 41) პორთერ (ბილემ 58) თ.ბერნ (თოუნერ 61) რუ; რადოქ
^კაპ ფან’დერ’ფლირ (მერფი 68) ქონან –
8ლ: თ.ბერნ (1 3) ლ.მაკ’გრას ლარმორ (4 6 8) ქრონინ რინგროუზ;
7გ: ქარბრი 5, რ.ბერნ 2

იტა: სპერანდიო ბელინი კამპანიარო^კაპ მორიზი (პალაძანი 70) ბიზენი <10-9> კანა (მაკ’ქინლი 61) ტებალდი / კვალიო (ტრაორე 22) ბიჯი (ფაბიანი 64) პასკვალი (ძილოკი 61) ფუზერ (ლაძარონი 64) ბიაჯი (რუძა 58) მეიერ სტეინ ჯამარიოლი (ტუივაიტი 58) –
ლ:
კამპანიარო; გ: კანა

რეფ ოუენს (უელ) 03/11 @
ჩიკაგო [აშშ], სოულჯერ ფილდ (
35 081)   ვიდეო     რჩეული 

7:0(6) 14:0(34) 14:7(40+) /
21:7(44) 28:7(47) 35:7(58) 42:7(65) 49:7(68) 54:7(80+)

შტატები 22:59 მაორი

3ლ: მეთის მოპინ დოულან; 2გ ჯ: ჰული –

9ლ: ვარე ქარპიქ ეშ.დიქსონ მეი ვოქერ-ლეავერე (5 6) თომპსონ ჯნ.ლოუ სთივენსონ; 7გ: ო.ბლექ 5, ჯშ.იოანე 2
სბ
დიქსონ პარქინსონ ეიბელ

რეფ დიქსონ (ინგ) 03/11 @
ჩიკაგო, სოულჯერ ფილდ (
35 081)

0:7(5) 3:7(13) 3:12(16) 3:19(22) 3:26(26) სბ(32მ) სბ(37მ) 8:26(40) /
8:31(41) 8:38(49) 8:45(56) 15:45(60) სბ(62მ) 22:45(71) 22:52(75) 22:59(78)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ჯორდან ლარმორ (ირლ), 14 ჯორჯ ნორს (უელ), 13 ჯონათან დევის (უელ), 12 ნგანი ლაუმაპე (ზელ), 11 ჯონი მეი (ინგ); 10 რიჩი მოჰუნგა (ზელ), 9 ლუქ მაკ’გრას (ირლ) /

1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 დილან ჰართლი (ინგ), 3 ენდრიუ პორთერ (ირლ); 4 თეიგ ბერნ (ირლ), 5 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (აფრ); 6 დენ ლიდიეთ (უელ), 7 ჯასთინ თიპურიქ (უელ), 8 მარქ ვილსონ (ინგ)

სულ:  4 ირლ უელ; 3 ინგ; 2 აფრ ზელ

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (5/11_2018)

   1 ზელანდია 9296, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8635,
   4 ინგლისი
8616, 5 აფრიკა 8303, 6(7) ავსტრალია 8286,
   7(6) შოტლანდია
8261, 8 საფრანგეთი 7910, 9 არხენტინა 7801,
 10 ფიჯი 7654, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
 13 საქართველო 7313,
 14 იტალია 7256, 15 შტატები 7166

 16 სამოა 6828, 17 რუმინეთი 6825, 18 ურუგვაი 6537,
 19 რუსეთი 6489, 20 ესპანეთი 6309, 21 ჰონკონგი 6046,
 22 ნამიბია 5997, 23 კანადა 5993, 24 პორტუგალია 5830,
 25 ბელგია 5809, 26 ბრაზილია 5681, 27 ჰოლანდია 5652,
 28 კენია 5571, 29 გერმანია 5559, 30 ჩილე 5436

+/-:  ინგ 48 აფრ, უელ 41 შტლ * ზელ 0 იაპ, ირლ 0 იტა

პირველი ვიქენდი  |  რაზმები  |  ცოცხალი

საქართველოს თარიღითა და დროით

10/11

რუსეთი

15.00

ნამიბია

კრასნოდარ

.

რუმინეთი

16.00

პორტუგალია

ბაია’მარე

.

იტალია

18.00

საქართველო

ფირენცე

.

შოტლანდია

18.30

ფიჯი

მარიფილდ

.

ინგლისი

19.00

ზელანდია

თვიქნემ

.

ფრანგ’ბარ

19.00

ტონგა

ბორდო

.

უელსი

21.20

ავსტრალია

კარდიფ

.

შტატები

21.30

სამოა

სანსებასტიან [ესპ]

.

ირლანდია

22.30

არხენტინა

დაბლინ

11/11

საფრანგეთი

00.05

აფრიკა

სან’დენი

.

ბრაზილია

02.00

მაორი

სანპაულუ

.

კანადა

16.00

კენია

მარსეი [სფრ]

.

გერმანია

19.00

ჰონკონგი

მარსეი [სფრ]

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com