ამჯერადაც განჩინებით

   შემოდგომის ტესტების "პირველ" ვიქენდზე თემიდამ ინგლისს ვალი დააბრუნებინა – არ ჩაუთვალა ზელანდიასთან გატანილი ლელო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

თამაშში ტელე’რეფთა მეტის’მეტი ჩარევით შეწუხებულმა "დაბლინმა" ისე გადააკეთა პროტოკოლი, რომ მსაჯმა ამიერიდან ნაკლებად მიმართოს ბუნკერს, ხოლო ვიდეოს მეშვეობით მხოლოდ ნაღდი დარღვევები გამოაშკარავდეს

ეტყობა, ამ კატეგორიაში შედის, "ცხრა" რაქის შემდეგ აბრაგანის აწევას რომ დააპირებს და იქვე, "ბოლო ფეხზე" – ან ეგებ ოდნავ წინაც –  ყარაულად მდგარი მეტოქე რომ დაუფარებს.  თანაც იმ დღეს თვიქნემში გადაუღებლად წვიმდა, ხოლო შეცდომის ფასი დიდი იყო

ჰოდა, თავიდან თუმც ჩათვალა ფრანგმა ჟერომ გარსეზმა 76’ წუთზე, სემ ანდერჰილის რეიდის შედეგად გატანილი ლელო, მერე შეეჭვდა და ეპიზოდი აფრიკელ მორის იონკერს გადაამოწმებინა, ამან კი დაასკვნა, რომ ქორთნი ლოზმა თამაშ’გარეს წარმოსახით ხაზს მანამ გადააბიჯა, სანამ თი’ჯეი პერენარა დასარტყმელად აიღებდა მიწიდან ბურთს

აფრიკელობამ იმოქმედა?

ლელო რომ არ გაუქმებულიყო, ინგლისი * 20:16 დაწინაურდებოდა. ვარდებმა თვიქნემშივე, ერთი კვირით ადრე, თემიდის განჩინებით მოიგეს, როცა ოუენ ფარელს ბოკესთან, ბოლო შეტევაში, ურჯუკი ბოჭვა ეპატია, და თუმც თემიდა პრინციპში ნეიტრალურია, ეტყობა, იონკერის აფრიკელობამაც იმოქმედა დასკვნაზე

თანაც, დაბალანსების ავად’სახსენებელი თეორიის თანახმად, რაგბი იმდენად რთული თამაშია, რომ ყველაფერი სულ ერთი გუნდის სასარგებლოდ არ უნდა გადაწყდეს – ოღონდაც, ამ "ერთ გუნდში" არ ითვლება ზელანდია, ვისაც ბევჯერ მოუგია საჭოჭმანო განჩინებით!

შედეგად, "ოლ ბლექსმა" * 16:15 იმარჯვა უმაგრეს თამაშში, რომელშიც ლამის ტაიმის ბოლომდე * 0:15 ჩამორჩებოდა.  ავდარში ბურთი ტაქტიკურად 75-ჯერ დაირტყა და 29 დერეფანიც დაეწყო.  სტუმრებმა მეტი იპასავეს * 156-88 და ბურთით მეტიც ირბინეს * 431-280 მეტრი 152-87 სოლოზე.  შავებმა ხაზიც მეტად ჭრეს * 14-5, გაბითურების ბალანსი კი * 46-15 რომაა, სტატისტიკის სიზუსტეში შეეჭვდები

არნახული შემთხვევა

მედიამ აქო და ადიდა კაპიტანი ფარელი, ინგლისი მაგრად მართაო. არადა, მაგ დალოცვილს ბოჭვის მაჩვენებლად 9/11 უწერია, რაც ზეპურ რაგბში არნახული შემთხვევაა.  ინგლისმა ვერც თავის დერეფანში ივარგა * 10-5, ეს კი ბროდი რეთალიქს ჩაეთვალა მიღწევად და ცერ’ ნატკენი დილან ჰართლის შემცვლელს, ჯემი ჯორჯსაც დაბრალდა

ინგლისი თავს მედგრად იცავდა * ბოჭვა 194-105.  ცოტა უცნაურია და ზელანდიამ მეტოქეზე ნაკლები ლელო დადო, და არეკნიც კი გაიტანა –ბოდენ ბარეთმა ხეირზე, 25 მეტრიდან, თანაც 71-ე ტესტში პირველად! თამაში მსოფლიო ომებში დაღუპულთა ხსოვნის ვიქენდზე მოეწყო, თვიქნემის პუბლიკამ კი ისე ომახიანად იმღერა "სვინგ ლოუ სვით ჩერიოთ", რომ როყიო ჰაკას ვერავინ გაიგონებდა

ქრის ეშთონმა ძირითადში ოთხი წლის შემდეგ ისევ დაიწყო და უმალ, ალმისკენ განდაგან გაქცევით, ლელოც გაიტანა ბენ იანგსის გრძელი პასით * 5:0.  მერე ფარელმა არეკნი შეაგდო, 10 მეტრიდან აგორებულ მოლში კი ბექებიც მიაწვნენ და ვარდები 25’ წუთზე * 15:0 იგებდნენ

ვერაფერი იხეირეს

სტუმრებმა თამაში თანდათან შემოაბრუნეს, კაპიტანმა ქიარან რიდმა კი კარის წინ რგებული ჯარიმის ნაცვლად შერკინება მოითხოვა, ბეჭ’ნაღრძობი სონი-ბილ ვილიამსის ნაცვლად შესული რაიან ქროთი პირდაპირი სვლით ლამის რომ ეწია მიზანს, ბარეთმა პასი შეუქცია დამიენ მაკ’ქენზს * 15:7

ფარელმა ქიქ’ოფი პირდაპირ კიდეზე გაგზავნა.  ზელანდიამ ძღვენი შეიშნო და გაწითლებულ დროში ჯარიმაც გაიტანა, მესამე მეოთხედში კი ბოდენმა ჯერ არეკნი დაჰკრა და მერე კიდევ ჯარიმა, რითაც ანგარიში * 16:15 გახდა

ზელანდია იმითაა განთქმული, რომ ბოლო მეოთხედში ვერავინ უძლებს, ამჯერად კი ინგლისი მაგრად დაუდგა.  მანამდე, ბარეთის ორ გოლს შორის, ბრიტებმა ჯარიმა ორჯერ არ დაარტყეს კარში და დერეფნით ვერაფერი იხეირეს, ჩაუთვლელი ლელოს შემდეგ კი, ბოლო შეტევაში, ვითომც არეკნის შემზადებაც დაიწყეს, მაგრამ სულ ამაოდ

უკეთეს გარემოში

შაბათს იმდენგან მოეწყო დიდი რაგბი, რომ თამაშები გადაიფარა: ინგლისი და ზელანდია ერთმანეთს რომ შეერკინენ, ფლორენციაში იტალია – საქართველოს მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე მესამე ლელოც გავუშვით, საბოლოოდ კი ცოტათი’ღა * 17:28 დავმარცხდით

თემასა და კონფლიქტს დახარბებული სარაგბო მედიის მიერ გაბუქულმა დუელმა ორივე მხარეს ცუდ დროს გვიწია:  ჩვენცა და ისინიც თაობათა და სტილთა ცვლის პროცესში ვართ

თუ ინგლისი ზელანდიას 4 წელი ემალა, იტალიამ იმდენი მოახერხა, რომ 15 წელი გვიგანა, და ბოლოს`და`ბოლოს რომ გადაგვეყარა, მახვშებმა მასპინძლობა დააკისრეს, რათა სარფი ექვს’ერელს დარჩენოდა და შინ თამაშით წარმატების შანსიც მეტი ჰქონოდა

ტესტმა გვიჩვენა, რომ აძური კლასით აღგვემატება, რაკი ორი ფრანჩაიზითა და ნაკრებითაც ბევრად უკეთეს გარემოში რაგბობს

ბორჯღალოსნებს ძაან უნდა მოუხდეთ 2020 წლიდან ორ’დონიანი გლობალური შეჯიბრის – 12-12 გუნდა მსოფლიო ლიგისა და კონფერენციის შემოღება, ამჯერად კი იტალიას მაშინღა შევუტიეთ, როცა ბევრით ჩამოვრჩით, ზღვარზე მორაგბე მეტოქე მოდუნდა და დაგვიანებით შეყვანილმა ჩვენმა მარქაფამაც ააჩქარა თამაში

ზოგადად რაგბული

ამ მოგებით იტალიამ რეიტინგში გადაგვისწრო.  მოწინავე 15-ეულში ერთი გადანაცვლებაც მოხდა – ულელოო ცოდვილობაში უელსმა 10-წლიანი და 13-წაგებიანი ნავსი გატეხა ავსტრალიასთან * 9:6.  ამით ოზებს გადაახტა უდისციპლინო ფიჯის იოლად * 54:17 მჯობნი შოტლანდია, ვისმა გარე’მარბმა თომი სიმორმაც ჰეთ’თრიქი შეასრულა

ვოლაბებს მაიქლ ჩეკას ხელ’ქვეით წლევანდელი ბალანსი 3-8 გაუხდათ. კავშირმა გურუს დაუთქვა, ევროპა წაუგებლად უნდა მოვლოო, მაგრამ მორიგი მარცხის შემდეგაც მხარში უდგას და პოსტიდან არა ხსნის

ბურთაობა ჭერ’ქვეშ იყო და თავიდან გემრიელადაც გაჩაღდა, მაგრამ თანდათან გაბერწდა.  67’ წუთამდე ტაბლოზე * 3:3 ენთო, რაკი ლი ჰაფ’პენიმ პირველ ტაიმში ააცილა ორი იოლი ჯარიმა, ავსტრალიის კაპიტანმა მაიქლ ჰუპერმა კი 3:3-ზე ორჯერ დაიჟინა ლელოს გატანა და – ინგლისისა და საქართველოს დარად – დერეფანი ჩააფლავა:

ასე რომ, ეს ფენომენი ზოგადად რაგბულია და არა – წმინდად კავკასიური!

სხვა ზანგმა

ჩვენებურად ნაშუაღამევს, პარიზის შემოგარენში შეიბნენ საფრანგეთი და აფრიკა.  ჯერ გავიდა სამ-სამი გოლი * 9:9.  მერე გალებმა ახლოდან, მოლით შეიტანეს ლელო * 16:9.  მეორე ტაიმის დასაწყისში ბოკემ ვერ აიღო აბრაგანი, ლე’ბლემ კი – ქიქ’ოფი, და ანგარიში * 23:16 გახდა

ბოლო წუთზე ფრანგები * 26:22 იგებდნენ და უტევდნენ, რაკი ჩესლინ კოლბეს ოვალი დამიწებისას დაუვარდა.  აქ იხერხა ბოკეს თეთრმა მღლეტელმა ფრანსუა ლოუმ, და ზედიზედ ოთხი (!) ჯარიმით აფრიკამ მთელი მოედანი გაიარა

ჰოდა, წითელ დროში თემიდამ თუმც გააუქმა აფივე დიანტის ლელო – ესაო და ვილი ლე’რუმ ბურთი წინ მიაწოდაო, სხვა ზანგმა – კვაჭმა ბონგი მბონამბიმ აქეთა ალამთან დაასრულა მოლი * 26:29

 

შემოდგომის ტესტები * 2018

პირველი ვიქ’ენდი

რუსეთი 47:20 ნამიბია  სტატ

7ლ: სელსკი ოსტრიკოვ სიმპლიკევიჩ ოსტრო’უშკო არწემიევ სიჩოვ დოროფეევ; 6გ: კუშნარიოვ სბ პოდრეზოვ –

2ლ: კისტინხ დ.დელა’ჰარპ; 2გ: სთივენს; 2ჯ: ლოუბშერ

რეფ რასივჰენგე (აფრ) 10/11 @ კრასნოდარ, ყუბან    რჩეული 

7:0(8) 7:3(10) 7:6(24) 14:6(36) 19:6(37) /
26:6(44) 33:6(48) 33:13(55) 40:13(59) 47:13(72) 47:20(76)

იტალია 28:17 საქართველო  სტატ

იტა: სპერანდიო ბენვენუტი სბ 63, კამპანიარო კასტელო (მორიზი 59) ბელინი <10-9> ალენ (კანა 76) ტებალდი (პალაძანი 72) / ლოვოტი (ტრაორე 72) გირალდინი^კაპ (ბიჯი 72) ფერარი (პასკვალი 56) ძანი (ფუზერ 62) ბად; ნეგრი (მეიერ 64) პოლედრი სტეინ –
4ლ:
კამპანიარო ბელინი ბად ალენ; გ 2ჯ: ალენ

საქ: მათიაშვილი (მალაღურაძე 76) კოშაძე (კვესელაძე 41) შარიქაძე^კაპ მჭედლიძე ძნელაძე <10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 59) / ნარიაშვილი (ჟვანია 59) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 59) ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 48)  ჭეიშვილი (სუთიაშვილი 66)  ლომიძე; გიორგაძე (ბიწაძე 56) ცუცქირიძე სბ 28, გორგაძე – [ბიწაძე] +
ლ:
მჭედლიძე; გ ჯ: მათიაშვილი 

რეფ ჯექსონ (ზელ) 10/11 @
ფლორენცია, არტემიო ფრანკი (
18 424)   ვიდეო

ჯერ ჩვენი!  0:3(10) 7:3(17) 7:10(22) სბ(28ს) 7:13(37) 7:18(39) /
7:23(43) 10:23(53) 10:28(57) 17:28(63
+სბ)

 ოქმის იტალიური წყარო 

შოტლანდია 54:17 ფიჯი  სტატ

შტლ: ჰოგ სიმორ დანბარ (ჰარის 49) პ.ჰორნ (ჰეისთინგს 71) მეითლენდ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (ჯ.ჰორნ 61) / დელ
(ალენ 55) ბრაუნ (მაკ’ინალი 52) ნელ (ბერგენ 55) სქინერ გილქრისთ; ვილსონ (ჯნ.გრეი 61) რიჩი მ.ფეიგერსონ (სტრაუს 29) –
8ლ: დელ ბრაუნ სიმორ (3 5 6) მეითლენდ რიჩი ჰეისთინგს; 7გ: ლეიდლოუ 5, რასელ 2

ფიჯ: ტუი’თუვუ (ვასიტერი 24) ტალე’მბულა (ვეიტოკანი 63) რანდ’რანდ’რა ვატუ’მბუა ნგონევა <10-9> ვოლა’ვოლა ლომანი (სენილოლი 61) / მაჰაფუ (მავი 58) მატავესი (ნდოლოკოტო 60) საულო (ტავაკე 50) თავუ’მბატი სბ 33 (ტუი’სუე 68) ნაკარავა სბ 39; ვანქანი’მბროტუ^კაპ იატო (კუნატანი 63) მატა – 2ლ: მატა რანდ’რანდ’რა; 2გ ჯ: ვოლა’ვოლა

რეფ ბრეის (ირლ) 10/11 @
ედინბურგ, მარიფილდ (
67 144)   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 7:3(13) 14:3(20) 14:10(23) 14:17(29) სბ(33ფ) სბ(39ფ) 21:17(40+) /
28:17(44) 35:17(57) 40:17(62) 47:17(78) 54:17(80+)

ინგლისი 15:16 ზელანდია  სტატ

ინგ: დეილი ეშთონ (ნოულ 68) სლეიდ თეო (ფორდ 72) მეი <10-9> ფარელ^კაპ იანგს (ქეა 63) / მუნ (ჰეპბერნ 58) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 41) სინქლერ (ჰ.ვილიამს 58) ითოჟე ქრუზ (იუელს 66) შილდს (ლოზ
27-40, 65) ანდერჰილ ვილსონ –
2ლ: ეშთონ ჰართლი; გ ა: ფარელ

ზელ: მაკ’ქენზი (მოჰუნგა 63) ბ.სმით გუდჰიუ სბ.ვილიამს (ქროთი 31) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 63) / ტუჰი’ნუკუაფე (ტუჰუნგაფასი 57) თეილორ (ქოულზ 44) ფრენქს (ლაულალა 44) რეთალიქ ს.ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 52) ა.სავეა (თოდ 68) რიდ^კაპლ: მაკ’ქენზი; გ 2ჯ ა: ბ.ბარეთ

რეფ გარსეზ (სფრ) 10/11 @
ლონდონ, თვიქნემ (
82 149)   ვიდეო     რჩეული 

5:0(2) 8:0(10ა) 15:0(25) 15:7(39) 15:10(40+4) / 15:13(46ა) 15:16(60)

ფრანგი ბარბაროსები 38:49 ტონგა  სტატ

6ლ: დობანია ონტამაკ ბარასი ლავო რელაკ ლაპორტ; 4გ: კარბონელ 2, ონტამაკ ბალეზ სბ რებაჯ –

7ლ: ფისიჰიჰოი ტაკულუა (2 5) ვაილანუ ტაუფა ფოსიტა ლილო;
7გ: ტაკულუა სბ საკალია

რეფ დ.ჯოუნზ (უელ) 10/11 @
ბორდო, შაბან დელმაზ
   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 0:14(16) 0:21(29) 7:21(35) 7:28(40+) / სბ(44ფ) 7:35(49) 14:35(53) 14:42(56) 14:49(60) 21:49(62) 26:49(66) 31:49(69) სბ(76ტ) 38:49(78)

უელსი 9:6 ავსტრალია  სტატ

უელ: ჰაფ’პენი (ბიგარ 74) ნორს (ლმ.ვილიამს 47) ჯთ.დევის პარქს ჯშ.ადამს <10-9> ენსქომ გა.დევის (თმ.ვილიამს 56) / სმით (რ.ევანს 56) ოუენს ფრენსის (ლუის 47) ბიერდ (ჰილ 60) ავ.ჯოუნზ^კაპ; ლიდიეთ (ჯენქინს 60) თიპურიქ მორიართი – 3ჯ: ჰაფ’პენი 2, ბიგარ

ავს: ჰეილეთ-პეთი ფოლაუ კერევი ბილ ნაივალუ (მედოქს 68)
<10-9>
ფოლი (ტომუა 65) გენია / სიო (კეპუ 60) ლატუ (პოლოტა-ნაუ 56) ალა’ალატოა (ტუპოუ 56) როდა ქოულმენ (სიმონს 60) დემპსი (ჰენიგან 71) ჰუპერ
^კაპ პოქოქ – 2ჯ: ფოლი ტომუა 

რეფ ო’ქიფ (ზელ) 10/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
64 110)   ვიდეო     რჩეული 

3:0(22) 3:3(34) / 6:3(68) 6:6(75) 9:6(77) დას(80+2)

შტატები 30:29 სამოა  სტატ

4ლ: ტაუფეტეჰე ხერმის’ჰეის დოლან (3 4) 2გ 2ჯ: ჰული – 

4ლ: მულიპოლა ფიდოუ მატავაო ტაულანგი; 3გ: ტ.პისი; ჯ: ლეუილა

რეფ რუის (სფრ) 10/11 @ სან’სებასტიან [ესპ], ანოეტა   ვიდეო

7:0(12) 10:0(17) 15:0(18) 15:7(27) 15:14(33) 15:21(35) 20:21(36) /
20:26(41) 27:26(69) 27:29(71) 30:29(80+)

ირლანდია 28:17 არხენტინა  სტატ

ირლ: ლარმორ ერლს ედისონ აკი (ქონვეი 76) სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქარბრი 77) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 57) / ჰილი (ჯ.მაკ’გრას 53) ბესთ^კაპ (ქრონინ 58) ფურლონგ (პორთერ 68) ჰენდერსონ (თოუნერ 58) ჯმ.რაიან; ო’მანი ო’ბრაიენ (ლივი 38) სტანდერ – 3ლ: მარმიონ აკი ლ.მაკ’გრას; 2გ 3ჯ: სექსთონ

არხ: ვოფელი დელგვი ორლანდო (მორონი 58) დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს (დიას-ვონიშა 72) კუველი (ვერტრანუ 64) / გარსია-ვოტა (სეის 58) კრევი (მონტოშა 64) მედრანო (სორდონი 72) ალემანო ლავანინი (პეტი-პაგადისავალ 76) მატერა^კაპ (ვრუნი 70) პეტი-პაგადისავალ (ლესანა 64) ორტეგა-დესიო – ლ: დელგვი;
4ჯ:
სანჩეს

რეფ ბერი (ავს) 10/11 @
დაბლინ, ავივა (
52 ათასი)   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 5:3(9) 5:6(12) 5:11(17) 12:11(26) 12:14(35) 15:14(39) /
15:17(43) 18:17(58) 25:17(67) 28:17(76) დას(80+1)

საფრანგეთი 26:29 აფრიკა  სტატ

სფრ: მედარ (ლოპეს 76) ტომაზ ბასტარო დუმეირუ (ფიკუ 36-/, 53) პენო <10-9> ლოპეს (ბელო 67) სერენ (დიუპონ 68) / პუარო (პრიზო 60) გირადო^კაპ (შა 65) გომეს-სა (სლიმანი 60) ვაამაინა (გაბრიაგ 77) მაესტრი; ლორე იტურია პიკამოლ (ბაბიო 61) – 2ლ: გირადო ბასტარო; 2გ 3ჯ: სერენ; ა: ლოპეს

აფრ: ლე’რუ ნკოსი (კოლბე 57) კრილ დე’ალენდე (იანკის 67) დიანტი <10-9> პოლარდ დე’კლერკ / კიცჰოფ (თ.დიუ’ტოი 63) მარქს (მბონამბი 73) მალჰერბე (კოხ 60) პს.დიუ’ტოი მოსტერტ; კოლისი ^კაპ (ფ.ლოუ 67) ფერმიულენ ვაითლი (სნეიმან 50) –
2ლ:
ნკოსი მბონამბი; 2გ 5ჯ: პოლარდ

რეფ ოუენს (უელ) 10/11 @
სან’დენი, სტად დე ფრანს
   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 6:0(12) 6:3(13) 6:6(22) 6:9(29) 9:9(34ა) 16:9(39) შეს(40+4) /
23:9(43) 23:16(45) 23:19(53) 23:22(61) 26:22(67) 26:29(80+7)

ბრაზილია 3:35 მაორი

ჯ: რივზ სბ რებოლო – 

5ლ: ვოქერ-ლეავერე ეშ.დიქსონ (2 3) ჰემოპო ჯნ.ლოუ; 5გ: ო.ბლექ

რეფ ანსელმი (არხ) 10/11 @
სან’პაულუ, მორუმბი (
34 541)   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) სბ(17ბ) 0:14(30) / 3:14(51) 3:21(63) 3:28(70) 3:35(80+)

 

2019 წლის "რაგბი ევროპის" შესარჩევი

რუმინეთი 36:6 პორტუგალია  სტატ

6ლ: დუმიტრუ (1 2) მელინტე ფერკუ გორჩოაია ზახარია;
3გ: მელინტე, პლაი 2  –

ჯ: გედეშ; ა: აბეკასიშ

რეფ თემპესთ (ინგ) 10/11 @ ბაია’მარე, ზიმბრუ

5:0(6) 12:0(10) 12:3(13ა) 17:3(17) 22:3(32) / 22:6(43) 29:6(46) 36:6(62)

 

2019 წლის მსოფლიო თასის რეპეშაჟი

მარსეი [სფრ], პიერ დელორ

პირველი რაუნდი @ 11/11

კანადა$ 65:19 კენია

10ლ: ფან’დერ’მერვე (1 3 10) ბუქებუმ (2 7) სოდერ (4 6) არდრონ შეპარდ ევანს; 6გ: მაკ’რორი 5, სოდერ; ჯ: მაკ’რორი სბ ჰითონ – 

3ლ: ოპონდო ოვადე ნიამბუა; 2გ: ოლიეჩ კინიანგი

რეფ ბარნს (ინგ)

3:0(2) სბ(7კა) 10:0(10) 15:0(12) 15:5(17) 20:5(29) 20:12(32) 27:12(40+$) /
27:19(43) 34:19(51) 39:19(54) 46:19(62) 53:19(69) 58:19(70) 65:19(77)

გერმანია 26:9 ჰონკონგი

2ლ: ჰაუპტ შოსერ; 2გ: პარქინსონ; 4ჯ: პარქინსონ 3, ჰილზენბაკ (2) –

3ჯ: როსლი სბ ბუკო

რეფ გაიუზერ (სფრ)

0:3(10) 3:3(23) 3:6(26) 6:6(38) /
9:6(49) 9:9(52) 12:9(60) სბ(61ჰ) 19:9(67) 26:9(78)

კიბე [მსოფლიოზე გადის მხოლოდ პირველი]

         5 კანადა, 4 გერმანია; 0 ჰონკონგი კენია

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ), 14 თომი სიმორ (შტლ), 13 მიკელე კამპანიარო (იტა), 12 ბანდი აკი (ირლ), 11 ჯონი მეი (ინგ); 10 ჰანდრე პოლარდ (აფრ), 9 ბაპტისტ სერენ (სფრ) /

1 ალან დელ (შტლ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 ქაილ სინქლერ (ინგ);
4 ბროდი რეთალიქ (ზელ), 5 სემ ვაითლოქ (ზელ); 6 სემ ანდერჰილ (ინგ), 7 ჯასთინ თიპურიქ (უელ), 8 დევიდ პოქოქ (ავს)

სულ:  3 ზელ ინგ; 2 სფრ შტლ; 1 ავს აფრ ირლ იტა უელ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/11_2018)

  1 ზელანდია 9358, 2 ირლანდია 9012, 3 უელსი 8670,
  4 ინგლისი
8554, 5 აფრიკა 8394, 6(7) შოტლანდია 8275,
  7(6) ავსტრალია
8251, 8 საფრანგეთი 7820, 9 არხენტინა 7801,
10 ფიჯი
7640, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384,
13(14) იტალია
7332, 14(13) საქართველო 7237,  15 შტატები 7232

16(17) რუმინეთი 6825, 17(16) სამოა 6761, 18 ურუგვაი 6537,
19 რუსეთი
6520, 20 ესპანეთი 6309, 21(23) კანადა 6080,
22 ნამიბია
5966, 23(24) პორტუგალია 5830, 24(21) ჰონკონგი 5823,
25 ბელგია 5809, 26(29) გერმანია
5782, 27(26) ბრაზილია 5681,
28(27) ჰოლანდია 5652, 29(28) კენია
5485, 30 ჩილე 5436

+/-:  გერ 223 ჰნკ, აფრ 91 სფრ, კან 87 კენ,  იტა 76 საქ, აშშ 66 სამ, ზელ 62 ინგ, უელ 35 ავს, რუს 31 ნამ, შტლ 14 ფიჯ * ირლ 0 არხ, რუმ 0 პორ

 

მეორე ვიქენდი  |  რაზმები  |  ცოცხალი

საქართველოს თარიღითა და დროით

17/11

რუმინეთი

16.00

შტატები

ბუკურეშტ

. ჰონკონგი 16.00 კენია მარსეი [სფრ]

.

ურუგვაი

17.00

ფიჯი

ჰართ’პრი [ინგ]

.

საქართველო

18.00

სამოა

ავჭალა

.

იტალია

18.00

ავსტრალია

პადოვა

.

უელსი

18.30

ტონგა

კარდიფ

.

ესპანეთი

18.45

ნამიბია

მადრიდ

.

ინგლისი

19.00

იაპონია

თვიქნემ

. კანადა 19.00 გერმანია მარსეი [სფრ]

.

შოტლანდია

21.20

აფრიკა

მარიფილდ

.

ჩილე

23.00

მაორი

ლას’კონდეს

.

ირლანდია

23.00

ზელანდია

დაბლინ

18/11

საფრანგეთი

00.05

არხენტინა

ვილნევ’დასკ

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com