ირლანდია პირველიაო!

   შემოდგომის ტესტების "მეორე" ვიქენდზე, ნახევარ’სფეროთა ყოჩების ჯახში, ირლანდიამ ძლია თვით ზელანდია

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ზელანდია მსოფლიოსა და სამხრეთის ფალავანია, ხოლო ირლანდია – ჩრდილოეთისა.  თუ გაისად, იაპონიაში, მსოფლიო თასზე, ორივემ მოიგო თავ-თავისი ჯგუფი და მერეც იყოჩაღა, 2 ნოემბერს, იოკოჰამაში, საარაკო ფინალი გველის

კივებს ზურმუხტოვანი კუნძული ოდითგან დაბრიყვებული ჰყავდათ. სამყურებმა 111-წლიანი ნავსი შარშან’შინღა, ჩიკაგოში გატეხეს, მას აქეთ კი სულ აღმა მიდიან ზელანდიელი’ვე გურუს, ჯო შმიდტის თავ’კაცობით

"ოლ ბლექსიც" კარგა ხანია ჯობნის ახლობლებსა და შორებლებსაც, მაგრამ წლეულს ჯერ აფრიკა რომ მისდგა მაგრად და ახლა ბრიტებიც, მავანთ დაწერეს ... ყველაფერი ავსტრალიის სიძაბუნის ბრალია, რადგან მაგასთან თამაშით უნარი გვიჩლუნგდება და ვეღარც წნეხს ვუძლებთო

ენდი ფარელი

რაგბეთი ფალავანთა შებმას მოუთმენლად ელოდა.  ზელანდიას წინა შაბათს იღბლად ეძლია ინგლისი, ირლანდია კი რეიტინგში უთუმცაო მეორე ადგილზეა!  სტუმრებს, მღლეტელ სემ ქეინისა და მობერებული სონი-ბილ ვილიამსის გარდა, არავინ აკლდათ, მაშინ როცა კელტებს დახატავდნენ ქონორ მარი, რობი ჰენშოუ და შონ ო’ბრაიენი

ირლანდიამ კიდევ ერთი ნავსი გატეხა და დაბლინში, მე-17 ცდით, პირველად ძლია შავები * 16:9   რომ დაიდო ერთადერთი ლელო, სტატისტიკოსებმა გადაამოწმეს ბაზები და დაადგინეს, რომ "ოლ ბლექსი" ამ საუკუნეში გამართულ 243 ტესტში ოდენ მეექვსედ (!) დარჩა მშრალზე, ბოლო ორ ჯერზე კი კივებს ეს დამართა ენდი ფარელმა, ვინაც ინგლისმა რომ დაიწუნა, ირლანდიამ აიყვანა დაცვის გადიად

ზელანდიას 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ მონაგარი პირველად ახლაღა გამოუვიდა ერთ’ნიშნა რიცხვი.  1905 წლიდან ათვლილი ბალანსიც კივების სასარგებლოდაა 31: 28-2*1 და შავები რეიტინგითაც ისევ უსწრებენ მწვანეებს, მაგრამ მათი გურუ სთივ ჰანსენი ამბობს, ეგ ნუსხა რაში გვარგია – ირლანდია უკვე პირველიაო!

მასპინძლების ნაბიჯი

ჰაკაზე მასპინძლებმა ერთმანეთს ხელი გადახვიეს და კივებისკენ გადადგეს ნაბიჯი, ესაო და უკან დახევას არ ვაპირებთო.  და მართლაც, მიმხდომი დაცვით ზელანდიას ერთიანად მოესპო გასაქანი

უმეტესი სტატისტიკა თითქმის თანაბარი გამოვიდა, მატჩის ბედი კი ნაღდად გადაწყვიტა ამ სამმა მაჩვენებელმა:  ტაქტიკური დარტყმა
30-23, ბურთის კარგვა 11-17, დაჯარიმება 5-11

ზელანდია ეგრეც ვერ დაწინაურდა.  საწყის 24 წუთში კივები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.  3:3-ზე ირლანდიამ კარში აღარ დაარტყა, მაგრამ სი’ჯეი სტანდერმა კარში შეტანილი ვეღარ დაამიწა, ხოლო რობ ქარნი თუმც დაახტა ჯონი სექსთონის გადაკიდებულს, ოვალი წინ წაუვიდა

ზანტ მორკინალებში

ტაიმის ბოლოს, ზედიზედ დარღვევის მიუხედავად, უფალმა ბარნსმა კივთაგან არავინ დაითხოვა, მეორე ტაიმში კი დაინდო ქარნი, ვინაც აბრაგანის აღებისას დაეჯახა რიკო იოანეს

ამ დროს ანგარიში * 16:6 იყო – ჯექობ სთოქდეილს დაუფარა ქიარან რიდმა, მაგრამ ბურთი ვეღარ დაიმორჩილა, სექსთონმა კი დერეფნიდან იმავე კიდისკენ რომ გააქცუნა ექს-კივი ბანდი აკი, სთოქდეილმა ზანტ მორკინალებში გაიჯეჯილა, გადაიკიდა და აიღო

მატჩის გმირად სამყურათა მარბიელი, პითერ ო’მანი სცნეს – მან ჯერ ბოდენ ბარეთის დაგორებული ააცალა ბენ სმითს, მერე კი ღლეტვით ჯარიმაც დაიმსახურა

კივთა მარქაფამ მეტოქისას ვერაფრით აჯობა. ბოდენმაც აურია – რიდს ისე მიაწოდა, რომ ეს ბურთს სულაც ასცდა, წითელ დროში კი, როცა ზელანდია ფრესღა ეშურებოდა, 16 ფაზის შემდეგ ბროდი რეთალიქს დაუვარდა ოვალი

სატყუარად აწიეს

რანგით მეორე რკენა მარიფილდზე მოეწყო – შოტლანდიამ და აფრიკამ პირველ ტაიმში ორ-ორჯერ დაალელოვეს ერთმანეთი, მაგრამ მეორეში ბოკემ "შეკრა" თამაში და გოლებით * 26:20 იმარჯვა

აფრიკელთაგან ორივე ლელოზე ჰანდრე პოლარდმა გაიჯეჯილა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა რომ ააცდინა, დამრტყმელობა ელთონ იანკისმა გადაიბარა

სქოთთა პირველ ლელოზე ქეიპ’თაუნელი ჰიუ ჯოუნზი კოხტად წაებურთავა კივ შონ მეითლენდსა და პით ჰორნს, მეორეზე კი,  სთიუართ ჰოგის რეიდის შემდეგ, მასპინძლებმა მხტომელი სატყუარად აწიეს, ბურთი კი 5-მეტრა დერეფანში შეჭრილ ჰემიშ ვოთსონს მისცეს

ისე’რა გუნდებით

ავსტრალიამ წლეულს მე-12 ტესტი გამართა და ოდენ მეოთხე მოიგო – იტალია პადოვაში * 26:7 ძლია.  იზი ფოლაუ 15 ნომრად იდგა და 12 სოლოზე 132 მეტრი ირბინა;  სამუ კერევიმ (100 მეტრი 14 წაღებაზე) მბოჭავი 9-ჯერ გააბითურა, ოზთა საწყისი ორი ლელო კი უბერებელი ადამ ეშლი-ქუპერის პასებს მოჰყვა

უელსმა – ტონგას და ინგლისმა – იაპონიას ისე’რა გუნდები გაუყვანეს. შედეგად, ტონგამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა ანგარიში * 24:24, მაგრამ მერე 7 ლელო გაუშვა და * 24:74 მოისრა, რაგბის სამშობლომ კი შოკი გადაიტანა.  არადა, ვარდების ოზი გურუ, ედი ჯოუნზი თავის შეგირდ’ყოფილებს ექადნებოდა ... გაგსრესთო!

ტესტის წინა დღეს, ფინანსების უყაირათოდ ხარჯვის გამო, გადადგა კავშირის მთავარი მოხელე სთივ ბრაუნი, შავ ფორმაში გამოწყობილმა გუნდმა კი საბოლოოდ საათის თავზეღა გაუსწრო ცქვიტ აზიელებს.  თამაში ინგლისის მარქაფამ, მეტადრე კი ენდი ფარელის ვაჟმა – ოუენმა გარდატეხა * 35:15

ფეხბურთის გადამკიდე

არხენტინამ საფრანგეთი ლილის დარბაზში 74’’ წამზევე დაალელოვა.  სტუმრები მეორე ტაიმში კიდევ დაწინაურდნენ, მაგრამ გაელ ფიკუმ ზიგზაგურად რომ გაიარა მათ დაცვაში და შორს, ფრთაზე მიაწოდა ტედი ტომაზს, პუმები ბედს შეურიგდნენ, ბოლოს კი ტომას ლესანამ თავის ლელოსთან ბურთიც უძღვნა გიონ გირადოს * 28:13

ჭაბუკთა ფეხბურთის გადამკიდე, ოდინდელი საბუდარის – ვაკის სტადიონის ხიზნებად ქცეულმა ბორჯღალოსნებმა ავჭალაშიღა მიიღეს სამოა, რის გამოც შოუს ერთობ მოაკლდა არა’მორაგბე მაყურებელი

სტუმრები თავიდან კოხტად ბურთაობდნენ და სამი ლელოთი * 19:3 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ჩვენმა მარქაფამ ტემპს უმატა და ზედიზედ 24 ქულა მოიხვეჭა * 27:19

საქართველოს ამავე ყაიდაზე უწინაც შემოუბრუნებია თამაში – ათი წლის წინ (2008), ეროვნულზე, 102-ე ტესტში, ესპანეთთან * 0:17 აგებდა, ოპტა’ს სტატისტიკით კი ჩვენგან საუკეთესო იყო მარბიელი გიორგი ცუცქირიძე – 37 მეტრი 6 წაღებაზე და ბოჭვის ბალანსიც 22/1

 

შემოდგომის ტესტები * 2018

მეორე ვიქ’ენდი

რუმინეთი 5:31 შტატები  სტატ

ლ: მელინტე სბ ფონოვაი – 

5ლ: დე’ჰას ქემპბელ (2 4) მეთის მორ; 3გ: მეგი

რეფ მაქსველ-ქიზ (ინგ) 17/11 @ ბუკურეშტ, გენჩა   ვიდეო

0:5(10) 5:5(14) 5:12(25) სბ(35რ) შეს(40+4) /
5:19(47) 5:24(57) 5:31(79) დას(80+2)

ურუგვაი 7:68 ფიჯი  სტატ

ლ: არატა; გ: ვერჩესი –

10ლ: საუ (1 6 7) ტალე’მბულა იატო (3 5 8) ტუისოვა კუნატანი ვოლა’ვოლა; 9გ: ვოლა’ვოლა

რეფ ფოლი (ინგ) 17/11 @
გლოსთერ [ინგ], ჰართ’პრი ქოლიჯ  
 რჩეული 

0:7(6) 0:14(12) 0:21(16) 0:28(25) 7:28(31) 7:35(35) /
7:40(58) 7:47(61) 7:54(71) 7:61(78) 7:68(80)

საქართველო 27:19 სამოა  სტატ

საქ: ხმალაძე კვესელაძე შარიქაძე^კაპ მჭედლიძე ძნელაძე <10-9> აბჟანდაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 53) / ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 58) ბრეგვაძე სბ 44-57 (მამუკაშვილი 78) ქუბრიაშვილი (გიგაშვილი 48) ჭეიშვილი (სუთიაშვილი 63) ლომიძე; გიორგაძე (მამუკაშვილი 52-57, ბიწაძე 72) ცუცქირიძე გორგაძე – 3ლ: ლობჟანიძე გიორგაძე აფრასიძე; 3გ 2ჯ: აბჟანდაძე

სამ: ტუალა (ალოფა 70) ტაულანგი სბ 44-57, ლეიუა ლი-ლო ფიდოუ <10-9> ტ.პისი (ლეუილა 55) პოლატაივაო (ქაული 55) / მულიპოლა (ჯრ.ლეი 52) მატუჰუ (ლეიატაუა 37) ალო-ემილე (ჯმ.ლეი 41) პაულო ლეაუპეპე; ფაჰასალელე (ლუამანუ 48) ლემ^კაპ თაირელ (ლევავე 60) – 3ლ: ტაულანგი პაულო ტუალა; 2გ: პისი

რეფ დიქსონ (ინგ) 17/11 @ თბილისი, ავჭალა (4 ათასი)

3:0(3) 3:7(9) 3:12(17) 3:19(28) 10:19(32) შეს(40+2) /
სბ-სბ(44) 17:19(63) 24:19(69) 27:19(73) დას(80+3)

იტალია 7:26 ავსტრალია  სტატ

იტა: ჰეივორდ ბენვენუტი კამპანიარო კასტელო ბელინი (მორიზი 72) <10-9> ალენ (კანა 65) ტებალდი (პალაძანი 60) / ლოვოტი (ტრაორე 62) გირალდინი^კაპ (ბიჯი 62) ფერარი (პასკვალი 50) ძანი (ფუზერ 50) ბად; ნეგრი (მეიერ 60) პოლედრი სტეინ – ლ: ბელინი;
გ:
ალენ

ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კერევი ფოლი (ბილ 53) კოროი’მბეტე (ეინსლი 65-69, ჰეილეთ-პეთი 70) <10-9> ტომუა გორდონ (გენია 65) / სიო სბ 60-69 (ეინსლი 77) ფაინგა (პოლოტა-ნაუ 47) ტუპოუ (კეპუ 47) როდა ქოულმენ (სიმონს 50) დემპსი (სამუ 7-13, 47) ჰუპერ^კაპ პოქოქ (დემპსი 51) – 4ლ: კოროი’მბეტე (1 2) ტუპოუ გენია;
3გ:
ტომუა

რეფ გაიუზერ (სფრ) 17/11 @
პადოვა, ევგანეო (
18 621)   ვიდეო     რჩეული 

0:7(31) 0:14(37) შეს(40+3) / 0:21(44) 7:21(47) სბ(60ა) 7:26(79) დას(80+2)

უელსი 74:24 ტონგა  სტატ

უელ: ჰოუმს ლმ.ვილიამს მორგან ვოთქინ სთ.ევანს <10-9> ბიგარ (პაჩელ 61) თმ.ვილიამს (ალ.დევის 60) / ვ.ჯოუნზ (რ.ევანს 47) დი (ელიას 53) ბრაუნ (ფრენსის 53) ბოლ ბიერდ (ჰილ 60) ვეინრაით ჯენქინს^კაპ სბ.დევის – შ + 9ლ: ბიგარ ლმ.ვილიამს (2 9) სთ.ევანს თმ.ვილიამს მორგან ჰილ ალ.დევის პაჩელ; 8გ: ბიგარ 4, პაჩელ 4;
2ჯ: ბიგარ

ტონ: ლილო (პაკალანი 66) ლოლოჰეა (პაკალანი 45-53) ტაუფა პიატაუ^კაპ კილიონი <10-9> მორათ ტაკულუა (ფუკო’ფუკა 66) / ფისიჰიჰოი (ტალაკაი 68) ნგაუამო (საკალია 74) ფია (ფაჰა’ნუნუ 53) ფიფიტა სბ 3, მაფი; დ.ფალეაფა ლოკოტუი (მ.ფალეაფა 53) ვაილანუ (ჰავილი 66) – 3ლ: ფიფიტა მაფი ვაილანუ; 3გ ჯ: ტაკულუა

რეფ ბერი (ავს) 17/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
61 284)   ვიდეო     რჩეული 

7:0(3+სბ) 14:0(7) 14:3(9) 21:3(12) 24:3(22) 24:10(33) 24:17(40) / 24:24(44) 31:24(47) 34:24(56) 41:24(60) 46:24(63) 53:24(66) 60:24(71) 67:24(73) 74:24(79)

ესპანეთი 34:13 ნამიბია

2შ + 2ლ: გარსია სანჩეს; 2გ 2ჯ: კაჯე-რივას –

ლ გ 2ჯ: სთივენს

რეფ ბრუსე (სფრ) 17/11 @ მადრიდ, კომპლუტენსე (4 ათასი)

0:7(10) 7:7(16) 7:10(21) 14:10(27) 21:10(40) /
21:13(48) 28:13(63
) 31:13(69) 34:13(77)

ინგლისი 35:15 იაპონია  სტატ

ინგ: დეილი ეშთონ (სლეიდ 33) ნოულ ლოზოვსკი (ფარელ 41) თოკა’ ნასინგა <10-9> ფორდ^კაპ ქეა (ვიგლს’ვორს 60) / ჰეპბერნ (მუნ 49) ჯორჯ სბ 21-32 (ჰართლი 73) ჰ.ვილიამს (სინქლერ 51) იუელს (ჰილ 75) ითოჟე; ლოზ ვილსონ მერსერ (ჰართლი 21-32, ანდერჰილ 49) – 4ლ: ქეა ვილსონ თოკა’ნასინგა ჰართლი; 3გ: ფორდ; 3ჯ: დეილი, ფორდ 2    

იაპ: ტუპოუ იამადა ლაფაელე ნაკამურა ფუკუოკა <10-9> ტამურა (მაცუდა 71) ტანაკა (ნაგარე 41) / ინაგაკი (იამამოტო 75) საკატე (ნივაი 71) კუ (აი’ვალუ 73) ფან’დერ’ვალტ ჰელუ (ანისე 41) ლიჩ^კაპ ნიშიკავა (ნუნომაკი 41) ჰიმენო (ტუი 60) – 2ლ: ნაკამურა ლიჩ;
გ ჯ:
ტამურა

რეფ პ.ვილიამს (ზელ) 17/11 @
ლონდონ, თვიქნემ (
81 151)   ვიდეო     რჩეული 

7:0(5) 7:3(16) სბ(21ინ) 7:10(23) 10:10(28) 10:15(31) /
13:15(56) 20:15(60) 23:15(65) 30:15(72) 35:15(76) დას(80+3)

შოტლანდია 20:26 აფრიკა  სტატ

შტლ: ჰოგ (ჰარის 63) სიმორ ჰ.ჯოუნზ პ.ჰორნ (ჰეისთინგს 68) მეითლენდ <10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (პრაის 63) / რიდ (დელ 45) მაკ’ინალი (ბრაუნ 56) ნელ (ბერგენ 56) თულის ჯნ.გრეი; სქინერ (რიჩი 73) ვოთსონ ვილსონ (სტრაუს 56) – 2ლ: ჰორნ ვოთსონ;
2გ 2ჯ: ლეიდლოუ

აფრ: ლე’რუ სბ 46, ნკოსი (კოლბე 64) კრილ დე’ალენდე (იანკის 56) დიანტი <10-9> პოლარდ პაპირ (ფან’სეილ 78) / კიცჰოფ (თ.დიუ’ტოი 58) მარქს (მბონამბი 66) მალჰერბე (კოხ 58) სნეიმან (დე’იახერ 60) მოსტერტ; კოლისი^კაპ (ფ.ლოუ 66) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ –
2ლ: კრილ პოლარდ; 2გ: პოლარდ; 4ჯ: პოლარდ 3, იანკის

რეფ პუატ (სფრ) 17/11 @
ედინბურგ, მარიფილდ (
67 800)   ვიდეო     რჩეული 

0:7(7) 7:7(20) 7:14(22) 7:17(25) 10:17(27) 17:17(35) 17:20(39) /
20:20(47სბ) 20:23(50) 20:26(73)

ჩილე 0:73 მაორი

11ლ: ჰოლ (1 4) ეშ.დიქსონ ქარპიქ (3 9 11) ჯშ.იოანე ჯნ.ლოუ ნოქ
(7 8) ჰემოპო;
9გ: ო.ბლექ 7, ჯშ.იოანე 2

რეფ დე’ლუკა (არხ) 17/11 @
ლას’კონდეს, სან კარლოს
   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 0:14(17) 0:21(22) 0:28(34) 0:35(39) /
0:42(49) 0:49(65) 0:54(69) 0:61(76) 0:66(78) 0:73(80+)

ირლანდია 16:9 ზელანდია  სტატ

ირლ: ქარნი (ლარმორ 66) ერლს რინგროუზ აკი სთოქდეილ <10-9> სექსთონ (ქარბრი 77) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 59) / ჰილი (ჯ.მაკ’გრას 52) ბესთ^კაპ (ქრონინ 65) ფურლონგ (პორთერ 65) თოუნერ (ჰენდერსონ 62) ჯმ.რაიან; ო’მანი (მერფი 63) ფან’დერ’ფლირ სტანდერ –
ლ: სთოქდეილ; გ 3ჯ: სექსთონ

ზელ: მაკ’ქენზი (მოჰუნგა 56) ბ.სმით გუდჰიუ ქროთი (ლენართ-ბრაუნ 62) რ.იოანე <10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 58) / ტუჰი’ნუკუაფე (ტუჰუნგაფასი 47) თეილორ (ქოულზ 47) ფრენქს (ლაულალა 47) რეთალიქ ს.ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 32) ა.სავეა (თოდ 74) რიდ^კაპ2ჯ ა: ბ.ბარეთ

რეფ ბარნს (ინგ) 17/11 @
დაბლინ, ავივა (
51 ათასი)   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 3:3(17) 6:3(27) 6:6(29ა) 9:6(39) / 16:6(50) 16:9(69)

საფრანგეთი 28:13 არხენტინა  სტატ

სფრ: მედარ (ფალ 3) ტომაზ ბასტარო ფიკუ იუჟე <10-9> ლოპეს (ბელო 74) სერენ (დიუპონ 74) / პუარო (პრიზო 61) გირადო^კაპ
(შა 74) გომეს-სა (სლიმანი 46) ვაამაინა მაესტრი (გაბრიაგ 74) ლორე იტურია პიკამოლ (ბაბიო 68) –
3ლ: ტომაზ (1 2) გირადო;
2გ 3ჯ: სერენ

არხ: ვოფელი დელგვი ორლანდო დე’ლა’ფუენტე მოშანო (მორონი 64) <10-9> სანჩეს ვერტრანუ (კუველი 76) / გარსია-ვოტა (სეის 54) კრევი (მონტოშა 60) მედრანო (სორდონი 72) ალემანო ლავანინი (გალარსა 60) მატერა^კაპ პეტი-პაგადისავალ (ლესანა 60) ორტეგა-დესიო (ვრუნი 68) – ლ: მოშანო; გ 2ჯ: სანჩეს

რეფ ჯექსონ (ზელ) 17/11 @
ლილ, ვილნევ’დასკ, პიერ მორუა (
40 ათასი)   ვიდეო     რჩეული 

0:7(2) 3:7(8) 3:10(10) 8:10(25) 11:10(33) /
11:13(46) 18:13(50) 21:13(68) 28:13(72)

 

2019 წლის მსოფლიო თასის რეპეშაჟი

მარსეი [სფრ], პიერ დელორ

მეორე რაუნდი @ 17/11

ჰონკონგი$ 42:17 კენია

6ლ: დენმარქ ჰიუსონ ფენ ლემბოლეი (4 5) ვორნერ;
6გ: რიმენე 4, როსლი 2 –

3ლ: ოპონდო (1 3) მუსონიე; გ: ოლიეჩ

რეფ პეიპერ (აფრ)

0:7(17) 0:12(23) 7:12(30) /
14:12(50) 21:12(55) 21:17(57) 28:17(65
$) 35:17(71) 42:17(80+3)

კანადა$ 29:10 გერმანია

4ლ: რამბოლ არდრონ ევანს მაკ’რორი; 3გ ჯ: მაკ’რორი –

ლ: ბარბერ; გ ჯ: პარქინსონ

რეფ პირს (ინგ)

3:0(14) 10:0(24) 10:7(31) / 17:7(44) 17:10(47) 22:10(68) 29:10(73$)

კიბე [მსოფლიოზე გადის მხოლოდ პირველი]

         10 კანადა; 5 ჰონკონგი; 4 გერმანია; 0 კენია

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 რობ ქარნი (ირლ), 14 ტედი ტომაზ (სფრ), 13 ჰიუ ჯოუნზ (შტლ), 12 ოუენ ფარელ (ინგ), 11 ჯექობ სთოქდეილ (ირლ); 10 ჯონი სექსთონ (ირლ), 9 თომოს ვილიამს (უელ) /

1 სთივენ კიცჰოფ (აფრ), 2 გიონ გირადო (სფრ), 3 თეიგ ფურლონგ (ირლ); 4 დევინ თოუნერ (ირლ), 5 ჯეიმზ რაიან (ირლ); 6 მაიქლ ლიჩ (იაპ), 7 პითერ ო’მანი (ირლ), 8 სი’ჯეი სტანდერ (ირლ)

სულ:  8 ირლ, 2 სფრ; 1 აფრ იაპ ინგ უელ შტლ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (19/11_2018)

  1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 9117, 3 უელსი 8670,
  4 ინგლისი 8554, 5 აფრიკა
8512, 6(7) ავსტრალია 8308,
  7(6) შოტლანდია
8157, 8 საფრანგეთი 7888, 9 არხენტინა 7732,
10 ფიჯი 7640, 11 იაპონია 7524, 12 ტონგა 7384

13(15) შტატები 7366, 14(13) იტალია 7275, 15(14) საქართველო 7260, 16(17) სამოა 6739, 17(16) რუმინეთი 6691, 18 ურუგვაი 6537,
19 რუსეთი 6520, 20 ესპანეთი
6362, 21 კანადა 6185,
22(24) ჰონკონგი
5922, 23(22) ნამიბია 5912, 24(23) პორტუგალია 5830

+/-:  აშშ 134 რუმ, აფრ 118 შტლ, ირლ 105 ზელ, კან 105 გერ,
ჰნკ
99 კენ, სფრ 68 არხ, ავს 57 იტა, ესპ 53 ნამ,  საქ 23 სამ  *
უელ
0 ტონ, ინგ 0 იაპ, ფიჯ 0 ურუ

 

მესამე ვიქენდი  |  რაზმები  |  ცოცხალი

საქართველოს თარიღითა და დროით

23/11 გერმანია 20.00 კენია მარსეი [სფრ]
. კანადა 23.00 ჰონკონგი მარსეი [სფრ]

24/11

რუმინეთი

16.00

ურუგვაი

ბუკურეშტ

.

საქართველო

18.00

ტონგა

ვაკე

.

იტალია

18.00

ზელანდია

რომა

.

იაპონია

18.05

რუსეთი

გლოსთერ [ინგ]

.

შოტლანდია

18.30

არხენტინა

მარიფილდ

.

ესპანეთი

18.45

სამოა

მადრიდ

.

ინგლისი

19.00

ავსტრალია

თვიქნემ

.

პორტუგალ

19.00

ნამიბია

კუიმბრა

.

უელსი

21.20

აფრიკა

კარდიფ

.

ირლანდია

22.30

შტატები

დაბლინ

25/11

საფრანგეთი

00.05

ფიჯი

სან’დენი

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com