რაღა დროს დონეებია?

   შემოდგომის ტესტების ბოლო, "მესამე" ვიქენდზე საფრანგეთი ფიჯთან დამარცხდა, ინგლისმა კი ზედიზედ მეექვსედ ძლია ოზები

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რაგბეთის დონეებად დაყოფას წყალი შეუდგა:  ფიჯი სანაკრებო რეიტინგში პირველი ეშელონის ერთბაშად სამ ქვეყანას უსწრებს, მახვშების მიერ ნალოლიავებ იტალიაზე მაღლა კი კიდევ ოთხი მეორე’დონელი სუფევს

დაბლინი ხედავს ამ ტენდენციას და იქადნება, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ბარემ ერთი მესამედით გავზრდი დონეთა’შორისი ტესტების წილსო, მაგრამ რაღაც ჭირად ფეხბურთმა რომ შემოიღო "ერთა ლიგები" ამხანაგურთა ნაცვლად, "მსოფლიო რაგბის"ვე რეფორმატორთა ფრთამ მოტვინა, ჩვენც შეგვიძლია შევქმნათ ორი
12-გუნდა ამქარი, თითო წრედ ვარაგბოთ და საარაკო სარფი მივიღოთო

თუ 2020 წლიდან ამ პროექტს ხორც’შესხმა მართლა უწერია, ფანობა საარაკო სეირს იხილავს.  სამართალიც ჭამს პურს – იტალია თავისით გავარდება "6 ერიდან" და მის ადგილს, დღევანდელი რეიტინგით,  კომერციულად ბევრად უფრო მიმზიდველი შტატები დაიჭერს; ფიჯი და იაპონია "სამხრეთის ფალავნობას" – "4 ერს" დაემატებიან; ჩვენ კი იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ მეორე ციკლში ელიტაში შევიდეთ

ბობოლათა სასარგებლოდ

საფრანგეთს ფიჯი აქამდე 9-ჯერვე ეძლია, ამჯერად კი შინ * 14:21 წააგო იმის’და მიუხედავად, რომ კუნძულელებს 10 ნომრად შერეკილი ბენ ვოლა’ვოლა ეყენათ და თემიდამაც ყველა საჭოჭმანო საკითხი ბობოლა გალთა სასარგებლოდ გადაწყვიტა

ბურთის ფლობითა და ტერიტორიით ფრანგები სჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ ფიჯი წინ უფრო ძალუმად მიიწევდა:  433 მეტრი / 97 სოლოზე (საშუალოდ 4.5) - 352 / 142 (საშ 2.5) და ხაზსაც უკეთ ჭრიდა 16-8

ლურჯებმა რაქშიც უფრო ივარგეს 109-58; ბებერმა ლუი პიკამოლმა 18 წაღებაზე 108 მეტრი იარა; კვაჭმა გიონ გირადომ ორი მოლი ლელოთი დააგვირგვინა, სტუმართაგან კი ბექებმა გამოიჩინეს თავი:  თითო ლელო შეიტანეს სემი რანდ’რანდ’რამ და ჯოსუა ტუისოვამ, ვერენიკი ნგონევასა და იმავე ტუისოვას კი მერე თითო აღარ ჩაეთვალათ

თვიქნემური ტრადიცია

ვიქენდის მშვენებად მამებს "ქუქის თასი" ჩაეფიქნებინათ.  ავსტრალია ოდენ მეორედ გამოეწყო მოხატულ აბორიგენულ კვართში და პაპუასმა ვილ გენიამაც მე-100 კეპი მიითვალა

გუნდს შუა კვირაში ფაღარათი შეეყარა; გურუ მაიქლ ჩეკამ კისერ’ მტკივანი დევიდ პოქოქი მაინც ჩაწერა რაზმში, მაგრამ მერე ამოშალა; მედიამ კი უფროსობა გამოტეხა, რომ ქერთლი ბილი და ადამ ეშლი-ქუპერი 23 კაცში იმად ვეღარ მოხვდნენ, რომ ორი კვირით ადრე, კარდიფში, ნათესავ (!) მანდილოსნებთან ევახშმათ თავიანთ ნომერში

ინგლისმა თანა’კაპიტანი – კვაჭი დილან ჰართლი მარქაფაში გადასვა, ისედაც სავსე ლაზარეთს კი დაემატნენ ქრის ეშთონი და ჯექ ნოული.  მეკურტუმეთა მხარ’დასაჭერი ჭრელა’ჭრულა ზონრები ბუცებს მაინც არ გაუყარეს სემ ანდერჰილმა და ბენ თეომ, ცნობილმა აფრიკელმა რეფმა კი ამ ნოემბრის თვიქნემური ტრადიცია გააგრძელა – შარში გაეხვია

ეკრანზე დანახულით

ვარდებმა თავიდანვე დააბნიეს ვოლაბები:  მოგერიებაზე დაუფარეს და 5-მეტრა შერკინებიდან, მოკლე ფრთაზე დაალელოვეს * 7:0 @ 4’

ოზები გონზე მეორე მეოთხედში მოვიდნენ, მაგრამ უფალმა პეიპერმა ისე, რომ ტელე’რეფი არც მოუკითხავს, ეკრანზე დანახულით თავადვე გააუქმა სტუმართა ლელო, ესაო და დეინ ჰეილეთ-პეთიმ წინ მიაწოდა სამუ კერევსო

მალე მსაჯმა დაინდო და შუბური ბოჭვისთვის არ გაასინბინა აიზაქ როდა; სად იყო და სად არა, იზი ფოლაუ ერთბაშად სამ ბექს გაუსხლტა და კარში შეიჭრა * 13:10 @ 37’, გაწითლებულ დროში კი ლელოსკენ გაჭრილ როდას ოუენ ფარელი მხრით დაეჯახა, მაგრამ მსაჯმა აპატია, ესაო და შემტევიც მხრით აპირებდა მცველის ჩამოშორებასო (?!)

თითქმის გაუტოლდა

ავსტრალიას 7’ქულიანი რომ არ ერგო, გოლს დასჯერდა * 13:13, მეორე ტაიმში კი ისევ აირია.  ინგლისმა სამი ლელოც გაიტანა: ელიოთ დეილი 35 მეტრიდან გაუსხლტა დაცვას * 20:13 @ 45’; 10 ფაზის შემდეგ ფიჯელმა ჯო თოკა’ნასინგამ დაიფრინა ჰეილეთ-პეთი * 27:13 @ 57’

მერე თოკა’ნასინგა ზედ ლელოსთან შებოჭა მაიქლ ჰუპერმა; ოზები უტევდნენ, ბურთი რომ მოისროლეს და ჯონი მეიმ ფეხის მიკვრით იქეთ დაალელოვათ, მაგრამ ვიდეო’ანალიზით დადგინდა, რომ მგორავი ოვალი კიდის ხაზს შეეხო, ვარდების ბოლო ლელო კი რიჩარდ ვიგლს’ვორსმა გამოაცხო ხეირზე * 37:13 @ 77’

მატჩის ბოლო შეტევაში ჰეილეთ-პეთიმ (150 მეტრი 10 სოლოზე,
7 გაბითურება) მოატყუა ბევრი და ბლომადაც ირბინა, ხოლო ბერნარდ ფოლის დაგორებული ფოლაუმ დაამიწა *
37:18

ინგლისმა ასე, თამაშ-თამაშ ძლია ავსტრალია ოზი’ვე ედი ჯოუნზის ხელ’ქვეით ზედიზედ მეექვსედაც, და 1909 წლიდან მოყოლებული, 50 თამაშის ჯამში, თითქმის გაუტოლდა ნადომინიონარს 24-25*1

100’პროცენტიანი შედეგით

უელსმა ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა აფრიკა * 20:11 და პირველად გაასრულა ნოემბერი 100’პროცენტიანი შედეგით

თამაშის წინა’დღით კარდიფის "ჰილთონი" დაცალეს – სამრეცხაოში საათის წიკწიკი გაიგონეს და ბომბი ეგონათ, ბოკეს მავან წევრს კი უპოვეს ... ჩადრი, რომელიც ამას მასკარადზე წასასვლელად ეყიდნა

აფრიკამ თავიდანვე შეუტია და პიტერ-სტეფ დიუ’ტოიმ კინაღამ ლელო გაიტანა, მერე კი უელსმა ორჯერ გაიბრწყინა:  მარბიელი ელის ჯენქინსი გაუსხლტა მალკომ მარქსს და ბურთი ბურჯს, ტომას ფრენსისს ამოუგდო * 7:0 @ 11’, კივმა გარეს ენსქომმა კი, ჯორჯ ნორსის გამოტოვებით, პირდაპირ ლიამ ვილიამსს უპასა * 14:0 @ 18’

ტაიმის ბოლოს ემბროუზ პაპირს მიწიდან აღებისას წინ დაუვარდა თავისივე დაგორებული, ჯესი კრილს კი ლელოში ჩაუწვა ჯენქინსი. ამას ნამატჩევს მუხლის უმძიმესი ტრავმა გამოაჩნდა და კარეტით გაიყვანეს;  კრილმა ლელო ვილი ლე’რუს სხარტი პასით გაიტანა, ბოლოს კი ისევ უელსმა იძალა, რასაც დენ ბიგარის ორი გოლი მოჰყვა

ფრიადი იშვიათობა

ვაკეში, წვიმაში, საქართველოს ტონგასთან დიდი ბრძოლა გადახდა.  თავიდან ორი ჯარიმით ჩამოვრჩით.  მერე ოთარ გიორგაძემ 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლით ლელო შეიტანა * 7:6 @ 26’, შესვენების წინ კი კუნძულელებმა 18 ფაზა ამაოდ გვიტიეს წითელ ზოლში

ტონგა საათის თავზე 1 ქულას აგებდა, მაგრამ ჯარიმა კარში დარტყმის ნაცვლად ორჯერ დაუმიზნა ალამს.  ჩვენ ისევ ძაან გვარგო მარქაფამ; ორ სინბინზეც ქულის გაუშვებლად გავძელით, იმათგან კი "ტანე" ტაკულუამ გასატანი ააცილა

10:9-ზე დაცვიდან ვათრიეთ შერკინება და მალე ჯარიმაც კარში დავარტყით.  ტონგას 12 ფაზის შემდეგ თერნოვერი შეემთხვა და შეტევაშიც დაჯარიმდა, გვარიანად გადაცილებულზე კი იერიში გავაგრძელეთ და თაზო მჭედლიძის ოფლოუდით ზურაბ ჟვანიამ მეტოქის დაცვაში ეშხიანად გაიარ-გამოიარა * 20:9 @ 80+7’

ქებული "ოპტა" ამ ტესტის ცოცხალსაც გეგმავდა, მაგრამ ჩააფლავა. სამაგიეროდ, დაიწერა ორი ჩინებული, ერთ’ურთის შემავსებელი გარჩევა, რაც ჩვენს – ტრადიციული მედიის კვდომის – დროში ფრიადი იშვიათობაა: 

ძველ’თაობელის [სრკ] ექსპერტის სვეტი და

ახალ’ის [რაგბი XV] თავხედი ბავშვების ეფექტი

ზელანდია დონეაო

მსოფლიოს ფალავანი ზელანდია ღრუბლიან და ნაწვიმარ რომში იტალიას ცდიდა.  "ოლ ბლექსმა" ირლანდიაში წაგების შემდეგ
15-ეულში ოთხი კაციღა დაიტოვა და უსასტიკესად მოიგო *
66:3 (10ლ)

უწინდელი რომაული შედეგებია 59:10 (2004), 42:10 (2012), 68:10 (2016)

ჰაკას პირველად გაუძღვა ქიარან რიდი.  ოთხი ლელო გაიტანა გარე’მარბად გამწესებულმა ჯორდი ბარეთმა; ჰეთ’თრიქი შეასრულა დამიენ მაკ’ქენზიმ; კივებმა ნავარდის მეტრაჟით 827-178 აჯობეს ლათინებს, ხაზის ჭრით 27-4 და მბოჭავის გაბითურებით 47-17

ჰოდა, "აძურის" ირლანდიელმა გადიამ, ქონორ ო’შეიმ აღიარა, ზელანდია სხვა დონეაო, სხვაფრივ კი ზეპურ ტესტ’რაგბში მე-14-ედ შეიცვალა მსაჯი – ენდრიუ ბრეისი მოთამაშეს დაეჯახა და დაშავდა

სამივე ოსკარი

სავსე მარიფილდზე ერთად’ერთი ლელო დაიდო:  საათის თავზე, მეექვსე ფაზაში, სთიუართ ჰოგმა მოკლე ფრთაზე დაგეზა კივი შონ მეითლენდი და შოტლანდიამ არხენტინა * 14:9 იმიტომაც ძლია, რომ ნიკო სანჩესმა კარს სამი ჯარიმა ააცილა

ზელანდიის მჯობნმა ირლანდიამ შტატებს მთლად დუბლი გაუყვანა და მაინც 8-ჯერ დაალელოვა * 57:14

მაშინვე ითქვა, რომ კელტების 53 წლის კივი მოძღვარი, ჯო შმიდტი მსოფლიო თასის შემდეგ მწვრთნელობას თავს ანებებს, რათა სნეულ ვაჟს უკეთ მიხედოს, მის კვერთხს კი დაცვის გადიად უნარიანად მომუშავე ინგლისელი, ენდი ფარელი გადაიბარებს

შმიდტის ხელ’ქვეით ირლანდიამ სამჯერ (2014 2015 2018) მოიგო "ექვსი ერი", ორჯერ ძლია ზელანდია და ავსტრალიაში სერიაშიც იმარჯვა; 62 მატჩში გამოსცადა 99 მორაგბე – მათგან 62 ახალბედა, გამარჯვების წილი კი გუნდს 74% აქვს

ჰოდა, ამეების მერე რა გასაკვირია, რომ კვირას [25/11] მონაკოში, წლის სამივე ოსკარი ირლანდიელებს ერგოთ

 

შემოდგომის ტესტები * 2018

ბოლო, მესამე ვიქ’ენდი

რუმინეთი 20:27 ურუგვაი  სტატ

2ლ: მელინტე პრისტევიცა; 2გ: პლაი ვლაიკუ; 2ჯ: პლაი
სბ სურუ’ჯიუ ზახარია –

შ + 2ლ: ვილასეკა ორმაეჩეა; 2გ 2ჯ: ვერჩესი სბ დოტი

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 24/11 @ ბუკურეშტ, გენჩა

3:0(7) 10:0(19) 10:3(26) 13:3(32) 13:6(39) 13:13(40+) /
სბ(55რ) 13:20(63
+სბ) 20:20(75სბ) 20:27(80+)

საქართველო 20:9 ტონგა

საქ: ხმალაძე (კვირიკაშვილი 61 სბ 65-75) ძნელაძე შარიქაძე^კაპ მჭედლიძე კვესელაძე <10-9> აბჟანდაძე ლობჟანიძე (აფრასიძე 67) / ნარიაშვილი (ჟვანია 61) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 61) ჩილაჩავა (გიგაშვილი 46) ჭეიშვილი (სუთიაშვილი 61) ლომიძე; გიორგაძე (ბიწაძე 79) ცუცქირიძე (თხილაიშვილი 67) გორგაძე სბ 47-56 –
2ლ: გიორგაძე ჟვანია; 2გ 2ჯ: აბჟანდაძე

ტონ: ლილო ლოლოჰეა ვაენო ტაუფა კილიონი (პაკალანი 77)
<10-9> მორათ ტაკულუა
^კაპ / ფისი’ჰიჰოი (ფაჰა’მოკიოა 78) საკალია (ანგა’ჰაელანგი 75) ფია (ტამეი’ფუნა 67) ფიფიტა მაფი; დ.ფალეაფა ლოკოტუი (ვაილანუ 49) კაპელი (მ.ფალეაფა 61) –
3ჯ: ტაკულუა

რეფ რეინალ (სფრ) 24/11 @ თბილისი, ვაკე (12 ათასი წვიმაში)

0:3(7) 0:6(17) 7:6(26) შეს(40+1) /
7:9(42)
სბ(47ს) 10:9(54) სბ(65ს) 13:9(73) 20:9(80+7)

იტალია 3:66 ზელანდია  სტატ

იტა: ჰეივორდ ბენვენუტი კამპანიარო კასტელო სპერანდიო (პადოვანი 51) <10-9> ალენ (მორიზი 55) ტებალდი (პალაძანი 67) / ლოვოტი (ტრაორე 48) გირალდინი^კაპ (ბიჯი 60) ფერარი (პასკვალი 60) ძანი (ფუზერ 38) ბად; ნეგრი (მეიერ 71) პოლედრი სტეინ –
ჯ:
ალენ

ზელ: მაკ’ქენზი ჯ.ბარეთ ლენართ-ბრაუნ ლაუმაპე ნაჰოლო (რ.იოანე 55) <10-9> ბ.ბარეთ (მოჰუნგა 51) პერენარა
(ტაჰურიო’რანგი 51) / ტუჰუნგაფასი (ტუჰი’ნუკუაფე 60) ქოულზ (ჰარის 60) ლაულალა (ტაჰავაო-მატაუ 54) ტუი’პულოტუ სქ.ბარეთ (რეთალიქ 60) ფიფიტა ა.სავეა (პაპალიჰი 48) რიდ
^კაპ
10ლ:
პერენარა მაკ’ქენზი (2 3 8) ჯ.ბარეთ (4 5 9 10) ლაუმაპე ბ.ბარეთ; 8გ: ბ.ბარეთ 5, მოჰუნგა 3

რეფ ბრეის (ირლ) | 24’ გაიუზერ (სფრ) 24/11 @
რომა, ოლიმპიკო (
53 204)   ვიდეო     რჩეული 

0:5(9) 3:5(13) 3:12(19) 3:17(28) 3:24(33) 3:31(40+4) /
3:38(44) 3:45(46) 3:52(53) 3:59(74) 3:66(80+3)

რუსეთი 27:32 იაპონია  სტატ

2ლ: ოსტრო’უშკო სელ’სკი; გ: კუშნარიოვ; 5ჯ: კუშნარიოვ 3, გაისინ 2 – 

4ლ: ლიჩ (1 4) ფუკოუკა ტუი; 3გ: მაცუდა; 2ჯ: მაცუდა ტამურა სბ ნიშიკავა

რეფ გარსეზ (სფრ) 24/11 @ გლოსთერ [ინგ], ქინგს’ჰოლმ

3:0(5) 6:0(9) 9:0(19) 16:0(23) 16:3(26) 16:10(32) 19:10(37სბ) 22:10(38) /
22:17(45) 22:24(56) 27:24(59) 27:27(68) 27:32(72)

შოტლანდია 14:9 არხენტინა  სტატ

შტლ: ჰოგ მეითლენდ ჰ.ჯოუნზ რასელ ქინგ’ჰორნ (მაგ’გვიგან 67) <10-9> ჰეისთინგს (დანბარ 61) ლეიდლოუ^კაპ / დელ (ალენ 67) ბრაუნ (მაკ’ინალი 61) ბერგენ (ნელ 50) გილქრისთ ჯნ.გრეი (სქინერ 67) რიჩი ვოთსონ სტრაუს (ვილსონ 50) – ლ: მეითლენდ;
3ჯ: ლეიდლოუ

არხ: ვოფელი დელგვი (კანსელიერე 72) მორონი (ორლანდო 41) დე’ლა’ფუენტე (ორლანდო 24-25) მოშანო <10-9> სანჩეს ვერტრანუ (ლანდახო 50) / გარსია-ვოტა (სეის 67) კრევი (მონტოშა 61) მედრანო; პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 62) მატერა^კაპ ვრუნი ორტეგა-დესიო (ლესანა 51) – 3ჯ: სანჩეს

რეფ ვილიამს (ზელ) 24/11 @
ედინბურგ, მარიფილდ (
67 144)   ვიდეო     რჩეული 

3:0(4) 3:3(28) 6:3(33) / 6:6(43) 9:6(56) 14:6(66) 14:9(75) დას(80+2)

ესპანეთი 10:28 სამოა

ლ: სთიუართ; გ: ლევი; ჯ: პელიუშონ სბ კასტელიონი –

4ლ: ლემ (1 2) ლი-ლო ფიდოუ; 4გ: ტაულანგი

რეფ მერფი (ირლ) 24/11 @
მადრიდ, კომპლუტენსე (
10 800)   ვიდეო

3:0(12) 3:7(40) / სბ(49ე) 3:14(51) 10:14(55) 10:21(61) 10:28(72)

ინგლისი 37:18 ავსტრალია  სტატ

ინგ: დეილი თოკა’ნასინგა სლეიდ (მ.ტუი’ლანგი 69) თეო (ფორდ 75) მეი <10-9> ფარელ^კაპ იანგს (ვიგლს’ვორს 57) / მუნ (ჰეპბერნ 69) ჯორჯ (ჰართლი 72) სინქლერ (ჰ.ვილიამს 65) ითოჟე ლოზ (იუელს 77) შილდს ანდერჰილ (ჰიუზ 75) ვილსონ – 4ლ: მეი დეილი თოკა’ნასინგა ფარელ; 4გ 3ჯ: ფარელ

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კერევი ფოლი მედოქს (ნაივალუ 41, კოროი’მბეტე 69) <10-9> ტომუა გენია (ფიპს 69) / სიო (ეინსლი 67) ლატუ (პოლოტა-ნაუ 49) კეპუ (ალა’ალა’ტოა 57) როდა ქოულმენ (სიმონს 69) დემპსი ჰუპერ^კაპ სამუ (ჰენიგან 57) – 2ლ: ფოლაუ;
გ 2ჯ: ტომუა

რეფ პეიპერ (აფრ) 24/11 @
ლონდონ, თვიქნემ (
81 275)   ვიდეო     რჩეული 

7:0(4) 7:3(7) 10:3(15) 13:3(34) 13:10(37) 13:13(40+3) /
20:13(45) 27:13(57) 30:13(64) 37:13(77) 37:18(80+)

პორტუგალია 23:29 ნამიბია

2ლ: ვასალუ ბივარ; 2გ 3ჯ: გედეშ –

4ლ: ფორბს ნორცე ხრეილინ ტრომპ; 3გ ჯ: ლოუბსერ

რეფ ადამსონ (შტლ) 24/11 @ კუიმბრა, მუნისიპალ (1 700)

0:7(5) 7:7(7) 10:7(14) 10:10(15) 13:10(25) 13:17(38) 20:17(40) /
20:24(50) 20:29(66) 23:29(79)

უელსი 20:11 აფრიკა  სტატ

უელ: ლმ.ვილიამს ნორს ჯთ.დევის პარქს (ვოთქინ 77) ადამს <10-9> ენსქომ (ბიგარ 63) გა.დევის (თმ.ვილიამს 58) / სმით (რ.ევანს 51) ოუენს (დი 53) ფრენსის (ლუის 53) ბიერდ (ჰილ 68) ავ.ჯოუნზ^კაპ; ჯენქინს თიპურიქ მორიართი (ვეინრაით 12) – 2ლ: ფრენსის ლმ.ვილიამს; 2გ: ენსქომ; 2ჯ: ბიგარ

აფრ: ლე’რუ კოლბე კრილ დე’ალენდე (იანკის 46) დიანტი (ვილემსე 76) <10-9> პოლარდ პაპირ (ფან’სეილ 51) / კიცჰოფ (თ.დიუ’ტოი 53) მარქს (მბონამბი 54) მალჰერბე (კოხ 47) სნეიმან (ეცებეთ 12) მოსტერტ; კოლისი^კაპ (ლოუ 65) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ –
ლ:
კრილ; 2ჯ: პოლარდ იანკის

რეფ პირს (ინგ) 24/11 @
კარდიფ, პრინსიპალითი (
62 203)   ვიდეო     რჩეული 

7:0(11) 14:0(18) 14:3(20) შეს(40+5) /
14:8(56) 14:11(62) 17:11(69) 20:11(72)

ირლანდია 57:14 შტატები  სტატ

ირლ: ედისონ (არნოლდ 41) ქონვეი რინგროუზ მაკ’ქლოსქი სვითნემ (რ.ბერნ 27) <10-9> ქარბრი ქუნი (მაკ’გრას 61) / ქილქოინ (ჰილი 61) სქანელ (ჰერინგ 58) ბილემ (ჯნ.რაიან 47) თ.ბერნ ჰენდერსონ სბ 23 (რუ 58) რადოქ^კაპ მერფი ქონან (ფან’დერ’ფლირ 67) – 8ლ: ქონვეი (1 2 7) ქონან ბერნ მაკ’ქლოსქი რუ რაიან;
7გ ჯ: ქარბრი

აშშ: ჰული სქალი^კაპ ქემპბელ ლაზიქი ბრაქი <10-9> მეგი შ.დევის (დე’ჰას 61) / ლამოზიტელე (ვენგლევსკი 55) ტაუფეტეჰე (ფოსით 44) მულენ (ვოლდრენ 61) პითერსონ (მანოა 67) სივეტა; ქვილ (ტაემილაუ 68) ხერმისჰეის დოლან – შ + ლ: ტაუფეტეჰე; გ: მეგი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 24/11 @
დაბლინ, ავივა (
51 ათასი)   ვიდეო     რჩეული 

7:0(4) 7:7(13) 14:7(18) 14:14(23+სბ) 17:14(27) 24:14(34) შეს(40+4) /
31:14(53) 36:14(59) 43:14(67) 50:14(77) 57:14(80+4)

საფრანგეთი 14:21 ფიჯი  სტატ

სფრ: ფალ ტომაზ ბასტარო ფიკუ (დუმეირუ 71) იუჟე <10-9> ლოპეს (ბელო 77) სერენ (დიუპონ 52) / პუარო (პრიზო 59) გირადო^კაპ (მარშონ 68) სლიმანი (ბონბა 52) ვაამაინა (ლონბეი 52) მაესტრი; ლორე იტურია (გალეტიე 60) პიკამოლ (იტურია 68) – 2ლ: გირადო; 2გ: სერენ

ფიჯ: ტალე’მბულა (ვეიტოკანი 56) ტუისოვა (საუ 68) რანდ’რანდ’რა ვატუ’მბუა ნგონევა <10-9> ვოლა’ვოლა ლომანი (სენილოლი 67) / მაჰაფუ (მავი 50) მატავესი (ნდოლოკოტო 76) საულო (ტავაკე 50) თავუ’მბატი (ტუი’სუე 65) ნაკარავა; ვანქანი’მბუროტუ^კაპ იატო მატა (კუნატანი 51) – 2ლ: რანდ’რანდ’რა ტუისოვა; გ 3ჯ: ვოლა’ვოლა

რეფ ქარლი (ინგ) 24/11 @
სან’დენი, სტად დე ფრანს (
42 200)   ვიდეო     რჩეული 

0:7(21) 7:7(25) 7:12(31) 14:12(40+6) / 14:15(44) 14:18(58) 14:21(80+)

 

2019 წლის მსოფლიო თასის რეპეშაჟი

მარსეი [სფრ], პიერ დელორ

ბოლო, მესამე რაუნდი @ 23/11

გერმანია$ 43:6 კენია

7ლ: ფერეირა (1 5 6) ჰაუპტ ოტო ლიბიგ აუნალა; 4გ: პარქინსონ –

2ჯ: ოლიეჩ

რეფ გარდნერ (ავს)

0:3(2) 7:3(22) 7:6(38) 12:6(40+) /
19:6(46) 26:6(52
$) 31:6(58) 38:6(71) 43:6(79)

კანადა 27:10 ჰონკონგი

3ლ: ბარქვილ ფან’დერ’მერვე (2 3) 3გ 2ჯ სბ: მაკ’რორი –

ლ: ჰართლი; გ ჯ: როსლი

რეფ პუატ (სფრ)

7:0(19) 7:3(31) 14:3(33) სბ(39კ) /
14:10(54) 17:10(62) 20:10(67) 27:10(72)

 

რეპეშაჟი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

$

კანადა

14

+82

17/05

121:039

3-0

2

გერმანია

9

+35

10/04

079:044

2-1

1

ჰონკონგი

5

-9

07/08

061:070

1-2

1

კენია

0

-108

06/23

042:150

0-3

0

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკ’ქენზი (ზელ), 14 ჯორდი ბარეთ (ზელ), 13 სემი რანდ’რანდ’რა (ფიჯ), 12 ნგანი ლაუმაპე (ზელ), 11 ჯო თოკა’ნასინგა (ინგ); 10 ბენ ვოლა’ვოლა (ფიჯ), 9 გრეიგ ლეიდლოუ (შტლ) /

1 ბენ მუნ (ინგ), 2 დეინ ქოულზ (ზელ), 3 ქაილ სინქლერ (ინგ);
4 ლეონე ნაკარავა (ფიჯ), 5 ალინ-ვინ ჯოუნზ (უელ); 6 რის რადოქ (ირლ), 7 ელის ჯენქინს (უელ), 8 მარქ ვილსონ (ინგ)

სულ:  4 ზელ ინგ; 3 ფიჯ; 2 უელ; 1 ირლ შტლ

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (26/11_2018)

  1 ზელანდია 9254, 2 ირლანდია 9117, 3 უელსი 8724,
  4 ინგლისი
8622, 5 აფრიკა 8458, 6 ავსტრალია 8240,
  7 შოტლანდია
8184, 8(10) ფიჯი 7795, 9(8) საფრანგეთი 7733,
10(9) არხენტინა
7705, 11 იაპონია 7524, 12(13) შტატები 7366

 13(15) საქართველო 7342,  14(12) ტონგა 7302, 15(14) იტალია 7275,
16 სამოა
6878, 17(18) ურუგვაი 6682, 18(17) რუმინეთი 6545,
19 რუსეთი 6520, 20(21) კანადა
6295, 21(20) ესპანეთი 6224,
22(23) ნამიბია
6034, 23(26) ჰოლანდია 5845, 24(22) ჰონკონგი 5811

+/-:  ფიჯ 155 სფრ, ურუ 145 რუმ, სამ 139 ესპ, ნამ 122 პორ,
კან
110 ჰნკ,  საქ 82 ტონ,  ინგ 68 ავს, უელ 54 აფრ, შტლ 27 არხ *
ზელ
0 იტა, ირლ 0 აშშ, იაპ 0 რუს

 

ჩაროზ-ვიქენდი

საქართველოს თარიღითა და დროით

01/12

ბარბაროს

18.30

არხენტინა

თვიქნემ

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

 

"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნები

წელი

მოთამაშე

#

მწვრთნელი

გუნდი

2001

ქის ვუდ

ირლ

2

როდ მაკ’ქვინ

ავს

ავსტრალია

2002

ფაბიან გალტიე

სფრ

9

ბერნარ ლაპორტ

სფრ

საფრანგეთი

2003

ჯონი ვილქინსონ

ინგ

10

ქლაივ ვუდვორდ

ინგ

ინგლისი

2004

სხალკ ბერგერ

აფრ

6

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2005

დენ ქართერ

ზელ

10

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2006

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2007

ბრაიან ჰაბანა

აფრ

11

ჯეიქ ვაით

აფრ

აფრიკა

2008

შეინ ვილიამს

უელ

11

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2009

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

დექლან ქიდნი

ირლ

აფრიკა

2010

რიჩი მაკ’ქოუ

ზელ

7

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2011

ტიერი დიუზოტუარ

სფრ

6

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2012

დენ ქართერ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2013

ქიარან რიდ

ზელ

8

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2014

ბროდი რეთალიქ

ზელ

4

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2015

დენ ქართერ

ზელ

10

მაიქლ ჩეკა

ავს

ზელანდია

2016 ბოდენ ბარეთ

ზელ

10

სთივ ჰანსენ

ზელ

ზელანდია

2017 ბოდენ ბარეთ

ზელ

10

ედი ჯოუნზ

ინგ

ზელანდქალ

2018 ჯონათან სექსთონ

ირლ

10

ჯო შმიდტ

ირლ

ირლანდია

 

 

www.000webhost.com