ვითარება დასტაბილურდა

   "ჰაინეკენის ჩემპიონთა თასის" მეოთხე, ე.წ. შექცეულ რაუნდში სამად სამი რევანში აღინუსხა

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის განრიგი მუღამიანია:  შობის წინ ერთი და იგივე წყვილები შინ და გარეთ რაგბობენ პირველი წრის ბოლო და მეორის საწყის, ანუ საერთო სათვალავით – მესამე და მეოთხე რაუნდებში

ჰოდა, ამით სარევანშო მოტივი თავისთავად გამოდის წინა პლანზე

არცერთ ჯგუფში

მეოთხე რაუნდში მასპინძელმა 6-4 იძალა.  შვიდმა გუნდმა მეორედაც დაამარცხა წინა ვიქენდზე ძლეული მეტოქე – ჯგუფთა ლიდერებმა: სარასენსმა, რასინგმა და ედინბურგმა ეს სტუმრად მოახერხეს

შედგა სამი რევანში:  კასტრმა და მონპელიემ შინ იმარჯვეს, ექსეთერმა – გასვლაზე, ვითარება კი ისე დასტაბილურდა, რომ არათუ ლიდერი, "გამსვლელი მეორეც" არ შეცვლილა არცერთ ჯგუფში

გაიცა 6 პრემია და ერთიც ნუგეში; 9 დამრღვევი სინბინში მიაბრძანეს, ლიონის ბურმა მეორე’ხაზელმა, ეტიენ უსტ’ჰეიზენმა კი დარტყმისთვის წითელი ბარათი მიიღო და სამ კვირეულს იუქმებს

ტრიბუნალმა ასეთივე სასჯელი შეუფარდა სხვა თეთრ აფრიკელს – კასტრის ცხრას, რორი ქოქოთს, ვინაც მანსთერელი თვისტომის, კრის კლუტეს თვალი ხელ’ჰყო და მსაჯულთა აზრით, წითელი ერგებოდა

მორკინალთა შვიდეული

გლოსთერს თვე’ნახევრით გამოაკლდა 31 წლის ათი, დენი სიპრიანი, ვისაც მკერდის კუნთი გაუწყდა, საბუთებით იტალიელ მარბიელს, ჯეიქ პოლედრს კი წინა რაუნდში ნატკენ კოჭზე ოპერაცია რომ დაჭირდა, "ექვსი ერის" უმეტესი ნაწილი უნდა გაუცდეს

ჯგუფთა ლიდერთაგან ტულუზს, სარასენსსა და რასინგს 4-4 მოგება აქვთ.  ლელო ოთხივე რაუნდში გაიტანა ალსთერის გარე’მარბმა, ჯექობ სთოქდეილმა

მობურთალი ტულუზი წინაა 64 ოფლოუდით;  27 ბოჭვით პირველია გლოსთერში ჩაწერილი ბოკე ფრანკო მოსტერტი, ექსეთერის არხენტინელი ბექი სანტიაგო კორდერო კი საუკეთესოა მბოჭავის გაბითურებაში – 31

რასინგმა და ექსეთერმა პრემიის მომტანი მეოთხე ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.  მონპელიე ავდარშიც ეწია ხუთჯერ (!) მიზანს.  ალსთერმა ჰლანეჰლი მას შემდეგ გატეხა, რაც სთოქდეილმა ბილი ბერნსის დაგორებული იხელთა, და ქართველ მორკინალთა შვიდეულმაც თავი გამოიჩინა ორი ლელოთი და საიმედო ბოჭვით!

აბზაცებად გადამღერება

დასასრულ, ერთი სევდის მომგვრელი ტენდენციის გამო:  ჲუთუბის, ფეისბუქის, თვითერისა და ინსთაგრამის ხანაში სპორტული ჟურნალისტიკა თანდათან კვდება!  საბუთი გნებავთ? – ინებეთ:

ამ რაუნდიდან "პლანეტ რაგბმა" თავი ანება თამაშთა გარჩევასა და მინი’ოქმად მონაგარის ჩამოთვლასაც კი, მაგრამ მაინც შეადგინა რჩეული – და არა გვგონია, ეს მთლად საშობაო ყლურწვის ბრალი იყო

სხვა უბობოლესი წყარო – "სქრამ ი’ეს’პი’ენ"ი კარგა ხანია სხვა ფორმით აშუქებს საკლუბო რაგბს – სუბიექტური და შიგა’და’შიგ უზუსტო თხრობის ნაცვლად ოპტა’ს ცოცხალი ოქმი და სტატისტიკა მოაქვს!

ამეების შემდეგ გვრჩება ევრო’თასების ოფიციოზი’ღა, მაგრამ მაგისი მქისე მიმოხილვები ოქმის ქრონოლოგიური გადამღერებაა აბზაცებად და მეტი ვერაფერი!

 

"ჰაინეკენის" ჩემპიონთა თასი  2018-19

მეოთხე რაუნდი      1      2      3

<<   პირველი ჯგუფი

ტულუზ$(სფრ) 42:27 ვოსპს (ინგ)  სტატ

5ლ: იუჟე ტეკორი ონტამაკ დიუპონ (4 5) 4გ 3ჯ: რამოზ –

3ლ: ბასეთ ლე’რუ ნილ; 3გ 2ჯ: სირლ

რეფ ოუენს (უელ) 15/12 @ ერნესტ ვალონ (16 737  ვიდეო

5:0(2) 5:3(9) 5:10(12) 12:10(15) 19:10(23) 19:17(27) 22:17(35) 22:20(37) /
29:20(43
$) 29:27(46) 32:27(54) 39:27(67) 42:27(78) დას(80+6)

ლენსთერ$(ირლ) 42:15 ბას (ინგ)  სტატ

6ლ: ქონან ო’ლოფლინ ჯ.ლოუ ა.ბერნ ლივი გიბსონ-პარქ;
6გ: სექსთონ 5, რ.ბერნ –

2ლ: ფ.ლოუ ანდერჰილ; გ ჯ: ვილსონ

რეფ გაიუზერ (სფრ) 15/12 @ დაბლინ, ავივა (40 261  ვიდეო

0:3(3) 7:3(8) 14:3(14) 14:10(21) 21:10(27) 28:10(40$) /
35:10(46) 35:15(52) 42:15(69) დას(80+2)

<<   მეორე ჯგუფი

გლოსთერ (ინგ) 17:29 ექსეთერ$(ინგ)  სტატ

3ლ: ვუდვორდ (1 2) ჰადსონ; გ: თველვ’თრიზ
სბ
თველვ’თრიზ ჰოუნექ –

4ლ: სქინერ არმანდ იენდლ ჰ.ვილიამს; 3გ ჯ: სთინსონ

რეფ რეინალ (სფრ) 14/12 @ ქინგსჰოლმ (11 905  ვიდეო

0:7(23) 5:7(30) 5:14(40+) / სბ(43გ) 5:17(55) 10:17(65) სბ(71გ) 10:22(74) 17:22(77) 17:29(80$) დას(80+3)

კასტრ (სფრ) 13:12 მანსთერ$(ირლ)  სტატ

ლ: ფაჰანუნუ; გ 2ჯ: ურდაპიშეტა სბ ქოქოთ რალიე –

4ჯ: ქარბრი სბ ნ.სქანელ

რეფ ბარნს (ინგ) 15/12 @ პიერ ფაბრ (9 746  ვიდეო  

0:3(3) 3:3(11) 3:6(20) 10:6(25) სბ(40+3კ) /
10:9(51) სბ(56მ) 13:9(57) 13:12(67) სბ(70კ) 

<<   მესამე ჯგუფი

კარდიფ (უელ) 14:26 სარასენს (ინგ)  სტატ

2ლ: ლი-ლო ფიშ; 2გ: ენსქომ –

2ლ: მეითლენდ ჯორჯ; 2გ 4ჯ: ფარელ სბ სქელთონ

რეფ გარსეზ (სფრ) 15/12 @ არმზ პარქ (12 018  ვიდეო

0:7(10) 0:10(17) 7:10(25) 7:13(33) 14:13(39) /
14:16(55) სბ(63ს) 14:19(74) 14:26(77)

გლაზგო (შტლ) 21:10 ლიონ (სფრ)  სტატ

2ლ: მატავალუ; გ 3ჯ: ჰეისთინგს სბ გიბინს –

ლ: ბარასი; გ ჯ: დუსენ წბ უსტ’ჰეიზენ

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 15/12 @ სქოთსთაუნ (7 351  ვიდეო

5:0(1) 8:0(13) 11:0(18) 18:0(23) სბ(36გ) 18:3(40+) /
18:10(53) 21:10(67)
წბ(70ლ)

<<   მეოთხე ჯგუფი

ალსთერ$(ირლ) 30:15 ჰლანეჰლი (უელ)  სტატ

4ლ: ჰენდერსონ (1 3) სთოქდეილ ქუნი; 2გ 2ჯ: ქუნი –

2ლ: ჯთ.დევის პრაიდი; გ ჯ: პაჩელ სბ ვ.ჯოუნზ

რეფ პირს (ინგ) 14/12 @ ბელფასთ, ქინგსპენ (12 124  ვიდეო

3:0(9) სბ(29ჰ) 10:0(34) 10:3(39) /
10:10(50) 15:10(51) 18:10(58) 25:10(64) 30:10(67
$) 30:15(78)

ლესთერ (ინგ) 11:34 რასინგ$(სფრ)  სტატ

ლ: ვორს; 2ჯ: ფორდ სბ ქოულ –

4ლ: ირიბარან იმოფ (2 4) ვაკატავა; 4გ 2ჯ: რასელ

რეფ ქლენზი (ირლ) 16/12 @ ველფორდ როუდ (_  ვიდეო

3:0(6) 3:7(9) 3:14(15) 6:14(18) 6:17(20) 6:24(22) 11:24(33) /
11:27(49) სბ(60ლ) 11:34(80
$)

<<   მეხუთე ჯგუფი

მონპელიე$(სფრ) 34:13 ტულონ (სფრ)  სტატ

5ლ: სერფონტეინ იმელმან ჟიუდისელი პინარ ჩილაჩავა;
3გ ჯ: პინარ –

ლ: გორგოძე; გ 2ჯ: ტრენ-დიუკ

რეფ ლეისი (ირლ) 16/12 @ ჟე’ჟე’ელ (7 800  ვიდეო

0:3(5) 3:3(7) 10:3(15) 15:3(34) 15:6(39) /
22:6(45) 29:6(52
$) 29:13(57) 34:13(79) დას(80+2)

ნიუქასლ (ინგ) 8:21 ედინბურგ (შტლ)  სტატ

ლ: სინოტი; გ: ფლად –

2ლ: ჯონსთონ ფან’დერ’მერვე; გ 3ჯ: ფან’დერ’ვალტ

რეფ რუის (სფრ) 16/12 @ ქინგსთონ პარქ (7 174  ვიდეო

5:0(19) 5:3(23) 8:3(28) 8:6(34) / 8:13(44) 8:16(61) 8:21(74)

 

ჩვენებურები

#

წთ’

პ/ს

^

ბჭვ

-შ

-ჯ

ზურაბ ჟვანია (ვსპ)  

17

+53

1/2

4

0

1

4/0

1

0

გურამ გოგიჩაშვილი (რას)

1 -50 2/2 1

0

0

7/0 1 1

ვასო კაკოვინი (რას)

17 +50 1/5 18

0

1

2/1 0 0

მიხო ნარიაშვილი (მნპ)

1 -64 1/3 0

0

0

12/1 0 2

ლევან ჩილაჩავა (მნპ)

18 +58 0/1 2 0 0 2/0 0 0

კოტე მიქაუტაძე (მნპ) დ 1/0

23

+67 0/2 0 0 0 1/0 0 1

მამუკა გორგოძე (ტლნ) დ 4/0

7 ! 1/2/12 17

2

1

6/1 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო, 
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა, 
დ მოიგო თავისი/მეტოქის დერეფანი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ტომაზ რამოზ (ტლზ), 14 ნიკო მატავალუ (გლზ), 13 გარი რინგროუზ (ლნს), 12 რორი ო’ლოფლინ (ლნს), 11 ხუან იმოფ (რას): 10 ფინ რასელ (რას), 9 ანტუან დიუპონ (ტლზ) /   

1 მაკო ვუნიპოლა (სარ), 2 კევენ ფერმენ (კსტ), 3 ვ’პ ნელ (ედნ);
4 იენ ჰენდერსონ (ალს), 5 ჯო ტეკორი (ტლზ); 6 მატიო ბაბიო (კსტ), 7 ბერნარ ლე’რუ (რას), 8 ჯექ ქონან (ლნს)

 

ად

4 რაუნდი

სხვ

მ-წ*

გატ:გაშ

$

1

ტულუზ (სფრ)

17

+26

13

4-0

116:090

1

2

ლენსთერ (ირლ) %

15

+82

19

3-1

138:056

3

3

ბას (ინგ)

5

-36

10

0-3*1

080:116

3

4

ვოსპს (ინგ)

3

-72

9

0-3*1

081:153

1

1

მანსთერ (ირლ)

12

+38

9

2-1*1

088:050

2

2

კასტრ (სფრ)

9

-25

5

2-2

061:086

1

3

ექსეთერ (ინგ) ^

8

=0

11

1-2*1

083:083

2

4

გლოსთერ (ინგ)

8

-13

10

2-2

085:098

0

1

სარასენს (ინგ)

18

+67

14

4-0

119:052

2

2

გლაზგო (შტლ) %

14

+38

11

3-1

095:057

2

3

კარდიფ (უელ)

4

-46

10

1-3

081:127

0

4

ლიონ (სფრ)

0

-59

7

0-4

063:122

0

1

რასინგ (სფრ)

19

+66

16

4-0

128:062

3

2

ალსთერ (ირლ) %

14

-2

13

3-1

091:093

2

3

ლესთერ (ინგ)

6

-29

11

1-3

092:121

2

4

ჰლანეჰლი (უელ)

2

-35

10

0-4

079:114

2

1

ედინბურგ (შტლ)

15

+51

12

3-1

107:056

3

2

მონპელიე (სფრ)

11

+14

13

2-2

103:089

3

3

ნიუქასლ (ინგ)

8

-27

6

2-2

070:097

0

4

ტულონ (სფრ)

6

-38

10

1-3

090:128

2

 

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში) ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) – თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა, 2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;  ჯგუფურ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)

შემდგომი განრიგი

ჯგუფური რაუნდები:  2019 * 11-13 და 18-20/01

მეოთხედ’ფინალები  29-31/03,  ნახევარ’ფინალები  19-21/04

ფინალი:  შაბ 11/05  ნიუქასლ, სენთ’ჯეიმზის პარქ (ინგ) @ 20.00 საქ

 

https://www.vipbox.live/live-rugby
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/

http://www.batmanstream.com/rugby-live-streaming-video-2016-1.html

www.000webhost.com