აღარ დაუანგარიშებენ

   ზე 15-ის მესამე რაუნდში იაპონიის გუნდმა პირველად იმარჯვა სტუმრად, ლიდერი კი 9-გზის ჩემპიონი, ქრუსეიდერზი გახდა

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ტოკიოს "სან’ვულვზ"ი ამქარში მეოთხე სეზონს შეუყვა და საგარეო ნავსი ახლაღა გატეხა – თანაც ზელანდიაში! 

"ქრუსეიდერზ"ი ერთად’ერთია, ვინაც სტარტზე სამივე თამაში მოიგო;  სამ-სამი მარცხი იწვნიეს ზელანდიელებმა’ვე – "ბლუზ"მა და "ჩიფს"მა;  სტუმრებმა 4-3 იძალეს;  7 მატჩში გაიცა ერთად’ერთი პრემია და სამიც ნუგეში, დამდეგი რაუნდიდან კი კივებს კავშირის მიერ დაკისრებული ლიმიტი მოეხსნებათ:  "ოლ ბლექ"ებს შეუზღუდავად არაგბებენ – წუთებს აღარ დაუანგარიშებენ

თემიდას მოეჩვენა

"ქრუსეიდერზ"მა მიჯრით მე-18 თამაშიც მოიგო – სტუმრად * 22:12 ძლია მზარდი "რედს"ი, მაგრამ უპრემიოდ რომ დაშვრა, სამართლიანად დაემდურა თემიდას: 

ადგილობრივ "მეოთხე"სა და აფრიკელ რეფს მოეჩვენათ, რომ მიჩელ ჰანთი არა შერყევაზე გასასინჯად, არამედ კოჭლობით გავიდა, რის გამოც ბრძოლაში ხელ’მეორედ ჩაბმული რიჩი მოჰუნგა დაითხოვეს და სტუმრები 14 კაცის ამარა ათამაშეს ბოლო 6 წუთი.  ჰოდა, ბებერმა სქოთ ჰიგინბოთამმა გაიტანა ლელო და კივებს ბონუსი აართვა * ლ 4/2

ჯვაროსნებიდან თავი ისახელეს შარშანწინ აქ ნამყოფმა ჯეელებმა – ზურგმა ვილ ჯორდანმა (121 მეტრი / 19 სოლოზე, 5 გარღვევა) და გარე’ მარბმა ბრეიდონ ენორმა (72 / 13, 3).  გამარჯვებულებმა მეორე ტაიმში მოლით შეიტანეს ორი ლელო, პირველში კი ჯერ ჯექ გუდ’ჰიუმ გადაუკიდა ფრთაზე ენორს, მერე კი გუნდმა "ცენტრიდან დარტყმა" ხელ’და’ხელ გამოაქცუნა და 80 მეტრი პასაობით დაფარა

ნგანის ჰეთ’თრიქი

"რედს"ს პირველ მეოთხედშივე ისე დაემტვრა 18 წლის შუა’მარბი ჯორდან პეტაია, რომ ზე’რაგბის ბოლომდე ვეღარ მორჩება, სხვა ორ, კივურ – ოზურ ჯახში კი მეზობლები ბარი-ბარში გაიყარნენ:

"ჰარიქეინზ"მა დედა’ქალაქს გარეთ, პამერსთონ ნორსში * 43:13 გააბურთავა "ბრამბიზ"ი, "ჰაილენდერზ"მა კი რომ დაზოგა ორივე სმითი – ბენი და არონი, 32-გრადუსა მელბურნულ ხვატში "რებელზ"თან ნუგეშს დასჯერდა * 19:24

"ჰარიქეინზ"მა პირველად ახლაღა არაგბა იანვარში ცოლ’შერთული ბოდენ ბარეთი, ამისი ძმა – ჯორდი კი დაასვენა.  მოკეთებულმა კვაჭმა დეინ ქოულზმა გემოზე ინავარდა და დუბლი შეასრულა, ყველა კი მაინც შუა’მარბმა, ნგანი ლაუმაპემ დაჩრდილა – ჰეთ’თრიქი შეასრულა:

სხვათა ორი ხელ’უკუღმა ოფლოუდიდან;  ალამთან ორი მბოჭავის ერთმანეთთან შეჯახებითა; და გუნდელისგან ჩაჭრილის 55 მეტრზე გაქცუნებით

ალაგ’ალაგ ურია

"რებელზ"ს ძველი, რედს’ელი დოსტები – ვილ გენია და ქვეიდ ქუპერი ათამაშებენ.  კოლორიტმა მგეზავმა ალაგ’ალაგ ისევ აურია, მაგრამ ორი ლელო კი გამოაცხო – ჯექ მედოქსს შებოჭილმაც ცქვიტად ამოუგდო ბურთი, ბილი მიქსს კი ხანჯლური დაუგორა

და მაინც, ოზები მარცხს წკიპზე გადაურჩნენ – ბოლოს’წინა წუთზე შენონ ფრიზელმა ჭიდილში დაუმიწათ ოვალი, მაგრამ ვიდეო’ გარჩევისას ცხადად გამოჩნდა, რომ ლელომდე წინ დავარდნია

დასის 15 გუნდამდე შეკვეცის გამო იაპონიაც ... ავსტრალიაა!  ჯაბა ბრეგვაძეს ამჯერად არ უთამაშია, სხვები კი კოხტად ებურთავნენ "ჩიფს"ს.  აიწყვიტა ძირით ტონგელმა უვე ჰელუმ (5 გაბითურება), კივმა ჰეიდენ პარქერმა კი ამჯერადაც უნაკლოდ ურტყა * 30:15

აფრიკული დარბები

რაუნდის დანარჩენი სამი თამაში ინდოეთის ოკეანის გადმოღმა იყო და სეირად, რაღა თქმა უნდა, ზღვისრეთულებზე ნაკლებად ვარგოდა

"ბულზ"მა წლეულს რომ აიმატა ნალეგიონარი ბებერი მორკინალები – კვაჭი სხალკ ბრიცი და შემკვრელი დვეინ ფერმიულენი; მოშვიდკაცე როსკო სპეკმანიც, და ჰანდრე პოლარდმაც რომ 6 ჯარიმა გაიტანა, პრეტორიის გუნდმა ზეგნის შინა’ომში, გასვლაზე ძლია ბოლო სამი წლის ფინალისტი "ლაიონზ"ი * 30:12

ლაიონზმა წლეულს უკვე 7 ლელო დადო, ოღონდაც უკლებლივ ყველა – ფორვარდებით.  უფრო ლელო’მწირი გამოვიდა სანაპირო დარბი.  აქაც სტუმარმა, "სთორმერზ"მა მოიგო * 16:11, მაგრამ წაგებული "შარქს"ი კი დარჩა აფრიკის ლიდერად

ბეჭის ოპერაცია

სთორმერზმა გამოაცხადა, რომ მწვრთნელ რობი ფლექს საგაისოდ დაითხოვს.  "ბოკე"ს ბანაკმა შეიტყო, რომ ბულზის კაპიტანს, მეორე’ ხაზელ ლუდ დე’იახერს ბეჭის ოპერაცია ჭირდება და მწყობრში 4 თვის შემდეგ თუღა ჩადგება, არხენტინაში ჩასულ ბლუზს კი თავზარი დაეცა:

იდუმალ მიზეზთა გამო დაეღუპა შინ დატოვებული ბურჯი, 23 წლის მაიქ ტამო’აიეტა

გუნდს სათამაშოდ განწყობა გაუჭირდა.  მასპინძელთაგან ორი ლელო, ბარემ 30-მეტრიანი რეიდებით, გარე’მარბმა რამირო მოშანომ გაიტანა; მესამე – დერეფანში აგორებულ მოლს მოჰყვა და "ხაგუარეს"ი ბონუსით იგებდა, მაგრამ ბოლო 10 წუთში კივებმაც ივარგეს და თამაში მეტოქის წითელ ზოლში დაასრულეს, თუმცა’ღა ფუჭად * 19:23

 

ზე რაგბი 2019

მესამე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჰარიქეინზ$ 43:13 ბრამბიზ  სტატ

6ლ: ქოულზ (1 3) ლაუმაპე (2 4 5) ბლექველ; 5გ: ბ.ბარეთ 4, გარდენ-ბეშოპ; ჯ: ბარეთ –

2ლ: ფ.ფაინგა რაით; ჯ: ლეა’ლია’ფანო სბ პოქოქ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 1/03 @ პამერსთონ ნორს   ვიდეო     რჩეული 

7:0(12) 14:0(16) 14:5(20) 14:8(29) 19:8(36) /
22:8(43) 29:8(55) 36:8(61) სბ(63ბ) 36:13(71) 43:13(80+3)

<<  რებელზ 24:19 ჰაილენდერზ$  სტატ

4ლ: ინგლიშ (1 3) მედოქს მიქს; 2გ: ქუპერ –

3ლ: ფრიზელ ტოკოლაჰი ჰემოპო; 2გ: გეთლენდ ბენქს

რეფ იაკობს (აფრ) 1/03   ვიდეო     რჩეული 

0:5(3) 7:5(11) 7:12(18) 14:12(27) 19:12(30) /
24:12(43) 24:19(65)

<<  ჩიფს 15:30 სან’ვულვზ  სტატ

2ლ: ნანქიველ ნანაი-სეტურო; გ ჯ: დ.მაკ’ქენზი –

3ლ: მაცუჰაში ჰელუ ფან’დენ’ჰიფერ; 3გ 3ჯ: პარქერ

რეფ ანსელმი (არხ) 2/03   ვიდეო     რჩეული 

0:7(3) 0:10(6) 3:10(23) 3:13(26) 3:20(33) 3:23(35) /
10:23(47) 10:30(58) 15:30(64) დას(80+2)

<<  რედს 12:22 ქრუსეიდერზ  სტატ

2ლ: კერევი ჰიგინბოთამ; გ: ჰეგართი სბ სალაკაია-ლოტო –

4ლ: ენორ ჯორდან დაგლას ტაუფუა; გ: მოჰუნგა

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 2/03   ვიდეო     რჩეული 

0:5(7) 0:10(9) 7:10(39) შეს(40+3) /
7:17(51) სბ(54რ) 7:22(58) 12:22(75)

<<  ლაიონზ 12:30 ბულზ   სტატ

2ლ: სადი დ.სმით; გ: იანკის –

2ლ: ფერმიულენ ხელანტ; გ 6ჯ: პოლარდ

რეფ ვილიამს (ზელ) 2/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(14) 0:6(27) 0:11(29) 0:14(38) შეს(40+2) /
0:17(44) 5:17(48) 5:20(58) 5:23(63) 12:23(66) 12:30(76) დას(80+2)

<<  შარქს$ 11:16 სთორმერზ  სტატ

ლ: ამ; 2ჯ: რ.დიუ’პრე სბ ამ ფან’დერ’მერვე –

ლ: ვილემსე; გ 3ჯ: მარე სბ დ.დიუ’პლესი

რეფ პეიპერ (აფრ) 2/03   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 3:7(15) სბ(22შ) 3:10(29) 3:13(38სბ) /
8:13(42) სბ(47ს) 11:13(51) 11:16(66) დას(80+2)

<<  ხაგუარეს 23:19 ბლუზ$  სტატ

3ლ: მოშანო (1 2) მონტოშა; გ 2ჯ: დიას-ვონიშა სბ ლავანინი –

ლ: პაპალიჰი; გ 4ჯ: ბლექ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 2/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 3:3(6) 3:6(8) 6:6(15) 6:9(33სბ) 11:9(38) /
11:12(51) 18:12(66) 23:12(69) 23:19(73) დას(80+2)

<<  ვორათაზ  უქმობდა

#

[#]

3 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

2

ქრს

ქრაისთჩერჩ

12

3-0

+28

14/09

084:056

0

2

1

შრქ

დურბან

11

2-1

+49

11/03

082:033

3

3

9

რბლ

მელბურნ .

8

2-0

+12

09/07

058:046

0

4

5

ბულ

პრეტორია

9

2-1

+40

06/05

082:042

1

5

10

ჰრქ

ველინგთონ

9

2-1

+15

12/09

085:070

1

6

7

ხგრ

ვუენოს აირეს

9

2-1

+10

07/04

066:056

1

7

4

ჰლნ

დანიდინ

9

2-1

+3

11/12

085:082

1

8

11

სთო

ქეიპთაუნ

8

2-1

-30

02/07

038:068

0

9

3

ბრმ

კანბერა

6

1-2

=0

14/13

094:094

2

10

8

ვრთ

სიდნი .

5

1-1

=0

06/05

050:050

1

11

6

ლნზ

იოჰანესბერგ

5

1-2

-11

07/04

054:065

1

12

14

სნვ

ტოკიო

5

1-2

-21

07/13

070:091

1

13

13

ბლუ

ოქლენდ

2

0-3

-25

05/11

048:073

2

14

12

რედ

ბრისბენ .

1

0-2

-15

06/09

043:058

1

15

15

ჩიფ

ჰემილთონ

1

0-3

-55

08/14

059:114

1

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ვილ ჯორდან (ქრს), 14 ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), 13 მაიქლ ლითლ (სნვ), 12 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), 11 რამირო მოშანო (ხგრ);
10 ქვეიდ ქუპერ (რბლ), 9 ვილ გენია (რბლ) /

1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 დეინ ქოულზ (ჰრქ), 3 ჰიროში იამაშიტა (სნვ); 4 იბენ ეცებეთ (სთო), 5 უვე ჰელუ (სნვ); 6 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო), 7 დიუ’პლესი ქირიფი (ჰრქ), 8 არდი სავეა (ჰრქ)

სულ:  5 ზელ; 4 იაპ; 3 აფრ; 2 ავს; 1 არხ

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეოთხე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 08/03

ჰრქ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

რბლ.ავს

12.45

ბრმ.ავს

უქმობს

სთო.აფრ

შაბ 09/03

ქრს.ზელ

08.15

ჩიფ.ზელ

ბლუ.ზელ

10.35

სნვ.იაპ

ვრთ.ავს

12.45

რედ.ავს

ლნზ.აფრ

17.05

ხგრ.არხ

ბულ.აფრ

19.15

შრქ.აფრ

 

www.000webhost.com