ქრუსეიდერზის თავსატეხი

   ზე 15-ის მეხუთე რაუნდში ქრუსეიდერზის თამაში ტერაქტის გამო ჩაიშალა, მახვშებმა კი სან’ვულვზი თურმე გასარიცხად შეიგულეს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

"ქრისტეს ტაძარ" ქრაისთ’ჩერჩში მუსლიმთა უქმეზე – პარასკევს საზარელი ამბავი დატრიალდა:  თეთრების უზენაესობის მანიით შეპყრობილმა პირმა ორ – ალ ნურისა და ლინვუდის – მეჩეთში ავტომატით 50 მლოცველი დახოცა და კიდევ 90 დაჭრა

ზელანდია შედარებით ახალი ქვეყანა რომაა – ახლანდელი ფორმით 1840 წელსღა იშვა – მშვიდობიანობის დროს ამოტოლა მსხვერპლი არასოდეს ენახა.  ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, თავად კივებს კი გართობისა და სპორტისთვის, ცხადია, აღარ ეცალათ

ჰოდა, ადგნენ და უმეტესი შეჯიბრი გააუქმეს, ბანგლადეშის კრიკეტის ნაკრები კი, ვინაც სალოცავად მიემართებოდა და იღბლად გადაურჩა ტერორს, შინაც გაემგზავრა ... მესამე ტესტის უთამაშებლად

უზნეობა იქნებოდა

რაგბის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ სწორედ ქრაისთ’ჩერჩის გუნდია ზე’რაგბის 9-გზის ჩემპიონი "ქრუსეიდერზ"ი! 

"ჯვაროსნები" სამხრეთი კუნძულის დარბის სათამაშოდ შინიდან 360 კილომეტრით დაშორებულ დანიდინში იყვნენ, უბედურება რომ მოხდა. ძალოვანებმა ზე’რაგბის შეფებს უსაფრთხოების გარანტია მისცეს და მასპინძელი "ჰაილენდერზ"იც ბარემ 20 ათას ქომაგს ელოდა, მაგრამ გუნდებმა სწორად მოტვინეს, რომ ჭირში ბურთაობა უზნეობა იქნებოდა

ზე’რაგბის უშეღავათო კალენდრის გადამკიდე, თამაში ვეღარასოდეს გაიმართება.  ქრუსეიდერზს ასეთი რამ თავს ერთხელ უკვე გადახდა – 2011 წლის საზარელი მიწის’ძვრის შემდეგ.  მაშინდელისა არ იყოს, უფროსობამ ახლაც გადაწყვიტა, რომ შეუმდგარი მატჩის ანგარიშად *
0:0 ჩაიწეროს და გუნდებს 2-2 საცხრილო ქულა ებოძოთ

მუსლიმებს ვეთათბირებითო

ტრაგედიას უკვალოდ არ ჩაუვლია სხვა მხრივაც:  სოც’ქსელები წალეკა შეცხადებამ, გუნდს XXI საუკუნეში "ჯვაროსნები" როგორ შეიძლება ერქვას – ბოლო-ბოლო, ამით ხომ მუსლიმ კივებს შევურაცხ’ყოფთო!

იდეას იმდენი მომხრე გამოუჩნდა, რომ კლუბმა რე’ბრენდინგზე, ანუ სახელის გამოცვლაზე დაიწყო ფიქრი.  საკითხს პოლიტიკოსები და მეცნიერებიც გამოეხმაურნენ.  ითქვა, რომ რაც მისაღები იყო 1996 წელს, ანუ პროფ’რაგბის გარიჟრაჟზე, ვეღარ ვარგა დღეს, როცა უკვე სულ სხვაა ქვეყნის დემოგრაფიული და კონფესიური სპექტრი

ერთი კია, თავად "ქრუსეიდერზ"ი აჩქარებისა და ვითარების ძალად გამწვავების წინააღმდეგია – ბრძანებს, ვიფიქრებთ და პირველ რიგში ჩვენს მუსლიმებს ვეთათბირებით, რადგან მათი გუნდი ისევე ვართ, როგორც სხვა აღმსარებლობის ფანებისაო 

ჩიფსის ოინები

ტერაქტი რაუნდის დაწყებამდე მოხდა, რის გამოც ყველა მატჩის წინ გამოცხადდა წუთიერი დუმილი.  აღინუსხა სეზონის პირველი ფრე და კიდევ ორი თამაში კინაღამ დასრულდა ყაიმით, რისი წყალობითაც ნუგეში ოთხიდან სამ წაგებულს ერგო, ხოლო პრემია მოჭიდავე სთორმერზმაღა აიღო

გამაჩანჩალებულმა ჩიფსმა ხერხი იხმარა:  პირველ სეზონში (1996) ნაცვამი კვართის დიზაინი გაიხსენა, უხეირო "ათი" – დამიენ მაკ’ქენზი კი ზურგში გაამწესა.  ამ ოინებმა უმალ გაჭრეს:  ბოლო ნახევარ საათში რომ აღარაფერი გასულა, ჩიფსი ფრეს გამორჩა ჰარიქეინზთან * 23:23, მაგრამ მაინც ბოლო ადგილზეა

ზედიზედ მეხუთეშიც

ვორათაზი ისევ დააღალატა ქიქერმა ბერნარდ ფოლიმ – თავიდან სამი ცდა გააფუჭა.  ერთი კია:  ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელს რომ მოხვდა, მაიქლ ჰუპერი სხვებზე მაღლა შეხტა და ლელოც გაიტანა

და მაინც, 12 112 ფანის გასახარად * 19:13 იმარჯვა მასპინძელმა ბრამბიზმა, ამისმა კვაჭმა ფოლაუ ფაინგამ კი ზედიზედ მეხუთე მატჩშიც გაიტანა ლელო და ჰეთ’თრიქსაც შეასრულებდა, მეტოქეს მოლი რომ არ ჩაექცია

სთორმერზმა, ვისაც ზღვისრეთში 4-მატჩა ტურნე ელის, ხაგუარესს პირველი ლელო მოკლე გადაკიდებით დაუდო – თანაც ორი არხენტინელი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგი სამი კი მოლით თრევას ანაც რაქის გვერდით გასხლტომას მოჰყვა * 35:8

არნახული თანა’ფარდობით

ინგლისი – შოტლანდიაზე უცნაური ამბები დატრიალდა ლაიონზ – რებელზის ბურთაობაში, ოღონდაც აქ ანომალია მასპინძელი ეგონ სექონდსის მსაჯობა იყო, ვინაც ორი ოზი ხომ გაასინბინა და ჯარიმებიც დიდ რაგბში არნახული, 20-1 თანა’ფარდობით არიგა

სტუმრები კარგა ხანს ყოჩაღად იყვნენ და მეორე ტაიმის დასაწყისში * 33:5 იგებდნენ, მაგრამ მერე კაც-ნაკლულებმა სამი ლელო გაუშვეს, რაკი ქვეიდ ქუპერმა იფიქრა, ლელოში შემოგორებული უკანა ხაზზე გადავაო და ჯიუტმა ლიონელ მაპუმ დაუმიწა * 33:26 @ 57’

ფრეზე თემიდამ ქუპერს’ვე რაქში შარი მოსდო და მარიკა კოროიმბეტეს ლელო გააუქმა, სირენის შემდეგ კი რებელზის შერკინება თავის შეგორებაზე დადედლდა და ჯეელმა ჯანი ლომბარდმა მოძნელო ჯარიმა შეაგდო * 36:33

იაპონიას რიცხავენ

ეგრევე – მეტოქის თვისტომი რეფის მიერ ბოლო წუთზე დანიშნული ჯარიმით – წააგო სან’ვულვზმა რედსთან * 31:34, შუა კვირაში კი მამები ისევ ამხილა მედიამ:

ზე’რაგბის პატრონი "სანზაარ"ი პარასკევს (22/03) თურმე გამოაქვეყნებს 2021 წლის მონახაზს და მასში იაპონიის ფრანჩაიზი აღარ ეწერება

შეჯიბრი თურმე უბრუნდება 2011 წლამდელ ფორმატს:  უქმდება ჯგუფები და რჩება 14 გუნდი.  ესენი ცოტა გვიან დაიწყებენ სეზონს და გამართავენ ერთ სრულ წრეს, პლეი’ოფში კი, სადაურობის და მიუხედავად, ექვსი – უკეთესი მონაგარის მქონე – გავა

ქირა გვაძლიეთო

იაპონიის გარიცხვა აფრიკის გაჩალიჩებული ყოფილა, რადგან აზიაში ფრენა ეზარება!  ზელანდია ყველაფერში აფრიკას უჭერს მხარს, რადგან ქურციკეთს უდიდესი ტელე’ბაზარი აქვს, დაჩიავებულ ავსტრალიას კი აღარაფერს ეკითხებიან

"სანზაარ"ს სან’ვულვზისთვის უთქვამს, შეჯიბრის დონეს დაბლა სწევთ და თუ გინდათ ამქარში მაინც დაგტოვოთ, ამიერიდან ქირა უნდა გვაძლიოთო

ამაზე იაპონია არ დათანხმებულა, რადგან თავისი "ტოპ" ლიგა მეტად უღირს, რაგბეთს კი – "მსოფლიო ლიგის" სკანდალის შემდეგ –   აღარაფერი უკვირს:  კერძოდ, კიდევ ერთი თემი რომ იკეტება თავის ნაჭუჭში, რათა სარფი სხვას აღარ უწილადოს

 

ზე რაგბი 2019

მეხუთე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [51’] 

<<  ჩიფს 23:23 ჰარიქეინზ  სტატ

2ლ: ლენართ-ბრაუნ მაკ’ქენზი; 2გ 3ჯ: მაკ’ქენზი –

2ლ: პროქთორ ხუსენ; 2გ: ბ.ბარეთ; 3ჯ: ბ.ბარეთ 2, ჯ.ბარეთ (2)

რეფ ფრეიზერ (ზელ) 15/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 7:3(8) 7:10(16) 14:10(22) 14:13(27) 17:13(34) 20:13(40+2) /
20:16(43) 20:23(53) 23:23(58) დას(80+3)

<<  ბრამბიზ 19:13 ვორათაზ$  სტატ

შ + 2ლ: ფ.ფაინგა; გ: ლეალიაფანო –

2ლ: ჰუპერ ნიუსამ; ჯ: ფოლი სბ კეპუ ჯონსონ-ჰოუმს

რეფ ჯექსონ (ზელ) 15/03   ვიდეო     რჩეული 

0:5(4) 7:5(15) 12:5(23) სბ(35ვ) შეს(40+2) /
12:10(49) 19:10(54
+სბ) 19:13(64) დას(80+3)

<<  სთორმერზ$ 35:8 ხაგუარეს  სტატ

4ლ: დ.დიუ’პლესი კოლისი ჰ.იანკის ფილიპს;
3გ: მარე 2, ჟლ.დიუ’პლესი; 3ჯ: მარე –

ლ: დელგვი; ჯ: დიას-ვონიშა

რეფ პეიპერ (აფრ) 15/03   ვიდეო     რჩეული 

0:5(5) 3:5(13) 10:5(20) 10:8(26) 13:8(35) 16:8(40+3) /
23:8(49) 30:8(61) 35:8(78)

<<  სან’ვულვზ$ 31:34 რედს  სტატ

4ლ: ბუს ვორენ-ვოსაიათო პრაიორ უჩიდა; 4გ ჯ: პარქერ –

5ლ: რაით პაენგა-ამოსა (2 4) ჰუპერთ მაკ’დერმოთ; 3გ ჯ: სთიუართ

რეფ მერფი (ავს) 16/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(14) 7:5(18) 14:5(25) 21:5(38) შეს(40+2) /
21:12(60) 21:19(62) 21:26(67) 28:26(70) 31:26(73) 31:31(75) 31:34(80)

* სნვ #16 ჯაბა ბრეგვაძე შევიდა 56’:  2 სოლო = 0 მეტრი; 7/1 ბოჭვა

<<  ჰაილენდერზ  0:0  ქრუსეიდერზ  სტატ

რეფ პიქერილ (ზელ) 16/03 = აღარ გამართულა!

<<  ლაიონზ 36:33 რებელზ$  სტატ

5ლ: მარქს სკუმან ან.კუცია მაპუ სქოსან; 4გ: ე.იანკის; ჯ: ლომბარდ –

5ლ: ჰოჯ ქუპერ მიქს ნაისარანი ინგლიშ; 4გ: ქუპერ სბ მიქს ქოთრელ

რეფ სექონდს (აფრ) 16/03   ვიდეო     რჩეული 

5:0(5) 5:5(8) 5:12(14) 5:19(21) 5:26(24) შეს(40+2) / 5:33(43) სბ(47რ) 12:33(51) 19:33(55) 26:33(57) 33:33(65) სბ(77რ) 36:33(80+2)

<<  ბულზ, შარქს, ბლუზ  უქმობდნენ

#

[#]

5 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

19

4-0*1

+57

23/13

141:084

1

2

2

ბულ

პრეტორია .

13

3-1

+63

09/07

119:056

1

3

3

რბლ

მელბურნ .

13

3-1

+12

18/16

120:108

1

4

4

ჰრქ

ველინგთონ

15

3-1*1

+18

17/14

133:115

1

5

9

ლნზ

იოჰანესბერგ

13

3-2

=0

19/15

137:137

1

6

10

სთო

ქეიპთაუნ .

13

3-1

-3

06/08

073:076

1

7

6

ჰლნ

დანიდინ

12

2-2*1

=0

14/15

107:107

2

8

5

შრქ

დურბან .

11

2-2

+26

13/06

096:070

3

9

11

ბრმ

კანბერა

11

2-3

+3

21/19

139:136

3

10

7

ვრთ

სიდნი .

10

2-2

+5

11/11

091:086

2

11

8

ხგრ

ვუენოს აირეს

9

2-3

-25

14/15

113:138

1

12

12

ბლუ

ოქლენდ .

6

1-3

-17

09/13

076:093

2

13

13

სნვ

ტოკიო

6

1-4

-32

13/22

121:153

2

14

14

რედ

ბრისბენ .

5

1-3

-23

14/16

094:117

1

15

15

ჩიფ

ჰემილთონ

3

0-4*1

-84

14/25

110:194

1

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 14 ქორნალ სქოსან (ლნზ), 13 ვანდისილე სიმელანე (ლნზ), 12 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), 11 ვეზ ხუსენ (ჰრქ); 10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 ჰერშელ იანკის (სთო) /

1 სქოთ სიო (ბრმ), 2 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), 3 კარლიუ სადი (ლნზ);
4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ჯ’დ შიკერლინხ (სთო); 6 ლუქ ჯოუნზ (რბლ), 7 სია კოლისი (სთო), 8 ისი ნაისარანი (რბლ)

სულ:  6 აფრ; 5 ზელ; 4 ავს * 0 არხ იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:  6 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  5 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), მარნუს სკუმან (ლნზ);  4 თომ ინგლიშ (რბლ), რიკო იოანე (ბლუ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), როსკო სპეკმან (ბულ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  74 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
46 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 44 ელთონ იანკის (ლნზ); 41 ს’პ მარე (სთო); 39 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 36 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 35 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 34 რობერტ დიუ’პრე (შრქ). ბერნარდ ფოლი (ვრთ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეექვსე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 22/03

ბლუ.ზელ

10.35

ჰლნ.ზელ

კვი 24/03

რედ.ავს

09.05

ბრმ.ავს

უქმობს  ხგრ.არხ

შაბ 23/03

ჰრქ.ზელ

10.35

სთო.აფრ

ვრთ.ავს

12.45

ქრს.ზელ

სნვ.იაპ

14.55

ლნზ.აფრ

ბულ.აფრ

17.05

ჩიფ.ზელ

შრქ.აფრ

19.15

რბლ.ავს

 

www.000webhost.com