ბითუმად დატყდა

   ზე 15-ის მეექვსე რაუნდში ნავსები ბითუმად დატყდა, სან’ვულვზი კი 2021 წლისთვის დასიდან მართლაც გარიცხეს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

7 თამაშიდან 5 მასპინძელმა მოიგო და ორიც სტუმარმა.  გაიცა 3 პრემია და 2 ნუგეში.  8 დღის წინ თავ’გადანახადი ტრაგედიის გამო სარაგბოდ რომ ვეღარ განეწყო 9-გზის ჩემპიონი ქრუსეიდერზი, ზედიზედ მოგებათა წყება 19-ზე გაუწყდა; წლეულს პირველად იმარჯვა ჩიფსმა და ბოლო ადგილს დააღწია თავი, ბლუზმა კი 4-წლიანი, 20-მატჩა ნავსი გატეხა თვის’ტომთა წინააღმდეგ

2021 წლიდან ზე’რაგბი 2011 წლამდელ ფორმატს რომ დაუბრუნდებოდა, ეგ მედიამ წინდაწინ იცოდა.  მავანნი ამტკიცებდნენ, დასიდან ტოკიოს სან’ვულვზის გარიცხვა აფრიკის ბრალია, რადგან აზიაში ფრენა ეზარება (!) და იაპონიისთვის ვერც ის უპატიებია, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლის არჩევისას ამან ხმა საფრანგეთს მისცაო

შეკოწიწებული რაზმით

ზე’რაგბის პატრონმა "სანზაარ"მა ზე 14-ის აღდგენა "სტრატეგიული ხედვით" გაამართლა, იაპონიამ კი მაინც ამხილა ექს-პარტნიორი, ქირა ისე გაგვიძვირა, რომ გავკოტრდებოდითო.  "ალუბლებს" ნაკრების გამოსაწრთობად ზე’რაგბი არც აქამდე მიაჩნდათ საუკეთესო გარემოდ, ამიერიდან კი უკეთ მიხედავენ თავიანთ "ტოპ ლიგას"

ამაში წლევანდელი მსოფლიო თასის შემდეგ კიდევ ბლომად გადავლენ ზე’რაგბის მობერებული და მზარდი ნაღები, იაპონური სეზონი კი მსოფლიოს გადამკიდე ტრადიციულზე ბევრად გვიან რომ დაიწყება, სან’ვულვზი უკანასკნელ, 2020 წლის ზე 15-ს სულაც შეკოწიწებული რაზმით ჩაატარებს, რადგან ტელე’კონტრაქტი რჩება გასასრულებელი

შემრიგებლური ნაბიჯი

ტერაქტში დაღუპულები რომ დაკრძალეს, მეჩეთები ისევ გაიღო და ვნებათ’ღელვაც ოდნავ ჩაცხრა – გაირკვა, რომ "ქრუსეიდერზ"ი ასე ხელ’აღებითა და ოდენ ფანთა სურვილით თურმე ვერ გამოიცვლის მუსლიმთათვის მიუღებელ სახელს, რაკი ეგ ბრენდი ზელანდიის რაგბის კავშირის, ფრიად ღირებული "ინტელექტუალური საკუთრებაა"

და მაინც, კლუბმა პირველი, შემრიგებლური ნაბიჯი უკვე გადადგა – ამიერიდან, საშინაო მატჩების წინ, მოედანზე ხმლების ქნევით აღარ გამოიჭრებიან ჯვაროსანი მხედრები.  მწყობრში უკვე დაბრუნდა სემ ვაითლოქი;  პარასკევს, ჩვენებურად 11.35-ზე, ჰარიქეინზს შეებმება თვით ქიარან რიდი, ვინაც მსოფლიო თასის წელს პირველად ახლაღა ირაგბებს, და ათზეც ვორათაზთან დასვენებული რიჩი მოჰუნგა იდგება

ჰაულეთს გაუტოლდა

თუმც ქრაისთ’ჩერჩელთა გურუ, სქოთ რობერთსონი ირწმუნებოდა, გუნდი ქალაქისთვის ითამაშებსო, თავს ზემოთ ძალა ვეღარ იყო და კივები სიდნი’ში უსიტყვოდა და უნუგეშოდ დამარცხდნენ * 12:20

წვიმდა. ოზთა პირველ ლელოზე მეორე’ხაზელმა ჯედ ჰოლოვეიმ იოლად გაარღვია დაცვა; მეორეზე იზრაელ ფოლაუმ მოხსნა ბერნარდ ფოლის აბრაგანი და ოფლოუდი მიართვა ქემ ქლარქს * 12:0 @ 11’, ბოლოზე კი – ლელოსკენ ორჯერ დაძრული მოლის შემდეგ ხეირზე თამაშისას – ფოლის’ვე აწეულს ალექს ნიუსამმა წაუტყაპუნა ხელი და ოვალს ფოლაუ დაახტა

ამით "იზი"მ 59-ე ზე’ლელო მიითვალა და გაუტოლდა აქამდელ რეკორდსმენს – ბლუზელ დაგ ჰაულეთს.  კივთა პირველ ლელოზე თემიდამ შექცეული "წინ პასი" ვერ შენიშნა, მიჩ ჰანთმა კი 7:15-ზე ჯარიმა ხომ ააცდინა და სირენის შემდეგ გარდასახვაც გააფუჭა

საბუღრაოდ გადაინახეს

ჰარიქეინზმა კივეთის პირველი აფრიკელი სტუმარი – სთორმერზი ბოლო მეოთხედში’ღა დააშამათა * 34:28

ველინგთონელებმა ქრუსეიდერზთან საბუღრაოდ გადაინახეს ნგანი ლაუმაპე, თი’ჯეი პერენარა და დეინ ქოულზი;  კონცხელებმა ტაიმი * 21:15 მოიგეს მოლით შეტანილი ორი ლელოთი

მეორეში ვეზ ხუსენმა ჩეის ტიატიასა და ჯორდი ბარეთის გრძელი პასებით ალამთან, ნახტომით გაიტანა წყვილი ლელო, გამარჯვების მომტანზე კი ოვალი ძალუმად წაწიეს წინ არდი სავეამ და ჯორდიმ, ხოლო ბოდენ ბარეთი ახლოდან რომ ეწია მიზანს, მბოჭავები ეკიდნენ

სიძაბუნის გადამკიდე

ბლუზმაც სულ ბოლოს, 19-ფაზიანი შტურმით * 33:26 მოუგო ჰაილენდერზს, ვისაც თვე’ნახევრით გამოაკლდა კოჭ’ნატკენი "ცხრა" არონ სმითი

მუსლიმი სონი-ბილ ვილიამსი მგლოვიარეთა სანუგეშებლად ქრაისთ’ ჩერჩს რომ წავიდა, ოქლენდელთა ყოჩობა მაჰა ნონუმ იკისრა.  კლუბის სიძაბუნის გადამკიდე, რიკო იოანეს აქამდე ვერასოდეს (!) ეძლია  ზელანდიური ფრანჩაიზი, ამჯერად კი დუბლი შეასრულა

კოხტად ინავარდეს მელანი ნანაი-ვაიმ და თი’ჯეი ფაიანემაც, სტუმრები კი დაღუპა ვაისაკე ნაჰოლომ, ვინაც კრიტიკულ მომენტში –  როცა მისი გუნდი ჯერაც სამით იგებდა – შუბურად დასცა თომ რობინსონი, და სინბინში ჩაჯდა

ბულზი მოიშალა

სან’ვულვზმა მეორე ბაზაზე – სინგაპურშივე შეიტყო გარდაუვალი გარიცხვის ამბავი, მაგრამ კვლავაც გულიანად ებურთავა ბოლო სამი წლის ფინალისტს, ლაიონზს * 24:37

იაპების კვაჭმა მალკომ მარქსმა საწყისი ორი ლელო დერეფანში აგორებული მოლით შეიტანა, დასკვნით ნახევარ საათში კი სტუმართა ბექებმაც გაილაღეს

ლაიონზი აფრიკის ჯგუფში სულაც გალიდერდა, რადგან შინ, ჩიფსთან, ერთიანად მოიშალა წინა რაუნდში ნაუქმარი ბულზი, ვისაც აქამდე ჰანდრე პოლარდის გოლებით’ღა ეძლია სამივე (!) თვის’ტომი

ჩიფსს სეზონი 4 მარცხით დაეწყო, მაგრამ რაც ჰარიქეინზთან ფრეს გამორჩა და უცხოეთშიც წავიდა, მწვრთნელის მტკიცებით, ერთად ყოფნით დაირაზმა.  დამიენ მაკ’ქენზიმ ბულზს 21 ქულა (6გ 3ჯ) გაუტანა, ზორბა ბროდი რეთალიქმა კი ჰეთ’თრიქზე ნებით თქვა უარი – წითელ ზოლში რომ წაავლეს ხელი, ბურთი გუნდელს გაატანა * 56:20

33 გრადუსში

პლეი’ოფში გამსვლელ მოწინავე რვეულში აფრიკის ოთხივე გუნდია!

რებელზმა ვილ გენია თუმც აუქმა შარქსთან, ქვეიდ ქუპერმა პირველ ტაიმში მაინც გამოაცხო წყვილი ლელო, მაგრამ მერე დურბანელებმა ისე იძალეს, რომ ლუი შრიოდერის პასის შემდეგ, რაქიდან მოკლე მხარეს 3-კაციანი მეტობა მიიღეს * 28:14

ქვეიდი და ვილი დამდეგ რაუნდში, გასვლაზე ერთად ეთამაშებიან მშობლიურ რედსს, ვისაც 2011 წელს პირველი (!) "ზე 15" მოაგებინეს

რედსი ჯეელებს თანდათან აწრთობს.  კვირას, მზის გულზე, 33 გრადუს სიცხეში, ბრამბიზთან პირველი ლელო ძელთან შეიტანა მეტოქისკენ ზურგით მდგარმა ბებერმა სქოთ ჰიგინბოთამმა, მეორე ტაიმში კი ახალმა თაობამ – სამუ კერევიმ, თეით მაკ’დერმოთმა და საძმომ – თქვა გადამწყვეტი სიტყვა, და ბოლო შეტევით ბონუსიც აიღო * 36:14

 

ზე რაგბი 2019

მეექვსე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [51’] 

<<  ბლუზ 33:26 ჰაილენდერზ$  სტატ

4ლ: რ.იოანე (1 2) ნანაი-ვაი ტუი’პულოტუ; 2გ: პლამერ ბლექ;
3ჯ:
პლამერ 2, ბლექ –

2ლ: ლ.ვაითლოქ ლი; 2გ 4ჯ: ბენქს სბ ნაჰოლო

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 22/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 5:3(10) 5:10(19) 8:10(24) 15:10(34) 15:13(37) / 15:16(49) 18:16(52) 18:23(56) 23:23(57) 23:26(64) სბ(68ჰ) 30:26(75) 33:26(78)

<<  ჰარიქეინზ 34:28 სთორმერზ$  სტატ

5ლ: მეი ჯ.ბარეთ ხუსენ (3 4) ბ.ბარეთ; 3გ ჯ: ბ.ბარეთ სბ ფიფიტა –

3ლ: კოლისი მბონამბი ი.კუცია; 2გ 3ჯ: მარე სბ ჟლ.დიუ’პლესი

რეფ ჯექსონ (ზელ) 23/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(4) 0:6(9) 7:6(13) 10:6(20) სბ(23ს) 15:6(24) 15:13(31) 15:16(38) სბ(40+1ჰ) 15:21(40+3) / 22:21(54) 22:28(59) 27:28(62) 34:28(71)

<<  ვორათაზ 20:12 ქრუსეიდერზ  სტატ

3ლ: ჰოლოვეი ქლარქ ფოლაუ; გ ჯ: ფოლი –

2ლ: ბრიჯ ჯორდან; გ: ქემერონ

რეფ პეიპერ (აფრ) 23/03 @ ქრიქით გრაუნდ   ვიდეო     რჩეული 

7:0(5) 12:0(11) 12:7(29) 15:7(39) შეს(40+2) / 20:7(74) 20:12(80+)

<<  სან’ვულვზ 24:37 ლაიონზ$  სტატ

შ + 2ლ: ვორენ-ვოსაიათო; 2გ ჯ: პარქერ –

6ლ: მარქს (1 2) გრუმ ე.იანკის მაპუ დაიმანი; 2გ ჯ: იანკის სბ მაჰუზა

რეფ მერფი (ავს) 23/03 @ სინგაპურ   ვიდეო     რჩეული 

7:0(7+სბ) 7:7(15) 7:12(36) შეს(40+3) / 10:12(43) 10:17(52) 10:22(57) 10:29(62) 17:29(66) 17:32(69) 17:37(75) 24:37(79) დას(80+2)

<<  ბულზ 20:56 ჩიფს$  სტატ

2ლ: კრილ უდენდალ; 2გ: პოლარდ ლიბოკ; 2ჯ: პოლარდ –

7ლ: ალაი’მალო (1 7) ნანქიველ (2 5) რეთალიქ (3 4) ტაჰურიო’რანგი;
6გ 3ჯ: მაკ’ქენზი სბ ალაი’მალო

რეფ იაკობს (აფრ) 23/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(11) 3:3(15) 3:10(26) 3:17(32) 6:17(34) 6:24(40+) / 6:31(44) 6:38(62) 13:38(64) 13:41(70) 13:46(74) 13:51(77) 20:51(78) 20:56(80+)

<<  შარქს 28:14 რებელზ  სტატ

3ლ: დ.დიუ’პრე რ.დიუ’პრე მაპიმპი; 2გ 3ჯ: რ.დიუ’პრე სბ მ.ლოუ –

2ლ: ინგლიშ მედოქს; 2გ: ქუპერ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 23/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(7) 10:0(17) 10:7(22) 13:7(27) 13:14(33) 16:14(37) /
23:14(53) 28:14(58) სბ(75შ)

<<  რედს$ 36:14 ბრამბიზ  სტატ

5ლ: ჰიგინბოთამ ფეაუაი-საუტია მაკ’დერმოთ ჰეგართი პაენგა-ამოსა; 4გ ჯ: ჰეგართი – 

2ლ: სპეით ბრაუნ; 2გ: ლეა’ლია’ფანო

რეფ ვილიამს (ზელ) 24/03   ვიდეო     რჩეული 

7:0(15) 10:0(30) შეს(40+2) /
10:7(43) 17:7(49) 24:7(52) 24:14(71) 31:14(76) 36:14(80+)

<<  ხაგუარეს  უქმობდა

#

[#]

6 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

19

4-1*1

+49

25/16

153:104

1

2

5

ლნზ

იოჰანესბერგ

18

4-2

+13

25/18

174:161

2

3

10

ვრთ

სიდნი .

14

3-2

+13

14/13

111:098

2

4

4

ჰრქ

ველინგთონ

19

4-1*1

+24

22/17

167:143

1

5

8

შრქ

დურბან .

15

3-2

+40

16/08

124:084

3

6

6

სთო

ქეიპთაუნ .

14

3-2

-9

09/13

101:110

2

7

2

ბულ

პრეტორია .

13

3-2

+27

11/14

139:112

1

8

3

რბლ

მელბურნ .

13

3-2

-2

20/19

134:136

1

9

7

ჰლნ

დანიდინ

13

2-3*1

-7

16/19

133:140

3

10

9

ბრმ

კანბერა

11

2-4

-19

23/24

153:172

3

11

14

რედ

ბრისბენ .

10

2-3

-1

19/18

130:131

2

12

12

ბლუ

ოქლენდ .

10

2-3

-10

13/15

109:119

2

13

11

ხგრ

ვუენოს აირეს .

9

2-3

-25

14/15

113:138

1

14

15

ჩიფ

ჰემილთონ

8

1-4*1

-48

21/27

166:214

2

15

13

სნვ

ტოკიო

6

1-5

-45

16/28

145:190

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ), 14 ვეზ ხუსენ (ჰრქ), 13 ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), 12 ალექს ნანქიველ (ჩიფ), 11 რიკო იოანე (ბლუ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 თეით მაკ’დერმოთ (რედ) /

1 ბისთ მთავარირა (შრქ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 კარლ ტუჰი’ ნუკუაფე (ბლუ); 4 ბროდი რეთალიქ (ჩიფ), 5 ჯედ ჰოლოვეი (ვრთ);
6 პიტერ-სტეფ დიუ’ტოი (სთო), 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  8 ზელ; 4 ავს; 3 აფრ * 0 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:  6 რიკო იოანე (ბლუ), ჯექ მედოქს (რბლ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  5 თომ ინგლიშ (რბლ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), მარნუს სკუმან (ლნზ);  4 ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), როსკო სპეკმან (ბულ), შენონ ფრიზელ (ჰლნ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  84 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
57 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 56 ელთონ იანკის (ლნზ); 54 ს’პ მარე (სთო); 53 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 52 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 45 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 39 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ), ბერნარდ ფოლი (ვრთ), ქვეიდ ქუპერ (რბლ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მეშვიდე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 29/03

ჰრქ.ზელ

10.35

ქრს.ზელ

ვრთ.ავს

12.45

სნვ.იაპ

უქმობენ
ლნზ.აფრ | ჰლნ.ზელ | ბრმ.ავს

შაბ 30/03

ბლუ.ზელ

10.35

სთო.აფრ

რედ.ავს

12.45

რბლ.ავს

შრქ.აფრ

17.05

ბულ.აფრ

კვი 31/03

ხგრ.არხ

01.40

ჩიფ.ზელ

 

www.000webhost.com