ქვეიდის რევანში

   ზე 15-ის მეშვიდე რაუნდში ქრუსეიდერზმა იოლად მოიგო კივ გრანდთა ჯახი, ქვეიდ ქუპერმა კი თავისი კლუბ’ყოფილი გააბითურა

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

15 მარტის ტრაგედიის შემდეგ "ქრუსეიდერზ"ი შინ ახლაღა ითამაშებს.  კლუბმა მარკეტოლოგებს მიანდო სახელის შეცვლის მიზან’შეწონილობის შესწავლა, ჯერ’ჯერობით კი იმაშიღა გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, რომ გააუქმა მატჩის’ წინა რიტუალი – ამიერიდან, მინიმუმ ამ სეზონის ბოლომდე, მოედანს ხმლების ქნევით აღარ შემოუვლიან ჯვაროსანი მხედრები

ქრუსეიდერზი უახლოეს კივ მდევარს – ჰარიქეინზს ეწვია და 18,963 ქომაგის თვალწინ პრემიით * 32:8 მოუგო, სულ კი ამ მოკლე, 6-მატჩა რაუნდში სტუმარ-მასპინძელმა სამ-სამ’ჯერ იმარჯვა, ხოლო თითო ბონუსი ყოველ რკენაში გაიცა: სამ’გან – პრემია და სამ’განაც – ნუგეში

ისევ ნორჩებმა

ქრუსეიდერზში წლეულს პირველად გამოჩნდა ბებერი 8 ნომერი ქიარან რიდი, მაგრამ წვივი იტკინა და შესვენებაზე შეცვალეს, თავი კი ისევ ნორჩებმა ისახელეს:  გარე’მარბმა ვილ ჯორდანმა ჯიუტად მისდია ბრინ ჰოლის დარტყმას, და ჩეის ტიატიასა და ბენ ლემს დაუმიწა * 7:3 @ 18’

ტიატიამ ვეღარც დევიდ ჰავილის გადაკიდებული აიღო * 3:14 @ 25’

მესამე მეოთხედში ფეტუ დაგლასმა ბოდენ ბარეთს პასი რომ ჩაუჭრა,
8-ფაზიანი შეტევის ბოლოს ჰავილიმ ლემი’ვე გააბითურა, 11-ფაზიან მეოთხე ლელოზე კი ჯორდან ტაუფუამ ბრეიდონ ენორი დაგეზა

ჰარიქეინზის ერთად’ერთი ლელო ნგანი ლაუმაპეს ანგარიშზეა – შუა’მარბი 5’მეტრა დერეფნის კუდზე მიუშვა არდი სავეამ * 8:14 @ 32’

გრემის გადამკიდე

დარბი კიდევ ორგან მოეწყო:  ავსტრალიაში, აწ უკვე რებელზის ღერძმა – ცხრა ვილ გენიამ და ათმა ქვეიდ ქუპერმა * 32:13 დაანგრიეს რედსი, ვისაც 2011 წელს სულ პირველი "ზე 15" მოაგებინეს, აფრიკაში კი ბულზმა, ქარში, გასვლა * 19:16 მოუგო შარქსს

გენია და ქუპერი რედსიდან ბორჯღალოსანთა ყოფილი "უნარების რეპეტიტორის", რიჩარდ გრემის გადამკიდე წავიდნენ საშოვარზე, შინ მიბრუნებულები კი რედსში ვეღარ მოეწყვნენ

მეტიც, ქვეიდი რედსის ახალმა მოძღვარმა, "ოლ ბლექ"მა ბრედ სორნმა მთელი 2018 წელი თამაშ’გარეთ ჩატოვა – ქალაქ ბრისბენისა და ქვეყნის კვაზი’პროფესიულ ლიგებში არაგბა ... სრულ პროფ’ჯამაგირზე!

ქუპერი [ფოტოზე] თავის ყოფილ კლუბს პირველად ახლაღა გადაეყარა.  10,745 ბრისბენელი ფანი კერპს გულ’თბილად შეხვდა, ამან კი დუბლი შეასრულებინა გარე’მარბ ჯექ მედოქსს:  ჯერ ალამთან აუწია აბრაგანი, მერე კი მეტოქისგან დაგდებულ ბურთს ორჯერ მიჰკრა ზუსტად ფეხი

გასახდელშივე შეუსვამთ

იაპთა შინა’ომში პირველი ლელო მეორე ტაიმის პირველ წუთზე’ღა დაიდო, საათის თავზე კი მეტოქე კვაჭებმა კრივი გამართეს, რის გამოც მსაჯმა ორივე წითლით დაითხოვა

ჰოდა, "აკერ" ფან’დერ’მერვე (შარქს) სამ მატჩს გამოტოვებს, ჩხუბის’ თავობაში ადრეც შემჩნეული სხალკ ბრიცი (ბულზ) კი – ოთხს!

ნაჩხუბრები ნამატჩევს შერიგებულან და რაგბულ ყაიდაზე ლუდი გასახდელში’ვე შეუსვამთ, თამაში კი ფრედ რომ მთავრდებოდა, მეტოქის შეგორებაზე მძლავრად მიაწვა ბულზის შერკინება და კარის პირდაპირ გამოიმუშავა ჯარიმა, რომელიც ჰანდრე პოლარდმა გაიტანა

სასწაული ოფლოუდი

ეგეთივე დარტყმა ოქლენდში გაუცუდდა სთორმერზელ ეს’პი მარეს. 
ამ დროს ქეიპ’თაუნის გუნდი * 9:17 აგებდა 14 კაცის ამარა დარჩენილ ბლუზთან.  იაპები ფათერაკმა ისე წაახდინა, რომ კივებმა ბონუსიც აიღეს ძმების – აკირა და რიკო იოანე’თა წყალობით *
24:9

რიკომ პირველ ლელოშიც დაიდო წილი:  დერეფნის შემდეგ თავისი ფრთიდან წამოეხეტა და გააქცუნა კოლეგა – ტანიელუ ტელეჰა, ვინაც სამი მბოჭავი: დამიენ დე’ალენდე, დილეინ ლეიდსი და პიტერ’სტეფ დიუ’ტოი გააბითურა * 7:6 @ 32’

ბლუზი ბოლოს კაც’ნაკლული ტელეჰას’ვე გადამკიდე დარჩა – ეს ურჯუკად დაეჯახა ბურთისთვის ამხტარ ლეიდსს, მანამდე კი მუსლიმ მგლოვიარეთა სანუგეშებლად ქრაისთ’ჩერჩში ნამყოფმა სონი-ბილ ვილიამსმა კარის წინ სასწაული ოფლოუდი მიართვა ოტერე ბლექს

ძელს მოარტყა

ბლუზმა ასე მოიგო ზედიზედ მესამე თამაში და რვეულშიც შეიჭრა, ჩიფსმა კი, ვინაც სეზონი ოთხი მარცხით გახსნა, ტურნეზე მეორედაც იმარჯვა – მეორე ტაიმში ხელი შემოუტრიალა ხაგუარესს * 30:27

ძმები მაკ’ქენზების წყალობით კივებმა პირველი ტაიმი * 17:6 მოიგეს – მართიმ იმდენიც იხერხა, რომ მეორე ლელოზე ძელს მოარტყა დამიზნებით გაგორებული!

შესვენების შემდეგ არხენტინელები აბურთავდნენ.  მგეზავებმა: ხოაკინ დიას-ვონიშამ და სანტიაგო გონსალეს-იგლესიასმა ალმისკენ ზუსტად გადაკიდეს და მასპინძლები წინაც გავიდნენ * 27:23 @ 74’

მაგრამ ჩიფსი მარქაფამ იხსნა:  5’მეტრა შერკინებიდან ტალენი საუმ აიღო ოვალი და მოკლე ფრთაზე მიუშვა მაორი ცხრა "თრიპლ თი" –  ე’ოიროა აჰურიო’რანგი

თუ არ ეშლებათ

მეტოქის დაუფასებლობამ და აკვიატებულმა როტაციამ დაღუპა ოზი ბობოლა – ვორათაზი:  ერთი რომ, სან’ვულვზთან თამაში წინდაწინ დანიშნა ინდუსტრიულ ნიუქასლში და მეორეც, სამი ვოლაბი დაასვენა

ათზე ბერნარდ ფოლის ნაცვლად ხმობილმა მექ მეისონმა თამაში ვერ წაიყვანა, მაგრამ მას შემდეგღა შეცვალეს, რაც მის ნაპასევ ბურთს ხაზი ერთიანად აცდა და აწ’უკვე ტოკიოს შეხიზნულმა ფიჯელმა სემისი მასირევამ ჰეთ’თრიქი შეასრულა!

მასირევამ 9 წაღებაზე 106 მეტრი მოინაგრა და 8 მბოჭავიც გააბითურა. 14 სოლოზე ამდენივე მეტრი და 11 თექლ’ბასთი მოკრიფა იზი ფოლაუმ, მაგრამ 59 ზე’ლელოს ვერაფერი შეჰმატა და ამდენად, ვერც რეკორდი ჩამოართვა ექს’ბლუ დაგ ჰაულეთს

შედეგად, 2021 წელს დასიდან გასარიცხმა სან’ვულვზმა პირველად იმარჯვა ავსტრალიაში * 31:29, იაპონელთა კივმა დამრტყმელმა ჰეიდენ პარქერმა კი, თუ სანზაარ-ის ჯამაგირიან სტატისტიკოსებს არ ეშლებათ – ბოლო 71 დარტყმით 70 გოლი გაიტანა!

 

ზე რაგბი 2019

მეშვიდე რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჰარიქეინზ 8:32 ქრუსეიდერზ$  სტატ

ლ: ლაუმაპე; ჯ: ჯ.ბარეთ –

4ლ: ჯორდან ჰავილი (2 3) ენორ; 3გ 2ჯ: მოჰუნგა სბ თოდ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 29/03   ვიდეო     რჩეული 

3:0(7) 3:7(18) 3:14(25) სბ(31ქ) 8:14(32) 8:17(36) შეს(40+1) /
8:24(46) 8:29(51) 8:32(72) დას(80+3)

<<  ვორათაზ$ 29:31 სან’ვულვზ  სტატ

4ლ: ფიპს ქლარქ ჰუპერ ბილ; 3გ: მეისონ 2, ბილ; ჯ: მეისონ –

4ლ: ჰატინხ მასირევა (2 3 4) 4გ ჯ: პარქერ

რეფ ვილიამს (ზელ) 29/03 @ ნიუქასლ   ვიდეო     რჩეული 

7:0(3) 7:3(11) 12:3(15) 12:10(21) 12:17(31) 15:17(35) შეს(40+2) /
22:17(44) 22:24(51) 22:31(53) 29:31(66)

* სნვ #2 ჯაბა ბრეგვაძე 66’ შეცვალეს:  2 სოლო = 4 მეტრი; 9/1 ბოჭვა

<<  ბლუზ$ 24:9 სთორმერზ  სტატ

3ლ: ტელეჰა ბლექ რ.იოანე; 3გ ჯ: ბლექ წბ ტელეჰა –

3ჯ: ჟლ.დიუ’პლესი

რეფ ბრაიანთ (ზელ) 30/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(20) 0:6(29) 7:6(32) 10:6(38) /
10:9(47) 17:9(63)
წბ(70ბ) 24:9(76) დას(80+2)

<<  რედს 13:32 რებელზ$  სტატ

ლ: ტუპოუ; გ 2ჯ: ჰეგართი –

4ლ: მედოქს (1 3) რანგი ლეოტა; 3გ 2ჯ: ქუპერ

რეფ იაკობს (აფრ) 30/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 3:3(4) 3:6(20) 6:6(34) 6:11(39) /
6:18(45) 6:25(48) 13:25(76) 13:32(80+)

<<  შარქს$ 16:19 ბულზ  სტატ

2ლ: დ.დიუ’პრე ესტერ’ჰეიზენ; 2ჯ: რ.დიუ’პრე წბ ფან’დერ’მერვე –

ლ: კრილ; გ 4ჯ: პოლარდ წბ ბრიც

რეფ ფრეიზერ (ზელ) 30/03   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 3:3(5) 3:6(28) შეს(40+2) /
8:6(41) 8:13(53)
წბ-წბ(57) 11:13(62) 11:16(68) 16:16(71) 16:19(79)

<<  ხაგუარეს$ 27:30 ჩიფს  სტატ

3ლ: ტუკულეტ მატერა ორლანდო; 3გ: დიას-ვონიშა 2, გონსალეს-იგლესიას; 2ჯ: დიას-ვონიშა სბ კრემერ –

3ლ: დ.მაკ’ქენზი მანუ ტაჰურიო’რანგი; 3გ 3ჯ: მაკ’ქენზი

რეფ გარდნერ (ავს) 30/03   ვიდეო     რჩეული 

3:0(6) 3:3(9) 6:3(12) 6:10(26) 6:17(35) სბ(37ხ) შეს(40+3) /
6:20(43) 13:20(48) 20:20(58) 20:23(70) 27:23(74) 27:30(80)

<<  ლაიონზ, ჰაილენდერზ, ბრამბიზ  უქმობდნენ

#

[#]

7 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ

24

5-1*1

+73

29/17

185:112

2

2

8

რბლ

მელბურნ .

18

4-2

+17

24/20

166:149

2

3

2

ლნზ

იოჰანესბერგ .

18

4-2

+13

25/18

174:161

2

4

4

ჰრქ

ველინგთონ

19

4-2*1

=0

23/21

175:175

1

5

7

ბულ

პრეტორია .

17

4-2

+30

12/16

158:128

1

6

5

შრქ

დურბან .

16

3-3

+37

18/09

140:103

4

7

3

ვრთ

სიდნი .

15

3-3

+11

18/17

140:129

3

8

12

ბლუ

ოქლენდ .

15

3-3

+5

16/15

133:128

3

9

6

სთო

ქეიპთაუნ .

14

3-3

-24

09/16

110:134

2

10

9

ჰლნ

დანიდინ .

13

2-3*1

-7

16/19

133:140

3

11

14

ჩიფ

ჰემილთონ

12

2-4*1

-45

24/30

196:241

2

12

10

ბრმ

კანბერა .

11

2-4

-19

23/24

153:172

3

13

11

რედ

ბრისბენ .

10

2-4

-20

20/22

143:163

2

14

13

ხგრ

ვუენოს აირეს .

10

2-4

-28

17/18

140:168

2

15

15

სნვ

ტოკიო

10

2-5

-43

20/32

176:219

2

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დევიდ ჰავილი (ქრს), 14 რიკო იოანე (ბლუ), 13 ჯესი კრილ (ბულ), 12 ბილი მიქს (რბლ), 11 სემისი მასირევა (სნვ); 10 ჰეიდენ პარქერ (სნვ), 9 ვილ გენია (რბლ) /

1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 ნეპო ლაულალა (ჩიფ); 4 სქოთ ბარეთ (ქრს), 5 პათრიქ ტუი’პულოტუ (ბლუ); 6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 დენ პრაიორ (სნვ), 8 აკირა იოანე (ბლუ)

სულ:  8 ზელ; 3 იაპ; 2 ავს აფრ * 0 არხ

სტატ’ლიდერები

ლელო:  8 ჯექ მედოქს (რბლ);  7 რიკო იოანე (ბლუ);  6 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  5 თომ ინგლიშ (რბლ), მარნუს სკუმან (ლნზ), ვილ ჯორდან (ქრს);  4 დანიელ დიუ’პრე (შრქ), ჯესი კრილ (ბულ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), როსკო სპეკმან (ბულ), შენონ ფრიზელ (ჰლნ), ვეზ ხუსენ (ჰრქ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  98 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
77 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 64 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 58 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 56 ელთონ იანკის (ლნზ); 54 ს’პ მარე (სთო); 51 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 49 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 45 ბოდენ ბარეთ (ჰრქ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მერვე რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 
 

პარ 05/04

ჰლნ.ზელ

10.35

ჰრქ.ზელ

რედ.ავს

13.00

სთო.აფრ

ლნზ.აფრ

21.10

შრქ.აფრ

უქმობს  ჩიფ.ზელ

შაბ 06/04

ქრს.ზელ

08.15

ბრმ.ავს

ბლუ.ზელ

10.35

ვრთ.ავს

რბლ.ავს

12.45

სნვ.იაპ

ბულ.აფრ

17.05

ხგრ.არხ

 

www.000webhost.com