უარი საქანელას!

   ზე 15-ის მე-13 რაუნდში ბრამბიზი მეცხრედან მეორე ადგილზე ახტა, ტრიბუნალმა კი იზრაელ ფოლაუს სასჯელი ეგრეც ვერ გადაუწყვიტა

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ამ სეზონის ბოლო მესამედი და 2020 წელიც მოვითმინოთ, მერე კი ზე’რაგბი კლასიკურ – წრიულ მოდელს ხელ’ახლა შეიწყნარებს, რაც იმის გარანტიაა, რომ ცხრილში გუნდები მხოლოდ ქულებით დალაგდებიან და არა – სადაურობის მიხედვითაც.  ჰოდა, სატურნირო დოღი საქანელაზე ანცობა აღარ იქნება და შვიდი საფეხურით მაღლა ერთი მოგებით ვეღარ აინაცვლებ!

ფოლაუ უკმეხი პოსტისთვის დამნაშავედ კი სცნო ტრიბუნალმა, მაგრამ განაჩენის გამოსატანად შემდეგი კვირეული ვერ ეყო.  შერისხულ "ძმას" მხარს უჭერენ რაგბეთის კოლორიტებად ცნობილი კუნძულელები, რომლებიც საქართველოსა და არხენტინის გარდა, უკვე ყველა გუნდსა ჰყავს.  მახვშები უთუოდ ამათი ამბოხის შიშით ითრევენ ფეხს, ლიანგს კი მოთმინების ფიალა აევსო და ზე’რაგბზე თანდათან იყრის გულს

ზე 15-ის ფორმულით

მე-13 რაუნდის 7 მატჩიდან ხუთი მასპინძელმა მოიგო, სტუმრად კი მხოლოდ კივმა გრანდებმა – ქრუსეიდერზმა და ჰარიქეინზმა იმარჯვეს. ესენი ყველა სხვას იმდენით უსწრებენ, რომ მეოთხედ’ფინალის შინ გამართვა თითქმის დაბევებული აქვთ, რადგან ზე 15-ის ფორმულით, პირველი და მეოთხე ნომრები ერგებათ

ბრამბიზი სულ მეცხრე, ავსტრალიაში კი მეორე იყო და ოზეთის ჯილას – რებელზს სხვაობით’ღა ჩამორჩებოდა.  მელბურნის გუნდმა პარასკევს შინა’ომში უპრემიოდ ძლია რედსი * 30:24, კანბერისამ კი კვირას შინ * 33:0 გააბურთავა სან’ვულვზი, ვინაც უკვე მეორედ მოისრა ნულზე მას შემდეგ, რაც გამოუცხადეს, 2021 წელს დასიდან ამოირიცხებიო

ასე გახდა ბრამბიზი ოზეთის ლიდერი, მაგრამ ამ ვიქენდზე უქმობა უწევს და ძნელად, რომ პოზიცია შეინარჩუნოს.  კანბერელთა გარდა პრემია აიღო აფრიკაში სტუმრად მყოფმა ქრუსეიდერზმაც – ბულზი * 45:13 გააპამპულავა, ცოტათი ძლეულთაგან კი მხოლოდ ბლუზს ვერ ერგო ნუგეში

სევუს ჰეთ’თრიქი

ბრამბიზს 13 ნომრად დაუბრუნდა ტევიტა კურინდრანი და სამი ლელო შეამზადა, დუბლი კი შეასრულა ჰენრი სპეითმა [ფოტოზე] – 120 მეტრი 10 წაღებაზე, ხაზის 4 გაჭრა და მბოჭავის 3 გაბითურება

ბულზმა გამოაცხადა, რომ ბოკეს ჯეელი ათი, ჰანდრე პოლარდი მსოფლიო თასის შემდეგ მონპელიეში გადავა, ვის ნაცვლად კი პრეტორიაში პარიზის "სტად"იდან დაბრუნდება ბებერი მორნე სტეინი

ქრუსეიდერზი და ბულზი თავ’თავიანთი ჯგუფების ლიდერები იყვნენ, მაგრამ კივები 14 ქულით უსწრებდნენ იაპებს.  პოლარდმა თავიდანვე ვერ აიღო ჯორჯ ბრიჯის (113 მეტრი 17 სოლოზე, 7+7 გაჭრა და გაბითურება) შეცურებული.  რიჩი მოჰუნგამ ორ ლელოს 5 გარდასახვა დაურთო; გარე’მარბმა სევუ რისმა ჰეთ’თრიქი მიითვალა; და სტუმრებმა მასპინძლებზე ორჯერ მეტიც ინავარდეს: 671 – 322 მეტრი!

ბონუსების ხარჯზე

ბულზმა აფრიკის მოწინავეობა გაგდააბარა შარქსს, ვისაც მოგება წაგებაზე ნაკლები აქვს, მაგრამ ბონუსებს კი აგროვებს

აი, ახლაც დურბანელები ზელანდიაში საათის თავზე * 23:17 უგებდნენ ჩიფსს, მაგრამ 16-ფაზიან შტურმს რომ ვერ გაუძლეს, უმალ ვეღარც ქიქ’ოფის კადნიერად გამომქცუნებელი კივები ალაგმეს:

ოვალი ალექს ნანქიველმა წამოიღო 80 მეტრიდან;  მას მიჰყვა სოლომონ ალაიმალო, ლელო კი ცხრამ, ბრედ ვებერმა გაიტანა.  სტუმრებმა სირენის შემდეგ 18 ფაზა კიდევ აკინძეს, ოღონდაც ამაოდ * 23:29

სად გვეჩრებიო

აფრიკაში მორიგი ოინი დაატრიალა ლაიონზის ერთგულმა მულატმა რეფმა ეგონ სექონდსმა – არც ამჯერად მისდია დაბალანსების მანკიერ, დაბლინურ თეორიას და ვორათაზი უხვად აჯარიმა

გამწარებულმა ოზებმა დათვალეს, რომ ამ ვაი’მსაჯმა წლევანდელ წყვილ იაპურ – ოზურ ჯახში ჯარიმები 31-3 ფარდობით გასცა, და ეგეც შენიშნეს, მობურთალებს რეფის რიდი რომ არა ჰქონდათ, რამდენჯერმე განგებ ხელიც კი ჰკრეს, ესაო და დაცვისას სად გვეჩრებიო

უ’ფოლაუ’ოდ დარჩენილი ვორათაზი ზეგანზე ორ კვირას ემზადა და უჰაერობის მიუხედავად, მეტწილად მაინც წინ იყო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში მოლში რომ გაუჭედა ბურთი ლაიონზს, მსაჯმა თავისიანებს შეტევა მაინც დაანება და ბოლოს გასატანი ჯარიმაც უბოძა * 29:28

ტომუა შეეხიდება

რებელზმა რედსს ოთხიდან სამი ლელო მაშინ დაუდო, მეტოქეს კაცი სინბინში რომ ეჯდა.  პირველ ჯერზე სამუ კერევი ამხტარ ვილ გენიას დაეჯახა, ხოლო მეორედ სქოთ ჰიგინბოთამმა ჩააქცია მოლი

მაგრად ითამაშა მელბურნელთა შუა’მარბმა რის ჰოჯმა;  ზურგმა დეინ ჰეილეთ-პეთიმ 13 სოლოზე 128 მეტრი ირბინა, ქვეიდ ქუპერი კი ტვინის შერყევას გადაურჩა და ამიერიდან ლესთერში ნათამაშევი მეთ ტომუაც შეეხიდება

ბლუზმა ხელ’და’ხელ ჰარიქეინზზე მეტი კი იბურთავა (პასი 147-89, სოლო 138-85, მეტრაჟი 528-382), მაგრამ ორჯერ მეტი თერნოვერიც შეემთხვა.  67’ წუთზე ოგასთინ პულუს ბოდენ ბარეთმა ჩაუჭრა პასი და 45 მეტრი ირბინა, მერე კი ჯორდიმ შეაგდო ჯარიმა * 22:12

ხაგუარესმა მარცხიანად დაიწყო 4-მატჩა ზღვისრეთული ტურნე – მეორე ტაიმში თუმც ორი ლელო დაუდო ჰაილენდერზს და წამოეწია * 27:32, ბოლო 7 წუთში 6-ჯერ დაჯარიმდა და ნუგეშს’ღა დასჯერდა

 

ზე რაგბი 2019

მე-13 რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ბლუზ 12:22 ჰარიქეინზ  სტატ

2ლ: ნოქ პაპალიჰი; გ: პლამერ

3ლ: ლემ ჯ.ბარეთ ბ.ბარეთ; 2გ: ბ.ბარეთ; ჯ: ჯ.ბარეთ
სბ ტუმანგა-ალენ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 10/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(11) 7:7(24) 7:14(33) შეს(40+3) /
სბ(53ჰ) 12:14(60) 12:19(67) 12:22(75)

<<  რებელზ 30:24 რედს$  სტატ

4ლ: კოროი’მბეტე რანგი ფოქნერ დ.ჰეილეთ-პეთი;
2გ: ქუპერ; 2ჯ: ჰოჯ

2ლ: აი.ლუქას ჰუპერთ; გ 4ჯ: ჰეგართი სბ კერევი ჰიგინ’ბოთამ

რეფ გარდნერ (ავს) 10/05   ვიდეო     რჩეული 

0:3(7) სბ(16რ) 7:3(19) 7:6(27) 14:6(33) 14:11(38) სბ(40+1რ) /
19:11(44) 24:11(51) 24:18(57) 27:18(60) 27:21(70) 30:21(79) 30:24((80+2)

<<  ბულზ 13:45 ქრუსეიდერზ$  სტატ

ლ: უდენდალ; გ 2ჯ: პოლარდ

7ლ: მოჰუნგა (1 2) დანშეი რის (4 5 6) სქ.ბარეთ; 5გ: მოჰუნგა

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 10/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(15) 3:7(18) 3:14(23) 6:14(29) 6:19(31) 6:26(38) /
6:33(49) 13:33(57) 13:40(68) 13:45(75) დას(80+2)

<<  ჰაილენდერზ 32:27 ხაგუარეს$  სტატ

4ლ: ლენჩის ფედეს თომქინსონ ქოლთმან; 3გ 2ჯ: ჯშ.იოანე

3ლ: მორონი კრემერ მოშანო; 3გ 2ჯ: დიას-ვონიშა

რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(15) 5:7(23) 5:10(28) 12:10(31) 12:13(35) 19:13(37) 26:13(40+) /
26:20(43) 29:20(53) 32:20(61) 32:27(65) დას(80+1)

<<  ჩიფს 29:23 შარქს$  სტატ

4ლ: ვებერ (1 4) ქარპიქ ლენართ-ბრაუნ; 3გ ჯ: მ.მაკ’ქენზი სბ ჰარის –

2ლ: ჰ.ენდრიუზ რ.ბოთა; 2გ 3ჯ: ბოშ

რეფ ბერი (ავს) 11/05   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 10:0(27) 10:3(30) 10:10(33) 17:10(36) 17:13(39) /
სბ(56ჩ) 17:20(58) 17:23(62) 22:23(68) 29:23(72) დას(80+3)

<<  ლაიონზ 29:28 ვორათაზ$  სტატ

4ლ: დიანტი ლა’ვის კვ.სმით სქოსან; 3გ: ე.იანკის; ჯ: რენოლდს –

4ლ: ფიპს ჰუპერ სიმონს სთანი’ფორს; 4გ: ფოლი

რეფ სექონდს (აფრ) 11/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 7:7(11) 7:14(14) 14:14(20) 14:21(28) 19:21(33) /
26:21(45) 26:28(58) 29:28(68)

<<  ბრამბიზ$ 33:0 სან’ვულვზ  სტატ

5ლ: სპეით (1 3) პაუელ ბენქს სამუ; 4გ: ლეა’ლია’ფანო – #

რეფ მერფი (ავს) 12/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(15) 14:0(18) 19:0(27) / 26:0(53) 33:0(66) დას(80+2)

* სნვ #16 ჯაბა ბრეგვაძე 66’ შევიდა: 
2 სოლო = 1 მეტრი; 1 გაბითურება, 1/2 ბოჭვა, -1 შეცდომა

<<  სთორმერზ  უქმობდა

#

[#]

13 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

47

9-1*2

+179

55/23

366:187

7

2

9

ბრმ

კანბერა .

29

6-6

+5

44/39

291:286

5

3

5

შრქ

დურბან .

29

5-6*1

+35

32/29

280:245

7

4

4

ჰრქ

ველინგთონ .

40

9-2*1

+57

45/35

333:276

2

5

7

ჰლნ

დანიდინ .

29

5-5*2

+33

41/39

317:284

5

6

3

რბლ

მელბურნ :

28

6-5

+20

42/35

301:281

4

7

2

ბულ

პრეტორია :

28

6-5

+17

24/34

274:257

4

8

6

ხგრ

ვუენოს აირეს :

28

6-5

+13

36/28

290:277

4

9

11

ლნზ

იოჰანესბერგ :

26

6-5

-54

36/41

261:315

2

10

8

სთო

ქეიპთაუნ :

24

5-6

-25

22/30

229:254

4

11

10

რედ

ბრისბენ :

23

5-6

-16

34/37

261:277

3

12

14

ჩიფ

ჰემილთონ .

23

4-6*2

-69

44/49

325:394

3

13

12

ვრთ

სიდნი :

22

4-7

-5

33/32

256:261

6

14

13

ბლუ

ოქლენდ :

21

4-7

-23

30/34

239:262

5

15

15

სნვ

ტოკიო .

12

2-10

-167

26/59

240:407

4

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 დეინ ჰეილეთ-პეთი (რბლ), 14 სევუ რის (ქრს), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 ჰაროლდ ფორსტერ (ლნზ), 11 ჰენრი სპეით (ბრმ); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ბრედ ვებერ (ჩიფ) /

1 ატუ მოლი (ჩიფ), 2 მალკომ მარქს (ლნზ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 მარკოს კრემერ (ხგრ), 5 მიჩელ დანშეი (ქრს); 6 ვაეა ფიფიტა (ჰრქ), 7 მაიქლ ჰუპერ (ვრთ), 8 პით სამუ (ბრმ)

სულ:  6 ავს ზელ; 2 აფრ; 1 არხ * 0 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:

10  ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  9  სევუ რის (ქრს);

8  რიკო იოანე (ბლუ), ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ჯექ მედოქს (რბლ), ვილ ჯორდან (ქრს);

7  სემისი მასირევა (სნვ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), რის ჰოჯ (რბლ);

6  დანიელ დიუ’პრე (შრქ), მატიას ორლანდო (ხგრ), შენონ ფრიზელ (ჰლნ);

5  თომ ბენქს (ბრმ), ბრეიდონ ენორ (ქრს), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), ბენ ლემ (ჰრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), რამირო მოშანო (ხგრ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), მარნუს სკუმან (ლნზ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ);

4  ჯორდი ბარეთ (ჰრქ), ჯორჯ ბრიჯ (ქრს), ბრედ ვებერ (ჩიფ), ჯესი კრილ (ბულ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), თეით მაკ’დერმოთ (რედ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), რიჩი მოჰუნგა (ქრს), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), თი’ჯეი პერენარა (ჰრქ), არდი სავეა (ჰრქ), ჰენრი სპეით (ბრმ), როსკო სპეკმან (ბულ), ქორნალ სქოსან (ლნზ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ), იზრაელ ფოლაუ (ვრთ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  144 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
98 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 95 ბრაის ჰეგართი (რედ); 92 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 90 ელთონ იანკის (ლნზ), ბერნარდ ფოლი (ვრთ); 89 ჯოშ იოანე (ჰლნ); 88 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 86 რიჩი მოჰუნგა (ქრს);
81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 70 რობ დიუ’პრე (შრქ); 68 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 67 ოტერე ბლექ (ბლუ); 63 ქერვინ ბოშ (შრქ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მე-14 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 

 

პარ 17/05

ჰრქ.ზელ

11.35

ხგრ.არხ

რბლ.ავს

13.45

ბულ.აფრ

უქმობენ

ბრმ.ავს | შრქ.აფრ | სნვ.იაპ

შაბ 18/05

ბლუ.ზელ

11.35

ჩიფ.ზელ

რედ.ავს

13.45

ვრთ.ავს

ლნზ.აფრ

17.05

ჰლნ.ზელ

სთო.აფრ

19.15

ქრს.ზელ

 

www.000webhost.com