ქეიპთაუნური ფათერაკები

   ზე 15-ის მე-14 რაუნდში ქრუსეიდერზი ქეიპ’თაუნში დაჩაგრეს, იზრაელ ფოლაუ კი ავსტრალიური რაგბიდან მთლად დაითხოვეს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

ფოლაუს საქმემ დაგვანახა, რომ დემოკრატიით მოტრაბახე ქვეყნებშიც კი სიტყვისა და რწმენის თავისუფლება არ არსებულა.  გაიშიფრა "დამოუკიდებელი" სამსჯავროც –  დაახანა და "ცდომილს" სასჯელი მაინცდამაინც 17 მაისს გამოუტანა, რათა გავლენიანი ლგბტ’ლობისთვის ერთ’გულება დაემტკიცებინა

კავშირმა სინანულით შენიშნა, იზრაელი ისე მოიქცა, სხვა არჩევანი არ დაგვიტოვაო.  მეგობარი ალალად დაიტირეს გუნდელებმა, რომელთა უმრავლესობაც ასევე კუნძულელი და თავ’დადებული ქრისტიანია, თავად დასჯილმა კი აპელაციაზე უარი თქვა, რადგან რაგბის მახვშების სამართლიანობისა თურმე აღარა სჯერა

იზი პირდაპირ სასამართლოში ჩივის, რადგან კიდევ კარგა ხანს აპირებს რაგბის თამაშს.  მისი აზრით, ავსტრალიელის უზენაესი უფლებაა, რაც საჭიროდ მიაჩნია, ის იწამოს და იქადაგოს, ოღონდაც ამით მისი დასაქმებისა და სპორტში მონაწილეობის შესაძლებლობა არა’ნაირად არ უნდა შეიზღუდოს

სმართ’ფონს იმოწმებენ

ფოლაუს დასჯამ ბევრი გააოგნა, კაცს მართლა არაფერი დაუშავებია და რაგბიდან განკვეთეს, მაშინ როცა ლოთები. მოძალადენი, ნარკომანები, მედოპინგეები, წამლის "ბარიგები" და ქურდ’ბაცაცები – ჯარიმისა და გაჯორვის შემდეგ – შეუზღუდავად რაგბობენო

აგერ, იზის თანა’გუნდელი, ვორათაზის კვაჭი ტოლუ ლატუ მანქანის მთვრალად მართვაზე ჩავარდა, მაგრამ დამალა და გუნდმა 16 ნომრად მაინც ათამაშა.  უარესი მოხდა ქეიპ’თაუნში:  ქრუსეიდერზს ერთ ბარში პასიური მამათ’მავალი აუხირდა, ხოლო მეორეში – ყმაწვილი ქალი

ორივე მომჩივანი თანამედროვეობის უმძლავრეს იარაღს – სმართ’ფონს იმოწმებს.  ჯორჯ ბრიჯს გეის დაცინვა და ჰომო’ფობური ლექსიკით შემკობა ბრალდება, ხოლო რიჩი მოჰუნგას – დაქალთან მოცეკვავე გოგოსთვის გავაზე პწკენა, ლუდის მიპურჭყება და მედიდურობაც

ბრიჯი და საძმო მომხდარს ხელ’აღებით უარჰყოფს და კონცხელებს ამუნათებს, როგორ არ მოგბეზრდათ ჩვენს ყოველ ჩამოსვლაზე ამგვარი მახეების დაგება და სკანდალების მოწყობაო, რიჩი კი, ეტყობა, ისე იყო შეზარხოშებული, რომ აღარც გაეგებოდა, რას სჩადიოდა

ბონუსით გაიმარჯვებდნენ

კივები, უეჭველია, სმით სევდას იქარვებდნენ.  სთორმერზი მაგრად დაუდგა ქრუსეიდერზს და თუმც ლელოებით 1/3 ჩამორჩა, მაინც ფრეს * 19:19 გამორჩა

არადა, სახელოვან აფრიკელ ტელე’რეფს, მორის იონკერს მოგონილი "წინ პასის" გამო 75’ წუთზე რომ არ გაეუქმებინა სევუ რისის მიერ გადაკიდება-დევნით გატანილი კოხტა ლელო, სტუმრები ბონუსით გაიმარჯვებდნენ

მოჰუნგას არხში თავიდან გაიჯეჯილა ბოკეს ზანგმა კაპიტანმა სია კოლისიმ [ფოტოზე].  კივებმა პირველი ლელო მოლით დადეს;  მეორეზე მოჰუნგამ წნეხის ქვეშაც ზუსტად დაურტყა დევიდ ჰავილს, მესამეზე კი ქოდი თეილორმა ფრთაზე დაგეზა ბრეიდონ ენორი

რისის ლელოს გაუქმების შემდეგ დამიან ვილემსე ასცდა ჟან-ლიუკ დიუ’პლესის შეგორებულს, პრაგმატიკოსმა კოლისიმ კი ხეირზე რგებული ჯარიმა კარში დაარტყმევინა ქიქერს და არა – ალმისკენ

წვივი მოიშუშოსო

ქრუსეიდერზს უკვე სამი (!) ფრე მოუგროვდა – ორი ნაღდი და ერთიც ჩაშლილი თამაშის სანაცვლო.  და მაინც, 9-გზის ჩემპიონი 9 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს

რაუნდის დანარჩენი ხუთი მატჩიდან სამი სტუმარმა მოიგო, ბონუსი კი ერთგან’ღა გაიცა და ისიც პრემია:  ბლუზმა მეხუთე ქულა სირენის შემდეგ, ძალით მოინაგრა – ჩიფსი 2011 წლის აქეთ პირველად ძლია * 23:8

ჩიფსი ზელანდიაში ბოლოა და 6 ქულა (ერთ’ნახევარი მოგება) აშორებს პლეი’ოფს.  გუნდს მარქაფაში დაუბრუნდა შარშან კისერ’მოტეხილი სემ ქეინი, ამ პარასკევს კი უკვე კაპიტანიც იქნება.  სამაგიეროდ, ბულზმა 4-მატჩა ტურნეს პირველივე თამაშის შემდეგ შინ გააგზავნა მგეზავი ჰანდრე პოლარდი, წვივი იტკინა და მოიშუშოსო

ბულზმა ბოლო მეოთხედში * 32:17 დააშამათა რებელზი, ვინაც ბრამბიზის უქმობის მიუხედავად, მაინც ვერ დაიბრუნა ოზეთის ლიდერობა.  ბოკეს თეთრმა ათმა 17 ქულა მოკრიფა, ორივე გადამწყვეტ ლელოზე კი ნაშვიდკაცარმა ზანგმა, როსკო სპეკმანმა ისახელა თავი

ლიგური – ლიგურად’ვე

შარქსი რომ უქმობდა, ბულზი აფრიკაში დაწინაურდა.  არადა, ვიდრე მელბურნის მატჩი დასრულდებოდა, იაპურ ხუთეულში წინ ხაგუარესი იყო – მოტურნევე არხენტინელებმა * 28:20 გააბითურეს ჰარიქეინზი, ვინაც ამჯერად ბოდენ ბარეთი დაზოგა მსოფლიო თასის ხათრით

სტუმრებისთვის თამაში კატასტროფულად დაიწყო:  ჯორდი ბარეთმა წამოიღო გადაკიდებული და ნგანი ლაუმაპემ ფეხით დაუგორა ვაეა ფიფიტას * 5:0 @ 0’50’’

მალე ჯორდიმვე ხოაკინ დიას-ვონიშას მიერ ლიგურად შეცურებული ლიგურად’ვე განმუხტა – ლელოდან ხელით გადააგორა და "7’ქულიანს პლუს სინბინით" დაისაჯა

ლათინებმა მეორე ლელო მოლით შეიტანეს, მესამე – აიღე და მიეძალეთი, მეოთხეზე კი რამირო მოშანომ, მატიას მორონიმ და სებასტიან კანსელიერემ წაიბურთავეს ხელ’და’ხელ, ხოლო ხულიან მონტოშამ ახლოდან იძალა

XIX საუკუნის ბადალი

ახლანდელები – რედსი და ვორათაზი – ერთმანეთს 1882 წლიდან ერკინებიან.  ოზური რაგბი კრიზისში რომაა, შინა’ომზე დასწრებაც XIX საუკუნის ბადალია – სულ რაღაც 12,236 მოსეირე ლიგის ვეება ტაძარში

დაიდო 10 ლელო!  რედსმა ამ მხრივ 6/4 აჯობა მეტოქეს, მაგრამ ბრაის ჰეგართიმ ერთად’ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო ბერნარდ ფოლიმ 25 ქულა მოაგროვა.  ჰოდა, ვორათაზმა ზედიზედ მეთერთმეტედ (!) ძლია ჩრდილოელი მეზობელი – ამჯერად * 40:32

ჰეგართი კარში რომ შეიჭრა * 27:21 @ 49’, ნიქ ფიპსმა გარდასახვაზე დაუფარა! 

ქვინზ’ლენდი 65’ წუთზე ბოლოჯერაც დაწინაურდა * 32:31 – მეთ მაკ’განის აბრაგანი კვაჭმა (!) ალექს მაფიმ დაიჭირა, მაგრამ მერე ფოლიმ კიდევ სამი ჯარიმა შეაგდო და ვორათაზმა ფოლაუს გაგდების შემდეგ პირველად იმარჯვა

ორშაბათსღა გასწორდა

შაბათს 10 ლელო გავიდა იოჰანეს’ბერგშიც – ლაიონზმა * 38:29 ძლია ჰაილენდერზი

მასპინძელთა ბოლო ორი ლელო ზანგი გარე’მარბის – აფივე დიანტის პასებს მოჰყვა, აფრიკული სუპერ’სპორტის კომენტატორმა კი ზე’რაგბის ოფიციალური, სიდნი’ური საითი შეაცდინა, ესაო და ლაიონზი ამ მოგებით აფრიკაში დაწინაურდაო

არადა, იქვე, მარცხნივ გამოქვეყნებულ ცხრილში ეგ ლაიონზი მესამე ეწერა, პირველი ბულზი იყო, შეცდომა კი ორშაბათსღა გასწორდა, რადგან ოფიციოზი კვირაობით ისვენებს

 

ზე რაგბი 2019

მე-14 რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჰარიქეინზ 20:28 ხაგუარეს  სტატ

3: ფიფიტა ლაუმაპე ლეაუ’პეპე; გ ჯ სბ ჯ.ბარეთ

შ + 3ლ: კრევი დე’ლა’ფუენტე მონტოშა; 3გ: დიას-ვონიშა

რეფ პიქერილ (ზელ) 17/05   ვიდეო     რჩეული 

5:0(1) 5:7(15+სბ) 5:14(27) 8:14(29) 8:21(35) /
13:21(50) 13:28(68) 20:28(80+4)

<<  რებელზ 17:32 ბულზ  სტატ

3ლ: კოროი’მბეტე (1 3) გენია; გ: ქუპერ –

4ლ: ჰენდრიქს პოლარდ უდენდალ სპეკმან; 3გ 2ჯ: პოლარდ

რეფ ანსელმი (არხ) 17/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(10) 7:7(12) 7:14(18) 12:14(27) 12:17(40+2) /
17:17(43) 17:24(58) 17:29(69) 17:32(75)

<<  ბლუზ$ 23:8 ჩიფს  სტატ

4ლ: პლამერ ნანაი-ვაი ტუჰუნგაფასი ქაული-ტუიოტი; ჯ: პლამერ –

ლ: ქარპიქ; ჯ: მ.მაკ’ქენზი

რეფ ჯექსონ (ზელ) 18/05   ვიდეო     რჩეული 

0:5(17) 5:5(32) 5:8(35) 10:8(38) შეს(40+3) / 13:8(50) 18:8(60) 23:8(80+2)

<<  რედს 32:40 ვორათაზ  სტატ

6ლ: ბლაის ქემპბელ ნაივალუ ჰეგართი (4 5) მაფი; გ: ჰეგართი –

4ლ: ფოლი ველს (2 4) ნიუსამ; 4გ 4ჯ: ფოლი

რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/05   ვიდეო     რჩეული 

0:7(6) 5:7(10) 10:7(14) 10:14(22) 15:14(28) შეს(40+2) /
22:14(43) 22:21(46) 27:21(49) 27:28(55) 27:31(60) 32:31(65) 32:34(68) 32:37(77) 32:40(80) დას(80+1)

<<  ლაიონზ 38:29 ჰაილენდერზ  სტატ

5ლ: ან.კუცია კვ.სმით (2 3) რენოლდს სქოსან; 5გ ჯ: ე.იანკის –

5ლ: თომქინსონ ფრანქლინ ჰაილენდ ფედეს ჯშ.იოანე;
2გ: იოანე ჰოლინ’შედ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 18/05   ვიდეო     რჩეული 

0:5(5) 7:5(14) 7:12(36) 14:12(39) /
21:12(54) 21:17(57) 21:22(60) 24:22(64) 31:22(72) 31:29(74) 38:29(80+1)

<<  სთორმერზ 19:19 ქრუსეიდერზ  სტატ

ლ: კოლისი; გ: სტანდერ; 4ჯ: სტანდერ 2, ჟლ.დიუ’პლესი 2 –

3ლ: თოდ ჰავილი ენორ; 2გ: მოჰუნგა

რეფ ბერი (ავს) 18/05   ვიდეო     რჩეული 

7:0(7) 10:0(17) 10:5(28) 10:12(36) შეს(40+3) /
10:19(46) 13:19(53) 16:19(63) 19:19(80+)

<<  ბრამბიზ, შარქს, სან’ვულვზ  უქმობდნენ

#

[#]

14 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

49

9-1*3

+179

58/24

385:206

7

2

7

ბულ

პრეტორია :

32

7-5

+32

28/37

306:274

4

3

2

ბრმ

კანბერა :

29

6-6

+5

44/39

291:286

5

4

4

ჰრქ

ველინგთონ .

40

9-3*1

+49

48/39

353:304

2

5

8

ხგრ

ვუენოს აირეს :

32

7-5

+21

40/31

318:297

4

6

9

ლნზ

იოჰანესბერგ :

30

7-5

-45

41/46

299:344

2

7

3

შრქ

დურბან :

29

5-6*1

+35

32/29

280:245

7

8

5

ჰლნ

დანიდინ .

29

5-6*2

+24

46/44

346:322

5

9

6

რბლ

მელბურნ :

28

6-6

+5

45/39

318:313

4

10

13

ვრთ

სიდნი :

26

5-7

+3

37/38

296:293

6

11

14

ბლუ

ოქლენდ :

26

5-7

-8

34/35

262:270

6

12

10

სთო

ქეიპთაუნ :

26

5-6*1

-25

23/33

248:273

4

13

11

რედ

ბრისბენ :

23

5-7

-24

40/41

293:317

3

14

12

ჩიფ

ჰემილთონ .

23

4-7*2

-84

45/53

333:417

3

15

15

სნვ

ტოკიო :

12

2-10

-167

26/59

240:407

4

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ემილიანო ვოფელი (ხგრ), 14 ქორნალ სქოსან (ლნზ), 13 თი’ჯეი ფაიანე (ბლუ), 12 ხერონიმო დე’ლა’ფუენტე (ხგრ), 11 როსკო სპეკმან (ბულ); 10 ბერნარდ ფოლი (ვრთ), 9 ვილ გენია (რბლ) /

1 დილან სმით (ლნზ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 სეკოპე კეპუ (ვრთ); 4 პათრიქ ტუი’პულოტუ (ბლუ), 5 არ’ხე სნეიმან (ბულ); 6 ჰანრო ლიბენ’ბერხ (ბულ), 7 სია კოლისი (სთო), 8 კვოხა სმით (ლნზ)

სულ:  7 აფრ; 3 ავს ზელ; 2 არხ

სტატ’ლიდერები

ლელო:

10  ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  9  ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), სევუ რის (ქრს)

8  რიკო იოანე (ბლუ), ჯექ მედოქს (რბლ), ვილ ჯორდან (ქრს)

7  სემისი მასირევა (სნვ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), რის ჰოჯ (რბლ)

6  დანიელ დიუ’პრე (შრქ), ბრეიდონ ენორ (ქრს), მატიას ორლანდო (ხგრ), შენონ ფრიზელ (ჰლნ)

5  თომ ბენქს (ბრმ), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), ბენ ლემ (ჰრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), რამირო მოშანო (ხგრ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), მარნუს სკუმან (ლნზ),  კვოხა სმით (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ), ქორნალ სქოსან (ლნზ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), ბრაის ჰეგართი (რედ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  161 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
115 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 107 ბრაის ჰეგართი (რედ); 103 ელთონ იანკის (ლნზ); 98 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 96 ჯოშ იოანე (ჰლნ);
94 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 90 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 88 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 70 რობ დიუ’პრე (შრქ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მე-15 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 

 

პარ 24/05

ჩიფ.ზელ

11.35

რედ.ავს

ბრმ.ავს

13.45

ბულ.აფრ

.

.

.

უქმობს

ჰრქ.ზელ

შაბ 25/05

სნვ.იაპ

09.15

რბლ.ავს

ქრს.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

ვრთ.ავს

13.45

ხგრ.არხ

სთო.აფრ

17.05

ჰლნ.ზელ

შრქ.აფრ

19.15

ლნზ.აფრ

 

www.000webhost.com