ოთხეული გამოვლინდა

   ზე 15-ის მე-17 რაუნდში საბოლოოდ დადგინდა ის ოთხი მოწინავე, მეოთხედ’ფინალს შინ რომ გამართავს

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი

რჩეულთაგან ორი ზელანდიის გუნდია, თითო კი – არხენტინისა და ავსტრალიის.  თუ შინ იმარჯვეს, კივები ნახევარ’ფინალში ერთმანეთს გადაეყრებიან, იმისი შანსი კი, რომ აფრიკაში გაიმართოს პლეი’ოფის თუნდაც ერთი რკენა, ერთობ მცირეა – საამისოდ ბადის ერთსა და იმავე ნახევარში მოქცეულმა ორმა იაპურმა გუნდმა მეოთხედ’ფინალი ოკეანის გადაღმა უნდა მოიგოს

ბოლოს’წინა რაუნდის 7 თამაშიდან ოთხში მასპინძელმა იმარჯვა, ორში – სტუმარმა, ბულზი კი ზელანდიაში ზედიზედ მეორედ გამორჩა ფრეს. გაიცა 3 პრემია და ერთიც ნუგეში;  შესრულდა 12 დუბლი და ორი ჰეთ’თრიქი;  9-გზის ჩემპიონმა ქრუსეიდერზმა კი გამოაცხადა, რომ გაისად თუმც სახელს არ შეიცვლის, ლოგოდან უსათუოდ მოიშლის ჯვაროსან რაინდსა და ქრისტეს მახვილს

უბრალოდ, ვაი’ფანები

ქრუსეიდერზი ფინიშზე უქმობს და პლეი’ოფში მერვე ნომერს ელის.  ამ ადგილზე ჯერაც სუფევს ავსტრალიის რებელზი, ვინაც ფალავნებმა 10-ჯერ დაალელოვეს და ნულზე მოსრეს * 66:0

ოთხი სალელოე პასი გაახერხა მგეზავმა რიჩი მოჰუნგამ, თანაც სამი – ფეხით;  სამ-სამი ლელო დადეს გარე’მარბებმა – სევუ რისმა (137 მეტრი 14 სოლოზე, 7 გაჭრა) და ბრეიდონ ენორმა (105 მეტრი / 10,  7 მბოჭავის გაბითურება);  177 მეტრი იჭენავა ზურგმა დევიდ ჰავილიმ, 150-ე ზე’კეპის მომხვეჭმა რაიან ქროთიმ კი სირენის შემდეგ’ღა მიითვალა ლელო და გარდასახვაც თავად’ვე დაარტყა

რებელზმა დაასვენა "ცხრა" ვილ გენია, "ათი" ქვეიდ ქუპერი კი შემცვლელად რომ შევიდა, ქენთებრელმა ფანობამ ისევ ქოქოლა აყარა – ესაო და ჯეელობაში რიჩი მაკ’ქოუს რად ეკინკლავებოდიო.  ამაზე ტელე’ავტორიტეტებმა შენიშნეს, ქვეიდი დიდ’ოსტატია, ეშხიანი ბურთაობით ამდენ ხანს გვატკბობს და რაგბის თამაშიც, ბოლო-ბოლო, მისი ხელობაა, ხოლო ვინც მაგას უსტვენს – უბრალოდ, ვაი’ფანიაო!

არ ვიმჩნევდითო

სიახლეა იზი ფოლაუს ფრონტზეც – ინსთა’გრამზე კაცობრიობის ერთი უმცირესობის გამოსასწორებლად დადებული პოსტის ავტორმა შეუტია სამუშაოდან დამთხოვნ "რაგბი ოსთრეილია"ს, ჩემი საქმის "დახურული გარჩევის" საიდუმლო დეტალები მედიას რად გაუმხილეთო

ამაზე მთავარმა მოხელემ, ქალბატონმა რეილინ ქასლმა ლიანგი დააკვალიანა, დახეთ, ყოფილმა ზე’ვარსკვლავმა მაშინ შემოგვიტია, როცა თქვენ ვორათაზ – ბრამბიზს უნდა უცქერდეთო, იზის ყოფილმა კლუბმა კი აღიარა, აქამდე არ ვიმჩნევდით, თორემ მაგ სკანდალის გადამკიდე, ხეირიანად აღარც გვივარჯიშიაო

და მართლაც, ვორათაზი ახალ ბინაზე – პარამატაში შესვენებაზე * 3:28 ჩამორჩენილი წავიდა, ბოლოს კი თუმც ბონუსი აღარ დაანება სტუმრებს * 24:35, ფინიშზე ერთბაშად ხუთ ვოლაბს აუქმებს, რადგან ამათ მსოფლიო თასის წელს კონტრაქტით მეტი დასვენება ერგებათ

კიდევ უტევდნენ

უმწეობით რებელზს ბარემ ორჯერ ჩამორჩა შარქსი – საათის თავზე * 0:29 აგებდა ვუენოს’აირესში.  ხაგუარესმა პრემიით იმარჯვა * 34:7, ემილიანო ვოფელიმ (125 მეტრი 15 სოლოზე, 7 გაბითურება) კი თავის მეორე ლელოზე ხოაკინ დიას-ვონიშას მიერ 70 მეტრიდან აწეული აბრაგანი 40 მეტრის ნიშნულზე მოუხსნა ქერვინ ბოშს

აფრიკაში ისევ იმარჯვა ჰარიქეინზმა იმის მიუხედავად, რომ ბოდენ ბარეთს ფაღარათი შეეყარა და მოედანზე ვერ გავიდა.  მასპინძელმა ლაიონზმა მეორე ტაიმის საწყისი დარტყმა რომ ვერ აიღო, ძღვენი ბენ ლემმა შეიშნო, ბოლო მეოთხედში კი წყვილი ლელო მიითვალა "ოლ ბლექსის" გამოჩენილმა კვაჭმა, მოკეთებულმა დეინ ქოულზმა * 37:17

ლაიონზს დაემტვრა მარბიელი კვოხა სმითი და ტურნირის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.  ბულზთან ისევ იუქმა ჰაილენდერზის ლეგენდამ, ზურგმა ბენ სმითმა, ამის მოგვარე ცხრას – არონს კი ოვალი წინ რომ დაუვარდა, მაინც ფრედ * 24:24 დასრულდა მატჩი, რომელშიც დროის გაწითლების შემდეგაც არ დაცხრნენ გუნდები და კიდევ უტევდნენ

პირველი მორკინალი

მოწინავე რვეულში შეჭრა მის გარეთ მყოფ ოთხ გუნდს კიდევ შეუძლია

ამ კატეგორიაში ვეღარ ხვდებიან ისინი, რომელთა სახელებიც ფერს აღნიშნავს – რედს და ბლუზ.  მასპინძელი ოზები ლამის მთელი თამაში ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ბოლოს კი იხეირეს სინბინით * 29:28

დუბლი რომ შეასრულა ბებერმა ქვინზ’ლენდელმა სქოთ ჰიგინ’ ბოთამმა, შეიქნა პირველი მორკინალი, ვინც ზე’რაგბში 40-ლელოიანი მიჯნა დაძლია

ისევ ბოლომდე იბრძოლეს "იაპონელებმა" – სემისი მასირევამ (129 მეტრი 12 სოლოზე, 5 გაბითურება) მეორედაც რომ დაალელოვა სთორმერზი, ქეიპ’თაუნელები უპრემიოდ დაშვრნენ * 31:18

და მაინც, ისინი გამსვლელ პოზიციაზე სხედან და ფინიშზეც შინ რაგბობენ, ხოლო თუ როგორ წაეწყობა თამაშები და ვინ დარჩება ანაც შეიჭრება რვეულში, მაგის განჭვრეტა გულთ’მისანსაც გაუჭირდება

 

ზე რაგბი 2019

მე-17 რაუნდი   რაზმები     შეჯამება [50’] 

<<  ჰაილენდერზ 24:24 ბულზ  სტატ

4ლ: მაკ’ქაი (1 3) ნაჰოლო (2 4) 2გ: ჯ.იოანე –

3ლ: რუსო ჯენქინს ფისახი; 3გ ჯ: პოლარდ

რეფ გარდნერ (ავს) 07/06   ვიდეო     რჩეული 

7:0(14) 12:0(22) 12:7(29) 19:7(36) 19:14(38) შეს(40+4) /
24:14(54) 24:17(58) 24:24(76) დას(80+4)

<<  რედს 29:28 ბლუზ$  სტატ

4ლ: ჰიგინ’ბოთამ (1 4) ტუპოუ ჰეგართი; 3გ ჯ: ჰეგართი –

4ლ: გიბსონ ტელეჰა პულუ (3 4) 4გ: ბლექ სბ პაპალიჰი

რეფ პიქერილ (ზელ) 07/06   ვიდეო     რჩეული 

0:7(5) 0:14(19) 5:14(21) 5:21(24) 12:21(34) 15:21(40) /
22:21(44) 22:28(48) სბ(67ბ) 29:28(78)

<<  ქრუსეიდერზ$ 66:0 რებელზ  სტატ

10ლ: რის (1 6 9) ჰავილი (2 8) ენორ (3 4 7) ჰოლ ქროთი;
8გ: მოჰუნგა 7, ქროთი – #

რეფ ჯექსონ (ზელ) 08/06   ვიდეო     რჩეული 

7:0(10) 14:0(17) 19:0(30) 26:0(40+) /
33:0(50) 40:0(53) 47:0(58) 54:0(61) 59:0(75) 66:0(80+)

<<  ვორათაზ 24:35 ბრამბიზ  სტატ

3ლ: ფიპს ეშლი’ქუპერ რონა; 3გ ჯ: ფოლი –

5ლ: არნოლდ მიუირჰედ სიმონე ფაინგა ქიუზექ; 5გ: ლეა’ლია’ფანო

რეფ ო’ქიფ (ზელ) 08/06 @ პარამატა   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 3:7(16) 3:14(21) 3:21(24) 3:28(34) /
10:28(49) 17:28(71) 17:35(76) 24:35(80+)

<<  ლაიონზ 17:37 ჰარიქეინზ$  სტატ

2ლ: დიანტი; 2გ ჯ: რენოლდს –

5ლ: ლაუმაპე ლემ (2 3) ქოულზ (4 5) 3გ 2ჯ: ჯ.ბარეთ

რეფ პეიპერ (აფრ) 08/06   ვიდეო     რჩეული 

0:7(8) 7:7(11) 10:7(21) 10:10(39) /
10:17(42) 10:20(47) 10:25(48) 17:25(60) 17:32(66) 17:37(76)

<<  სთორმერზ 31:18 სან’ვულვზ  სტატ

4ლ: მბონამბი ბერი ი.კუცია (3 4) 4გ: ჟლ.დიუ’პლესი 3, სტანდერ;
ჯ: სტანდერ –

2ლ: მასირევა; გ 2ჯ: პარქერ

რეფ იაკობს (აფრ) 08/06   ვიდეო     რჩეული 

0:3(11) 7:3(17) 14:3(31) 14:6(36) /
21:6(55) 21:13(63) 24:13(65) 31:13(74) 31:18(76)

* სნვ #2 ჯაბა ბრეგვაძე 69’ შეცვალეს:  3 პასი, 2 ოფლოუდი;
6 სოლო = 1 მეტრი; 5/1 ბოჭვა; -2 ჯარიმა

<<  ხაგუარეს$ 34:7 შარქს  სტატ

5ლ: კანსელიერე (1 4) ვოფელი (2 3) კარერას; 3გ ჯ: დიას-ვონიშა –

ლ: ესტერ’ჰეიზენ; გ: ბოშ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 08/06   ვიდეო     რჩეული 

5:0(3) 12:0(16) / 15:0(45) 22:0(54) 29:0(60) 29:7(69) 34:7(80)

<<  ჩიფს  უქმობდა

#

[#]

17 რაუნდი [სულ 18]  . : იუქმა

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

1

1

ქრს

ქრაისთჩერჩ .

58

11-2*3

+240

73/31

497:257

8

2

2

ხგრ

ვუენოს აირეს :

46

10-5

+67

52/36

409:342

6

3

3

ბრმ

კანბერა :

43

09-6

+51

59/46

390:339

7

4

4

ჰრქ

ველინგთონ :

49

11-3*1

+82

56/43

420:338

3

5

7

ბულ

პრეტორია :

36

07-6*2

+20

35/48

362:342

4

6

5

ლნზ

იოჰანესბერგ :

35

08-7

-56

51/57

374:430

3

7

11

სთო

ქეიპთაუნ :

34

07-7*1

-19

34/44

335:354

4

8

6

რბლ

მელბურნ :

34

07-8

-21

55/52

385:406

6

9

8

შრქ

დურბან :

33

06-8*1

+5

38/39

331:326

7

10

9

ჩიფ

ჰემილთონ :

31

06-7*2

-65

54/58

392:457

3

11

12

ჰლნ

დანიდინ :

31

05-7*3

+12

53/51

392:380

5

12

10

ვრთ

სიდნი :

30

06-9

-11

44/47

355:366

6

13

13

ბლუ

ოქლენდ :

29

05-9*1

-17

42/43

323:340

7

14

14

რედ

ბრისბენ :

28

06-9

-40

47/53

358:398

4

15

15

სნვ

ტოკიო :

12

02-13

-248

32/77

284:532

4

ნიხრი:   მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა | 8-ზე ნაკლებით წაგება – თითო ბონუსი $
ტოლობაზე:   მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
პლეი’ოფში გადის 8 მოწინავე:   სამივე ჯგუფის ჯილა [სხედან ზედა სამეულში] და ხუთიც მდევრებში უკეთესნი

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ემილიანო ვოფელი (ხგრ), 14 სევუ რის (ქრს), 13 ტევიტა კურინდრანი (ბრმ), 12 რაიან ქროთი (ქრს), 11 ბრეიდონ ენორ (ქრს); 10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ოგასთინ პულუ (ბლუ) /

1 სთივენ კიცჰოფ (სთო), 2 სხალკ ბრიც (ბულ), 3 ტანიელა ტუპოუ (რედ); 4 ჯექსონ ჰემოპო (ჰლნ), 5 სემ ვაითლოქ (ქრს); 6 პავლო მატერა (ხგრ), 7 თომ ქიუზექ (ბრმ), 8 სქოთ ჰიგინბოთამ (რედ)

სულ:  7 ზელ; 4 ავს; 2 არხ აფრ * 0 იაპ

სტატ’ლიდერები

ლელო:

13  სევუ რის (ქრს)

11  ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), ფოლაუ ფაინგა (ბრმ)

10  ბრეიდონ ენორ (ქრს), სემისი მასირევა (სნვ), ჯექ მედოქს (რბლ)

  9  რიკო იოანე (ბლუ)

  8  ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)

  7  დანიელ დიუ’პრე (შრქ), ტევიტა კურინდრანი (ბრმ), ბენ ლემ (ჰრქ), რამირო მოშანო (ხგრ), კვოხა სმით (ლნზ), რის ჰოჯ (რბლ)

  6  თომ ბენქს (ბრმ), აფივე დიანტი (ლნზ), მარიკა კოროი’მბეტე (რბლ), მატიას ორლანდო (ხგრ), ქერთის რონა (ვრთ), ქორნალ სქოსან (ლნზ), შენონ ფრიზელ (ჰლნ), დევიდ ჰავილი (ქრს), ბრაის ჰეგართი (რედ)

  5  ჯორდი ბარეთ (ჰრქ), ვილ გენია (რბლ), ბრედ ვებერ (ჩიფ), სიო თომქინსონ (ჰლნ), ჰერშელ იანკის (სთო), თომ ინგლიშ (რბლ), სამუ კერევი (რედ), მაკაზოლე მაპიმპი (შრქ), პავლო მატერა (ხგრ), ბილი მიქს (რბლ), ხულიან მონტოშა (ხგრ), ეტენე ნანაი-სეტურო (ჩიფ), ბრენდონ პაენგა-ამოსა (რედ), მარნუს სკუმან (ლნზ), როსკო სპეკმან (ბულ), ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ), ქრის ფეაუაი-საუტია (რედ)

ქულა (მარტო დამრტყმელები):  170 ჰანდრე პოლარდ (ბულ);
142 ბრაის ჰეგართი (რედ); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 125 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 116 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 112 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 110 ელთონ იანკის (ლნზ); 103 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 100 ჯოშ იოანე (ჰლნ); 92 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 91 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 89 ქერვინ ბოშ (შრქ); 81 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ)

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

23 წლის ჯამი (1996-2018)   EN

 

* მე-18 რაუნდი (საქართველოს დროით   რაზმები    სთრიმები 

 

პარ 14/06

ჰლნ.ზელ

11.35

ვრთ.ავს

რბლ.ავს

13.45

ჩიფ.ზელ

.

.

.

უქმობს

ქრს.ზელ

შაბ 15/06

ხგრ.არხ

02.10

სნვ.იაპ

ჰრქ.ზელ

11.35

ბლუ.ზელ

ბრმ.ავს

13.45

რედ.ავს

სთო.აფრ

17.05

შრქ.აფრ

ბულ.აფრ

19.15

ლნზ.აფრ

 

www.000webhost.com