მეათე ტიტული

   ქრუსეიდერზმა ავდარში მეთოდურად ძლია ხაგუარესი და ზედიზედ მესამედ, სულ კი მეათედ, იჩემპიონა სამხრეთულ ზე’რაგბში

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

24 წლის ჯამი (1996-2019)   EN

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები

წლეულს "ზე 15" მეშვიდედ ჩატარდა.  ფორმულა გაისადაც იგივე იქნება და მხოლოდ 2021 წლიდან აღდგება ნაცადი ერთი წრე, რაც იმის გარანტიაა, რომ გუნდები ცხრილში მოპოვებული ქულებით დალაგდებიან და არა – სადაურობით

სისტემის ამ ზადის მიუხედავად, ბობოლა ექსპერტები აღიარებენ, რომ წლევანდელ ფინალში მართლაც ორი უკეთესი გავიდა.  ქრუსეიდერზი აქამდეც 9-ჯერ გამხდარიყო ფალავანი 23 სეზონში, ამქარში 4 წლის წინ’ღა მიღებულმა ხაგუარესმა კი განუხრელად აუმჯობესა შედეგი, აფრიკის კონფერენცია მოიგო და რაგბობის ყაიდითაც ყველა მოხიბლა

სამ-სამჯერ

ზოგადი სპორტული კანონ’ზომიერებაა – ფინალი იშვიათად გამოდის თვალ’სასეირო და იმარჯვებს ის, ვინც ნაკლებად შეცდება და შანსებს გამოიყენებს.  ამჯერად ამ ყველაფერს ავდარიც დაერთო.  ჰოდა, უფრო კლასიანმა და გამოცდილმა კივებმა შინ, ნაცნობ გარემოში, ზამთრის თოშიანსა და ნამიან საღამოს ბრძოლით, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ძლიეს შორეთში ჩასული არხენტინელები * 19:3

დაინიშნა 22 შერკინება, 18 დერეფანი და 13 ჯარიმა.  დაიდო ერთად’ ერთი ლელო.  მასპინძლებმა ერთიც შეიტანეს ჯგუფად, მაგრამ ვეღარ დაამიწეს, სტუმრებმა კი სამი მომენტი გაფლანგეს და ყოველ ჯერზე გარემარბ მატიას მორონს მოეცარა ხელი

ქრუსეიდერზს პლეი’ოფში საშინაო ბალანსი 24-0 გაუხდა, მათი გურუ სქოთ "რეიზორ" რობერთსონი კი შეიქნა პირველი, ვინც სამ-სამჯერ იჩემპიონა მოთამაშედა (1998-2000) და მწვრთნელად (2017-19).  გუნდმა გამარჯვება 15 მარტის ტერაქტში დაღუპულებს მიუძღვნა და თამაშის წინ ისევ გამოიყვანა ალმიანი, ოღონდაც ... უხმლო მხედრები

მოჰუნგა ფორმაშია

ორივე გუნდმა დაასკვნა, სველი და სლიპინა ბურთის ზედმეტად ქონა მაზარალებსო და ბოქსებზე გადაირია.  კივებმა 23 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს, ლათინებმა – 30. სტუმრებმა მაინც ბევრად მეტი იპასავეს * 186-108, მაგრამ ბურთის წინ წაღება კი უჭირდათ * საშ 2.2 - 3.0 მეტრი

სტუმრებმა იძალეს ტერიტორიით 57-43% და ბურთის ფლობით 55-45; მათ უფრო იყოჩაღეს რაქში *94-79 და მბოჭავის გაბითურებაშიც * 27-13, მაგრამ უდისციპლინობამ დააღალატათ * ჯარიმა 9-4

ჰოდა, ჩინებულ ფორმაში ჩამდგარმა რიჩი მოჰუნგამ 5 გოლით (გ 4ჯ) 14 ქულა მოკრიფა და პლეი’ოფი 100 პროცენტიანი შედეგით დაასრულა * 17/17

მოლის წაქცევამდე

თავიდან ეძალებოდა ქრუსეიდერზი, მაგრამ აგრესიული დაცვის შეხვედრისას ოვალი უვარდებოდა

"ცხრა" ბრინ ჰოლი თამაშ’გარეთ რომ ჩარჩა, ხოაკინ დიას-ვონიშამ 35 მეტრიდან გახსნა ანგარიში * 0:3 @ 16’, მაგრამ ჰოლის’ვე აწეული რომ მოხსნა, მოლის წაქცევამდე მეთ თოდმა წაღლიტა ბურთი, ქიარან რიდმა ფრთაზე სემ ვაითლოქი გააქცუნა, ამან შიგნით დაუბრუნა ქოდი თეილორს და ტომას კუველს გაუცუდდა ბოჭვა * 7:3 @ 27’

სეზონის მშვენებამ, მარბიელმა პავლო მატერამ (179 წაღება, 168 ბოჭვა) ოფლოუდი რომ გაუხერხა მორონს, ეს ლელოს დახარბდა, შიგნით წავიდა და ზედ ხაზზე დევიდ ჰავილმა შებოჭა, სირენის შემდეგ კი ჰოლმა კადნიერად შეუტია თავის 22-ში მოგებული შერკინებიდან და ბებერი "გას" კრევი რომ დაჯარიმდა, მოჰუნგამ 25 მეტრიდან დაჰკრა * 10:3

ფარებს დაეჯახა

მეორე ტაიმის დასაწყისში მორონიმ 55 მეტრიდან გაუტია, გადაიკიდა და აიღო, მაგრამ სევუ რისმა რომ შებოჭა, მოსროლილი ჯექ გუდჰიუმ იხელთა და ლელო დაიცვა

51’ წუთზე კივებმა უცებ გაათამაშეს 5 მეტრზე რგებული ჯარიმა, მაგრამ სტუმრები ლელოში ყოჩაღად ჩაუწვნენ;  და მაინც, ხაგუარესის შერკინება იქვე ჩაიქცა * 13:3 @ 54’

მოჰუნგას ბოლო ორი გოლიც ჯგუფურ მიძალებას მოჰყვა * 16:3 @ 59’ მოლში და * 19:3 @ 75’ შერკინებაში, 42 მეტრიდან; ამათ შორის კი ნორჩმა დომინგო მიოტიმ ლელოში გადაუკიდა მორონს, მაგრამ ამან უკანა ხაზს იქეთღა მოახერხა დამიწება და სრიალით ფარებს დაეჯახა

ტრადიციული ბრეიქ’დანსი

ნამატჩევს ჩემპიონთა მოძღვარმა ტრადიციულად აქო დაცვა, თოდის მიერ შესრულებულ ბოჭვათა რაოდენობა ხატოვნად ბარემ გაა’შვიდ’მაგა და თასის გვერდით ბრეიქ’დანსიც დაუარა, გუნდმა კი საშოვარზე – იაპონიაში – პატივით გააცილა რიდი, თოდი, ბურჯი ოუენ ფრენქს’ი, მარბიელი ჯორდან ტაუფუა და დაშავებული შუა’მარბი რაიან ქროთიც

ადრევე გაცხადდა, რომ გაისად კაპიტანი სემ ვაითლოქიც იუქმებს, რეიზორის თანაშემწეებიდან კი ბრედ მორი უელსში გადადის, ხოლო რონან ო’გარა – საფრანგეთში

რაც შეეხება რობერთსონს, იგი მსოფლიო თასის შემდეგ შეიძლება "ოლ ბლექს"ის მთლად შეფად დააწინაურონ, რის შედეგადაც ქრუსეიდერზი 2020 წელს მწვრთნელთა და მესამე ხაზის გარეშე შეხვდება

ცალ წრედ

ასე დასრულდა ზე’რაგბის 24-ე სეზონიც, რომელშიც არნახულად ბევრი – 7 ფრე აღინუსხა.  კივებმა * 11-5 დაიბრიყვეს ოზები და 9-4*4 იაპები, ხოლო "უარხენტინო აფრიკამ" 8-6 აჯობა "უიაპონიო ავსტრალიას"

სანაკრებო "ოთხი ერი" ამ არა და იქეთა შაბათს იწყება.  მსოფლიო თასის გამო წრე ერთია – შინ ორ-ორი თამაში უწევთ ავსტრალიასა და არხენტინას, მაგრამ თასამდე ბალანსი უცხრილოდ მაინც გასწორდება და "ოლ ბლექს"ი "ბლედისლოუ 2"ზე ოქლენდში მიიღებს "ვოლაბ"ებს

 

ზე რაგბი 2019

ფინალი

<<  ქრუსეიდერზ 19:3 ხაგუარეს  სტატ

ქრაისთ’ჩერჩ ზელ [1]  ჰავილი რის ენორ (ჯორდან 72) გუდ’ჰიუ ბრიჯ <10-9> მოჰუნგა (ჰანთ 76) ჰოლ (დრამონდ 53) / მუდი (ბოუერ 54) თეილორ (მაკალიო 62) ფრენქს (მ.ალა’ალატოა 57) დანშეი (რომანო 62) ვაით’ლოქ^კაპ; დაგლას (ტაუფუა 53) თოდ რიდ –
ლ: თეილორ; გ 4ჯ: მოჰუნგა

ვუენოს’აირეს არხ [2]  ვოფელი მორონი ორლანდო დე’ლა’ფუენტე ^კაპ მოშანო (კანსელიერე 72) <10-9> დიას-ვონიშა (მიოტი 62) კუველი (ესკურა 62) / ტეტას-ჩაპარო (ვივას 57) კრევი (მონტოშა 54) მედრანო (პიერეტო-ეილან 54) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ლესანა 63) მატერა კრემერ ორტეგა-დესიო (ლეგვისამონ 69) –
ჯ: დიას-ვონიშა

რეფ პეიპერ (აფრ) 6/07   ვიდეო     რჩეული 

0:3(16) 7:3(27) 10:3(40+2) / 13:3(54) 16:3(59) 19:3(75)

მატრიცები   EN

 

2019 წლის საბოლოო კიბე

ად

კოდი

გუნდი

ქალაქი

ქვეყ

2018

1

ქრს

ქრუსეიდერზ

ქრაისთჩერჩ

ზელ

1

2

ხგრ

ხაგუარეს

ვუენოს’აირეს

არხ

7

3

ბრმ

ბრამბიზ

კანბერა

ავს

10

4

ჰრქ

ჰარიქეინზ

ველინგთონ

ზელ

4

5

ბულ

ბულზ

პრეტორია

აფრ

12

6

შრქ

შარქს

დურბან

აფრ

8

7

ჩიფ

ჩიფს

ჰემილთონ

ზელ

5

8

ჰლნ

ჰაილენდერზ

დანიდინ

ზელ

6

9

ლნზ

ლაიონზ

იოჰანესბერგ

აფრ

2

10

სთო

სთორმერზ

ქეიპ’თაუნ

აფრ

11

11

რბლ

რებელზ

მელბურნ

ავს

9

12

ვრთ

ვორათაზ

სიდნი

ავს

3

13

ბლუ

ბლუზ

ოქლენდ

ზელ

14

14

რედ

რედს

ბრისბენ

ავს

13

15

სნვ

სან’ვულვზ

ტოკიო

იაპ

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

>> 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17 18

 

მფ

ნფ

 

"პლანეტ რაგბის" სეზონის რჩეული

15 მელანი ნანაი-ვაი (ბლუ), 14 სევუ რის (ქრს), 13 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ), 12 სამუ კერევი (რედ), 11 სემისი მასირევა (სნვ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 თი’ჯეი პერენარა (ჰრქ) /

1 ლიზო გობოკა (ბულ), 2 ფოლაუ ფაინგა (ბრმ), 3 ალან ალა’ალატოა (ბრმ); 4 გვიდო პეტი-პაგადისავალ (ხგრ), 5 რორი არნოლდ (ბრმ);
6 პავლო მატერა (ხგრ), 7 არდი სავეა (ჰრქ), 8 კვოხა სმით (ლნზ)

სულ:  6 ზელ; 4 ავს; 2 არხ აფრ; 1 იაპ

  სტატმოწინავენი

წყარო >>  ფოქს’სპორთს

ქულა (მარტო დამრტყმელები):  194 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 182 რიჩი მოჰუნგა (ქრს); 156 ბრაის ჰეგართი (რედ); 137 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 124 ელთონ იანკის (ლნზ); 119 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ);
118 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 116 ქვეიდ ქუპერ (რბლ); 114 ჯოშ იოანე (ჰლნ); 113 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ბრმ); 112 ჰეიდენ პარქერ (სნვ)

ლელო:  15 სევუ რის (ქრს);  13 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ);  12 ფოლაუ ფაინგა (ბრმ);  11 სემისი მასირევა (სნვ);  10 ბრეიდონ ენორ (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);  9 რიკო იოანე (ბლუ), ბენ ლემ (ჰრქ);  8 მატიას ორლანდო (ხგრ), ვეზ ხუსენ (ჰრქ), ვილ ჯორდან (ქრს)

ნავარდი (მეტრი):  1,596 მელანი ნანაი-ვაი (ბლუ); 1,546 სამუ კერევი (რედ); 1,442 თომ ბენქს (ბრმ); 1,320 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ); 1,281 დევიდ ჰავილი (ქრს); 1,253 სემისი მასირევა (სნვ); 1,217 რიკო იოანე (ბლუ); 1,202 ხერჰარდ ფან’დენ’ჰიფერ (სნვ); 1,183 სევუ რის (ქრს)

ნარტყამი (მეტრი):  4,590 ხოაკინ დიას-ვონიშა (ხგრ); 4,323 ბოდენ ბარეთ (ჰრქ); 3,823 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 3,760 ბრაის ჰეგართი (რედ); 3,521 ქერთლი ბილ (ვრთ); 3,391 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 3,342 ვილ გენია (რბლ); 3,314 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 2,905 ქრისჩენ ლეა’ლია’ ფანო (ბრმ); 2,839 რიჩი მოჰუნგა (ქრს)

მბოჭავის გაბითურება:  69 სამუ კერევი (რედ); 66 ნგანი ლაუმაპე (ჰრქ), დევიდ ჰავილი (ქრს); 56 ენთონ ლენართ-ბრაუნ (ჩიფ); 51 ბენ ლემ (ჰრქ); 48 თომ ბენქს (ბრმ); 47 დანიელ დიუ’პრე (შრქ), მელანი ნანაი-ვაი (ბლუ), სევუ რის (ქრს), არდი სავეა (ჰრქ)

ბოჭვა:  223 მაიქლ ჰუპერ (ვრთ); 208 მეთ თოდ (ქრს); 201 სემ ქართერ (ბრმ); 194 მარკოს კრემერ (ხგრ); 190 დამიენ ფითს’პათრიქ (ვრთ); 184 ლიამ რაით (რედ); 177 ალან ალა’ალატოა (ბრმ); 174 რიდ პრინსეპ (ჰრქ)

 

ზე 12/14/15/18-ის ჩემპიონები (1996-2019)

 

ქრუსეიდერზ

(ქრაისთჩერჩ)

ზელ

10

1998

1999

2000

 

 

 

 

2002

2005

2006

 

 

 

 

2008

2017

2018

 

 

 

 

2019

 

 

ბლუზ

(ოქლენდ)

ზელ

3

1996

1997

2003

ბულზ

(პრეტორია)

აფრ

3

2007

2009

2010

ბრამბიზ

(კანბერა)

ავს

2

2001

2004

ჩიფს

(ჰემილთონ)

ზელ

2

2012

2013

რედს

(ბრისბენ)

ავს

1

2011

ვორათაზ

(სიდნი)

ავს

1

2014

ჰაილენდერზ

(დანიდინ)

ზელ

1

2015

ჰარიქეინზ

(ველინგთონ)

ზელ

1

2016

 

2019

.

შეჯამება

ცხრილები

EN

2018

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2017

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2016

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2015

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2014

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2013

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2012

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2011

წინათქმა

შეჯამება

ცხრილები

EN

2019 წლის განრიგი  pdf  KA  EN

24 წლის ჯამი (1996-2019)   EN

 

ფალავნობა 2019 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

ერთ წრედ!  საქართველოს თარიღითა და დროით    სთრიმები 

შაბ

20/07

აფრიკა

19.05

ავსტრალია

იოჰანეს’ბერგ

 

 

არხენტინა

22.05

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

27/07

ზელანდია

11.35

აფრიკა

ველინგთონ

   

ავსტრალია

13.45

არხენტინა

ბრისბენ

შაბ

10/08

ავსტრალია

13.45

ზელანდია

პერთ [ბლ1]

 

 

არხენტინა

23.40

აფრიკა

სალტა

ჩაროზი [ოთხ ერში არ ითვლება]

შაბ

17/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

აფრიკა

18.00

არხენტინა

პრეტორია

 

www.000webhost.com