დაცვა გადაძალავსო

   სამხრეთის "4 ერზე" ზელანდია – აფრიკის საარაკო რკენა ფრედ რომ დასრულდა, რაგბეთმა მსოფლიო თასის ტაქტიკური მონახაზი შეიცნო

დამწყებებს!  ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები

15’კაცა ოვალურ’ბურთა თამაშს ჯერაც განვითარების იმოტოლა მარაგი აქვს, რომ ტაქტიკა ყოველ წელს ეცვლება.  ერთი კია:  რაჟამს მსოფლიო თასის სეზონი მოატანს, დაცვა დაბარებულივით ძალავს შეტევას და ლელო’იანობა ეცემა.  აგერ, სამხრეთის ბუმბერაზთა მორიგ ორ ჯახშიც სულ 4 ლელო დაიდო ოთხივე გუნდი თითო’ჯერ’ღა ეწია მიზანს!

მიხდომა თუ შეწოვა?

მენცრებმა ადრევე შენიშნეს, მიმხდომი დაცვა უწინდელზე უფრო მარდად ხურავს იერიშს და მეტადაც რისკავს – საკმარისია ბოჭვა გაგიცუდდეს, მწყობრი გაგერღვევა და ლელოს გაუშვებო

კივებს ამგვარი დაცვის გასასერად ხელი აუღიათ მორკინალთა ორი ხროვით მიძალებაზე – თუ ბურთი ფრონტის შუა’წელში აქამდე ორი პასით აღწევდა, ამიერიდან პირველი ხროვა სატყუარას როლს’ღა ასრულებს; მეორე ხროვის ზოლში კი, მიმხდომთა შემდეგ, ღრეჩო ჩნდება და ერთი, გრძელი პასი მასზე შესატევად კეთდება 

მიხდომის საპირისპიროდ, ოზებს შეწოვა დაუმუღამებიათ – მოიერიშეს ნელა უახლოვდებიან, თავიანთ მწყობრში, კიდისკენ ითრევენ და მერეღა ბოჭავენ;  ოღონდაც, თუ მეტოქე ჩანაფიქრს მიგიხვდა, მერე სხვა’ნაირად შემოგიტევს და დაცვის მეთოდი უცებ უნდა შეცვალო

აქედან ვასკვნით, რომ რაგბი კვლავაც ძალისმიერ ჭადრაკად რჩება, ბოკეს სტრატეგი რასი ერაზმუსი კი ფანობას წინდაწინ უბოდიშებს, თუმც არ მიმაჩნია, რომ თამაში ეგრე უნდა განვითარდეს – მსოფლიო თასზე, ბობოლათა ჯახებში, ლელოთა ცვენას ნუღარ ელითო

ვეღარ სჯობს

ოლ ბლექსსა და ბოკეს აქამდე 97-ჯერ ერაგბათ და მხოლოდ სამი ტესტი დასრულებულიყო ფრედ – ბოლო’ჯერ 1994 წელს, 15’კაცა რაგბის გაპროფესიულებამდე!

მეტოქეებმა ველინგთონში საუკეთესო რაზმებით ითამაშეს.  რაგბეთი ზეიმს ელოდა, მაგრამ უშიშროებამ მეტისმეტი მოინდომა და ლიანგის ნაწილს ტრიბუნაზე შეშვება ერთობ გაურთულა და დაუგვიანა

მას აქეთ, რაც კივებმა შარშანწინ შინ * 57:0 მოსრეს იაპები, მულატ ალისთერ კუციას’ვე ზეობაში * 25:24’ღა მოიგეს გარეთ; ხოლო რაც ბოკე თეთრმა რასიმ გადაიბარა, ზელანდია ვეღარც სჯობს მთავარ მეტოქეს – შარშან შინ * 34:36 დამარცხდა და გარეთ * 32:30 იმარჯა, ამჯერად კი მოგება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან * 16:16

ერთი სიტყვით, თუ რა მოხდება იოკოჰამაში, მსოფლიო თასის პირველსავე შაბათს, 21 სექტემბერს, ჩვენებურად 13.45-დან და მერე ეგებ 2 ნოემბერსაც, 13.00-დან, იქვე, ოქროს ფინალში – მაგაზე დღეს მარჩიელობა’ღა შეგვიძლია

თამაშს არ აცლიდა

კლასიკურ, "კო მატე" ჰაკას დამწყებმა ცხრამ, თი’ჯეი პერენარამ უთავა.  ერაზმუსმა შერკინება ერთიანად გაა’თეთრა, კივების გურუმ, სთივ ჰანსენმა კი ზურგად დახია ბოდენ ბარეთი და მგეზავად ქრუსეიდერ რიჩი მოჰუნგას დააწყებინა

უქარო დარში გაჩაღდა ომი და პინგ’პონგი:  ოლ ბლექს – 21 ტაქტიკური დარტყმა, ბოკე – 30.  მასპინძლები თითქმის ყველა სტატისტიკაში წინ იყვნენ, მაგრამ მეტადაც ცდებოდნენ, სტუმრებმა კი თავიდან დერეფანი ვერ ააწყვეს

ბრძენი ბარეთი (55 ბურთი: 12 დარტყმა, 22 პასი, 21 სოლო = 87 მეტრი, 2 გაბითურება) თამაშს არ აცლიდა შეგირდ მოჰუნგას (60: 7 39 14 = 32) და ქიქერობაც მას შემდეგღა გადააბარა, რაც კარს ორი ჯარიმა ააცილა

მოჰუნგა ისე ღელავდა, რომ საწყის ორ მოგერიებაზე კიდეც დაუფარეს!  ჰანდრე პოლარდმა 10 წუთში თითო შორი და ახლო ჯარიმა გაიტანა. მერე ბარეთმა ააცილა პირველი და 27’ წუთზე, ჯერაც 6:0’ზე, აღარც მეტოქე დაურჩა ვალში – იოლი დაახაია

უყოყმანოდ ჩაუთვალეს

სტადიონი დუმდა, ოლ ბლექსმა რომ ივარგა არეულ თამაშში:  ბოკეს ყოჩ დვეინ ფერმიულენს რაქში თერნოვერი შეემთხვა; სონი-ბილ ვილიამსმა გრძელი პასით, კიდეზე დაგეზა ბოდენი, ვინაც ვერ დაიჭირა ზანგმა ლუკანიო ამ’მა;  ჯექ გუდჰიუს კი ლელოში, კოჭში ვეღარ გამოჰკრა ზანგმა’ვე მაკაზოლე მაპიმპიმ * 7:6 @ 39’

გაიხარა კივეთმა და ამოისუნთქა თემიდამაც, მაგრამ ნამატჩევს კადრ’ კადრ რომ გაირჩა ბარეთის რეიდი, დადგინდა – კიდეზე დაებიჯებინა.  ერთი სიტყვით, ზეპურ რაგბში ავტორიტეტი რომ ჭრის, შეჭირვებულ ოლ ბლექსს სათუო მომენტის გადამოწმება ვერ გაუბედეს, და შეტევაც კოხტა რომ გამოვიდა, მსაჯებმა მაგად უყოყმანოდ ჩათვალეს ლელო

მეორე ტაიმში ზელანდიამ ხელი აიღო ფეხოსნობაზე და ფაზები კინძა, მაგრამ მიმხდომი დაცვის წინაშე უკანაც იხია.  ბოკეს დამწყებ ცხრას, ფაფ დე’კლერკს ჩაუფლავდა ტვინის შერყევის ტესტი, ოლ ბლექსმა კი საათის თავზე მოისაკლისა მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი, ვისაც არ’ხე სნეიმანმა რაქის მოკრიალებისას ბეჭი უღრძო

4 მეტრი მოუპარავს

ბარეთმა ჯარიმა ახლოდან რომ შეაგდო * 10:6, მაგაზეც ამხილეს სოც’ მედიაში:  კაპიტანმა ქიარან რიდმა მსაჯს განგებ გაუბა ბაასი, თავისკენ მიახედა და ამ დროს ბოდენმა 4 მეტრი მოიპარა – წინ წაიწია’ო.  ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება, კონსერვატორმა დაბლინმა მსოფლიოზე მსაჯებს აეროზოლის ბალონები რომ დაურიგოს ჯარიმის ადგილის დასანიშნად

ბოდენმა 55’ წუთზე მეორე ჯარიმაც გააფუჭა, აფრიკას კი იდეები გამოელია და აბრაგანზე შეიშალა.  პოლარდმა 44 მეტრიდან ერთამდე დაიყვანა სხვაობა * 9:10, მაგრამ გაჭიანურებულ ფაზაობას მაინც მოჰყვა დარღვევები და მოჰუნგამ ორჯერვე ზუსტად დაარტყა * 16:9 @ 75’

ერთი კია, კივთა ბოლო გოლზე თამაშის დროსაც არავინ შეეჭვებულა, რომ სემ ვაითლოქს ჯარიმამდე წინ დაუვარდა ბურთი – მაგრამ ოზი ნიქ ბერი ისევე "შეცდა", როგორც ზე 15-ის ნახევარ’ფინალში

თვალში ნაცარი

ზელანდიამ მაინც ვერ მოიგო – ბოლო შეტევაში ვილი ლე’რუმ ფრთაზე დაგეზა მულატი ჩიკორი ჩესლინ კოლბე;  ამან ბოჭვამდე ლელოსკენ მოასწრო ბურთის გადაკიდება, არონ სმითს კი ჰაერში აჯობა ფაფის დუბლიონმა, მულატმა’ვე ჰერშელ იანკისმა [ფოტოზე] და თუმც ოვალი აუთამაშდა, მაინც დაიმორჩილა

რეფი აქ კი შეეჭვდა და ვიდეო’მსაჯი მოიკითხა.  ბერის აზრით, "წინ თამაში" იყო, მაგრამ ინგლისელმა როუან ქითმა დასკვნად მოახსენა, წესი არ დარღვეულა, რადგან ოვალი შემტევს მხარსა და სახეში მოხვდა და არა – მკლავზე ან მტევანზეო

ბოკეს სამწვრთნელო შტაბი სიხარულით გადაირია.  უნერვებო პოლარდმა ძნელი გარდასახვა უზუსტესად დაარტყა * 16:16.  ფრემ რეიტინგში 100 წერტით აზარალა ფავორიტი მასპინძელი, ბოკემ კი ინგლისს გადაუსწრო

ერაზმუსმა აღიარა, იღბალი ერთობ შეგვეწია და რაკი ზელანდია საწყაოა, მსოფლიოს იმედიანად ვხვდებიო, ჰანსენმა კი ... თვალში ნაცარი შეაყარა რაგბეთს, წლევანდელ "4 ერზე" პირველობა ჩვენი მიზანი არაა – რაკი ივნისის ტესტები გაუქმდა, შესათამაშებლად ამ ტურნირს ვიყენებთ, მაგრამ "ბლედისლოუს თასს" კი დავიცავთო!

ლედესმას გაწვრთნილმა

ოზებთან საცილო, 1931 წელს დაწესებული ეს რელიქვია წლეულს ორ ტესტში თამაშდება, ანუ "ოლ ბლექსს" ერთის მოგებაც აძლევს ხელს.  არადა, ბოლო 16 სეზონია, ანუ 2003 წლიდან, სამეზობლო ჯილდო ზელანდიას უპყრია და ვოლაბებს ძაანაც ჯობნის = 36-7*2

ავსტრალია ის ვეღარაა, რაც საუკუნეთა შესაყარზე ყოფილა – ვოლაბებმა ფრიად უღიმღამო, შეცდომებით გაჯერებული თამაშით შინ * 16:10 ძლიეს არხენტინა, რაც, თუ სააგენტოებს დაეჯერებათ, მათი ოდენ მეხუთე (!) გამარჯვებაა ბოლო 17 ტესტში

თამაში ბრისბენში რომ იყო, პუბლიკამ გააცილა რედსის ყოფილი ცხრა ვილ გენია.  ტაში დაუკრეს სისხლის გათეთრების მომრევ ქრისჩენ ლეალიაფანოსაც.  ბოლოს შემოიყვანეს უძღები შვილი ჯეიმზ ო’ქონორიც, საგულისხმო კი ის მოხდა, რომ არხენტინელი მარიო ლედესმას მიერ წინა წლებში გაწვრთნილმა ოზთა შერკინებამ დაიბრიყვა პუმებისა, რომელთაც ახლა იგივე კაცი მოძღვრავთ

ლელოები კი ასე დაიდო:  ოზებისაზე ლეალიაფანომ "ცრუ შექცეულით" ფრონტის შუაში შეუშვა გარე’მარბი მარიკა კოროი’მბეტე და ქერთლი ბილმა ოვალი ცუდად მიაწოდა რის ჰოჯს;  სტუმრებმა კი
5’მეტრა დერეფანში 11 კაცი (!) ჩააყენეს და ფაკუნდო ისამ წაქცეული მოლიდან აიტაცა ბურთი

 

ფალავნობა [ოთხი ერი] 2019

მეორე შაბათი

ზელანდია 16:16 აფრიკა  სტატ

ზელ: ბ.ბარეთ ბ.სმით გუდჰიუ სბ.ვილიამს (ლენართ-ბრაუნ 59) რ.იოანე (ბრიჯ 61) <10-9> მოჰუნგა პერენარა (ა.სმით 59) / მუდი (ტუჰუნგა’ფასი 45) თეილორ (ქოულზ 61) ფრენქს (ტაჰავაო-მატაუ 45) რეთალიქ (ფიფიტა 61) ს.ვაითლოქ; ფრიზელ (პაპალიჰი 77) თოდ რიდ^კაპ ლ: გუდჰიუ; გ: ბარეთ; 3ჯ: ბარეთ, მოჰუნგა 2

აფრ: ლე’რუ კოლბე ამ (კრილ 51) დე’ალენდე (ფ.სტეინ 56) მაპიმპი <10-9> პოლარდ დე’კლერკ (ჰ.იანკის 45) / კიცჰოფ (მთავარირა 59) მარქს (მბონამბი 70) მალჰერბე (ნიაკანე 56) ეცებეთ (სნეიმან 51) მოსტერტ; კვ.სმით (ლოუ 68) პს.დიუ’ტოი ფერმიულენ^კაპ
ლ:
იანკის; გ 3ჯ: პოლარდ

რეფ ბერი (ავს) 27/07 @
ველინგთონ, ვესთ’პექ (
35 213)   ვიდეო     რჩეული 

0:3(3) 0:6(10) 7:6(39) /
10:6(49) 10:9(61) 13:9(67) 16:9(75) 16:16(80)

ავსტრალია 16:10 არხენტინა$  სტატ

ავს: ბილ ჰოჯ კურინდრანი (ო’ქონორ 69) კერევი კოროი’მბეტე
<10-9>
ლეა’ლია’ფანო (ტომუა 52) გენია (ვაით 60) / სიო (სლიპერ 48) ფაინგა (ლატუ 58) კეპუ (ტუპოუ 41) როდა (ნაისარანი 75) არნოლდ (სიმონს 60) სალაკაია-ლოტო ჰუპერ
^კაპ ნაისარანი (ლ.ჯოუნზ 66) – ლ: ჰოჯ; გ 3ჯ: ლეა’ლია’ფანო

არხ: ტუკულეტ კორდერო მორონი (ორლანდო 65) დე’ლა’ფუენტე მოშანო <10-9> სანჩეს (დიას-ვონიშა 61) კუველი (ესკურა 69) / ტეტას-ჩაპარო (ვივას 54) მონტოშა (სოსინო 70) ფიგაშო (ერერა 51) პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 51) მატერა^კაპ
(ლეგვისამონ 66) ლესანა ისა –
ლ: ისა; გ: დიას-ვონიშა; ჯ: სანჩეს

რეფ ო’ქიფ (ზელ) 27/07 @
ბრისბენ, სან’ქორპ = ლენგ პარქ (
31 599)   ვიდეო     რჩეული 

3:0(11) 3:3(24) 10:3(33) შეს(40+1) /
13:3(43) 16:3(51) 16:10(75) დას(80+2)

 

"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ქერთლი ბილ (ავს), 14 ჩესლინ კოლბე (აფრ), 13 ჯექ გუდჰიუ (ზელ), 12 სამუ კერევი (ავს), 11 რამირო მოშანო (არხ); 10 ქრისჩენ ლეა’ლია’ფანო (ავს), 9 ვილ გენია (ავს) /

1 სქოთ სიო (ავს), 2 დეინ ქოულზ (ზელ), 3 ტანიელა ტუპოუ (ავს);
4 გვიდო პეტი (არხ), 5 ფრანკო მოსტერტ (აფრ); 6 შენონ ფრიზელ (ზელ), 7 კვოხა სმით (აფრ), 8 ისი ნაისარანი (ავს)

სულ:  7 ავს; 3 აფრ ზელ; 2 არხ

 

ფალავნობა 2019 [ოთხი ერი] + ბლედისლოუ

ერთ წრედ!  საქართველოს თარიღითა და დროით    სთრიმები 

შაბ

20/07

$ აფრიკა

35:17

ავსტრალია

იოჰანეს’ბერგ

 

 

 $ არხენტინა

16:20

ზელანდია

ვუენოს’აირეს

შაბ

27/07

ზელანდია

16:16

აფრიკა

ველინგთონ

   

ავსტრალია

16:10

არხენტინა $

ბრისბენ

2 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

აფრიკა

7

1-0*1

+18

6/3

51:33

1

ზელანდია

6

1-0*1

+4

3/2

36:32

0

ავსტრალია

4

1-1

-12

3/6

33:45

0

არხენტინა

2

0-2

-10

2/3

26:36

2

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

ტოლობისას:  მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი

შაბ

10/08

ავსტრალია

13.45

ზელანდია

პერთ [ბლ1]

 

 

არხენტინა

23.40

აფრიკა

სალტა

ჩაროზი [ოთხ ერში არ ითვლება]

შაბ

17/08

ზელანდია

11.35

ავსტრალია

ოქლენდ [ბლ2]

 

 

აფრიკა

18.00

არხენტინა

პრეტორია

 

წყნარი ოკეანის თასი 2019

პირველი შაბათი

სამოა 25:17 ტონგა  ოქმი

3ლ: ლეიუა ამოსა ტაუ’ტანგალოა;
2გ:
სეუტენი ალატიმუ; 2ჯ: სეუტენი –

3ლ: ვუნა ტამეი’ფუნა საკალია; გ: ფაივა სბ ლოკო’ტუი საკალია

რეფ ფრეიზერ (ზელ) 27/07 @
აპია (ლაფი და წუმპე)
   ვიდეო     ჲუთუბი 

0:5(11) 3:5(22) 3:10(40+) /
10:10(45) 13:10(50) 13:17(60) სბ(67ტ) სბ(71ტ) 20:17(73) 25:17(80)

იაპონია$ 34:21 ფიჯი  ოქმი

5ლ: ფუკუოკა მაცუშიმა (2 5) ლაფაელე ჰიმენო; 3გ ჯ: ტამურა –

3ლ: ვეივუკე მატავესი (2 3) 3გ: ვოლა’ვოლა სბ ნაკოსი

რეფ პირს (ინგ) 27/07 @
კამაიში, რიქავერი მემორიალ
(13 135)   ვიდეო     ჲუთუბი 

3:0(3) 8:0(7) 8:7(14) 15:7(20) 22:7(25) სბ(30ფ) 29:7(33$) 29:14(40) /
34:14(56) 34:21(62)

შტატები$ 47:19 კანადა  ოქმი

6ლ: ფოსით სქალი ლენდრი მორ პიფელეტი დე’ჰას;
4გ: მაკ’გინთი 3, ჰული; 3ჯ: მაკ’გინთი სბ პიფელეტი –

შ + 2ლ: არდრონ თრეინორ; გ: ნელსონ

რეფ ბრეის (ირლ) 27/07 @
დენვერ, გლენდეილ, ინფინითი
(5 ათ)   ვიდეო     ჲუთუბი 

7:0(12) 14:0(25) 17:0(37) 20:0(40+) / 20:7(44) 23:7(48) 30:7(63) 35:7(65$) 40:7(70) სბ(74შ) 40:14(78) 47:14(80) 47:19(80+)

 

წყნარი ოკეანის თასი 2019

მოკვეცილ წრედ!  საქართველოს თარიღით | დროით   სთრიმები 

ერთი სამეული ეთამაშება მეორეს:   იაპ კან სამ  –  აშშ ტონ ფიჯ 

შაბ

27/07

სამოა

25:17

ტონგა

აპია

.

.

 $ იაპონია

34:21

ფიჯი

კამაიში

.

.

 $ შტატები

47:19

კანადა

დენვერ

1 რაუნდი

მ-წ*

სხვ

გატ:გაშ

$

შტატები

5

1-0

+28

6/3

47:19

1

იაპონია

5

1-0

+13

5/3

34:21

1

სამოა

4

1-0

+8

3/3

25:17

0

ტონგა

0

0-1

-8

3/3

17:25

0

ფიჯი

0

0-1

-13

3/5

21:34

0

კანადა

0

0-1

-28

3/6

19:47

0

ნიხრი:  მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;  8-ზე ნაკლებით წაგება | მეოთხე ლელოს გატანა - თითო ბონუსი $

შაბ

03/08

სამოა

06.30

შტატები

სუვა [ფიჯ]

.

.

ფიჯი

09.15

კანადა

სუვა

.

.

იაპონია

14.10

ტონგა

ოსაკა

პარ

09/08

ტონგა

07.00

კანადა

ლაუტოკა [ფიჯ]

შაბ

10/08

იაპონია

08.35

შტატები

სუვა [ფიჯ]

.

.

ფიჯი

11.15

სამოა

სუვა

 

"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/07_2019)

  1 ზელანდია 9154, 2 უელსი 8996, 3 ირლანდია 8869,
  4(5) აფრიკა
8630, 5(4) ინგლისი 8627, 6 ავსტრალია 8191,
  7 შოტლანდია 8017, 8 საფრანგეთი 7942, 9 ფიჯი
7698,
10 არხენტინა
7681, 11 იაპონია 7621,  12 საქართველო 7442 

13(14) იტალია 7204, 14(13) ტონგა 7189, 15 შტატები 7171,
16 სამოა
6990, 17 ესპანეთი 6815, 18 რუმინეთი 6669,
19 ურუგვაი 6518, 20 რუსეთი 6481, 21 კანადა 6136,
22 პორტუგალია 6133, 23 ნამიბია 6101, 24 ჰონკონგი 5964

+/-:  სამ 113 ტონ, აფრ 100 ზელ, იაპ 97 ფიჯ, ავს 23 არხ * აშშ 0 კან

 

www.000webhost.com