If unable to read GEO downlaod & install  UNICODE  (Ka)

საქართველოს
13-კაცა რაგბის ფედერაცია

Georgia Rugby League


Counter

არა-ოფიციალური საითი
Un-official site

 
განახლებულია
Updated
   

08-11-2013

 

ფერხული

ცამეტი ქართველი
მებრძოლი დღეს
გიწვევთ ბრძოლაში,
ბრძოლაში გიწვევთ!

ჩვენ ვდგავართ ერთად
და ვამბობთ ერთს:
გულები ბრძოლის
წყურვილით გვიცემს!

მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს,
მხარი მხარს მივცეთ და ხელი ხელს
:

ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ!

Perkhuli

Tsameti Kartveli
Mebrdzoli Dghes
Gitsvevt Brdzolashi
Brdzolashi Gitsvevt!

Chven Vdgavart Ertad
Da Vambobt Erts:
Gulebi Brdzolis
Tsqurvilit Gvitsems!

Mkhari Mkhars Mivtset
Da Kheli Khels,
Mkhari Mkhars Mivtset
Da Kheli Khels:

Chven Brdzolas Vitsqebt!

 

პრეზიდენტი
გია გორგასლიძე

President
Guia Gorgaslidze

დროებითი გამგეობა
Ad hoc BOARD

კახა ალანია
Kakha Alania

ნოდარ ანდღულაძე
Nodar Andghuladze

გიორგი ასათიანი
George Assatiani

კახა კობახიძე
Kakha Kobakhidze

სერგი ცანავა
Sergui Tsanava

ოფისი Office

თბილისი 0162
ჭავჭავაძის
49ა
მეოთხე
სართული

Fourth Level
49A Tchavtchavadze Avenue
Tbilissi 0162

ტელეფონი  Phone
(995 32)
23 59 33

დიდი რაგბი
Georgian Rugby

რაგბის კავშირი
Georgia RU

კრივი
აის ჰაქი

Ozirulz Georgia

 

ჩვენები აგვისტოს ბოლოს ლონდონში გამართულ რლეფ-ის თავყრილობას არ დასწრებიან და თამაშის შემოსვლიდან ორ წელში არც ერთმანეთში ულიგავიათ. რლეფ-იც აღარ ზრუნავს ევროპის კიდეზე მდებარე, უდიდესი პოტენციალის ქვეყანაზე. ჰოდა, სექტემბრის ბოლო კვირაში მსოფლიო თასის შესარჩევთა განრიგში ჩვენი სახსენებელი საერთოდ გაქრა >> იხილეთ ბმულები ინგლისურ სვეტში

შესარჩევები არ ემთხვევა

  19/07  ბარემ ერთი თვე გავიდა მას აქეთ, რაც "ცამეტი ქართველისა" და "რუსი დათვების" ლიგაობა ჩაიშალა. მატჩის ორგანიზატორმა, რაგბილიგის ევროპის ფედერაციამ (რლეფ) თავიდანვე გამოაცხადა, ვითარებას შევისწავლით და განაჩენს მერეღა გამოვაქვეყნებთო, მაგრამ საქმეს აქამდე ვერ დაადგა თავი. სამაგიეროდ, 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევთა მთელი სტრუქტურა გაცხადდა, ჩვენები კი შემოდგომაზე თურმე საშინაო ცხრაკაცის მოწყობას აპირებენ. სრულად  51

ლუჟნიკში ჩაიშალა

  19/06  რუსეთთან  13 ქართველს რკენა, რომელიც ლუჟნიკში 22 ივნისს იყო დანიშნული, აღარ შედგება. განაჩენს 13-კაცელთა ევროპული ორგანო (რლეფ) სათანადო მოკვლევის შემდეგ გამოიტანს და ერთმანეთთან უთამაშებელ მეზობლებს 2008 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ პულებში მიუჩენს ადგილებს  50

ცამეტის ათი ლელო!

საქართველო 57:16 ჰოლანდია

  26/05  რაგბილიგის მოთამაშე ცამეტმა ქართველმა შექმნიდან მეექვსე მატჩი გამართა, ვაკეში დიდძალი საზოგადოება მიიზიდა, გულიანად შეასრულა ფერხული, გემრიელად იბურთავა, მეოთხედ გაიმარჯვა და ავსტრალიაში 2008 წელს დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევი პროცესის პირველი ზღუდე დაძლია. სრულად  49

ჩქარი, ხისტი და უწყვეტი

  25/05  კვლავ ჩამოგვაკითხა მაგარმა საბურთაო შოუმ, 13-კაცა რაგბმა, სხვა ტერმინოლოგით კი რაგბილიგამ. ვაკეში პარასკევს, საღამოს შვიდზე, ერთიანად შინ მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული "ცამეტი ქართველი" ჰოლანდიის "ორანიეს" უხვდება და თუ გაიმარჯვებს, 2008 წელს ავსტრალიაში დანიშნული მსოფლიო თასის შესარჩევებში მომდევნო სტადიაზე გავა. სრულად  48

მეკოს ლიგური შოუ

საქართველო 45:10 სერბეთი

  14/05  ქართულ რაგბილიგას ახალი ვარსკვლავი ჰყავს: ლელოელმა მერაბ კვირიკაშვილმა, ვინც ჯერ კიდევ 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე დაახსომა ჩვენს ფანობას თავი, შაბათს, ბელგრადში პირველად ითამაშა 13-კაცა რაგბი და 25 ქულა პირადად მოინაგრა.  სრულად  47

ორივე ყაიდაზე

  12/05  ამ უქმეებზე პირველადაა, რომ ოვალური ბურთით მოთამაშე უკეთესი ჩვენებურები ერთბაშად ორ ყაიდაზე ატარებენ სანაკრებო მატჩს: შაბათს, ბელგრადში, შარშანღა შექმნილი "ცამეტი ქართველი" რაგბილიგაში გაეჯიბრება სერბეთის "თეთრ არწივებს", კვირას, ოსაკაში კი უკვე გვარიანი ტრადიციის მქონე "ბორჯღალოსნები" იაპონიის "მოყვავილე ალუბლებს" გაუმარათვენ რაგბის ტესტს.  სრულად  46

დადგინდა ლიგის ფორმულა

  21/02_2006  13-კაცა რაგბის, იგივე რაგბილიგის, ქართველ მიმდევართა სეზონის კონტურები გამოიკვეთა. ეროვნული ნაკრები "ცამეტი ქართველი" აპრილ-ივნისში მსოფლიო თასის წინასწარ შესარჩევში ილიგავებს და ამ ზღუდეს რომ დაძლევს, 2006 და 2007 წლების ოქტომბერში ძირითად შესარჩევშიც იბურთავებს.  სრულად  45


რლეფ-ის დიდი იმედი

  08/12_2005  რაგბილიგის მრავალწლიანი საერთაშორისო კალენდარი თანდათან ისახება. შემდეგი, XIII მსოფლიო თასი 2008 წელს, ავსტრალიაში რომ გაიმართება, ეგ ნოემბრის ბოლოს, ჟილეტის სამი ერის ფინალის წინ გადაწყდა, მას აქეთ კი ბრიტული ლიგის მამამ, რიჩარდ ლუისმა 2013 წლამდეც გაამხილა გეგმა. ამასობაში ევროპული რლეფ-იც გამოეხმაურა მსოფლიო თასის დანიშვნას და ცამეტი ქართველისთვის საგულისხმო ცნობა გაავრცელა.  სრულად  44

ზელანდია ლიგაშიც პირველია!

  29/11  სენსაციურად დასრულდა რაგბილიგის სეზონი. ახალი ზელანდია რაგბში პარპაშს აღარ დაჯერდა და მეზობელ ავსტრალიას 13-კაცა თამაშის მეუფის წოდებაც ჩამოართვა. კივებმა კენგურუები ელიტარული, ჟილეტის სამი ერის ფინალში ლიდსში მოსრეს. იქვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2006 წლის ჟილეტსა და 2008 წლის მსოფლიო თასსაც ავსტრალია უმასპინძლებს, და ეროვნული ნაკრების შემადგენლობის მარეგულირებელი ახალი კანონიც დამტკიცდა.  სრულად  43

სამხრეთელ სტუმართა ფინალი

  23/11  რაგბილიგის (13-კაცა რაგბი) ელიტარული შეჯიბრების, ჟილეტის სამი ერის ფინალში, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება, ავსტრალია და ახალი ზელანდია შეიბმებიან. სტუმრებმა ჟილეტიდან თავისუფალ უიკენდებზე ერთა თასის მფლობელ საფრანგეთსაც ჩააკითხეს და ძლიეს, წლის საუკეთესო ლიგელის სარგო ოქროს ბუცი კი ოზ ენტონი მინიჩელოს გადაეცა.  სრულად  42

ფრანგებს ორივე ეწვევა

  08/11  უქმეებზე 13-კაცა რაგბში, ანუ რაგბილიგაში ფაქტობრივად გამოვლინდნენ ჟილეტის სამი ერის ფინალისტები, ევროპის ერთა თასი კი საფრანგეთმა შემართა.  სრულად  41

ლიგური ჰაკა ლონდონში

  31/10  რაგბილიგის სანაკრებო სეზონის თვალი, ჟილეტის სამი ერი ზღვისრეთიდან ბრიტანეთში გადაბარგდა. იქაური ლომები ჯერ ზელანდიის კივებმა მოიკითხეს და ლონდონის საფეხბურთო კლუბის, ქვინზ პარკ რეინჯერზის მყუდრო სტადიონზე ამაღელვებლად ძლიეს. ახლა სიტყვა ავსტრალიაზეა, ვინც 13-კაცა თამაშში ყველაფრის ჩემპიონია. თუ ამ შაბათს კენგურუებიც გაასაღებენ ლომებს, მაშინ თვის ბოლოს, ფინალში ნაღდად ზღვისრეთელები შეიბმებიან.  სრულად  40

რაგბილიგის
ფრანგული გაკვეთილი

საქართველო 0:60 საფრანგეთი

30/10  რაგბილიგის ეროვნულმა ნაკრებმა, ცამეტმა ქართველმა ექვსთვიან ისტორიაში მეოთხე მატჩი გამართა მსოფლიოს მეოთხე გუნდთან, საფრანგეთის მამლაყინწებთან და ათი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ ჩვენი ბიჭების საძაგებლად ენა არავის მოუბრუნდება.  სრულად  39

რაგბილიგა
კვირას, ვაკეში

28/10  ვისაც ნაღდზე უნაღდესი, ზეპური რაგბილიგის ხილვა თვალდათვალ სწადია, კვირას, საღამოს შვიდი საათისთვის ვაკეში, ლოკომოტივზე უნდა მიბრძანდეს და ორი ლარი გაიღოს. იმ დროს იქ ერთა თასის პროგრამით ჩვენი ცამეტი ქართველი ებურთავება საფრანგეთის მამლაყინწებს, რომელთაც 13-კაცა თამაში სიყრმიდანვე აქვთ შეთვისებული და ჯილდოს შემართვის უპირველესი ფავორიტებიც არიან.  სრულად  38

მამლაყინწები
ძალუმად ყივიან

27/10  კვირას ვაკეში, ლოკომოტივზე დიდი რაგბია. ჩვენთვის ახალი თამაშობის, ლიგის მიმდევარი ცამეტი ქართველი ერთა თასზე მასპინძლობს საფრანგეთის მამლაყინწებს, ვინც ბოლოდროინდელ შედეგთა გათვალისწინებით მსოფლიოში უდაოდ მეოთხე გუნდია და თბილისში სტუმრობიდან კვირის თავზე შინ ნაღდად შემართავს ჯილდოს.  სრულად  37

კენგურუს ჯოი გამოაკლდა

25/10  რაგბილიგის სამ ერში, წელს მეორედ რომ ტარდება და მოსახელე სპონსორად კვლავ ჟილეტი ჰყავს, დასრულდა ზღვისრეთული სტადია. ამ შაბათს შეჯიბრება ბრიტანეთში გაგრძელდება და ნოემბრის ბოლო შაბათს იქვე ფინალით დაგვირგვინდება.  სრულად  36

რუსეთმა ლიგის
ცოდნით გვაჯობა

საქართველო  14:48  რუსეთი

23/10  მარცხიანი გამოდგა ცამეტი ქართველის უმაღლესი რანგის ევროპული დებიუტი: რაგბზე გაზრდილი და აქამდე ერთიანად მასში ჩაბმული ჩვენი ბიჭები, რომელთაგან ყველაზე გამოცდილებიც ცხოვრებაში ოდენ მესამედ თამაშობდნენ მონათესავე 13-კაცას, მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ვერაფერს გახდნენ რუს დათვებთან, რომელთაც აგერ უკვე 15 წელია ხელობად რაგბზე უფრო ძალისმიერი, ჩქარი და პირდაპირი ბურთაობა აურჩევიათ.  სრულად  35

ცამეტი ქართველი არაფერს დათმობს

21/10  კვირას, ჩვენებურად 15 საათზე, რაგბილიგის ეროვნული ნაკრები, ცამეტი ქართველი მოსკოვში, ლუჟნიკის ხელოვნურ ბალახზე ერთა თასის მატჩში მასპინძელ დათვებს ებურთავება. ჩვენები რუსეთს პარასკევს, დღისით გაფრინდნენ, მანამდე კი ლაგოდეხის ტურბაზასა და ოლიმპის აკადემიაში ემზადნენ თამაშისთვის, რომლითაც 15 წლის წინ, ნეტარი საბჭოეთის დაქუცმაცების გამო მოშლილი რკინიგზული დარბი სხვა ფორმით აღორძინდება. სრულად  34
 

12-ლელოიანი თრილერი

19/10  ჩვენი "13 ქართველი" ამ უქმეებზე ევროპის "ერთა თასში" პირველად რომ ჩაებმება, აი, სწორედ მაგ თამაშში, ოფიციალურად "რაგბილიგაში", მოკლედ კი "ლიგაში", ორი დიდი შეჯიბრი ახლახანს დასრულდა და უმალ მესამე, საერთაშორისო სეზონის თვალი დაიწყო.   სრულად  33

80-ქულიანი რბევა

17/10  უქმეებზე რაგბილიგის "ერთა თასი" გაჩაღდა. ჩვენი "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა წვიმაში იბურთავეს. ამასობაში "ძაან სხვანაირი რაგბის" კავკასიელი პიონერები ლაგოდეხს ჩავიდნენ სავარჯიშოდ, რათა 23 ოქტომბერს ლუჟნიკში და 30 ოქტომბერს ვაკეში ძალუმად ილიგაონ.   სრულად  32

"მამლაყინწები" სალიგაოდ ჩამოვლენ

28/09  გადაწყდა! ევროპულმა რლეფ-მა საქართველო ლიგის (13-კაცა რაგბი) წლევანდელ "ერთა თასზე" დაუშვა. "ცამეტ ქართველს" 23 ოქტომბერს ლუჟნიკებში რუსეთთან ელის ბურთაობა, 30 ოქტომბერს კი ეროვნულზე საფრანგეთი გვეწვევა. ამის კვალად საქართველოში ურუგვაი და ჩილე ჩამოვლენ "კოპაზე" რაგბის სათამაშოდ. ჰოდა, ჩვენს ფანობას ზედიზედ სამ უიკენდზე ელის ოვალურ-ბურთა სეირი.   სრულად  31

ერთა თასი

კვი   23/10
რუსეთი - საქართველო
ლუჟნიკი  15.00

კვი   30
/10

საქართველო - საფრანგეთი 
ვაკე  19.00

წავლენ თუ არა?

22/09  საქართველო მოზარდ ლიგელთა მსოფლიო პირველობას გამოაკლდა. 8-გუნდა შეჯიბრი პარასკევს მოსკოვში იწყება, მაგრამ "ლიგური რაგბის ეროვნულმა ფედერაციამ" (სლრეფ) ოთხშაბათ ღამით სრულიად რაგბილიგის სამყაროს ოფიციალურად ამცნო, რომ რაღაი ევროპულმა რლეფ-მა სლრეფ-ს მეთვალყურის სტატუსი ჩამოართვა და მის ნაცვლად იგი ალტერნატიულ "13-კაცა რაგბის ფედერაციას" (ს13კრფ) უბოძა, ამად სლრეფ-ი რლეფ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში აღარ იმონაწილევებს და "ლუჟნიკში" აღარც მოზარდებს მიავლენს.  სრულად  30

რაგბილიგის მართვა მოთამაშეებმა ჩაიბარეს

09/09  ქართულ რაგბილიგაში ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენში 13-კაცა თამაშის შემოსვლიდან წლის თავზე ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა საკუთარი ფედერაცია შექმნეს და ევროპის რლეფ-მაც იგი ცნო საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთადერთ წარმომადგენლად, ხოლო აქამდე არსებულ ორგანიზაციას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ასე რომ, კაცთა "13 ქართველსა" და 16-წლამდელ მოზარდთა ნაკრებსაც ახალი უფროსობა გადაიბარებს.  სრულად  29

"ფერხულის" დამწყები ფინალს დაესწრო

30/08  ორშაბათს 13-კაცა რაგბი, იგივე რაგბილიგა ანუ ლიგა, 110 წლისა მოიყარა. მანამდე, შაბათს, გადაჭედილ "მილენიუმზე" ფრიადი დრამა დატრიალდა უძველესი "გარდამავალი თასის" ფინალში და ფავორიტი ერთი ქულით დამარცხდა. გამოქვეყნდა განრიგი მოზარდთა მსოფლიო თასისა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. გაირკვა, რომ საფრანგეთი "ერთა თასის" ყველა მატჩს შინ გამართავს და ისიც გაცხადდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ლიგელის, ოზი ენდრიუ ჯონსის სამსახური დროებით დაიბევა ინგლისურმა კლუბმა.  სრულად  28

ლიგას მოზარდებიც ეზიარებიან

11/08  "ქართული რაგბილიგა" აღარა ხუმრობს. კაცებმა წლევანდელ "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება ხომ მოიპოვეს და ახლა მოზარდები ემზადებიან მსოფლიო პირველობისთვის. ამასობაში, შემოდგომაზე "13 ქართველის" მეტოქეებმა, საფრანგეთმა და რუსეთმა საშინაო ფინალები გამართეს, ინგლისში კი უძველესი ლიგური თასის მოცილეები გამოვლინდნენ.  სრულად  27

საქართველო
"ერთა თასში" ჩაებმება

26/07  მოიგო "ცამეტმა ქართველმა" კვირას ზედიზედ მეორე შესარჩევი მატჩიც, საერთაშორისო რაგბილიგის სამი ახალბედას ერთწრიან შეჯიბრში დამაჯერებლად იპირველა და იმის უფლება მოიპოვა, რომ შემოდგომაზე "ერთა თასის" მესამე გათამაშებაში აქამდე უცვლელი ჩემპიონი, ინგლისი შეცვალოს. ჩვენს საკითხს რაგბილიგის ევროპული ფედერაცია (რლეფ) მალე განიხილავს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ტურნირში ნაღდად ჩააბამს.  სრულად  26

რაგბილიგამ ქართული
ნიჭი წარმოაჩინა

საქართველო  44:12  სერბეთი

24/07  ჩვენი სპორტული ოჯახის უმრწემესი წევრი, რაგბილიგა საზოგადოებას გამარჯვებით გაეცნო. "13 ქართველის" წევრებმა კვირა ღამით, "ეროვნულზე" ჯერარნახული შოუ დადგეს და საშინელ პაპანაქებაში ძაან გულიანადაც იბურთავეს.  სრულად  25

13 ქართველი
ბრძოლას იწყებს

22/07  კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის ნახევარზე, ათასობით ქართველი იმისთვის მივა, რომ ახალ საქმეს შეჭიდებულ "13 ქართველს" დაუჭიროს მხარი და ბურთაობის აქამდე უცნობი სახეობა, რაგბილიგა დაამუღამოს. ჩვენი ბიჭები, უკლებლივ ყველანი, მოქმედი მორაგბეები არიან და როგორც მათი წარმომავლობის ხალხსა ჩვევია, მოედანზე თავს არ დაზოგავენ, რათა სერბეთზე გამარჯვებით "ერთა თასზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვონ.  სრულად  24
 

ორგზის ნაზიარებნი

21/07  კვირას, საღამოს ცხრის ნახევარზე, ჩვენი რაგბილიგის ნაკრებ "13 ქართველს" ეროვნულზე, "ერთა თასის" შესარჩევ მატჩში ებურთავება სერბეთი, ვისაც 13-კაცა თამაშში საქართველოზე მეტი ტრადიცია ხომ აქვს და სრულიად რაგბის საერთაშორისო თემშიც იმითაა უნიკალური, რომ ლიგას ორჯერ, 48 წლის შუალედით ზიარებია.  სრულად  23

ბოჭვა სასტიკი,
ბურთაობა გაშლილი

20/07   კვირას, ეროვნულზე, საღამოს ცხრის ნახევრიდან, ჩვენი ფანობა აქამდე დამუღამებულიდან ძაან განსხვავებულ რაგბს იხილავს: ლიგის პიონერები, თიკუნად "13 ქართველი" რომ აურჩევიათ, სულ ხელდახელ იბურთავებენ, ოვალს აუტში თითქმის არ დაარტყამენ, სტუმარ სერბებს აიტაცებენ და მიწაზე მწარედ დაანარცხებენ, მოედნის მთელ განს გამოიყენებენ და გაუთავებელი ზედახორებითა და ბურთისთვის ჯაჯგურით გულს არ გაუწვრილებენ მაყურებელს. სრულად  22

"ჯოიზე" მოთქვამენ

19/07   კვირას, ეროვნულზე, რაგბილიგის აქაურ მესვეურთა ნაკრები, "13 ქართველი" "ერთა თასზე" მოსახვედრად სერბეთს მასპინძლობს. თამაში ღამის ცხრის ნახევარზე იწყება და პირველი არხით პირდაპირ გადაიცემა. თავად "ერთა თასი" 13-კაცა ბურთაობაში ახალი ხილია და რაგბელი სეხნიისა არ იყოს, ჯერაც ბევრი უკლია ელიტურობამდე.  სრულად  21

კვირას ლიგას ვიხილავთ!

18/07   კვირა საღამოს, ეროვნულზე, ჩვენს ფანობას ჯერარნახული სეირი ელის: სულ სხვანაირი, 13-კაცა, ძაან ჩქარი, სასტიკი და გაშლილი რაგბის, ანუ ლიგის, ქართველი პიონერები სერბეთს "ერთა თასზე" მოსახვედრად ებურთავებიან, თამაშამდე კი მეტოქეს ილიკო სუხიშვილისეული "ფერხულით" მოიკითხავენ. ამით ჩვენში ნაახალწლევსღა დანერგილი თამაში საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა და იმედია, ქომაგსა და მიმდევარს მრავლად გაიჩენს.  სრულად  20

"13 ქართველი"
ქუთათურებს იმატებს

28/06   ლამის ორთვიანი დუმილის შემდეგ კვლავ ახმიანდა "ქართული რაგბილიგა". 13-კაცა ბურთაობის აქტივი სამშაბათს, სპორტის დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში მედიას შეხვდა და ამცნო, თუ როგორ ემზადება "13 ქართველი" 24 ივლისს, თბილისში გასამართი "ერთა თასის" შესარჩევი მატჩისთვის, რომელშიც ჩვენი მეტოქე სერბეთი იქნება.  სრულად  19

"ერთა თასი": რაგბის
კი არა, ლიგისა!

19/06   თავიანთი "ერთა თასი" აქვთ ძაან სხვანაირი, 13-კაცა, ლიგური რაგბის (მოკლედ "ლიგა") მიმდევრებსაც. ეს ვაჟკაცური თამაშობა ჩვენში წელსღა დაინერგა და თუმც ორი ქართული გუნდი ერთურთს ჯერ არ შებმია, ეროვნულმა ნაკრებმა, "ცამეტმა ქართველმა" კი მოასწრო ჰოლანდიაში ჩასვლა და იქაურთა 34:14 გაბითურება.  სრულად  18

ჩვენი ჯიგარი
ევროპულს ჯობს

საქართველო 34:14 ჰოლანდია

4/05   წითელ პარასკევს ქართული რაგბილიგის მატიანეში სასახელო ფურცელი ჩაიწერა. ალისფლად შემოსილმა და ჯვრით მკერდ- დამშვენებულმა "ცამეტმა ქართველმა" პირველად ითამაშა ჩვენთვის აქამდე უცნობი სპორტი და შორეულ ჰოლანდიაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რითაც 13-კაცა რაგბს შინ ნათელი მომავალი დაუბევა.  სრულად  17

რვა (შვიდი!) ლელო
ჰუკ-ფან-ჰოლანდში!

30/04  გამარჯვებით გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე "ქართული რაგბილიგის" ნაკრები "13 ქართველი". ძაან სხვაგვარი, 13-კაცა რაგბის ქართველმა პიონერებმა პარასკევს როტერდამის პორტში, დაბა ჰუკში, 150 მოსეირის თვალწინ 34:14 ძლიეს ჰოლანდიის "ორანიე".   სრულად  16

 13 ქართველი - ორანიე
პარ, 29 აპრ,
21:
00 საქ
ჰუკ ფან ჰოლანდში
ჩართვა
FM 102.4

ჩვენი რაზმი
  ორიოდე ამბითურთ

ნიჭის და ალღოს
იმედად

26/04  მოახლოვდა "13 ქართველის" საერთაშორისო ნათლობა. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ოთხშაბათს, გამთენიისას გაფრინდებოდა ჰოლანდიას, სადაც როტერდამის პორტში, სხვაგვარად ჰუკ-ფან-ჰოლანდი რომ ჰქვია, ფეხბურთის კლუბის სტადიონზე პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ცხრა საათზე ებურთავება მასპინძელ "ორანიეს".   სრულად  15

ჰოლანდია
"13 ქართველს" ელის

19/04  "ქართულ რაგბილიგას" ბოლო ხანს საქმე უკეთ წაუვიდა. ის იყო, შეპირებული ევროპული გრანტის მიუღებლობის გამო "13 ქართველს" ნათლობის ტესტი ეშლებოდა, რომ ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თაოსნები ჯარასავით დატრიალდნენ და საჭირო თანხა მისხალ-მისხალ მოაგროვეს. ჰოდა, დღესდღეობით წყალი არ გაუვა იმას, რომ საქართველო ჰოლანდიას იქეთა პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე, ჰუკ-ფან-ჰოლანდში ელიგავება.  სრულად  14

"13 ქართველის"
ახალი გეგმა

30/03  "13 ქართველის" საბურთაო ნათლობა თვის ბოლოსთვის გადაიდო. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები ამ შაბათს, 2 აპრილს, როტერდამში უნდა შეხვედროდა ჰოლანდიას, მაგრამ ბოლო მონაცემებით თამაში დაბა სასენჰეიმში, პარასკევს, 29 აპრილს, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე დაიწყება და ჰოლანდიელთათვის მნიშვნელობით მეორე დღესასწაულს, დედოფლის ღამეს (კონინხინე-ნახტ) დაემთხვევა.  სრულად  13

"ქართული რაგბილიგა"
უკან არ დაიხევს!

16/03  2 აპრილს "13 ქართველის" ნათლობა ნამდვილად შედგება. "ქართული რაგბილიგის" ნაკრები როტერდამში ებურთავება ჰოლანდიას, ვინც საქართველოში გავრცელებული რაგბისგან ძაან განსხვავებულ, 13-კაცა თამაშს ჩვენსავით ახლახანს ეზიარა, მაგრამ ბრიტანეთთან სიახლოვის გამო ლიგური რაგბის სამყაროში ჩვენზე უკეთ იცნობენ.  სრულად  12

13 ქართველი და ევროპელი!

21/02  "ქართული რაგბილიგა" ევროპული რლეფ-ის სრულუფლებიან წევრად მიიღეს. ჩვენში 13-კაცა ბურთაობის დანერგვის თვალსაზრისით ეს სანიშანსვეტო მოვლენა 18 თებერვალს, ლონდონში მოხდა. იქვე გადაწყდა, რომ ევროპის "ერთა თასი" წელსაც აუცილებლად გაიმართოს, ოღონდ მონაწილეთა ნუსხა და შეჯიბრის ფორმატი დაუზუსტებელი დარჩა.  სრულად  11

"13 ქართველი"
ფერხულს ამუღამებს

15/02  სპორტის აქაურ ფანობას ზელანდიელ მორაგბეთა "ჰაკას" დავიწყება მალე მოუწევს, რაღაი ქართველ რაგბილიგელთა "ფერხულთან" შედარებით ეგ განთქმული წინასამატჩო რიტუალი ბაგა-ბაღის ბავშვთა იწილო-ბიწილოდ გვიჩანს.   სრულად  10

ევროპელმა სტუმარმა
დონე მოგვიწონა

8/02  ამ დღეებში სამი საგულისხმო მოვლენა მოხდა "ქართულ რაგბილიგაში": 13-კაცა ბურთაობას ნაზიარები ჩვენი ბიჭები პირადად გასინჯა ევროპის ლიგური რაგბის ფედერაციის (რლეფ) მთავარმა მოხელემ, შოტლანდიელმა კევინ რადმა; სპორტის დეპარტამენტმა საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნულ ფედერაციას (სლრეფ) საოფისე ფართი გამოუძებნა, თავად ლიგელებმა კი თამაშის წესები და ორი საპრომოციო ბუკლეტი გამოსცეს.   სრულად  09

 

2008 RLWC INFO

>>  RLIF
>> 
RLEF
>>  WIKIPEDIA [Georgia erased lately and pools redrawn]
>>  RLEAGUE.COM [Ditto]


Match Cancelled

  19/06  The final European Preliminary Group World Cup Qualifying match between the top two teams Russia and Georgia - due to be played in Moscow on Thursday 22nd June - has been cancelled due to the Georgian team experiencing visa and travel issues

RLEF story


Impressive Georgia
outrun Dutch

Georgia 57-16 Holland

27/05  Georgia displayed striking Rugby skills in the burning atmosphere of the Vake Stadium, Tbilissi with a comprehensive ten try victory over combative Dutch on Independence Day

RLEF Report
* Guia Japaridze's Pix [zip]
* Yanto's reflections

Dutch name squad
for Georgia clash

19/05  The Dutch Rugby League squad has been named ahead of their trip to the Georgian Capital Tbilissi next week where they play their second World Cup qualifying game against a home team fresh from their victory in Serbia

RLEF story

Georgia 45-10 Serbia

13/05  Tsameti Kartveli defeated Serbia's White Eagles [Beli Orlovi] in Beograd by 45-10. Union reject Meko Kvirikashvili of Lelo RC scored three tries, kicked six goals and a field-goal [in all 25 pts = 3*4 pts + 6*2 pts + 1 pt]. The rest of tries were scored by Gugava (2), Assatiani, Udessiani Jnr and Nemsadze who hit post in the process, uprooted goal and as a result play was delayed for ten minutes while the hosts were repairing the woodwork

RLEF Report


2008 World Cup switched
to Antipodean Spring

06/05  Rugby League would apply for GAISF membership

RLEF story

Holland, Serbia,Georgia and Russia sign up for World Cup

20/02  Georgia start with European Preliminary World Cup Qualifying Competition

RLEF story

RLEF Meeting

13/02_2006  Delegates from a record 16 Europeans nations; England, France, Scotland, Ireland, Wales, Russia, Georgia, Serbia, Lebanon, Germany, Austria, Holland, Estonia, Morocco, Italy and newcomers Czechia attended the latest bi-annual RLEF board meeting, held in London

RLEF story


 

Georgia jerseys for sale

03/12_2005  The latest Rugby League jerseys to become available to the wider sporting public are those from Georgia, who made their debut in  the European Nations Cup this autumn  More

Order Beneath  Source: RLEF


RLEF welcomes World Cup announcement

01/12  European Development Officer Kevin Rudd has welcomed the announcement that the World Cup has been confirmed for Australia in the spring of 2008. At least two of the non-seeded places in the eagerly anticipated tournament are set to be awarded to European Nations   More

Source: RLEF

RLIF confirms
2008 World Cup

28/11  The Rugby League International Federation (RLIF) has confirmed after its Leeds meeting that 10 nations will compete in the Rugby League World Cup to be staged in the Southern Hemisphere [Australia & New Zealand] in 2008 More

Source: RLEF

France outclass Georgia
to reach the ENC Final

Georgia 0-60 France

30/10  Ten-try France were given a more than useful workout in preparation for next week’s European Nations Cup Final against the Welsh in a cold and wet Tbilissi by a committed and enthusiastic Georgian side who have made impressive strides in their debut campaign  More

Source: RLEF

Public Looking for
League Spectacle

Georgia v France
Tbilissi, Vake;  Sun, 30 Oct, 2005
KO: 19.00 GeoT [15.00 GMT]

28/10  The buzz is going around Georgian Capital Tbilissi: Les Chanticleers (Cockerels) are coming to play newly formed Tsameti Kartveli at Vake Stadium. Of course, nobody hopes that our boys will upset the fancied guests but local rugby loving public still looks forward to both great spectacle and master-class in Rugby League which should be delivered by ENC title favourites  More

About  French Rugby League

and their  Elite Division


Russia 48-14 Georgia

23/10  The Bears defied the heavy Moscow rain to sweep away the Georgians in the first ever international Eastern European Rugby League derby in front of an enthusiastic crowd  More

Source: RLEF

Georgia announce
Squad for Russia

21/10  Tsameti Kartveli will fly out at 2pm [10am GMT] on Friday and play Russia at 3pm [11am GMT] on Sunday at Lujhniki Arena

Georgia XIII

Railways into new League:
Locomotiv vs Locomotivi

19/10  When Georgia visit Russia this Sunday to play their former masters at Rugby League for the first time ever, one can't avoid sense of deja vue: the old sporting foes have met hundreds of times on rugby field since early 1960s and even current squads bear similar, too strong Railways flavour More

Source: Qaflan XIII News

About  Russia Rugby League


2005 European Nations Cup format confirmed

27/09  The tournament will involve France, Ireland, Scotland, Wales, Russia and new entrant Georgia

Georgia XIII Schedule

Sun   23/10  v Russia (Away)
Sun   30/10  v France (Home)

ENC Director Graeme Thompson said: “By including Georgia for the first time, the RLEF are demonstrating that opportunities exist for other European Rugby League playing nations and this will further help to stimulate and sustain the sport across the continent”.

Source: RLEF
Announcement in full


Georgia wirhdrew
from U16 World Champs

21/09  Despite of RLEF's decision to recognize newly founded GR13F instead of former GRLNF as their observers, the latter showed reluctance in handing over U16 matters to the GR13F who did not insist either on taking the charge of youth

Last Friday (16/09) GR13F even officially endorsed U16 team to travel with the members of the [former] Federation ... in the best interest of the kids ... and due to time constraints and visa problems between the two neighboring countries thru their message to RLEF

On their hand, GRLNF withdrew the team altogether on Wednesday (21/09) evening stating in their message that as a result of the RLEF's decision they couldn't field teams to the international competitions [held] on behalf of the RLEF. Consequently, they are sorry to announce the U16 team's withdrawal ...

The unfortunate U16 TEAM


League Change-over
in Georgia

09/09  In the best interests of fostering RL in Georgia the RLEF decided to withdraw observer status of the former GRLNF and hand it to newly founded GR13F. The latter, spearheaded by Georgia XIII old guard, operates from within Georgia and have already proved that they are smart enough to handle all League matters. This includes both Senior and U16 rep sides plus local club scene, development work and promotion

RLEF Decision
Ex Logo, Site Headers & Board


Georgia wins the inaugural
EN Qualifying Tournament

Georgia

44

(26)

8T 6G

Serbia

12

(0)

2T 2G

24/07  Georgia won the inaugural European Nations Qualifying Tournament with a superb 44-12, eight try victory over Serbia in front of over 8,000 wildly ecstatic fans in the National Stadium in the capital Tbilissi on Sunday evening

RLEF Report [edited]
RLEF [française]
Olympi Fact File


Webb, Tsintsadze, Andghuladze, Alania

Georgia Name Squad

22/07   GRL held media-function today at English Tea House, opposite Marjanishvili Theatre, in downtown Tbilissi and announced extended, 18-strong squad for this Sunday's international vs Serbia

Georgia XIII   Serbia XIII

League Debut on TV One

18/07   Georgia vs Serbia qualifier kicks-off at 21:05 Local Time (17:05 GMT) on Sunday, 24 July and will be shown LIVE on National TV Channel One. "Tsameti Kartveli" will be clad in white with red cross on the front. The game will be preceded by a half-hour-long show featuring a internationally-famous band.  Serbia, match officials and RLEF delegates arrive on Friday night. In meantime, Georgia's English guru, Vinny Webb held first training session on Monday evening at Olympi soccer academy artificial pitch

Welcome Serbia!

29/06   Georgia host Serbia on Sun, 24 July in final match of European Nations Cup Triangular Qualifying Tournament. The Serbs lost by 10-26 to Holland earlier this month whilst Georgia had previously beaten the Dutch. The match, first ever exhibition of League in Georgia, will be held at National Stadium under floodlights. Around 15 thousand spectators are expected to attend and taste The Very Different, Faster and Simpler Version of Rugby

About  Serbia Rugby League


Georgia beat Holland
34-14

on Fri, 29 April, at Hoek,
in European Nations Cup 2005 Qualifier 

First Note by BBC
Qoute Mix
    Fact File


European Nations Cup

28/04   The Rugby League European Federation (RLEF) can confirm that Serbia, Holland and Georgia have been given an opportunity to participate in the 2005 European Nations Cup tournament (ENC ’05) More  Source:  RLEF

Georgia Rugby League

28/04  At dawn on Wednesday 27th April, 'Tsameti Kartveli' (13 Georgians) flew out of their capital, Tbilisi, to make their international rugby league debut More  Source:  RLEF


From Leagby
up to the League

'13 Georgians' Closing
on Promised Land

28/04  At the dawn on Wednesday, 27 Arpil 2005 'Tsameti Kartveli' flew out of their Capital, Tbilissi to make their international debut. They, the newest Georgian national side are to take on 'Oranje of Holland' on Friday evening at the coastal town of Hoek, would you believe, in Rugby League, a game new to both, very distant from each other European nations  ...  So, Long Live League, esp International one, RLEF version!  More

Source: Qaflan XIII News


Georgia Squad Named

26/04  Samoan guru Richard ALE named those 17 lads who will represent Georgia RL during their international debut    More

ახალი კვართი

Georgia Shirt Unveiled

25/04  Georgia’s players, who are gearing up for their international debut in Holland this Friday, have been further boosted by the unveiling of their playing shirt   More  Source:  RLEF


Georgian Debut Confirmed

7/04  Arrangements have now been finalised for Georgia to become the next country to  join the International Rugby League fraternity. The men from Tbilissi will travel to Holland to face the Netherlands on Friday 29th April at VV Hoekse Boys soccer ground in the Hoek van Holland (kick off  7.30pm)  More  Source:  RLEF

Georgia to make
international debut

4/04  The former Soviet Republic of Georgia will take its place on the Rugby League international stage... on Friday 29 April. More  Source: TotalRL

Georgia XIII for
Koninginne-nacht

30/03  Georgia are to play Holland at Sassenheim, during Koninginne- nacht Festivities on Fri, 29 April (KO 19:30 CET)

Source: RLEF    About NNRLB
 

13 ქართველის კვართი

Georgia XIII  Jersey

Le rugby à XIII
gagne la Géorgie

28/02  C’est à l’initiative d’un Géorgien de France que le rugby à treize est arrivé en Géorgie. Paata Tsintsadzé est né à Tbilissi, mais vit en France depuis plusieurs années. Journaliste, documentariste, metteur en scène, Paata Tsintadzé a aussi le goût du spectacle des joueurs de ballon ovale.  Suite

Source: Géorgie +


RLEF confirms European Nations Cup for 2005

18/02 Rugby League's European Nations Cup will be staged for the third successive year this autumn. More  Source: TotalRL

Georgia keen to join
league elite

17/02 Georgia is the latest country being tipped to make a big splash in the world of rugby league. More  Source: BBC

Georgia Rugby League

11/02 European Development Officer, Kevin Rudd has just returned from a fact finding mission to Georgia and believes Rugby League could prosper in that country.  More  Source: RLEF


RLEF to decide

Kevin Rudd, Executive Officer with  RLEF, visited Georgia earlier this February and got first hand info about the state of the Game there

The guest spoke about the international opportunities for
13 KARTVELI (Georgia XIII) and stressed the importance of establishing domestic League

For this purpose GRL has already secured participation of Knights, University and Hooligana. Last year's Union Champs, Lelos have showed some interest in playing League. GRL surely will look at Datvebi  Batumi to spread gospel to the West

In meantime, RLEF are to meet on Fri, 18 Feb in London and decide  which competition Georgia would enter come autumn 2005
 

Georgia XIII announced

The team goes into camp at Perpignan & then plays HOLLAND (NNRLB) on 2nd April at Rotterdam in their inaugural test

Squad LIST    About NNRLB


Rugby league takes off
in Georgia

21/01_2005  The Georgian rugby league team, brought together only three months ago, is aiming to qualify for the next World Cup in 2008, and Samoan coach Richard Ale says that, although the team is yet to play a match, "they will succeed". More  Source: GM


  RLEF are impressed
by Georgian plans

3/10_2004 [England's] Rugby Football League (RFL) Executive Chairman Richard Lewis ... said [about Georgians]: "They have made great progress and we're impressed by their plans for the future.  More  Source: SL

*** Le Président exécutif de la Rugby League [anglaise], Richard Lewis a declaré sur la Géorgie:

«ils ont fait de grands progrès mais nous leur avons demandé d’améliorer leur plan à l'avenir.  Suite  Lien: UTC13


26 მობურთალი
ოთხი კლუბიდან

27/01  პირველი სისხლსავსე ვარჯიშიდან ერთი თვის თავზე ქართული სპორტული ოჯახის უახლესმა წევრმა, ლიგის (გინდაც ლიგურმა, 13-კაცა) რაგბმა შეადგინა ეროვნული ნაკრები, რომელიც იმავდროულად პირველი ქართული ლიგური გუნდია. "პირველები" ერთი თვის შემდეგ კატალანს (სამხრეთი საფრანგეთი) გაემგზავრებიან და იქ ნაწრთობნი ჰოლანდიაში გამართავენ ნათლობის ტესტს.   სრულად  08

"პირველების"
წარდგენის დროა

21/01_2005  ქართული სპორტული ოჯახის უახლესი წევრის, ლიგური (13-კაცა) რაგბის ეროვნული ნაკრების სია დამდეგი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. შუა თებერვალში საქართველოს ლიგური რაგბის ეროვნული ფედერაციის (სლრეფ) დელეგაცია ლონდონში დაესწრება ევროპული ფედერაციის (რლეფ) სხდომას, თვის ბოლოს კი ნაკრები საწვრთნელადა და სათამაშოდ საფრანგეთში გაემგზავრება. სრულად  07


ლიგისრაგბული პაემანი
"ძველ მეტეხში"

7/12_2004  დაფუძნებიდან ნახევარი წლის შემდეგ სამზეოზე გამოვიდა  "ქართული რაგბილიგა". ესაა სპორტული ფედერაცია, რომელიც  საქართველოში 13-კაცა, ლიგურ (გინდ ლიგის) რაგბს ნერგავს, ავრცელებს, ავითარებს და განკარგავს.  სრულად  06

ლიგის მადლი ვერ მოწვდათ

2/12  13-კაცა ლიგის უპირობო გრანდის, ავსტრალიის "კენგურუზის" გამარჯვებით დასრულდა "ჟილეტის სამი ერი". ბრიტანეთში მასპინძელთა მომსრველმა ოზებმა ნაშეჯიბრევს ამერიკაშიც შეიარეს და იქაურ "ტომაჰოქებს" რის ვაი-ნაჩრობით მოუგეს. ამასობაში სამშობლოში დაბრუნდა "ქართული რაგბილიგის" მოთავე პაატა ცინცაძე და სამშაბათს მავან პრესტიჟულ ადგილას პრეს-კონფერენციას გამართავს.   სრულად  05

ჰოლანდია, ტრენინგი და ცოცხლად "ჟილეტიც"

23/11  საქართველოში ლიგის დანერგვა-განვითარებისთვის კიდევ რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. 13-კაცა ბურთაობის მესვეური პაატა ცინცაძე კვირას ტულუზში შეხვდა მსოფლიო რაგბილიგის მამებს და ვიდრე პარასკევს სამშობლოში დაბრუნდებოდეს, მათთან კიდევ ექნება საქმიანი კონტაქტები. ამასობაში ზე-ელიტარულ "ჟილეტის სამ ერზე" გამოვლინდნენ ფინალისტები და საქმესაც ისეთი პირი გამოუჩნდა, რომ ამ გამორჩეული მატჩის ცოცხლად (ლაივში) ყურება ქართულ ტელე- აუდიტორიას მავან აქაურ პრესტიჟულ არხზე შეეძლება.   სრულად  04

ოთხი კლუბი
ლიგაზე ყაბულსაა

9/11  ლიგა საქართველოში მეთოდურად ინერგება. 13-კაცა ბურთაობის მესვეურები რაგბის სეზონის დასრულებას ელიან, რათა პრეზენტაცია გამართონ და თავიანთი შეჯიბრებაც გააჩაღონ. ამასობაში შარშან ჩამოყალიბებულმა ევროპულმა ფედერაციამ (რლეფ) მეორე "ერთა თასი" მოაყომარა, 1948 წლიდან მოქმედი საერთაშორისო ფედერაცია (რლიფ) კი ფანობას ზე-ელიტარული "ჟილეტის სამი ერით" უტკბობს მზერას.  სრულად  03

"ჟილეტი" და
"ერთა თასიც"

26/10  ლიგა (იგივე რაგბილიგა, ანუ 13-კაცა ბურთაობა) გავრცელების არეალს იფართოებს. შარშანღა ჩამოყალიბებული ევროპული ფედერაცია (რლეფ) მეორედ მართავს "ერთა თასს", საერთაშორისო ფედერაცია (რლიფ) კი, ვიდრე 2008 წელს ავსტრალიაში XIII მსოფლიო თასს მოაწყობდეს, ყოველ შემოდგომაზე ზე-ელიტარული "ჟილეტის სამი ერით" აპირებს ფანობის დაპურებას.  სრულად  02
 

ლიგა საქართველოშიც შემოდის

23/09_2004   ქართულ სპორტულ ოჯახში მატებაა. ჩვენში ინერგება რაგბილიგა, რომელიც აქამდე ქართულ სპორტულ პრესაში უბრალოდ "ლიგად" იყო ცნობილი და 13-კაცა, მუშურ, დისიდენტურ, ალტერნატიულ, მარტოკაცთა ბურთაობად, რაგბის ძე ცდომილად მოიხსენიებოდა ხოლმე.  სრულად  01