ჩემპიონთა თასი 1961/62

24 მონაწილე (* უქმობდა პირველ რაუნდში; ^ მფლობელი)

მეთექვსმეტედფინალი (9 წყვილი)

კასაბლანკა (მაროკო) - რეალ მადრიდი (ესპანეთი) 46:84 38:82
სელტიკ დუბლინი (ირლანდია) - ანტვერპენი (ბელგია) 62:82 60:144
ამსტერდამი (ჰოლანდია) - ალზას ბანიოლე (საფრანგეთი) 40:52 47:61
ეტელბრიუკი (ლუქსემბურგი) - ჰაიდელბერგი (დას.გერმანია) 51:66 59:83
ვენა (ავსტრია) - ოლიმპია ლიუბლიანა (იუგოსლავია) 77:99 64:86
კოპენჰაგენი (დანია) - ჰელსინკი (ფინეთი) 57:70 33:86
ჰაპოელ თელ ავივი (ისრაელი) - პანათინაიკოსი (საბერძნეთი) 82:58 84:72
ბერლინი (აღმ.გერმანია) - ჰოდვედ ბუდაპეშტი (უნგრეთი) 58:84 61:113
ბენფიკა ლისაბონი (პორტუგალია) - ვარეზე (იტალია) 49:73 48:101

მერვედფინალი (7 წყვილი)

ჰელსინკი (ფინეთი) - ლეგია ვარშავა* (პოლონეთი) 65:86 80:93
ვარეზე (იტალია) - რეალ მადრიდი (ესპანეთი) 82:80 62:83
ჰაიდელბერგი (დას.გერმანია) - ლიუბლიანა (იუგოსლავია) 81:95 58:97
თელ ავივი (ისრაელი) - დარიუშაფაქა სტამბოლი* (თურქეთი) 69:65 70:75
ბუდაპეშტი (უნგრეთი) - ისკრა სვიტი* (ჩეხოსლოვაკია) 90:74 58:75
(არმია) ბუქარესტი* (რუმინეთი) -
დინამო თბილისი* (სსრკ) 76:77 77:82
ანტვერპენი (ბელგია) - ალზასი (საფრანგეთი) 87:61 50:66

მეოთხედფინალი

ცეესკა მოსკოვი^ (სსრკ) - ისკრა სვიტი (ჩეხოსლოვაკია) 85:53 55:57
დარიუშაფაქა სტამბოლი (თურქეთი) -
დინამო თბილისი (სსრკ) 67:80 49:84
ანტვერპენი (ბელგია) - ოლიმპია ლიუბლიანა (იუგოსლავია) 87:83 56:90
ლეგია ვარშავა (პოლონეთი) - რეალ მადრიდი (ესპანეთი) 73:62 71:100

ნახევარფინალი

ცეესკა მოსკოვი (სსრკ) - დინამო თბილისი (სსრკ) 71:75 66:77
ლიუბლიანა (იუგოსლავია) - რეალ მადრიდი (ესპანეთი) 105:91 53:69

ფინალი

დინამო თბილისი (სსრკ) - რეალ მადრიდი (ესპანეთი) 90:83

სტატისტიკოსის შენიშვნები

პირველ რაუნდში მოუქმე გუნდები წილისყრით ირჩეოდა, წინა წლის გამარჯვებული კი ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ებმებოდა

ცეესკა თასზე მოხვდა როგორც მფლობელი: 1961 წლის ფინალში ძლია (61:66 87:62) წინა სამი გათამაშების გამარჯვებული, ასკ რიგა (ლატვია, სსრკ)

დინამო თასზე მოხვდა როგორც მფლობელი ქვეყნის მეორე გუნდი - 1961 წლის პირველობაზე ასკ რიგას ორი ურთიერთ-შეხვედრის ჯამში (68:80 69:54) 3 ქულით აჯობა, თორემ კონკურენტებს ბალანსი ერთნაირი (10-4) ჰქონდათ

რეალ მადრიდი უძლეველი სულაც არ ჩანდა, რაკი წინა სამ რაუნდში სტუმრად დამარცხებულიყო და შინ მეტი სხვაობით მოგებითღა გაეგრძელებინა შეჯიბრება

დინამოს ფინალში მანამდეც, 1960 წელს ეთამაშა და ასკ რიგასთან წაეგო (51:61 62:69), შემდეგ გათამაშებაში კი, 1963 წელს, მფლობელის რანგში, ნახევარფინალში დამარცხდა ცეესკასთან (59:76 78:79), ვინც ფინალში რეალი ძლია (69:86 91:74 99:80)

მას აქეთ ცეესკამ, ევრო-ასპარეზზე ქაოსის დასადგურებამდე, ორჯერღა (1969 1971) აიღო თასი, რეალმა კი რვაჯერ (1964 1965 1967 1968 1974 1978 1980 1995)

გარუნ აკოფოვის წიგნის თანახმად, საბჭოთა ხანაში (1939-1990; პირველობა თასი ზამთარი ევროპა) დინამო - ცეესკას (ვევეესიანად) ჯამური ბალანსია 120: 31-89

1960 წლამდე არმიელებს 14-8 ვჯობდით, მაგრამ შემდეგ ჯერ ზედიზედ 4-ჯერ დავმარცხდით თითო-ოროლა ქულით, მერე სამჯერ ბარაქიანად, მაგრამ ევროპაზე წყვილი თამაში რომ მოვუგეთ, როგორც მერე გამოჩნდა, ბოლოჯერ დავწინაურდით 16-15

ცეესკა შემდეგ ჯერზე 1967 წელსღა, მეცხრე შეყრაზე ვძლიეთ; 1977 წელს ბალანსი 25-49 გაგვიხდა, ბოლო 13 სეზონში კი 46 შეხვედრიდან მხოლოდ ექვსი მოვიგეთ

#