ათწლეულის ბოლოს

   @   ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში იმაზე გავჩერდით, რომ საქართველოს ახალმა ჩემპიონმა, ლოკომოტივმა აწკი ნაღდად "პირველ" საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიჭირა, ხოლო რესპუბლიკურ ასპარეზზე მისგან ძლეული დინამო უქმად დარჩა.

თბილისს ორი, საკავშირო ტურნირებში სარაგბოდ მომართული გუნდი რომ გაუჩნდა, შინაურ ასპარეზს თანდათან მოაკლდა ხიბლი. 1968 წლის ოქტომბერში გრანდებს ისანზე (დღევანდელი შევარდენი) გამართულ ქალაქის პირველობაზე აღარც უთამაშიათ, ჩემპიონი სპი კი ნოემბერში ჩრდილოეთ კავკასიაში ჩავიდა და საშა ლობჟანიძის ნალჩიკს მოუგო ამხანაგური, რომელიც რეგიონის ტელევიზიით გადაიცა.

დეკემბერში, თოვლში რაგბობით აღინიშნა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 50 წელი, მანამდე კი მეორედ (და ბოლოჯერ) გვეწვივნენ გივი მრელაშვილის მარიფათით გაცნობილი პოლონელები. ჩვენებმა ამჯერად ერთურთი აღარ გარიყეს: დასანგრევად გადადებულ "დინამოზე" (გაიხსნა 1976 წლის სექტემბერშიღა, ხოლო რაგბისთვის 1995 წლის ოქტომბერში) სტუმრებს თითო უსიტყვო მარცხი აგემეს.

ლოკომოტიველმა სერგო ხაჭაპურიძემ ცენტრიდან გლიჯა არეკნი, ზურაბ ხარშილაძემ კი ამამპულავა უცხოელები. ეს, ეტყობა, იწყინა ვარშაველთა გურუმ, ი.სოკოლოვსკიმ და "ლელოს" წაეტრაბახა, ევროპასთან კონტაქტის წყალობით მათებურად ვთამაშობთ: მთელი ფრონტით, ორივე ფრთაზე ვუტევთ და ძლივს გვიმკლავდებით, მაგრამ თქვენთან ბედი რაღაც არ გვწყალობს; ისე, ეგ ორი გუნდი რომ გააერთიანოთ, ეგებ საბჭოეთის ჩემპიონობასაც შეწვდეთო.

<<<    1968

ბალყარეთში სტუმრობა

(17)/11  სპი 14:9 ნალჩიკი

სპი (15-9) ვახო ლიჩელი, კუკური ბახტაძე, ენვერ ფირცხალაიშვილი, დათო უკლება, კოტე მჭედლიშვილი (დათო მამისაშვილი); დიმიტრი მირზიაშვილი, გოგი ნიკოლაძე / (1-8) გოგი ჭიჭინაძე, დათო თაქთაქიშვილი, მიშა თუშიშვილი; თამაზ ძამაშვილი, გელა ტატიშვილი; ბეგი გვალია, ლევან გვენეტაძე, სოსო ბერძენიშვილი * გენო ღადუა

პოლონეთთან მოყვრობა

პოლონეთი - დინამო 8:6, სკრა - დინამო 0:8

12/12    დინამო  16:3  ვარშავა
15/12    ლოკომოტივი  16:6  ვარშავა

უნივერსიტეტის იუბილე

?-22/12 ვაკის სტუდქალაქი

1#თსუ (5 ქულა) - ქუთაისი 3:3, თსუ$2 23:12, განთიადი 24:0 / 2#ქუთაისი (4) - თსუ$2 3:3, განთიადი 22:0 / 3#თსუ$2 (3) - 4#განთიადი (0) 3:0

თსუ: რეზო აიწურაძე, ტატო ბერიძე, კახა ბილაშვილი, ირაკლი გელოვანი, თემურ დუნდუა, დათო თაქთაქიშვილი, ირაკლი კალანდარიშვილი, არჩილ კიკალიშვილი, სერგო კიკნაძე, დათო კილასონია, რეზო კორძაძე, ლეჟავა, ვახტანგ ლიჩელი, ცეზარ ქადაგიშვილი, ჯოტო შენგელია, გოგი ცენტერაძე, დიტო ცინცაძე, ირაკლი ჯალალიშვილი კაპ (მწ) სანდრო მელითაური

უტრიბუნებო სათადარიგოზე

ლოკომოტივი და დინამო, რაღა თქმა უნდა, არ გაერთიანებულან, მაგრამ მრელაშვილის წასვლის შემდეგ რომ გაჩნდა ხელისუფლების ვაკუუმი, პირველი თაობის ლიდერები, ზაურ მგელაძე (მწურთნელად) და სერგო ხაჭარურიძე ლოკომოტივიდან დინამოში დაბრუნდნენ და თან ვალენტ რაფავაც იახლეს, ხოლო რკინიგზელივე დათო დავითაია ჯარში გაიწვია ვევეამ, ვინაც თითქმის სრულად შეიერთა ჩემპიონი ემვეტეუ.

დინამოს სტადიონი რომ დაიხურა, დიდი ფეხბურთი (მესხი მეტრეველი ხურცილავა ნოდია) ვაკეში გადაბარგდა. ამის გამო საკავშირო ჩემპიონატის პული (საბჭოურად "ქვეჯგუფი") ლოკომოტივის უტრიბუნებო (!) სათადარიგოზეღა, უაფიშოდ ჩატარდა. მონაწილეობდა ოთხი გუნდი. წინა პირველობის პრიზიორთა, ჩვენი ლოკომოტოვისა და მოსკოვის დინამოს თამაში იმხანადაც არნახულად, ფეხბურთივით 0:0 დასრულდა.

მერე ოთხჯერ დავალელოვეთ ერევანი (თენ.რუხაძე, ჯაფარიძე 2, ხარშილაძე), მაგრამ გაგვიჭირდა ლენინგრადის მეორე, უნივერსიტეტის გუნდთან. პირველ ტაიმში ორჯერ ვაგებდით; ჩვენგან ლელოები დადეს გია ჯაფარიძემ და ახალბედა ირაკლი ნაცვლიშვილმა, რუხაძემ კი სამიდან ორი ჯარიმა შორიდან შეაგდო. ჰოდა, ბოლოს სამითღა მოვიგეთ და ფინალურ რვეულში შევედით.

სასტიკი რეგლამენტი

1969 წლის ჩემპიონატის ფორმულა ახლებური იყო. 16 მონაწილე ოთხ, 4-გუნდა პულად დაიყო. დინამომ, ვისაც წინა ორ სეზონში საკავშირო ასპარეზზე ერთი, კინკილა ცეესი ეთამაშა და ამჯერად უკვე კარლო სარქისოვი პატრონობდა, ლატვიის დაბა ბაუსკაში სტარტზე ძლია მასპინძელი ვეფი, მაგრამ გადამწყვეტ რკენაში, კიევთან, მსაჯმა არეკნი არ ჩაუთვალა და წააგო მეტოქესთან, ვინც იმ წლის ცეესზე 20:0 მოესრა.

საბჭოთა რაგბში პირველი 8-გუნდა ფინალი სექტემბერ-ოქტომბრის შესაყარზე მოეწყო ხერსონის ოლქის (უკრაინა) მიყრუებულ ქალაქ (ნოვაია) კახოვკაში, რის გამოც საკავშირო მედიას ორი რაუნდის შემდეგ მიავიწყდა და ბოლოს წინ გაახსენდა. რეგლამენტიც სასტიკი იყო: თითო გუნდმა 11 დღეში, დღე-გამოშვებით ითამაშა ექვსი (!) მატჩი, რის გამოც მოსკოვურ დარბებში ფრე (!) ნორმად იქცა.

ლოკომოტივმა კახოვკაში ვერ ივარგა და მეექვსე ადგილზე დარჩა. ტკივილ-გამაყუჩებლით თამაშობდა ფეხებ-მტკივანი ჯაფარიძე; თენგიზ რუხაძემ მოსკოვის სპარტაკთან ბოლო წუთზე ცენტრის გაღმიდან შეაგდო ჯარიმა და ერთი ქულით მოვიგეთ; მანვე ვევეასთან, თამაშის ბოლოს, მეტოქის გადაკიდებული აიღო, სლალომით მთელი გუნდი გააბითურა და ბურთი კარს უკან დაუდო, მაგრამ გარდასახვა ავაცილეთ და ფრე ხელიდან გავუშვით.

11-კაცა ნაკრები

ამან საბოლოოდ წაგვახდინა. ვილნიუსთან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ჰავბეკი ბურთს ვერ ელეოდა, რის გამოც მაჩანჩალა ლიტველებმა ფინალში მარტო ჩვენ მოგვიგეს. სულ, ცხრილში ჩასათვლელი შვიდი მატჩიდან სამი ნულზე დავასრულეთ და ყველაზე ცოტა ქულაც გავიტანეთ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ეგ ცხრილი არ ქვეყნდებოდა და ახლა, ოთხი ათეული წლის შემდეგ, რებუსად ქცეულა.

სახელდობრ, სამი გაუშუქებელი რაუნდის თითო მოსკოვური ფრისა ორ-ორი ვერსია არსებობს. ჩვენ ვირწმუნეთ ის, რომელიც საბჭოთა რაგბის პირველმა სტატისტიკოსმა, იური დაინეკომ შეჯიბრების დასრულების შემდეგ, საბეჭდი მანქანით გამოცემულ ბიულეტენში აღნუსხა და აქამდე მიტო ქურდობაძემ შემოგვინახა. ერთი კია, სისრულისთვის მაინც მოგვაქვს ის ანგარიშებიც, 1976 წლის ცნობარში მოტანილი ცხრილიდან ცალსახად რომ გამოითვლება.

საკდესს რაგბი მაშინღა გაახსენდა, ვევეა ვადამდე რომ გახდა ჩემპიონი. სააგენტოს კორესპონდენტი ვ.პიმენოვი წერს, დროა საერთაშორისო ფედერაციაში (ფირა) შევიდეთო. ამ საშვილიშვილო საქმეს, რაგბის არა-ოლიმპიურობის გამო, თავი 1975 წელსღა დაედგა, ჟურნალისტს კი რაგბი ფეხბურთის "უმცროს ძმად" რომ მიაჩნდა, ზუსტად 11 კაცი შეიყვანა "საიუზის" სამაგალითო ნაკრებში:

გრაჩოვი ანტონოვი გრიგარიანცი ვესელოვი (ვევეა), გავრილოვი ივაშოვი სლეპჩენკო (ფილი), კაპლინი პაშჩინსკი (მაი), პანამარიოვი (დინამო), რუხაძე (ლოკომოტივი)

<<<     1969

დინამოს ცეესი

ივლისის ბოლო. ლვოვი (უკრაინა)

1#თბილისი - 2#მოსკოვი ?:?, 3#ერევანი 11:3, 4#კიევი 20:0, 5#ლვოვი 35:0

სპარტაკის ცეესი

სექტემბრის დასაწყისი. ნალჩიკი

4#თბილისი - 1#კიევი 3:20, 2#ნალჩიკი 10:12, 3#მოსკოვი 5:6, 5#ლენინგრადი 18:10, 6#ერევანი 39:3

სპარტაკი: თამაზ ანდღულაძე, ირაკლი გელოვანი, საშა დადეშქელიანი, დათო თაქთაქიშვილი, არჩილ კიკალიშვილი, სალუქვაძე, დათო სიკინჭილაშვილი, არჩილ ხერხეულიძე ...

საქართველოს III პირველობა

სექტემბრის შუაწელი. ბათუმი

1#ქუთაისი - 2#თსუ 6:6, 3#სპი 3:3, 4#სპარტაკი 3:0, 5#განთიადი 12:8, 6#ბათუმი 86:8

>>>     II საკავშირო ჩემპიონატი

თბილისის პული

ლოკომოტივის სათადარიგო

13/08   ლოკომოტ   0:0   მოსკოვი
  ელგეუ   14:9   ერევანი

15/08  

ლოკომოტ  

17:6  

ერევანი

  მოსკოვი   9:3   ელგეუ

17/08  

ლოკომოტ  

15:12  

ელგეუ

  მოსკოვი   31:3   ერევანი

1#დინამო მოსკოვი (5 ქულა), 2#ლოკომოტივი თბილისი (5) / 3#ელგეუ ლენინგრადი (2), 4#დინამო ერევანი (0)

ბაუსკის (ლატვია) პული

1#მაი მოსკოვი (6) - კიევი 9:6, თბილისი 6:0, რიგა 15:9 / 2#დინამო კიევი (4) - თბილისი 10:5, რიგა 5:0 / 3#დინამო თბილისი (2) - 4#ვეფ რიგა (0) 9:6

კედაინიაის (ლიტვა) პული

1#სპარტაკი მოსკოვი (6) - ვილნიუსი 20:6, ელემი 3:0, ნალჩიკი 20:6 / 2#გელეჟინის ვილკასი ვილნიუსი (4) - ელემი 6:3, ნალჩიკი 8:3 / 3#ელემი ლენინგრადი (2) - 4# სპარტაკი ნალჩიკი (0) 14:3

ტულის (რუსეთი) პული

1#ვევეა მონინო (6) - ფილი 12:3, კიევი 17:5, ბაქო 66:3 / 2#ფილი მოსკოვი (3) - კიევი 9:9, ბაქო 75:0 / 3#სპარტაკი კიევი (3) - 4#სპარტაკი ბაქო (0) 75:0

ფინალში შეყოლილი შედეგები

  სპარტაკი   20:6   ვილნიუსი
  ვევეა   12:3   ფილი
  მაი   9:6   კიევი
  ლოკომოტ   0:0   მოსკოვი

კახოვკის (უკრაინა) ფინალი

27/09   ლოკომოტ  3:6     მაი
  ვევეა   14:3 ვილნიუსი
  ფილი   6:6   მოსკოვი
  სპარტაკი   3:3   კიევი

29/09  

ლოკომოტ  

12:11  

სპარტაკი

  ვევეა   18:9   კიევი
  ფილი   11:6   ვილნიუსი
  მაი   0:0   მოსკოვი

01/10  

ლოკომოტ  

6:8  

ვევეა

  სპარტაკი   6:0   მოსკოვი
(3:3)   ფილი   6:6   მაი
  კიევი   27:3   ვილნიუსი

03/10  

ლოკომოტ  

0:3  

ვილნიუსი

  ვევეა   19:0   მოსკოვი
(3:3)   მაი   0:0   სპარტაკი
  ფილი   11:0   კიევი

05/10  

ლოკომოტ  

6:0  

კიევი

  ვევეა   9:0   მაი
(6:6)   ფილი   12:12   სპარტაკი
  მოსკოვი   26:5   ვილნიუსი

07/10  

ლოკომოტ  

0:8  

ფილი

  მაი   11:3   ვილნიუსი
  მოსკოვი   9:3   კიევი
  ვევეა   0:0   სპარტაკი

1969  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   13   6-0*1   80:21
ფილი (მოსკოვი)   9   3-1*3   57:42
მაი (მოსკოვი)   9   3-1*3   32:27

სპარტაკი (მოსკ)  

8  

2-1*4  

52:33

დინამო (მოსკ)   7   2-2*3   41:39
ლოკომოტივი (თბ) 5   2-4*1   27:36
დინამო (კიევი)   3   1-5*1   48:59
გელეჟ.ვილკ (ვილ) 2   1-6   29:109

ლოკომოტივი: 15-11 თენგიზ რუხაძე, ვალტერ კაპანაძე, გია ჯაფარიძე, გელა მიქაბერიძე, მურად გეგეშიძე, ნუკრი ფურცელაძე, თამაზ ლომიძე, რომეო ღვინიაშვილი, გია ინაური, ვალერი იმნაიშვილი; 10 მიკა კვინიხიძე; 9 ზურაბ ხარშილაძე / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი, გურამ მოდებაძე; 2-3 ვახტანგ ფეტვიაშვილი, თამაზ გოგორიშვილი, ნოშრევან კირტავა, მიშა თუშიშვილი; 4-5 გივი ღოღობერიძე, გივი ფაჯიშვილი; 6-8 ვალერი კორნევი, თემურ რუხაძე, ნოდარ ყიფიანი, ირაკლი ნაცვლიშვილი (მწ) ყიფიანი

ექვსი კერა

და რა ხდებოდა 1969 წელს შინაურ რაგბში? ბევრი აღარაფერი. "რეგბისტებს" არ უშვებდნენ ლოკომოტივის სტადიონის საშხაპეში; ისევ პასიურობდა ფედერაცია; რესპუბლიკის პირველობა ლოკომოტივის საკახოვკო სამზადისს რომ დაემთხვა, ანგისაში აღარც დინამომ ითამაშა. სამაგიეროდ, ქუთაისი გახდა ჩემპიონი, უნივერსიტეტის გამოცდილმა ბირთვმა კი, გელა მიქაბერიძის თაოსნობით, ჯერ კიდევ 1962 წელს არსებული სპარტაკი აღადგინა.

ამით ქართული რაგბის უწყვეტი არსებობის პირველი ათწლეული დასრულდა. დაფუძნდა ექვსი კერა (ლოკომოტივი დინამო სპი თსუ სპარტაკი ქუთაისი). ამათ შემდეგი ათწლეულიც იარსებეს, ანუ ჩვენში რაგბს სისტემატურად თამაშობდა მინიმუმ 150 ჯეელი. ყველანი მოყვარულები იყვნენ, რის გამოც ეგზომ უხაროდათ საბურთაოდ რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გამგზავრება და უცხო ჯილაგის ხალხთან ურთიერთობა.

რვა წელში 28 ამგვარი "პაესტკა" დავთვალეთ. შედეგიც რიგიანი გვქონდა: ექვსი დიდი შეჯიბრიდან (1963 65 66 67 68 69) ოთხში საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ერთი სიტყვით, სხვა "მოძმე რესპუბლიკებზე" წინ, ოღონდაც მოსკოვის კვალად, უდაოდ მეორენი ვიყავით სპორტის ამ "ახალ, საინტერესო და ვაჟკაცურ" სახეობაში.

<<<     პირველი ათწლეული

პრიზიორები

1963 III განთიადი, 1966 II დინამო, 1967 II ლოკომოტივი, 1968 III ლოკომოტივი

4-გზის: ზაურ მგელაძე, სერგო ხაჭაპურიძე (63 66 67 68)

3-გზის: ირაკლი კიზირია, ამირან ლობჟანიძე (63 66 67); მიკა კვინიხიძე (63 66 68); მიშა ბენიაშვილი, გელა მიქაბერიძე, ნოდარ ყიფიანი (63 67 68)

სად ყოფილან თბილისელები სარაგბოდ

საქართველო (6 გასვლა) რუსთავი 62, ჩოხატაური 64, ქუთაისი სამტრედია 66, გურჯაანი 67, ბათუმი 69

რუსეთი (6) მოსკოვი 62 65 68, ადლერი 63, ლენინგრადი 63, ვორონეჟი 68

ლატვია (4) რიგა/ლიეპაია 62 63 65, ბაუსკა 69

ბელარუსი (2) მინსკი 62 66

ლიტვა (3) პანევეჟისი 63, ვილნიუსი შიაულიაი 65

კავკასია (4) ერევანი 63, ბაქო 68, ნალჩიკი 68 69

უკრაინა (9) ოდესა 64, ხერსონი/კახოვკა 65 69, სევეროდონეცკი 66, კიევი 67 67, ხარკოვი 67 68, ლვოვი 69

^ სულ რუსპუბლიკის გარეთ: 28 ვიზიტი 8 წელში (1962-69)

მთლად საზღვარგარეთ (2) ვარშავა (პოლონეთი) 67 68

<<< >>>