მარაო და კიდევ მარაო

   @  ჩვენი რაგბის ისტორიის სერიალურ თხრობაში შევჩერდით იმაზე, რომ ლოკომოტიველთა დუჟინმა სპორტის ოსტატობა მოიპოვა და დინამოც უმაღლეს ლიგაში ამოვიდა.

შემდეგი, 1971 წელი, სსრკ ხალხთა V სპარტაკიადისა იყო. მიუხედავად იმისა, რომ არა-ოლიმპიური რაგბი ამ კომპლექსური ღონისძიების პროგრამაში არ შედიოდა, ჯერაც ყოჩაღი ბრეჟნევის ხანაში სახაზინო ფული რომ არ ჭირდა, ქართველ "რეგბისტებს" მარტიდან სექტემბრამდე შეჯიბრი არ გაცდენიათ:

ჯერ შინ ირაგბეს გაზაფხულის თასზე და ქალაქისა და რესპუბლიკის პირველობებზე; ზაფხულში ოთხი ცენტრალური საბჭოს (დინამო ბურევესტნიკი ლოკომოტივი სპარტაკი) ჩემპიონატზე იასპარეზეს, "რესპუბლიკის საუკეთესო გუნდებმა", ლოკომოტივმა და დინამომ კი, წინა წლის ფორმულით, ორ ტურად, IV საკავშირო პირველობაზე გამართეს შვიდ-შვიდი მატჩი.

"ლელოში" რაგბზე წერდნენ დავით თაქთაქიშვილი, რევაზ აიწურაძე და თემურ ჯაფარიძე. გაზაფხულზე ეშხიან ფოტოებს აქვეყნებდა ი.გურგენიძე. სხვაფრივ, მაგ წელს, იმხანად ოფიციოზისგან ძალიან დაფასებული სახეობები, კალათბურთი და ხელბურთიც უჩვეულოდ მშრალად რომ შუქდებოდა, ოდენ ორი, ლოკომოტივი - დინამოს თამაშის ოქმიღაა გამოქვეყნებული, შინაურ შეჯიბრებებს კი შედეგთა ბარემ მესამედი აკლია.

მზარდი სპარტაკი

ლოკომოტივის მწურთნელად სამეცნიერო სამსახურით დატვირთული ნოდარ ყიფიანის ნაცვლად მოსკოვური ასპირანტურიდან დაბრუნდა არქიტექტორი გოგი ტონია. თამაშს 29 წლისამ რომ თავი მიანება მიკა კვინიხიძემ, დინამოში ლოკომოტივიდან 10 ნომრად მიბრუნდა 30 წლის ირაკლი კიზირია, რკინიგზელთა 32 წლის ჰუქერი, მიშა ბენიაშვილი კი მზარდ სპარტაკში აღმოჩნდა.

ამ გუნდმა თავისი სპორტ-საზოგადოების მიერ დაწესებული "გაზაფხულის თასი" მესამე ცდით ჩამოართვა პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (სპი) და დინამოს ორგზის გაუძალიანდა - ორჯერვე სულ რაღაც 3:9 წააგო. ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის უბანმაც აიყვანა ქუთაისის გუნდი, რაც ამ, მეორე "ლოკომოტივის" შედეგს უმალ დაეტყო - "რიონის პირელებმა" საქართველოს პირველობაზე და ცეესზეც, პირველ გასვლით შეჯიბრზე, მესამე ადგილი დაიჭირეს.

ძელიდან ამსხლტარი

დინამომ წინა წლის ტენდენცია გააგრძელა და ლოკომოტივი ძლია ჯერ საქალაქოზე, მერე კი რესპუბლიკურზეც. რეცენზიაში წერია, რომ პირველ მატჩში გადამწყვეტი ლელო დამრტყმელზე წინ მდგარმა მდევარმა გაიტანა, მეორეში კი, ისანზე (ახლანდელი შევარდენი) გოლი არ გასულა, ხოლო ლელოები დადეს საავიაციო ქარხნის საბურთალოელმა ინჟინერმა სერგო მირონოვმა (ორი) ვიტალი ზამიჩკინმა, ვახტანგ ფეტვიაშვილმა და ზურაბ ქელბაქიანმა, ვინც კიზირიას არეკნის შემდეგ კარის ძელიდან ამსხლტარი ბურთი დაიჭირა.

ბურევესტნიკის ცეესზე საზოგადოების ნაკრებში მოხვდა ვალერი იმნაიშვილი, სპარტაკისაზე კი მერაბ ნიჟარაძე. იქვე, "აეროფლოტის" ძლევაში, თავი ისახელეს ჯოტო შენგელიამ, თამაზ ანდღულაძემ და დებიუტანტმა მალხაზ კოროშინაძემ, ნიჟარაძემ კი ერევანს 15 ქულა მიართვა. დინამოთა პირველობაზე ორგზის (1968 1969) ჩემპიონებს კიევმა ზედიზედ მეორედ გაგვისწრო გატანილ-გაშვებულის სხვაობით, ლოკომოტივისაზე კი ურჯუკმა ხარკოვმა ისე დაგვიმტვრია ჯეელი 10 ნომერი ზურაბ ლოსაბერიძე, რომ კარიერა დაასრულებინა.

მეტეორივით გაიქროლა

საკავშირო პირველობის საწყის, სამ-მატჩა გასვლით ტურზე თამაში მოიგო მხოლოდ "დებიუტანტმა დინამომ" - კიზირიას 12 ქულით დაამარცხა წინა წლის ვერცხლის პრიზიორი, მაი. მერე, მასპინძელ ლენინგრადთან, ნუკრი აბაშიძემ ბოლომდე სამი წუთით ადრე, შორიდან გატანილი ჯარიმით გააფრევა თამაში, მოსკოვის სპარტაკთან ნულზე წაგების გამო კი "სავეცკი სპორტი" წერდა, გუნდმა აქამდელი შთაბეჭდილება წაგვიხდინა, რაღაი მსაჯებს "ობსტრუქცია მოუწყოო".

ლოკომოტივი სტარტზე, მონინოში, გადაეყარა ოდესელ რეფს, ლეონიდ შელესტოვიჩს, ვინც ვევეასთან ორი კაცი (თემ.რუხაძე გოგორიშვილი) თამაშის ბოლომდე გაგვიგდო, ერთადერთი ლელო კი საათის თავზეღა გავუშვით. ფილის მოთამაშე მწურთნელმა ბორის გავრილოვმა უხეიროდ მოგერიებული ბურთი არეკნით კიდიდან შეგვიგდო, მაგრამ მერე "სავეცკი სპორტშივე" წერს მავანი შახიჯანოვი, გურამ მოდებაძემ (ბურძგლა) კიდეზე მეტეორივით გაიქროლაო.

ხვადაგი მორკინალები

ტურის ბოლო რაუნდში უფერული ფეხოსნობა გაჩაღდა ვევეა - ფილის კონტრაში. ჩიბლუხი 0:0 სრულდებოდა, "მფრინავებმა", ფრთა ჟერებკომ და კვაჭმა დმიტრიჩევმა, კონტრშეტევაზე რომ დალელოვეს წინა წლის ჩემპიონი, რომელიც მარაოს (ბურთის ბეკებზე ბოლომდე ჩათამაშება) ნაცვლად "ძალისმიერ წნეხსა" და აბრაგანებს უფრო ეტანებოდა. მაშინვე, თუ ჭორებს დაეჯერება, ლოკომოტივი კიევს ისე ტკბილად დაუზავდა, რომ მეტოქემ ბოლოს გატანილი არეკნიც იუარა.

ჯვარედინი ტური ქუთაისში მოეწყო. სტარტზე ლოკომოტივმა მაჩანჩალა ლენინგრადთან წააგო, დინამო - ფილი კი ფრედ დასრულდა. მერე დინამო 5-ჯერ დაალელოვა ვევეამ და საბოლოოდ წაახდინა, მაის ხვადაგი მორკინალები კი ბევრჯერ შებოჭა ვალტერ კაპანაძემ. ეს თამაშიც ფრედ დასრულდა. ჰოდა, ბოლო ორი რაუნდის წინ, დინამო მეექვსე, ლოკომოტივი მეშვიდე, კიევი კი მერვე ადგილზე იყო.

წყენა გაუხსენეს

ვეტერანები ყვებიან, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლად ქართული რეგბის ელიტამ (ფედერაციის უფროსობა) შინაომის ფრედ დასრულება დასახაო, მაგრამ რაჟამს ეს პატივცემული ხალხი თათბირიდან წასულა, ლოკომოტივს ძველი, 1966 წლიდან ნაგროვი წყენა გაუხსენებია წელში გატეხილი, მაგრამ ჯერაც ერთი ქულით წინ მყოფი დინამოსთვის და უთქვამს, ხვალ "ნაღდი უნდა ვითამაშოთო".

მართლაც ითამაშეს ნაღდი! კიზირიამ დაკრა არეკნი, ლოკომოტივმა ვერ დადო ლელო და გააფუჭა ჯარიმა, ნუკრი აბაშიძემ კი ორი მბოჭავი გააბითურა და დინამო მეორე ტაიმში 8:0 დაწინაურდა. მაშინ ლოკომოტივმა ბრძოლაში ჩააბა თენგიზ რუხაძე, ვინც ოჯახური მიზეზით ტურს მთლიანად ვერ ესწრებოდა, და მოხდა გარდატეხა - ორი ჯარიმითა და ლელოთი "რკინიგზელები" 66-ე წუთზე 9:8 იგებდნენ.

აიწურაძემ მიუსწრო

ბოლო წუთზე იშვიათი დრამა დატრიალდა: დინამოელი ვოვა აკოფოვი ლელოში შეიჭრა, მაგრამ რეზო აიწურაძემ მიუსწრო და არ დაამიწებინა. ამით ლოკომოტივი უმაღლესში დარჩა, დინამოს კი ფინიშზე კონკურენტ კიევთან ფრეც ყოფნიდა მიზნის მისაღწევად, მაგრამ ისე იყო განადგურებული, რომ 3:34 წააგო და გავარდა.

ვევეამ (12 ლელო 7 მატჩში!) პირველობა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, რაღაი ოთხი ქულით ჩამოიტოვა მაიცა და ფილიც. ბოლო რაუნდში, დილით, პირველმა რომ ძლია მეორე, ჩემპიონატების უცვლელმა საუკეთესო მექულემ, ვევეელმა სანია გრიგარიანცმა ყველა ჯარიმა დაახაია ლენინგრადთან, რითაც მოძულებული ფილი, აწ უკვე ექს-ჩემპიონი, მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

გაისად მიმოსვლითო

ლოკომოტივმა ტურნირი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, კომკავშირის 50 წლისთავის დღესასწაულობის ფარგალში დაასრულა. 9 ნომერი ზურაბ ხარშილაძე რომ დაშავდა, შეცვლაზე შესული დათო კილასონია გაუძვრა სპარტაკს, მეორე ტაიმში კი თენგიზ რუხაძის გარღვევა მეგობარმა, მოქანდაკე გია ჯაფარიძემ დააგვირგვინა.

"სავეცკი სპორტმა" სეზონი დასრულებიდან თვე-ნახევრის შემდეგღა შეაჯამა ჩემპიონის მწურთნელის სტატიით, რომელსაც "მარაო და კიდევ მარაო" ერქვა. მაგ ნარკვევში და მანამდე "ლელოშიც" ეწერა, გაისად (1972 წელს) ჩემპიონატი ორ წრედ, მიმოსვლით გაიმართებაო. რეფორმა მართლაც გატარდა და საბჭოთა რეგბში ახალი, "ფარული პროფესიონალიზმის" ხანა დაიწყო.

<<<    1971

>>     გაზაფხულის თასი

მარტის ბოლო. ლოკომოტივის სათადარიგო

1#სპარტაკი - სპი 15:11, ელმავალი 27:0, ერევანი 24:6, თსუ 32:0

2#სპი - ელმავალი 6:6, ერევანი 20:0, თსუ 16:0 ...

>>     თბილისის პირველობა

აპრილი. ლოკომოტივის სათადარიგო

1#დინამო - ლოკომოტივი 11:8 [8-12/04] სპარტაკი 9:3

2#ლოკომოტივი - სპარტაკი 16:8, ელმავალი 22:18, თსუ 33:9, სპი 40:0

3# სპარტაკი - ელმავალი 6:3, თსუ 14:3

4#ელმავალი - სპი 8:5

5#თსუ - 6"სპი 15:11

>>   საქალაქთაშორისო მატჩი

კვი 18/04    სპარტაკი 17:16 ერევანი

>>    საქართველოს პირველობა

შუა ივნისი. ისანი

1#დინამო - ლოკომოტივი 12:3, სპარტაკი 9:3, ელმავალი 62:0, ბურევესტნიკი [შატალო]

2#ლოკომოტივი - ქუთაისი 34:3, სპარტაკი 50:0, ბურევესტნიკი 37:6

3#ქუთაისი - 4#სპარტაკი 9:6, ელმავალი 8:0, ბურევესტნიკი 6:3

5#ელმავალი - 6#ბურევესტნიკი 5:0

უკეთესნი: 15 ვალერი იმნაიშვილი (ბურ) 14 სერგეი მირონოვი (დინ) 13-11 (თუ 9?) ზურაბ ხარშილაძე (ლოკ) 10 ირაკლი კიზირია (დინ) / 1 (ჰუქ) მიშა ბენიაშვილი (სპარ); 2-8 (ფორვარდი) ვახო ფეტვიაშვილი (ლოკ)

მექულე ზურაბ ლოსაბერიძე (ლოკ) ახალბედა იობიძე (ქუთ) ახალგაზრდა დათო მიქაბერიძე (ელმ)

>>    ბურევესტნიკის ცეესი

ივლისი. ალეკსანდროვი (ვლადიმირის ოლქი)

1#მაი, 2#ელგეუ ლენინგრადი, 3#ემვეტეუ, 4#სპი ... ტაშკენტი ! მაი - სპი 51:0

>>    ლოკომოტივის ცეესი

ივლისის დამდეგი. ლაზოვაია (ხარკოვი)

1#თბილისი - 2#ხარკოვი 9:8, 3#ქუთაისი 23:9, 4#კაუნასი 20:0, 5#მოსკოვი 6:3 ! ქუთაისი - ხარკოვი 11:9

>>    დინამოს ცეესი

შუა აგვისტო. კიევი

2#თბილისი [უარესი სხვაობით] - 1#კიევი 11:11, ერევანი 6:0, ბაქო 47:0, მოსკოვი 11:0

კიევი - მოსკოვი 25:8, ერევანი 86:3, ბაქო 37:0

>>    სპარტაკის ცეესი

აგვისტო. მუკაჩვო (იმიერ-კარპატეთი, უკრაინა)

1#კიევი - 2#მოსკოვი 15:12 ...

4#თბილისი - მოსკოვი 6:11, კიევი 6:18, აეროფლოტი 17:8, ლენინგრადი 8:5, ნალჩიკი [წაგება] ერევანი 23:14

>>>     IV საკავშირო ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა

<<    მონინოს (მოსკოვის ოლქი) ტური

14/07   ვევეა   14:3   ლოკომოტ
  ფილი   6:3   კიევი

16/07  

ფილი  

6:6  

ლოკომოტ

  ვევეა   8:3   კიევი

18/07  

ლოკომოტ

6:6  

კიევი

  ვევეა   6:0   ფილი

<<    ლენინგრადის ტური

14/07   დინამო   12:8   მაი
  ლენინგრ   6:16   სპარტაკი

16/07  

ლენინგრ  

9:9  

დინამო

  მაი   5:3   სპარტაკი

18/07  

დინამო  

0:11  

სპარტაკი

  ლენინგრ   3:6   მაი

არდადეგებზე: 6 ვევეა; 4 მაი სპარტაკი; 3 ფილი დინამო; 2 ლოკომოტ; 1 კიევი ლენინგრ

<<    ქუთაისის ტური

დინამო; ცენტრალური (ლოკ - სპარ)

19/09   ლოკომოტ   3:10   ლენინგრ
   ვევეა   8:8   სპარტაკი
   დინამო   6:6   ფილი

20/09  

მაი  

30:6  

კიევი

21/09  

დინამო  

0:20  

ვევეა

   ფილი   11:0   სპარტაკი
   ლენინგრ   16:0   კიევი
   ლოკომოტ   6:6   მაი

23/09  

ფილი  

12:12  

ლენინგრ

   კიევი   14:8   სპარტაკი
   ვევეა   14:6   მაი
   ლოკომოტ   9:8   დინამო

25/09  

მაი  

5:0  

ფილი

   დინამო   3:34   კიევი
   ვევეა   3:9   ლენინგრ
   ლოკომოტ   11:6   სპარტაკი

უმაღლესი (I ჯგ)  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

ვევეა (მონინო)   11   5-1*1   73:29
მაი (მოსკოვი)   9   4-2*1   66:44

ბურევესტნ (ლენ)  

8  

3-2*2  

65:49

ფილი (მოსკოვი)   7   2-2*3   41:38
ლოკომოტივი (თბ) 7   2-2*3   44:56
დინამო (კიევი)   5   2-4*1   66:77
სპარტაკი (მოსკ)   5   2-4*1   52:55
დინამო (თბ)   4   1-4*2   38:97

ქულა: 40 სანია გრიგარიანცი (ვევეა) 36 ელიოხინი (მაი)

<<    ლოკომოტივი: 15 ვალტერ კაპანაძე; 14-11 თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, გელა მიქაბერიძე კაპ, მურად გეგეშიძე, ვალერი კორნევი, თამაზ სალთხუციშვილი; 10 ზურაბ ლოსაბერიძე, ნუკრი ფურცელაძე; 10-9 ზურაბ ხარშილაძე, 9 დათო კილასონია /

1 (ჰუქ) გურამ მოდებაძე; 2-3 ვახტანგ ფეტვიაშვილი, თამაზ გოგორიშვილი, რევაზ აიწურაძე; 4-5 რამაზ სანებლიძე, ზურაბ კემულარია (დათო დავითაია); 6-8 ირაკლი ნაცვლიშვილი, თემურ რუხაძე, თემურ ბენდიაშვილი (მწ) გოგი ტონია

<<    დინამო: 15 სერგო კეშელავა, სერგო ხაჭაპურიძე; 14-11 რომეო ღვინიაშვილი, თამაზ შარაშენიძე, ვიტალი ზამიჩკინ-თოფურია, ნუკრი აბაშიძე, სერგეი მირონოვი; 10 ირაკლი კიზირია; 9 გოჩა აბაშიძე, იუზა ნაცვლიშვილი /

1 (ჰუქ) ვოვა აკოფოვი, 2-3 თამაზ ძამაშვილი, ალბერტ ნაცვლიშვილი, ზაურ მგელაძე, ზურაბ ქელბაქიანი; 4-5 ზურაბ რეხვიაშვილი, რეზო კეთილაძე, სერგო რამიშვილი; 6-8 მურად თოფურიძე, ჯუმბერ ცუხიშვილი, ნუგზარ ბუგიანიშვილი; (მწ) მგელაძე

<<    ვევეა [ჩემპიონი] 15 გრაჩოვი; 14-11 ჟერებკო, თამაზ მგელაძე, ტიხომიროვი ტიმოშენკო ანტონოვი; 10 გრიგარიანცი, 9 კულიკოვ კაპ / 1 დმიტრიჩევი; 2-3 სვირიდოვი კანუნიკოვი ვინოგრადოვი ჩევიჩელოვი; 4-5 ნაპოლნოვი ზაიცევი მიკალოვი; 6-8 პეტრენკო იურინი სემენიხინი ალიოშინი (მწ) ანტონოვი

>>>    მეორე ჯგუფის ფინალი

24-31/08 ნალჩიკი, პროხლადნი (ყაბარდო ბალყარეთი)

1#სპარტაკი კიევი (10) - ნალჩიკი 18:15, ლენინგრადი 9:6, მოსკოვი 23:0, ვილნიუსი 33:6, რიგა 30:6

2#სპარტაკი ნალჩიკი (8) - ლენინგრადი 14:6, მოსკოვი 17:9, ვილნიუსი 11:6, რიგა 17:14

3#სპარტაკი ლენინგრადი (6) - მოსკოვი 22:20, ვილნიუსი 10:8, რიგა 14:9

4#დინამო მოსკოვი (4) - ვილნიუსი 11:3, რიგა 12:3

5#გელეჟინის ვილკასი ვილნიუსი (2) -

6#ვეფ რიგა (0) 3:0

<<    ფინალს მიღმა დარჩნენ

ხიმკი მოსკოვის ოლქი, პოლიტეხნიკი ტაშკენტი, დინამო ერევანი

პოლიტეხნიკი კიშინიოვი, დინამო ბაქო, ენბეკი ალმა-ათა

<<< >>>